განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.06.2018
საქმის ნომერი
330210115001018865
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, სამოქალქო
თარიღი
20.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210115001018865

საქმე №2ბ/2626-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - თეა სოხაშილი-ნიკოლაიშვილი

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე

 

აპელანტი I - გ--------–--–----ე, ც------–-------ე, ნ-----–-----–-------ე

აპელანტი II - ს------–-–----

 

აპელანტების ს------–-–----ა“ და ც------–-------ის წარმომადგენელი - ა---------–----------

 

მოწინააღმდეგე მხარე - ს---------------–----------

წარმომადგენლები - მ--------------–---–ი, თ-----------–----ე

 

დავის საგანი - გარიგებების ბათილად ცნობა, სანოტარო აქტის ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.03.2017 წლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.03.2017 წლის გადაწყვეტილებით:

სს „ი-–-–--ი“-ს, გ--------–--–----ის, ც------–-------ის და ნ-----–-----–-------ის სასარჩელო მოთხოვნები ს--------------–---------“-ს მიმართ, ხელშეკრულებების ბათილად ცნობის, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლების ბათილად ცნობის, ზიანის ანაზღაურების და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2007 წლის 8 მაისს ს--------------–---------სა“ და სს „ი-–-–--ს“ შორის დაიდო საკრედიტო ხაზის მომსახურების N------ ხელშეკრულება, 10 000 000 აშშ დოლარის ლიმიტით, მომსახურების ვადა განისაზღვრა 120 თვის პერიოდით.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საკრედიტო ხაზით მომსახურების N------ ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ 45-50).

 

2010 წლის 21 დეკემბერს ს-------------–--------სა და სს „ი-–-–--ს“ შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის N-------8----- ხელშეკრულება, რომლის თანახმად საკრედიტო ხაზის მოცულობა განისაზღვრა 1 155 000 აშშ დოლარით, წლიური 17% სარგებლის დარიცხვით.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2010 წლის 21დეკემბრის N------ -8----- ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ 51-52).

 

2010 წლის 30 დეკემბერს ს-------------–--------სა და სს ი-–-–--ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N-------8-----, რომლის თანახმად საკრედიტო ხაზის მოცულობა განისაზღვრა 1 000 000 ლარით, წლიური 19%-ის სარგებლის დარიცხვის პირობით.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2010 წლის 30 დეკემბრის N-------8----- ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ 55-56).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2010 წლის 31 აგვისტოს ს-------------–--------სა და ნ-----–-----–-------ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N-------ვ, რომელიც დაიდო 2007 წლის 8 მაისის N------ საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების უზრუნველსაყოფად.

 

წინამდებარე ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, თავდები კისრულობს ვალდებულებას ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით ბანკის სასარგებლოდ თავდებად დაუდგეს სს ი-–-–--ს, ბანკის მიერ უზრუნველყოფილი მოთხოვნების სრულად და ჯეროვნად შესრულებისთვის, ხოლო 2.3 პუნქტის თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობაა 20 000 000 აშშ დოლარი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სოლიდარული თავდებობის N-------ვ ხელშეკრულება ( ტომი I, ს.ფ 129-133).

2010 წლის 20 მაისს ს-------------–--------სა და ნ-----–-----–-------ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება 2007 წლის 8 მაისის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად. ამავე ხელშეკრულების თანახმად, თავდები კისრულობს ვალდებულებას, ძირითადი მოვალის მიმართ წარმოშობილი ვალდებულებისათვის სრულად აგოს პასუხი ბანკის წინაშე. მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში სრულად დაფაროს კრედიტის ძირითადი თანხა საკრედიტო სარგებელი და პირგასამტეხლო იმ მოცულობით, რასაც ბანკი მოითხოვს თავდებობის ფარგლებში.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2010 წლის 20 მაისის N-------ვ თავდებობის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ 134135).

 

2007 წლის 8 მაისის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2010 წლის 21 დეკემბერს ს-------------–--------სა და გ--------–--–----ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, თავდები კისრულობს ვალდებულებას ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით ბანკის სასარგებლოდ თავდებად დაუდგეს სს ი-–-–--ს, ბანკის მიერ უზრუნველყოფილი მოთხოვნების სრულად და ჯეროვნად უზრუნველსაყოფად, ხოლო 2.3 პუნქტის თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა 10 000 000 აშშ დოლარია.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ 137-141).

 

2010 წლის 24 დეკემბერს ს-------------–--------სა და ნ-----–-----–-------ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ნ-----–-----–-------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები: ქ. თბილისი, ქ-----------------, ს/კ 0---------------------- და ქ. თბილისი, თ---------–-----------------, ნაკვ 6----, ს/კ 0---------------. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა 2007 წლის 8 მაისის საკრედიტო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- იპოთეკის ხელშეკრულება N-------ვ (ტომი I, ს.ფ 143-150)

- იპოთეკის ხელშეკრულების დანართი N1(ტომი I, ს.ფ 151)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომიI, ს.ფ 152-155).

 

2010 წლის 30 დეკემბერს ს-------------–--------სა და გ--------–--–----ეს შორის გაფორდმა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ბ--------------------ის N---, ს/კ 0----------------------. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა 2007 წლის 8 მაისის საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- იპოთეკის ხელშეკრულება N-------ვ (ტომიI, ს.ფ 158-165)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომიI, ს.ფ 166).

2010 წლის 24 დეკემბერს ს-------------–--------სა და ც------–-------ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თ---–---------------------, ს/კ 8-----------. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად იპოთეკის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი იქნა 2007 წლის 8 მაისის საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესრულება.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- იპოთეკის ხელშეკრულება N-------ვ (ტომიI, ს.ფ 167-174)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომიI, ს.ფ 175).

 

2011 წლის 29 დეკემბერს ს-------------–--------სა და სს „ი-–-–--ს“ შორის დაიდო ნასყიდობის N2-------- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნასყიდობის საგანს წარმოადგენს სს „ი-–-–--ი“-ს საკუთრებაში არსებული ამავე ხელშეკრულების დანართი Nა-2---------001-ში ჩამოთვლილი უძრავ-მოძრავი ქონებები. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2011 წლის 29 დეკემბრის ნასყიდობის N2-------- ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ 20-26)

- ნასყიდობის ხელშეკრულების დანართი Nა-2---------001(ტომი I, ს.ფ 27-40).

 

2011 წლის 29 დეკემბერს ს-------------–--------სა და სს ი-–-–--ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულების დამატებითი პირობები N1-2---------1, რომლის 2.2.1.პუნქტის შესაბამისად, გამყიდველი უფლებამოსილია მხარეთა მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში გამოისყიდოს ნასყიდობის საგანი სრულად. გამოსყიდვის ფასად მიეთითა - ნასყიდობის საგნისთვის განსაზღვრული ნასყიდობის საფასურის სრული მოცულობა.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2011 წლის 29 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების დამატებითი პირობები N1-2---------1(ტომი I, ს.ფ 41).

 

2012 წლის 31 დეკემბერს ს--------------------------- და სს ,,ი-–-–--ს“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულების დამატებითი გარიგება N1-2---------2, რომლის თანახმად, ნასყიდობის საგნის გამყიდველის მიერ გამოსყიდვის ვადა გაიზარდა 2013 წლის 30 ივნისამდე. ამავე შეთანხმების 2.2. პუნქტის შესაბამისად, თუკი გამყიდველი არ გადაიხდის ნასყიდობის საგნის გამოსყიდვისას საფასურს, ბანკი უფლებამოსილია ხელშეკრულება მოშალოს სრულად ან ნაწილობრივ და გამოსყიდვის საფასურის შესაბამისი მოცულობა გამყიდველის დამატებითი თანხმობისა და აქცეპტის გარეშე მიმართოს საკრედიტო ვალდებულების დასაფარად ან შესამცირებლად. გამოსყიდვის ხელშეკრულების მოშლა ხორციელდება ბანკის ცალმხრივი გადაწყვეტილებით და იგი უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის რეესტრს გამოსასყიდ უძრავ-მოძრავ ქონებაზე ბანკის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2012 წლის 31 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების დამატებითი პირობები N1-2---------2 (ტომი I, ს.ფ 42-44).

მოვალის მხრიდან საკრედიტო ვალდებულებათა შეუსრულებლობის შედეგად, ს--------------–---------“-ს (კრედიტორის) მოთხოვნის საფუძველზე 2014 წლის 12 ივნისს ნოტარიუს ი-----–------ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცლები შემდეგი სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ნომრებით: N1--------; N1--------; N1--------- N1--------; 1--------. მათი შინაარსის თანახმად, სარეალიზაციოდ უნდა მიექცეს: ნ-----–-----–-------ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებები: ს/კ 0---------------------- და ს/კ 0---------------.0-----; სს ი-–-–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები: ს/კ 01--------------; ს/კ 0---------------.01.500; ს/კ 0---------------.01.501; გ--------–--–----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება: ს/კ 0---------------------- და ც------–-------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება: ს/კ 0----------------------. ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს საკრედიტო ხაზის შესახებ N------ ხელშეკრულება და მის ფარგლებში 30.04.2012 წელს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება 0-------------, ხოლო აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 3159837.10 ლარს. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის 12 ივნისის სააღსრულებო ფურცელი N1-------- (ტომი I, ს.ფ 176-179)

- 2014 წლის 12 ივნისის სააღსრულებო ფურცელი N1-------- (ტომი I, ს.ფ 180-183)

- 2014 წლის 12 ივნისის სააღსრულებო ფურცელი N1-------- (ტომი I, ს.ფ 184-187)

- 2014 წლის 12 ივნისის სააღსრულებო ფურცელი N1-------- (ტომი I, ს.ფ 188-191)

- 2014 წლის 12 ივნისის სააღსრულებო ფურცელი N1-------- (ტომი I, ს.ფ 192-195).

 

უძრავი ნივთები საკადასტრო კოდით: 0----------------------; 8-----------; 0--------------------------------------------------------;0---------------.0-----;0---------------.0-----;0---------------.0-----;0---------------.0-----;0---------------.0------------------------------ და 0---------------.0----- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ს--------------–---------“-ს სახელზე, ხოლო, საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს 2011 წლის 29 დეკემბრის N2-------- ნასყიდობის ხელშეკრულება.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ამონაწერები (ტომი I, ს.ფ 196-219).

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ს-------------–--------ის განცხადების საფუძველზე თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია 2014 წლის 12 ივნისს ნოტარიუს ი-----–------ის მიერ გაცემული საააღსრულებო ფურცელ(ებ)ი, სადაც მოვალეებს წარმოადგენენ: სს „ი-–-–--ი“, გ--------–--–----ე, ც------–-------ე და ნ-----–-----–-------ე.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ტომი I, ს.ფ 237-250).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელეთა ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სს „ს----------–--------სა“ და სს „ი-–-–--ს“ შორის 2011 წლის 29 დეკემბერს დადებული N2-------- ნასყიდობის ხელშეკრულების, ამავე ხელშეკრულების ფარგლებში 2011 წლის 31 დეკემბერს და 2012 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობაგამოსყიდვის ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ გარიგებათა ბათილად ცნობა.

 

მითითებული გარიგებების ბათილად ცნობის საფუძვლად მოსარჩელეებმა მიუთითეს რამოდენიმე საფუძველზე. უპირველეს ყოვლისა, მათი განმარტებით სს „ს----------–--------მა“ სს „ი-–-–--ი“-ს ქონების საკუთრებაში მიღების არაჯანსაღი მიზნიდან გამომდინარე გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება, თუმცა, მან რეალობაში სადავო გარიგებით დაიფარა იპოთეკის ხელშეკრულება. გასაჩივრებული გარიგება ატარებს თვალთმაქცურ ხასიათს. გარდა ამისა, მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო გარიგებები მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს „ი-–-–--ი“-ს მიერ 2007 წლის 8 მაისის საკრედიტო ხაზის მომსახურების შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება დარღვეულია და ვერ შესრულდა. ასევე, 2011 წლის 29 დეკემბერს ს-------------–--------სა და სს „ი-–-–--ს“ შორის დაიდო ნასყიდობის N2-------- ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენს სს „ი-–-–--ი“-ს საკუთრებაში არსებული ხელშეკრულების დანართ Nა-2---------001-ში ჩამოთვლილი უძრავ-მოძრავი ქონება. ამავე ხელშეკრულების ფარგლებში ს-------------–--------სა და სს „ი-–-–--ს“ შორის 2011 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა რამოდენიმე დამატებითი გარიგებანი, რომლის პირობებით გამყიდველი უფლებამოსილია მხარეთა მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში გამოისყიდოს ნასყიდობის საგანი სრულად. 2012 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულებით გამოსყიდვის ვადა გაიზარდა 2013 წლის 30 ივნისამდე.

 

სამოქალაქო კოდექსის 509-ე მუხლის თანახმად, თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო გარიგებები დადებულია მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე. მეტიც, აღნიშნული გარიგების შესაბამისად მოვალეს გაუჩნდა შესაძლებლობა სათანადო თანხის ანაზღაურების სანაცვლოდ კვლავ მიეღო საკუთრებაში კუთვნილი ქონება. სადავო გარიგებების შედგენის პროცესში კრედიტორის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ირკვევა 2012 წლის 31 დეკემბერს მასსა და სს ი-–-–--ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების დამატებითი პირობებით (N1-2--------2), რომლითაც ნასყიდობის საგნის გამყიდველის მიერ გამოსყიდვის ვადა გაიზარდა 2013 წლის 30 ივნისამდე და მოსარჩელე მხარეს დამატებით მიეცა შესაძლებლობა გამოესყიდა ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად - ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

 

თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღება, თუმცა მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელსაც ემყარება მათი სარჩელი თუ შესაგებელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე ნორმის შესაბამისად სასარჩელო განცხადებაში დასახელებული გარემოებანი სადავო გარიგებათა მართლსაწინააღმდეგო ხასიათის შესახებ შედის მოსარჩელეთა მხარის მტკიცების საგანში.

 

საქმის მასალებზე დაყრდნობით და საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს ნამდვილად სურდათ იმ გარიგების შედგენა რომლებიც გაფორმდა, ანუ, მათი შინაგანი ნება გამოვლინდა მათსავე სურვილის გათვალისწინებით. საწინააღმდეგოს დამტკიცება მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო. ამრიგად, არ არსებობს გამოვლენილი ნების ნაკლი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გასაჩივრებული გარიგებების რაიმე ნიშნით მართლსაწინააღმდეგო ხასიათი არ იკვეთება და სასარჩელო მოთხოვნა N2--------, N1-2---------1; N12---------2 ხელშეკრულებათა ბათილად ცნობის ნაწილში დაუსაბუთებელია.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა გასაჩივრებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული ამავე გარიგებით ს-------------–--------ისთვის გადაცემული ქონების რეალიზაციის შედეგად მოპასუხის მიერ მიღებული თანხის და ნივთის ღირებულების 313414 აშშ დოლარის ს-------------–--------ის მიმართ დაკისრების მოთხოვნა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუსაბუთებელია მოსარჩელეთა მოთხოვნა 2007 წლის 8 მაისის საკრედიტო ხაზის მომსახურების ხელშეკრულების და ამავე გარიგების პირობების შესრულების მიზნით გაფორმებული თავდებობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილშიც. მოსარჩელე ხსენებულ ხელშეკრულებათა ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ძირითადი მოვალის, ს------–-–----“ მიერ შესასრულებელი ვალდებულება გაცილებით ნაკლებია ვიდრე იპოთეკით დატვირთული ქონების ღირებულება და შესაბამისად თავდებობის ხელშეკრულებები არამართლზომიერია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამავე კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული იპოთეკის და თავდებობის ხელშეკრულებანი შედგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით და მათი ბათილად ცნობის საფუძველი მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია.

 

სასამართლომ ამავე მოთხოვნებთან დაკავშირებითაც მიუთითა საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებულ მტკიცების ობიექტური განაწილების სტანდარტზე. სასამართლოს მოსაზრებით გარდა მოსარჩელე მხარის ზეპირი ახსნა-განმარტებისა სადავო ხელშეკრულებათა ბათილად ცნობის საფუძველი რაიმე ხასიათის მტკიცებულებით არ დასტურდება და სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.

 

ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.

 

მოსარჩელეები მოითხოვენ სასამართლომ ბათილად ცნოს ს-------------–--------ის მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 12 ივნისს გაცემული N1--------, N1--------, N1--------, N1--------, N1-------- სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის მქონე სააღსრულებო ფურცლები.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული გარიგებების მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტორის მიერ ნოტარიუსის შედგენილი სააღსრულებო ფურცლის მიღების შესაძლებლობის შესახებ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ვალდებულების უზრუნველყოფის მატერიალურ საშუალებას წარმოადგენს იპოთეკა, რაც კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკის უფლებით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციის გზით. ასევე სადაო არ არის, რომ მოსარჩელეთა მიერ ვალდებულება დარღვეულია. სასამართლოს მიაჩნია, რომ ს-------------–--------ის მიერ გამოყენებული იქნა კანონით და ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილება სააღსრულებო ფურცლების მიღების შესახებ, რომელთა ბათილობის საფუძველი მოსარჩელე მხარემ ვერ დაასახელა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. სასამართლოს მოსაზრებით მნიშვნელოვანია გავარკვიოთ მიყენებული ზიანის რეალობა და მისი ანაზღაურებისათვის სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წინაპირობების არსებობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრვი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისვთის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალის წინაპირობები, ასევე უნდა შეესაბამებოდეს ზიანის სამართლებრივ კონსტრუქციას და ერთ-ერთი გარემოების არარსებობა გამორიცხავს მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის გამოყენების სფერო მოიცავს, როგორც სახელშეკრულებო, ისე არასახელშეკრულებო ურთიერთობებს.

 

მოსარჩელე მისთვის მიუღებელი შემოსავლის ნაწილში მიყენებულ ზიანს უკავშირებს ს-------------–--------ის მიერ საბანკო გარანტიის ხელშეკრულების გაფორმებაზე უარს, რომელიც აუცილებელ პირობას წარმოადგენდა ტენდერში მონაწილეობისათვის. მოსარჩელეთა განმარტებით, 2007 წლის 8 მაისის საკრედიტო ხელშეკრულება მოპასუხეს ავალებს შეუფერხებლად გასცეს სათანადო სახის საბანკო გარანტია.

 

აღნიშნულთან მიმართებაში სასამართლომ განმარტა, რომ ზემოხსენებული ხელშეკრულების 2.1 პუნქტი, რომელზეც მოსარჩელე მხარე აპელირებს, არ ადგენს მოპასუხის უპირობო ვალდებულებას გასცეს საგარანტიო უზრუნველყოფა. სასამართლომ განმარტა რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული სახელშეკრულებო პირობის თანახმად საბანკო გარანტიის გაცემა წარმოადგენს ს--------------------------“ უფლებას და არა ვალდებულებას.

 

წინამდებარე მოთხოვნასთან დაკავშირებით მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს მისთვის ზიანის მიყენების ფაქტის და იმ გარემოების დადასტურება, რომ იკვეთება მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ს--------------------------“ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგად ზიანის მიღების ფაქტი ვერ დაასაბუთა. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების ან შეთანხმებული პირობის დარღვევის ჩვეულებრივი, ნორმალური და გარდაუვალი შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებითა თუ შეხედულებებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი გონივრულად განსასაზღვრი რისკის ფარგლებში. სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ მიუთითებენ მოპასუხის ვალდებულებას დამატებითი საბანკო გარანტიის გაცემის თაობაზე. ამდენად სასარჩელო მოთხოვნა ს-------------–--------ის მიმართ 9509155 და 2077480 ლარის ზიანის და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში დაუსაბუთებელია.

სასამართლომ განმარტა, რომ სს ი-–-–--ი მოითხოვს თბილისში კ----------------–--–------ში მოსარჩელის ყოფილ საწარმოო ბაზაში განთავსებული ნივთების ღირებულების სანაცვლოდ 5 000 000 ლარის ანაზღაურებას. სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე მხარე ს-------------–--------ის მოქმედების შედეგად მოკლებულია შესაძლებლობას ისარგებლოს კუთვნილი მოძრავი ქონებით.

 

სასარჩელო განცხადების შინაარსის მიხედვით სს ი-–-–--ის კუთვნილი ნივთები მატერიალური სახით არსებობს და კვლავ განთავსებულია ს--------------------------“ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლის შინაარსზე, რომლის დანაწესით თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება. მფლობელობის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკეთესი უფლების მქონე პირის მიმართაც, თუკი მან ნივთი მოიპოვა ძალადობის ან მოტყუების გზით.

 

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის შინაარსით თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა. ამასთანავე, მას შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა შეუძლებელია ხელის შეშლის აღკვეთის მოთხოვნა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 160-161-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე ს------–-–---- უფლებამოსილია ვინდიკაციური სარჩელის აღძვრის პირობებში მოითხოვოს ს--------------------------“ ფაქტიურ მართლსაწინააღმდეგო მფლობელობაში არსებული კუთვნილი ნივთების დაბრუნება. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნა ნივთების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტების განმარტებით, 2007 წლის 8 მაისს ს-------------------------ა და სს ,,ი-–-–--ს" შორის დაიდო საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლის მე-2 მუხლის 2.1 პუნქტით ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს 10000000 აშშ დოლარის ფარგლებში კრედიტის მიღება ,საბანკო გარანტია და სხვა საბანკო პროდუქტი. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გასცა ბანკმა სატენდერო წინადადების საგარანტიო უზრუნველყოფა 2011 წლის 31 აგვისტოს, რომელიც დამატებით ვალდებულებას არ უყენებს გარანტიის მიმღებს. ბანკის ქმედება 2011 წლის 31 აგვისტოს საბანკო გარანტია, ტენდერტში მონაწილეობის საბანკო გარანტიის გაცემა, წარმოადგენს 2007 წლის 8 მაისის საკრედიტო ხაზის #------ ხელშეკრულების განსაზღვრული ვალდებულების შესრულებას. ბანკის მიერ განხორციელებული ქმედებები მხოლოდ არაკეთილსინდისიერებას, არამართლზომიერებას და ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას ადასტურებენ. კერძოდ, 2007 წლის 8 მაისის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ფარგლებში 2011 წლის 31 აგვისტოს ს----------–--------მა გასცა ტენდერში მონაწილეობის საგარანტიო უზრუნველყოფა, რომლითაც სს “ი-–-–--მა” მიიღო უფლება და შევიდა ვალდებულებაში შესყიდვების შესახებ საქართველს კანონმდებლობიდან გამომდინარე ქ-------–-----------სთან და შ----------------------სთან ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში წარადგენდა შესრულების საბანკო გარანტიას, რის შემდგომ დაიდებოდა ხელშეკრულება ქ-------–-----------სთან მაქსიმალური 2 000 000 ლარის ფარგლებში – შესყიდვის შესახებ კანონის მიხედვით 2 000 000 ლარის 5%-ის საბანკო გარანტიის წარდგენის შემდგომ, რაც ცნობილი იყო ბანკისათვის ამავე გარანტიის მიხედვით, რადგან საბანკო გარანტიაში მითითებულია ტენდერის უნიკალური ნომერი, აგრეთვე მეორე წინადადების მე-4 პუნქტში მითითებულია – შესრულების გარანტიის წარდგენის აუცილებლობაზე. თავად საბანკო გარანტია წარმოადგენს საკრედიტო – საფინანსო დაწესებულების მიერ გაცემულ უზრუნველყოფის საშუალებას, რომლითაც, როგორც “პრინციპალი” ანუ ს/ს “ი-–-–--ი” ისე “ბენეფიციარი” – საქართველოს შ---------------------- ურთიერთობენ შესყიდვების შესახებ კანონიდან გამომდინარე დებენ ხელშეკრულებას, რასაც ადასტურებს გაცემული საბანკო გარანტიის მე-4 მუხლი. შესაბამისად, 2011 წლის 31 აგვისტოს მოპასუხის მიერ გაცემული საბანკო გარანტია 20 000 ლარის მიღების უფლება კი არ არის ბენეფიციარის სასარგებლოდ, არამედ წარმოადგენს სამომავლო ხელშეკრულების დადების გარანტიასაც. 880-ე მუხლის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა და დააწესა პრიციპალის ანუ სს“ი-–-–--ი”-სათვის მომსახურეობის გადახდის ვალდებულება და პირობა გარანტის ს---------------–--------ს” სასარგებლოდ თანხის გადახდის ვალდებულება საბანკო გარანტიის გაცემისათვის. საბანკო გარანტია გაიცა ამავე გარანტიის მიხედვით #A--------- ტენდერზე. თავად ტენდერი კანონიდან გამომდინარე და გამოქვეყნებული დანაწესიდან გამომდინარე ითხოვს მონაწილეობის და შესრულების გარანტიებს (იხილეთ დაზუსტებული სარჩელის დანართის 44 გვერდი. 17 მუხლი სატენდერო წინადადების.) ხსენებული ბანკის მიერ გაცემულ 31 აგვისტოს გარანტიის მე-4 პუნქტშია მითითებული. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მიხედვით მე-3 მუხლში მოცემულია გარანტიის განსაზღვრება რაც ანალოგიურია აზრობრივად სამოქალაქო კოდექსის 880-ე მუხლის. შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები და სამოქალაქო კოდექსის 880-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, მხოლოდ ორივე გარანტიის გაცემის შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნებოდა პრინციპალის მიერ, ანუ ს------–-–----” მიერ, ბენეფიციარის, შ----------------------ს, მიმართ მოვალეობათა სათანადო შესრულება. შესაბამისად, მხოლოდ ორივე გარანტიის გაცემის შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნებოდა ბანკის მხრიდან კანონით დადგენილი საბანკო გარანტიის დანიშნულება.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორების განმარტებით, ბანკმა გასცა რა 20000 ლარიანი საბანკო გარანტია #შPA--------- ტენდერზე, შეასრულა ტენდერით დადგენილი ვალდებულება ნაწილობრივ საბანკო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით. ბანკმა დაარღვია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები, სამოქალაქო კოდექსის 880-ე მუხლი, 361 მუხლი, მე-8 მუხლის III პუნქტი, 115 მუხლი. ტენდერში გამარჯვების შემდგომ უარი უთხრა აპელანტებს ს----------–--------მა შესრულების საბანკო გარანტიის გაცემაზე. ბანკმა წინასწარ განსაზღვრა და მიიყვანა კომპანია გაკოტრებამდე. აღნიშნულ ქმედებას მოჰყვა ის რომ ი-–-–--ი დღეის ჩათვლით ვეღარ ახერხებს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას და მას შემოსავლები აღარ აქვს. სწორედ აღნიშნული ქმედებით ისარგებლა სს ,,ს----------–--------მა”. ს--------------------------” მხრიდან ხსენებული ქმედებით დადებული ხელშეკრულება ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რადგან ბანკმა თავისი დომინანტი უფლება გამოიყენა არამართლზომიერად ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას, მე-8 მუხლის III პუნქტს, 115 მუხლს. 361 მუხლს, მე-300 მუხლის მე-2 პუნქტს. ასევე, ბანკის მიერ შეგნებულ მოქმედებაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ 80000 ლარის საბანკო გარანტიის გაცემაზე აპელანტებს უთხრა უარი. შემდგომში კი ყოველგვარი ვალდებულების გარეშე მისცა მათ 1000000 ლარის კრედიტი.

 

აპელანტების განმარტებით, იპოთეკით დატვირთული ქონებათა ფასი იყო გაცილებით დიდი ვიდრე აღებული სესხი, ამასთან, 2011 წლის აგვისტოს თვიდან სს "ი-–-–--ს" შეექმნა მძიმე ფინანსური პრობლემები, ბანკის უკანონო ქმედებათა გამო. ვერ ხერხდებოდა გაწერილი გრაფიკის შესრულება. ისარგებლა რა აღნიშნული პირობით ბანკმა მოითხოვა იპოთეკით დატვირთულ ქონებათა მის სახელზე აღრიცხვა, რისთვისაც 2011 წლის 29 დეკემბერს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით 1 წლის ვადით, რომელიც შემდგომ გაგრძელდა. ქონება მათ მიერ შეფასებული იქნა და შეადგენდა 2000000 აშშ დოლარს. შ--------------ის" მიერ გაცემული შეფასების აქტის შესაბამისად მხოლოდ ქონებათა ნაწილის ფასი შეადგენს 4700000 აშშ დოლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე ხელშეკრულება ბათილია სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლითაც.

 

აპელანტების განმარტებით, საქმეზე, 2016 წლის 6 დეკემბერს, საქმის მომზადების დამთავარების შემდეგ მთავარ სხდომაზე ჩამბარდა, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა, ელექტრონული ვერსია, დისკზე ჩაწერილი, რომელიც სასამართლოს მიერ არ უნდა იქნეს გაზიარებული შემდეგ გარემოებათა გამო: ა) შეუსაბამოა შ-------------–----–---------–----------იის“ მიერ თ---------–------------------ში მდებარე საოფისე ფართის (135,30 კვ.მ; ს/კ: 0---------------.0-----)შესადარებელი N1 და N2 ანალოგების 1 კვ.მ-ის შეთავაზებული ღირებულებები (592,59 აშშ დოლარი და 400 აშშ დოლარი), რამდენადაც შესაფასებელი ობიექტი მდებარეობს საოფისე თვალსაზრისით პრესტიჟულ ადგილზ , შეფასებით აუდიტორის ეს ფასები აღნიშნული ლოკაციის ადეკვატური არ არის. ამავე შენობის მე-7 სართულზე არსებული 273,90 კვ.მ საოფისე ფართი (ს/კ: 0---------------.0-----) შეფასებისას შ-------------–----–---------–----------იის“ შემფასებელს ანალოგიებად გამოყენებული აქვს სს „ი-–-–--სა“ და ს-------------------------“ შორის ნასყიდობის ხელშეკრულებაში არსებული ფასები, რომელთა ღირებულება მნიშვნელოვნად ნაკლებია რეალურ საბაზრო ღირებულებასთან შედარებით.

ბ) ქ. თბილისში, თ---------–------------------ში მდებარე ქონება (273,90 კვ.მ. ს/კ: 0---------------.0-----) წარმოადგენს პირველი კლასის გარემონტებულ საოფისე ფართს. ქონების პრესტიჟული მდებარეობა და რემონტის დონე უზრუნველყოფს მის მაღალ ღირებულებას. ამრიგად, შ-------------–----–---------–----------იის“ შემფასებლის მიერ მოყვანილი ანალოგი N1-ის მდებარეობა (ქ. თ---–------------------–--------) შეუსაბამოა და არაადეკვატურია, რამეთუ შესაბამისი თანხობრივი კორექტირებაც არ განხორციელებულა ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით. ასევე, შეუსაბამოა ქონების ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებული უარყოფითი კორექტირებები ფართის ღირებულება, რამდენადაც შესაფასებელი ქონების ფიზიკური მდგომარეობა არის კარგი.

გ) ქ-------–--–---------------–--–--ს ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვთი შეფასებისას შ-------------–----–---------–----------ია“-ს შესადარებელ ანალოგებად მოყვანილი ფართები ნაკლებად მოთხოვნად ადგილებშია (N1 ანალოგი - ფ-------–- და N3 ანალოგი - ზ-----) განთავსებული, თუმცა შესაბამისი კორექტირება არ განხორციელებულა. აგრეთვე შემფასებლის მიერ მოყვანილი ნომერი N2 ანალოგის წყაროს მიხედვით 1 კვ.მ-ის ღირებულება შეადგენს 80 აშშ დოლარს, ხოლო, დასკვნის ცხრილში მითითებულია 8 აშშ დოლარი.

დ) ქ. თ---–--–--------------------–--–------ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს საწარმოო ბაზას, კერძოდ მასზე განთავსებულია საწარმოო დანიშნულების მაღალჭერიანი შენობა-ნაგებობები, ასფალტირებულია შიდა საავტომობილო გზა, ნაკვეთი შემოღობილია ბეტონის პანელებით და შეყვანილია 300 მეტრი რკინიგზის ჩიხი, რაზედაც განთავსებულია ამწე დანადგარები. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი ფართობი მნიშვნელოვნად აღემატება შ-------------–----–---------–----------იის“ შემფასებლის მიერ წარმოდგენილ ანალოგების მიწების ფართობებს, რაზედაც მას არ განუხორციელებია შესაბამისი კორექტირებები ღირებულებასთან დაკავშირებით.

ე) ქ. თ---–--–--------------–------------ის მიმდებარედ, ლ------------------ში არსებული უძრავი ქონება წარმოადგენს ნახევარსარდაფის ტიპის კომერციულ ფართს (კაფე-ბარი). შ-------------–----–---------–----------იის“ შემფასებლის მიერ მოყვანილი ანალოგები კომერციული თვალსაზრისით გაცილებით ნაკლებ პრესტიჟულ ადგილებშია განთავსებული (N3 ანალოგი მდებარეობს ი------- ქუჩაზე), თუმცა ამასთან დაკავშირებით არანაირი კორექტირება არ განხორციელებულა. ასევე შესაფასებელი ობიექტის ფიზიკური მდგომარეობა კარგია, ხოლო მესამე ანალოგად წარმოდგენილი ფართის ფიზიკური მდგომარეობა არის ურემონტო და დაზიანებული, რაზედაც შ-------------–----–---------–----------იის“ შემფასებლმა ფასთან მიმართებაში განახორციელა უარყოფითი კორექტირება (-20%).

 

აღნიშნული დასკვნა არაადეკვატური, შეუსაბამოა და არასწორია ამასთან არ არის ხელმოწერით დადასტურებული შემფასებლის მიერ საერთოდ არ უნდა იქნეს გაზიარებული, დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იქნეს ცნობილი.

 

აპელანტების განმარტებით, ბანკმა საკუთრებაში მიიღო 30-35 მილიონი აშშ დოლარის ქონება და დაუტოვა კომპანიას სესხის ვალი. ასეთი ხელშეკრულება თვალთმაქცური ხელშეკრულებაა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით.

 

ზიანის განსაზღვრისას სარჩელში მითითებულია ს------–-–----” მიერ 2010 წლის შესრულებული სამუშაოს თანხის ოდენობა, რომელიც დამტკიცებულია შესრულებული სამუშაოს მისაღები თანხის დღგ-ით და საბანკო ამონაწერით თანხა შეადგენს 29716105 ლარი, საიდანაც მოგება კომპანიას ეკუთვნის 8% მოგება, რაც შეადგენს ერთ წელზე 2377288 ლარს, ხოლო, სარჩელის შეტანის დროისათვის კი იყო 9509155 ლარი. 2011 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით ი-–-–--ს შესრულებული აქვს 18000000 ლარზე მეტი. 2010 წელი კი სრული წელია. ზიანი კი სრული წელის 2010 წლის შემოსავლების მიხედვით აქვს აპელანტს აღებული.

 

რაც შეეხება ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, ნასყიდობით გადაცემულ ქონებას სს ,,ს----------–--------ი” არ დაუფლებია. ერთერთი ასეთი არის უძრავი ნივთი მდებარე ქალაქ თბილისში კ----------------–--–-----, სადაც სს ,,ი-–-–--ს” საწარმოო ბაზა ჰქონდა განთავსებული. 2015 წლის 23 ოქტომბერს დილის 7 საათზე მოახდინეს ბანკის წარმომადგენლებმა უძრავი ნივთის დაუფლება ისე რომ არც კი გაუფრთხილებიათ აპელანტები.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორების განმარტებით, 2007 წლის 8 მაისს სს "ს----------–--------სა" და სს "ი-–-–--ს" შორის დადებული საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება N------ უზრუნველყოფილი იყო თავდებობით. კერძოდ, 2010 წლის 31 აგვისტოს გაფორმდა ნ-----–-----–-------ესთან თავდებობის ხელშეკრულება 20000000 ლარის ზღვრული ოდენობით, ხოლო, 2010 წლის 21 დეკემბერს გაფორმდა გ--------–--–----ესთან. ვინაიდან სარჩელით მოთხოვნილია საკრედიტო ხაზის გენერალური ხელშეკრულების გაუქმება, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თავდებობის ხელშეკრულებებიც. აგრეთვე 2010 წლის 24 დეკემბერის იპოთეკის ხელშეკრულებით საკრედიტო ხაზის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ-----–-----–-------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები, მდებარე ქალაქ თბილისში, კ--------------------ში, საკადასტრო კოდით 0--------------------- და 0---------------, 2010 წლის 30 დეკემბერს გ--------–--–----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ქალაქ თბილისში ქუჩა ბ----------------ში, საკადასტრო კოდი 0---------------------, აგრეთვე, 2010 წლის 24 დეკემბერს იპოთეკით დაიტვირთა საკრედიტო ხაზის უზრუნველსაყოფად დაბა კოჯორში, მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი 8----------, რომელიც ც------–-------ის საკუთრებას წარმოადგენდა. ამასთან, ძირითადი მოვალის სს "ი-–-–--ის" ქონება გაცილებით ბევრია ვიდრე აღებული ვალი, შესაბამისად, ბანკი არ ზარალდება სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, თუ გაუქმდება იპოთეკები და თავდებობები.

 

2012 წლის 14 თებერვლის სააღსრულებო ფურცლები, იპოთეკის ხელშეკრულებები და თავდებობის ხელშეკრულებები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო: სააღსრულებო ფურცლებით ხდება საკუთრების ჩამორთმევა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას; არ ჰქონდა უფლება სააღსრულებო ფურცლის ამოწერის მოპასუხეს, რადგან ნასყიდობა გამოსყიდვის ხელშეკრულებით გადაცემული, ი-–-–--ის ქონება, რომელიც იპოთეკით იყო დატვირთული გაცილებით მეტია, ვიდრე აღებული ვალი და მოპასუხის მხრიდან სესხისა და სარგებლით მოსათხოვნი თანხა, რომ არა ბანკის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება ვალი არ იარსებებდა. უფრო მეტიც არ არსებობდა თავდებობის დადების პირობაც, რადგან გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული თითოეული სესხის ხელშეკრულების შემდგომ ხორციელდება უზრუნველყოფის ხელშეკრულებების დადება. განსახილველ შემთხვევაში ი-–-–--ის ქონება გაცილებით მეტია ვიდრე აღებული სესხი.შესაბამისად იპოთეკის ხელშეკრულებებიც უნდა გაუქმდეს ვინაიდან ს----–-–-ს" საკმარისზე მეტი ქონება აქვს რომლებიც იპოთეკით იყო დატვირთული და ვალის უზრუნველსაყოფათ საკმარისზე მეტია; ი-–-–--ს 1200000 ლარი გადახდილი აქვს ვალის დასაფარავად, შესაბამისად სააღსრულებო ფურცელი არ უნდა გამოწერილიყო, რადგან სახეზეა მოვალის მსეხებელ სს "ი-–-–--ის" მიერ ვალდებულების სახით 1200000 ლარი გადახდის ფაქტი, ამასთან ბანკს უკვე 2014 წელს მითვისებული აქვს დაახლოებით 5000000 ლარის ქონება.

 

გარდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა, აპელანტები ითხოვენ, გაუქმდეს 2016 წლის 20 დეკემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის საოქმო განჩინება მტკიცებულებათა მიღებაზე უარის თქმის შესახებ და ასევე, 2017 წლის 16 თებერვლის საოქმო განჩინება მტკიცებულებათა გამოთხოვაზე უარის თქმის თაობაზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასმართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,2007 წლის 8 მაისს ს--------------–---------სა“ და სს „ი-–-–--ს“ შორის დაიდო საკრედიტო ხაზის მომსახურების N------ ხელშეკრულება, 10 000 000 აშშ დოლარის ლიმიტით, მომსახურების ვადა განისაზღვრა 120 თვის პერიოდით.

 

2010 წლის 21 დეკემბერს ს-------------–--------სა და სს „ი-–-–--ს“ შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის N-------8----- ხელშეკრულება, რომლის თანახმად საკრედიტო ხაზის მოცულობა განისაზღვრა 1 155 000 აშშ დოლარით, წლიური 17% სარგებლის დარიცხვით.

 

2010 წლის 30 დეკემბერს ს-------------–--------სა და სს ი-–-–--ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N-------8-----, რომლის თანახმად საკრედიტო ხაზის მოცულობა განისაზღვრა 1 000 000 ლარით, წლიური 19%-ის სარგებლის დარიცხვის პირობით.

 

2010 წლის 31 აგვისტოს ს-------------–--------სა და ნ-----–-----–-------ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N-------ვ, რომელიც დაიდო 2007 წლის 8 მაისის N------ საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების უზრუნველსაყოფად.

 

წინამდებარე ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, თავდები კისრულობს ვალდებულებას ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით ბანკის სასარგებლოდ თავდებად დაუდგეს სს ი-–-–--ს, ბანკის მიერ უზრუნველყოფილი მოთხოვნების სრულად და ჯეროვნად შესრულებისთვის, ხოლო 2.3 პუნქტის თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობაა 20 000 000 აშშ დოლარი.

 

2010 წლის 20 მაისს ს-------------–--------სა და ნ-----–-----–-------ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება 2007 წლის 8 მაისის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად. ამავე ხელშეკრულების თანახმად, თავდები კისრულობს ვალდებულებას, ძირითადი მოვალის მიმართ წარმოშობილი ვალდებულებისათვის სრულად აგოს პასუხი ბანკის წინაშე. მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში სრულად დაფაროს კრედიტის ძირითადი თანხა საკრედიტო სარგებელი და პირგასამტეხლო იმ მოცულობით, რასაც ბანკი მოითხოვს თავდებობის ფარგლებში.

 

2007 წლის 8 მაისის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2010 წლის 21 დეკემბერს ს-------------–--------სა და გ--------–--–----ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, თავდები კისრულობს ვალდებულებას ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით ბანკის სასარგებლოდ თავდებად დაუდგეს სს ი-–-–--ს, ბანკის მიერ უზრუნველყოფილი მოთხოვნების სრულად და ჯეროვნად უზრუნველსაყოფად, ხოლო 2.3 პუნქტის თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა 10 000 000 აშშ დოლარია.

 

2010 წლის 24 დეკემბერს ს-------------–--------სა და ნ-----–-----–-------ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ნ-----–-----–-------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები: ქ. თბილისი, ქ-----------------, ს/კ 0---------------------- და ქ. თბილისი, თ---------–-----------------, ნაკვ 6----, ს/კ 0---------------. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა 2007 წლის 8 მაისის საკრედიტო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.

 

2010 წლის 30 დეკემბერს ს-------------–--------სა და გ--------–--–----ეს შორის გაფორდმა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ბ--------------------ის N---, ს/კ 0----------------------. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა 2007 წლის 8 მაისის საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.

 

2010 წლის 24 დეკემბერს ს-------------–--------სა და ც------–-------ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თ---–---------------------, ს/კ 8-----------. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად იპოთეკის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი იქნა 2007 წლის 8 მაისის საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესრულება.

 

2011 წლის 29 დეკემბერს ს-------------–--------სა და სს „ი-–-–--ს“ შორის დაიდო ნასყიდობის N2-------- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნასყიდობის საგანს წარმოადგენს სს „ი-–-–--ი“-ს საკუთრებაში არსებული ამავე ხელშეკრულების დანართი Nა-2---------001-ში ჩამოთვლილი უძრავ-მოძრავი ქონებები.

 

2011 წლის 29 დეკემბერს ს-------------–--------სა და სს ი-–-–--ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულების დამატებითი პირობები N1-2---------1, რომლის 2.2.1.პუნქტის შესაბამისად, გამყიდველი უფლებამოსილია მხარეთა მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში გამოისყიდოს ნასყიდობის საგანი სრულად. გამოსყიდვის ფასად მიეთითა - ნასყიდობის საგნისთვის განსაზღვრული ნასყიდობის საფასურის სრული მოცულობა.

 

2012 წლის 31 დეკემბერს ს--------------------------- და სს ,,ი-–-–--ს“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულების დამატებითი გარიგება N1-2---------2, რომლის თანახმად, ნასყიდობის საგნის გამყიდველის მიერ გამოსყიდვის ვადა გაიზარდა 2013 წლის 30 ივნისამდე. ამავე შეთანხმების 2.2. პუნქტის შესაბამისად, თუკი გამყიდველი არ გადაიხდის ნასყიდობის საგნის გამოსყიდვისას საფასურს, ბანკი უფლებამოსილია ხელშეკრულება მოშალოს სრულად ან ნაწილობრივ და გამოსყიდვის საფასურის შესაბამისი მოცულობა გამყიდველის დამატებითი თანხმობისა და აქცეპტის გარეშე მიმართოს საკრედიტო ვალდებულების დასაფარად ან შესამცირებლად. გამოსყიდვის ხელშეკრულების მოშლა ხორციელდება ბანკის ცალმხრივი გადაწყვეტილებით და იგი უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის რეესტრს გამოსასყიდ უძრავ-მოძრავ ქონებაზე ბანკის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით.

 

მოვალის მხრიდან საკრედიტო ვალდებულებათა შეუსრულებლობის შედეგად, ს--------------–---------“-ს (კრედიტორის) მოთხოვნის საფუძველზე, 2014 წლის 12 ივნისს ნოტარიუს ი-----–------ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცლები შემდეგი სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ნომრებით: N1--------; N1--------; N1--------- N1--------; 1--------. მათი შინაარსის თანახმად, სარეალიზაციოდ უნდა მიექცეს: ნ-----–-----–-------ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებები: ს/კ 0---------------------- და ს/კ 0---------------.0-----; სს ი-–-–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები: ს/კ 01--------------; ს/კ 0---------------.01.500; ს/კ 0---------------.01.501; გ--------–--–----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება: ს/კ 0---------------------- და ც------–-------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება: ს/კ 0----------------------. ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს საკრედიტო ხაზის შესახებ N------ ხელშეკრულება და მის ფარგლებში 30.04.2012 წელს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება 0-------------, ხოლო აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 3159837.10 ლარს.

 

უძრავი ნივთები საკადასტრო კოდით: 0----------------------; 8-----------; 0--------------------------------------------------------;0---------------.0-----;0---------------.0-----;0---------------.0-----;0---------------.0-----;0---------------.0------------------------------ და 0---------------.0----- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ს--------------–---------“-ს სახელზე, ხოლო, საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს 2011 წლის 29 დეკემბრის N2-------- ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ს--------------------------“ განცხადების საფუძველზე თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია 2014 წლის 12 ივნისს ნოტარიუს ი-----–------ის მიერ გაცემული საააღსრულებო ფურცელ(ებ)ი, სადაც მოვალეებს წარმოადგენენ: სს „ი-–-–--ი“, გ--------–--–----ე, ც------–-------ე და ნ-----–-----–-------ე.

 

აპელანტების ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სს „ს----------–--------სა“ და სს „ი-–-–--ს“ შორის 2011 წლის 29 დეკემბერს დადებული N2-------- ნასყიდობის ხელშეკრულების, ამავე ხელშეკრულების ფარგლებში 2011 წლის 31 დეკემბერს და 2012 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ გარიგებათა ბათილად ცნობა. მათი განმარტებით სს „ს----------–--------მა“ სს „ი-–-–--ი“-ს ქონების საკუთრებაში მიღების არაჯანსაღი მიზნიდან გამომდინარე გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება, თუმცა, მან რეალობაში სადავო გარიგებით დაიფარა იპოთეკის ხელშეკრულება. გასაჩივრებული გარიგება ატარებს თვალთმაქცურ ხასიათს. ასევე, სადავო გარიგებები მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს „ი-–-–--ი“-ს მიერ 2007 წლის 8 მაისის საკრედიტო ხაზის მომსახურების შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება დარღვეულია და ვერ შესრულდა. ასევე, 2011 წლის 29 დეკემბერს ს-------------–--------სა და სს „ი-–-–--ს“ შორის დაიდო ნასყიდობის N2-------- ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენს სს „ი-–-–--ი“-ს საკუთრებაში არსებული ხელშეკრულების დანართ Nა-2---------001-ში ჩამოთვლილი უძრავ-მოძრავი ქონება. ამავე ხელშეკრულების ფარგლებში ს-------------–--------სა და სს „ი-–-–--ს“ შორის 2011 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა რამოდენიმე დამატებითი გარიგებანი, რომლის პირობებით გამყიდველი უფლებამოსილია მხარეთა მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში გამოისყიდოს ნასყიდობის საგანი სრულად. 2012 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულებით გამოსყიდვის ვადა გაიზარდა 2013 წლის 30 ივნისამდე.

 

სამოქალაქო კოდექსის 509-ე მუხლის თანახმად, თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ რომ სადავო გარიგებები დადებულია მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე. მეტიც, აღნიშნული გარიგების შესაბამისად მოვალეს გაუჩნდა შესაძლებლობა სათანადო თანხის ანაზღაურების სანაცვლოდ კვლავ მიეღო საკუთრებაში კუთვნილი ქონება. სადავო გარიგებების შედგენის პროცესში კრედიტორის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ირკვევა 2012 წლის 31 დეკემბერს მასსა და სს ,,ი-–-–--ს“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების დამატებითი პირობებით (N1-2--------2), რომლითაც ნასყიდობის საგნის გამყიდველის მიერ გამოსყიდვის ვადა გაიზარდა 2013 წლის 30 ივნისამდე და მოსარჩელე მხარეს დამატებით მიეცა შესაძლებლობა გამოესყიდა ქონება.

 

პალატა დამატებით მიუთითებს, რომ გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მხარეები ამ გარიგების დადების ნებას გამოხატავენ მასზე ხელმოწერით. პირის მიერ თავისი ნებით და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას – ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, ასევე ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად - ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

 

პალატა მიუთითებს, რომ თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ (იხ. სუსგ # ას 871-821-2015, 05.02.2016წ; # ას-487-461-2015, 17.06.2015წ.).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე ნორმის შესაბამისად სასარჩელო განცხადებაში დასახელებული გარემოებანი სადავო გარიგებათა მართლსაწინააღმდეგო ხასიათის შესახებ შედის მოსარჩელეთა მხარის მტკიცების საგანში.

 

საქმის მასალებზე დაყრდნობით და საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების ანალიზის საფუძველზე, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეებს ნამდვილად სურდათ იმ გარიგების შედგენა, რომლებიც გაფორმდა, ანუ, მათი შინაგანი ნება გამოვლინდა მათსავე სურვილის გათვალისწინებით. საწინააღმდეგოს დამტკიცება აპელანტებმა ვერ შეძლეს. ამრიგად, არ არსებობს გამოვლენილი ნების ნაკლი.

 

შესაბამისად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობასა და შეფასებას, რომ აპელანტების მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გასაჩივრებული გარიგებების რაიმე ნიშნით მართლსაწინააღმდეგო ხასიათი არ იკვეთება და სასარჩელო მოთხოვნა 2--------, N1-2---------1; N12---------2 ხელშეკრულებათა ბათილად ცნობის ნაწილში დაუსაბუთებელია. ამასთან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა გასაჩივრებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული ამავე გარიგებით ს--------------------------თვის“ გადაცემული ქონების რეალიზაციის შედეგად მოწინააღმდეგე მხარის მიერ მიღებული თანხის და ნივთის ღირებულების 313414 აშშ დოლარის ს--------------------------“ მიმართ დაკისრების მოთხოვნა.

 

პალატა მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია მოსარჩელეთა მოთხოვნა 2007 წლის 8 მაისის საკრედიტო ხაზის მომსახურების ხელშეკრულების და ამავე გარიგების პირობების შესრულების მიზნით გაფორმებული თავდებობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილშიც. აპელანტები ხსენებულ ხელშეკრულებათა ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებას, რომ ძირითადი მოვალის, ს------–-–----“ მიერ შესასრულებელი ვალდებულება გაცილებით ნაკლებია ვიდრე იპოთეკით დატვირთული ქონების ღირებულება და შესაბამისად თავდებობის ხელშეკრულებები არამართლზომიერია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამავე კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული იპოთეკის და თავდებობის ხელშეკრულებები შედგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით და მათი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს და საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებულ მტკიცების ობიექტური განაწილების სტანდარტზე დაყრდნობით ვერც აპელანტებმა შეძლეს საწინააღმდეგოს დადასტურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.

 

ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.

 

რაც შეეხება აპელანტების მოთხოვნას ს--------------------------“ მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 12 ივნისს გაცემული N1--------, 1--------, N1--------, N1--------, N1-------- სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის მქონე სააღსრულებო ფურცლების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს შემდეგს:

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული გარიგებების მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტორის მიერ ნოტარიუსის შედგენილი სააღსრულებო ფურცლის მიღების შესაძლებლობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დარღვეულია. ხოლო, იპოთეკა კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკის უფლებით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციის გზით. შესაბამისად, ს--------------------------“ მიერ გამოყენებული იქნა კანონით და ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილება სააღსრულებო ფურცლების მიღების შესახებ, რომელთა ბათილობის საფუძველი, პალატის მოსაზრებით, არ არსებობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. სასამართლოს მოსაზრებით მნიშვნელოვანია გავარკვიოთ მიყენებული ზიანის რეალობა და მისი ანაზღაურებისათვის სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წინაპირობების არსებობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

განსახილველ შემთხვევაში, ს------–-–---- მისთვის მიუღებელი შემოსავლის ნაწილში მიყენებულ ზიანს უკავშირებს ს---------------–----------ს მიერ საბანკო გარანტიის ხელშეკრულების გაფორმებაზე უარს, რომელიც აუცილებელ პირობას წარმოადგენდა ტენდერში მონაწილეობისათვის.

 

პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის მსჯელობას, რომ ზემოხსენებული ხელშეკრულების 2.1 პუნქტი, რომელზეც აპელანტი აპელირებს, არ ადგენს ს--------------------------“ უპირობო ვალდებულებას გასცეს საგარანტიო უზრუნველყოფა. აპელანტის მიერ დასახელებული სახელშეკრულებო პირობის თანახმად საბანკო გარანტიის გაცემა წარმოადგენს ს--------------------------“ უფლებას და არა ვალდებულებას.

 

წინამდებარე მოთხოვნასთან დაკავშირებით აპელანტის მტკიცების საგანს შეადგენს მისთვის ზიანის მიყენების ფაქტის და იმ გარემოების დადასტურება, რომ იკვეთება მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.

 

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა ს--------------------------“ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგად ზიანის მიღების ფაქტი ვერ დაასაბუთა. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებითა თუ შეხედულებებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი გონივრულად განსასაზღვრი რისკის ფარგლებში. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ მიუთითებენ ს--------------------------“ ვალდებულებას დამატებითი საბანკო გარანტიის გაცემის თაობაზე. ამდენად სასარჩელო მოთხოვნა ს-------------–--------ის მიმართ 9509155 და 2077480 ლარის ზიანის და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში დაუსაბუთებელია.

 

ს------–-–---- მოითხოვს, ასევე, თბილისში კ----------------–--–------ში მოსარჩელის ყოფილ საწარმოო ბაზაში განთავსებული ნივთების ღირებულების სანაცვლოდ 5 000 000 ლარის ანაზღაურებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლის დანაწესით, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება. მფლობელობის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკეთესი უფლების მქონე პირის მიმართაც, თუკი მან ნივთი მოიპოვა ძალადობის ან მოტყუების გზით.

 

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის შინაარსით თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა. ამასთანავე, მას შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა შეუძლებელია ხელის შეშლის აღკვეთის მოთხოვნა.

 

სამოქალაქო კოდექსის 160-161-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე ს------–-–---- უფლებამოსილია ვინდიკაციური სარჩელის აღძვრის პირობებში მოითხოვოს ს--------------------------“ ფაქტიურ მართლსაწინააღმდეგო მფლობელობაში არსებული კუთვნილი ნივთების დაბრუნება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა დამატებით განმარტავს, რომ აპელანტი მხარის მიერ მისი კუთვნილი მოძრავი ნივთების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა უნდა განხორციელდეს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე შესაბამისი სარჩელის აღძვრის პირობებში. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ დადგინდება ფაქტობრივი გარემოება, თბილისი, კ----------------–--–-------ში მოსარჩელის ყოფილ საწარმოო ბაზაში, ხოლო, შემდეგომ მოპასუხე ს--------------------------“ ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი ნივთების გამოთხოვის შეუძლებლობის თაობაზე, აღნიშნული ნივთების განადგურების, გასხვისების ან სხვა გარემოებათა გამო, შპს ,,ი-–-–--ს“ უნარჩუნდება უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში.

 

განსახილველი დავის ფარგლებში პალატას მხარეთა ახსნა-განმარტებიდან გამომდინარე დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარე - ს---------------–---------- თ---–--–--------------------–--–------ში მდებარე უძრავი ქონების მისთვის საკუთრებაში გადაცემის შემდგომ, ამ ქონების ფაქტობრივ მფლობელობაში მიღებისას, დაეუფლა აგრეთვე ზემოაღნიშნულ მისამართზე უძრავ ქონებაში განთავსებულ მოძრავ ნივთებსაც. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოება არ წარმოდგენს ნივთების ღირებულების მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნას, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.12.2016 წლისა და 16.02.2017 წლის საოქმო განჩინებები, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს შემდეგს:

 

თბილისის საქალაქო სასმართლოს 20.12.2016 წლის საოქმო განჩინებით, მოსარჩელე სს ”ი-–-–--ისა” და ც------–-------ის წარმომადგენლის ა---------–---------ის შუამდგომლობას მტკიცებულების სახით ა--------------–----------------------ის განმარტებისა და საკადასრტო რუკის მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის თანახმად, მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე. ან თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატა განმარტავს, რომ 20.12.2016 წელს ჩანიშნული იყო სასამართლოს მთავარი სხდომა, ხოლო, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა ვერ მიუთითა იმ საპატიო მიზეზზე, რის გამოც ვერ შეძლო აღნიშნული შუამდგომლობის აღძვრა საქმის მომზადების ეტაპზე, რის გამოც, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

თბილისის საქალაქო სასმართლოს 20.12.2016 წლის საოქმო განჩინებით, მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წერილობით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. თუ მხარემ ვერ შეძლო წერილობითი მტკიცებულებათა მიღება იმ პირისაგან, ვისთანაც ეს მტკიცებულებები იმყოფება, მას შეუძლია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე, რათა სასამართლომ გამოითხოვოს ისინი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ იშუამდგომლა ს----------–-------------------------------იდან გ---------–-–---ს დაკითხვის ოქმის გამოთხოვა, თუმცა, ვინაიდან ჩანიშნული იყო სასამართლოს მთავრი სხდომა და მოსარჩელე მხარემ ვერ მიუთითა იმ საპატიო მიზეზზე, რის გამოც ვერ შეძლო აღნიშნული შუამდგომლობის აღძვრა საქმის მომზადების ეტაპზე, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტების მოთხოვნა აღნიშნული საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

საპროცესო ხარჯები

 

აპელანტების - გ--------–--–----ისა და ნ-----–-----–-------ის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.

 

ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, აპელანტებს - ც------–-------ესა და სს ,,ი-–-–--ს“ სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდათ სააპელაციო საჩივარზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე. ვინაიდან, აპელანტების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მათ უნდა დაეკისროთ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ--------–--–----ის, ც------–-------ის, ნ-----–-----–-------ისა და ს------–-–----“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.03.2017 წლის გადაწყვეტილება.

3. აპელანტს - სს ,,ი-–-–--ს“ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 7000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

4. აპელანტს - ც------–-------ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი

 

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

 

გოგიტა თოთოსაშვილი