განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
050100118002387295
ინსტანცია
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-512-2016წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

05 მარტი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

თავმჯდომა რე - მაკა გორგოძე

მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი

თეიმურაზ სვანიძე

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორ _ მ--–---- ს-----ის,ადვოკატ - პ---–- ა-----ის,მსჯავრდებულ - გ--------–----–-–---–ის მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ--------------------–----–-–---–-- მიმართ, დაბადებული: 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 4---------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ჩოხატაურის რაიონი სოფელი ი------––ი.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 იანვარის განაჩენით გ--------–----–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 24,303-ე მუხლის პირველი ნაწილით, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტებით და სასჯელის სახით დაენიშნა:

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლის და 09(ცხრა) თვის ვადით.

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24,303-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით.

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის და 09(ცხრა) თვის ვადით. დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, მასვე, სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა 01 წლის ვადით.

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის და 03(სამი) თვის ვადით. დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით, მასვე, სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა 03 წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და მსჯავრდებულ გ--------–----–-–---–ს საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის და 01(ერთი) თვის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 9000 ლარის ოდენობით. მასვე 03 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლება.

 

სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა და მსჯავრდებულ გ--------–----–-–---–ს დაეკისრა დანაშაულებრივი ქმედებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის 495466 ლარისა და 8 თეთრის, ასევე 1273 ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, გ--------–----–-–---–ი გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლის და 09(ცხრა) თვის მოხდისაგან. ასვე გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24,303-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის მოხდისაგან.

გ--------–----–-–---–ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის და 09(ცხრა) თვის ვადით და მოსახდელად განესაზღვრა 02 წელი და 22 დღე. გ--------–----–-–---–ს გაუნახევრდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტებით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის და 03(სამი) თვის ვადით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 წლის, 01 თვის და 15 დღის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ გ--------–----–-–---–ს დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 05 წლის, 02 თვის და 7 დღის ვადით.

გ--------–----–-–---–ს სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა 01 წლის და 06 თვის ვადით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენით დადგენილად ცნო, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის №1---- ბრძანების საფუძველზე 2008 წლის 01 დეკემბრიდან 2010 წლის 25 იანვრამდე გ--------–----–-–---–ი მუშაობდა გურიის რეგიონალური ს---------------------–--------------- თანამდებობაზე და ,,საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის’’ მე-6 მუხლის საფუძველზე ითვლებოდა საჯარო მოხელედ. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2----–-–-------------- №1--- ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ,,სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ტიპიური დებულების’’ საფუძველზე მის სამსახურეობრივ უფლება-მოვალეობას წარმოადგენდა:

- სამმართველოს მართვა კომპეტენციის განსაზღვრული ნორმატიული აქტების მითითებების შესაბამისად. სისტემატური კონტროლის დაწესება მომსახურების მხრიდან შესაბამის თანამდებობრივი, აღწერილობით გათვალისწინებული ფუნქციები ზუსტ შესრულებაზე. რეკომენდაციების წარდგენა დეპარტამენტის თავმჯდო----ესთან სამმართველოს მომსახურების სამსახურებრივი დაწინაურების ან დისციპლინარული პასუხისმგებლობის შესახებ. სისტემატიური კონტროლის განხორციელება დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ტყის ფონდის მართვაზე. დროულად ოპერატიული რეაგირება ხე-ტყის უკანონო მოპოვების შესახებ ინფორმაციის მიღებისას და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირება. სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო გეგმების განხილვა და მათი შესრულება, კონტროლი. სამმართველოს ეფექტურ მუშაობაზე და მინდობილ ქონებაზე პასუხისმგებლობა. ასევე კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №1-- დადგენილების შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სატყეო დეპარტამენტის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებს მიენიჭათ უფლებამოსილება ადგილობრივი მოსახლეობის პირადი მოხმარებისთვის სამასალე მერქნით დაკმაყოფილების მიზნით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აღერიცხათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მოთხრილ-მოტეხილი, ქარტეხილი და ნახანძრალი კატეგორიის ხეები, სამასალე მერქნის მისაღებად ტყეკაფის გამოყოფის წესის მიხედვით მიკრო უბნებში განეხორციელებინათ ხე-ტყის მონიშვნა და რწმუნებულ-გუბერნატორის დასაბუთებული შ---მდგომლობის საფუძველზე, ადგილობრივი მოსახლეობის თითოეული კომლისთვის სამასალე მერქნის მისაღებად დაემაგრებინათ არაუმეტეს 5მ³ ზემდგომი ხე-ტყე.

მითითებული დადგენილების განხორციელების პროცესში, გ--------–----–-–---–ი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, სხვისთვის უპირატესობისა და გამორჩენის მისაღებად, დანაშაულებრივად დაუკავშირდა ჩოხატაურის რაიონში მცხოვრებ მეწარმეებს, რომლებსაც საკუთრებაში გააჩნდათ სათანადო ტექნიკა და სახერხი საამქროები, ხე-ტყის მოპოვებისა და გადამუშავების უზრუნველსაყოფად, მათ შორის შპს ,,ქ-----------’’-ის დირექტორს დ------ ბ------–--ეს და ამავე საწარმოს ფაქტიურ მფლობელს ა-–---------ე (ბ------) შ----–--ეს, რა დროსაც შეთანხმდნენ, რომ მეწარმეები ცალკეული მოქალაქეებისგან მინიმალურ ფასად შეიძენდნენ 5მ³ მოცულობის სამასალე ხე-ტყის კანონიერად მოპოვების უფლებას - ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებს თითქოსდა კანონიერ საფუძველზე მოახდენდნენ ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვას და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებას. თავის მხრივ, სატყეოს ს-----------–-------------ი გ--------–----–-–---–ი დაქვემდებარებაში მყოფ ზოგიერთი რეინჯერის მეშვეობით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების და კომპეტენციის განმსაზღვრელი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, დაეხმარებოდა თანამზრახველებს და მათ დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ხელსაყრელ პირობებს შეუქმნიდა. დანაშაულებრივი ვალდებულებების განსახორციელებლად გ--------–----–-–---–მა ბოროტად გამოიყენა სამსახურეობრივი უფლებამოსილება, სხვისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მისაღებად, უხეშად დაარღვია საქართველოს პ--------------------–-–-------------- №6 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს ტყეებში მთავარი სარგებლობის ჩატარების წესები’’ სატყეო დეპარტამენტის თავმჯდო----ის 2----–-–---------------------- ბრძანებით დამტკიცებული ,,ტყ----------------------–-----–------ დებულება’’ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №1-- მოთხოვნები და 2009 წლის პერიოდში ჩოხატაურის სატყეო უბნის ტერიტორიაზე ჭრები ჩატარდა ტყის მართვის განყოფილებასთან შეუთანხმებლად, ტყეკაფის სათანადო მასალების შექმნის გარეშე. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები იწერებოდა ადგილობრივ მოსახლეობაზე, თუმცა სამასალე მერქნის მიღება-ჩაბარების აქტი გაყალბებულია და რეალურად ამ დოკუმენტებით სარგებლობდნენ თნამზრახველი მეწარმეები. მხოლოდ ჭრების შემდეგ იქმნებოდა ტყეკაფის გამოყოფის ყალბი მასალები, რომლებიც რეინჯერების და თ------ ც--–--ის მოხსენებითი ბარათებით იგზავნებოდა სატყეო სამმართველოში, მაგრამ წინასწარი შეთნხმებით გ--------–----–-–---–ის მიერ რეაგირების გარშე რჩებოდა.

გ--------–----–-–---–მა ჩოხატაურის სატყეო უბნის უფროს თ------ ც--–--ესთან წინასწარი შეთანხმებით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების საწინააღმდეგოდ დასაშვები ასათვისებელი რესურსის სიმცირის მიუხედავად, ჭრების მასშტაბების გაზრდისა და დანაშაულებრივი განზრახვის განსახორციელებლად უგულველყო რა ტყის მართვის განყოფილების დასაბუთებული რეკომენდაციები, უხეშად დაარღვია ”საქართველოს ტყეებში ჭრის წესებისა” და ”ტყეკაფის გამოყოფის წესის შესახებ” დებულების მოთოვნები, ჩოხატაურის სატყეო უბნის N-----------------------------------------------–--–------------------------------------- კვარტლებში, სადაც ძირითადად გავრცელებულია წიწვოვანი ჯიშის ხეები და მისასვლელი საავტომობილო გზების გამო ასათვისებლად ხელმისაწვდომია რეინჯერების ო.მ--–---ს, გ.გ--------–--ის, გ.ი------ისა და გ. ს--------–--ის მეშვეობით, ჭრაგავლილ ტყეკაფეებში მიკროუბნების სახით გამოაყოფინა სამასალე მერქანი. აღნიშნულ ადგილებში წარმოებულმა ჭრებმა გამოიწვიეს ტყის მასივებში სიხშირის მკვეთრი დაცემა და შესაბამისად, იქ არსებული გარემოს მდგომერეობის ბუნებრივი რესურსების შეუქცევადი ხარისხობრივი და თვისობრივი ცვლილებები, რითაც გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 231 260 ლარი.

2009 წლის 13 ნოემბერს ჩოხტატაურის რაიონის სოფელ ქ------–ი არსებულ საამქროებიდან ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით გაჩეხილი ხე-მორი , მათ შორის შ.პ.ს. ”ქ------------ის” კუთვნილი საამქროდან 595.08 მ3 წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ხე-მასალა, შესაბამისად, გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 1-0 204,45 ლარი, ხოლო სანიხრე ღირებულებამ 22 810,27 ლარი.

მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის მიზნით, ამოღებული ხე-ტყის თითქოსდა კანონიერად მოპოვების დასადასტურებლად , გ--------–----–-–---–ის დავალებით რეინჯერებმა მოკრიბეს 5მ3 ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები, რათა გაწერილი ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტებით დაებალანსებინათ უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის რაოდენობა, ამავე მიზნით გამოიყენეს იმ დროისათვის გაუწერელი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებიც და ჩატარებული ამოღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ 2009 წლის 13 ნოემბრის თარიღით ყალბი ამოწერის 52 ერთეულ ხე-ტყის წარმოშჴბის დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძო:

N----------------ს (რეინჯერ გ-------– გ--------–--ეს) გააჩნდა რა დაბა ჩოხატაურში მცხოვრები: ნ-------ი ა-------–--ის, მ-------- ი------ის, ბ---- ბ---–----ის, ი-–------- ც--–--ის, თ------ ც--–--ის, ე-–--- ბ---------ის, ტ------– გ--------ის, შ--–-- ც--–--ის დმეოგრაფიული მონაცემების სხვისი უპირატესობა და გამორჩენის მისაღებად სამსახურეობრივი მდგო----ეობის ბოროტად გამოყენებით 2009 წლის 13 ნოემბერს ამოწერა მასალა მერქნის წარმოშობის N0----------------------------------------------------------- დოკუმენტები, ხოლო 1- და 15 ნოემბრის ძველი თარიღით 13 ნოემბრით გაწერა N 0-----, N0--------------------- დოკუმენტები.

N3 სარეინჯეროს რეინჯერს შ----- ჯ--------ეს გააჩნდა რა დაბა ჩოხატაურში მცხოვრები თ------ ჯ--------ის , ბ---------–- თ--------ს , ა------ ჯ------ის , ტ------– მ----–--ის, გ------- დ---–--ის, ზ----- რამიშვილის, გ------- ც--–--ის დემოგრაფიული მონაცემების სხვისთვის უპირატესობის და გამორჩენის მისაღებად სამსახურეობრივი მდგო----ეობის ბოროტად გამოყენებით, 2009 წლის 13 ნოემბერს ამოწერა სამასალე და საშეშე მერქნის წარმოშობის N---------------------------------------------------------------------------------------------------------------- დოკუმენტები ,რაც გადასცა სოფელ ჩ---------–- განთავსებული სახერხი საამქროს მეპატრონეებს. მანვე, 2009 წლის 13 ნოემბერს ჩოხატაურის რაიონის ტერიტორიაძე არსებულ საამქროში ჩატარებული ამოღების შემდეგ, არსებულ უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყეზე, 2009 წლის 1--15 ნოემბერს, ყალბად გაწერა ხე-ტყის წარმოშობის შემდეგი N---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- დოკუმენტები.

N----------------- რეინჯერ გ------------ მიერ, 2009 წლის 13 ნოებერს ჩოხატაურის რაიონის ტერიტორიაზე არსებულ საამქროებში ჩატარებული ამოღებების შემდეგ იქ არსებულ უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყეზე, ყალბად გაწერა ხე-ტყის წარმოშობის შემდეგი დოკუმენტები: N--------------------------------------

გ--------–----–-–---–ის მითითებით 2009 წლის 13 ნოემბერს 200მ3 მოცულობის წიწვოვანი ჯიშის ხე-ტყის წარმოშობის დამდასტურებელი დოკუმენტები გაწერილი რეინჯერ ო---- მ--–---ს მიერ, ხე-მასალის თითქოსდა კანონიერად მოპოვების დასადასტურებლად გადასცა: 100მ3 ოდენობის ი/მ ”მ------ ჯ--------ეს”, 50-50 მ3 მოცულობის შპს ”კ-----------ს” დირექტორს დ----- კ---------ეს N-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- დოკუმენტები. გარდა ამისა, რეინჯერმა გ-----ი ს--------–--ემ დანაშაულებრივი განზრახვის შესასრულებლად ყალბად გაწერა ხე-ტყის წარმოშობის შემდეგი დოკუმენტები: N 0---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- დოკუმენტები.

ჩოხატაურის სატყეო უბანში ტყის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის მდგომარეობის თავდაპირველი შესწავლისას გამოვლინდა 468.58მ3 მოცულობის სხვადასხვა ჯიშის და კატეგორიის ხე-ტყის უკანონო გაჩეხვის ფაქტი და გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 53 621,94 ლარი, ხოლო სანიხრე ღირებულებამ 9230,99 ლარი.

2010 წლის 15 თებერვლიდან 15 ივნისის პერიოდში დამატებით შემოწმდა ჩოხატაურის სატყეო უბანში ტყის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის მდგომარეობა. სულ უკანონოდ გაჩეხილი აღმოჩნდა 2030,8 მ3 მოცულობის სხვადასხვა ჯიშის ხე-ტყე, კერძოდ: N3 სარეინჯეროში (რეინჯერი შ----- ჯ--------ე) 199 ერთეული 971მ3 ჯიშის ხე-ტყე, რითაც გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 73659, ლარი, ხოლო სანიხრე ღირებულებამ 12390 ლარი, N----------------ში (რეინჯერი გ-------– გ--------–--ე) 1033,64 მ3 , ზიანმა შეადგინა 121111 ლარი, N----------------–- (ო---- მ--–---) 26,19 მ3 , ზიანმა შეადგინა 1739,88 ლარი, სულ გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 210584,92 ლარი.

გარდა ამისა, სარეინჯეროს N--------- კვარტლებში სანიტარული ჭრების განხორციელების დროს დარღვეულია სანიტარული ჭრის წესები-ჭრაში დანიშული ხეები დატოვებულია მოუჭრელად, რითაც გარმეოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 1-074,44 ლარი ხოლო ერთმაგმა სანიხრე ღირებულებამ 3502,46 ლარი. სულ გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 495466,8 ლარი.

გ--------–----–-–---–ი მუშაობდა რა გურიის ს--------------------–--------------------------------- სამსახურეობრივი მდგო----ეობის გამოყენებით განიზრახა მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება. 2010 წლის იანვარში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ეკონომიკური სამსახურიდან, სამსახურეობრივი სარგებლობისთვის მასზე გადაცემული იქნა 1150 ლიტრი ბენზინის და 400 ლიტრი დიზელის ტალონი, საიდანაც გ--------–----–-–---–მა არ გადაანაწილა რა დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებზე, მიითვისა ბენზინი 950 ლიტრის ოდენობით 1273 ლარად ღირებული ტალონები.

 

მსჯავრდებული გ--------–----–-–---–ი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას შემდეგ გარემოებათა გამო: მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. განაჩენი არის დაუსაბუთებელი და გადმოტანილია საბრალდებო დასკვნა და მასში ასახული დაუსაბუთებელი ფაქტები. გაუგებარია თუ რა ჩვენები მისცეს სასამართლოში საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა, რამეთუ განაჩენში მხოლოდ ერთი აბზაცით არის მითითებული, რომ მოწმეებმა დადასტურეს მათ მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები, ხოლო რა გარემოებებზე უთითებენ მოწმეები, რა ფაქტები იქნა მიჩნეული სასამართლოს მიერ დადგენილად მოწმეების ჩვენებებით განაჩენში არ იკითხება. განაჩენში გადმოტანილია გამომძიებლის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად შედგენილი ოქმები, როგორც განაჩენის დასასაბუთებელი მტკიცებულება და მასში საერთოდ არ არის მითითებული მათი სასამართლო გამოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის დადასტურება, როგორც განაჩენის დასაბუთების მტკიცებულება. სასამართლოს მიერ მითითებულია მხოლოდ და მხოლოდ სხვადასხვა კერძო სუბიექტების თუ ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული ე.წ. სახერხებიდან ამოღებული ხე-ტყის მასალები, რაც მიჩნეულია უკანონოდ მოპოვებულ ნივთებად და მას და ამ სუბიექტებს შორის რაიმე კავშირის არსებობა დოკუმენტებით დადასტურებული არ არის.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

- აპელანტ - მსჯავრდებულ გ--------–----–-–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს პ---–- ა-----ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

 

- ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ--–---- ს-----ეს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და გ. მ---–----–-–---–ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატამ სრული მოცულობით განიხილა გ--------–----–-–---–ის მსჯავრდების საქმე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით გ--------–----–-–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 24,303-ე მუხლის პირველი ნაწილით, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში. კერძოდ:

 

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის წარმომადგენლის ა---–----------ის ჩვენების თანახმად, გურიის სატყეო სამსახურში მუშაობს იურისტად, სამსახურებრივი მინდობილობის საფუძველზე, როგორც იურისტი წარმოადგენს დაზარალებულის ინტერესებს. მსჯავრდებულ გ--------–----–-–---–ს არ იცნობს, მაგრამ იცის, რომ გურიის სატყეო სამმართველოს ყოფილი უფროსია, ასევე მისთვის ცნობილია, რომ გ--------–----–-–---–ის უფროსობის პერიოდში მოხდა ხე-ტყის უკანონო გაჩეხვა, რისთვისაც ის მსჯავრდებულად იქნა ცნობილი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით. აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რომელმაც შეადგინა 495466,8 ლარი. საწვავის ლიმიტთან დაკავშირებით სამსახურის მიზნებისთვის გამოყოფილი იქნა 1150 ლიტრი ბენზინის და 400 ლიტრი დიზელის ტალონი, საიდანაც გ--------–----–-–---–მა არ გადაანაწილა რა დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებზე, მიითვისა ბენზინი 950 ლიტრის ოდენობით 1273 ლარად ღირებული ტალონები.

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოწმე რ--------- ხ-----ამ დადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ 2007 წლიდან მუშაობს გურიის რეგიონალურ სატყეო სამმართველოს ადმინისტრაციულ განყოფილებაში უბნის სპეციალისტად-ეკონომისტად. მის მოვალეობაში შედიოდა მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა-განაწილება, მაგრამ მატერიალური პასუხისმგებელი პირი არის ადმინისტრაციის უფროსი. აგრეთვე ხე-ტყის დოკუმენტების გაცემის აღრიცხვა. სატყეო უბნებიდან შემოსული ხე-ტყის რეესტრების გატარება და დეპარტამენტში სტატისტიკური ანგარიშების წარდგენა. დოკუმენტი ბარდებოდა მიღება-ჩაბარების აქტებით მათ მიერ ს-----------–-------------ის სახელზე დაწერილი განცხადებების საფუძველზე. რაც შეეხება 2009 წლის 27 ნოემბერს, გურიის რეგიონულ სატყეო სამმართველოში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მის საწერი მაგიდის უჯრიდან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაწერილ ერთიანობაში 18 ერთეულ ცნობას, მოწმის განმარტებით აღნიშნული ცნობები, როგორც ახსოვს მის სამუშაო მაგიდაზე დარჩა ჩოხატაურის სატყეო უბნის უფროს თ------ ც--–--ეს, ჩხრეკის ჩატარებამდე დაახლოებით 3-4 დღით ადრე, რომელიც შეამჩნია მისი წასვლის შემდეგ, არ დავუკავშირდა, რადგან იმედი ქონდა ის მცირე ხანში შეივლიდა და წაიღებდა აღნიშნულ ცნობას. ამ მიზნით შეინახა დასახელებულ ადგილზე, რომელთან დაკავშირებით სხვა არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია. რაც შეეხება საწვავს, არ ახსოვს თუ რამდენი და რა რაოდენობით ხდებოდა კონკრეტულად მათი გამოყოფა. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები წაიღო თუ არა გ--------–----–-–---–მა არ ახსოვს, რადგან მას შემდეგ დიდი დროა გასული.

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოწმე მ--–---- ვ---------მა დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ მსჯავრდებულ გ--------–----–-–---–ს იცნობს, რადგან ერთად მუშაობდნენ. 2010 წელს ლანჩხუთის სატყეო სამსახურში როგორც უბნის უფროსზე, განპირობებული იყო სამსახურის მანქანა ,,ნივა”, მასზე 2010 წლის იანვრის თვემდე საწვავის ლიმიტი იყო 250 ლიტრი, რომელსაც ყოველთვიურად იღებდა ,,ვ-----–-ს” ტალონების სახით გ--------–----–-–---–ისაგან. 2010 წლის იანვრის თვეში გ--------–----–-–---–ი ბრუნდებოდა თბილისიდან, რა დროსაც ლანჩხუთში ვ---------ს პირადად გადასცა 200 ლიტრი საწვავის ტალონები და უთხრა, რომ დარჩენილ 50 ლიტრ საწვავს სამმართველოში მიცემდა. მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი არ მოუწერია, ვინაიდან სამმართველოში ჩასვლის შემდგომ უნდა გაკეთებულიყო მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც სხვა შემთხვევაშიც კეთდებოდა. უფროსი გ--------–----–-–---–ი მერე აღარ უნახავს. ამის შემდეგ მოხსენებითი ბარათი დაწერა 2010 წლის იანვრის თვეში ი-----–- გ--–-–---–ის სახელზე, სადაც მიუთითა, რომ მ---–----–-–---–მა მას გადასცა 200 ლიტრი ბენზინი, ხოლო 50 ლიტრი არ მიუცია. სხვა დროს რაიმე პრობლემა საწვავის გადაცემასთან დაკავშირებით არ ჰქონიათ გამოყოფილ ბენზინის ლიმიტს ყოველთვის დროულად იღებდნენ სამმართველოში.

 

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ---- ვ----ემ დადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ გ--------–----–-–---–ს იცნობს, მისი სამსახურის, გ-----------------------------–-------------- იყო. მოწმის განმარტებით თავად 2010 წელს მ--------------------------–-------------------------------- იკავებდა. მის მოვალეობაში შედიოდა კონტროლი და უკანონო ჭრები. მასზე გამოყოფილი იყო სამსახურის მანქანა ,,ნივა”, გამოყოფილი საწვავის ლიმიტით - 300 ლიტრი, რომელსაც ყოველთვიურად იღებდა. ს-----------–-------------ი საწვავის ტალონებს აძლევდა მიღება-ჩაბარების აქტებით. 2010 წლის იანვრის თვის გამოყოფილი 300 ლიტრი ბენზინი არ მიუღია. 2009 წლიდან 2010 წლამდე მუშაობის პერიოდში ბენზინის ტალონებთან დაკავშირებით პრობლემა არ ქონიათ. თვის დასაწყისში მიდიოდა უფროსთან გ--------–----–-–---–თან სამმართველოში ის აძლევდათ ტალონებს. იანვრის თვეში გ--- დაუკავშირდა ტელეფონით და უთხრა რომ ტალონებს გადაცემდა, მაგრამ შემდეგ აღარ უნახავს. შემდეგ სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს. მოხსენებითი ბარათი ახალი სამსახურის უფროსის ი-----–- გ--–-–---–ის სახელზე დაწერა.

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოწმე დ------ კ--------ემ დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ რამდენიმე წელია მუშაობს გურიის სატყეო სამმართველოში. გ--------–----–-–---–ს იცნობს სამსახურეობრივი ურთიერთობიდან, იგი იყო გ-----------------------------–--------------, რა დროსაც თავად მუშაობდა ტყის მცველად. ხელმძღვანელი პირების შეცვლის შემდეგ ახორციელებდა ტყის შემოწმებას მონიტორინგის უფროსთან და ტყის მცველებთან ერთად. იმ პერიოდში ბ------ოს ტყის მცველი იყო ზ----- ჯ-–-, მ-----------------------------------–-----------------------------------------------------------ე. ბ------ოს ტყის შემოწმების დროს გამოვლინდა უკანონო ხე-ტყის ჭრა, ზიანის ოდენობა არ ახსოვს. ზ-------------- ტყის მონაკვეთზე ნახა 19 ძირი უკანონოდ მოჭრილი ხე. ადასტურებს ჩვენებაში მითითებულ და დაანგარიშებულ მონაცემებს. ნ------ის სიტყვიერი დავალებით განახორციელა ტყის კვარტლების შემოწმება, წელიწადის რომელი დრო იყო, ზუსტად არ ახსოვს. კვარტლების შემოწმებისას გამოვლინდა უკანონო ჭრა, როგორც ახსოვს, აღნიშნული ხეები ახალი მოჭრილი არ უნდა ყოფილიყო. პასუხისმგებელ პირებს წარმოადგენდნენ ტყის მცველები- ბ------ოში-ჯ--------ე, ს------–ი-მ--–---, შ--- ს------–ი-გ--------–--ე. შემოწმების დროს ეს პირები დაკავებულები იყვნენ.

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ-----ბ ჯ-–-ა დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ მუშაობს გურიის სატყეო სამმართველოში. გ--------–----–-–---–ს იცნობს სამსახურეობრივად. 2009 წლიდან ბ------ოს სატყეოს უფროსის თანაშემწედ მუშაობდა, ხოლო ბ------ოს სატყეოს უფროსი იყო შ----- ჯ--------ე. მონიტორინგის შემოწმების შემდეგ ჩაიბარა ტყე. შემოწმების დროს იყო ტყის მცველი ბ------ოში. შემოწმების დროს გამოვლინდა უკანონო ჭრები, საგაზაფხულო შემოწმება ყოველთვის ტარდებოდა, ვინაიდან უნდა გამოვლენილიყო დარღვევები. აღნიშნული შემოწმება ხდება აპრილის შემდეგ. საგაზაფხულო შემოწმების დროს არ ახსოვს რა მოცულობის უკანონო ხე-ტყის ჭრა და რა რაოდენობის ზარალი იყო სახეზე.

 

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე თ---------- ა-----ის ჩვენების თანახმად: გ--------–----–-–---–ი იყო მისი სამსახურის უფროსი 2009 წელს. თავად იყო სატყეო სამსახურში მეტყევის პოზიციაზე. ებარა გურიის რეგიონი. დავალება მიიღო ს---------------------–--------------- ი-----–- გ--–-–---–ისგან, რომ მონიტორინგის ჯგუფთან ერთად მოეხდინათ ბ------ოს სატყეოს, შ--- ს------ის და ზ-------------- სატყეოს საგაზაფხულო შემოწმება. მონიტორინგის სამსახურის უფროსი იყო ნ-----–---- ნ------ე. მონიტორინგში მონაწილეობდნენ კ--------ე, ი-----ე, რომელთა სახელებს ვერ იხსენებს. ზ-----ბ ჯ-–-, ა------- გ--------ე, ა-–---------ე ს------ე. ა---------– გ--------ე არ ესწრებოდა, რადგანაც ავად იყო. გ--------ე წარმოადგენდა სატყეოს განყოფილების უფროსს, რომლის ადგილზეც თავად (თ---------- ა-----ე) დაინიშნა და 2010 წლის ივნისში ოქმის შედგენის დროს უკვე იყო ტყის მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. საგაზაფხულო შემოწმების შედეგად დადგინდა ზიანი ხის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით, რასაც ადასტურებს. ზიანის გაანგარიშება მოხდა მისი და სხვა დანარჩენი მეტყევეების მიერ. ზიანი იანგარიშება როგორც მოჭრილ ხეებზე, ისე გატანილ და გაუტანილ ხეებზე. გამოიტანეს დასკვნა, რომ ხეები 2009 წლის შემოდგომაზე იყო მოჭრილი. ი-----–- გ--–-–---–ი სატყეო სამსახურის უფროსად დაინიშნა გ--------–----–-–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ორ თვეში. ზამთარი იყო, იანვრის შ--- რიცხვები. საგაზაფხულო შემოწმების ოქმი ჩააბარეს ი-----–- გ--–-–---–ს. ხეები რომლებიც არ იყო, დაწერეს რომ გატანილია, რომელიც იყო ადგილზე მოჭრილი - მიაბარეს ტყის მცველს ალექსი ს------ეს და ზ-----ბ ჯ-–ს მიღება-ჩაბარების აქტით, რაც 2010 წლის ივნისის ოქმშიც არის მითითებული. ხის მოჭრის პერიოდის დადგენა ექსპერტს შეუძლია. ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ზ---- მ--–---ს საქმესთან დაკავშირებით მისცა ჩვენება, გ--------–----–-–---–ის მიმართ არა.

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ა-–---------ე ს------ის ჩვენების თანახმად: 2010 წლიდან დაიწყო მუშაობა ტყის მცველად. ებარა მე-8 სატყეო უბანი, ზ-------------- სატყეო. შემოწმებაზე დაყვებოდა მეტყევეებს და იბარებდა ტყეს. ნ-----–---- ნ------ეს, დ----- ი-----ეს, დ------ კ--------ეს. ნ-----–---- ნ------ე და დ------ კ--------ე მონიტორინგში იყვნენ ჩართული. დ----- ი-----ეს ჩოხატაურის სატყეო უბნების უფროსის თანამდებოდა ეკავა. თ---------- ა-----ე ამ შემოწმებას არ ესწრებოდა. შემოწმებას ესწრებოდნენ: ნ------ე, ი-----ე და კ--------ე. შემოწმების დროს გამოვლინდა უკანონო ჭრები, რასაც ადასტურებს. ზიანი მონიტორინგმა გაიანგარიშა. მოჭრილი ხეები ადგილზე იყო, რომელიც მას ჩააბარეს. ამ პერიოდში სატყეო სამსახურის უფროსი ვინ იყო, სახელს და გვარს ვერ იხსენებს, აღნაგობით კი მაღალი და სუსტი იყო, რომელსაც ცოტა ხანს ეჭირა აღნიშნული თანამდებობა. 2010 წლის საგაზაფხულო შემოწმება ჩატარდა მაისის თვეში ტყეში დიდთოვლობის გამო.

როგორც საგაზაფხულო, ისე საშემოდგომო შემოწმებების დროს ამოწმებენ ხეებს, მოჭრილი არის თუ მოტეხილი. შემოწმებაში მონაწილეობას სხვა სამსახურის წარმომადგენლებიც იღებენ. საშემოდგომო შემოწმების ოქმს ადარებენ შემდეგ საგაზაფხულო შემოწმების ოქმს და თუ როდის მოიჭრა ხე ამის დადგენა მხოლოდ მოცემული მეთოდით არის შესაძლებელი. ასევე, ხე ახალი მოჭრილია თუ ძველი, ნახერხზე ეტყობა ვიზუალურად. თოვლის საფარის ქვეშ, ხე სახეს იცვლის, მუქდება. აღმოჩნდა რომ შემოწმებამდე ექვსი თვით ადრე იქნებოდა ხეები მოჭრილი. ოზურგეთის სასამართლოში ზ---- მ--–---ს საქმესთან დაკავშირებით მისცა ჩვენება.

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ა---------– გ--------ემ დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ გუბერნატორის შუამდგომლობის საფუძველზე ერთ ოჯახზე 5 კუბამეტრი ხე გაიცემა. ხის ჭრის დროს შესწავლილი უნდა იქნას დაქანების პირობები, რამდენ გრადუსზე იჭრება, რა ინტენსივობით შეიძლება ჭრის ჩატარება. ჭრაში ინიშნება მწიფე და მწიფეზე უხნესი ხეები, რადგან ხეს თავისი სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვს და ის გახმება, ამიტომ ასეთი ხეები უნდა მოიჭრას და ის მოზარდი ხეები, რომელიც სასარგებლო მერქანს იძლევა უნდა დარჩეს. აქედან დგება შესაბამისი შესწავლა, გაანგარიშება და მოსაჭრელი რაოდენობის დადგენა. მიკროუბნების გამოყოფის დადგენილებაშია მითითებული, ის რომ რეინჯერების მიერ უნდა მომხდარიყო ამ ხეების შერჩევა, რადგან ტყის მართვის განყოფილება ამას ფიზიკურად ვერ შეძლებდა დიდი ოდენობით მოსახლეობა დაეკმაყოფილებინა. მაგრამ როცა რეინჯერი გამოყოფდა რა თქმა უნდა კონტროლის ქვეშ უნდა განხორციელებულიყო. რაოდენობის მხრივ გათვალისწინებულია მაქსიმუმი შვიდი ძირი ხე ერთ ჰექტარ ტყეზე. უნდა მოჭრილიყო მწიფე და მწიფეზე უხმესი. რეინჯერის გარეშე თუ მოიჭრა ხეები არ იცის. 2009-2010 წლებში ზოტის სატყეოს უფროსი იყო გ--------–--ე, ბ------ოში - ჯ--------ე, ს------ში არ ახსოვს ვინ იყო. თავიდან შეცდომა იყო დაშვებული როცა მოსახლეობას უფლება ეძლეოდა კუთვნილი 5 კუბამეტრი ხე თავად მოეჭრა. შეცდომად თვლის ასეთ წესს, რადგანაც მოქალაქეები არჩევდნენ ისეთ ხეებს, რომლებიც არა მხოლოდ შეშად გამოიყენებდნენ. მოსახლეობას დანომრილი ხეები უნდა მოეჭრათ, თუმცა მოიჭრა როგორც დანომრილი, ასევე დაუნომრავი ხეები. დარღვევაა როცა დაუნომრავი ხე მოიჭრება. იმ პერიოდში სატყეოს უფროსი იყო გ--------–----–-–---–ი.

რეკომენდაციები გაცემული იქნა, მიკრო უბნებზე ხე-ტყის გამოყოფის შესახებ. ჭრა სიხშირის გათვალისწინებით უნდა მომხდარიყო ასევე ხნოვანებისა დაქანების მიხედვით. ტყის მართვის განყოფილებას განკარგვის გაცემის უფლება არ აქვს, ისინი რეკომენდაციას იძლევიან და თუ როგორ სრულდება ამოწმებენ. სანიტარულ ჭრებს ვერავინ გააკონტროლებს. მისი უშ---ლო ხელმძღვანელი არის ს--------------------–-------------ი, გ--------–----–-–---–ი ს-----------–-------------ი იყო 2009 წელს. მათი განყოფილება ახალ სისტემაზე გადავიდა რეფორმის შედეგად, ფუნქციას კაბინეტში მუშაობითაც ახორციელებდა. ძირითადი ფუნქციებით აღჭურვილი იყო მონიტორინგის სამსახური. ყველა უკანონობა მონიტორინგს უნდა დაეფიქსირებინა. სატყეო განყოფილების მთავარი ფუნქცია იყო ტყე-კაფის გამოყოფაზე კონტროლი, მასალების მიწოდება ზემდგომი ორგანოებისათვის, სამუშაო გეგმის მიწოდება.

მიმდინარე სს საქმეზე ა.გ--------ე გამომძიებელმა ორჯერ დაკითხა. მოხსენებით ბარათი დაწერა, სადაც მიუთითა პრეტენზიებზე, მაგრამ რეაგირება არ მოყვა. რეინჯერები მონიტორინგის სამსახურში შედიოდნენ, ცალკე განყოფილება არ ჰქონდათ, მაგრამ სამმართველოს მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ. მდგომარეობა გაუკონტროლებელი შეიქმნა სექტემბრის თვიდან. ვიღაცას უნდა შეეჩერებინა ეს მდგომარეობა, მაგრამ შეჩერდა თუ არა, არ იცის. ხე-ტყეზე იყო დიდი მოთხოვნა თუმცა რესურსი არ გააჩნდათ, რის შესახებაც გუბერნატორის სახელზე გაიგზავნა წერილი. ივლისის თვეში გამოვლინდა ხე-ტყის უკანონო ჭრა,შემოწმება მოხდა მხოლოდ თოვლის დნობის შემდეგ. ზამთარში განხორციელებული უკანონო ჭრა გამოვლინდა ივნისში. შეუძლებელია დიდი ფართობის ტყე ერთმა რეინჯერმა აკონტროლოს. სანიტარული ჭრები ტარდებოდა დადგენილების საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე გ-----ი ს--------–--ემ დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ გ--------–----–-–---–თან ჰქონდა მხოლოდ სამსახურეობრივი ურთიერთობა. მუშაობდა სატყეო სამმართველოში, ზ-------------- რეინჯერად. მის მოვალეობაში შედიოდა ტყის დაცვა და ბილეთების გამოწერა. გ--------–----–-–---–ი ს-----------–-------------ად მუშაობდა 2009 წლიდან. ხე-ტყის ჭრაზე მოსახლისათვის ბილეთების გაცემა ხდებოდა გუბერნატორის ნებართვის საფუძველზე, ს---------------------–--------------- მიერ.

ბილეთებს აძლევდა სატყეო სამმართველო, როცა გათავდებოდა, ახალი ბილეთების გამოწერა ხდებოდა. მ---–----–-–---–ი დააკავეს სს საქმეზე და მის მიმართ განაჩენი დადგა 2010 წლის ოქტომბრის თვეში.

უკვე აღნიშნული ბილეთები სამ ეგზემპლარად მზადდებოდა, ერთი რჩებოდა მეპატრონესთან, მეორე იგზავნებოდა სატყეო სამმართველოში, ხოლო მესამე უფროსთან რჩებოდა. მომხმარებელს წესით პირველი ეგზემპლარი უნდა მიეღო. ს--------------------–-------------ის მითითება, იმის შესახებ რომ ტყეში შეეშვათ ხის დამამზადებლები, - არ ახსოვს. გ--------–----–-–---–ის მიმართ ჩვენების მისაცემად, სასამართლოში არ ყოფილა. სასამართლოში მხოლოდ მის ირგვლივ განსახილველ საქმეზე დაიკითხა. მოწმის ჩვენებით ის გუბერნატორის დავალებას ასრულებდა, გ--------–----–-–---–ისგან კი რაიმე სახის დავალება პირადად არ მიუღია. თუმცა მითითებას ღებულობდა მთავარი სპეციალისტებისგან, იმის შესახებ თუ როგორ უნდა გაეცა ხე-ტყე და ა. შ.. შემოწმებული ფართობი ჩაიბარეს 2009 წლის გაზაფხულზე.

ხე-ტყის გაცემის შემდეგ ვინმეს პრეტენზია არ გამოუხატავთ.

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დაკითხული ო---- მ--–---ს ჩვენების თანახმად: გ--- მ---–----–-–---–ს იცნობს, 2008-2010 წლებში მუშაობდა ჩოხატაურში, ზ-------------- რეინჯერად. იმ პერიოდში გ--------–----–-–---–ი იყო ს--------------------–-------------ი. მის მოვალეობაში შედიოდა ხე-ტყის უკანონო ჭრის კონტროლი და ბილეთების ამოწერა. ბილეთებს წერდნენ გუბერნატორის მიერ წარდგენილი სიის მიხედვით. მოსაჭრელი ხე-ტყის გამოყოფა ხდებოდა მეტყევეების მიერ, ირჩეოდა ნახევრად სამასალე ხე-ტყე. ბილეთი მზადდებოდა სამ პირად, პირველი პირი გადაეცემოდა მეპატრონეს, მეორე პირი რჩებოდა რეინჯერების სამსახურში, ხოლო მესამე პირი სატყეო სამმართველოში. მიუხედავად აღნიშნულისა ყველაფერი უკანონო იქნა მიჩნეული. გ--------–----–-–---–ს მხოლოდ თათბირებზე ხვდებოდა, იმ პერიოდში, არ იყო შუქი და სატელეფონო კავშირი არ მყარდებოდა, შესაბამისად გ--------–----–-–---–თან არანაირი შეთანხმება არ ჰქონია.

მასთან მხოლოდ სამი თუ ოთხი ძირი ხე იპოვნეს უკანონოდ მოჭრილი, რისი გაკონტროლებაც ასეთი ფართობის ტერიტორიაზე, სავსებით შეუძლებელია.

მ--–---ს განმარტებით, ყველა იმ პირმა მიიღო ხე-ტყე, ვის სახელზეც გაწერილი იყო, ხოლო მათ სად მიჰქონდათ კუთვნილი ხე-ტყე, მისთვის ცნობილი არ არის.

გ--------–----–-–---–ის მიმართ ბრალდების სს საქმეზე, თავადაც მსჯავრდებულ პირს წარმოადგენდა, მის მიერ აღიარებითი ჩვენების მიცემა განპირობებული იქნა ზეწოლით და მოსალოდნელი რამდენიმეწლიანი პატიმრობის შიშით.

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დაკითხული თ------ ც--–--ის ჩვენების თანახმად: გ--------–----–-–---–ს იცნობს. მასთან აქვს მეგობრული ურთიერთობა. 2006 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის სამმართველოში, 2009 წელს დაინიშნა ს-----------–-------------ად, აღნიშნულ პერიოდში გ--------–----–-–---–ი იყო გ-----------------------------–--------------. ახსოვს, რომ გაუგებრობის გამო დააკავეს. ც--–--ის კომპეტენციაში შედიოდა პასუხისმგებლობა ტყის ფონდის მართვაზე, ასევე ინფორმაციის მიწოდება და კონტროლი რეინჯერების საქმიანობაზე. სულ გურიის სატყეო სამმართველოში შედიოდა ცხრა რეინჯერი და სამი ხელშეკრულებით დაქირავებული პირი. ხე-ტყის ჭრა ხდებოდა ბილეთების საფუძველზე. შესაძლებელია რაღაც უმნიშვნელო დარღვევა ყოფილიყო, რაც ბუნებრივია, რადგან მთელი რაიონის ტყე წარმოადგენს დიდ ფართობს და მხოლოდ ცხრა რეინჯერი ვერ უზრუნველყოფდა მის გაკონტროლებას.

გ--------–----–-–---–ისაგან ის მითითება, რომ ბ------ოს ტყეში, ან გურიის ტერიტორიაზე არსებულ რომელიმე ტყეში შეეყვანა ტექნიკა და განეხორციელებინა ჭრა, - არ ახსოვს. მის მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში აღნიშნულის მითითება გამოწვეული იყო იმით, რომ მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა, ბოლომდე არც კი წაუკითხავს ჩვენება, ისე დაეთანხმა გამომძიებელს, რადგან უთხრეს, თუკი არ აღიარებდა დანაშაულის ჩადენას და თან არ მისცემდა მამხილებელ ჩვენებას, ძალიან მძიმე სასჯელს შეუფარდებდნენ. გ--------–----–-–---–ის ნებართვით და დავალებით რომ განეხორცილებინა ხე-ტყის ჭრა, ასეთი არ ახსოვს. ტყე -კაფის გამოყოფის გარეშე შეუძლებელი იყო ხის ჭრა, თუკი ვინმე არ მოიპარავდა.

რაც შეეხება საწვავს, თვის დასაწყისში, ს-----------–-------------ისაგან ან სამმართველოს ადმინისტრაციისგან, იღებდა 200 თუ 300 ლიტრ საწვავს.

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დაკითხული გ-------– გ--------–--ის ჩვენების თანახმად: 2007 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის სატყეო სამმართველოში, შ--- ს------ის რეინჯერად. გ--------–----–-–---–ს იცნობს სამსახურეობრივად. 2009-2010 წლებში მისი ხელმძღვანელი პირი იყო თ. ც--–--ე. მის მოვალეობაში შედიოდა შ--- ს------ის ტერიტორიად განსაზღვრული ტყის დაცვა უკანონო ჭრისგან, კონტროლის განხორციელება მოსახლეობაზე ბილეთებით გაწერილი ხე-ტყის მოჭრაზე, ასევე მათ საქმიანობაში შედიოდა გეგმიურად მოსაჭრელი ხე-ტყის, ზამთრის პერიოდში მოჭრილი და მოტეხილი ხე-ტყის აღრიცხვა დ ა. შ.

სატყეო სამმართველომ გამოსცა განკარგულება, რის თანახმადაც მოსახლეზე უნდა გაცემულიყო 5 მ3 სამასალე მერქანი, რის შესრულებაც ამავე განკარგულებით დაევალა რეინჯერებს. მოსახლეობის სია გურიის სატყეო სამმართველოდან მიდიოდა ჩოხატაურის სატყეოში და შემდეგ იგზავნებოდა რეინჯერებთან კონკრეტულ უბანზე. როდესაც მოსახლეზე იცემოდა ხე-ტყე, აღნიშნულის შესახებ იცოდა ტყის მართვის სამსახურმა და ასევე ს--------------------–-------------მა. სიას თან ახლდა რეზოლუციები. ბილეთით გაწერილი ხე-ტყის ჭრას ახორცილებდა ბილეთის მეპატრონე ან მის მიერ დაქირავებული პირი. გრ. გ--------–--ის განმარტებით, იგი დააკავეს 2010 წლის 5 იანვარს და მხოლოდ 11 თვის შემდეგ აღიარა დანაშაული.

ისეთი შეთანხმება, რომ რომელიმე მეწარმეს მინიმალურ ფასად შეეძინა ხე-ტყე ბილეთის მფლობელი მოსახლისაგან,- არ ყოფილა.

მისი განმარტებით, თავად დაეხმარა მეწარმეს ხე-ტყის უკანონო ჭრა კანონის ფარგლებში მოექცია, სისუსტე გამოიჩინა და მეწარმე შ----–--ეს დაეხმარა და გადასცა რამდენიმე ბილეთი. რის შემდეგაც სამ დღეში უკვე დააკავეს. ის, რომ შ----–--ეს დაეხმარა, აღნიშნული არ იყო ცნობილი არც თ. ც--–--ისათვის და არც გ. მ---–----–-–---–ისათვის.

გ--------–----–-–---–ს და თ. ც--–--ეს არ მიუცია მითითება, ქვაბღის უბანში მეწარმეებისთვის - ბ------ შ----–--ისათვის და დ------ ბ------–--ისათვის ხე-ტყის ჭრაზე, აღნიშნული ბილეთები თავად გადასცა მათ და არავისთვის უკითხავს აღნიშნული, ბილეთებიც თავად მას ჰქონდა.

გ--------–----–-–---–ის მიმართ გამოყოფილ სს საქმის განხილვისას, იგი სასამართლოში არ დაუბარებიათ და ჩვენება არ მიუცია.

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დაკითხული შ----- ჯ--------ის ჩვენების თანახმად: გ--------–----–-–---–ს იცნობს, ერთად მუშაობდნენ სატყეო სამმართველოში. 1968 წლიდან მუშაობს აღნიშნულ სამმართველოში. 2007 წლიდან იყო ბ------ოს რეინჯერი, ვიდრე დაკავებამდე. ახორციელებდა სამოქმედო ტერიტორიის დაცვას ხე-ტყის უკანონო ჭრისგან, ხანძრისაგან და ა. შ. ასევე კონტროლს ბილეთებით გაწერილი ხე-ტყის ჭრაზე. მოსახლეობაზე ხდებოდა როგორც საშეშე, ასევე სამასალე მერქნის გაცემა 5 მ3 ოდენობით. ხე-კაფის გამოყოფა ხდებოდა ტყის მართვის სამსახურის მიერ. როდესაც ბ------ოს რეინჯერად მუშაობდა, ჩოხატაურის ს--------------------–-------------ი იყო თ. ც--–--ე, ხოლო გურიის ს-----------–-------------ი გ--------–----–-–---–ი.

მოსახლეზე სამასალე ხე-ტყის გაცემა ხდებოდა შესაბამისი რეკომენდაციით, ბილეთისა და პირადობის მოწმობის შემოწმების შემდეგ ხდებოდა მის მიერ ხე-ტყის ჭრა, თავისვე ტექნიკით და მათვე გაჰქონდათ ტყიდან. მოჭრიდან 24 საათში უნდა გაეტანათ მოჭრილი ხე. მეპატრონის მხრიდან მოჭრილი ხე-ტყის არგატანის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შ----- ჯ--------ე 2010 წელს დააკავეს, უკვე ასაკოვანი იყო და იძულებული გახდა ეღიარებინა დანაშაული. გ--------–----–-–---–ი მისი უფროსი იყო და მასთან ჰქონდა მხოლოდ სამსახურეობრივი შეხება. ტყე-კაფის გამოყოფას სამმართველოს ახორციელებდა. მოწმის განმარტებით, თ. ც--–--ეს და გ. მ---–----–-–---–ს რაიმე მითითება ხე-ტყის ჭრაზე მისთვის არ მიუციათ. გ--------–----–-–---–ის მიმართ სს საქმის განხილვისას, იგი სასამართლოში არ დაუბარებიათ და ჩვენება არ მიუცია.

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დაკითხული გ------------ ჩვენების თანახმად: 2007 წლიდან მუშაობს ოზურგეთის სატყეო სამმართველოში, ზოდის უბნის რეინჯერად. გ--------–----–-–---–ს იცნობს, იმ პერიოდში იყო გ-----------------------------–--------------, ხოლო ოზურგეთის ს--------------------–-------------ი იყო თ. ც--–--ე. მის მოვალეობაში შედიოდა ტყის დაცვა უკანონო ჭრისგან და რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისგან, ასევე ახდენდა კონტროლს მოსახლეობაზე 5 მ 3 -ის ოდენობით, ბილეთებით გაწერილი მასალის მეპატრონისთვის გადაცემაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა რაიონის ხელმძღვანელი პირების მიერ, მოსახლეობის დაჟინებული თხოვნით. ზოდის თითოეულ მოსახლეზე უნდა გაცემულიყო 5 მ3 მასალა. მოსახლე წარადგენდა რეინჯერთან მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს, მის ბილეთს და ხდებოდა მისთვის განკუთვნილი ტყე-კაფის გადაცემა. მოსახლეობისთვის გადასაცემი ტყე-კაფის გამოყოფა ხდებოდა რეინჯერის მიერ, რასაც ესწრებოდა სატყეო სამმართველოს წარმომადგენლები.

მოწმის განმარტებით, მართალია მან ჩაიდინა მეწარმისთვის უკანონოდ ბილეთის მეორე პირების გადაცემა, მაგრამ აღნიშნული მისი ინიციატივით ჩაიდინა და ამის შესახებ გ--------–----–-–---–ისაგან არანაირი მითითება არ მიუღია. მის სამოქმედო ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა გარკვეულ დარღვევებს, რაზედაც პასუხი აგო. იგი დააკავეს აღნიშნული ქმედებისთვის. მის მიმართ წარმოებულ ბრალდების საქმეში იყო გარკვეული გარემოებები, რასაც არ ეთანხმებოდა, მაგრამ ვინაიდან რამდენიმე წლით პატიმრობა ემუქრებოდა და მის უკან ოჯახი იდგა, ამ მოტივით ყველაფერი აღიარა.

გ--------–----–-–---–ის მიმართ გამოყოფილ სს საქმის განხილვისას, იგი სასამართლოში არ დაუბარებიათ და ჩვენება არ მიუცია.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიები დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის საგამოძიებო ჯგუფის გამომძიებლის ზ-----ბ მ--–---ას მიერ, 2009 წლის 13 ნოემბერს შედგენილი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ დაბა ჩოხატაურში, კ--------------------ში მდებარე შპს ”კ-----------” დამფუძნებლის გ-- ლ-------–---–---ან ამოღებული იქნა: 1.ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტები დედნის სახით სამ ეგზემპლარად, ხოლო შვიდი ერთეული ასლის სახით და საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტები. 2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გ------–-------- ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ა.ყ----–---–ის მიერ 2009 წლის 11 მაისს გაცემული ცნობა. 3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კ--------- ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ჟ.ც--–--ის მიერ 2008 წლის 05 ივნისს გაცემული ცნობა. 4. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ა------ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ზ.ხ--------–---–-ს მიერ 2009 წლის 1- ივნისს გაცემული ცნობა. 5. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გ----------–-----–-ს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის

ზ. კ--------- მიერ გაცემული ცნობა დამოწმებული მრგვალი ბეჭდით შეუვსებელ მდგომარეობაში. 6. ხელშეკრულება N8 დათარიღებული 2007 წლის 22 დეკემბრით ხელშეკრულება შპს ”კ------------” და შპს ”მ–------–----”-ს შორის- ორ ეგზემპლარად. 7. 2008 წლის 20 ოქტომბრის ხელშეკრულება შპს ”კ------------” და შპს ”მ–------–----”-ს შორის. 8.ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს დადგენილება შპს ”კ-----------ს” რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ოთხ ეგზემპლარად. (დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელის სარეგისტრაციო სერტიფიკატის ასლი. 10 ინდივიდუალური მეწარმის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა. 11.განცხადება ინდივიდუალური მეწარმის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის შესახებ და გ-- ლ-------–---–ის სახელზე სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი-ოთხ ფურცლად. 12.ი/მ გ-- ლ-------–---–ის საოპერაციო მომსახურების ტარიფები ორ ფურცლად. 13.ხელშეკრულება საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ. 1-.განაცხადი ანგარიშის გახსნაზე და ანგარიშზე თანხების ჩარიცხვის აუცილებელი საბანკო რეკვიზიტები-ოთხ ფურცლად. 15.ინდივიდუალური მეწარმის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა. 16.განცხადება ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის შესახებ და გელა ბ---–----ის სახელზე საოპერაციო მომსახურების ამონაწერი ორ ფურცლად. 17. საბანკო ხელშეკრულებები საოპერაციო მომსახურების ტარიფების შესახებ-ექვს ფურცლად. 18. ინდივიდუალური მეწარმის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა. 19. განცხადება ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის შესახებ და სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი ორ ფურცლად. 20. ი/მ ვ--–----------------ს საოპერაციო მომსახურების ტარიფები, განაცხადი ანგარიშის გახსნაზე და ხელშეკრულება საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ-ექვს ფურცლად. 21. სქელყდიანი რვეული შიგნითა მხრიდან წარწერით შპს ”კ-----------” 2009 წელი , ხოლო პირველ ფურცელზე წარწერით ”ხ---------------------------–------------------–-----–-------–ი“, რომელშიც შეტანილია ოცდათერთმეტი მოძრაობა, დანომრილია დანართი N 1 -ით. 22. მათემატიკის რვეული, რომელშიც შეტანილია წარწერები სულ 17 ფურცლად, დანომრილია N 3-ით. 24. მათემატიკის რვეული 28 ფურცლად დანომრილია N 4; 25.მათემატიკის რვეული 15 ფურცლიანი, რომელშიც შეტანილი ჩანაწერები, დანომრილია N 6-ით. 27.მათემატიკის რვეული 82 ფურცლად, რომელშიც შეტანილი ჩანაწერები დანომრილია N 7-ით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დ-----------------------–---------------–---------------------------------------–--------------------- მიერ 2009 წლის 13 ნოემბერს შედგენილი ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ჩოხატაურის რაიონის სოფელ ფარცხმაში განთავსებული სახერხი საამქროს დირექტორის დ----- ბ---------გან ამოღებულ იქნა: წიწვოვანი ჯიშის სამასალე კატეგორიის სხვადასხვა დიამეტრის მქონე 11-(ას თოთხმეტი) ერთეული ხე-მორი, წიფლის ჯიშის, ძელი მოჭრილი საშეშე კატეგორიის სხვადასხვა დიამეტრის მქონე 12 (თორმეტი) ერთეული ხე-ტყე. ასევე, ამოღებულ იქნა: სახერხი საამქროს შენობაში არსებული პირველადი გადამუშავების პროდუქცია: ”ჩამოგანული ფიცარი” და ”ძელაკები” თაკრებად დაწყობილი.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დ-----------------------–---------------–---------------------------------------–--------------------- მიერ 2009 წლის 13 ნოემბერს შედგენილი ამოღების ოქმით დასტურდება, რომ დ----- ბ---------გან ამოღებულ იქნა ადგილობრივ მოსახლეობაზე გაცემული 5 მ3 მოცულობის სამასალე ხე-ტყის წარმოშობის დამდასტურებელი დოკუმენტები, სულ 40 (ორმოცი) ფურცელი.

გარემოს დაცვის ინსპექციის დ-----–----–--------–------------------------------------------–-------------------–---–------ დ----- რ-------ს და მთავარი სპეციალისტის ო---- ქ---------–--ის მიერ, 2009 წლის 13 ნოემბერს შედგენილი აქტით დასტურდება, რომ 2009 წლის 13 ნოემბერს შემოწმდა ქ. ჩოხატაურში მდებარე შპს ,,ა-–--------”- ის სახერხი საამქრო, სადაც ნანახი და აზომილ იქნა წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ფიცრები და მორები, ასევე წიფლის ჯიშის სხვდასხვა ზომის ფიცრები.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საქართველოს საგამოძიებო ჯგუფის უფროსი გამომძიებლის ჯ----– ნ-–-----ის მიერ 2009 წლის 13 ნოემბერს შედგენილი ამოღების ოქმით დასტურდება, რომ შპს ”ა-–--------”-ის კუთვნილი ხის სახერხი საამქროდან ამოღებულ იქნ: სხვადასხვა ჯიშის ხისგან დამზადებული სხვადასხვა ზომის ფიცრები, მორები და სახერხ საამქროში არსებული დაზგები. კერძოდ, ხის სახერხი საამქროს შენობიდან ამოღებულ იქნა წიწვოვანი ჯიშის ხისგან დამზადებული სხვადასხვა ზომის და ოდენობის ფიცარი, ხოლო სახერხი საამქროს ეზოდან ამოღებულ იქნა 18 (თვრამეტი) ცალი წიწვოვანი ჯიშის სხვადასხვა დიამეტრის მქონე ხის მორი. სახერხი საამქროდან და საამქროს ეზოდან ამოღებული იქნა დაახლოებით 8-11 მ3 მორების ჩამონაგანი ნარჩენი. სახერხი საამქროდან ამოღებულ იქნა ასევე თურქული წარმოების ”T---------- ”-ის ფირმის ლენტური ხერხი , თურქული წარმოების ”-----” -ის ლენტური ხერხი და კუსტარულად დამზადებული ფიცრის თავის საჭრელი. ასევ ამოღებულ იქნა შპს ”ა-–--------”-ის ხე-ტყის შემოსავალ-გასავლის აღრიცხვის დავთარი, დანომრილი და ზონარგაყრილი 128 ფურცლად. დავთარი დალუქულია შპს ”ა-–--------”-ის მრგვალი ბეჭდით. ამოღებისას ფიცრების, თაკარების, მორებსა და ნარჩენების აზომვა მოხდა სპეციალისტის მიერ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დ-----------------------–---------------–--------------------------- გამომძიებლის გ------- ლ-------ის მიერ 2009 წლის 13 ნოემბერს შედგენილი ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ჩოხატაურის რაიონის სოფელ ქ------–ი მდებარე შპს ”ქ-----------”-ის დირექტორის დ------ ბ------–--ისგან ამოღებულ იქნა: სახერხი საამქროს გარეთ განთავსებული სხვადასხვა ზომის მორები, საამქროს მიმდებარედ განთავსებული წიფლისა და წიწვოვანი ჯიშის მასალა, სულ საამქროს მიმდებარედ განთავსებული 19,45 მ3 წიწვოვანი და 69,44 მ3 წიფლის ჯიშის დახერხილი მასალა- 20 (ოცი) თაკარა სხვადასხვა მოცულობებით. საამქროს შიგნით სულ განთავსებულია წიფლის ჯიშის დახერხილი მასალა 91,47 მ3, ფიცარი 1,03 მ3 და ნაგვერდული 1,03 მ3, სულ 20 თაკარა სხვადასხვა მოცულობებით, ასევე ამოღებული იქნა ე.წ ლენტური ხერხი.

საქართველოს გ------------–-----------------------------------------------------------------------------------------–---------------–----------------- ჯგუფის გამომძიებლის გ------- ლ-------ის მიერ, 2009 წლის 13 ნოემბერს შედგენილი ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ჩოხატაურის რაიონის სოფელ ქ------–ი მდებარე შ.პ.ს. ”ქ-----------”-ის დირექტორის დ------ ბ------–--ისაგან ამოღებულ იქნა : 32 (ოცდ-----რმეტი) ეროვნული ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი სხვადასხვა ნომრის მქონე დოკუმენტი, რომლებიც გაწერილია წიწვოვანი ჯიშის საშეშე და სამასალე ხე-ტყეზე. ასევე, ამოღებულ იქნა სხვადსხვა ნორმის მქონე ბილეთები წიფლის ჯიშის ხე-ტყეზე, ზედნადებები, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, სანოტარო აქტები, წესდება, ბრძანება, მოწმობა, რეგისტრაციის ფორმა, საგადასახადო დეკლარაციები, ბრძანებები და თანდართული დოკუმენტები, შემოსული და რეალიზებული ხე-ტყის აღრიცხვის უწყისები - 8 (რვა) შეკვრა. აღნიშნული დოკუმენტებიდან მხოლოდ სამ ერთეულ ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტებში არსებული ხე-ტყე არის ადგილზე, ხოლო დანარჩენ 8 (რვა) შეკვრაში მითითებული ხე-ტყე რეალიზებულია. ამოღებულია სულ 639 (ექვსას ოცდაცხრამეტი) ერთეული ფურცელი.

საქართველოს გ------------–-----------------------------------------------------------------------------------------–---------------–----------------- ჯგუფის გამომძიებლის გ------- ლ-------ის მიერ, 2009 წლის 13 ნოემბერს შედგენილი ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერების ობიექტია ჩოხატაურის რაიონის სოფელ ქ------–- მდებარე ო-–-- მ----–--ის კუთვნილი სახერხი საამქრო და მისი მიმდებარე ტერიტორია. სახერხი საამქრო მდებარეობს სოფელ ქვაბღის საავტომობილო გზაზე, რომელიც შემოსაზღვრულია მესერით და ღია მდგომარეობაშია. სახერხი საამქრო განთავსებულია 200-250 მეტრ ფართობზე, შ---გულში დგას გადახურული შენობა, რომელშიც მოთავსებულია ე.წ. ლენტურა ხერხი მუშა მდგომარეობაში. სახერხი საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა 49,9 მ3 წიწვოვანი ჯიშის მორი და წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ფიცარი 1-,453 მ3.

საქართველოს გ------------–-----------------------------------------------------------------------------------------–---------------–----------------- ჯგუფის გამომძიებლის გ------- ლ-------ის მიერ, 2009 წლის 13 ნოემბერს შედგენილი ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ჩოხატაურის რაიონის სოფელ ქ------–ი მდებარე ო-–-- მ----–--ის კუთვნილი სახერხი საამქროს ტერიტორიიდან , რწმუნებულის თანაშემწე თ. გ-----------აგან ამოღებულ იქნა: 37 (ოცდაჩვიდმეტი) ერთეული წიწვოვანი ჯიშის მორი, ასევე თაკარები, ფიცრები და ე.წ. ლენტური ხერხი. კერძოდ, ამოღებულ იქნა საამქროს გარეთ განთავსებული წიწვოვანი ჯიშის სხვადასხვა ზომის მქონე მორები, წიფლის ჯიშის სხვადასხვა ზომის მქონე ძველი და ახალი მორები, წიწვოვანი ჯიშის სხვადასხვა ზომის მქონე ძველი მორები. სახერხი საამქროს მიმდებარედ სულ განთავსებულია 49,45 მ3 წიწვოვანი და 69,44 მ3 წიფლის ჯიშის დახერხილი მასალა და აზომილ იქნა სხვადასხვა მოცულობის 20 (ოცი) თაკარა, ხოლო საამქროში სულ განთავსებულია 91,47მ3 წიფლის ჯიშის დახერხილი, 1,03 მ3 ნაგვერდული. აზომილ იქნა სხვადასხვა მოცულობის 20 (ოცი) თაკარა.

საქართველოს გ------------–-----------------------------------------------------------------------------------------–---------------–----------------- ჯგუფის გამომძიებლის გ------- ლ-------ის მიერ, 2009 წლის 19 ნოემბერს შედგენილი ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ჩოხატაურის რაიონის სოფელ ქ------–ი მდებარე ი/მ თ------ი ი------ის კუთვნილი სახერხი საამქროდან ამოღებულ იქნა : 139 მ3 წიწვოვანი ჯიშის სამასალე მორი, 28,38 მ3 მოცულობის ფიცრები და ძელაკები , სულ 167,38 მ3 მოცულობის ხე-მასალა.

საქართველოს გ------------–-----------------------------------------------------------------------------------------–---------------–----------------- ჯგუფის გამომძიებლის გ------- ლ-------ის მიერ, 2009 წლის 19 ნოემბერს შედგენილი ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ჩოხატაურის რაიონის სოფელ ქ------–ი მდებარე სახერხი საამქროს ტერიტორიაზე რეინჯერ ზვიადი ჩხიკვაძისგან ამოღებულ იქნა 127,47მ3 წიწვოვანი ჯიშის სამასალე მორი, ფიცრები 26,052მ3, წიფლის ჯიშის ძველი მორები 8,05 მ3 ,სულ 161,582 მ3 ხე-მასალა.

საქართველოს გ------------–-----------------------------------------------------------------------------------------–---------------–----------------- ჯგუფის გამომძიებლის გ------- ლ-------ის მიერ, 2009 წლის 19 ნოემბერს შედგენილი ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ჩოხატაურის რაიონის სოფელ ჩ---------–- მდებარე ი/მ ო---- ი------ის კუთვნილი სახერხი საამქროს ტერიტორიიდან ამოღებულ იქნა წიწვოვანი ჯიშის 24,57 მ3 მოცულობის მორი და 8,083 მ3 მოცულობის წიწვოვანი ჯიშის ჩამოგანული ფიცარი.

საგამოძიებო დ-----------------------–---------------–--------------------------- გამომძიებლის გ------- ლ-------ის მიერ, 2009 წლის 19 ნოემბერს შედგენილი ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ჩოხატაურის რაიონის სოფელ ჩ---------–- მდებარე ი/მ ო---- ი------ის კუთვნილი სახერხი საამქროს ტერიტორიიდან ამოღებულ იქნა 121,36 მ3 მოცულობის წიწვოვანი ჯიშის მორი.

საგამოძიებო დ-----------------------–---------------–--------------------------- გამომძიებლის გ------- ლ-------ის მიერ, 2009 წლის 19 ნოემბერს შედგენილი ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ჩოხატაურის რაიონის სოფელ ჩ---------ს ტერიტორიაზე მდებარე ინდ. მეწარმე შ----- ტ------ს სახერხი საამქროს ტერიტორიიდან ამოღებული იქნა 21 ერთეული სხვადასხვა ზომისა და დიამეტრის წიწვოვანი ჯიშის 33.61 მ3 მოცულობის მრი, წიწვოვანი ჯიშის ჩამოგანული ფიცარი და 3,826 მ3 სამასალე კატეგორიის ხე-მასალა.

საგამოძიებო დ-----------------------–---------------–--------------------------- გამომძიებლის გ------- ლ-------ის მიერ, 2009 წლის 19 ნოემბერს შედგენილი ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ჩოხატაურის რაიონის სოფელ ჩ---------–- მდებარე ვ------- ი------ის კუთვნილი სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ იქნა: 156,49 მ3 წიწვოვანი ჯიშის სამასალე მორი და 28 მ3 მოცულობის წიწვოვანი ჯიშის ჩამოგანული ფიცარი.

საქართველოს გ------------–-----------------------------------------------------------------------------------------–---------------–----------------- ჯგუფის გამომძიებლის გ------- ლ-------ის მიერ, 2009 წლის 20 ნოემბერს შედგენილი ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ჩოხატაურის რაიონის სოფელ დ---–-–---–- მდებარე შპს ”მ----”-ს კუთვნილი სახერხი საამქროს ტერიტორიის შიგნითა მხრიდან ამოღებულ იქნა 72,21 მ3 წიწვოვანი ჯიშის სამასალე მორი და წიფლის ჯიშის საშეშე ხე-ტყე 23,53 მ3 , სულ 99,73 მ3 მოცულობის ხე-მორი.

საქართველოს გ------------–-----------------------------------------------------------------------------------------–---------------–----------------- ჯგუფის გამომძიებლის გ---- ჭ--------ის მიერ, 2009 წლის 26 ნოემბერს შედგენილი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების- დაბა ჩოხატაურში სატყეო უბნის ადმინისტრაციულ შენობაში, ამავე სატყეო უბნის უფროსის თ------ ც--–--ის სამუშაო კაბინეტის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა 2008 წლის 15 მაისიდან 2009 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით მოსახლეობაზე გაცემული ბილეთები და თანდართული მასალები, რეგისტრაციის ჟურნალები და სხვა დოკუმენტაცია.

საქართველოს გ------------–-----------------------------------------------------------------------------------------–---------------–----------------- ჯგუფის გამომძიებლის გ------- ლ-----ის მიერ, 2009 წლის 26 ნოემბერს შედგენილი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ქალაქ ოზურგეთში , გ--------ის ქ------- - ში მდებარე გ------------------–---------------------------–-----------------–----–-–------–---------------–----–------------–---------------ს გ---- კ--–----გან ამოღებულ იქნა 2008 წლის 15 მაისიდან 2009 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით ადგილობრივ მოსახლეობაზე გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები თანდართულ მასალებთან ერთად და სხვა დოკუმენტაცია.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინიტროს საგამოძიებო დ-----------------------–---------------–--------------------------- გამომძიებლის გ---- ჭ--------ის მიერ , 2009 წლის 27 ნოემბერს შედგენილი ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო საკითხთა სამსახურის უფროსის ვ------- ს--------–--ისგან ამოღებულ იქნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა პირადი განცხადებები, რომლებიც შეეხება ადგილობრივ მოსახლეობაზე გასაცემი 5 მ3 მოცულობის სამასალე ხე-ტყის მოთხოვნას თანდართულ მასალებთან ერთად.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინიტროს საგამოძიებო დ-----------------------–---------------–--------------------------- გამომძიებლის გ------- ლ-------ის მიერ 2009 წლის 27 ნოემბერს შედგენილი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ქ. ოზურგეთში, მ----------------------–- მდებარე სახელმწიფო რწმუნებულის (გუბერნატორის) ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ი-----–--------------ან ამოღებულ იქნა 2008 წლის პერიოდში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გა-----–---–-----–--------------------- სახელზე მოსახლეობისთვის (285 მცხოვრები) სამასალე მერქნის გამოყოფის შესახებ, ასევე ლა---------------–----–---------------------- მიღებული წერილები თანდართული 34 მოქალაქის სიით, ოზურგეთის გამგეობიდან გადმოგზავნილი წერილი თანდართული 38 მოქალაქის სიით. სულ ამოღებულ იქნა 2008 წლის პერიოდში გუბერნიაში შესული 32 ერთეული დოკუმენტაცია თანდართული პასუხებით, ასევე ამოღებულ იქნა სახელმწიფო რწმუნებულის (გუბერნატორის) ადმინისტრაციაში ჩოხატაურისა და ოზურგეთის გამგეოებიდან შესული წერილები თანდართული სიებით მოსახლეობის სამასალე ხე-ტყით დაკმაყოფილების შესახებ და ამ წერილებზე გუბერნატორის მიერ გაცემული პასუხები ასლების სახით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილისა, მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2009 წლის 15 დეკემბრის N ი---- ბრძანებით დასტურდება, რომ ”2008_2009 წლებში ჩოხატაურის სატყეო უბანზე მთავარი სარგებლობისა და სანიტარული ჭრების მიზნით გამოყოფილი ტყეკაფების ათვისების კანონიერების შესწავლის შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 03 დეკემბრის N ი---- ბრძნებაში შეტანილ იქნა შემდეგი სახის ცვლილება და დამატება: კომისიას დაევალა ამ ბრძანების გამოცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ჩოხატაურის სატყეო უბანზე 2008-2009 წლებში მთავარი სარგებლობისა და სანიტარული ჭრების მიზნით საველე სამუშაოების განხორციელება. შესაბამის პირებს დაევალათ საველე სამუშაოების მასალებზე დაყრდნობით სატყეო დეპარტამენტის გურიის რეგიონალურ სატყეო სამმართველოში არსებული დოკუმენტაციის შეისწავლა და ჩოხატაურის სატყეო უანზე 2008 2009 წლებში მთავარი სარგებლობისა და სანიტარული ჭრების მიზნით გამოყოფილი ტყეკაფების ათვისების კანონიერების შესახებ დასკვნით 2009 წლის 30 დეკემბრამდე წარდგენა.

გარემოს დაცვის ინსპექციის ს--------–-------------------------------–------------------------------–------------------–---–------------------------------------, ამავე ბიუროს ი-------------------------–-------------------–---–------ დ. ჯ---–-----ას, გარემოს დაცვის ინსპექციის დ-----–----–--------–------------------------------------------–-------------------–---–------ ვ.მ----------, გურიის რეგიონალური სატყეო სამმართველოს ტყის მართვის განყოფილების უფროსის ა. გ--------ისა და ჩ-------------------------------------------როს რეინჯერის შ----- ჭ---------ს მიერ 2009 წლის 05 დეკემბერს შედგენილი აქტით დასტურდება, რომ 2008-2009 წლებში ჩოხატაურის სატყეო უანზე მთავარი სარგებლობისა და სანიტარული ჭრების მიზნით გამოყოფილი ტყეკაფების ათვისების კანონიერების შესწავლის მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 03 დეკემბრის Nი---- ბრძანების საფუძველზე 2009 წლის 05 დეკემბერს ჩ-------------------------------------------როს N5 კვარტალში - ადგილი ”ც----------------”-ს შემოწმებისას დაფიქსირდა წიწვოვანი და მოჭრილი ხეების ჯირკები-4 ერთეული, რომელთაც ფესვის ყელზე აღენიშნებოდათ წითელი ზეთოვანი საღებავით დატანილი ნიშნები.

გურიის რეგიონალური სატყეო სამმართველოს ტყის მართვის განყოფილების ერთობლივი დასკვნით-მთავრობის N1-- დადგენილების განხორციელების შესრულების დროს დაშვებული დარღვევის შესახებ, დასტურდება, რომ მთავრობის ზემოაღნიშნული დადგენილება ძირითადად ხორციელდებოდა ჩოხატაურის სატყეო უბანში N--------------------------------–------------------------------–-ბში ჭრების შედეგად სიხშირის ქვემოთ დაწევით სავარაუდოდ გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 117670 ლარი, მოიჭრა 408 ძირი, აქედან 304-მა ძირმა სიხშირე დაბლა დასწია. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ერთმაგი ოდენობა შეადგენს 23698 ლარს. N----------------ს კვარტლებში მოიჭრა 191 ძირი ხე, გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 70670 ლარი ერთმაგი სანიხრე ღირებულებით 1-134 ლარი, N----------------- კვარტლებში მოიჭრა 102 ძირი ხე, სავარაუდოდ გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 43790 ლარი, გარემოზე მიყენებული ზიანის ერთმაგი ოდენობაა 8758 ლარი. ამ მონაცემების სრულყოფილად დაზუსტება შესაძლებელი ა გახდება გაზაფხულზე თოვლის საფარის გადნობის შემდეგ.

გურიის რეგიონალური სატყეო სამმართველოს ტყის მართვის განყოფილების უფროსის ა.გ--------ის, ამავე განყოფილების უფროსი სპეციალისტების თ.ა-----ის , ა. გ--------ის და ლ. ღ-–------ს მიერ 2010 წლის 29 იანვარს გაცემული -გურიის რეგიონალური სატყეო სამმართველოს ჩოხატაურის სატყეო უბანში 2009 წლის პერიოდში წარმოებული ხე-ტყის ჭრების პროცესში დაშვებული დარღვევების შესახებ დასკვნით დასტურდება, რომ:

1.N----------------ს N20 კვარტალში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებით მოჭრილია 56 ძირი, მათ შორის 185 მ3 სამასალე და 120მ3 საშეშე მერქანი. სიხშირის დაცემის შედეგად გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 22450 ლარი, ხოლო ერთმაგი სანიხრე ღირებულებაა 4490 ლარი.

2. N----------------ს N22 კვარტალში N1-- დადგენილების განხორციელების პროცესში მოჭრილია 82 ძირის ხე, სამასალე 270მ3, საშეშე 120მ3 , სულ ლიკვიდი 372 მ3 , ერთმაგი სანიხრე ღირებულებაა 61-4 ლარი, ხოლო გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 30720 ლარი.

3. N----------------- N16 კვარტალში N1--დადგენილების შესრუების პროცესში მოიჭრა 67 ძირი ხე, მათ შორის სამასალე 250 მ3 და საშეშე 1-7მ3 , სულ ლიკვიდი 397 მ3, ჭრების შედეგად გარემოზე მიყენებული იქნა 28,970 ლარის ზიანი , რომლის ერთმაგი სანიხრე ღირებულებაა 5794 ლარი.

4. N----------------- N1- კვარტალში N1-- დადგენილების შესრულების დროს მოიჭრა 35 ძირი ხე, მათ შორის სამასალე 125 მ3, საშეშე 107 მ3 , სულ ლიკვიდი 230 მ3 . გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 1- 820 ლარი , ხოლო ერთმაგი სანიხრე ღირებულებაა 2964 ლარი.

5. N----------------ს N21 კვარტალში მოჭრილ იქნა 35 ძირი, მათ შორის სამასალე 155 მ3, საშეშე 345 მ3 , სულ ლიკვიდი 200 მ3 . გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 17 500 ლარი , ხოლო ერთმაგი სანიხრე ღირებულებაა 3500 ლარი.

6. N--------------ოს N1- კვარტალში მოჭრილ იქნა 21 ძირი წიწვოვანი ჯიშის ხე, მათ შორის სამასალე 48 მ3, საშეშე 52 მ3 , სულ ლიკვიდი 100 მ3 . გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 5900 ლარი, ხოლო ერთმაგი სანიხრე ღირებულებაა 1180 ლარი.

7. N--------------ოს N64 კვარტალში მოჭრილ იქნა 39 ძირი , მათ შორის სამასალე 155 მ3, საშეშე 1-5 მ3 , სულ ლიკვიდი 300 მ3. გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 18 500 ლარი , ხოლო ერთმაგი სანიხრე ღირებულებაა 3700 ლარი.

N--------------ოს დანარჩენ N56, 19, 54, 48, 16, 46, 42, 63 კვარტლებში მთლიანობაში მოჭრილი იქნა 701 ძირი წიწვოვანი ჯიშის ხე, მათ შორის სამასალე 1970მ3 , საშეშე 1543 მ3, სულ ლიკვიდი 3513 მ3. გარემოზე მიყენებულმა ზიანმა მთლიანად შეადგინა 232,130 ლარი, ხოლო ერთმაგი სანიხრე ღირებულებაა 46,462 ლარი.

საკითხის შესწავლის შედეგად განყოფილება მივიდა დასკვნამდე, რომ ზემოთ მითითებულ კონკრეტულ ადგილებში განხორციელებულმა ჭრებმა გამოიწვია იქ არსებული გარემოს მდგომარეობისა და ბუნებრივი რესურსების შეუქცევადი ხარისხობრივი და თვისობრივი ცვლილებები, რაზედაც ცალსახად მიანიშნებს გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის N1-- დადგენილებით დასტურდება, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის პირადი მოხმარების მიზნით სამასალე მერქნის გაცემა უნდა განხორციელდეს ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტით. ადგილობრივი მოსახლეობის პირადი მოხმარებისთვის სამასალე მერქნით დაკმაყოფილების მიზნით თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და თავიანით სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სატყეო დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოები, სხვა უფლებამოსილი ორგანოები, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფლებამოსილი არიან აღრიცხონ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მოთხრილ-მოტეხილი, ქარტეხილი და ნახანძრალი კატეგორიის ხეები, მიკროუბნებში განახორციელონ სამასალე მერქნის მისაღებად ხე-ტყის მონიშვნა ტყეკაფის გამოყოფის წესის მიხედვით და შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე დაუმაგრონ ადგილობრივ მოსახლეობას ზემდგომი ხე-ტყე თითოეული კომლისთვის არაუმეტეს 5 კუბ.მ სამასალე მერქნის მისაღებად.

საქართველოს პ--------------------–-–-------------- ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით საქართველოს ტყეებში მთავარი სარგებლობის ჭრის შესახებ დასტურდება, რომ საქართველოს ტყეებში მთავარი სარგებლობის ჭრის წესი შემუშავებულია საქართველოს ტყის კოდექსის საფუძველზე. ეს წესი ვრცელდება საქართველოს ტყეებზე და სავალდებულოა შესასრულებლად ყველა უწყებისათვის, რომელთა გამგებლობაში არის ტყეები, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომლებიც ეწევიან ტყეში მთავარი სარგებლობის ჭრით მერქნის (ხე-ტყის) დამუშავებას.

”ტყეკაფის გამოყოფის წესის შესახებ” დებულებით დასტურდება, რომ ეს დებულება გამოიყენება ტყეკაფის ფონდის ფარგლებში ხე-ტყის დამზადებისას და სავალდებულოა ორგანიზაციისათვის, იურიდიული და ფიზიკური პირისათვის, რომლებიც ტყის მეურნეობას უძღვებიან.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო-ტექნოლოგიური ექსპერტიზის 2010 წლის 11 თებერვლის N8---------- დასკვნითა და თანდართული დანართით N1-ით დასტურდება, რომ გურიის რეგიონალური სატყეო სამმართველოს ტყის მართვის განყოფილების 2010 წლის 29 იანვრის დასკვნით შესაძლოა დამდგარიყო მძიმე შედეგი ,რაც აღნიშნულია დასკვნაში. აღნიშნულ დასკვნაში მითითებული მიყენებული ზიანის გაანგარიშება შედგენილია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 05 ივლისის N5-- ბრძანებით, ”გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ” მუხლი 5 და საქართველოს კანონი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების შესახებ” მუხლი 1, მე-2 პუნქტის შესაბამისად. გაანგარიშებაში არის რიგი უზუსტობანი, რაც შესწორებულ იქნა თანდართულ დანართ N1-ში და N1-- დადგენილების განხორციელების დროს. სულ სატყეოებში გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 231260 ლარს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ტყის მართვის სამსახურის უფროსის გ------- დათუნაიშვილისა და ამავე სამსახურის ტყით სარგებლობის განყოფილების უფროსის ვასილ ჩალაძის მიერ გაცემული დასკვნით დასტურდება, რომ მათ მიერ შესწავლილი იქნა გურიის რეგიონალური სატყეო სამმართველოს ტყის მართვის განყოფილების მიერ შედგენილი დასკვნა, რომლითაც ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 მაისის N1-- დადგენილების შესრულების დროს დაშვებულ იქნა დარღვევები. აღნიშნული დასკვნისა და გურიის სატყეო სამმართველოდან წარმოდგენილი ტყეთმოწმობის მასალების შესწავლისა და გაანალიზების საფუძველზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ტყის მართვის სამსახური მივიდა დასკვნამდე, რომ რეგიონის ტყის მართვის სპეციალისტების დასკვნაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებებით შესაძლებელია მომხდარიყო ხსენებული სარეინჯეროს კვარტლებში სიხშირის დაცემა, რაც შესაბამისად გამოიწვევდა გარემოსთვის ზიანის მიყენებას, რომელიც რეგიონის ტყის მართვის სპეციალისტების მიერ გაანგარიშებული იქნა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის N1-- დადგენილებით დასტურდება, რომ ”ტყის სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ ცვლილებების და დამატებების თანახმად, ადგილობრივი მოსახლეობისთვის პირადი მოხმარების მიზნით საშეშე და სამასალე მერქნის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და თავიანთი სამოქმედო ტერიტორიაზე იღებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სატყეო დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოები.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის N1-- დადგენილებაში შეტანილ იქნა ცვლილებები იმ მხრივ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის პირადი მოხმარების მიზნით სამასალე მერქნის გადაცემა განხორციელდეს ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტით. ადგილობრივი მოსახლეობის პირადი მოხმარებისთვის დაკმაყოფილების მიზნით სატყეო დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოები, სხვა ორგანოები აგრეთვე ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები უფლებამოსილი არიან აღრიცხონ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მოთხრილ-მოტეხილი, ქარტეხილი და ნახანძრალი კატეგორიის ხეები, განახორციელონ სამასალე მერქნის სამიჯრებად ხეტყის მონიშნა ტყეკაფის გამოყოფის წესის მიხედვით და შესაბამის სახელმწიფო რწმუნებულის (გუბერნატორის) დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე დაუმარონ ადგილობრივ მოსახლეობას ზემდგომი ხე-ტყე თითოეული კომლისთვის არა უმეტეს 5 კუბ. მ. სამასალე მერქნის მისაღებად.

საქართველოს გ------------–-----------------------------------------------------------------------------------------–---------------–----------------- ჯგუფის გამომძიებლის გ------- ლ-------ის მიერ 2010 წლის 03 თებერვალს შედგენილი ამოღების ოქმით, დასტურდება, რომ ჩოხატაურის სატყეო უბნის N----------------- რეინჯერ გ------------გან ამოღებულ იქნა აღნიშული სატყეო უბნის N4- კვარტალში უკანონოდ მოჭრილი წიწვოვანი ჯიშის სამასალე სხვადასხვა ზომის 1- (თოთხმეტი) ერთეული მორი.

საქართველოს გ------------–-----------------------------------------------------------------------------------------–---------------–----------------- ჯგუფის გამომძიებლის გ------- ლ-------ის მიერ 2010 წლის 04 თებერვალს შედგენილი ამოღების ოქმით დასტურდება, რომ გარემოს დაცვის ინსპექციის დ-----–----–--------–------------------------------------------–-------------------–---–------ ზ------- ნ-–--–-–---–----ნ ამოღებულ იქნა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ს------–ი ყოფილი საკოლმეურნეო ტყის ტერიტორიაზე (რეინჯერი ო---- მ--–---) უკანონოს მოჭრილი წიწვოვანი ჯიშის სამასალე სხვადასხვა ზომის მორი.

საქართველოს გ------------–-----------------------------------------------------------------------------------------–---------------–----------------- ჯგუფის გამომძიებლის გ------- ლ-------ის მიერ 2010 წლის 04 თებერვალს შედგენილი ამოღების ოქმით დასტურდება, რომ გარემოს დაცვის ინსპექციის დ-----–----–--------–------------------------------------------–-------------------–---–------ ზ------- ნ-–--–-–---–-საგან ამოღებულ იქნა ჩოხატაურის სატყეო უბნის N--------------ოს ტერიტორიაზე (რეინჯერი ო---- მ--–---) ე.წ. ”წ------–------”” უკანონოდ გაჩეხილი წიწვოვანი ჯიშის სამასალე სხვადასხვა ზომის მორი.

საქართველოს გ------------–-----------------------------------------------------------------------------------------–---------------–----------------- ჯგუფის გამომძიებლის გ------- ლ-------ის მიერ 2010 წლის 04 თებერვალს შედგენილი ამოღების ოქმით დასტურდება, რომ გარემოს დაცვის ინსპექციის დ-----–----–--------–------------------------------------------–-------------------–---–------ ზ------- ნ-–--–-–---–-საგან ამოღებულ იქნა ჩოხატაურის სატყეო უბნის N--------------ოს კვ. N4 , ლიტ. N8-ის ტერიტორიაზე (რეინჯერი ო---- მ--–---) უკანონოდ გაჩეხილი წიწვოვანი ჯიშის სამასალე სხვადასხვა ზომის მორი.

საქართველოს გ------------–-----------------------------------------------------------------------------------------–---------------–----------------- ჯგუფის გამომძიებლის გ------- ლ-------ის მიერ 2010 წლის 04 თებერვალს შედგენილი ამოღების ოქმით დასტურდება, რომ გარემოს დაცვის ინსპექციის დ-----–----–--------–------------------------------------------–-------------------–---–------ ზ------- ნ-–--–-–---–-საგან ამოღებულ იქნა ჩოხატაურის სატყეო უბნის N--------------ოს კვ. N98 , ლიტ. N3-ის ტერიტორიაზე (რეინჯერი ო---- მ--–---) უკანონოდ გაჩეხილი წიწვოვანი ჯიშის საშეშე და სამასალე სხვადასხვა ზომის მორი.

საქართველოს გ------------–-----------------------------------------------------------------------------------------–---------------–----------------- ჯგუფის გამომძიებლის გ------- ლ-------ის მიერ 2010 წლის 04 თებერვალს შედგენილი ამოღების ოქმით დასტურდება, რომ გარემოს დაცვის ინსპექციის დ-----–----–--------–------------------------------------------–-------------------–---–------ ზ------- ნ-–--–-–---–-საგან ამოღებულ იქნა ჩოხატაურის სატყეო უბნის N--------------ოს კვ. N54 , ლიტ. N18-ის ტერიტორიაზე (რეინჯერი ო---- მ--–---) უკანონოდ გაჩეხილი წიწვოვანი ჯიშის ოთხი ერთეული სამასალე და ერთი ერთეული საშეშე სხვადასხვა ზომის მორი.

გურიის რეგიონული სატყეო სამმართველოს მონიტორინგის განყოფილების უფროსის ნ. ნ------ის, უფროსი სპეციალისტის დ. კ-------ის, ჩოხატაურის სატყეო უფროსის დ. ი-----ის, ამავე სატყეო უბნის რეინჯერ ზ. ჯ-–-ს, ტყის მართვის განყოფილების უფროსის თ, ა-----ის, ამავე განყოფილების უფროსი სპეციალისტების: ა. გ--------ისა და ა. გ--------ის მიერ 2010 წლის 18 ივნისს შედგენილი აქტით - 2009 წლის შემოდგომაზე გურიის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მესამე სარეინჯეროს (ყოფილი ბ------ოს სატყეოს) ტერიტორიაზე განხორციელებული სანიტარული ჭრების დათვალიერების შედეგების შესახებ და თანდართული აღრიცხვის მასალებით დასტურდება, რომ შემოწმდა ყოფილი ბ------ოს სატყეოს N 3--------------------- კვარტლები სანიტარული ჭრების შესწავლის მიზნით და გაირკვა, რომ სულ N3 სარეინჯეროში უკანონო ქმედების შედეგად გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 87734 ლარი, ხოლო მთლიანობაში ერთმაგმა სანიხრე ღირებულებამ-15892 , 46 ლარი.

გურიის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მონიტორინგის განყოფილების უფროსის ნ. ნ------ის, უფროსი სპეციალისტის დ. კ--------ის, ჩოხატაურის სატყეო უბნის უფროსის დ.ი-----ის და ამავე სატყეო უბნის N--------------ოს რეინჯერის ა.ს------ის, ტყის მართვის განყოფილების უფროსის თ. ა-----ის, უფროსი სპეციალისტის ა. გ--------ის მიერ 2010 წლის 15 ივნისს შედგენილი აქტით- ჩოხატაურის სატყეო უბნის N--------------ოს მე-13 კვარტალში უკანონო ჭრების შესახებ და თანდართული ზიანის გაანგარიშების უწყისით დასტურდება, რომ ჩოხატაურის სატყეო უბნის N--------------ოს საგაზაფხულო შემოწმების შედეგად, რომელიც განხორციელდა უკანონო ჭრების გამოვლენისა და მათი შემდგომი აღრიცხვის მიზნით დადგინდა შემდეგი: უკანონო ჭრები გამოვლინდა N--------------ოს მე-13 კვარტალში. აღნიშულ კვარტალში მოჭრილია და ჭრის ადგილიდან გატაცბეულია 19 ძირის ხე-ტყე, აქედან 2 ძირი წიფლისა და 17 ძირი ნაძვის ჯიშის ხე-ტყე. უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის სანიხრე ღირებულებამ შეადგინა 298,98 ლარი, ხოლო გარემოზე მიყენებულმა ზიანმა- 1739,88 ლარი.

გურიის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მონიტორინგის განყოფილების უფროსის ნ.ნ------ის, უფროსი სპეციალისტის დ.კ--------ის, ჩოხატაურის სატყეო უბნის უფროსის დ.ი-----ის, ტყის მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ა. გ--------ის მიერ 2010 წლის 17 ივნისს შედგენილი აქტით - ჩოხატაურის სატყეო უბნის N----------------ში უკანონო ჭრების გამოვლენის შესახებ დასტურდება, რომ მ/წლის 15 თებერვლიდან 17 ივნისამდე პერიოდში გახორციელდა ჩოხატაურის სატყეო უბნის N----------------ს საგაზაფხულო შემოწმება უკანონო ჭრების გამოვლენის მიზნით, რა დროსაც დადგინდა უაკნონო ჭრის ფაქტი, რომლის საერთო მოცულობამ შეადგინა 1033,64 კუბ.მ. აღნიშნული ხე-ტყის სრული მოცულობის სანიხრე ღირებულება განისაზღვრა 22243,86 ლარით, ხოლო გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 121111 ლარი.

საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე. სსსკ-ის მე-10 მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილების მოთხოვნათა შესაბამისად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ბრალმდებელს ეკისრება. ბრალმდებელს უფლება აქვს უარი თქვას ბრალდებაზე. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გ--------–----–-–---–ი მართლაც მუშაობდა გურიის რეგიონალური ს--------------------–--------------------------------- და ითვლებოდა სახელმწიფო მოხელედ. დადგენილია ისიც ფაქტიც, რომ სატყეო დეპარტამენტის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს (გურიის) მიენიჭა უფლებამოსილება ადგილობრივი მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის სამასალე მერქნით დაკმაყოფილების მიზნით აღერიცხათ ხეები და რწმუნებულ-გუბერნატორის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, თითოეული კომლისათვის სამასალე მერქნის მისაღებად დაემაგრებინათ არა უმეტეს 5 მეტრკუბი ზემდგომი ხე-ტყე.

დადგენილია, რომ ამ ქმედებათა განხორციელება ნამდვილად დაიწყო. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები იწერებოდა ადგილობრივ მოსახლეებზე, თუმცა სამასალე მერქნის მიღება-ჩაბარების აქტით კანონსაწინააღმდეგოდ სარგებლობდნენ მეწარმეებიც. დადგენილია ისიც, რომ ზოგიერთმა რეინჯერმა დაარღვია კანონი(იხ. განაჩენები) და დოკუმენტის გაცემა მოხდა მას შემდეგ რაც ხე-ტყე უკვე მოჭრილი იყო. მიუხედავად ამისა სასამართლოსათვის სრულიად გაუგებარია, რატომ თვლის სახელმწიფო ბრალდება, რომ ეს შეთანხმებული იყო გ--------–----–-–---–თან და ის მიზანმიმართულად ხუჭავდა თვალს მომხდარ ფაქტებზე. რეინჯერები მ--–---, გ--------–--ე, ი------ე და ს--------–--ე არ ამხელენ გ, მ---–----–-–---–ს დანაშაულის ჩადენაში. გ.მ---–----–-–---–თან წინასწარი შეთანხმების შესახებ არაფერს ამბობს არც თ------ ც--–--ე. ყველა მოწმემ რომლებიც მ---–----–-–---–თან შეთანხმებით დანაშაულის ჩადენაში არიან მსჯავრდებულები განაცხადა, რომ მათი მხრიდან მამხილებელი ჩვენების მიცემა მოხდა ზეწოლითა და მკაცრი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით. შესაბამისად, სასამართლოსათვის მტკიცებულებაა ყველა ეს ჩვენება და მათზე დაყრდნობით ასკვნის, რომ გ--------–----–-–---–ს არცერთ მათგანთან არანაირი სახის უკანონო გარიგება არ ჰქონია. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს კიდევ ერთ ფაქტზე, რომ სარწმუნო არაა სახელმწიფო ბრალდების მტკიცება იმის შესახებ, რომ მ---–----–-–---–მა რეინჯერების მეშვეობით ჭარაგავლილ ტყეკაფებში მიკროუბნების სახით გამოაყოფინა სამასალე მერქანი. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ არცერთ რეინჯერს არ დაუდასტურებია გ. მ---–----–-–---–ის მხრიდან ასეთი მითითება და უფრო მეტიც, თ------ ც--–--ის განმარტებით მის კომპეტენციაში შედიოდა პასუხისმგებლობა ტყის ფონდის მართვაზე, რადგანაც იყო ოზურგეთის ს-----------–-------------ი, ხოლო მოწმე ა---------– გ--------ის განმარტებით რეფორმის შემდეგ გურიის ს-----------–-------------ი და რაიონების ს-----------–-------------ების საქმიანობას წარმოადგენდა კაბინეტური მუშაობა, სანიტარულ ჭრებს და ასევე განსაზღვრულ ჭრებს ახორციელებდნენ რეინჯერების ხელმძღვანელობით შესაბამისი პირები.

იმისათვის, რომ ხე-ტყის უკანონო გაჩეხვაში და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის(ხე-ტყის) მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულ დაუფლებაში გ--------–----–-–---–ს დანაშაული ჩადენილად შეერაცხოს, აუცილებელია პირველ რიგში უტყუარად იქნეს დადგენილი მისი კავშირი დანაშაულის ჩამდენ, ამსრულებელ პირებთან. მართალია მ---–----–-–---–ის კომპეტენციაში შედიოდა სისტემატიური კონტროლის განხორციელება სახელმწიფო ტყის ფონდის მართვაზე, დროულად ოპერატიული რეაგირება ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების შესახებ ინფორმაციის მიღებისას და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირება( საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2007 წლის 2 მარტის # 1--- ბრძანება), თუმცა მტკიცებულებათა გამოკვლევისას არ გამოკვეთილა, რომ გ.მ---–----–-–---–ს რაიმენაირი კავშირი ჰქონდა პირებთან რომლებიც ხე-ტყეს უკანონოდ ჭრიდნენ და მერე იპარავდნენ შემთხვევის ადგილიდან. დადგენილია, რომ ჩხრეკისა და ამოღების ოქმებით სხვადასხვა სამეწარმეო პირებიდან ამოღებულ იქნა ხე-ტყის როგორც დამუშავებული ასევე გადაუმუშავებელი ხე-ტყე, დადგენილია ისიც, რომ მოწმე გ-----ი ს--------–--ის განმარტებით, მ---–----–-–---–ის მითითება იმის შესახებ, რომ ტყეში შეეშვათ ხის დამამზადებლები - არ ახსოვს; მოწმე ო---- მ--–---ს ჩვენებით კი მას როგორც რეინჯერს გ--- მ---–----–-–----ან კავშირი მხოლოდ თათბირზე ჰქონდა იშვიათად, შესაბამისად არანაირი შეთანხმება არ ჰქონია, მხოლოდ სამი თუ ოთხი ხე იპოვეს უკანონოდ მოჭრილი, რისი გაკონტროლებაც ტერიტორიის სიდიდის გამო ვერ შეძლო; მოწმე დ------ კ--------ემ კი დაადასტურა, რომ მან ხელმძღვანელი პირების შეცვლის შემდეგ შეამოწმა ბ------ოს ტყე, რა დროსაც გამოვლინდა 19 ძირი უკანონოდ მოჭრილი ხე. ამ ტერიტორიაზე პასუხისმგებელ პირებს წარმოადგენდნენ ტყის მცველები ბ------ოში- ჯ--------ე, ს------–ი-მ--–---, შ---ს------–ი- გ--------–--ე; მოწმე ზ-----ბ ჯ-–ს კი საერთოდ არ დაუდასტურებია რა ოდენობის ხე-ტყე იყო უკანონოდ მოჭრილი ან ვინ იყო პასუხისმგებელი პირები. მოწმე თ---------- ა-----ის ჩვენებით კი მან შემოწმებისას აღმოაჩინა მოჭრილი ხეები, ნაწილი იყო გატანილი, ნაწილი კი არა. მის განმარტებაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ თუ ვინ მოჭრა და მოიპარა ხეები ტყიდან, ჩვენება მისცა ზ---- მ--–---ს სისხლის სამართლის საქმეზე და არაფერი იცის მ---–----–-–---–ის ბრალდებასთან დაკავშირებით. მაშასადამე, თუკი გურიის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე სხვა პირებმა დანაშაული ჩაიდინეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი გ. მ---–----–-–---–თან წინასწარი შეთანხმებით და მისი დახმარებით მოქმედებდნენ.

გ. მ---–----–-–---–ის მიერ გამოვლენილი სუსტი მენეჯერული თვისებები და კონტროლის განხორციელების არაეფექტური მექანიზმი არ ამტკიცებს მის დანაშაულებრივ განზრახვას. დანაშაული ჩამდენ პირთა გამომჟღავნება რომ ზემდგომი ხელმძღვანელი პირის პირდაპირი და უშუალო მოვალეობა იყოს, მაშინ არც სამართალდამცავი და არც პროკურატურის ორგანოები არ იარსებებდა და კანონის დაცვის უზრუნველყოფა მხოლოდ ამა თუ იმ საჯარო სამსახურის ხელმძღვანელ პირზე იქნებოდა დამოკიდებული.

სააპელაციო სასამართლოს კიდევ უფრო აბსურდულად მიაჩნია გ--------–----–-–---–ისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით, მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული ბენზინისა და დიზელის ტალონების ფარული დაუფლება-მითვისება. მართალია ასეთი ტალონების გაცემას გ. მ---–----–-–---–ი ახდენდა, თუმცა ამას არ ჰქონია მუდმივი ხასიათი. მოწმე ც--–--ის ჩვენებით ის ბენზინის ტალონებს სამმართველოს ადმინისტრაციიდანაც იღებდა. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გ--------–----–-–---–ს ბრალად აქვს წარდგენილი 950 ლიტრის ოდენობით ბენზინის 1273 ლარად ღირებული ტალონების მითვისება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე მოაწმეთა ჩვენებებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ გ--------–----–-–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ამ ტალონების განაღდებას ან სხვა პირებზე გადაცემას, რომელმაც დანიშნულებისამებრ გამოიყენეს ის. რახან ტალონების დარიგებას ადმინისტრაციის თანამშრომელებიც ახდენდნენ(იხ.მოწმე ც--–--ის ჩვენება), მაშინ ჩნდება ეჭვი საერთოდ ვის ხელში იყო ზუსტად ის ტალონები, რომლებსაც გამოძიება მ---–----–-–---–ს ედავება. მოწმე ვ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მასზე განპირობებული სრული ოდენობის ბენზინი არ მიუღია. თუმცა მოწმეს არაფერი განუცხადებია იმის შესახებ, რომ მ---–----–-–---–მა გაანაღდა ის ტალონები, რომლითაც მისთვის ბენზინი უნდა გადაეცა. იგივე შეიძლება ითქვას მოწმე ვ----ეზეც. სააპელაციო სასამართლო მსჯელობას იქონიებს იმის შესახებაც, რამდენად შეიძლება საწვავის მითვისებად ჩაითვალოს ტალონების მითვისება? საქმეში არაა წარმოდგენილი არანაირი გაანგარიშება იმის შესახებ, თუ რამდენი იყო საწვავის ოდენობა სრულად, რამდენის გახარჯვა მოხდა ლეგიტიმურად, ფაქტობრივად გაცემული ტალონების მეშვეობით და რამდენი გაიცა ან სად გაიცა ზუსტად იმ ტალონებით რომელსაც მ---–----–-–---–ს ედავებიან. სასამართლოს უჩნდება კითხვა იმის შესახებაც სახელმწიფო ბრალდებამ როგორ დაადგინა საწვავის ზიანი, როცა არ გამოუვლენია გაუცემელი ტალონების გამოყენებით ბენზინის განაღდების ფაქტები? გ--------–----–-–---–ს უბრალოდ, ფიზიკურად რომ გაენადგურებინა ბენზინის ტალონები, იქნებოდა თუ არა ბრალდების მხრიდან შეფასებული როგორც სისხლის სამართლის დანაშაული -მითვისება? სასამართლოს საქმის განხილვისას ამ კითხვებზე პასუხი არ მიუღია.

მოწმეთა მხრიდან სასამართლოს წინაშე მთლიანად იქნა ასევე უარყოფილი ბრალდების მოტივაცია იმის შესახებ, რომ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით მ---–----–-–---–ის დავალებით რეინჯერებმა მოკრიბეს ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რათა გაწერილი ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტებით დაებალანსებინათ უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის რაოდენობა, და შექმნეს მერქნის წარმოშობის ყალბი დოკუმენტები. ამ ქმედების დასადასტურებლად ერთადერთ მამხილებელ მტკიცებულებას სწორედ მოწმეთა ჩვენებები წარმოდგენდა, თუმცა მათივე განმარტებით გ. მ---–----–-–---–თან კავშირი ერთმნიშვნელოვნად გამოირიცხა. სხვა რაიმე სახის მტკიცებულება კი რომელიც გ--------–----–-–---–ის მიერ ასეთი დოკუმენტების შექმნისათვის დავალების გაცემას დაადასტურებდა - სასამართლოს წინაშე არ გამოვლენილა.

ამრიგად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს გ--------–----–-–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებს მის ბრალეულობას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 504-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით, 536-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 550-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ გ--------–----–-–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის პ---–- ა-----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 იანვრის განაჩენი და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინება, 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის ,,ამნისტიის შესახებ” გ--------–----–-–---–ის მიმართ.

 

გ--------–----–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

გ--------–----–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24,303-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

გ--------–----–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

გ--------–----–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

გ--------–----–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია და იგი გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გამართლებულ გ--------–----–-–---–ს განემარტოს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მაკა გორგოძე

მოსამართლეები მარინე იმერლიშვილი

თეიმურაზ სვანიძე