განაჩენი

სისხლის სამართლის 04.06.2019
საქმის ნომერი
330100118002495528
ინსტანცია
თარიღი
04.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100118002495528

საქმე № 1ბ/381-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

04 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

გოჩა ჯეირანაშვილი

 

სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები: ვ--------–--–------–-–---–ი, შ-------------–---–ი.

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ი-----–- ც------–---–ი, დაბადების თარიღი: 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.მ--------–-, ს---------------------.

 

მსჯავრდებული: ე-–---- ი-----–---ი, დაბადების თარიღი: 1----–-–------------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–-ს რაიონი, სოფელი ყ-----–----–--, ჟ---------------------.

 

მსჯავრდებული: ე-–----- ი-----–---ი, დაბადების თარიღი: 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–-ს რაიონი, სოფელი ყ-----–----–--, ჟ---------------------.

 

ადვოკატები - ზ----------------, თ------------------–---–ი, გ--------------ე.

 

თარჯიმნები: ა---------–---------------------------------------------–-----------------------.

 

კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

ი-----–- ც------–---–ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

ე-–---- ი-----–---ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი (2018 წლის 08 თებერვლის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი (2018 წლის 15 თებერვლის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

ე-–----- ი-----–---ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი.

 

კვალიფიკაცია განაჩენის მიხედვით:

ი-----–- ც------–---–ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

ე-–---- ი-----–---ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი (2018 წლის 08 თებერვლის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

ე-–----- ი-----–---ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი.

 

სასჯელი:

ი-----–- ც------–---–ი - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

ე-–---- ი-----–---ი - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

ე-–----- ი-----–---ი - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ვ--------–--–------–-–---–მა. აპელანტმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ე-–---- ი-----–---ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 15 თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა. ამასთან, ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სხვა ნაწილში უცვლელად დატოვება. აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებები. ბრალდების მხარის მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2018 წლის 15 თებერვალს, მ--------–-ს რაიონის სოფელ ყ-----–----–--ში ე-–---- ი-----–---მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული - 1 (ერთ) ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება 0,1381 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება 600 ლარად უკანონოდ გაასაღა დ----- ჟ------ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ. ყოველივე ზემოაღნიშნული დასტურდება მოწმე დ----- ჟ------ის გამოკითხვის ოქმებით და ზ------ ქ-----–-–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით კი, დადგენილი იქნა, რომ დ----- ჟ------ისაგან ამოღებული 2018 წლის 15 თებერვალს ე-–---- ი-----–---ისგან შეძენილი ქაღალდის ნაჭერში ერთ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით საერთო წონით - 0,2189 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით 0,1381 გრამის ოდენობით. მოწმე ზ------ ქ-----–-–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 15 თებერვალს იგი ვიზუალურად ხედავდა დ----- ჟ------ის და ე-–---- ი-----–---ის შეხვედრას. მან დაინახა, როგორ ჩაუჯდა დ----- ჟ------ს ავტომანქანაში ე-–---- ი-----–---ი, შემდეგ კი გადმოვიდა მანქანიდან და რამდენიმე წუთის შემდეგ, დაბრუნდა უკან. ამის შემდეგ კი მას დ----- ჟ------მა წარუდგინა ე-–---- ი-----–---ისგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება, რაც მან ამოიღო და დალუქა ადგილზე. აპელანტს მიაჩნია, რომ ზ------ ქ-----–-–---–ის ჩვენება, ფულადი თანხის გადაცემის ოქმი, ამოღების ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და დ----- ჟ------ის ჩვენება არის პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც როგორც ერთობლიობაში ისე ცალ-ცალკე უტყუარად და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ 2018 წლის 15 თებერვალს ე-–---- ი-----–---ის მიერ, 1 (ერთ) ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალების დ----- ჟ------ზე გასაღების ფაქტს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა მოითხოვა ე-–---- ი-----–---ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 15 თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის ამ მუხლებით კანონიერი სასჯელის განსაზღვრა, ხოლო სხვა ნაწილში განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულ ე-–---- ი-----–---ის ადვოკატის, თ------------------–---–ის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც ადვოკატმა ითხოვა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მოწმე ზ------ ქ-----–-–---–ის ჩვენება და ექსპერტიზის დასკვნა არ არის პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ე-–---- ი-----–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს. ზ------ ქ-----–-–---–ი არ არის ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტის თვითმხილველი მოწმე, მან დაადასტურა მხოლოდ დ----- ჟ------ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. ექსპერტიზის დასკვნამ კი განსაზღვრა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების ოდენობა და არა მისი კონკრეტული პირისადმი კუთვნილება. ადვოკატის განმარტებით, ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება არის დ----- ჟ------ის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ჩვენება, თუმცა ბრალდების მხარეს არ წარუდგენია ოქმები, რაც დაადასტურებდა, რომ ხსნებეული პირი ნამდვილად არ იმყოფება საცხოვრებელ მისამართზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ მოცემულ ეპიზოდში, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ე-–---- ი-----–---მა ჩაიდინა ზემოაღნიშნული დანაშაული.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე-–----- ი-----–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ--------------ემ. აპელანტმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარით მოითხოვა ე-–----- ი-----–---ისთვის დანიშნული სასჯელის შემცირება, კერძოდ 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა და მისი ¼-ის პირობით მსჯავრად ჩათვლა იმ მოტივით, რომ ე-–----- ი-----–---ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოებები. პირველი ინსტანციის სასამართლომ, სასჯელის დანიშვნის დროს, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ე-–----- ი-----–---ი არის ნასამართლობის არმქონე, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული.

 

ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი-----–- ც------–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა იმ მოტივით, რომ ზემოაღნიშნული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრებზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულებმა ი-----–- ც------–---–მა, ე-–----- ი-----–---მა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს და ითხოვეს მათი დაკმაყოფილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ბრალდების მხარემ მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. ამასთან, მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს და მოითხოვა მათ დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

ბრალდების არსი:

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ე-–----- ი-----–---ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა: დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (2018 წლის 22 თებერვლის ეპიზოდი); ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (2018 წლის 27 მარტის ეპიზოდი); ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა (2018 წლის 07 მაისის ეპიზოდი); ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ (2018 წლის 07 მაისის ეპიზოდი).

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ე-–---- ი-----–---ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა: დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (2018 წლის 08 თებერვლის ეპიზოდი); ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (2018 წლის 15 თებერვლის ეპიზოდი); დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (2018 წლის 22 თებერვლის ეპიზოდი); ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (2018 წლის 27 მარტის ეპიზოდი).

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ი-----–- ც------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა: დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (2018 წლის 22 თებერვლის ეპიზოდი); ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (2018 წლის 27 მარტის ეპიზოდი).

 

ე-–----- ი-----–---ის, ე-–---- ი-----–---ის და ი-----–- ც------–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

ე-–----- ი-----–---მა, თანამზრახველებთან ი-----–- ც------–---–თან და ე-–---- ი-----–---თან ერთად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა 10 (ათი) ცალად დაფასოებული 0,425 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება, საიდანაც:

 

2018 წლის 22 თებერვალს მ--------–-ს რაიონი, სოფელი ყ-----–----–--ში ე-–----- ი-----–---მა, თანამზრახველებთან - ი-----–- ც------–---–თან და ე-–---- ი-----–---თან ერთად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული - 5 (ხუთი) ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება 0,28 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება 750 ლარის საფასურად უკანონო გაასაღა შ--–-- წ--–-----აზე, რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

 

2018 წლის 27 მარტს მ--------–-ს რაიონი, სოფელ ყ-----–----–--ში, ე.წ. ს------------------–---სთან ე-–----- ი-----–---მა, თანამზრახველებთან ი-----–- ც------–---–თან და ე-–---- ი-----–---თან ერთად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული 5 (ხუთი) ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება 0,145 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება 750 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღეს შ--–-- წ--–-----აზე, რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

 

ე-–----- ი-----–---მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 3 წონაკად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება 0,1477 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება, რაც უკანონოდ შეინახა ქ.მ--------–-, ს---------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რაც 2018 წლის 7 მაისს ამოღებულ იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად.

 

2017 წლის 7 სექტემბერს, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს დადგენილებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა ე-–----- ი-----–---მა განმეორებით უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალებები: ოპიუმის ჯგუფი და მეტადონი. რისი მოხმარების ფაქტიც დაუდგინდა 2018 წლის 7 მაისს ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის №------- დასკვნით.

 

ე-–---- ი-----–---მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა 6 (ექვსი) ცალად დაფასოებული 0,3323 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება, საიდანაც:

 

2018 წლის 8 თებერვალს, მ--------–-ს რაიონი, სოფელ ყ-----–----–--ში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ე-–---- ი-----–---მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული 5 (ხუთი) ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - 0,1942 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება 750 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა შ--–-- წ--–-----აზე, რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელების მიერ.

 

2018 წლის 15 თებერვალს მ--------–-ს რაიონი სოფელ ყ-----–----–--ში ე-–---- ი-----–---მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული - 1 (ერთ) ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება 0,1381 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება 600 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა დ----- ჟ------ზე, რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

 

ე-–---- ი-----–---მა, თანამზრახველებთან ი-----–- ც------–---–თან და ე-–----- ი-----–---თან ერთად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა 10 (ათ) ცალად დაფასოებული 0,425 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება, საიდანაც:

 

2018 წლის 22 თებერვალს, მ--------–-ს რაიონი სოფელ ყ-----–----–--ში ე-–---- ი-----–---მა, თანამზრახველებთან ი-----–- ც------–---–თან და ე-–----- ი-----–---თან ერთად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული - 5 (ხუთი) ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება 0,28 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება 750 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა შ--–-- წ--–-----აზე, რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა შს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელების მიერ.

 

2018 წლის 27 მარტს, მ--------–-ს რაიონი სოფელ ყ-----–----–--ში, ე.წ ს------------------–---სთან ე-–---- ი-----–---მა, თანამზრახველებთან ი-----–- ც------–---–თან და ე-–----- ი-----–---თან ერთად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული - 5 (ხუთი) ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება 0,145 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება 750 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა შ--–-- წ--–-----აზე, რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა შს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელების მიერ.

 

ი-----–- ც------–---–მა თანამზრახველებთან ე-–----- ი-----–---თან და ე-–---- ი-----–---თან ერთად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა 10 (ათი) ცალად დაფასოებული 0,425 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება, საიდანაც:

 

2018 წლის 22 თებერვალს, მ--------–-ს რაიონი სოფელ ყ-----–----–--ში ი-----–- ც------–---–მა, თანამზრახველებთან ე-–----- ი-----–---თან და ე-–---- ი-----–---თან ერთად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული - 5 (ხუთი) ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება 0,28 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება 750 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა შ--–-- წ--–-----აზე, რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

 

2018 წლის 27 მარტს, მ--------–-ს რაიონი სოფელ ყ-----–----–--ში, ე.წ. ს------------------–---სთან ი-----–- ც------–---–მა, თანამზრახველებთან ე-–----- ი-----–---თან და ე-–---- ი-----–---თან ერთად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული 5 (ხუთ) ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება 0,145 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება 750 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა შ--–-- წ--–-----აზე, რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

 

სასამართლომ დაადგინა:

ე-–----- ი-----–---მა, თანამზრახველებთან ი-----–- ც------–---–თან და ე-–---- ი-----–---თან ერთად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა 10 (ათი) ცალად დაფასოებული 0,425 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება, საიდანაც:

 

2018 წლის 22 თებერვალს მ--------–-ს რაიონი, სოფელი ყ-----–----–--ში ე-–----- ი-----–---მა, თანამზრახველებთან ი-----–- ც------–---–თან და ე-–---- ი-----–---თან ერთად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული - 5 (ხუთი) ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება 0,28 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება 750 ლარის საფასურად უკანონო გაასაღა შ--–-- წ--–-----აზე, რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

 

2018 წლის 27 მარტს მ--------–-ს რაიონი, სოფელ ყ-----–----–--ში, ე.წ. ს------------------–---სთან ე-–----- ი-----–---მა, თანამზრახველებთან ი-----–- ც------–---–თან და ე-–---- ი-----–---თან ერთად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული 5 (ხუთი) ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება 0,145 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება 750 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღეს შ--–-- წ--–-----აზე, რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

 

ე-–----- ი-----–---მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 3 წონაკად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება 0,1477 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება, რაც უკანონოდ შეინახა ქ. მ--------–-, ს---------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რაც 2018 წლის 7 მაისს ამოღებული იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად.

 

2017 წლის 7 სექტემბერს, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს დადგენილებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა ე-–----- ი-----–---მა განმეორებით უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალებები: ოპიუმის ჯგუფი და მეტადონი. რისი მოხმარების ფაქტიც დაუდგინდა 2018 წლის 07 მაისს ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის №------- დასკვნით.

 

ე-–---- ი-----–---მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა 5 (ხუთი) ცალად დაფასოებული 0,1942 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება.

 

2018 წლის 8 თებერვალს, მ--------–-ს რაიონი, სოფელ ყ-----–----–--ში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ე-–---- ი-----–---მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული 5 (ხუთი) ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - 0,1942 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება 750 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა შ--–-- წ--–-----აზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

 

ე-–---- ი-----–---მა, თანამზრახველებთან ი-----–- ც------–---–თან და ე-–----- ი-----–---თან ერთად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა 10 (ათ) ცალად დაფასოებული 0,425 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება, საიდანაც:

 

2018 წლის 22 თებერვალს, მ--------–-ს რაიონი სოფელ ყ-----–----–--ში ე-–---- ი-----–---მა, თანამზრახველებთან ი-----–- ც------–---–თან და ე-–----- ი-----–---თან ერთად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული - 5 (ხუთი) ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება 0,28 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება 750 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა შ--–-- წ--–-----აზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელების მიერ.

 

2018 წლის 27 მარტს, მ--------–-ს რაიონი სოფელ ყ-----–----–--ში, ე.წ ს------------------–---სთან ე-–---- ი-----–---მა, თანამზრახველებთან ი-----–- ც------–---–თან და ე-–----- ი-----–---თან ერთად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული - 5 (ხუთი) ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება 0,145 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება 750 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა შ--–-- წ--–-----აზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელების მიერ.

 

ი-----–- ც------–---–მა თანამზრახველებთან ე-–----- ი-----–---თან და ე-–---- ი-----–---თან ერთად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა 10 (ათი) ცალად დაფასოებული 0,425 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება, საიდანაც:

 

2018 წლის 22 თებერვალს, მ--------–-ს რაიონი სოფელ ყ-----–----–--ში ი-----–- ც------–---–მა, თანამზრახველებთან ე-–----- ი-----–---თან და ე-–---- ი-----–---თან ერთად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული - 5 (ხუთი) ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება 0,28 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება 750 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა შ--–-- წ--–-----აზე, რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

 

2018 წლის 27 მარტს, მ--------–-ს რაიონი სოფელ ყ-----–----–--ში, ე.წ. ს------------------–---სთან ი-----–- ც------–---–მა, თანამზრახველებთან ე-–----- ი-----–---თან და ე-–---- ი-----–---თან ერთად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული 5 (ხუთ) ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება 0,145 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება 750 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა შ--–-- წ--–-----აზე, რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განაჩენით ი-----–- ც------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 22 თებერვლის ეპიზოდი) - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 27 მარტის ეპიზოდი) - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 27 მარტის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 22 თებერვლის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----–- ც------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ე-–----- ი-----–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 22 თებერვლის ეპიზოდი) - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 27 მარტის ეპიზოდი) - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 7 მაისის ეპიზოდი) - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 27 მარტის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე-–----- ი-----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის განაჩენით ე-–----- ი-----–---ის მიმართ დანიშნული ძირითადი სასჯელი - ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე-–----- ი-----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ე-–---- ი-----–---ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 15 თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

ე-–---- ი-----–---ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ე-–---- ი-----–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 8 თებერვლის ეპიზოდი) - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 22 თებერვლის ეპიზოდი) - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 27 მარტის ეპიზოდი) - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 27 მარტის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე-–---- ი-----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ე-–---- ი-----–---ის მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე-–---- ი-----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ი-----–- ც------–---–ს, ე-–---- ი-----–---სა და ე-–----- ი-----–---ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლებს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვათ:

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით;

გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ბრალდებულმა ე-–---- ი-----–---მა განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალება ჰეორინი მან სამჯერ გადასცა შ--–-- წ--–-----ას, თუმცა ამის სანაცვლოდ თანხა უშუალოდ მას არ მიუღია. ამ თანხით იგი შ--–-- წ--–-----ას დაეხმარა ე.წ. „ბარიგისგან“ ნარკოტიკული საშუალების შოვნაში, ვინაიდან თავადაც არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი და შეეცოდა. მანვე განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალების გადაცემისას, მონაწილეობდნენ ი-----–- ც------–---–ი და ე-–----- ი-----–---იც, თუმცა მათ შორის წინასწარი შეთანხმება არ ყოფილა და ისინი მხოლოდ მის თხოვნას თუ დავალებას ასრულებდნენ.

 

ბრალდებულმა ე-–----- ი-----–---მა განმარტა, რომ იგი ორჯერ შეხვდა შ--–-- წ--–-----ას. ერთ-ერთი შეხვედრისას, მან ძმის თხოვნით გადასცა შ--–-- წ--–-----ას ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ, იგი შეშინდა ავტომანქანის დანახვაზე, ამიტომ სიგარეტის კოლოფში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალების წონაკები დააგდო ძირს და მათზე მიანიშნა შ--–-- წ--–-----ას. მანვე დაადასტურა, რომ ნარკოტიკული საშუალების შ--–-- წ--–-----ასათვის გადაცემის მომენტში იქ იმყოფებოდა ი-----–- ც------–---–იც, თუმცა მას აღნიშნულში მონაწილეობა არ მიუღია. მანვე მიუთითა, რომ დაკავებამდე მოხმარებული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. ამასთან, მისი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ეკუთვნის მას.

 

ბრალდებულმა ი-----–- ც------–---–მა განმარტა, რომ შ--–-- წ--–-----ამ მისი თანდასწრებით გადასცა თანხა ე-–---- ი-----–---ს. იგი ე-–----- ი-----–---თან ერთად იმყოფებოდა, როდესაც ამ უკანასკნელმა ნარკოტიკული საშუალება ძირს დაუგდო და მიანიშნა მანქანაში მჯდომ შ--–-- წ--–-----ას, თუმცა ნარკოტიკული საშუალებების ე-–---- და ე-–----- ი-----–---ებთან წინასწარი შეთანხმებით გასაღებასთან მას შემხებლობა არ აქვს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

მოწმე შ--–-- წ--–-----ას ჩვენებით ირკვევა, რომ იგი დეტექტივ-გამომძიებელად მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. 2018 წლის 8 თებერვალს იგი იმყოფებოდა მ--------–-ს რაიონის სოფელ ყ-----–----–--ში, სადაც გაიცნო ე-–---- ი-----–---ი, რომელმაც საუბრის დროს შეთავაზა მისგან 150 ლარად შეეძინა ერთი წონაკი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. ამასთან, მას ე-–---- ი-----–---მა მისცა კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომერი 5-------- და უთხრა, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შეძენის სურვილის ქონის შემთხვევაში დაკავშირებოდა მას. მან აღნიშნულის შესახებ პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას. აღნიშნულის შემდეგ, დაიგეგმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, კერძოდ ის და მისი ავტომანქანა აღიჭურვა შესაბამისი მოწყობილობით, რათა მოეხდინა ე-–---- ი-----–---თან შეხვედრების და მისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება. მან ე-–---- ი-----–---ისგან სამჯერ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, რომელთაგან ორი შესყიდვა, კერძოდ 2018 წლის 22 თებერვალს და 27 მარტს. განხორციელებული საკონტროლო შესყიდვები დაფიქსირდა შესაბამის ვიდეოჩანაწერებზე. მოწმემ ასევე განმარტა, რომ 2018 წლის 8 თებერვალს მან ე-–---- ი-----–---ისაგან შეიძინა 5 (ხუთი) წონაკი ნარკოტიკული საშუალება, ხოლო 2018 წლის 22 თებერვალს და იმავე წლის 27 მარტს, ორივე შემთხვევაში, 5 (ხუთ) წონაკ ნარკოტიკულ საშუალების შეძენაზე შეთანხმება და მისთვის გადაცემა განხორციელდა ე-–---- ი-----–---ის თანხმლებ პირებთან ე-–----- ი-----–---თან და ი-----–- ც------–---–თან ერთად, რომლებიც ე-–---- ი-----–---ს უდასტურებდნენ ნარკოტიკული საშუალების კარგ ხარისხს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებელმა, მოწმე გ---------------–---–მა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაადასტურა 2018 წლის 08 თებერვალს მის მიერ შედგენილი პატაკის სისწორე და განმარტა, რომ განყოფილებაში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე შ--–-- წ--–-----ას მიერ ნახსენები ე-–---- ი-----–---ი არის 1----–-–------------------ს დაბადებული ე-–---- ე-–--------ის ძე ი-----–---ი, პირადი N-----------, რეგისტრირებული: მ--------–-ს რაიონი, სოფელი ყ-----–----–--, ნ-–----------------------ში.

 

მოწმე ზ------ ქ-----–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი საკონტროლო შესყიდვის დროს, დ----- ჟ------ის და ე-–---- ი-----–---ის შეხვედრაზე შორი-ახლოდან ახორციელებდა ვიზუალურ კონტროლს, რა დროსაც დაინახა როგორ გადავიდა დ----- ჟ------ის ავტომანქანიდან ე-–---- ი-----–---ი და დაბრუნდა დაახლოებით 20 წუთში. ამის შემდეგ იგი დ----- ჟ------ს შეხვდა მ--------–ში, ავტოსადგურის ტერიტორიაზე, რა დროსაც ამ უკანასკნელისაგან ამოიღო ე-–---- ი-----–---ისაგან შეძენილი ერთი წონაკი, რაც დაილუქა სათანადო წესით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე დ----- ჟ------ის 2018 წლის 15 თებერვლის გამოკითხვის ოქმებით ირკვევა, რომ იგი 2018 წლის 15 თებერვალს, პირად საქმეზე იმყოფებოდა მ--------–-ს რაიონის სოფელ ყ-----–----–--ში, რა დროსაც გაიცნო ე-–---- ი-----–---ი, რომელმაც შესთავაზა მისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეორინის“ 1 (ერთი) წონაკის 150 ლარად შეძენა. ამასთან, ე-–---- ი-----–---მა მას მისცა მობილური ტელეფონის ნომერი 5--------, რათა ნარკოტიკული საშუალების შეძენის სურვილის შემთხვევაში დაკავშირებოდა. მან აღნიშნულის თაობაზე ნებაყოფლობით აცნობა პოლიციას და გამოთქვა მზადყოფნა თანამშრომლობაზე, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ე-–---- ი-----–---ი იყო საკმაოდ ფრთხილი პიროვნება და შესაძლოა შეემოწმებინა იგი, ამიტომ პირველი შეხვედრის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღების განხორციელება არ იქნებოდა მიზანშეწონილი. ე-–---- ი-----–---ისაგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით, შესაბამისი ოქმის საფუძველზე, მას გამომძიებელმა გადასცა ფულადი თანხა 600 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც გაემართა მ--------–-ს რაიონის სოფელ ყ-----–----–--ში. იგი გზიდან მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა ე-–---- ი-----–---ს და შეუთანხმდა ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლთან შეხვედრაზე. ადგილზე მისვლისას, მას ე-–---- ი-----–---ი ჩაუჯდა ავტომანქანაში. მან ამ უკანასკნელს გადასცა გამომძიებლისგან მიღებული თანხა - 600 ლარი, რის შემდეგაც ე-–---- ი-----–---ი გადავიდა ავტომანქანიდან და უთხრა, დალოდებოდა. დაახლოებით 20 წუთში უკან დაბრუნებულმა ე-–----მა მას გადასცა თაბახის ქაღალდში გახვეული ფხვნილისებრი მასა და უთხრა, რომ კმაყოფილი დარჩებოდა, რადგან იყო კარგი ხარისხის ჰეროინი. ამის შემდეგ ისინი დაშორდნენ ერთმანეთს. იგი წავიდა მ--------–-ს რაიონის ცენტრში მდებარე ავტოსადგომზე, სადაც შეხვდა გამომძიებელს და ნებაყოფლობით წარუდგინა ე-–---- ი-----–---ისაგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება. ამასთან, იგი გამოთქვამდა მზადყოფნას შემდეგშიც ეთანამშრომლა და განეხორციელებინა საკონტროლო შესყიდვის ფარულ აუდიო-ვიდეო გადაღება.

 

2018 წლის 08 თებერვლის ოქმით ირკვევა, რომ სისხლის სამართლის N------------ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, ვ------ პ--------–ის მიერ წარდგენილ იქნა და მისივე თანდასწრებით ა-----– ნ-–--–-–---–ის მიერ 2018 წლის 08 თებერვალს დათვალიერებულ იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი თანხა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ოქმით ფულადი თანხის გადაცემის შესახებ დასტურდება, რომ 2018 წლის 08 თებერვალს, დეტექტივ-გამომძიებელ შ--–-- წ--–-----ას, ე-–---- ი-----–---ისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით გამომძიებელმა ა-----– ნ-–--–-–---–მა გადასცა ფულადი თანხა 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, კერძოდ 7 (შვიდი) ცალი ასლარიანი კუპიურა და 1 (ერთი) ცალი ორმოცდაათლარიანი კუპიურა.

 

ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 08 თებერვალს 20:25-20:45 საათზე, შ--–-- წ--–-----ასგან ამოღებული იქნა ვერცხლისფერ ქაღალდში მოთავსებული 5 (ხუთი) ცალი წონაკი თითოეულ მათგანში მოთავსებული მუქი ფერის ნივთიერებით. წონაკებს გარედან შემოხვეული აქვთ პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკი და თავი აქვთ მომწვარი. შ--–-- წ--–-----ასგან ამოღებული 5 (ხუთი) ცალი წონაკი დაილუქა სათანადო წესით.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 09 თებერვლის ექსპერტის N-------------- დასკვნით დასტურდება, რომ:

▪ ექსპერტიზაზე წარდგენილი, ყვითელი ფერის თავმილღობილ პოლიეთილენის ნაჭრებში, ხუთ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, საერთო წონით - 0,3928 გრამი (ობ. №1-5) წარმოადგნეს კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინის“ საერთო წონაა - 0,1942 გრამი.

▪ წარმოდგენილი საკვლევი ობიექტები №1-5 ერთნაირი ქიმიური შემადგენლობისაა.

 

ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნ------–---–------- და ს--------–-------ამ.

 

ოქმით ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ირკვევა, რომ 2018 წლის 21 თებერვალს, დეტექტივ-გამომძიებელ შ--–-- წ--–-----ას, ე-–---- ი-----–---ისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით, გამომძიებელმა ა-----– ნ-–--–-–---–მა გადასცა ფულადი თანხა 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, კერძოდ 6 (ექვსი) ცალი ასლარიანი კუპიურა, 7 (შვიდი) ცალი ოცლარიანი კუპიურა და 2 (ორი) ცალი ხუთ ლარიანი კუპიურა.

 

ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 22 თებერვალს 17:50-18:10 საათზე, შ--–-- წ--–-----ასგან ამოღებული იქნა ე-–---- ი-----–---ისგან 2018 წლის 22 თებერვალს შეძენილი ფოლგის ქაღალდში მოთავსებული 5 (ხუთი) ცალი წონაკი, რომლებშიც მოთავსებულია მოყავისფრო ფერის ნივთიერებები. ხუთი წონაკიდან სამი წონაკი არის მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პარკში, ხოლო ორი წონაკი არის მოწითალო ფერის პოლიეთილენის პარკში. აღნიშნული ფოლგის ქაღალდი და ხუთი ცალი წონაკი მათში არსებული ნივთიერებებით დაილუქა სათანადო წესით.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 24 თებერვლის ექსპერტის N-------------- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი პოლიეთილენის მილღობილთავიან ნაჭრებში ხუთ ცალად დაფასოებული ერთნაირი ფიზიკური მახასიათებლების მქონე მოყავისფრო ფხვნილისებური ნივთიერება, საერთო წონით - 0,59 გრამი, წარმოადგენს ერთნაირი ქიმიური შემადგენლობის მქონე კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეორინის შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო რაოდენობა შეადგენს - 0,28 გრამს.

 

ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ი-----------ამ და ა-–---------- დ-------ძემ.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ა-----– ნ-–--–-–---–ის 2018 წლის 13 მარტის პატაკით ირკვევა, რომ სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, 2018 წლის 21 თებერვალს, შ--–-- წ--–-----ა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვის მიზნით შეხვდა ე-–---- ი-----–---ს და გადასცა ფულადი თანხა, რა დროსაც ახორციელებდა ფარულ აუდიო და ვიდეო ჩაწერას. ე-–---- ი-----–---ისთვის ფულადი თანხის გადაცემისას, მას ახლდა სავარაუდოდ ეროვნებით აზერბაიჯანელი ერთი პიროვნება, ხოლო 2018 წლის 22 თებერვალს შ--–-- წ--–-----აზე ე-–---- ი-----–---ის მიერ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ გადაცემისას, როდესაც ხორციელდებოდა ფარული აუდიო და ვიდეო გადაღება ე-–---- ი-----–---ს ახლდა მისი მეგობარი, სავარაუდოდ ქართველი პიროვნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ა-----– ნ-–--–-–---–მა ითხოვა ე-–---- ი-----–---ის თანმხლებ პირთა ვინაობების და სრული დემოგრაფიული მონაცემების დასადგენად ოპერატიული ღონისძიებების გატარება.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ი---- კ-------–--ის 2018 წლის 13 მარტის პატაკით ირკვევა, რომ სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, მის მიერ გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 2018 წლის 21 თებერვალს ე-–---- ი-----–---ს შ--–-- წ--–-----ასთან შეხვედრისას ახლდა მისი ძმა 1--------- წელს დაბადებული ე-–----- ე-–-----აზის ძე ი-----–---ი, პირადი N-----------, რეგისტრირებული: მ--------–-, სოფელი ყ-----–----–-- ნ-–----------ს ქუჩა №--, ხოლო 22 თებერვალს ახლდა 3--------- წელს დაბადებული ი-----–- რ-----ის ძე ც------–---–ი, პირადი N-----------, რეგისტრირებული: მ--------–-, ს---------ას ქუჩა №--.

 

2018 წლის 27 მარტის ოქმით ირკვევა, რომ სისხლის სამართლის N------------ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, ი-–--------–---–ის მიერ წარდგენილ იქნა და მისივე თანდასწრებით ა-----– ნ-–--–-–---–ის მიერ, 2018 წლის 27 მარტს დათვალიერებული იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი თანხა 750 (შვიდასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

ოქმით ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ირკვევა, რომ 2018 წლის 27 მარტს, დეტექტივ-გამომძიებელ შ--–-- წ--–-----ას, ე-–---- ი-----–---ისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით გამომძიებელმა ა-----– ნ-–--–-–---–მა გადასცა ფულადი თანხა 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, კერძოდ 7 (შვიდი) ცალი ასლარიანი კუპიურა და 1 (ერთი) ცალი ორმოცდაათლარიანი კუპიურა.

 

ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 27 მარტს, 16:10-16:35 საათზე, შ--–-- წ--–-----ასგან ამოღებული იქნა ვერცხლისფერ ფოლგის ქაღალდში მოთავსებული 5 (ხუთი) ცალი პოლიეთილენის პარკის წონაკები, რომლებშიც მოთავსებულია მუქი ფერის ნივთიერებები. წონაკებს თავი აქვთ მომწვარი. ამოღებული წონაკები დაილუქა სათანადო წესით.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 28 მარტის ექსპერტის N-------------- დასკვნით დასტურდება, რომ:

▪ ექსპერტიზაზე წარდგენილი 5 (ხუთი) ცალად დაფასოებული მოვარდისფერო პოლიეთილენის ნაჭრებში მუქი ყავისფერი ნივთიერება ფხვნილის სახით (წონებით: 0,062 გრ; 0,064გრ; 0,067გრ; 0,068გრ; 0,07 გრ;) საერთო წონით - 0,331 გრამი წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, საერთო წონით - 0,145 გრამს (წონებით შესაბამისად: 0,027 გრამს; 0,028 გრამს; 0,029 გრამს; 0,03 გრამს; 0,031 გრამს;). საკვლევი ობიექტები №1-5 ერთნაირი ქიმიური შემადგენლობისაა.

 

ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნ-------------------ემ და გ-------– ქ----–----ემ.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 სექტემბრის დადგენილებით, ე-–----- ი-----–---ი ცნობილ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩამდენად და ადმინისტრაციულ სახდელად დაედო ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 07 მაისს, 05:45 საათზე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ე-–---- ი-----–---ი.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 07 მაისის გამოკვლევის N------ დასკვნით ირკვევა, რომ ე-–---- ი-----–---ს, შემოწმებისას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების - ოპიუმის ჯგუფის და მეტადონის მოხმარების ფაქტი.

 

გამოკვლევის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ-------–--–---–მა.

 

დაკავების ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 07 მაისს, 06:36 საათზე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ი-----–- ც------–---–ი.

 

ბინის ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 07 მაისს, 07:00-07:50 საათზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - ბინის ჩხრეკა, კერძოდ გაჩხრეკილ იქნა ქ.მ--------–-, ს---------ას ქუჩა, ბინა №---ში მდებარე ი-----–- ც------–---–ის საცხოვრებელი ბინა, რა დროსაც საძინებელი ოთახის კარადიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის პარკი და მასში მოთავსებული მინის ქილა, ე.წ. „პუზირი“, ერთი ცალი შპრიცი, ერთი ცალი შპრიცის დგუში, თეთრი ფერის თასმა, ქაღალდში მოთავსებული ფხვნილი და პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ფხვნილი. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 07 მაისის გამოკვლევის N------ დასკვნით ირკვევა, რომ შემოწმებისას ი-----–- ც------–---–ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების - ოპიუმის ჯგუფის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი.

 

გამოკვლევის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-----ა ს------–---–მა.

 

დაკავების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 07 მაისს, 05:46 საათზე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ე-–----- ი-----–---ი.

 

ბინის ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 07 მაისს, 06:10-07:00 საათზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - ბინის ჩხრეკა, კერძოდ გაჩხრეკილ იქნა ქ.მ--------–-, ს-- 2--- კორპუსი N--ში მდებარე ე-–----- ი-----–---ის საცხოვრებელი ბინა, რა დროსაც ბინაში შესასვლელი კარიდან პირდაპირ არსებულ საძინებელ ოთახში, მარცხენა კედელთან განთავსებული ლოგინის თავის დასადებ მხარეს, ლეიბის ქვემოდან ამოღებული იქნა ე.წ. ,,ზიპშესაკრავიან“ პაკეტში მოთავსებული 3 (სამი) ცალი მომწვანო ფერის თავმომწვარი წონაკი, მათში არსებული მოყავისფრო ფერის ფხვნილისებრი მასით და 2 (ორი) ცალი ორმოცდაათლარიანი კუპიურა. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 07 მაისის გამოკვლევის N------ დასკვნით დასტურდება, რომ შემოწმებისას ე-–----- ი-----–---ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების - ოპიუმის ჯგუფის და მეტადონის მოხმარების ფაქტი.

 

გამოკვლევის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-----ა ს------–---–მა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 08 მაისის ექსპერტის N---------------- დასკვნით დასტურდება, რომ:

▪ ექსპერტიზაზე წარდგენილი - 3 (სამ) ცალ, მომწვანო ფერის პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის მქონე, მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, საერთო წონით - 0,2658 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინის საერთო წონა შეადგენს 0,1477 გრამს.

▪ ი-----–- ც------–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული:

• 1მლ ტევადობის ერთჯერადი მოხმარების „ინსულინი-ს“ შპრიცის შიდა კედლებზე; 1 ცალ, ერთჯერადი მოხმარების შპრიცის დგუშზე; 1 ცალ, მინის ფლაკონის შიდა კედლებზე; ბამბის ნაჭერზე და თასმაზე არ აღინიშნება ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული და ფსიქოაქტიური ნივთიერება.

• მწვანე ფერის პოლიეთილენის პაკეტში წარწერით: „ლიმონმჟავა“, მოთავსებული, თეთრი ფერის კრისტალური ნივთიერება, წონით - 1,45 გრამი და ვერცხლისფერ ფოლგის ნაჭერში მოთავსებული, თეთრი ფერის კრისტალური ნივთიერება, წონით - 0,39 გრამი, არ წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას.

 

ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა თ----- ო-----–---–მა და პ------ წ--–---–--ემ.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 04 ივლისის ექსპერტის N------ დასკვნით ირკვევა, რომ ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად წარდგენილ ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება.

 

ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა დ----- გ-------–---–მა და ე----- კ-----–-–---–მა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 21 ივნისის ექსპერტის N------------ დასკვნით დასტურდება, რომ:

▪ სს №------------ საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარდგენილ №1 დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით, „Rec1_0001“, №2 დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით, „2018-02-21_173911_000206_P“, №3 დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით, „Rec1_0002“ და №4 დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით, „2018-03-27_131238_000203_p“ ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული გამოძიებისათვის საინტერესო პირების იერსახის გამოსახულება, იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.

▪ გამოკვლევაზე წარდგენილ №1 დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით „Rec1_0001“, ამოღებულ ფოტოსურათზე (ფოტო №4), №2 დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით „2018-02-21_173911_000206_P“ ამოღებულ ფოტოსურათზე (ფოტო №4) და დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით, „2018-03-27_131238_000203_p“ ამოღებულ ფოტოსურათზე (ფოტო №10) დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.

▪ გამოკვლევაზე წარდგენილ №1 დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით „Rec1_0001“ ამოღებულ ფოტოსურათზე (ფოტო №5), №3 დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით, „Rec1_000“, ამოღებულ ფოტოსურათზე (ფოტო №9) და №4 დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით, „2018-03-27_131238_000203_p“ ამოღებულ ფოტოსურათზე (ფოტო №11) დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.

▪ გამოკვლევაზე წარდგენილ №2 დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით, „2018-02-21_173911_000206_P“ ამოღებულ ფოტოსურათზე (ფოტო №6) და №3 დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით, „Rec1_000“ ამოღებულ ფოტოსურათზე (ფოტო №8) დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.

▪ გამოკვლევაზე წარმოდგენილ №1 დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით, „Rec1_0001“ ამოღებულ ფოტოსურათზე (ფოტო №4), №2 დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით, „2018-02-21_173911_000206_P“ ამოღებულ ფოტოსურათზე (ფოტო №10) და ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაში რიცხული 0--------- დაბადებული ე-–---- ი-----–---ის (პ/ნ 2----------) სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათში მოთავსებულ ფოტოსურათზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.

▪ გამოკვლევაზე წარდგენილ №1 დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით, „Rec1_0001“ ამოღებულ ფოტოსურათზე (ფოტო №5), №3 დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით, „Rec1_0002“ ამოღებულ ფოტოსურათზე (ფოტო №9), №4 დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით, „2018-03-27_131238_000203_p“ ამოღებულ ფოტოსურათზე (ფოტო №11) და ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაში რიცხული 3--------- წელს დაბადებული ი-----–- ც------–---–ის (პ/ნ 2----------) სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათში მოთავსებულ ფოტოსურათზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.

▪ გამოკვლევაზე წარდგენილ №2 დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით „2018-02-21_173911_000206_p“ ამოღებულ ფოტოსურათზე (ფოტო №6), №3 დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით, „Rec1_0002“ ამოღებულ ფოტოსურათზე (ფოტო №8) და ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაში რიცხული 1--------- წელს დაბადებული ე-–----- ი-----–---ის (პ/ნ 2----------) სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათში მოთავსებულ ფოტოსურათზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.

▪ გამოკვლევაზე წარმოდგენილ №1 დისკზე არსებულ ვიდეოგრამას სახელწოდებით, „Rec1_0001“, №2 დისკზე არსებულ ვიდეოგრამას სახელწოდებით, „2018-02-21_173911_000206_p“, №3 დისკზე არსებულ ვიდეოგრამებს სახელწოდებით, „Rec1_0001“, „Rec1_0002“ და №4 დისკზე არსებულ ვიდეოგრამას სახელწოდებით, „2018-03-27_131238_000203_p“ არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები.

 

ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ--–------ მ---მა.

 

მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებულ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალაში - ვიდეო ჩანაწერებში ასახულია სამივე ბრალდებული, მათი შეხვედრები და საუბარი შ--–-- წ--–-----ასთან, ფულადი თანხის გადაცემა და სანაცვლოდ, ბრალდებულების მიერ პატარა წონაკებში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებების შ--–-- წ--–-----აზე გასაღება, აგრეთვე საუბარი ნარკოტიკული საშუალების ხარისხზე, ოდენობასა და ე.წ. „ბარიგაზე“, რომელიც მათ ამარაგებდა ნარკოტიკული საშუალებებით. აღნიშნული დეტალურადაა გაშიფრული ე.წ. კრებსებში.

 

2018 წლის 15 თებერვლის ხელწერილით ირკვევა, რომ დ----- ჟ------მა დეტექტივ-გამომძიებელ ზ------ ქ-----–-–---–ს ნებაყოფლობით წარუდგინა 2018 წლის 15 თებერვალს მის მიერ ე-–---- ი-----–---ისგან შეძენილი 1 (ერთი) წონაკი ნარკოტიკული ნივთიერება „ჰეროინი“.

 

თანხის წარმოდგენისა და დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 15 თებერვალს, სისხლის სამართლის №------------ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, ზ------ა ვ----ის მიერ წარდგენილი და მისივე თანდასწრებით, დეტექტივ-გამომძიებელ ზ------ ქ-----–-–---–ის მიერ დათვალიერებული იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი თანხა 900 (ცხრაასი) ლარის ოდენობით.

 

ოქმით ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ირკვევა, რომ 2018 წლის 15 თებერვალს, დ----- ჟ------ს, პირადი N----------- ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შესყიდვის მიზნით გამომძიებელმა ზ------ ქ-----–-–---–მა გადასცა ფულადი თანხა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით, კერძოდ 6 (ექვსი) ცალი ასლარიანი კუპიურა.

 

ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 15 თებერვალს, 18:30-18:45 საათზე, დ----- ჟ------ისგან ამოღებული იქნა ერთი ცალი თეთრი ფერის თაბახის ქაღალდის წონაკი, მასში მოთავსებული ფხვნილისებრი მასით, რაც დაილუქა სათანადო წესით.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 16 თებერვლის ექსპერტის N-------------- დასკვნით დასტურდება, რომ 2018 წლის 15 თებერვალს, დ----- ჟ------ისაგან ამოღებული ე-–---- ი-----–---ისაგან შეძენილი თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში, ერთ მხარეს უცხოენოვანი ხელნაწერი წარწერებით, ერთ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება ფხვნილის სახით, წონით - 0,2189 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონაა - 0,1381 გრამი.

 

ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნ----------–---–მა და ს--------–-------ამ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ჩვენების მიცემისას, ა-----– ნ-–--–-–---–მა, ი-–--------–---–მა, შ--–-- წ--–-----ამ, გ------ი ქ---–-–---–მა, რ-------- მ---------–---–მა, ი---- კ-------–--ემ, ა-–--------------ემ, ა---------–------–---–მა, გ------ი კ-----ემ, ზ------ა ვ----ემ, ო------–-------–---–მა, ზ------ ქ-----–-–---–მა და ვ------ პ--------–მა დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განაჩენი, მსჯავრდებულ ე-–----- ი-----–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ--------------ის მიერ გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, ხოლო ზემოხსენებული განაჩენი ე-–---- ი-----–---ის მიმართ გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 15 თებერვლის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებასთან დაკავშირებით, შესაბამისად ზემოხსენებულ განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ე-–---- ი-----–---ის სხვა ბრალდებებთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად. ამასთან, ზემოხსნებული განაჩენი გასაჩივრებული აქვს მსჯავრდებულ ი-----–- ც------–---–ს, რომელიც ითხოვს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იმსჯელებს მხოლოდ ე-–---- ი-----–---ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 15 თებერვლის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის და ი-----–- ც------–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებების შესახებ, ხოლო ე-–----- ი-----–---ის მიმართ მხოლოდ სასჯელის ნაწილში.

 

პალატა განმარტავს, კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა და გასაღება, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება, ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა და შემდეგ სხვა პირისათვის გადაცემა. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა და გასაღება დიდი ოდენობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ამ დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვასა და გასაღებაში.

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ და შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, კერძოდ, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და ა.შ. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისთვის ადგილსამყოფელის მიჩენა. გასაღებაში კი, იგულისხმება ნებისმიერი ფორმით სხვა პირისთვის მისი გადაცემა ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა‘‘ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,წ‘‘ პუნქტის თანახმად, გასაღება ნიშნავს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემას ანაზღაურების სანაცვლოდ ან უფასოდ, მიუხედავად გადაცემის მიზნისა.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად.

 

სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ი-----–- ც------–---–ის გამართლების თაობაზე, რომ თითქოსდა მას დანაშაული არ ჩაუდენია. პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია ემსახურება ი-----–- ც------–---–ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას, ვინაიდან იგი წინააღმდეგობაშია პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, კერძოდ, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალებით უტყუარად დადასტურდა, რომ ი-----–- ც------–---–მა, ე-–----- ი-----–---მა და ე-–---- ი-----–---მა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. მათ აღნიშნული სხვადასხვა დროს, კერძოდ 2018 წლის 22 თებერვალს და 2018 წლის 27 მარტს გაასაღეს უკანონოდ, მათ შორის 2018 წლის 22 თებერვალს გაასაღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“. გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგენილ იქნა, რომ ნარკოტიკული საშუალებების სანაცვლოდ შ--–-- წ--–-----ამ ზემოხსენებულ პირებს გადასცა საკონტროლო შესყიდვისთვის გამომძიებლის მიერ გადაცემული თანხა. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახეზე არ იქნებოდა ფულადი თანხის გადაცემის ფაქტი და შ--–-- წ--–-----ას არა ფულადი თანხის მიღების, არამედ დახმარების მიზნით გადასცემდნენ ნარკოტიკულ საშუალებას სახეზე იქნებოდა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია, რადგან ნარკოტიკული საშუალების ნებისმიერი ფორმით გადაცემაც (მაგ: ჩუქება, გაცვლა და ა.შ.) წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებულ დასჯად ქმედებას - ნარკოტიკული საშუალების გასაღებას.

 

გარდა ამისა, პალატას მიაჩნია, რომ ყველა საგამოძიებო მოქმედება და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, საკონტროლო შესყიდვების შემდეგ შ--–-- წ--–-----ასგან ამოღებული მსჯავრდებულთაგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები დალუქულია სათანადო წესით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნებში მითითებულია, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი საკვლევი ობიექტები, რომლებიც ამოღებული იყო როგორც შ--–-- წ--–-----ასგან ისე ბინის ჩხრეკისას იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. მათი ოდენობები და სახეობა ასევე დადგენილია ექსპერტიზის დასკვნებით.

 

პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს მოწმე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა ჩვენებებში, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებებით არ გამოვლენილა მათი მხრიდან მსჯავრდებულთა მიმართ რაიმე ინტერესის არსებობა. ამასთან, მათი ჩვენებები არის თანმიმდევრული და სარწმუნო, ხოლო დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია და ვერ გახდება მოწმეთა ჩვენებების და წერილობითი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ არ არსებობს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

პალატა ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ე-–---- ი-----–---ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 15 თებერვლის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘ დიდ ოდენობად ითვლება 0,2 გრამიდან 1 გრამამდე. ხოლო 0,2 გრამამდე ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად.

 

პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ე-–---- ი-----–---ის მიერ 2018 წლის 15 თებერვალს დ----- ჟ------ზე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ფაქტს დაადასტურებდა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29 და 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და მიაჩნია, რომ მხოლოდ მოწმე ზ------ ქ-----–-–---–ის ჩვენება და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რაც დაედებოდა საფუძვლად ე-–---- ი-----–---ის მიმართ ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. ზ------ ქ-----–-–---–ი არ არის ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტის თვითმხილველი მოწმე, მან აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიიღო დ----- ჟ------ისაგან, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით კი განსაზღვრულ იქნა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების სახეობა და ოდენობა და არა მისი კონკრეტული პირისადმი კუთვნილება. მოცემულ შემთხვევაში ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება არის დ----- ჟ------ის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ჩვენება. სასამართლოს არ ჰქონდა შესაძლებლობა უშუალოდ მოესმინა დ----- ჟ------ის ჩვენება და შეეფასებინა, როგორც მისი ქცევა, ასევე მის მიერ მიცემული ჩვენების სანდოობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ დ----- ჟ------ის მიერ გამოძიებაში მიცემული და სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ჩვენებები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ამ ნაწილში ე-–---- ი-----–---ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (მაგალითისთვის იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ. 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ი-----–- ც------–---–ის, ე-–---- ი-----–---ის და ე-–----- ი-----–---ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ე-–---- ი-----–---ისა და ე-–----- ი-----–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემობაა დანაშაულის ნაწილობრივ აღიარება. ხოლო ი-----–- ც------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

 

ე-–---- ი-----–---ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ახალი განზრახი დანაშაულების ჩადენა, ხოლო ე-–----- ი-----–---ს და ი-----–- ც------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნიათ.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მათი ასაკი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულებს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საბოლოო სასჯელის განსაზღვრა მოხდა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით. მოცემულ შემთხვევაში მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, არ იძლევა როგორც სასჯელის შემცირების, ასევე სხვა შეღავათების გამოყენების საფუძველს. ე-–----- ი-----–---ისთვის 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არ წარმოადგენს მკაცრ სასჯელს, რადგან, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას გამოყენებულია შთანთქმის პრინციპი. სასჯელის უფრო მეტად შემსუბუქება იქნება არასამართლიანი და თავიდან ვერ იქნება აცილებული ახალი დანაშაულის ჩადენა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ ე-–----- ი-----–---ს, ე-–---- ი-----–---ს და ი-----–- ც------–---–ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი შეცვლა პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ვ--------–--–------–-–---–ის, მსჯავრდებულ ე-–----- ი-----–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ--------------ის და მსჯავრდებულ ი-----–- ც------–---–ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში ასევე სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ნარკოტიკული საშუალებები და შესაფუთი მასალა - განადგურდეს.

 

ლაზერული დისკები - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ი-----–- ც------–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული მინის ქილა, 1 (ერთი) ცალი შპრიცი, 1 (ერთი) ცალი შპრიცის დგუში, თასმა, ქაღალდსა და პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ფხვნილები - განადგურდეს.

 

ე-–----- ი-----–---ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ვ--------–--–------–-–---–ის, მსჯავრდებულ ე-–----- ი-----–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ--------------ის და მსჯავრდებულ ი-----–- ც------–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ი-----–- ც------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 22 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 27 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 27 მარტის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 22 თებერვლის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----–- ც------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ ი-----–- ც------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 07 მაისიდან.

 

ე-–----- ი-----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 22 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 27 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 7 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 27 მარტის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე-–----- ი-----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის განაჩენით ე-–----- ი-----–---ის მიმართ დანიშნული ძირითადი სასჯელი - ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე-–----- ი-----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ ე-–----- ი-----–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 07 მაისიდან.

 

ე-–---- ი-----–---ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 15 თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

ე-–---- ი-----–---ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ე-–---- ი-----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 8 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 22 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 27 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 27 მარტის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე-–---- ი-----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ე-–---- ი-----–---ის მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე-–---- ი-----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ ე-–---- ი-----–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 07 მაისიდან.

 

ი-----–- ც------–---–ს, ე-–---- ი-----–---ს და ე-–----- ი-----–---ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლებს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვათ:

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით;

გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

 

აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

ი-----–- ც------–---–ს, ე-–---- ი-----–---ს და ე-–----- ი-----–---ს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოთ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ნარკოტიკული საშუალებები და შესაფუთი მასალა - განადგურდეს.

 

ლაზერული დისკები - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ი-----–- ც------–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული მინის ქილა, 1 (ერთი) ცალი შპრიცი, 1 (ერთი) ცალი შპრიცის დგუში, თასმა, ქაღალდსა და პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ფხვნილები - განადგურდეს.

 

ე-–----- ი-----–---ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

 

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

 

გოჩა ჯეირანაშვილი