განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117002175925
საქმე №1/ბ-418-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 დეკემბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე- მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
პროკურორის _ დ----- ჭ------ის,ადვოკატის - ზ----- მ--------ის,მსჯავრდებულის - გ------- მ----ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- ხ------ის ძე მ----ის მიმართ, დაბადებული 198- წლის 27 მ-----ს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ხელვაჩაური, დაბა მ------------, დ-------–-----–-- ქუჩა #13, ბინა #20,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
გ------- მ----ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით სასამართლოში, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში; ქონების მესაკუთრის/მფლობელის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით; განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება;
რაც გამოიხატა შემდეგში:
ბ---–--- ფ--–-------–---–ის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, გ------- მ----ე გამოძიების ეტაპზე გამოიკითხა 2016 წლის 13 დეკემბერს და 2017 წლის პირველ მ-----ს. გამოკითხვისას მ----ემ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში ამხილა ამავე კომპანიის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი ბ---–--- ფ--–-------–---–ი, განმ-----ა, რომ შპს „ნ---“-ს საფინანსო - ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებს მთლიანად ბ---–--- ფ--–-------–---–ი განაგებდა, ბ---–--- ფ--–-------–---–ი ახდენდა შპს „ნ---“-ს სახელით იმპორტირებული საქონლის საბაჟო გაფორმების დროს აღნიშნული კომპანიის პირად ბარათზე ხელოვნურად (უსაფუძვლოდ) წარმოშობილი დღგ-ს თანხებით საბაჟო გადასახადების უზრუნველყოფას, ასევე ბ---–--- ფ--–-------–---–ი იყო პასუხისმგებელი იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული საბაჟო გადასახადების გადახდაზე. 2016 წლის 13 დეკემბერს და 2017 წლის 1 მ-----ს გ------- მხეიძის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ზემოაღნიშნული ინფორმაცია სრულ თანხვედრაში იყო გამოძიების მიერ შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან, შესაბამისად გ------- მ----ის გამოკითხვის ოქმები ბრალდების მხარის მიერ გამოყენებული იქნა ბ---–--- ფ--–-------–---–ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემად და მისი ბრალეულობის დასადასტურებლად. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, გ------- მ----ემ ბ---–--- ფ--–-------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი სასამართლო განხილვის დროს, 2017 წლის 10 აგვისტოს ბ-------ს საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მისცა ცრუ ჩვენება, რომ თითქოსდა შპს „ნ---“-ს საფინანსო - ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს თავად განაგებდა, შპს „ნ---“-ს სახელით იმპორტირებული საქონლის (ხილ - ბოსტნეულის) საბაჟო გაფორმების (2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში) აღნიშნული კომპანიის პირად ბარათზე ხელოვნურად (უსაფუძვლოდ) წარმოშობილი დღგ-ს თანხებით საბაჟო გადასახდელების უზრუნველყოფა მის მიერ ხდებოდა და თავად იყო პასუხისმგებელი დასახელებულ პერიოდში იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული საბაჟო გადასახდელების გადახდაზე.
გ------- მ----ე, 2015 წლის 30 ნოემბრიდან წარმოადგენდა შპს „ნ---“-ს ერთპიროვნულ დამფუძნებელსა და დირექტორს, რომლის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა ხილ - ბოსტნეულის იმპორტი და რეალიზაცია. გ------- მ----ემ, შპს „ნ---“-ს სახელით 2016 წლის 01 აგვისტოდან 2016 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში პირადად განახორციელა 1 447570 ლარის ღირებულების ხილ - ბოსტნეულის იმპორტი და საბაჟო გაფორმება, რომლის რეალიზაცია მოახდინა ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა მიუხედავად, საქონლის რეალიზაცია სრულად არ ასახა საგადასახადო დოკუმენტაციაში. აღნიშნულის გამო კომპანიას გადამხდელის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ წარმოექმნა ზედმეტობა (ჩასათვლელი თანხა) დამატებითი ღირებულების გადასახადში. გ------- მ----ემ, შპს „ნ---“-ს სახელით იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული 361 212 ლარის საბაჟო გადასახდელებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში არ გადაიხადა 240 500 ლარი და მოტყუებით მოახდინა კომპანიის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ (ხელოვნურად) წარმოშობილი დღგ-ის ზედმეტობით უზრუნველყოფა, რითაც 240 500 ლარით ქონებრივად დააზიანა სახელმწიფო.
შპს „ნ---“ (ს/ნ 4--------) დაფუძნდა 2015 წლის 14 მაისს, რომლის ერთპიროვნულ პარტნიორად და დირექტორად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული იქნა მ------ გ----ე, 2015 წლის 30 ნოემბერს კი აღნიშნული კომპანიის 100% წილის მესაკუთრე და დირექტორი გახდა გ------- მ----ე. 2015 წლის დეკემბერში შპს „ნ---“-ს დამფუძნებელმა და რეგისტრირებულმა დირექტორმა გ------- მ----ემ ამავე კომპანიის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიანიჭა ბ---–--- ფ--–-------–---–ს, რაზედაც გაიცა შესაბამისი წერილობითი მინდობილობა. 2015 წლის დეკემბრის თვიდან 2016 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში ბ---–--- ფ--–-------–---–ი, როგორც შპს „ნ---“-ს მინდობილი პირი ახორციელებდა შპს „ნ---“-ს სახელით იმპორტირებული საქონლის (ხილ - ბოსტნეულის) წინასწარ დეკლარირებას და საბაჟო გაფორმებას, საბაჟო გაფორმების დროს აღნიშნული კომპანიის პირად ბარათზე ხელოვნურად (უსაფუძვლოდ) წარმოშობილი დღგ-ს თანხებით ახდენდა საბაჟო გადასახდელების გადახდის უზრუნველყოფას, რითაც მოტყუებით ქონებრივად აზიანებდა სახელმწიფო ბიუჯეტს (ამ გზით მიღებულ სახსრებს კი თავად განკარგავდა). 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში გ------- მ----ე, როგორც შპს „ნ---“-ს რეგისტრირებული დირექტორი ორგანიზებას უწევდა იმპორტირებული საქონლის (ხილ - ბოსტნეულის) საქართველოში რეალიზაციის ამსახველი პირველადი დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადებების, ანგარიშ - ფაქტურების) გამოწერას, ასევე ხელმძღვანელობდა იმპორტირებული საქონლის რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის სისწორეს, თავად უზრუნველყოფდა დღგ-ს და სხვა გადასახადების ამსახველი დეკლარაციების საგადასახადო ორგანოში ელექტრონულად წარდგენას და ახდენდა სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას. 2016 წლის მ-----იდან - ივნისამდე პერიოდში შპს „ნ---“-ში ჩატარებული იქნა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რაშიც მონაწილეობას იღებდა და სათანადო განმ-----ებებს იძლეოდა რეგისტრირებული დირექტორი გ------- მ----ე. ინვენტარიზაციის შედეგად შპს „ნ---“-ში გამოვლინდა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, საბაზრო ფასებით - 7 803 471.36 ლარი. ინვენტარიზაციის შედეგები გასაჩივრებული იქნა გ------- მ----ის მიერ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილებულა. 2016 წლის მ-----ში შპს „ნ---“-ში დაინიშნა რევიზია (საგადასახადო შემოწმება) სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმებამ მოიცვა კომპანიის დაფუძნებიდან - 2015 წლის 14 მაისიდან 2016 წლის 18 მ-----ამდე საანგარიშო პერიოდი. რევიზიის (საგადასახადო შემოწმების) მიმდინარეობაში მონაწილეობდა და სათანადო განმ-----ებებს იძლეოდა შპს „ნ---“-ს ერთპიროვნული დამფუძნებელი და რეგისტრირებული დირექტორი გ------- მ----ე. საგადასახაო შემოწმებით გაირკვა, რომ გ------- მ----ე, როგორც შპს „ნ---“-ს დოირექტორი, სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას სწორად/სრულად არ ახორციელებდა და არ იხდიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებს. საგადასახადო შემოწმებით გამოვლინდა, რომ გ------- მ----ემ, როგორც შპს „ნ---“-ს დირექტორმა განზრახ თავი აარიდა 398 457 ლარის (დღგ-ში - 28- 283 ლარი (აქედან 01.12.2015 – 01.03.2016 პერიოდზე დღგ-ში - 265 501 ლარი) მოგების გადასახადში - 116 174 ლარი) გადასახადების სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას. 2016 წლის 9 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც 2016 წლის 12 დეკემბერს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა ბრძანება, რითაც შპს „ნ---“-ს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა ძირითადი გადასახადი - 398 457 ლარი, რაზედაც იმავე დღეს გამოიცა N------ საგადასახადო მოთხოვნა, რასაც გადამხდელი გაეცნო საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. დასახელებული საგადასახადო მოთხოვნა შპს „ნ---“-ს დირექტორის გ------- მ----ის მიერ საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში (30 დღეში) არ გასაჩივრებულა და საგადასახადო შემოწმებით დამატებით დარიცხული თანხები შპს „ნ---“-ს (დირექტორის გ------- მ----ის) მიერ საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში არ გადახდილა და არც კანონის საფუძველზე შეჩერებულა გადახდის ვალდებულება.
ბ-------ს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენით:
გ------- მ---- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გ------- მ----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ------- მ----ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა გ------- მ----ის მიმართ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 25,210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სრულად შთანთქა ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- მ----ეს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
გ------- მ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 4 სექტემბრიდან.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - აჭარის ა.რ. პროკურატურის პროკურორი დ----- ჭ------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილების შეტანას ბ-------ს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მაისი განაჩენში და გ------- მ----ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით და უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი გ------- მ----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ემუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის, ასევე მისთვის სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი. შემდეგ გარემოებათა გამო: გ------- მ----ისათვის ბრალად წარდგენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ემუხლისმე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დასტურდება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი და დასაშვებად ცნობილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: გ------- მ----ის მიერ ბ-------ს საქალაქო სასამრთლოში 2017 წლის 10 აგვისტოს ბ---–--- ფ--–------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მიცემული ჩვენების აუდიო ჩანაწერით და გ------- მ----ის მიერ 2016 წლის 13 დეკემბერს და 2017 წლის 01 მ-----ს ამავე სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხვის დროს შედგენილი ოქმებით, ბ---–--- ფ--–------–---–ის თავადა პირველი და საბოლოო ბრალდების დადგენილებების ასლები დამტკიცებულებათა ნუსხით, გამომძიებლების ო---- ქ-----–--ის და ჯ--- ს---------ის გამოკითხვის ოქმებით, გ------- მ----ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 26 აპრილს გამოტანილიგანაჩენით, ასევე საქმეში გამოკვლეული უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. დასტურდება, რომ სწორედ სასამართლოში მიცემული ჩვენება იყო ცრუ ინფორმაციის შემცველი, რითაც ხელი შეეშალა მართლმსაჯულების განხორციელებას და საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას. რაც შეეხება მსჯავრდებულ ბ---–--- ფ--–-------–---–ის მიმართ ბ-------ს საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 სექტემბრის გამოტანილ განაჩენს, აღნიშნული გასაჩივრებულ იქნა მხარეთა მიერ სააპელაციო წესით, ამასთანავე დღეის მდგო----ეობით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში კვლავ მიმდინარეობს საქმის განხილვა და მასზე არ არსებობს შემაჯამებელი გადაწყვეტილება, რის გამოც ბრალდების მხარემ მოცემული სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის დროს ვერ წარადგინა სასამართლოში, თუმცა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის გამოყენებით ბრალდების მხარე მისი მიღებისთანავე იშუამდგომლობს სასამართლოს წინაშე ახალი მტკიცებულების სააპელაციო სასამართლოში გამოკვლევის თაობაზე, რამეთუ იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბრალდების მხარის პოზიციის დასასაბუთებლად და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მისი წარმოდგენა ობიექტურად შეუძლებელი იყო. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარდგენილ ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია, რომ მსჯავრდებული გ------- მ----ის მიერ ბრალად შერაცხულ დანაშაულთა ჩადენისას გამოსაცდელი ვადა არ ყოფილა გასული და იგი იყო ნასამართლევი განზრახი დანაშაულისათვის, შესაბამისად სახეზეა დანაშაულის რეციდივი, თუმცა სასამართლოს მიერ მისთვის დანიშნული ვადიანი თავისუფლების აღკვეთისას მას სასჯელის ზომად დაენიშნა მინიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთა - 5 წელი და მას არ დამატებია სავალდებულო 1 წელი. ამდენად, გასაჩივრებული განაჩენის გამოტანისას დარღვეულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა.
აპელანტი - მსჯავრდებულ გ------- მ----ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ზ----- მ--------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბ-------ს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გ------- მ----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას შემდეგ მოტივებზე მითითებით: პირველი ინსტანციის განაჩენი დაუსაბუთებლია. ბრალდების მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 109-ე მუხლის საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმეების გაერთიანებამ დაცვის მხარეს პრაქტიკულად მოუსპო შესაძლებლობა საქმეზე ახლად გაერთიანებულ სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში მტკიცებულებათა მოპოვების და სასამართლოში წარდგენის. ბრალდების მხარის მიერ, სისხლის სამართლის საქმეების გაერთიანების შესაძლებლობის ბოროტად გმოყენება, წინააღმდეგობაში მოდის მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით გარანტირებულ თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპთან. ბრალდების მხარის აღნიშნულმა უკანონო ქმედებამ, დაცვის მხარეს მოუსპო მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა, რამაც განაპირობა მსჯავრდებულის აღნიშნულ ნაწილში გამტყუნება. სასამართლოს მიერ წარდგენილი ბრალდებების სწორად შეფასების შემთხვევაში, უნდა გამოეტანა გამამართლებელი განაჩენი, რადგანაც ცრუ ჩვენების ნაწილში წაყენებული ბრალდება აშკარად წინააღმდეგობაში მოდიოდა სსკ-ის 185-ე და 218-ე მუხლებით წაყენებულ ბრალდებებეთან. წაყენებულ ბრალდებებს ერთმანეთან შეჰქონდა გონივრული ეჭვი და სასამართლოს მიერ არასწორად იქნა არჩევნის გაკეთება ერთერთზე. სასამართლომ პრაქტიკულად დამტკიცებულ ფაქტად მიიღო შემოსავლების სამსახურის მიერ სსკ-ის 218-ე მუხლის ნაწილში, გადასახადების დამალვასთან დაკავშირებით მომზადებული აუდიტის დაასკვნა. დასკვნის შესწავლით ნათლად იკვეთება, რომ ის დაფუძნებულია მსჯავრდებულ გ------- მ----ის და ამ უკანასკნელის მიერ შექმნილი კომისისგან მიღებულ ინფორმაციაზე. სასამართლო სხდომაზე ხსენებული პირები არ დაკითხულან, მათ არ დაუდასტურებიათ გამოძიებისთვის და შემოსავლების სამსახურისთვის მიწოდებული ინფორმაცია, შესაბამისად მათ მიერ თავდაპირველად მიწოდებული ინფორმაცია არ არის ავთენტური. შემოსავლების სამსახურის დასკვა არის ზოგადი, ციფრები მეტისმეტად აარის გაბერილი და უმეტეს წილად რეალურ საბაზრო ღირებულებებს აცდენილი. დაცვის მხარეს, რომ ჰქონოდა თანაბარი დრო, აუცილებლად ჩაატარებდა ალტერნატიულ ექსპერტიზას, რითაც ყველაფერს ნათელი მოეფინებოდა. ასვე დაცვის მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა, რომ სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ირგვლივ მოეპოვებინა მტკიცებულებები. ამ კუთხით გმოძიების მიერ მიკერძოებულად ჩატარებული გამოძიება, სასამართლოშიც აშკარად გამოჩნდა, რასაც სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია. ამდენად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება გ------- მ----ისს მიერ ვინმეს მოტყუების ფაქტი.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - აჭარის ა.რ. პროკურატურის პროკურორს დ----- ჭ------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
აპელანტს - მსჯავრდებულ გ------- მ----ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ზ----- მ--------ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მათ მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ------- მ----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
დაზარალებულის წარმომადგენელის, შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტის ნ--- ბ-----ის ჩვენების თანახმად, შპს "ნ---ს" დამფუძნებელი, 100% წილის მფლობელი და დირექტორი არის გ------- მ----ე, რომელიც შპს-ს სახელით ახორციელებდა ხილ-ბოსტნეულის იმპორტს 2016 წლის 1 აგვისტოდან - 2016 წლის დეკემბრამდე პერიოდში. საქმიანობას ახორციელებდა დარღვევებით, სრულად არ აჩვენებდა რეალიზებული საქონლის რაოდენობას, ახდენდა კომპანიის პირად ბარათზე ხელოვნურად წარმოშობილი დღგ-ს ზედმეტობით უზრუნველყოფას. შპს "ნ---ს" სახელით იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული 3----- ლარის საბაჟო გადასახდელებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში არ გადაიხადა 2----- ლარი, რითაც ქონებრივად დაზიანდა სახელმწიფო.
მოწმის სახით დაკითხული გაფორმების ეკონომიკური ზონა "ბ-------ს" მთავარი ოფიცერის ს-------- გ-------ის ჩვენების თანახმად, მის მოვალეობებში შედის იმპორტიორის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე სასაქონლო-საბაჟო დეკლარაციების დაბეჭდვა. 2016 წლის 30 სექტემბერს შპს "ნ---ს" დორექტორმა გ------- მ----ემ გაფორმების ეკონომიკური ზონაში წარადგინა იმავე დღეს გაცემული ინვოისი - საქონლის შესყიდვის დოკუმენტი, იმპორტის ნებართვა, ფიტოსანიტარული სერთიფიკატი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე მოწმემ მოამზადა განაცხადი დოკუმენტების ჩამონათვალით, რომელსაც გ------- მ----ემ ელექტრონულად მოაწერა ხელი. შემდეგ დაბეჭდა სასაქონლო-საბაჟო დეკლარაცია C------, რომელსაც დაერიცხა დღგ-ს გადასახადი 3843 ლარის ოდენობით, იმპორტის გადასახადი 1759 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხები მ----ემ გადაიხადა დღგ-ს ზედმეტობის ბარათით.
მოწმის სახით დაკითხული გაფორმების ეკონომიკური ზონა "ბ-------ს" მთავარმა მებაჟე - ოფიცერის თ----- ც---------ის ჩვენების თანახმად, მის მოვალეობებში შედის იმპორტიორის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე სასაქონლო-საბაჟო დეკლარაციის შედგენა. გ------- მ----ე იყო შპს "ნ---ს" დამფუძნებელი და დირექტორი და ახორციელებდა სხვადასხვა დასახელების ხილ-ბოსტნეულის იმპორტს. მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე რამდენჯერმე შეავსო სასაქონლო-საბაჟო დეკლარაცია. დეკლარაციებს ხელი ელექტრონულად მოაწერა მ----ემ, დაერიცხა გადასახადები, რომლის გადახდის ქვითრები იმავე დღეს წარადგინა.
მოწმის სახით დაკითხული მ--- გ--–------ს ჩვენების თანახმად, ის არის გაფორმების ეკონომიკური ზონა "ბ-------ს" მებაჟე-ოფიცერი. გ------- მ----ეს იცნობს, როგორც შპს "ნ---ს" დამფუძნებელს და დირექტორს, რომელიც გეზ "ბ------–ი" ახდენდა იმპორტირებული ხილ- ბოსტნეულის საბაჟო დეკლარაციების შესადგენად საჭირო დოკუმენტების წარდგენას. 2016 წლის 28 ოქტომბერს ორი საბჟო დეკლარაცია შეავსო შპს "ნ---ს" მიერ შემოტანილ საქონელზე. დეკლარაციას ხელი ელექტრონულად მოაწერა მ----ემ. დაერიცხა გადასახადები. იმავე დღე გადაიხადა და წარმოადგინა შესაბამისი ქვითრები, რომლებიც მოწმემ დაურთო დეკლარაციას და გადასცა მ----ეს.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დადასტურეს მოწმედ დაკითხულმა მებაჟე-ოფიცრებმა - მ-----ა ქ------ემ და თ----–- ქ-------ემ, რომლებმაც 2016 წლის სექტემბერ-ოქტომბერში შეადგინეს შპს "ნ---ს" დირექტორის, გ------- მ----ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საბაჟო დეკლარაციები ხილ-ბოსტნეულის იმპორტთან დაკავშირებით. დარიცხული გადასახადები გადაიხადა მ----ემ და წარადგინა გადახდის ქვითრები. შევსებული დეკლარაციები ჩაიბარა თავადვე.
მოწმეების ჩვენებებში მითითებული გარემოებები დასტურდება მათი მონაწილეობით ჩატარებული დოკუმენტების - სასაქონლო -საბაჟო დეკლარაციების და თანმხლების დოკუმენტების დათვალიერების ოქმებით.
მოწმის სახით დაკითხული გ------- ბ---–----ის ჩვენების თანახმად, ის არის ბუღალტერი. ბრალდებული გ------- მ----ე მისი მეგობარია და ამ უკანასკნელის თხოვნით, 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის დეკემბრამდე უსასყიდლოდ ეხმარებოდა შპს "ნ---ს" საბუღალტრო დოკუმენტაციის, კერძოდ - დღგ-ს და საშემოსავლო დეკლარაციების შედგენაში. დეკლარაციებს ადგენდა სალაროს ფისკალური მონაცემების, ზედნადებების, საბაჟო დეკლარაციების საფუძველზე. შპს "ნ---" ეწეოდა ხილ-ბოსტნეულის იმპორტს და ახდენდა ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას, საქმიანობაში ჩართული იყო გ------- მ----ე, რომელიც ასევე საქონლის საბაჟო გაფორმებას ახორციელებდა. მ----ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის და შემოსავლების სამსახურის იფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული მონაცემების მიხედვით, შპს "ნ---ს" სახელით 2015 წლის დეკემბრიდან, 2016 წლის დეკემბრამდე, ყოველთვიურად წარადგენდა დღგ-ს დეკლარაციებს, რომელთა მიხედვით შპს-ს არ უწევდა გადასახადის დარიცხვა, რადგან დღგ-ს ჩასათვლელი თანხა ყოველთვის მეტი იყო დასარიცხ თანხაზე. კომპანიას გააჩნდა მილიონობით ლარის ღირებულების საქონლის დოკუმენტური ნაშთი. ეუბნებოდა მ----ეს, რომ საქონელი მალფუჭებადი იყო და აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო ინვენტარიზაცია, რომ დღგ-ს ჩასათვლელი თანხა არ უნდა ყოფილიყო დასარიცხ თანხაზე მეტი, რომ იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია სრულად არ ჰქონდა ნაჩვენები, არ იყო გამოწერილი სათანადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები და სალაროს აპარატის ჩეკები. ეს გარემოებები კი საბოლოოს შეუქმნიდა პრობლემებს საგადასახადო ორგანოსთან. მ----ემ განუცხადა, რომ ეს ბ---–----ის პრობლემა არ იყო და მომდევნო პერიოდში მოაწესრიგებდა ბუღალტერიას. დათანხმდა ინვენტარიზაციის ჩატარებასაც, თუმცა ვეღარ მოესწრო, საშემოსავლო სამსახური თავად შევიდა შპს-ში შესამოწმებლად და ჩაატარა ინვენტარიზაცია. შემოწმების შედეგად შპს-ს დაერიცხა გადასახადები, დაეკისრა ჯარიმა. აღნიშნულის შესახებ ჰქონდა საუბარი მ----ესთან, რომელიც აპირებდა გასაჩივრებას. თუმცა შემდეგ გაასაჩივრა თუ არა, ბ---–----ისთვის უცნობია.
მოწმის სახით დაკითხული ფინანსთა სამინისტროს აჭარის და გურიის სამმართველოს გამომძიებელის ჯ--- ს---------ის ჩვენების თანახმად, მას ჩატარებული აქვს საგამოძიებო და პროცეუალური მოქმედებები გ------- მ----ის ბრალდების საქმეზე. საქმის გამოძიების პროცესში მოპოვებული დოკუმენტალური ინფორმაციის თანახმად, გ------- მ----ემ შპს "ნ---" მ------ გ----ისგან გადაიფორმა 2015 წლის დეკემბრის თვეში. 2016 წლის ზაფხულში ფინანსურმა პოლიციამ დააკავა ხილ-ბოსტნეულის იმპორტიორების ერთი ჯგუფი, რის შემდეგ ბ---–--- ფ--–-------–---–ი, რომელიც მანამდე მინდობილობის საფუძველზე ახორციელებდა შპს "ნ---ს" სახელით ხილ-ბოსტნეულის იმპორტს, 2016 წლის აგვისტოდან ჩამოშორდა საქმიანობას, ამიტომ მითითებული პერიოდიდან თავად გ------- მ----ე მართავდა და ხელმძღვანელობდა შპს "ნ---ს", თავადვე ახორციელებდა იმპორტირებული საქონლის საბაჟო გაფორმებას 2016 წლის დეკემბრის თვემდე. საქონლის შემოტანისას მ----ე იხდიდა საბაჟო და დღგ-ს გადასახდელებს, მაგრამ საქონლის რეალიზაციის ჩვენება ბუღალტრულ დოკუმენტებში არ ხდებოდა სრულად. დღგ-ს დეკლარაციებში მ----ე უთითებდა, რომ მილიონობით ლარის საქონელი შემოჰქონდა საქართველოში, რომელიც ერიცხებოდა ნაშთად და რეალიზებული არ იყო. ამიტომ ეს ზედმეტობა ერიცხებოდა გადამხდელის ბარათზე და იყენებდა მას მომდევნო საბაჟო ოპერაციების დროს იმპორტის და დღგ-ს გადასახდელების გადასახდელად. საბაჟო დოკუმენტაციის მიხედვით, 2016 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე, მ----ე გაფორმების ეკონომიკურ ზონა "ბ------–ი" პირადად ახდენდა საბაჟო დეკლარაციების გაკეთებას, მინდობილი პირი, ბ---–--- ფ--–-------–---–ი, უკვე აღარ ახორციელებდა შპს "ნ---ს" ფაქტიურ ხელმძღვანელობას.
ბ-------ს საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის N--------- განჩინების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან ამოღებული შპს "ნ---ს" მიერ იმპორტის რეჟიმში შემოტანილი საქონლის თაობაზე არსებული დოკუმენტაციით, კერძოდ - C----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- - საბაჟო დეკლარაციებით და თანმხლები დოკუმენტებით დასტურდება, რომ შპს "ნ---ს" მიერ 2016 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 11 დეკემბრამდე თურქეთის რესპუბლიკიდან ხილ-ბოსტნეულის იმპორტის საბაჟო დეკლარაციის შესავსებად წარდგენილ განაცხადში, ხელმძღვანელ პირად მითითებულია გ------- მ----ე და მისი საკონტაქტო მონაცემები. დეკლარაციების თანმხლებ დოკუმენტებად დართულია საგადასახადო დავალებები მომსახურების საფასურის გადახდასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დადასტურებულია, რომ აღნიშნულ პერიოდში თავად გ------- მ----ე ახდენდა იმპორტირებული საქონლის საბაჟო გაფორმებას.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული შპს "ნ---ს" სარეგისტრაციო დოკუმენტების მიხედვით, შპს "ნ---" დაფუძნდა 2015 წლის 14 მაისს, რომლის ერთპიროვნულ პარტნიორად და დირექტორად მეწარმეთა და არასამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული იქნა მ------ გ----ე, 2015 წლის 30 ნოემბერს კი აღნიშნული კომპანიის 100% წილის მესაკუთრე და დირექტორი გახდა გ------- მ----ე.
2017 წლის 18 ოქტომბრის დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებლის მიერ დათვალიერებულ იქნა ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული ბაზა (oracli) და აღნიშნულ ბაზაში დაცული შპს "ნ---ს" სახელით განხორციელებულ საბაჟო ოპერაციებზე გადასახდელების, გადახდილი გადასახდელების და გასალდოვებული გადასახდელების შესახებ ინფორმაცია 2016 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში. დათვალიერების ოქმის, დათვალიერებული დოკუმენტების - შედარების აქტების, დღგ-ს დეკლარაციების მიხედვით: შპს "ნ---ს"სახელით 2016 წლის 1 აგვისტოდან 31 დეკემბრამდე პერიოდში 67 საბაჟო დეკლარაცით საქართველოში იმპორტირებულია 1 447 570 ლარის საბაჟო ღირებულების პროდუქცია - ხილ-ბოსტნეული. აღნიშნულ საქონელზე საბაჟო გადასახდელების სახით გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა 304 448 ლარი დამატებითი ღირებულების გადასახადში და 56 764 ლარი იმპორტის გადასახადში. შპს "ნ---ს" პირად ბარათზე 2016 წლის 1 აგვისტოს მდგო----ეობით ერიცხებოდა ზედმეტობის სახით 3 141, 42 ლარი. აღნიშნულ პერიოდში მ----ის მიერ წარდგენილია დღგ-ს ხუთი დეკლარაცია, რომლებშიც მითითებული აქვს, რომ შპს "ნ---ს" ეკონომიკური საქმიანობით ჩასათვლელი დღგ შეადგენს ჯამში 304 969,14 ლარს, ხოლო დღგ-ს ბრუნვაზე დარიცხული დღგ-ს გადასახადი შეადგენს 67 607,37 ლარს. საბაჟო გადასახდელების სახით გაანგარიშებული 361 212 ლარიდან უზრუნველყოფილი იქნა პირად ბარათზე არსებული ზედმეტობის გასალდოვებით და ნაღდი გადახდით 273 193 ლარი. აღნიშნული თანხიდან მ----ის მიერ ბიუჯეტში გადახდილი იქნა 32 693 ლარი, ხოლო საბაჟო გადასახდელების სახით იმპორტის ოპერაციებზე გაანგარიშებული 240 500 ლარი უზრუნველყოფილ იქნა კომპანიის პირად ბარათზე არსებული უსაფუძვლოდ წარმოშობილი ზედმეტობების ხარჯზე.
გ------- მ----ემ უარი თქვა სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე. საქმის განხილვისას გამოკვლეულ იქნა ბრალდების მხარის მტკიცებულება - ბ---–--- ფ--–-------–---–ის ბრალდების საქმეზე, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება ედავებოდა შპს "ნ---ს" სახელით საზოგადოების დირექტორის, გ------- მ----ის მიერ გადაცემული მინდობილობის საფუძველზე განხორციელებული ხილ-ბოსტნეულის საქართველოში იმპორტისას სახელმწიფოს მოტყუებით ქონებრივად დაზიანებას, მ----ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების აუდიო ოქმი, რომელშიც მ----ე საკმაოდ დამაჯერებლად საუბრობს საკუთარ პასუხისმგებლობაზე შპს "ნ---ს" მიერ განხორციელებულ საქმიანობაში, განმ-----ავს, რომ უშუალოდ მას შემოჰქონდა თურქეთიდან პროდუქცია და უშუალოდ ახდენდა მის რეალიზაციას ბ-------ს, თბილისის, ქუთაისის ბაზრებზე, აბარებდა დეკლარაციებს, იხდიდა გადასახადებს. ფ--–-------–---–ის საქმიანობა, მ----ის დავალებით, საქონლის რეალიზატორებისთვის მითითებების მიცემაში და ნავაჭრი თანხის მეთვალყურეობაში გამოიხატებოდა მხოლოდ. მ----ე თავადაა პასუხისმგებელი ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორეზეც და მხოლოდ მისი პასუხიმგებლობაა ნებისმიერი დარღვევა, მათ შორის საბიუჯეტო გადასახადების არგადახდა.
ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ირკვევა, რომ შპს „ნ---“ მეწარმე სუბიექტად დარეგისტრირდა 2015 წლის 14 მაისს. მისი 100%-ისნი წილის მფლობელი და დირექტორია გ------- მ----ე (პ/ნ 6----------). შპს „ნ---“-ს იურიდიულ მისამართს წარმოადგენს ხელვაჩაური, ს. მ------------, დ-------–-----–-- ქუჩა N13, ბინა N20 და დაიდენტიფიკაციო ნომერი - 4--------.
მოწმის სახით დაკითხული ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს გამომძიებელის ი-----–- წ----ის ჩვენების თანახმად, 2016 წელს ქვემო ქართლის სამმართველოში გამოძიება მიმდინარეობდა შპს "ნ---ს" დირექტორის გ------- მ----ის მიმართ სსკ-ის 210-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. შპს "ნ---" დაკავებული იყო ხილ-ბოსტნეულის იმპორტით. პროდუქციის სარეალიზაციო ფასის დადგენის მიზნით ჩატარდა ხილ-ბოსტნეულის საკონტროლო შესყიდვები, აღმოჩნდა, რომ ზედნადებებში ფიქსირდებოდა რეალიზაციის არასწორი, უფრო მცირე ფასები. შესაბამისად, საკონტროლო შესყიდვის შედეგებიდან გამომდინარე შპს "ნ---ში" დაინიშნა ინვენტარიზაცია და რევიზია. გამოკითხულ იქნა გ------- მ----ე, რომელმაც დაასახელა თვეების მიხედვით ხილ-ბოსტნეულის სარეალიზაციო ფასები. გამოკითხვის ოქმი სხვა მასალებთან ერთად გააგზავნა რევიზორთან, რომელმაც შეადგინა საგადასახადო შემოწმების აქტი. აღნიშნული აქტი წარუდგინა გ------- მ----ეს, რომელმაც განუცხადა, რომ მისთვის ცნობილი იყო საგადასახადო შემოწმების შედეგების თაობაზე, არ აპირებდა მის გასაჩივრებას და არც აქტით დარიცხული გადასახადების გადახდას. საბოლოოდ, მ----ეს ბრალდება წარუდგინა სსკ-ის 210-ე მუხლით. განუმ-----ა, რომ გადასახადების გადაუხდელობის შემთხვევაში, მის მიმართ დაიწყებოდა სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის 218-ე მუხლითაც, მასალები კი შემდგომი გამოძიების ჩატარების მიზნით გადააგზავნა აჭარის და გურიის სამმართველოში.
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორის 2017 წლის 27 ოქტომბრის დადგენილებით, ფინანსთა სამინისტორს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმიდან, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობდა საქართველოს სსკ-ის 218-ე და 210-ე მუხლების პირველი ნაწილებით, ცალკე წარმოებად გამოიყო საქმე შპს "ნ---ს" დირექტორის გ------- მ----ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისგან თავის არიდების ფაქტზე. იმავე დღეს მიღებული დადგენილებით საქმე ქვემდებარეობით გადმოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოში.
საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს გამომძიებლის 2016 წლის 18 მ-----ის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობდა საქ. სსკ-ის 210-ე და 218-ე მუხლებით, დაინიშნა შპს "ნ---ს" მატერიალურ ფასეულობათა და ძირითად საშუალებათა ინვენტარიზაცია, რომლის ჩატარება დაევალა ფინანსტა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს.
მოწმის სახით დაკითხულ გ------- ბ---–----ის ჩვენების თანახმად, ის არის ბუღალტერი და 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის დეკემბრამდე ეხმარებოდა მ----ეს შპს "ნ---ს" საბუღალტრო დოკუმენტაციის, კერძოდ - დღგ-ს და საშემოსავლო დეკლარაციების შედგენაში. კომპანიას გააჩნდა მილიონობით ლარის ღირებულების საქონლის დოკუმენტური ნაშთი. ეუბნებოდა მ----ეს, რომ საქონელი მალფუჭებადი იყო და აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო ინვენტარიზაცია, რომ დღგ-ს ჩასათვლელი თანხა არ უნდა ყოფილიყო დასარიცხ თანხაზე მეტი, რომ იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია სრულად არ ჰქონდა ნაჩვენები, არ იყო გამოწერილი სათანადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები და სალაროს აპარატის ჩეკები. ეს გარემოებები კი საბოლოოს შეუქმნიდა პრობლემებს საგადასახადო ორგანოსთან. მ----ემ განუცხადა, რომ გასაგები იყო მისთვის აღნიშნული გარემოებები, თუმცა ეს ბ---–----ის პრობლემა არ იყო და მომდევნო პერიოდში მოაწესრიგებდა ბუღალტერიას. დათანხმდა ინვენტარიზაციის ჩატარებასაც, თუმცა ვეღარ მოესწრო, შემოსავლების სამსახური თავად შევიდა შპს-ში და ჩაატარა ინვენტარიზაცია. შემოწმების შედეგად შპს-ს დაერიცხა გადასახადები, დაეკისრა ჯარიმა. აღნიშნულის შესახებ ჰქონდა საუბარი მ----ესთან, რომელიც აპირებდა გასაჩივრებას. თუმცა შემდეგ გაასაჩივრა თუ არა ნადვილად, ბ---–----ისთვის უცნობია.
შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მიერ 2016 წლის 18 მ-----ს გაიცა N---- ბრძანება შპს "ნ---ს" მატერიალური ფასეულობების და ძირითად საშუალებათა ინვენტარიზაციის ჩატარების ტაობაზე.
შპს "ნ---ს" დირექტორის გ------- მ----ის 2016 წლის 18 მ-----ის N1 ბრძანებით შეიქმნა საინვანტარიზაციო კომისია, შემდეგი შემდგენლობით: კომისიის თავმჯდო----ე - გ------- მ----ე, კომისიის წევრები - გ------- ბ---–----ე, მ--–---- გ-------ე, თ-- ნ-----–--ე, გ--- დ----–---ი.
2016 წლის 18 მ-----ის გ------- მ----ის ხელწერილების თანახმად, სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დაწყებამდე შემოსავლის და გასავლის ყველა დოკუმენტი ჩაბარებულია ბუღალტერიაში, ყველა მიღებული ფასეულობა აღებულია შემოსავალში, ხოლო გაცემული ჩამოწერილია გასავალში. შპს "ნ---ს" არ აქვს ჩატარებული შიდა ინვენტარიზაცია და შესაბამისად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ზედმეტობა ან/და დანაკლისი არ გამოვლენილა. საინვანტარიზაციო კომისიამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები და ძირითადი საშუალებები გასინჯა და დათვალა მ----ის თანდასწრებით. საქონლის ფაქტობრივი აღწერა ჩატარებულია სწორად, კომისიის წევრებთან პრეტენზია არ აქვს.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიმდინარე კონტროლის სამმართველოს შეტყობინებით ირკვევა, რომ საგადასახადო კოდექსით დადგენილი ვალდებულებები შეუსრულებლობასთან დაკავშირებით გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგების შესახებ გადაწყვეტილების პროექტი გაეგზავნა მ----ეს, რომლითაც ეცნობა პროექტის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საწინააღმდეგო პოზიციის შემთხვევაში წერილობითი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობაზე. გაფრთხილებულ იქნა, რომ პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში სამართალდარღვევის შედეგებზე გადაწყვეტილების პროექტის გაფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციული- სამართლებრივი აქტის სახით, რის შემდეგ შესაძლებლობა ექნება გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება საგადასახადო კოდექსის მე-14 კარით დადგენილი წესის შესაბამისად.
გ------- მ----ე პროექტს გაეცნო და ჩაიბარა 2016 წლის 4 მაისს, რაც დაადასტურა შეტყობინებაზე ხელის მოწერით.
2016 წლის 1 ივნისის N------ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, შპს "ნ---ს" სასაქონლო მატერიალური ფასეულობებეის ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა დანაკლისი, საბაზრო ფასებით - 7 803 471, 36 ლარი. სამართალდარღვევის ოქმს გაეცნო და ხელი მოაწერა გ------- მ----ემ.
მოწმის სახით დაკითხული შემოსავლების სამსახურის უფროსი ოფიცერის კ------- შ--–----ის ჩვენების თანახმად, შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 18 მ-----ის ბრძანების საფუძველზე, დაევალა შპს "ნ---ს" სასაქონლო მატერიალური საშუალებების ინვენტარიზაცია. იმავე დღეს გამოცხადდა შპს-ს ფაქტიურ მისამართზე, შეხვდა მის დირექტორს გ------- მ----ეს, გააცნო და ჩააბარა ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ ბრძანება, ჩამოართვა ხელწერილი იმის შესახებ, რომ შიდა ინვენტარიზაცია არ იყო ჩატარებული. მ----ემ შექმნა საინვანტარიზაციო კომისია, რომლის თავმჯდო----ე იყო თავად, წევრებად კი ბუღალტერი და პროდუქციის გამყიდველების შეიყვანა. მ----ემ ხელწერილით დაადასტურა ასევე ის გარემოება, რომ შპს "ნ---ს" მატერიალური ფასეულობები ასახულია შემოსავალში. მატერიალური ფასეულობების აღწერა კომისიის მიერ იმავე დღეს მოხდა და აღწერის შედეგები გადატანილ იქნა N16 დანართში, რომელსაც ხელი მოაწერეს მ----ემ და საზოგადოების ბუღალტერმა. მ----ის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესწავლით, მოწმემ გაარკვია, რომ ბუღალტრული ნაშთი არასწორად იყო ასახული ამ დოკუმენტებში და არ შეესაბამებოდა საგადასახადო ორგანოში არსებულ მასალებში მითითებულ ნაშთს .ხელახალი დაანგარიშებით დაადგინა, რომ ბუღალტრული ნაშთი შეადგენდა 2 431 171 ლარს, კომისიის მიერ კი აღწერილი იყო 25 365 ლარი. შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის პროექტი 2016 წლის 4 მაისს ჩაბარდა გ------- მ----ეს. გაასაჩივრა შიდა მედიაციის ორგანოში, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემდეგ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში მოხდა მ----ის მიერ საჩივრის წარდგენა, თუმცა არც ამ ორგანომ დააკმაყოფილა მისი საჩივარი. მოწმის შილაკაძის განმ-----ებით, ინვანტარიზაცია ჩატარდა მ----ის მიერ შექმნილი საინვენტარიზაციო კომისიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ბრალდებულმა ხელმოწერით დაადასტურა, რომ კომისიამ, რომლის შემადგენლობაში თავადაც შედიოდა, უფრო მეტიც, ხელმძღვანელობდა მას, სწორად იმუშავა და ხელი მოაწერა კომისიის მიერ შედგენილ საწარმოო მატერიალური ფასეულობების აღწერის ოქმს. მ----ის მიერ პრეტენზიის გამოხატვის შემთხვევაში აღწერა ჩატარდებოდა განმეორებით. შპს "ნ---ს" მიერ შემოტანილი ხილ-ბოსტნეულის რეალიზაციის კანონით დადგენილი წესის შესაბამისად განხორციელების შესამოწმებლად ჩატარდა საკონტროლო შესყიდვები 2016 წლის მ-----ის თვეში, რომლითაც გაირკვა, რომ საქონლის რეალიზაცია ხდებოდა სხვა ფასად, ჩეკები კი იწერებოდა ბევრად დაბალი ფასის მაჩვენებლით. სწორედ ეს გარემოება გახდა ინვენტარიზაციის ჩატარების საფუძვლი შპს "ნ---ში". შემოწმების პერიოდში არაერთი შეხვედრა ჰქონდა გ------- მ----ესთან, ასევე მის ბუღალტერთან და მათთან ამოწმებდა კონკრეტულ საკითხებს. საწარმოს დირექტორის მოვალეობაა სწორი ინფორმაცია მიაწოდოს აუდიტორს. მისი მხრიდან არ ყოფილა განცხადებები საქონლის გაფუჭებასთან დაკავშირებით. ასეთის არსებობის შემთხვევაში ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული N----ე ინსტრუქციის შესაბამისად, მიმართულ უნდა იქნეს შემოსავლების სამსახურში და მოხდეს საქონლის ჩამოწერა. თუმცა ასეთი განმ-----ება მ----ის მიერ არ ყოფილა დაფიქსირებული და შესაბამისად, გაფუჭებული საქონლის ჩამოწერასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია არ გააჩნდათ.
შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 11 აგვისტოს N----- ბრძანებით, შპს "ნ---ს" 2016 წლის 1 ივლისის საჩივარი, რომელიც შეეხებოდა ინვენტარიზაციის შედეგებზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 1 ივნისის N------ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას, საჩივარი არ დაკმაყოფილდა. განემ-----ა საჩივრის ავტორს ამ გადაწყვეტილების ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრების უფლების შესახებ.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს 2016 წლის 17 მაისის N66 სხდომის ოქმით ირკვევა, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის შედეგებთან დაკავშირებით შპს "ნ---ს" მიერ წარდგენილი წერილობითი პოზიცია არ დაკმაყოფილდა. შპს "ნ---ს" დირექტორი გ------- მ----ე აღნიშნულ ოქმს გაეცნო და ჩაიბარა 2016 წლის 1 ივნისს, რაც დასტურდება ოქმზე დაფიქსირებული მისი ხელმოწერით.
დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 9 მ-----ის გადაწყვეტილებით, რომელიც მიღებულ იქნა შპს "ნ---ს" საჩივართან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის N----- ბრძანების და 2016 წლის 1 ივნისის N------ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საჩივრის ავტორს განემ-----ა გადაწყვეტილების თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრების უფლების თაობაზე. სასამართლოში სარჩელის წარდგენის შესახებ ინფორმაცია საქმეში არ მოიპოვება.
საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს გამომძიებლის 2016 წლის 18 მ-----ის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობდა საქ. სსკ-ის 210-ე და 218-ე მუხლებით, დაინიშნა შპს "ნ---ს" რევიზია საზოგადოების მიერ განხორციელებული ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის შესამოწმებლად, რომლის შესრულება დაევალა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს. აღნიშნული დადგენილება გ------- მ----ის გამოკითხვის ოქმთან ერთად გადაეგზავნა რევიზიის ჩამტარებელ ორგანოს.
მოწმის სახით დაკითხული საგადასახადო შემოწმების აქტის ავტორის ქ------- პ-----–---–ის ჩვენების თანახმად, გამომძიებლის 2016 წლის 18 მ-----ის დადგენილებით მას, როგორც შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მთავარ აუდიტორს, დაევალა შპს "ნ---ს" საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. შემოწმების პერიოდს წარმოადგენდა საზოგადოების დაფუძნებიდან 2016 წლის 18 მ-----ამდე დრო. შპს აწარმოებდა ხილ-ბოსტნეულის იმპორტს და ადგილობრივ ბაზარზე რეალზაციას. რევიზია ჩატარდა როგორც გამოძიების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ისე შემოსავლების სამსახურის, საგადასახადო ორგანოების ბაზებიდან, საჯარო რეესტრიდან, თავად შესამოწმებელი შპს-დან გამოთხოვილი დოკუმენტაციის საფუძველზე. შემოწმებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტში მისული იყო თავად მ----ეც. შემოწმების დროს შემოწმების ჩამტარებელი პირი ყოველთვის ახდენს გასაუბრებას თავად გადამხდელთან და ამოწმებს ეთანხმება თუ არა ის გამოძიების მიერ მოწოდებულ მასალებში ასახულ ინფორმაციას. ასე იყო მ----ის შემთხვევაშიც, მან დაადასტურა მასალების სისწორე. აქტიური კომუნ---ცია ჰქონდა მის ბუღალტერთანაც. შემოწმების შედეგად შპს "ნ---ს" დაერიცხა 601978 ლარი, აქედან 398457 ლარი ძირითადი გადასახადი, ხოლო 203 521 ჯარიმა. 2015 წლის დეკემბერში დღგ-ს ბრუნვა დეკლარირებული ჰქონდა 58-425 ლარის ოდენობით, შემოწმებისას გამოვლინდა - 1 221796 ლარი. აბსოლუტურად ყველა პროდუქტზე ზედნადებებში შემცირებული ჰქონდა რეალიზაციის თანხები. აღნიშნული დადასტურდა, როგორც თავად მ----ის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ისე საკონტროლო შესყიდვის მონაცემებით. რევიზიის შედეგად დადასტურდა, რომ კომპანიას უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდა მიღებული რეალიზებული საქონლის სახით, ვიდრე ამასა ასახავდა შესაბამის დოკუმენტებში. შპს "ნ---შ" ჩატარდა ინვანტარიზაციაც და გამოვლინდა დანაკლისი 7 803 472 ლარის ოდენობით, თუმცა ეს თანხა შემოწმების აქტში არ ყოფილა შესული არც დღგ-ს და არც მოგების გადასახადში, რადგან შესამოწმებელი პერიოდი არ ითვალისწინებდა ამ დროის ამ მონაკეთს. როგორც აუდიტორი, სრულად ადასტურებს საგადასახადო შემოწმების აქტში ასახული შედეგების სისიწორეს.
2016 წლის 9 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტში არ იქნა გადახდილი - 398 457 ლარი, აქედან - დღგ-ში - 28- 283 ლარი, მოგების გადასახადში - 116 174 ლარი .
2016 წლის 12 დეკემბერს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე 2016 წლის 12 დეკემბერს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაიცა ბრძანება, რითაც შპს „ნ---“-ს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა ძირითადი გადასახადი - 398 457 ლარი, რაზედაც იმავე დღეს გამოიცა N------- საგადასახადო მოთხოვნა, რომელსაც გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ გვერდის საშუალებით - 2016 წლის 12 დეკემბერს.
შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზის ამონაწერით დასტურდება, რომ შპს "ნ---ს" მიმართ გაცემულ N------ საგადასახადო მოთხოვნას, გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2016 წლის 12 დეკემბერს.
შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 2017 წლის 19 ივლისის N 2----------- წერილის თანახმად, შპს "ნ---ს" დავების დეპარტამენტში 2016 წლის 12 დეკემბრის საგადასახდო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი არ წარუდგენია.
შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის N2----------- წერილის მიხედვით, შპს "ნ---ს" საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე დეპარტამენტისთვის არ მიუმართავს.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 3 აგვისტოს N2----------- წერილის თანახმად, შპს "ნ---ს" მიმართ გაცემულ N------ საგადასახადო მოთხოვნას გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ. გვერდის საშუალებით 2016 წლის 12 დეკემბერს. დავების განმხილველი ორგანოებიდან აუდიტის დეპარტამენტში არ შესულა გადამხდელის საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება და შესაბამისად, შპს "ნ---ს" მიმართ გამოცემული საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების რედაქტირება არ მომხდარა.
შემოსავლების დეპარტამენტის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 8 აგვისტოს N----------- წერილის თანახმად, ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ შპს "ნ---ზე" დარიცხული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება არ არის გადავადებული.
შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 2017 წლის 16 აგვისტოს N------------ წერილის მიხედვით, შპს "ნ---ს" მიერ სარჩელის წარდგენა სასამართლოში არ მომხდარა.
ქუთაისის და თბილისის საქალაქო სასამართლოების 2017 წლის 9 აგვისტოს წერილების შესაბამისად, შპს "ნ---ს" მიერ ადმინისტრაციული სარჩელის წარდგენის თაობაზე, ინფორმაცია სასამართლოებში არ მოიპოვება და მოსარჩელე მხარედ ის არ ფიქსირდება. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის N---- წერილის თანახმად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოსთვის შპს "ნ---ს" 2016 წლის 12 დეკემბრის შემდეგ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სარჩელით არ მიუმართავს.
შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 7 აგვისტოს N------------ წერილის თანახმად, შპს "ნ---ს" მოთხოვნის დარიცხვიდან - 2016 წლის 12 დეკემბრიდან, 2017 წლის 3 აგვისტომდე პერიოდში დარიცხული გადასახადი ბიუჯეტში არ გადაუხდია.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენის მოტივაციას გ------- მ----ის საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამართლების თაობაზე, ვინაიდან ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ გ------- მ----ის მიერ ჩადენილი ქმედებით სახეზე იქნებოდა სსკ-ის 370-ე მუხლის დისპოზიცია - მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით სასამართლოში, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, რადგან მოცემულ საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადასტურებლად, რომლის მიხედვით,გ------- მ----ემ მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, მოწმის სახით დაკითხვისას ცრუ ჩვენება მისცა სასამართლოს , კერძოდ:
მოწმის სახით დაკითხულ ო---- ქ-----–--ის ჩვენების თანახმად, 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის დეკემბრამდე მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს აჭარის და გურიის სამმართველოს გამომძიებლად. როგორც ერთ-ერთი გამომძიებელი ჩართული იყო და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა ბ---–--- ფ--–-------–---–ის ბრალდების საქმეზე. მოწმედ დასაკითხად გამოიძახა გ------- მ----ე, რომელიც სიტყვიერი შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა სამმართველოში, თანხმობა განაცხადა ჩვენების მიცემაზე და გამოკითხვისას აბსოლუტურად საღი გონებით, თავისუფლად და დამაჯერებლად გადმოსცა საქმის ირგვლივ მისთვის ცნობილი გარემოებები. განმ-----ა, რომ სხვა პირისგან გადაიფორმა შპს "ნ---" და გახდა მისი დირექტორი, ახორციელებდა ხილ-ბოსტნეულის იმპორტს, მაგრამ იმის გამო, რომ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი თანხები არ გააჩნდა, დათანხმდა ბ---–--- ფ--–-------–---–ის შეთავაზებას და სამართავად მას გადასცა კომპანია. ამის შემდეგ ფ--–-------–---–ი ახორციელებდა საქონლის იმპორტს, ბუღალტრულ აღრიცხვას, ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას, განკარგავდა ფულად სახსრებს. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, მხეიზე გაეცნო ოქმს, შენიშვნა არ გამოუთქვამს და მასში ასახული გარემოებების სისწორე დაადასტურა ხელმოწერით.
მოწმის სახით დაკითხულ ფინანსთა სამინისტროს აჭარის და გურიის სამმართველოს გამომძიებელის ჯ--- ს---------ის ჩვენების თანახმად, იგი როგორც საგამოძიებო ჯგუფის წევრი იღებდა მონაწილეობას და ატარებდა საგამოძიებო მოქმედებებს ბ---–--- ფ--–-------–---–ის ბრალდების საქმეზე. მოწმედ დაკითხვის მიზნით გამოიძახა და დაკითხა გ------- მ----ე. ამ უკანასკნელმა ჩვენება მისცა საღ გონებაზე მყოფმა, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე და განმ-----ა, რომ მართალია, შპს "ნ---ს" დირექტორია, მაგრამ ფაქტიურად საზოგადოებას მართავს ბ---–--- ფ--–-------–---–ი, რომელიც პასუხისმგებელია როგორც საბაჟო გადასახდელებზე, ისე ბიუჯეტთან ანგარიშსწორებაზე. ფ--–-------–---–ი განსაზღვრავს სად უნდა მოხდეს საქონლის რეალიზაცია და მოგებასაც თავად იღებს, მ----ის ფუნქცია კი მხოლოდ დამხმარის როლია. გ------- მ----ემ ხელი მოაწერა გამოკითხვის ოქმს, რომელიც დაერთო საქმეს.
2016 წლის 13 დეკემბრის მოწმის გამოკითხვის ოქმის თანახმად, გამომძიებელმა ო---- ქ-----–--ემ ქ. ბ------–ი, აჭარის და გურიის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში 13:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე დროის შუალედში ბ---–--- ფ--–-------–---–ის ბრალდების საქმეზე მოწმის სახით გამოკითხა გ------- მ----ე. მოწმის განმ-----ებებით - 2015 წლის ნოემბერში მ------ გ----ისგან გადაიფორმა შპს "ნ---" და აღნიშნული კომპანიის სახელით ახდენდა თურქეთის რესპუბლიკიდან ხილ-ბოსტნეულის იმპორტს. უსახსრობის გამო მცირე რაოდენობით პროდუქციის შემოტანა შეძლო 2015 წლის ნოემბერ-დეკემბერში და ფაქტიურად აპირებდა საქმიანობის შეჩერებას, მაგრამ ამ დროს გაიცნო ბ---–--- ფ--–-------–---–ი, რომელიც დაკავებული იყო ხილ-ბოსტნეულის იმპორტით და რეალიზაციით ადგილობრივ ბაზარზე. შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებდნენ, საქმინობის განსახორციელებლად აუცილებელ სახსრებს ფ--–-------–---–ი გაიღებდა და კომპანიის მუშაობა არ შეჩერდებოდა. ამის შემდეგ ფ--–-------–---–ის მისცა მინდობილობა შპს "ნ---ს" სახელით ეწარმოებინა საქონლის იმპორტი და მასთან დაკავშირებული პროცედურები, განეხორციელებინა საბანკო ტრანზაქციები. 2015 წლის ბოლოდან ფ--–-------–---–ი შეუდგა საქმიანობას და 2016 წლის დეკემბრამდე შპს "ნ---ს" სახელით შემოიტანა დაახლოებით სამი მილიონი ლარის ღირებულების საქონელი, რომელიც მთლიანად იქნა რეალიზებული თბილისის ბაზრებზე. საბაჟო გაფორმებასთან დაკავშირებულ პროცედურებს ძირითადად ფ--–-------–---–ი აგვარებდა, ის ახდენდა საქონლის იმპორტის განხორციელების დროს წინასწარ დეკლარირებას შპს "ნ---ს" R---- გვერდზე.საქონლის რეალიზაციიდან მიღებული თანხები ირიცხებოდა მის ანგარიშებზე.
2017 წლის 1 მ-----ის მოწმის გამოკითხვის ოქმის თანახმად, გამომძიებელმა ჯ--- ს---------ემ ქ. ბ------–ი, აჭარის და გურიის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში ბ---–--- ფ--–-------–---–ის ბრალდების საქმეზე 18:00 სთ-დან 19:35 სთ-მდე დროის შუალედში მოწმის სახით გამოკითხა გ------- მ----ე. გ------- მ----ემ იგივე გარემოებები დაადასტურა, რაც წინა გამოკითხვისას. განმ-----ა, რომ მხოლოდ საქონლის რეალიზაციაში ეხმარებოდა ფ--–-------–---–ს, არასოდეს დაინტერესებულა ბუღალტრული ანგარიშების სისწორით. ბუღალტრულ აღრიცხვიანობის სისწორეზეც და ბიუჯეტთან ანგარიშსწორებაზეც პასუხისმგებელი იყო მხოლოდ ბ---–--- ფ--–-------–---–ი.
გამოკითხვის ორივე ოქმს ერთვის ხელით მინაწერი ტექსტი, რომლის თანახმად, გ------- მ----ე ადასტურებს, რომ ორივე ჩვენება მისი ნაკარნახევი სიტყვებითაა ჩაწერილი და სწორია.
სააპელაციო პალატა შესაბამისად ვერ გაზიარებს დაცვის მხარის აპელაციას მსჯავრდებულის საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, ვინაიდან ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლით და 185-ე მუხლით შერაცხული დანაშაულის ჩადენას. მსჯავრდებულსა და მის ადვოკატს მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე სრული შესაძლებლობა ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობის დაცვით წარმოედგინა მისი გამამართლებელი მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და გაებათილებინა ბრალდების მტკიცებულებები, თუმცა დაცვის მხარეს ამ უფლებით არ უსარგებლია. იგი შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი მოსაზრებებით, რაც გამყარებული არ არის შესაბამისი მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები; სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი გ------- მ----ის მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
აჭარის ა.რ. პროკურატურის პროკურორ დ----- ჭ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ გ------- მ----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ----- მ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ------- მ----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გ------- მ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ------- მ----ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს გ------- მ----ის მიმართ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 25,210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სრულად შთანთქოს მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- მ----ეს სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
გ------- მ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 4 სექტემბრიდან.
ნივთმტკიცებები - ბ-------ს საქალაქო სასამართლოში 2017 წლის 10 აგვისტოს ბ---–--- ფ--–-------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მიცემული ჩვენების აუდიო ჩანაწერი CD დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გორგოძე