განაჩენი

სისხლის სამართლის 17.07.2019
საქმის ნომერი
190100119002904979
ინსტანცია
თარიღი
17.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100119002904979

საქმე №1ბ/1021-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

17 ივლისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ------------–--------–---ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქის, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: გ---------------------------–------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 ივნისის განაჩენით:

 

მ--------–---- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით მ--------–---მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

გ----------------------------–-----------ში მცხოვრები გ----------–---- 35 წლის განმავლობაში იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში მ---------–-----ან. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ოთხი წლის მანძილზე ისინი განქორწინებულები არიან, განაგრძობდნენ ერთად ცხოვრებას გ--------------------------–-----------ში მდებარე მ--------–----ს საცხოვრებელ ბინაში, რის გამოც მ--------–---ს ხშირად ჰქონდა კონფლიქტი ყოფილ მეუღლესთან და სთხოვდა სახლიდან წასვლას. 2019 წლის 5 მარტს დაახლოებით 11:00 საათზე, როცა გ----------–---- იმყოფებოდა მეზობელთან, მ----------------სთან სახლში, კვლავ მოხდა ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კამათი მ--------–---სა და გ----------–---ს შორის, რა დროსაც მ--------–---მა ყოფილ მეუღლეს ხელისა და ფეხის რამდენიმე დარტყმით სხეულის სხვადასხვა ნაწილში მიაყენა ფიზიკური დაზიანება, რის შედეგადაც გ----------–----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისისს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-----------------ემ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისისს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მ--------–----ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარემ დაზარალებულად ცნობის დადგენილება უდავოდ გახადა, ესე იგი აღიარა, რომ გ----------–---- არის დაზარალებული სწორედ იმ გარემოებებში, რაც დადგენილებაშია აღნიშნული. გაურკვეველია სასამართლოს მხრიდან რატომ არ იქნა გაზიარებული საქმეზე გამოკითხული მოწმეების, - ს-----------–----------------–--------------ს ჩვენებები, რომლებმაც დაადასტურეს დაზარალებულის მიერ მიცემული ჩვენებები და შემაკავებელ ორდერში მითითებული გარემოებები. სასამართლოს ასევე უნდა გაეზიარებინა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. ასევე არ არის სწორი სამართლებრივი შეფასება მიცემული საქმეზე მოწმის სახით დაკითხული გ---------------ის ჩვენებისთვის რადგან გარდა იმისა, რომ მან დაადასტურა გამოძიების დროს მიცემული ჩვენება, - მ--------–----ს მიერ გ----------–----სათვის ფიზიკური შეურაცყოფის ფაქტი, ასევე დაადასტურა მათ შორის მომხდარი კონფლიქტი, თუმცა განაჩენში მითითებულია, რომ იგი არ არის კონფლიქტის შემსწრე.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 ივნისის განაჩენი მ--------–----ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 ივნისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რადგან საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ---------–---ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

სასამართლო პალატა, აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას, დაზარალებულებმა გ----------–----მ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

საქმის არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაიკითხა, გარდაბნის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი, - ს-----------–---, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 5 მარტს შსს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში შესული გ----------–----ს შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, ოჯახური ძალადობის ფაქტზე. აღნიშნული საქმის ფარგლებში გამოიკითხა დაზარალებული გ----------–----, რომელმაც განმარტა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა კერძოდ, დაარტყა სახის არეში. მოწმის განმარტებით გამოკითხვისას გ----------–----ს თვალის მიდამოსთან აღენიშნებოდა სილურჯე. გამოკითხვის შემდეგ დაზარალებული გადაყვანილი იქნა ექსპერტიზაზე. მოწმის განმარტებით საქმის ფარგლებში გამოკითხული ჰყავს ასევე მ---------------- მის სახლში, რადგან მ---------------- მოხუცია და ჰქონდა მხედველობის პრობლემა (თვალზე ჰქონდა გაკეთებული ოპერაცია).

 

მოწმის სახით დაკითხულმა, გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ნ-----–--------------მ განმარტა, რომ 2019 წლის 5 მარტს შსს გარდაბნის რაიონულ სამმართველოს განაცხადებით მიმართა გ----------–----მ, რომლის თანახმადაც, მისმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულ ფაქტზე გამოიკითხა გ----------–----, მ--------–---ას მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი და ს-----------–--ის მიერ დაკავებული იქნა მ--------–----. მოწმის განმარტებით, როგორც მისთვის ცნობილია მეუღლეებს აქვთ სახლზე, ქონებრივი დავა და ამის გამო, მ--------–---- მეუღლეზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა, აგინებდა მას და აგდებდა სახლიდან.

 

გასვლით სხდომაზე, მოწმის სახით დაიკითხულმა მ----------------მ განმარტა, რომ 2019 წლის 5 მარტს, მასთან სახლში სტუმრად მივიდა ქალბატონი გ----------–----, რომელსაც მალევე მიჰყვა მისი მეუღლე მ--------–----, გ----------–----ს და მ--------–---ს მის სახლში მოუვიდათ ჩხუბი, რის გამოც ისინი გაისტუმრა სახლიდან. მოწმის განმარტებით, მას აქვს მხედველობის და სმენის პრობლემა, რის გამოც ვერ გაარჩია მეუღლეებს შორის მომხდარი ჩხუბის მიზეზი და არ დაუნახავს მ--------–----ს მიერ გ----------–----სთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. პროკურორის მიერ გამოქვეყნებული იქნა მოწმის გამოკითხვის ოქმი, რომლის ნამდვილობაც მ----------------მ დაადასტურა, თუმცა ადვოკატის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, დაინახა თუ არა როგორ დაარტყა მ--------–---მა გ----------–----ს უპასუხა, რომ ფიზიკურად შეხების ფაქტი არ დაუნახავს, ვინაიდან იყო ცუდად, ჰქონდა მხედველობის პრობლემა და უჭირდა ნანახის გარჩევა.

 

ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, მოქ. გ----------–----ს 05.03.19 წ. ობიექტური შემოწმებით სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება.

 

მ--------–---მა წარდგენილ ბრალდებაში არ სცნო თავი დამნაშავედ და ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით.

 

საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტის თანახმად მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ოჯახში ძალადობის საქმეზე მოწმედ შესაძლოა გამოვიდნენ ოჯახის წევრები, რომლებიც ფაქტის უშუალო თვითმხილველები შეიძლება ყოფილიყვნენ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე კი დაზარალებულად ცნობილმა გ----------–----მ (მ--------–----ს ყოფილი მეუღლე) რომელიც ბრალდების მხარეს სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც სხვა პირებთან ერთად მითითებულია მეუღლე მათ შორის განქორწინებული. გ----------–---- მოცემულ საქმეზე სწორედ ის პირია (მოწმე), რომელსაც შესაძლოა სცოდნოდათ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია მ--------–----ს მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ.

 

სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული, - კონკრეტული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგში, - ფიზიკური ტკივილი (რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ძალადობა დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს, შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ამდენად, დაზარალებული (ოჯახური ძალადობის მსხვერპლი) წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია დაადასტუროს მის მიმართ განხორციელებულმა ძალადობამ მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი. კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან დაზარალებულმა გ----------–---მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, უტყუარად ვერ იქნა დადგენილი მ--------–---მა გ----------–---ის მიმართ განახორციელა თუ არა ძალადობა და ძალადობის შედეგად განიცადა თუ არა ტკივილი. აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ----------–----ს ობიექტური შემოწმებით სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნებოდა.

 

რაც შეეხება მოწმეების, - ს-----------–--ის და ნ-----–--------------ს ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის (გ----------–----ს) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, მითითებულ პირის ირიბი ჩვენება კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

 

რაც შეეხება მოწმე მ----------------ს ჩვენებას, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულმა მოწმემ სასამართლოსათვის ინფორმაციის მიწოდების დროს, მისთვის არაერთხელ დასმულ კითხვაზე განმარტა, რომ მას არ დაუნახავს დაარტყა თუ არა მ--------–---მა გ----------–----ს. მოწმის განმარტებით მან მხოლოდ კონფლიქტის ხმა გაიგო. შესაბამისად, პალატისათვის გაუგებარია რატომ ითხოვს პროკურორი აღნიშნული მოწმის ჩვენების საფუძველზე, მ--------–----ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ მ--------–---მა პირის ბრალდების შესახებ დადაგენილებაში მითითებული ქმედება, - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა.

 

შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა მ--------–----ს სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე. საქმეში არსებულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა მ--------–----ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 ივნისის განაჩენი მ--------–----ს მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 ივნისის განაჩენი მ--------–----ს მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

მ--------–---- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მ--------–----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, მ--------–---ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოტანისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი