განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002209320
საქმე №1/ბ-934-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე
მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი
ლევან თ------ე
მარინე თათრიაშვილის, ნინო სოლომნიშვილის, ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორების - ა-------------–ის, გ---------------–---–ის, გ-----------------ის,ადვოკატების - ტ------–--------ის,მსჯავრდებულ - გ----------------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის კახა კვაშილავას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ-----------–------------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისში, გ--–---–-----–------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განაჩენით:
გ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 09 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით, გ----------------ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 23 სექტემბრიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ
გ----------------ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი არაერთგზის.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 23 სექტემბერს, 03:00 საათიდან - 04:00 საათამდე დროის მონაკვეთში, თბილისში, ა-----–----------------ის მიმდებარედ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 19 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი გ----------------ე, თავს დაესხა ტაქსის მძღოლ გ----------–----–--ლს, მისი თანხის მისაკუთრების მიზნით, დაადო დანა გულმკერდის არეში და სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაეუფლა მის კუთვნილ ფულად თანხას 20 ლარის ოდენობით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ----------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კახა კვაშილავამ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გ----------------ის უდანაშაულოდ ცნობა.
აპელანტის განმარტებით, გ----------------ის მიმართ გამოტანილი განაჩენი არის დაუსაბუთებელი, მასში წარმოდგენილი დასკვნები არ ემყარება სასამართლო განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეულ ეჭვისგამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ადვოკატის განმარტებით, სასამართლომ საქმეზე მოპოვებული ისეთი მტკიცებულებები დატოვა შეფასების გარეშე, რომლებიც გამორიცხავდნენ გ----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენას. სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები ამყარებენ როგორც ბრალდებულის, ისე სხვა მოწმეების - მ---------–---–-------------------------------–-–-------------ის ჩვენებებს და ერთმნიშვნელოვნად იძლევიან დაზარალებულის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველს. ამასთან, მხოლოდ ამ უკანასკნელმა მისცა საქმეზე გ----------------ის მიმართ მამხილებელი ჩვენება. სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის ბრალეულობას, საქმეში არ მოიპოვება. რაც შეეხება დაზარალებულის მიერ გ----------------ის ამოცნობის ოქმს, იგი არ წარმოადგენს ცალკე აღებულ პირდაპირი ხასიათის მტკციებულებას, ვიანიდან მისი წყაროც არის თავად დაზარალებული. დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია სასამართლოს განმარტება, თითქოს დაზარალებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია მოწმის სახით დაკითხული ზ---------------–---–ის, ლ--------–----ის და ბ-------------–---–ის ჩვენებებთან, რადგან სასამართლო არაფერს ამბობს თუ რაში გამოიხატება მათი თანხვედრა და დაცვის მხარის მოწმეების დამაჯერებელი ჩვენებების არათანმიმდევრულობა. გარდა ამისა, საჩივარში მითთებულია, რომ მსჯავრდებულის მხრიდან განხორციელებულ მუქარაზე საუბრისას სასამართლო ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას, თუმცა გ----------------ის მხრიდან აგრესია და მუქარა გარშემომყოფთაგან არავის გაუგია, მით უფრო მაშინ, როდესაც, როგორც დაზარალებული აცხადებს, დაახლოებით ნახევარი საათი მიმდინარეობდა მათ შორის დაპირისპირება მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე.
სააპელაციო საჩივარში ასევე მითითებულია, რომ სასამართლო ყურადღებას არ აქცევს ვ------გ ო-----------ის განმარტებას მისი საცხოვრებელი ადგილის ა-----–---ს ქუჩაზე არსებობასთან დაკავშირებით. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც გამომძიებელი რ-------–---–------------------------ეს ეძებდა ა-----–---ს ქუჩაზე მცხოვრებ მის ნათლიასთან. ო------------მ აღნიშნა, რომ ავტომანქანის წინა სავარძელში მჯდომი პირი, რომელთანაც ტაქსის მძღოლს ჰქონდა არასასიამოვნო საუბარი, არ იყო გ----------------ე. სასამართლო, ისევე როგორც ბრალდების მხარე, უთითებს ო-----------ის და თ------ის მეგობრობაზე და აღნიშნული გარემოებით ამართლებს ვ------გ ო-----------ის მიერ გ----------------ის სასარგებლო ჩვენების მიცემას. ვ------გ ო------------მ აღნიშნა, რომ ისინი დაიბადნენ ერთ უბანში და ბავშობიდან იცნობენ ერთმანეთს, თუმცა არ უთქვამს, რომ იყვნენ ისეთი მეგობრები, რომლისთვისაც პასუხისმგებლობის თავიდან არიდების გამო შეეძლო ცრუ ჩვენების მიცემა.
აპელანტის განმარტებით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ როგორც მოწმე მ---------–---–მა აღნიშნა, მისი ოჯახი ხშირად არის პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი, არაერთხელ უსაფუძვლოდ გაუჩხრეკიათ მათი სახლი. საყურადღებოა ისიც, რომ ასეთი მძიმე ბრალდების პირობებში პოლიციამ არ ჩაატარა გ----------------ის სახლის ჩხრეკა დანაშაულის იარაღისა და დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ქონების ამოღების მიზნით, რაც კიდევ უფრო ამყარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომლის შესაბამისადაც, პოლიცია დარწმუნებული იყო, რომ გ----------------ე არ იყო ყაჩაღობის ჩამდენი და ჩხრეკის ჩატარებასაც აზრი არ ქონდა. რაც შეეხება ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმს, დამცველის მტკიცებით, არარელევანტურია 23 სექტემბერს დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე, 09 დეკემბერს შედგენილი ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის გამოყენება იმის დასამტკიცებულებად, რომ მითითებულ მონაკვეთზე სათვალთვალო კამერები არ არსებობდა.
და ბოლოს, დაცვის მხარე უთითებს, რომ გამოძიების მიერ ჩატარებულია ავტომანქანის დათვალიერება, ოქმში არსად არ არის მითითებული ტაქსის აღმნიშვნელ ნიშანში შემავალი სადენები, მით უფრო დანით გადაჭრილი სადენები, როგორც ამას უთითებს დაზარალებული. აღნიშნულ საკითხზე არც ექსპერტიზა არ მსჯელობს. გამოძიების მიერ დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი, რა დროსაც ვერ იქნა ამოღებული ტაქსის აღმნიშვნელი ნიშანი, რომელიც დაზარალებულის ჩვენებით თავდამსხმელმა გადააგდო. პოლიციელმა ლ--------–----ემ სასამართლოში აღნიშნა, რომ როდესაც დაზარალებული მივიდა პოლიციაში, ავტომანქანას ეკეთა ტაქსის ნიშანი. აღნიშნული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა დაზარალებულის ჩვენების სარწმუნოობის შესაფასებლად.
აღნიშნულისა და საჩივარში მითითებული სხვა გარემოებების გათვალისწინებით, დაცვის მხარე ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულ გ----------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
ბრალდების მხარემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ რიგში პალატა წარმოაჩენს იმ მტკიცებულებებს, რომლებიც წარდგენილი და გამოკვლეული იქნა პირველი ინსტანციის სასართლო სხდომაზე, შემდეგ კი დეტალურად შეაფასებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებს, მიმოიხილავს თითოეულ მათგანს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და იმსჯელებს, თუ რატომ იზიარებს, ან არ იზიარებს მხარეთა არგუმენტებს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა გ----------–----–--ლმა განაცხადა, რომ 2017 წლის 23 სექტემბერს, მისი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ტაქსით გადაადგილდებოდა ქ.თბილისში, ტ---–------ს ქუჩის და წ-----------–---–---------ის კვეთასთან, სადაც ჩაუჯდა ორი პიროვნება. ერთ-ერთი მათგანი (მიუთითა ბრალდებულ გ----------------ეზე) დაჯდა მძღოლის გვერდით არსებულ სავარძელზე, ხოლო მეორე მოთავსდა უკანა სალონში. შენიშნა, რომ მგზავრები იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში და სთხოვა მანქანიდან გადასვლა იმ მიზეზით, რომ დამთავრებული ჰქონდა სამუშაო საათები. აღნიშნულზე გ----------------ემ უხეშად მიმართა და მოსთხოვა იმ ადგილზე წაყვანა, სადაც თავად ეტყოდა. ვინაიდან არ სურდა სიტუაციის დაძაბვა, დათანხმდა მის მოთხოვნას და მგზავრები წაიყვანა ა-----–---ს ქუჩაზე. ადგილზე მისვლისას გ----------------ემ უკან მჯდომ მამაკაცს მიაწოდა პარკი და სთხოვა შეეტანა ეზოში, რასაც შემდეგ მიხედავდა. უკან მჯდომი მამაკაცის მანქანიდან გადასვლის შემდგომ გ----------------ემ კითხა - თუ რამდენი იყო მგზავრობის ღირებულება. უპასუხა, რომ სამი ლარი იყო გადასახდელი, რის შემდეგაც გ----------------ემ მიაწოდა 10 ლარიანი, ხოლო ხურდის სახით დაუბრუნა 07 ლარი. ამის შემდგომ თ------ემ მოსთხოვა 10 ლარიანის უკან დაბრუნება, რადგან ჰქონდა სამი ლარის ხურდა. 10 ლარიანის მიწოდების შემდეგ, გ----------------ე უარს ეუბნებოდა თავისი თანხის დაბრუნებაზე, რა დროსაც ადგილზე მივიდა მეორე მამაკაცი, რომელმაც მას შემდეგ, რაც გაიგო მისი (გ----------–----–--ლის) ნათქვამი, რომ აღნიშნული თანხა იყო მისი ბავშვის საჭმლის ფული, გ----------------ეს გამოართვა 07 ლარი და დაუბრუნა უკან. ამის გამო თ------ე გახდა აგრესიული, დანის მუქარით წაართვა აღნიშნული 07 ლარი და ასევე მანქანაში დადებული ფული, მთლიანობაში 20 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, გადაუჭრა ტაქსის ტრაფარეტი და მოსთხოვა მანქანიდან გადასვლა იმ მიზეზით, რომ სურდა მანქანით სეირნობა. ტრაფარეტიც ისევ მისმა მეგობარმა მოუტანა და ჩადო ავტომანქანის მარჯვენა სალონში, თუმცა გ-------მ ისევ აიღო იგი და უფრო შორს გადააგდო, რომ ვეღარ მოეტანათ. ავტომანქანიდან გადასვლაზე უარის მიღების შემდგომ, გ----------------ემ მოსთხოვა გვერდით გასვლა, რათა ეჩვენებინა მისთვის თუ რის გაკეთება შეეძლო თანნაქონი დანით. ისარგებლა შექმნილი სიტუაციით და სანამ გ----------------ე ჩაჯდებოდა მანქანაში, მოასწრო მისი დაძვრა და ადგილიდან თავის დაღწევა. თუმცა გ----------------ემ მოახერხა და მის წასვლამდე დანა ჩაარტყა უკანა საქარე მინას, რის შედეგადაც იგი მთლიანად ჩაიმსხვრა. ვინაიდან იყო ძალიან შეშინებული და დაბენული, წავიდა სახლის მიმართულებით, თუმცა გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ დამშვიდდა, უკან დაბრუნდა და მომხდარის თაობაზე შეატყობინა პოლიციას, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლებთან ერთად დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე. იქ მისულებს ადგილზე დახვდათ მხოლოდ გ----------------ის მეგობარი, რომელსაც ყაჩაღობაში მონაწილეობა არ მიუღია. მოგვიანებით მისი მონაწილეობით ჩატარდა ამოცნობა, რა დროსაც ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო გ----------------ე, რომელმაც დანის გამოყენებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით გასტაცა 20 ლარი და ჩაუმსხვრია ავტომანქანის უკანა საქარე მინა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ---------------–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 23 სექტემბერს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განცხადებით მიმართა მოქალაქე გ----------–----–--ლმა და განუმარტა, რომ საკუთარი მართვის ქვეშ მყოფი ტაქსით გადაადგილებისას, ორმა მამაკაცმა გააჩერა ტ---–------ს ქუჩაზე. მგზავრები გაიყვანა ა-----–---ს ქუჩაზე, სადაც N---თან მისვლისას, ერთ-ერთმა მამაკაცმა დანის მუქარით წაართვა 20 ლარი და ჩაუმსხვრია ავტომანქანის უკანა საქარე მინა. მოწმე თანამშრომელ ლ--------–----ესთან და დაზარალებულთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ ერთი მამაკაცი - ვ------გ ო------------. დაზარალებულმა მიუთითა, რომ სწორედ აღნიშნული პირის თანმხლებმა მამაკაცმა წაართვა ფულადი თანხა დანის გამოყენებით. დაზარალებულის განმარტებით, ვ------გ ო------------ს თანხის მოთხოვნაში მონაწილეობა არ მიუღია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ--------–----ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 23 სექტემბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა მოქალაქე გ----------–----–--ლი, რომელმაც განუცხადათ, რომ მისი მართვის ქვეშ მყოფი ტაქსით გადაადგილების დროს ავტომანქანაში ჩაუჯდა ორი მამაკაცი, რომლებმაც მოსთხოვეს ა-----–---ს ქუჩაზე წაყვანა. ადგილზე მისვლისას კი ერთ-ერთმა მათგანმა დანის მუქარით გასტაცა 20 ლარი და ჩაუმსხვრია მანქანის უკანა საქარე მინა. არ ახსოვს დაზარალებული თავისი მანქანით მივიდა თუ არა განყოფილებაში, მანქანა ნახა, მაგრამ დაზუსტებით თქმა არ შეუძლია, სავარაუდოდ თავისი მანქანით იქნებოდა მოსული. როგორც იცის, მისი მანქანა იყო ტაქსი. მას შემდეგ, რაც გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, დაზარალებულმა მიუთითა იქ მყოფ ერთ-ერთ პიროვნებაზე და განაცხადა, რომ მისმა თანმხლებმა პირმა დააყაჩაღა დანის გამოყენებით. ადგილზე მყოფი პირი აღმოჩნდა ვ------გ ო------------, რომელსაც დაზარალებულის განმარტებით, ყაჩაღობაში მონაწილეობა არ მიუღია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ-------------–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 23 სექტემბერს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა მოქალაქე გ----------–----–--ლი. როგორც ამ უკანასკნელმა განმარტა, გადაადგილდებიოდა მისი მართვის ქვეშ მყოფი ტაქსით, რა დროსაც ავტომანქანაში ჩაუჯდა ორი მამაკაცი და სთხოვეს ა-----–---ს ქუჩაზე წაყვანა. ადგილზე მისვლისას ერთ-ერთმა მათგანმა დანის მუქარით გასტაცა 20 ლარი და ჩაუმსხვრია მანქანის უკანა საქარე მინა. ამის შემდეგ გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დაზარალებულმა მიუთითა იქ მყოფ ერთ-ერთ პიროვნებაზე და განაცხადა, რომ სწორედ ამ პირის თანმხლებმა მამაკაცმა დააყაჩაღა დანის გამოყენებით. ადგილზე მყოფი პირი აღმოჩნდა ვ------გ ო------------, რომელსაც დაზარალებულის განმარტებით, ყაჩაღობაში მონაწილეობა არ მიუღია. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე კ------------------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 23 სექტემბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ა-----–----------------ში დაზარალებულ გ----------–----–--ლის მიმართ განხორციელებული ყაჩაღობა ჩადენილი იყო გ----------------ის მიერ. მიღებული ინფორმაციის შესახებ პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა გ--–-----------–--ემ და ბ---------–--–-–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და ავთენტურობა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ------გ ო------------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, გ----------------ემ სთხოვა საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში გაყოლა, რადგან უნდა შეხვედროდა მეგობარს. მივიდნენ კაფე-ბარ „კოპალ-–ი“, სადაც დახვდათ გ-------ს მეგობარი სახელად ლ-–ა, მის სამ მეგობართან ერთად. კაფეში გაჩერდნენ ცოტა ხნით, რის შემდეგაც წავიდნენ ვ-------–---ზე მდებარე რესტორან „ტ----–--–-“, სადაც გააგრძელეს ქეიფი. რესტორანში ყოფნის დროს გ----------------ე და მისი მეგობარი ლ-–ა 15-20 წუთით გავიდნენ რესტორნიდან მეგობარი გოგოს სანახავად, რის შემდეგაც კვლავ დაბრუნდნენ უკან. რესტორნიდან გ----------------ე სახლში წაიყვანა ლ-–ამ, ხოლო თვითონ დარჩა რესტორანში, ხოლო შემდეგ მარტო წავიდა ფეხით. როდესაც ტ---–------ს ქუჩაზე მოძრაობდა, გააჩერა ტაქსი, რომელსაც ეჯდა უცხო მგზავრი, მათ მიიყვანეს ა-----–---ს ქუჩაზე, სადაც გადავიდა ტაქსიდან და დაჯდა იქვე კიბეებზე, ხოლო მანქანაში დარჩნენ ტაქსის მძღოლი და მისი კლიენტი. ისინი იდგნენ შორიახლოს და კამათობდნენ, თუ რაზე, მისთვის უცნობია. მოგვიანებით გაიგონა მინის ჩამსხვრევის ხმა, თუმცა ვინ რა ჩაამსხვრია, არ დაუნახავს. ტაქსის მძღოლი წავიდა საკუთარი ავტომანქანით, თავად კი ჩაეძინა ქუჩაში არსებულ კიბეზე და მოგვიანებით გააღვიძეს პოლიციის თანამშრომლებმა. მოწმის განმარტებით, ბრალდებულ გ----------------ესთან აკავშირებს დიდი ხნის მეგობრობა, თუმცა ტაქსით მასთან ერთად არ უმგზავრია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ხ----------–-–---–მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და მისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ---------–---–მა განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ-------–--–------–---–-----–------------ში. 2017 წლის 23 სექტემბერს, ღამის საათებში იმყოფებოდა სახლში. დაახლოებით 03:00 საათზე შემოესმა მანქანის ხმა, რა დროსაც გადაიხედა ფანჯარაში და დაინახა მისი შვილი - გ----------------ე, რომელიც გადმოვიდა ავტომანქანიდან და დაემშვიდობა იქ მყოფ პირებს. ავტომანქანა არ იყო ტაქსი, იგი იყო მუქი ფერის, თუმცა რა მარკის, არ იცის. სახლში მისვლისას გ-------მ უთხრა, რომ იმყოფებოდა დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან ერთად და სახლში მიიყვანა ლ-–ა ჭ----------ემ. ამის შემდგომ, გ------- წავიდა დასაძინებლად. მოწმის განმარტებით, შვილის დაკავებისთანავე გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც გ-------მ უთხრა, რომ აბრალებდნენ ყაჩაღობის ჩადენას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე შ--–---–-----–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 23 სექტემბერს, გ----------------ის მამისგან შეიტყო გ-------ს დაკავების შესახებ, რომელსაც შემდეგ მისივე თხოვნით გაყვა პოლიციის განყოფილებაში. მოწმეს პირადად მიეცა გ----------------ის ნახვის საშუალება, რომელმაც გადასცა მისი პირადი ნივთები და ფულადი თანხა 250 ლარის ოდენობით. ასევე უთხრა, რომ აბრალებდნენ ყაჩაღობის ჩადენას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული იქნა მოწმე ლ-–ა ჭ----------ის გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად, 2017 წლის 22 სექტემბერს, ღამის საათებში იმყოფებოდა რესტორან „კოპალ-–ი“. იქნებოდა დაახლოებით 23:00 საათი, როდესაც რესტორანში შევიდა გ----------------ე მეგობართან ერთად. დაახლოებით ერთი საათი დაყვეს აღნიშნულ ბარში, სადაც მისი თანმხლები პირები სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს, ხოლო თავად სასმელი არ მიუღია. ამის შემდგომ, კაფე-ბარ „კოპალადან“ წავიდნენ ზააბრიუკენის მოედანზე მდებარე რესტორან „ტ----–--–-“, სადაც მისმა მეგობრებმა გააგრძელეს ალკოჰოლური სასმელის დალევა. გ----------------ესთან ერთად, დაახლოებით 15-20 წუთით გავიდა მეგობარი გოგოს სანახავად წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან. რესტორან „ტ----–------ნ“ წმინდა ნიკოლოზის ეკლესიამდე მივიდნენ ტაქსით, დაახლოებით 10-15 წუთი ესაუბრა მეგობარ გოგოს და იმავე ტაქსით დაბრუნდნენ რესტორან „ტ----–--–-“, სადაც გაჩერდნენ დაახლოებით ღამის 02:00 საათამდე, რის შემდეგაც გ----------------ემ გადაიხადა ფული და დატოვეს რესტორანი. გ-------სთან ერთად წავიდნენ „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანით, რომელიც ეკუთვნოდა ახლობელს და რომელსაც მართავდა თავად. რესტორნიდან მივიდნენ გამცემლიძის ქუჩის შესახვევში, სადაც ცხოვრობს გ----------------ე. დაახლოებით იქნებოდა 02:30 საათიდან - 03:00 საათამდე პერიოდი, როდესაც გ------- გადავიდა მანქანიდან და შევიდა სახლში, ხოლო თავად განაგრძო გზა სახლისკენ.
2017 წლის 23 სექტემბრის „მერსედეს C“ კლასის ავტომანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს დაზარალებულ გ----------–----–--ლის კუთვნილი „მერსედეს C“ კლასის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით S--------. ავტომანქანა გაჩერებულია თბილისში, გ------–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის ნაპირზე. ავტომანქანის უკანა საქარე მინა მთლიანად არის ჩამსხვრეული და ნამსხვრევები ყრია მანქანის უკანა სალონში. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ავტომანქანის წინა მარცხენა კარის ზემოთ საყრდენი ზედაპირიდან ნანახი და ამოღებულ იქნა ერთი ხელის კვალი, ასევე სამი ხელის კვალი წინა მარცხენა კარის გარე ზედაპირიდან, სამი ხელის კვალი წინა მარჯვენა კარის გარე ზედაპირიდან, ორი უკანა მარჯვენა კარის გარე ზედაპირიდან, სამი უკან საბარგულის გარე ზედაპირიდან, სამი უკანა მარცხენა ფარის გარე ზედაპირიდან. ავტომანქანის სალონში სავარძლებიდან ამოღებულ იქნა მიკრონაწილაკები ცხრა ნიმუშად, ასევე - ექვსი ანაწმენდის ნიმუში, ხოლო მანქანის ოთხივე კარის გარე სახელურებიდან ამოღებულ იქნა ანაწმენდის რვა ნიმუში.
2017 წლის 23 სექტემბრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, გ----------–----–--ლმა ამოსაცნობად წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო მარჯვნიდან რიგით N--ე ადგილას მდგომი პიროვნება - გ----------------ე და განმარტა, რომ მის მიერ ამოცნობილი მამაკაცი არის სწორედ ის პიროვნება, რომელმაც 2017 წლის 23 სექტემბერს, ა-----–----------------თან, დანის მუქარით გასტაცა 20 ლარი და ჩაუმსხვრია ავტომანქანის უკანა საქარე მინა. ამომცნობმა გ----------–----–--ლმა, ბრალდებული გ----------------ე ამოიცნო სიმაღლით, აღნაგობით, მოგრძო სახის მოყვანილობით, მოკლედშეჭრილი მუქი ფერის თმით, რკალისებრი საშუალო სიგრძის წარბებით, სწორი ფორმის, საშუალო სიგრძის ცხვირით, საშუალო სისქის ტუჩებით, სახეზე დაბალი წვერით და სახის საერთო მოყვანილობით.
2017 წლის 23 სექტემბრის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2017 წლის 23 სექტემბერს ბრალდებულ გ----------------ისგან ნებაყოფლობით აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში.
2017 წლის 09 დეკემბრის ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის შესაბამისად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს თბილისში, ლ.ტ---–------ს ქუჩის და წ-----------–---–---------ის კვეთა, ა-----–---ს ქუჩა N---მდე. ლ.ტ---–------ს ქუჩის და წ-----------–---–---------ის კვეთასთან მიმდებარე ტერიტორიაზე, არ არის განთავსებული ვიდეოსათვალთვალო კამერები, აღნიშნული ტერიტორიიდან კ--------------ის საავტომობილო გზის, კ-----–------ის ხევის, ნ----------ის ქუჩის და კუმისის ქუჩების მიმდებარედ, არ არის განთავსებული ვიდეოსათვალთვალო კამერები, ხოლო ა-----–----------------ის მიმდებარედაც არცერთ სახლზე ან ობიექტზე, არ არის განთავსებული ვიდეოსათვალთვალო კამერები.
სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები: სასაქონლო ექსპერტიზის N1-----, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N-1--/დ, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N-2--/სტ და ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნები მხარეების მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის განაჩენით, გ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით და ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2008 წლის 21 მარტიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 07 თებერვლის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გ----------------ეს ¼-ით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი - 07 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლისა და 03 (სამი) თვის ვადით. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
N0------ ცნობის თანახმად, გ----------------ემ სასჯელის მოხდა დაასრულა 2013 წლის 20 ივნისს.
გ----------------ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ 2017 წლის 22 სექტემბერს, ღამის საათებში, იმყოფებოდა სახლში და სოციალური ქსელის საშუალებით ესაუბრებოდა დიდი ხნის უნახავ მეგობარ ლ-–ა ჭ----------ეს, რომელიც იმყოფებოდა რესტორან „კოპალ-–ი“. თავადაც გადაწყვიტა რესტორანში მისვლა და გზად გაიყოლა ვ------გ ო------------. ვინაიდან ღამის 12:00 საათზე იკეტებოდა „კოპალა“, ქეიფის გასაგრძელებლად გადაინაცვლეს ვ-------–---ის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ტ----–--–-“. რესტორანში მისვლის შემდგომ, ლ-–ა ჭ----------ეს გაყვა წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან, მეგობარ გოგოსთან შესახვედრად, სადაც დაყვეს დაახლოებით 10-15 წუთი და მალევე დაბრუნდნენ უკან. დაახლოებით 02:30 საათისთვის გამოვიდნენ რესტორნიდან და ლ-–ა ჭ----------ემ მისი მართვის ქვეშ მყოფი, მისი მეგობრის ავტომანქანით მიიყვანა სახლამდე. გ----------------ემ დაადასტურა, რომ რესტორნიდან გამოვიდა ლ-–ა ჭ----------ესთან და მის მეგობართან ერთად, ხოლო ვ------გ ო------------ დარჩა რესტორანში. ეს უკანასკნელი აღარ ცხოვრობს მის უბანში და საცხოვრებლად გადასულია ისანში.
ამდენად, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშესაბამისობისა და საერთო ანალიზის ფონზე, პალატამ უნდა შეაფასოს საკითხი - რამდენად დამაჯერებელია მსჯავრდებულ გ----------------ის განმარტებები და რამდენად შესაბამისობაშია იგი გამოკვლეულ მტკიცებულებებთან. პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ----------------ის განმარტებები აშკარად შეთხზულია მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევის მიზნით და არ უნდა იქნეს გაზიარებული; ამასთან, გამოკვლეული მტკიცებულებები ცხადყოფენ, რომ გ----------------ის მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაული და მის მიერ განხორციელებულ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია.
პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილი დანაშაული მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის ჩვენებას, მის თანმიმდევრულობასა და შესაბამისობას საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან. მოცემულ შემთხვევაში გ----------–----–--ლის გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მან სასამართლოს მისცა საკმაოდ დამაჯერებელი და სარწმუნო ჩვენება. დაზარალებულმა თანმიმდევრულად და ლოგიკურად გადმოსცა 2017 წლის 23 მაისს ღამის საათებში მასზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის დეტალები; მიუთითა, რომ ტ---–------ს ქუჩის და წ-----------–---–---------ის კვეთასთან, ავტომანქანაში ერთდროულად ჩაუჯდა ორი მგზავრი, რომლებიც მიიყავნა ა-----–---ს ქუჩაზე. ბრალდებულის სახით წარმოდგენილმა გ----------------ემ ადგილზე მისვლისას უკან მჯდომ მამაკაცს მიაწოდა პარკი და სთხოვა შეეტანა ეზოში, თვითონ კი მძღოლს მიაწოდა 10 ლარიანი კუპიურა, ამ უკანასკნელმა მგზავრობის საფასური 3 ლარი აიღო და ხურდის სახით დაუბრუნა 07 ლარი. დაზარალებულმა დეტალურად ისაუბრა იმ გარემოებებზე, თუ როგორ მოითხოვა მისი კუთვნილი 10 ლარიანი კუპიურის უკან დაბრუნება გ----------------ემ, მისმა მეგობარმა კი თავის მხრივ ხურდის სახით მიცემული 07 ლარი როგორ გადასცა დაზარალებულს. რაც შეეხება უშუალოდ დანის გამოყენების მუქარით თანხის მოთხოვნას, გ----------–----–--ლმა მიუთითა, რომ გ----------------ემ დაადო დანა და მუქარის საფუძველზე წაართვა ფულადი თანხა 20 ლარის ოდენობით. დაზარალებულმა ისაუბრა ასევე მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიშზეც, ვინაიდან გ----------------ემ მოსთხოვა გვერდით გასვლა, რათა ეჩვენებინა მისთვის, თუ რის გაკეთება შეეძლო თანნაქონი დანით. დაზარალებულის აღნიშნული მწყობრი და დამაჯერებელი განმარტებიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ მას საკმაოხანს ქონდა ურთიერთობა და საუბარი მგზავრთან, რომელმაც მასზე ძალადობა განახორციელა და შეძლო, კარგად დაემახსოვრებინა იგი როგორც ვიზუალურად, ისე სხვა ნიშან-თვისებებითაც. შესაბამისად, უპრობლემოდ შეძლო კიდევაც მისი ამოცნობა.
რაც შეეხება დაცვის მხრის აპელირებას იმის თაობაზე, თუ რატომ არავისთვის გახდა შესამჩნევი საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულ ადგილას გ----------------ის მიერ მუქარის და აგრესიის გამოვლენა, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას მიაქცევს დანაშაულის ჩადენის დროზე - ღამის 03:00-04:00 საათი, როდესაც ქუჩაში თითქმის არავინ მოძრაობს. გარდა ზემოაღნიშნულისა, გ----------–----–--ლმა მიუთითა გ----------------ის მიერ მისი ავტომანქანის დაზიანების, კერძოდ ტაქსის ტრაფარეტის გადაჭრისა და უკანა საქარე მინის ჩამსხვრევის შესახებ. მან გამორიცხა ბრალდებულთან ერთად მყოფი მეორე პირის ყაჩაღობაში მონაწილეობა, რომელიც პოლიციასთან ერთად შემთხვევის ადგილზე მისულს ისევ იქ დახვდა და განმარტა, რომ დანის მუქარით მის კუთვნილ 20 ლარს დაეუფლა მხოლოდ გ----------------ე.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც დაზარალებულის ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა, არ არის გამოვლენილი; საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ დაზარალებული ცრუობს სასამართლოს წინაშე და მას მსჯავრდებულის მიმართ ამოძრავებს რაიმე პირადი ინტერესი. უსაფუძვლოა დაცვის მხარის აპელირება, თითქოს გ----------------ის პიროვნებით დაინტერესებულები არიან პოლიციის თანამშრომლები და მათ დააჯერეს გ----------–----–--ლი, რომ იგი სწორედ გ----------------ემ დააყაჩაღა. მოცემულ შემთხვევაში, სათანადო მტკიცებულებებისა და არგუმენტების საფუძველზე, დაცვის მხარემ ვერც პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ვერ დაასაბუთა გ----------------ის მიმართ არსებული დაინტერესება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულ გ----------–----–--ლის ჩვენება სრულიად თანმიმდევრული, ლოგიკური და დამაჯერებელია, ასევე სხვადასხვა გარემოებებთან დაკავშირებით, გამყარებულია წერილობითი მტკიცებულებებით, პალატას არ გააჩნია საფუძველი, რომ ეჭვი შეიტანოს მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობაში.
როგორც აღინიშნა, დაზარალებულ გ----------–----–--ლის ჩვენება გამყარებულია მის მიერ გ----------------ის ამოცნობის ოქმით, რა დროსაც დაზარალებულმა საკმაოდ დეტალურად მიუთითა გ----------------ის ვიზუალურ მახასიათებლებზე და მან პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისასაც ნათლად განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში ამოიცნო სწორედ ბრალდებული გ----------------ე, რომელმაც 2017 წლის 23 სექტემბერს, ა-----–----------------თან, დანის მუქარით გასტაცა 20 ლარი და ჩაუმსხვრია ავტომანქანის უკანა საქარე მინა. დაზარალებულის ჩვენებასთან სრულ შესაბამისობაშია მისი კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების ოქმიც, რომლის თანახმადაც, ავტომანქანის უკანა საქარე მინა მთლიანად არის ჩამსხვრეული და ნამსხვრევები ყრია მანქანის უკანა სალონში. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ავტომანქანის დათვალიერების ოქმში არ არის მითითებული გადაჭრილი სადენების შესახებ, მხოლოდ აღნიშნული გარემოება ვერ გახდება გ----------–----–--ლის დამაჯერებელი და სხვა მტკიცებულებებთან თანხვედრაში მყოფი ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი. უშუალოდ გ----------------ის მიერ გადაგდებულ ტაქსის ტრაფარეტთან დაკავშირებით კი პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შმეთხვევაში ჩატარებულია მხოლოდ ავტომანქანის დათვალიერება, ხოლო შემთხვევის ადგილი არ დათვალიერებულა. შესაბამისად, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში ამოღებული ვერ იქნებოდა ტაქსის ტრაფარეტი, ვინაიდან, როგორც დაზარალებულმა განაცხადა, იგი მსჯავრდებულმა მეორედ ისეთი მანძილზე გადააგდო, რომ მის თანმხლებ პირს უკან აღარ დაებრუნებინა. ამ ნაწილში დაცვის მხარე არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს მოწმე ლ--------–----ის ჩვენებას, თითქოს მან განაცხადა, რომ გ----------–----–--ლი პოლიციის განყოფილებაში მივიდა ავტომანქანაზე არსებული ტაქსის შესაბამისი ტრაფარეტით. აღნიშნულმა მოწმემ ნათლად განმარტა, რომ მას კარგად არ ახსოვს, თუ რა მანქანით მივიდა დაზარალებული ადმინისტრაციულ შენობაში. მოწმემ მიუთითა, რომ როგორც იხსენებს, მანქანა იყო დაზარალებულის კუთვნილი და აღნიშნული პირი ამ ავტომანქანით „ტაქსაობდა“. აღნიშნული განმარტება უდავოდ არ ადასტურებს, რომ იმ მომენტში ავტომობილს აუცილებლად ეკეთა ტაქსის ტრაფარეტი.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების - ზ---------------–---–ის, ლ--------–----ის და ბ-------------–---–ის ჩვენებებზე, რომლებიც გ----------–----–--ლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის იდენტურად აღწერენ მისგან ცნობილ, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების დეტალებს. მართალია აღნიშნული პირები არ წარმოადგენენ ფაქტის თვითმხილველ მოწმეებს, თუმცა პალატა აფასებს რა მათ ჩვენებებს საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, განმარტავს, რომ ისინი კიდევ უფრო განამტკიცებენ და მეტ დამაჯერებლობას სძენენ გ----------–----–--ლის ჩვენებას.
პალატა სრულიად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოწმეების მ---------–---–ის, ვ------გ ო-----------ის და ლ-–ა ჭ----------ის ჩვენებების შეფასების ნაწილშიც და განმარტავს, რომ აღნიშნული ჩვენებების გაზიარების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მათ მიერ გაჟღერებული გარემოებები არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით და ემსახურება მხოლოდ გ----------------ისათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობას. რათქმაუნდა, პალატა მოწმეთა ჩვენებებს უპირობოდ არ უკარგავს სანდოობას მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი არიან ბრალდებულის ოჯახის წევრები და მეგობრები, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არაერთ საკითხთან დაკავშირებით, გაცდენილია ლოგიკური მსჯელობის ფარგლებს და წინააღმდეგობაშია საქმეზე დადგენილ ფაქტობროვ გარემოებებთან. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ გ----------------ის და ვ------გ ო-----------ის დიდი ხნის მეგობრობის ფაქტი დაადასტურა თავად ვ------გ ო------------მ. დაზარალებულმა გ----------–----–--ლმა ნათლად განმარტა, რომ მასა და გ----------------ის კონფლიქტში ვ------გ ო------------ ნამდვილად იყო ჩართული, ამ უკანასკნელმა გ----------------ის მიერ გამორთმეული კუთვნილი ხურდა დაუბრუნა და ტაქსის ტრაფარეტიც მიაწოდა; გარდა ამისა, იგი ამშვიდებდა აგრესიულ მდგომარეობაში მყოფ გ----------------ეს. რაც შეეხება ადვოკატის აპელირებას იმის შესახებ, რომ გ----------------ე შემთხვევის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში, სახლის კიბეებთან არ მიატოვებდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ვ------გ ო------------ს, პალატის განმარტებით, აღნიშინული გარემოება სრულებით არ გამორიცხავს ყაჩაღობის მომენტში გ----------------ის ა-----–---ს ქუჩაზე ყოფნის ფაქტს. პირიქით, პალატისათვის უფრო მეტადაა დამაჯერებლობას მოკლებული ის ფაქტი, რომ გ----------------ე თითქოსდა ლ-–ა ჭ----------ესთან ერთად წავიდა გამცემლიძის ქუჩაზე, ხოლო ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ფეხით მოსიარულე ვ------გ ო------------ს შემთხვევით გაუჩერა უცხო ტაქსის მძღოლმა და მიიყვანა სწორედ გ----------------ის საცხოვრებელი სახლის კიბეებთან ა-----–---ს ქუჩაზე.
დაცვის მხარის მითითებით, საქმეზე გამოკვლეული მასალების შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ ვ------გ ო------------ ნადვილად ა-----–---ს ქუჩაზე ცხოვრობდა. პალატა ვერ დაეთანხმება ადვოკატის აღნიშნულ მტიცებას, ვინაიდან თავად ბრალდებულმა გ----------------ემ განაცხადა, რომ ვ------გ ო------------ დიდი ხანი აღარ ცხოვრობს მის უბანში და საცხოვრებლად გადასულია ისანში. სწორედ ვ------გ ო-----------ის ნათლია - დ---------------------ან გასაუბრების ოქმით დგინდება, რომ ო------------ მასთან არ ცხოვრობს და მისთვის უნობია, თუ სად შეიძლებოდა მისი ნახვა. მან ვ------გ ო-----------ის ტელეფონის ნოიმერიც კი არ იცოდა. ამასთან, აღნიშნული სატელეფონო გასაუბრების ოქმით არ დგინდება არა თუ ვ------გ ო-----------ის, არამედ თავად დინარა ტოკარაძის ა-----–---ს ქუჩაზე ცხოვრების ფაქტი. ვ------გ ო-----------ის მოძიების მიზნით გამომძიებელმა დაურეკა მის ნათლიას არა იმიტომ, რომ მასთან ერთად ცხოვრობდა, არამედ იმიტომ, რომ ვ------გ ო------------ს გამოკითხვის ოქმზე მითითებული ქონდა დინარა ტოკარაძის ტელეფონის ნომერი (იხ. ტ.1, ს.ფ.229).
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ვ------გ ო------------, მ---------–---–ი და ლ-–ა ჭ----------ე არიან გ----------------ის საქმის შედეგით დაინტერესებული პირები და მათი ჩვენებები არ არის გამყარებული სხვა უტყუარი და სანდო მტკიცებულებებით, პალატას არ გააჩნია საფუძველი, გ----------------ის უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებად გაითვალისწინოს მათ მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ისეთ გარემოებასთან დაკაშირებით, როგორიცა ბინის მისამართი, სადაც შემთხვევის ღამეს რესტორნიდან დაბრუნდა გ----------------ე, მოწმეების - მ---------–---–ი, ვ------გ ო-----------ის და ლ-–ა ჭ----------ის ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდის სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას და საქმის არსებითი განხილვისას გამოვლენილ გარემოებებთან.
დაცვის მხარე უთითებს გამოძიების ხარვეზებზეც და აღნიშნავს, რომ ყაჩაღობის ფაქტზე ბრალდებული გ----------------ის მიმართ არ ჩატარებულა პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. ხოლო 23 სექტემბერს დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე 09 დეკემბერს შედგენილი ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის გამოყენება არარელევანტურია იმის დასამტკიცებულებად, რომ მითითებულ მონაკვეთზე სათვალთვალო კამერები არ არსებობდა. პალატა რათქმა უნდა, ბრალდების მტკიცების ტვირთს არ აკისრებს დაცვის მხარეს, თუმცა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით, დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. შესაბამისად, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი, მოეპოვებინა აღნიშნული მტკიცებულებები, როგორც ბრალდების მხარე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა სათანადო წესით და აპელანტი მხოლოდ ზეპირსიტყვიერად უთითებს, რომ გ----------------ის გადაადგილების მარშრუტი აუცილებლად იქნებოდა აღბეჭდილი ვიდეოჩანაწერებზე. ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, ანუ გამოძიებამ უნდა მოიპოვოს საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა შესაძლო მტკიცებულება და წარადგინოს სასამართლოში. ბუნებრივია, თუკი გამოძიება საჭიროდ ჩათვლიდა სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას და მათ შედეგებს მტკიცებულების სახით წარადგენდა, მათ მიეცემოდათ სათანადო შეფასება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. თუმცა მათი წარმოუდგენლობის შემთხვევაშიც, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ქმნიან გ----------------ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარის, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
ამდენად, არ არსებობს საფუძველი, რათა გაზიარებული იქნეს დაცვის მხარის მოსაზრება, თითქოს საქმეზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება გ----------------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საკმაოდ დასაბუთებული და არგუმენტირებული მსჯელობა იქონია თითოეული მტკიცებულებით დადგენლი ფაქტობრივ გარემოებებზე და შეაფასა ისინი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, რის საფუძველზეც მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ და სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ გ----------------ის მიერ გ----------–----–--ლზე ყაჩაღური თავდასხმის განხორციელებას.
საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ გ----------------ის მიერ ჩადენილია ყაჩაღობა არაერთგზის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის განაჩენით, გ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2008 წლის 21 მარტიდან; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 07 თებერვლის განჩინებით გ----------------ეზე გავრცელდა 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, მან სასჯელის მოხდა დაასრულა 2013 წლის 20 ივნისს და ქმედების ჩადენის - 2017 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს სპეციალურ - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს სასამართლოსათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით. ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.
პალატა აღნიშნავს, რომ არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა იგი უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში. აუცილებელია არა, სახეზე იყოს მტკიცებულებათა სიმრავლე და მათი „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ მნიშვნელოვანია, წარმოდგენილი მტკიცებულებები იყოს ისეთი კატეგორიული ხასიათისა და ძალის, რაც გადაწონის დაცვის მხარის ვერსიას პირის უდანაშაულობასთან დაკავშირებით და ობიექტური დამკვირვებლისთვის არ დატოვებს ეჭვს, რომ ბრალდებულმა ნამდვილად განახორციელა ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება. ასევე, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმადაც თუ მტკიცებულება ძალიან მყარია და არ არსებობს მის სანდოობაში დაეჭვების რისკი, შესაბამისად, მცირდება დამხმარე მტკიცებულებათა წარმოდგენის საჭიროება (Jalloh v. Germany, №54810/00 11/07/2006; § 96;).
პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზეც, რომლის მიხედვითაც არ არის სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (Suominen v. Finland, პუნქტი 34; Van de Hurk v. the Netherlands, პუნქტი 61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (Georgiadis v. Greece, პუნქტი 43).
ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ----------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული დასკვნები სრულ შესაბამისობაშია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვერსია არასარწმუნოა და ემსახურება მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას. სახეზეა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ, რომ გ----------------ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
ყოველივე აღნიშნულისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, გ----------------ეს მათ მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების (არ გააჩნია), ასევე რეციდივის მხედველობაში მიღებით, დაენიშნა ადეკვატური, კანონიერი და სამართლიანი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამდენად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განაჩენი გ----------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ----------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უვცლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განაჩენი;
გ----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით, გ----------------ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, გ----------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ გ----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 23 სექტემბრიდან.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
გ----------------ის ნერწყვის ნიმუში, ავტომანქანიდან ამოღებული: თხუთმეტი თითის კვალი დაქტილოფირზე, მიკრონაწილაკი ცხრა ნიმუშად და ოცდაორი ანაწმენდი, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო ავტომანქანის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, გადატანილი ერთ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალ-–ი შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. კაპანაძე
მოსამართლეები: კ.მაჭავარიანი
ლ.თ------ე