განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100118002626046
საქმე № 1ბ/673-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ივნისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: მ------ ბ-------–---–ი.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: ა-–---------- მ------ე, დაბადების თარიღი: 1----–-–-------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლევი, მცხოვრები: თბილისი, ფ--–--–---–ის ქუჩა N-----.
ადვოკატები - ბ--------------–---–ი, ტ------–--------ე.
კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილი.
კვალიფიკაცია განაჩენის მიხედვით:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილი.
სასჯელი:
განაჩენთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა თბილისის ვ----საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------– ნ-–------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ა-–---------- მ------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა. აპელანტი მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იქნა ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვისგამომრიცხავი, სანდო და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რაც ადასტურებს ა-–---------- მ------ის ბრალეულიბას. მოწმეების მ----- ვ-–----ის, გ------- კ---------ის, შ----- ყ----–---–ის ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით, რომელთა სისწორეც დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა, ასევე ვედეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით სრულად დადასტურდა ა-–---------- მ------ის მიერ ზემოაღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. მოწმე გ-------– მ------ემ კი, ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მან არ იცის ვის ეკუთვნის მისი შვილის - ა-–---------- მ------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული იარაღი, თუმცა როგორც მისთვის რ--------- მ--------ისგან არის ცნობილი, იარაღის ამოღების შემდეგ ა-–---------- მ------ეს პოლიციელებისთვის უთქვამს, რომ იგი ეკუთვნოდა მას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტმა მოითხოვა ა-–---------- მ------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.
ზემოხსენებული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ასევე მსჯავრებულ ა-–---------- მ------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ბ--------------–---–მა და ო----- ხ----–--ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით აპელანტებმა მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის კვალიფიკაციის ნაწილში უცვლელად დატოვება, ამასთან, ა-–---------- მ------ისთვის დანიშნული სასჯელის შემცირება, იმ მოტივით რომ მან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლით წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, მოინანია ჩადენილი და განმარტა, რომ მას ცივი იარაღის ტარების განზრახვა არ ჰქონია, აჩუქა მეგობარმა და როგორც სუვენირი უნდა შეენახა სახლში, რა დროსაც დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. ამასთან, მიუხედავად იმისა რომ იგი წარსულში ნასამრთლევია, მას სურდა დაეწყო ახალი ცხოვრება. იგი პატიმრობის პერიოდში დაქორწინდა რ--------- ბ----------ესთან, თუმცა წინდაუხედაობის გამო კვლავ აღმოჩნდა ბრალდებულის სკამზე. ამიტომ მას უნდა მიეცეს შანსი ახლადშექმნილ ოჯახთან ერთად დაიწყოს ახალი ცხოვრება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტებმა მოითხოვეს ა-–---------- მ------ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემცირება და მისი პატიმრობიდან გათავისუფლება.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა ა-–---------- მ------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მხარი დაუჭირეს მათ მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს და ითხოვეს მათი დაკმაყოფილება. ამასთან, ითხოვეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ბრალდების მხარემ მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. ამასთან, ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სხვა ნაწილში უცვლელად დატოვება.
ბრალდების არსი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ა-–---------- მ------ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა: ძარცვა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისთვის; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა იმის მიერ, ვინც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის; ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის და ცივი იარაღის ტარებისთვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 22 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათზე, თბილისში, შ----–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ა-–---------- მ------ე ძალადობის გამოყენებით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა მ----- ვ-–----ის ოქროს ცეპსა და ჯვარს და ფულად თანხას 200 ლარის ოდენობით. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მ----- ვ-–----ეს მიადგა 3900 ლარის ქონებრივი ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის ნასამართლევი ა-–---------- მ------ე, 2018 წლის 24 ივნისს, ღამის საათებში, თბილისში, ზ------- ფ--–--–---–ის ქუჩა N-----, ბინა N---ში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა მის მიერვე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ, სროლისათვის ვარგის, ქარხნული წესით დამზადებულ, უცხოური წარმოების 5,6 მმ კალიბრის რევოლვერ „сobra-ს“ და საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნებულ ქარხნული წესით დამზადებულ 5,6 მმ კალიბრის გამოსაყენებლად ვარგის 4 (ოთხ) ცალ ვაზნას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის ნასამართლევი ა-–---------- მ------ე, 2018 წლის 23 ივნისს, ღამის საათებში, თბილისში, ქ------------------ N--, „დ--------------“, „------–---ის, მესამე სადარბაზოს, მეცხრე სართულზე უკანონოდ ატარებდა ცივ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ, ქარხნული წესით დამზადებულ მჩხვლეტავ-მჭრელ დანას.
სასამართლომ დაადგინა:
ა-–---------- მ------ემ ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის და ცივი იარაღის ტარებისთვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის ნასამართლევი ა-–---------- მ------ე 2018 წლის 23 ივნისს, ღამის საათებში, დაკავებული იქნა თბილისში, ქ---------ის ქუჩა N--, „-----------------------–---ის მესამე სადარბაზოს მეცხრე სართულზე, რა დროსაც უკანონოდ ატარებდა ცივ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ, ქარხნული წესით დამზადებულ, მჩხვლეტავ-მჭრელ დანას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 მარტის განაჩენით ა-–---------- მ------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
ა-–---------- მ------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
ა-–---------- მ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ა-–---------- მ------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 მაისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 მაისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-–---------- მ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბრალდებულმა ა-–---------- მ------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2018 წლის 22 ივნისს, ა-–---------- ბ-----–---–თან ერთად შ----–ის ქუჩაზე შეხვდა მ----- ვ-–----ეს. აღნიშნული პირები სასაუბროდ გავიდნენ ცალკე, თავად კი გაჩერდა მათგან საკმაოდ მოშორებით და მათ საუბარში არ ჩარეულა. მას დაზარალებულისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არც ძარცვა ჩაუდენია. შ----–ის ქუჩაზე ყოფნისას, ცივი იარაღი არ ჰქონია, ხოლო ვიდეოჩანაწერში მის ხელში არსებული ნივთი, რომელიც თითქოსდა ირეკლავს სინათლეს, სავარაუდოდ არის მობილური ტელეფონი ე.წ. „ნიკელის ნოკია“, რაც ამოღებულ იქნა მისი პირადი ჩხრეკისას. 2018 წლის 24 ივნისს, ფ--–--–---–ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც მამის - გ-------– მ------ის საძინებელი ოთახის კარადიდან ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი. მან პოლიციის თანამშრომლებს უთხრა, რომ აღნიშნული იარაღი ეკუთვნოდა მას. ეს გააკეთა იმიტომ, რომ ოჯახის წევრებისათვის პრობლემები აერიდებინა თავიდან, რათა არ დაეკავებინათ რომელიმე მათგანი. მანვე განმარტა, რომ ბებიის ძმამ გ-------– მ------ეს აჩუქა აფხაზეთიდან ჩამოტანილი იარაღი, რაც ინახებოდა მათ ოჯახში. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ იგი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა ქ---------ის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში და არა ფ--–--–---–ის ქუჩაზე. მანვე განმარტა, რომ 2018 წლის 23 ივნისს, მანქანიდან აიღო მეგობრის ნაჩუქარი დიდი ზომის დანა, მოათავსა შარვლის უბეში და მიჰქონდა სახლში, რა დროსაც საცხოვრებელი სადარბაზოს მე-9 სართულზე დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც ადგილზე ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა და ამოიღეს ზემოხსენებული დანა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
დაზარალებულ მ----- ვ-–----ის ჩვენებით დასტურდება, რომ დაახლოებით ოთხი წელია იცნობს ა-–---------- ბ-----–---–ს, რომელთანაც ჰქონდა საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა, რაც მოგვიანებით გადაიზარდა მტრობაში. ამის მიზეზი კი იყო ის, რომ მან ა-–---------- ბ-----–---–ს მიჰყიდა „ლექსუსის“ ფირმის ავტომანქანა, თუმცა ეს უკანასკნელი არ აძლევდა მანქანის საფასურს. 2018 წლის 22 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათზე მან ვ---ში, შ----–ის ქუჩაზე მდებარე თავის საცხოვრებელ კორპუსთან გააჩერა ავტომანქანა და გადავიდა. მოულოდნელად მასთან მივიდნენ ა-–---------- მ------ე და ა-–---------- ბ-----–---–ი, რომელმაც თავში წამოარტყა ხელი, ა-–---------- მ------ემ კი, დანა დაადო ზურგზე. ამის შემდეგ მათ ორივე მხრიდან გაუკეთეს ხელმკლავი და სცადეს ჩაეტენათ მანქანაში, თუმცა ვერ შეძლეს, ვინაიდან იგი უწევდა წინააღმდეგობას. ამის შემდეგ იგი შეიყვანეს იქვე მდებარე ჩიხში, სადაც ა-–---------- მ------ე და ა-–---------- ბ-----–---–ი დაახლოებით ხუთ პირთან ერთად, რომელთა შორის იყო მ-------- ფ--------ეც, გაუსწორდნენ ფიზიკურად, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ცემეს. ა-–---------- მ------ემ კი ძირს დავარდნილს წაართვა ოქროს ცეპი ჯვართან ერთად, ამოუტრიალა ჯიბეები, ამოაცალა მობილური ტელეფონი, მანქანის გასაღები და დაახლოებით 200 ლარამდე ფულადი თანხა. იმ დროს, როდესაც ხსენებული პირები მასზე ახორციელებდნენ ფიზიკურ ძალადობას, დაახლოებით ათი ახალგაზრდა ისე იყო განლაგებული, რომ ქუჩაში მოძრავ ადამიანებს არ დაენახათ კონფლიქტი. მას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ყველა იქ მყოფი, თუმცა განსაკუთრებით აქტიურობდა ა-–---------- ბ-----–---–ი. ა-–---------- მ------ეს კი, რომელმაც ერთი-ორჯერ შემოარტყა ხელი, ხელში ეკავა დაახლოებით 15 სმ სიგრძის ვერცხლისფერი, გასაშლელი დანა და ემუქრებოდა. დაზარალებულის განმარტებით, ოქროს ცეპის და ჯვრის ღირებულება დაახლოებით 1000-1500 აშშ დოლარს შეადგენდა. ძალადობის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო იგი იმყოფებოდა კლინიკაში და ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზაც.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 24 ივნისს, 03:25-04:15 საათზე, ჩატარდა მოწმე მ----- ვ-–----ის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციის შემოწმება, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მიუთითა თბილისში, შ----–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე და აღნიშნა, რომ ამ ადგილას გადავიდა ავტომანქანიდან, რა დროსაც მასთან მივიდნენ ა-–---------- ბ-----–---–ი და ა-–---------- მ------ე, რომელმაც ზურგის არეში მიადო დანა. შემდეგ შეიყვანეს შ----–---------------ის მიმდებარედ არსებულ ჩიხში, სადაც მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ურტყამდნენ სახისა და მუცლის არეში, შემდეგ კი დააგდეს ძირს, რა დროსაც ა-–---------- მ------ემ ყელიდან ჩამოგლიჯა ოქროს ცეპი ჯვართან ერთად და ჯიბიდან ამოაცალა ფულადი თანხა 200 ლარის ოდენობით. ამის შემდეგ ხსენებულმა პირებმა დატოვეს შემთხვევის ადგილი.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით დათვალიერდა თბილისში, შ----–---------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის გარე ფასადზე დამონტაჟებული ვიდეო სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი, რომელიც ასახავს 2018 წლის 22 ივნისის 20:30 საათიდან 21:40 საათამდე დროის მონაკვეთს. 20:30 საათიდან კადრში ჩნდებიან ა-–---------- ბ-----–---–ი, ა-–---------- მ------ე და გამოძიებით დაუდგენელი რამდენიმე პირი, რომლებიც საუბრობენ. 21:07:00 საათზე მ----- ვ-–----ე მიემართება საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსკენ, რა დროსაც ა-–---------- ბ-----–---–ი და ა-–---------- მ------ე უახლოვდებიან მას და ორივე მხრიდან უკეთებენ ხელმკლავს. 21:07:27 საათზე ა-–-ბ-----–---–ი დაზარალებულს თავის არეში ურტყამს ხელს და იგი ხელის კვრით მიჰყავთ იქვე მდებარე ჩიხისკენ, რის შემდეგაც გარკვეული პერიოდი კადრში აღარ ჩანან. 21:14:18 საათზე კადრში ჩნდება მ----- ვ-–----ე, რომელიც შედის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში. ვიდეოჩანაწერში ასევე ჩანს, რომ ა-–---------- მ------ის ხელში ფიქსირდება რაღაც ნივთი, თუმცა შეუძლებელია მისი გარჩევა. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა განმარტა, რომ აღნიშნული არის დანა, ხოლო თავად ა-–---------- მ------ემ განაცხადა, რომ ეს არის „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ამოიღეს მისი პირადი ჩხრეკისას. დაზარალებულმა ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ მას ა-–---------- მ------ემ დანა მიადო ზურგის არეში, თუმცა ა-–---------- მ------ის ხელის დაზარალებულის ზურგის მიმართულებით მოძრაობა ჩანაწერში არ ფიქსირდება.
სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 აგვისტოს ექსპერტის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ:
▪ როგორც ირკვევა შპს „--------------–-----------–------------------------------–------- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №-----დან, მ----- ვ-–----ემ აღნიშნულ კლინიკას მიმართა 2018 წლის 24 ივნისს 05:10 საათზე, სადაც დაესვა დიაგნოზი, მარცხენა ლოყის ლორწოვანის ჭრილობა.
▪ 2018 წლის 25 ივნისს, მ----- ვ-–----ეს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების (მარჯვენა თვალბუდის ორივე ქუთუთოზე, მარცხენა მხრის შუამესამედში), ნაჭდევის (მარჯვენა მხრის სახსრის უკანა ზედაპირზე) და ერთი ზედაპირული უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით (მარცხენა ლოყის ლორწოვანზე).
▪ დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---–----- ტ------–---–მა.
თბილისის ვ----საბურთალოს სამმართველოს პ------–------------–---- უბნის ინსპექტორ-გამომძიებლმა, მოწმე შ----- ყ----–---–მა ჩვენების მიცემისას დაადასტურა 2018 წლის 23 ივნისს მის მიერ შედგენილი პატაკის სისწორე. აღნიშნული პატაკით კი, ირკვევა, რომ მ----- ვ-–----ის მიერ დასახელებული პირებიდან - ა-–---------- მ------ე, ა-–---------- ბ-----–---–ი და მ-------- ფ--------ე, ერთ-ერთი თავის საცხოვრებელ ბინაში უნდა ინახავდეს მ----- ვ-–----ისგან დანაშაულებრივი გზით დაუფლებულ ოქროს ცეპს და ჯვარს. ამასთან, ა-–---------- მ------ე უნდა იმყოფებოდეს თბილისში, ქ---------ის ქუჩა N--, „-----------------------–---ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 23 ივნისს, 23:47 საათზე, თბილისში, ქ------------------ N--, „დ----------------------–---ში დაკავებული იქნა ა-–---------- მ------ე, რომელსაც 23:49-00:05 საათზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ქაღალდში გახვეული, მომწვანო-მოყავისფრო, სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასა. ჯინსის შარვლის წინა მხარეს უბიდან ამოღებული იქნა შავი ფერის ტარისა და პირის მქონე დანა ქარქაშით, დანის ტარზე წარწერით „Glock“, ხოლო პირზე წარწერით „Made in AUSTIA Glock 78“, მარცხენა ხელის მაჯიდან მოხსნილი იქნა შავი ფერის ,,MAURI CE LACROIX“ ფირმის მაჯის საათი. ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა „NOKIA-ს“ ფირმის მობილური ტელეფონი. ჩხრეკის შედეგად ასევე ამოღებული იქნა შავი ფერის ქამარი, თეთრი ფერის ცხვირსახოცი და შავი ფერის თოკზე დაკიდებული მრგვალი ფორმის ჯვრიანი მეტალის ხატი. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით.
აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების და ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გ------- კ---------ემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 24 ივნისის ექსპერტის N-----–- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი, საგამოძიებო მოქმედების, ა-–---------- მ------ის პირადი ჩხრეკისას, ჯინსის შარვლის წინა მხარეს უბიდან ამოღებული შავი ფერის ტარისა და პირის მქონე დანა ქარქაშით, დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ---- კ--–------მ.
ბინის ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 24 ივნისს, 01:30-02:50 საათზე ჩატარდა თბილისში, ზ------- ფ--–--–---–ის ქუჩა N-----, ბინა N---ში მდებარე ა-–---------- მ------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც საძინებელ ოთახში განთავსებული ტანსაცმლის კარადიდან ამოღებული იქნა ხის ტარის მქონე მომცრო ზომის პისტოლეტი წარწერით „COBRA“, „-------, რომელსაც აქვს ბარაბანი, მასში მოთავსებული ოთხი ცალი ვაზნით. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით.
უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, მოწმე დ----- გ-------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი იმყოფებოდა თანამშრომლებთან ერთად, რა დროსაც დაინახა რომ ა-–---------- მ------ე შევიდა ქ---------ის ქუჩაზე მდებარე კორპუსში, რომლის ერთ-ერთ სართულზე მათ მიერ დაკავებული იქნა ეს უკანასკნელი. ა-–---------- მ------ეს ადგილზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც სხვა ნივთებთან ერთად ამოღებულ იქნა შავი ფერის ქარქაშიანი დანა, რაც დაილუქა სათანადო წესით. დაკავებულს დანასთან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებია. ა-–---------- მ------ის ბინის ჩხრეკისას კი, საძინებელი ოთახის კარადიდან ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები, რაც ასევე დაილუქა სათანადო წესით. ბინის ჩხრეკას ესწრებოდა ა-–---------- მ------ის ბებია, რომლის თანდასწრებით ბრალდებულმა განმარტა, რომ იარაღი ეკუთვნოდა მას. მოწმემ ასევე დაადასტურა ა-–---------- მ------ის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმში, ასევე ბინის ჩხრეკის ოქმში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 24 ივნისის ექსპერტის N------ დასკვნით დასტურდება, რომ:
▪ ექსპერტიზაზე წარდგენილი, ქარხნული წესით დამზადებული, უცხოური წარმოების 5,6 მმ (2---) კალიბრის, უნომრო რევოლვერი „сobra“ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის 5,6 მმ კალიბრის რგოლური აალების ვაზნებით (------.
▪ ქარხნული წესით დამზადებული, 5,6 მმ (----- კალიბრის რგოლური აალების 4 (ოთხი) ცალი ვაზნა განკუთვნილია ამავე კალიბრის პისტოლეტების, რევოლვერების, კარაბინების, შაშხანების და კომბინირებული თოფების დიდი ჯგუფისათვის. ოთხივე ვაზნა ვარგისია გამოსაყენებლად დანიშნულებისამებრ და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.
ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ-------- ც-----ემ.
მოწმე რ--------- მ--------ის ჩვენებით ირკვევა, რომ ა-–---------- მ------ე არის მისი შვილიშვილი. იგი ქალიშვილთან - თ-- მ--------ესთან, ამ უკანასკნელის მეუღლესთან - გ-------– მ------ესთან და მათ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს თბილისში, ფ--–--–---–ის ქუჩა N-----, ბინა N---ში. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, კერძოდ 2018 წლის მარტიდან, ა-–---------- მ------ე მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა ქ---------ის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში და ხანდახან მიდიოდა მათთან. 2018 წლის 24 ივნისს, მათ ბინაში კანონის სრული დაცვით ჩატარდა ჩხრეკა, რასაც ესწრებოდა თავად, რა დროსაც მისი ქალიშვილის და სიძის საძინებელი ოთახის კარადიდან ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი, რაც ადგილზე დაილუქა გამომძიებლის მიერ. მან ჩხრეკის ოქმს და ლუქს მოაწერა ხელი. პოლიციის თანამშრომლების მიერ იარაღის ამოღებით ა-–---------- მ------ე იყო გაკვირვებული, თუმცა თქვა, რომ პისტოლეტი მას ეკუთვნოდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი, სახლში ინახებოდა სიძის - გ-------– მ------ის ბიძის, აფხაზეთის ომის მონაწილის მიერ მიტანილი, უვარგისი ცეცხლსასროლი იარაღი. თუმცა მისთვის უცნობია 2018 წლის 24 ივნისს, პოლიციის თანამშრომლების მიერ ეს იარაღი იქნა თუ არა ამოღებული. მანვე განმარტა, რომ ბინის ჩხრეკისას გ-------– მ------ე იმყოფებოდა მცხეთაში.
მოწმე თ-- მ--------ის ჩვენებით დასტურდება, რომ მეუღლესთან - გ-------– მ------ესთან, ქალიშვილთან და დედასთან - რ--------- მ--------ესთან ერთად ცხოვრობს თბილისში, ფ--–--–---–ის ქუჩა N-----, ბინა N---ში. იგი უფრო ხშირად იმყოფება მეუღლესთან ერთად მცხეთაში. მისი შვილი - ა-–---------- მ------ე, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, 2018 წლის მარტის თვიდან მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა საბურთალოზე მდებარე ნაქირავებ ბინაში და იშვიათად სტუმრობდა მათ. მოწმემ ასევე განმარტა, რომ 2018 წლის 24 ივნისს იმყოფებოდა შვეიცარიაში, სადაც შეიტყო, რომ ა-–---------- მ------ე დაუკავებიათ. მისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ მისი შვილის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა დანა, ხოლო მათი ბინის ჩხრეკისას - ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის წარმომავლობა მისთვის უცნობია. მისთვის ცნობილია, რომ მისი დედამთილის ძმის კუთვნილი იარაღი ინახებოდა მათ სახლში, თუმცა რა ბედი ეწია იმ იარაღს არ იცის და არც იმის დადასტურება შეუძლია, აღნიშნული იარაღი იქნა თუ არა ჩხრეკის დროს ამოღებული. როგორც მისთვის არის ცნობილი, ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებული იქნა მისი და მისი მეუღლის საძინებელი ოთახის კარადიდან, თუმცა მას კარადაში იარაღი არასდროს უნახავს.
სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული იქნა, მოწმე გ-------– მ------ის 2018 წლის 04 სექტემბრის გამოკითხვის ოქმი, რომლითაც ირკვევა, რომ იგი განქორწინებულია ყოფილ მეუღლესთან - თ-- მ--------ესთან, ამიტომ მარტო ცხოვრობს ქ--–-----–---------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. მისი შვილი ა-–---------- მ------ე ბებიასთან - რ--------- მ--------ესთან და დედასთან - თ-- მ--------ესთან ერთად ცხოვრობს თბილისში, ფ--–--–---–ის ქუჩა N------ში. 2018 წლის ივნისში, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, მან შეიტყო, რომ ა-–---------- მ------ე დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის, რომელიც პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს ზემოხსენებული ბინის ჩხრეკისას. მისთვის უცნობია საიდან ჰქონდა მის შვილს იარაღი. როგორც რ--------- მ--------ისგან შეიტყო, ბინის ჩხრეკას უშუალოდ ესწრებოდა ა-–---------- მ------ე, რომელსაც პოლიციის თანამშრომლებისთვის უთქვამს, რომ იარაღი მას ეკუთვნოდა. მისთვის ცნობილი არ არის საიდან ჰქონდა, ან რა მოდელის და სისტემის იარაღი ჰქონდა ა-–---------- მ------ეს. მისივე ჩვენებით იგი არ ცხოვრობს ა-–---------- მ------ესთან ერთად და არც პირად ნივთებს ინახავს მის საცხოვრებელ სახლში. ამოღებული იარაღი მას არ ეკუთვნის და არც იმ სახლში შეუნახავს. მომხდართან დაკავშირებით იგი ესაუბრა ყოფილ მეუღლეს თ-- მ--------ეს, თუმცა არც ამ უკანასკნელმა იცის რამე ცეცხლსასროლი იარაღის წარმომავლობის შესახებ. არც მას და არც თ-- მ--------ეს ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც საძინებელი ოთახის კარადიდან იქნა ამოღებული ნანახი არ ჰქონდათ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა შეთანხმებით, ბრალდების მხარის ყველა სხვა მტკიცებულებას, აგრეთვე დაცვის მხარის მტკიცებულებებს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 მაისის განაჩენით ა-–---------- მ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ა-–---------- მ------ეს საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 გამოყენებით, ა-–---------- მ------ეს, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 (სამი) წელი.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 მარტის განაჩენი, გასაჩივრებულია ბრალდების მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში, ხოლო დაცვის მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდებასთან მიმართებით მხოლოდ სასჯელის ნაწილში, შესაბამისად ზემოხსენებულ განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ა-–---------- მ------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იმსჯელებს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის შესახებ, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა-–---------- მ------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით. პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის პოზიცია არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლი დასჯად ქმედებად მიიჩნევს ძარცვას, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. დამატებითი ობიექტია ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა, ვინაიდან ძარცვას შეიძლება ახლდეს ისეთი ძალადობა, რაც საშიში არ არის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ძარცვის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს აშკარად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. დანაშაულის აშკარა ხასიათი გულისხმობს ნივთის დაუფლებას თვალნათლივ, როგორც მესაკუთრისათვის, მფლობელის ან მოსარგებლისათვის, ასევე სხვა ადამიანებისთვისაც. ძარცვა მატერიალური შემადგენლობისაა და იგი დამთავრებულია ქონების ფაქტობრივი დაუფლების მომენტიდან, როდესაც დამნაშავეს აქვს ფაქტობრივი შესაძლებლობა განკარგოს დაუფლებული ქონება. მაკვალიფიცირებელ გარემოებებს წარმოადგენს მნიშვნელოვანი ზიანი და ქმედების ჩადენა ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის.
პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ა-–---------- მ------ის მიერ ძარცვის ჩადენას. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა მ----- ვ-–----ემ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს ა-–---------- მ------ე აშარად დაეუფლა მის ოქროს ცეპს, ჯვარს, ფულად თანხას და მობილურ ტელეფონს, თუმცა დაზარალებულ მ----- ვ-–----ის ჩვენება არ არის გამყარებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებით. არცერთი მოწმე, წერილობითი მტკიცებულება ან ვიდეოჩანაწერი არათუ პირდაპირ, ირიბადაც კი არ ადასტურებს ა-–---------- მ------ის მიერ მ----- ვ-–----ის ძარცვის ფაქტს. გარდა ამისა აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ა-–---------- ბ-----–---–ის ჩვენებით და უდავოდ მიჩნეული დაცვის მხარის მოწმეების დ--- კ----–--ს, გ------- დ-------–--ს,-------- დ------–-–---–ის და მ----- ლ------–---–ის გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ 2018 წლის 22 ივნისს, თბილისში, შ----–---------------თან მდებარე ჩიხში კონფლიქტი მიმდინარეობდა ა-–---------- ბ-----–---–ს და მ----- ვ-–----ეს შორის, ხოლო ა-–---------- მ------ე იდგა მოშორებით და არ ერეოდა კამათში. მათ ა-–---------- მ------ის ხელში მობილური ტელეფონის გარდა სხვა ნივთი არ დაუნახავთ, რაც სრულად ემთხვევა ა-–---------- მ------ის ჩვენებას. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემთხვევის ადგილზე განთავსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერის დათვალიერებისას ა-–---------- მ------ის მიერ ძალადობის გამოყენებით მ----- ვ-–----ის ძარცვის ფაქტი არ დაფიქსირებულა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ მხოლოდ დაზარალებულ მ----- ვ-–----ის ჩვენება, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ამ ნაწილში ა-–---------- მ------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29 და 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლი დასჯად ქმედებად მიიჩნევს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას და შენახვას. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს ,,იარაღის შესახებ‘‘ კანონის მოთხოვნათა დარღვევით მის მოპოვებას, რაც გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ, მის ყიდვაში, სხვა ნივთში გაცვლაში, ვალში ჩათვლაში, ნაჩუქარის მიღებაში, ნაპოვნის დაუფლებაში და ა.შ. აღნიშნული დანაშაული დამთავრებულად ითვლება, როდესაც პირს ეძლევა იარაღის განკარგვის შესაძლებლობა. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა გულისხმობს მისთვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არ აქვს, თუმცა მისი სურვილის შესაბამისად შეუძლია იარაღი გამოიყენოს მაშინ, როდესაც დასჭირდება. შენახვა შეიძლება განხორციელდეს საცხოვრებელ ბინაში, სარდაფში, ეზოში და ა.შ. მის ხანგრძლივობას ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს.
,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ტ‘‘ პუნქტის მიხედვით, იარაღის ბრუნვას განეკუთვნება იარაღის რეგისტრაცია, შეძენა, შენახვა და ტარება, ხოლო, ამავე მუხლის ,,ფ‘‘ პუნქტის თანახმად, იარაღის მესაკუთრეა პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება.
,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონი ასევე განსაზღვრავს იარაღის სახეებს, არეგულირებს იარაღის ბრუნვასთან და მასზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, იარაღის ბრუნვის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,ა‘‘ პუნქტის თანახმად, ტერმინში ,,იარაღი‘‘ იგულისხმება მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, ან სიგნალის მისაწოდებლად. ამავე მუხლის ,,ბ‘‘ პუნქტის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღი არის იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად.
მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2018 წლის 24 ივნისს თბილისში, ზ------- ფ--–--–---–ის ქუჩა N-----, ბინა N----ში მდებარე საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი, ქარხნული წესით დამზადებული, უცხოური უნომრო რევოლვერი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის 5,6 მმ კალიბრის რგოლური აალების ვაზნებით (------, ხოლო ქარხნული წესით დამზადებული, 5,6 მმ (----- კალიბრის რგოლური აალების 4 (ოთხი) ცალი ვაზნა განკუთვნილია ამავე კალიბრის პისტოლეტების, რევოლვერების, კარაბინების, შაშხანების და კომბინირებული თოფების დიდი ჯგუფისათვის. ამავე დასკვნით, ოთხივე ვაზნა ვარგისია გამოსაყენებლად დანიშნულებისამებრ და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. ხსენებული ბინიდან ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ამოღების ფაქტი ასევე დადასტურებულია, მოწმეთა ჩვენებებით, ა-–---------- მ------ის ჩვენებით და ბინის ჩხრეკის ოქმით, თუმცა პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღის ა-–---------- მ------ისადმი კუთვნილება. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილ იქნა, რომ ა-–---------- მ------ე მეუღლესთან ერთად ცხოვრობს სხვა მისამართზე და მითითებულ ბინაში იშვიათად მიდიოდა სტუმრად. ამასთან, ოთახი საიდანაც ამოღებული იქნა იარაღი, წარმოადგენს თ-- მ--------ის საძინებელ ოთახს. მხოლოდ იარაღის ამოღება ვერ იქნება მიჩნეული ამ ნაწილში ა-–---------- მ------ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა განმარტებით მათ სახლში ინახებოდა აფხაზეთის ომის მონაწილე ბიძის იარაღი, თუმცა მათთვის უცნობია ის იარაღი იქნა თუ არა ამოღებული პოლიციის თანამშრომლების მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის N294აპ-15 განაჩენით მსჯავრდებული რ. ა-ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა). საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „...ბრალდების მხარემ კი ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ამოღებული იარაღი შეიძინა და შეინახა რ. ა-მა. ბრალდების მხარემ ასევე ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს ეჭვს შეატანინებდა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებში, რომ სახლში (საიდანაც ამოიღეს იარაღი და საბრძოლო მასალა) რ. ა-ს გარდა კიდევ სხვა პირებიც ცხოვრობდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნა რომ ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა შეიძინა და შეინახა რ.ა-მა, არის მხოლოდ ვარაუდი, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს...“.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს არ ჰქონდა შესაძლებლობა უშუალოდ მოესმინა მოწმე გ-------– მ------ის ჩვენება (მისი სასამართლოში წარმოდგენა ვერ მოხერხდა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო და საჯაროდ იქნა წაკითხული გამოძიებაში მიცემული ჩვენებები) და უშუალოდ შეეფასებინა მისი ქცევა, აგრეთვე მოვლენათა მის მიერ აღწერილი ვერსიის საიმედოობა.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს, რომ „ყოველი ადამიანი,... მისთვის წარდგენილისისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამოკვლევისას, აღჭურვილია ... მისი საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით...“ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ყოველ ბრალდებულს აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები: ... დ) დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები...“
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ა-–---------- მ------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (მაგალითისთვის იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ. 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).
პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ა-–---------- მ------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის ბრალდებასთან მიმართებით ა-–---------- მ------ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ აღიარებს ჩადენილს.
ა-–---------- მ------ის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ მას განზრახი დანაშაულის ჩადენა ბრალად ედება პირობით გამოსაცდელ ვადაში.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება (იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ) და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ (ამ ნაწილში აღიარა დანაშაული) და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით. პალატა თვლის, რომ ა-–---------- მ------ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. დაცვის მხარეს კი სააპელაციო პალატისთვის მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას ემსჯელა ა-–---------- მ------ისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებაზე დამატებით არ წარმოუდგენია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისიწნებით კი, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის შემცირების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის ვ----საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------– ნ-–------ის, მსჯავრდებულ ა-–---------- მ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ბ--------------–---–ის და მსჯავრდებულ ა-–---------- მ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ო----- ხ----–--ის სააპელაციო საჩივარები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 მარტის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში ასევე სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
ა-–---------- მ------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნედლი მარიხუანა და დანა ქარქაშით - განადგურდეს.
ა-–---------- მ------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საათი, მობილური ტელეფონი, ქამარი, ცხვირსახოცი და ხატი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ა-–---------- მ------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და 2 (ორი) ცალი ვაზნა - გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
ცეცხლსასროლი იარაღიდან ამოღებული ანაწმენდები, ავტომანქანის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის ნიმუში, ანაწმენდები და მიკრონაწილაკები, ა-–---------- მ------ის ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ვიდეოჩანაწერი და ავტომანქანის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ავტომანქანა - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ვ----საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------– ნ-–------ის, მსჯავრდებულ ა-–---------- მ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ბ--------------–---–ის და მსჯავრდებულ ა-–---------- მ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ო----- ხ----–--ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 მარტის განაჩენი ა-–---------- მ------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ა-–---------- მ------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ა-–---------- მ------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ა-–---------- მ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ა-–---------- მ------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 04 მაისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 მაისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-–---------- მ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
ა-–---------- მ------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 23 ივნისიდან.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
ა-–---------- მ------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნედლი მარიხუანა და დანა ქარქაშით - განადგურდეს.
ა-–---------- მ------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საათი, მობილური ტელეფონი, ქამარი, ცხვირსახოცი და ხატი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ა-–---------- მ------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და 2 (ორი) ცალი ვაზნა - გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
ცეცხლსასროლი იარაღიდან ამოღებული ანაწმენდები, ავტომანქანის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის ნიმუში, ანაწმენდები და მიკრონაწილაკები, ა-–---------- მ------ის ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ვიდეოჩანაწერი და ავტომანქანის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ავტომანქანა - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
გოჩა ჯეირანაშვილი