განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190100119002813886
საქმე № 1ბ/937-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 ივნისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნინო სანდოძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
გამართლებული: ს------------ ბ--–--ი, დაბადების თარიღი: 1----–-–-----------------–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ---------ს რაიონი, სოფელი ბ----–--ი.
კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-----------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამართლებულ ს------------ ბ--–--ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით. აპელანტს მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი შემდეგ გარემოებათა გამო: ს------------ ბ--–--ს ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქარებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 26 დეკემბერს, გ---------ს რაიონის სოფელ ბ----–--ში არსებულ საცხოვრებელ სახლში ს------------ ბ--–--მა, რომელიც იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ოჯახის წევრების - შვილიშვილისა და მეუღლის მიმართ გამოიჩინა აგრესია, რის შემდეგაც აიღო დანა და მეუღლეს - ზ---–---- ბ--–---ს დაემუქრა, რომ მოკლავდა. აღნიშნულის შედეგად, ზ---–---- ბ--–---ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აპელანტის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავებმა, მათ შორის, დაზარალებულმა ზ---–---- ბ--–----, უარი თქვეს ჩვენების მიცემაზე, საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტები და გარემოებები სასამართლოში დადასტურდა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც საკმარისია ს------------ ბ--–--ის ბრალეულობის დასადასტურებლად. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა შეტყობინება, რომელშიც მითითებული იყო ბრალდებულის ქმედების შესახებ. ამასთან, საქმეზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იყო შემაკავებელი ორდერის მასალები, რომელშიც ასახული იყო დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. აღნიშნულ მტკიცებულებებს დაცვის მხარე არ ხდიდა სადავოდ, ე.ი. ეთანხმებოდა მათ შინაარსს. საქმეზე მოწმედ დაიკითხა საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილე ექსპერტი, რომელმაც განმარტა, რომ ზ---–---- ბ--–---- მიუთითა ადგილზე, სადაც მეუღლემ მის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა და აგრეთვე მიუთითა დანაშაულის ჩადენის იარაღ დანაზეც, რაც საქმეზე ამოღებული იქნა, როგორც ნივთიერი მტკიცებულება. აპელანტს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო მუქარის რეალურად აღქმის, როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური ფაქტორები. მუქარა გამოხატული იყო იმ ფორმით, რომ იგი დაზარალებულმა რეალურად აღიქვა. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები კი ქმნიდა ერთობლიობას, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებდა ბრალდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა მოითხოვა გამართლებულ ს------------ ბ--–--ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი.
წარდგენილი ბრალდება:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ს------------ ბ--–--ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 26 დეკემბერს, გ---------ს რაიონის სოფელ ბ----–--ში არსებულ საცხოვრებელ სახლში დაახლოებით 17:00 საათზე, ს------------ ბ--–--ი დაბრუნდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ და ოჯახის წევრების შვილიშვილის და მეუღლის მიმართ გახდა აგრესიული, რის შედეგადაც აიღო დანა და მეუღლეს - ზ---–---- ბ--–---ს დაემუქრა რომ მოკლავდა. აღნიშნული მუქარის შედეგად, ზ---–---- ბ--–---ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ს------------ ბ--–--ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბრალდებულმა ს------------ ბ--–--მა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ზ---–---- ბ--–---- ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ ჩვენების მიცემაზე.
თვითმხილველმა მოწმეებმა - რ---- ბ--–--მა, რ----– ბ--–--მა და თ---- ბ--–---- ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს მათი ოჯახის წევრის ს------------ ბ--–--ის მიმართ ჩვენების მიცემაზე.
2018 წლის 27 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ზ---–---- ბ--–---ს საცხოვრებელი სახლის ჭიშკარი არის ნაცრისფერი ორფრთიანი საიდანაც შესასვლელიდან დაახლოებით 50 მეტრში დგას ერთსართულიანი სახლი. ზ---–---- ბ--–---ს მითითებით, ჩხუბი და ყვირილი მოხდა აღნიშნული სახლის სამზარეულო ოთახში. ს------------ ბ--–--მა სამზარეულოს თაროებიდან აიღო დანა მოუღერა მას ერთხელ და დაემუქარა სიცოცხლის მოსპობით. დანის მოღერების დროს ზ---–---- ბ--–---ს გაუჩნდა რეალური შიში. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ საგამოძიებო ექპსერიმენტის დროს ამოღებული იქნა 1 ცალი შავტარიანი დანა, რომელიც შეიფუთა, დაილუქა და გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხულმა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე ექსპერტმა დ----- გ--–---მ დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს დაზარალებულ ზ---–---- ბ--–---ს მითითებით მისი საცხოვრებელი სახლის ოთახიდან დანის ამოღების ფაქტი.
2018 წლის 26 დეკემბრის №------- შეტყობინების თანახმად, სოფელ ბ----–--ში გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია ოჯახში კონფლიქტის გამო.
№------ შემაკავებელი ორდერის თანახმად, მოძალადეს ს------------ ბ--–--ს 30 დღით აეკრძალა მსხვერპლთან ზ---–---- ბ--–---სთან მიახლოვება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.
მტკიცებულებების ნაწილი - კერძოდ მოწმეების: რ----–-------------ს და ხ---- ნ-----–-–---–ის გამოკითხვის ოქმები მხარეთა მიერ მიჩნეული იქნა უდავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ს------------ ბ--–--ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით დასჯადია - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება: სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. მუქარის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შეთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ს------------ ბ--–--ის მიერ ზ---–---- ბ--–---ს მიმართ განხორციელებული მუქარის - შემადგენლობის სავალდებულო ნიშანი. დანაშაულის შემადგენლობისთვის მუქარის განხორციელებასთან ერთად სავალდებულოა, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ზ---–---- ბ--–----, ასევე თვითმხილველმა მოწმეებმა - რ---- ბ--–--მა, რ----– ბ--–--მა და თ---- ბ--–---- ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს მათი ოჯახის წევრის ს------------ ბ--–--ის მიმართ ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ს------------ ბ--–--ის მიერ მეუღლის ზ---–---- ბ--–---ს მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტი, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში. 2018 წლის 26 დეკემბერს მომხდარ ოჯახურ კონფლიქტს სხვა პირდაპირი მოწმე არ ჰყავს. საქმეზე დაკითხული ყველა სხვა მოწმე ირიბია, რომლებიც არ არიან უშუალოდ ფაქტის შემსწრენი. პალატა განმარტავს, რომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მსჯავრდებულის საწინააღმდეგოდ გამოიყენოს ზემოაღნიშნულ პირთა მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამასთან, სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Others v. Azerbaijan, №35485/05 , 45553/05 , 35680/05 , 36085/05 , 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Seton v. The United Kingdom, №55287/10 , 31/03/2016, §58-IV).
ამასთან, პალატა არ იზიარებს პროკურორის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ს------------ ბ--–--ის ბრალეულობას და ეთანხმება რუსათავის საქალაქო სასამართლოს განაჩენის სამართლებრივ დასაბუთებას მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ს------------ ბ--–--ის მიერ დაზარალებულის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტი, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლო სხდომაზე დაკითხულნი იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე ექსპერტი დ----- გ--–---, რომელიც არ არის ფაქტის უშუალო შემსწრე პირი და ინფორმაციას ფლობს ზ---–---- ბ--–---სგან, რომელმაც, როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლო პროცესზე ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ოჯახის წევრის (მეუღლის) - ს------------ ბ--–--ის მიმართ ჩვენების მიცემაზე.
პალატას მიაჩნია, რომ თუ დაზარალებულს სუბიექტურად არ გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში და ამის შესახებ არ განაცხადა, წარმოუდგენელია სხვა მტკიცებულებით იმის დადასტურება, თუ რა განიცადა დაზარალებულმა, რამდენად იყო მუქარის ფაქტი მისი აღქმით საფრთხისშემცველი, ხომ არ ჰქონდა ადგილი სიტყვების დაუფიქრებელ წამოცდენას, რასაც არაფერი აქვს საერთო დაზარალებულის დათრგუნვასთან და ზოგადად დანაშაულთან.
მოცემულ შემთხვევაში ს------------ ბ--–---ს ბრალი დაედო 2018 წლის 26 დეკემბერს, მის მეუღლის - ზ---–---- ბ--–---ს მიმართ განხორციელებულ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. კერძოდ, ნასვამ მგომარეომაში მყოფი ს------------ ბ--–--ი დანით დაემუქრა მეუღლეს, რომ მოკლავდა. აღნიშული ფაქტის უშუალოდ შემსწრე პირები იყენებენ მათთვის კანონით მინიჭებულ უფლებას არ აძლევენ ჩვენებას ახლო ნათესავის წინააღმდეგ, შესაბამისად პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს და დადასტურებულად მიიჩნიოს, რომ ს------------ ბ--–--მა ზ---–---- ბ--–---ს მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ რ----–-------------, ხ---- ნ-----–-–---–ი, გ-------------------ი, დ----- გ--–--- არ არიან ზ---–---- ბ--–---ს მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტის შემსწრენი (თვითმხილველები). საბოლოო ჯამში, ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენის თვალსაზრისით მათი გამოკითხვის ოქმები და ჩვენებები წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29 და 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (22/01/2015; №1/1/548; §52) მითითებულია, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს. სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13, §4.1.2.).
შესაბამისად, ამ ირიბი ჩვენებების სამართლებრივი ღირებულება, მაშინ, როდესაც მტკიცების ტვირთი სწორედ ბრალდების მხარეს აკისრია, არის ძალიან დაბალი და სასამართლო ვერ დაეყრდნობა მათ გადაწყვეტილების მიღებისას.
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა 2018 წლის 26 დეკემბერს ს------------ ბ--–--ის მიერ მის მეუღლეზე - ზ---–---- ბ--–---ზე სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი და ამდენად, მიზანშეწონილად აღარ მიაჩნია იმსჯელოს, იმ ფაქტის დადგენაზე გაუჩნდა თუ არა ზ---–---- ბ--–---ს სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხოპრციელების საფუძვლიანი შიში. ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ს------------ ბ--–--ის ბრალეულობას ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით კი, არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს. საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და შესაბამისად სწორედ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი კი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს------------ ბ--–--ი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის განაჩენი ს------------ ბ--–--ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ს------------ ბ--–--ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ს------------ ბ--–--ს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ს------------ ბ--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს სახით შეტანილი თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო სანდოძე