განაჩენი

სისხლის სამართლის 22.07.2019
საქმის ნომერი
340100118002535349
ინსტანცია
თარიღი
22.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340100118002535349

საქმე №1ბ/358-19

(გამოძიების №029240418001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

8 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატა შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

მაია თეთრაული

 

სხდომის მდივანი - ლელა ბახტაძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ----- ტ------–---–ი;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - გ------ი მ---–-–---–ი, დაბადებული 1-----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ.ყ------–--------------–---–----------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ყ------–--------------------------------------ში;

 

ადვოკატი - ნ-----–---- ბ---–----ე;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-2 ნაწილი - პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

 

სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 21:40 საათზე კ------ს პოლიციის დეპარტამენტის შსს ყ-----–-ს რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი გ------ი ქ----------–---–- ქვეითად გადაადგილდებოდა ქალაქ ყ------––-----–------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე და ასრულებდა სამსახურებრივი მოვალეობას - იცავდა წესრიგს, რა დროსაც მასთან მივიდა ქალაქ ყ------–ში მცხოვრები გ------ი მ---–-–---–ი და საუბრისას გამოავლინა აგრესია პოლიციის, ასევე კონკრეტულად გ------ი ქ----------–---–-ს მიმართ და დანის დარტყმით მიაყენა ჭრილობა მარცხენა მხარისა და წელის არეში, რის შედეგადაც მან მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განაჩენით: გ------ი მ---–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და გ------ი მ---–-–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ - მსჯავრდებულის ადვოკატმა ნ-----–---- ბ---–----ემ.

 

3. მხარეთა პოზიციები:

 

აპელანტის პოზიციით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

- გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენში არასწორად არის ინტერპრეტირებული მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც შეიცავს არაერთ ურთიერთსაწინააღმდეგო არსებით გარემოებას. აპელანტის პოზიციით, საეჭვოა ის ფაქტი, რომ მოწმეებმა გამოძიებაში მისცეს იდენტური ჩვენებები, ხოლო სასამართლოზე ეს ჩვენებები იყო განსხვავებული.

 

- მოწმის სახით დაკითხული ექსპერტების ნ-----------ს, ნ--------–----ის და გ----------------–---–ის ჩვენებებით დადგინდა, რომ ამოღებული დანა არ წარმოადგენს ცივ იარაღს, არის ,,სუვენირი“, აქვს მჩხვლეტავი წვერი, არ აქვს ალესილი პირი და მასზე არ არის სისხლი, ამდენად, ჭრილობა ვერ იქნება მიყენებული ამოღებული დანით, ვინაიდან მისი მახასიათებლებით მსგავსი ჭრილობის მიყენება არის შეუძლებელი. ასევე ტანსაცმელზე მიყენებული დაზიანებების ნაწილი განხორციელებულია მჭრელი დანით და ტანსაცმელზე არის სისხლის კვალი.

 

- გ------ი მ---–-–---–ი რეალურად შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა ცემეს, რაც დადასტურებულია თვითმხილველი მოწმე ნ-----–---------–---–ის ჩვენებით და ექსპერტიზის დასკვნით.

 

- გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენი ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტს, რაც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა გ------ი მ---–-–---–ის ბრალეულობაში.

 

მეორე მხარის პოზიციით - გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან არის კანონიერი და დასაბუთებული.

 

4. მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სააპელაციო პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია.იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)

 

ამდენად, სააპელაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს მტკიცებულებების შინაარსზე, იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, იძლევა თუ ფაქტების ცალსახად დადგენის შესაძლებლობას ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე (დაზარალებული) გ------ი ქ----------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს შსს ყ-----–-ს რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. გ------ი მ---–-–---–ს იცნობს თავისი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე. წარსულში მის მიმართ შედგენილი აქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დანის უკანონოდ ტარებისთვის, ასევე გადაყვანილი ჰყავს ნარკოლოგიურში გამოკვლევის ჩასატარებლად. მათ შორის რაიმე პირადი დაპირისპირება არ ყოფილა. 2018 წლის 24 აპრილს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ხელმძღვანელობის დავალებით დაახლოებით საღამოს 21:30 საათზე ქვეითად გადაადგილდებოდა ქ.ყ------–ში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით. ი-–------------ს სახლ-მუზეუმთან შენიშნა თავისი ძმა - ზ------ ქ----------–---–- და მისი მეგობრები. შეჩერდა და გამოელაპარაკა მათ. რამდენიმე წუთში მათ გვერდით აიარა გ------ი მ---–-–---–მა, რომელიც მათ დაჟინებით უცქერდა. იგი დაინტერესდა მისი ვინაობით. რამდენიმე წუთში გ------იმ უკან ჩამოიარა, მიუახლოვდათ და სიგარეტი ითხოვა. მათ მოიკითხეს ერთმანეთი, რაზეც გ------ი მ---–-–---–მა უპასუხა: „ბოზებს რომ გაუხარდებათ, ისე ვარო“. ამასთან განსაკუთრებული ზიზღით შეჰყურებდა მის სამსახურებრივ ფორმას. მან რამდენჯერმე მოუწოდა გ------ის, შინ წასულიყო, რადგან იყო ნასვამი. გ------ი მ---–-–---–ი მის მიმართ იყო აგრესიული და რამდენჯერმე მოუქნია ხელი. მან მარცხენა მხარზე იგრძნო წვა და დაინახა, რომ გ------ი მ---–-–---–ს მარჯვენა ხელში ეკავა დანა, თან იძახდა: „ძაღლებო, არ გ---ხარებთო“. გ------ის დანა ჯიბიდან არ ამოუღია, სავარაუდოდ, სახელოში ჰქონდა შემალული. მან გარშემომყოფები გააფრთხილა, არ მიკარებოდნენ, რადგან გ------ი მ---–-–---–ი შეიარაღებული იყო დანით, რომელიც მან წაართვა, ძირს დააწვინა, ხელები შეუბოჭა და დახმარებისათვის მორიგე ჯგუფს დაურეკა. გ------ი მ---–-–---–ი დანის წართმევისას წინააღმდეგობას უწევდა და შესაძლოა, ამ დროს მიიღო დაზიანება. გ------ი მ---–-–---–ის ქმედებების შედეგად მან მარცხენა მხრის და ბეჭის არეში მიიღო დაზიანებები. გ------ი მ---–-–---–ს არ შერიგებია და მასთან აქვს პრეტენზია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ზ------ ქ----------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 21:00-21:30 საათზე ქ.ყ------–ში, ი-–------------ს ქუჩაზე იყო მეგობრებთან ერთად, რა დროსაც მათთან მივიდა მისი ძმა - გ------ი ქ----------–---–-, რომელიც არის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. იგი იყო მორიგე, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ფეხით პატრულირებდა ქალაქში და ეცვა პოლიციის ფორმა. ცოტა ხანში მათ შორიახლოს ქუჩაზე აიარა გ------ი მ---–-–---–მა. მისი ძმა დაინტერესდა, ვინ იყო, რადგან მათი მიმართულებით იყურებოდა დაჟინებით. გ------ი მ---–-–---–მა მალევე უკან ჩამოიარა, მათთან მივიდა და სიგარეტი ითხოვა. გ------ი ქ----------–---–მა და გ------ი მ---–-–---–მა მოიკითხეს ერთმანეთი, რაზეც გ------ი მ---–-–---–მა უპასუხა: ,,ბოზებს რომ არ გაუხარდებათ, ისე ვარო“. გ------ი ქ----------–---–მა მოუწოდა გ------ი მ---–-–---–ს, სახლში წასულიყო, რადგან ქუჩაში ხალხი მოძრაობდა და იყო უხერხული. მან დაინახა, როგორ მოუქნია ხელი გ------ი მ---–-–---–მა მის ძმას, რომელმაც დაიყვირა, არ მიკარებოდნენ, რადგან მ---–-–---–ი იყო შეიარაღებული დანით. მან დაინახა, რომ გ------ი მ---–-–---–ს ხელში ეკავა დანა, რომელიც ელავდა. მისმა ძმამ წაართვა დანა გ------ი მ---–-–---–ს, ძირს დააწვინა და დაურეკა დამხმარე ჯგუფს. მოგვიანებით მან დაინახა, რომ მის ძმას სხეულზე მარცხენა მხრის და ბეჭის არეში ჰქონდა დაზიანებები და სდიოდა სისხლი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ვ--–---ი ს------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 24 აპრილს, საღამოს, დაახლოებით 21:00-21:30 საათზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ქალაქ ყ------–ში და საუბრობდნენ. რამდენიმე წუთში მათთან მივიდა გ------ი ქ----------–---–-, რომელიც იყო მორიგე, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ფეხით მოძრაობდა ქალაქში, ეცვა პოლიციის ფორმა. მათ მიუახლოვდა გ------ი მ---–-–---–ი და სიგარეტი ითხოვა. გ------ი ქ----------–---–მა და გ------ი მ---–-–---–მა მოიკითხეს ერთმანეთი, რა დროსაც გ------ი მ---–-–---–მა უპასუხა: ,,ბოზებს რომ არ გაუხარდებათ, ისე ვარო“ და დაუწყო ლანძღვა-გინება პოლიციელებს. გ------ი ქ----------–---–მა მოუწოდა, სახლში წასულიყო, რადგან იყო ნასვამი, თუმცა გ------ი მ---–-–---–მა არ დაუჯერა და ხელი მოუქნია. მან გაიგონა, როგორ დაიყვირა გ------ი ქ----------–---–მა: ,,დანა დამარტყა, დამჭრა, ახლოს არ მოხვიდეთო“. გ------ი ქ----------–---–- თავად შეეცადა დანის წართმევას, რა დროსაც გ------ი მ---–-–---–მა რამდენჯერმე კიდევ მოასწრო დანის მოქნევა. გ------ი ქ----------–---–მა წააქცია გ------ი მ---–-–---–ი, წაართვა დანა და პოლიციაც თავადვე გამოიძახა. გ------ი მ---–-–---–ისთვის წართმეული დანა იყო მომცრო ზომის, მოყავისფრო. ინციდენტის შემდეგ გ------ი ქ----------–---–ს პერანგი ჰქონდა სისხლიანი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე დ---------------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 24 აპრილს, საღამოს, დაახლოებით 21:00 საათის შემდეგ ნაცნობებთან ერთად იმყოფებოდა ქალაქ ყ------–ში, ჭ-------ის ქუჩაზე, ე.წ. „ბირჟაზე“, რა დროსაც მათთან მივიდა გ------ი ქ----------–---–-, რომელიც მუშაობს ყ------–ის შს სამმართველოში და ცოტა ხანს გაჩერდა მათთან. მალევე მათ მიუახლოვდა გ------ი მ---–-–---–ი, რომელმაც სიგარეტი ითხოვა და გ------ი ქ----------–---–- მოიკითხა, რის შემდეგ, მან გაიგონა, როგორ გალანძღა გ------ი მ---–-–---–მა პოლიციელები და ხელი მოიქნია გ------ი ქ----------–---–-ს მიმართულებით. გ------ი მ---–-–---–ს იქ მყოფი სხვა პირების მიმართ აგრესია არ ჰქონია. გ------ი ქ----------–---–- მოუწოდებდა გ------ი მ---–-–---–ს, წასულიყო სახლში, რადგან იყო ნასვამი, რის შემდეგ დაიყვირა, ,,დამჭრა, დანა აქვს, არ მოხვიდეთო“. გარშემომყოფები აპირებდნენ მათ გაშველებას, თუმცა გ------ი ქ----------–---–მა თავად გადაუგრიხა ხელები გ------ი მ---–-–---–ს და გამოიძახა დახმარება. მას არ დაუნახავს, ვინ წაართვა დანა გ------ი მ---–-–---–ს, თუმცა მოგვიანებით დაინახა, რომ ეგდო მიწაზე. დანა აიღო გ------ი ქ----------–---–მა. გ------ი ქ----------–---–ს თვალნათლივ ეტყობოდა დაზიანებები მკლავზე, სდიოდა სისხლი. გ------ი ქ----------–---–ს შემთხვევის დღეს ეცვა პოლიციის ფორმა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ა------- ზ-------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 24 აპრილს ქალაქ ყ------–ში, ჭ-------ის ქუჩაზე მოძრაობდა ავტომანქანით, რა დროსაც დაინახა მისი მეგობრები, მათ შორის იყო გ------ი ქ----------–---–-ც, რომელიც მუშაობს პოლიციაში და შემთხვევის დღეს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ეცვა პოლიციის ფორმა. გააჩერა ავტომანქანა და მეგობრებთან შეჩერდა. ცოტა ხანში მათ მიუახლოვდა გ------ი მ---–-–---–ი და სიგარეტი ითხოვა. ამ დროს მას ტელეფონზე დაურეკეს და 15-20 მეტრით მოშორდა მეგობრებს. ცოტა ხანში შემოესმა ყვირილი და გინება. ახლოს რომ მივიდა, დაინახა, რომ გ------ი ქ----------–---–- და გ------ი მ---–-–---–ი ჩხუბობდნენ, თუმცა ვინ ვის დაარტყა პირველმა, არ დაუნახავს. გ------ი ქ----------–---–მა დაიყვირა, რომ იყო დაჭრილი და თავადვე გამოიძახა დახმარება. იქ მყოფები ცდილობდნენ დახმარებას, ამბობდნენ, რომ გ------ი ქ----------–---–- გ------ი მ---–-–---–მა დაჭრა დანით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე გ--- ჭ----------–მა (გამომძიებელი) და ვ------- მ---------–---–მა (გამომძიებელი) განმარტეს, რომ მუშაობენ შსს ყ-----–-ს რაიონულ სამმართველოში. 2018 წლის 24 აპრილს, დაახლოებით ღამის 22:00 საათზე ხელმძღვანელობის დავალებით გავიდნენ ქალაქ ყ------–ში, ი-–------------ს ქუჩაზე, სადაც დააკავეს გ------ი მ---–-–---–ი, რომელიც მათ მისვლამდე შეჩერებული ჰყავდა მათ თანამშრომელს - გ------ი ქ----------–---–ს, რომელსაც ამ უკანასკნელმა დანით მიაყენა დაზიანებები. მათ მისვლამდე გ------ი ქ----------–---–ს მიწაზე ჰყავდა დაწვენილი გ------ი მ---–-–---–ი. შემთხვევის ადგილზე მყოფ გ------ი ქ----------–---–ს სამსახურებრივ ტანსაცმელზე, მკლავის არეში აღენიშნებოდა სისხლი. დაკავებული იყო ნასვამი და სახეზე ჰქონდა დაზიანებები.

 

სააპელაციო სასამართლოში დაიკითხულმა მოწმე ნ-----–---------–---–მა განმარტა, რომ იცნობს მსჯავრდებულ გ------ი მ---–-–---–ს, რომლის დეიდა მისი კარის მეზობელია. 2018 წლის 24 აპრილს, საღამოს, დაახლოებით 21:00 საათისთვის სამსახურიდან ავტომანქანით შინ ბრუნდებოდა. ი-–------------ს ქუჩაზე შენიშნა თხუთმეტამდე პირი, რომლებიც ერთ ახალგაზრდას მისდევდნენ. ახალგაზრდა მოგვიანებით შეიცნო, რომ იყო გ------ი მ---–-–---–ი. მანქანა გააჩერა, გადავიდა და გ------ის სახლში წაყვანა შესთავაზა. ამასობაში გ------ის წამოეწია პოლიციელი, სახელად გ------ი, რომელსაც მეტსახელად ,,ფუღუროს ბიჭს“ ეძახიან. პოლიციელმა ფეხი გამოსდო გ------ის, წააქცია, ზემოდან მოექცა, ყელში წაუჭირა ხელი და ახრჩობდა, თან უშვერი სიტყვებით აგინებდა. პოლიციელს ფორმა ეცვა თუ არა, არ ახსოვს. სხვა ახალგაზრდები ჩხუბში არ ჩარეულან, გარშემო იყვნენ შემოკრებილნი. გ------ი მ---–-–---–ი პოლიციელს არ ცემდა. პოლიციელისთვის რაიმე დაზიანება არ შეუნიშნავს. ა------- ზ-------–---–ი, რომელიც შემთხვევის ადგილზე იყო, ეხვეწებოდა პოლიციელს, ,,თავი დაანებე, არ შემოგაკვდესო“. პოლიციელმა გამოიძახა დახმარება, რომელიც მალევე მივიდა. გ------ი მ---–-–---–ი პოლიციის მანქანაში ჩასვეს და ცემით წაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან.

 

საქართველოს შსს კ------ს პოლიციის დეპარტამენტის №2------ ბრძანებით (02.10.2015) გ------ი ქ----------–---–- დაინიშნა შსს კ------ს პოლიციის დეპარტამენტის ყ-----–-ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმის (24.04.2018) მიხედვით, გ------ი ი----ს ძე მ---–-–---–ი 2018 წლის 24 აპრილს 21:55 საათზე დააკავეს ქ.ყ------–ში, ი.ჭ-------ის ქ. №92-თან პოლიციის თანამშრომელზე - გ------ი ქ----------–---–ზე დანის გამოყენებით თავდასხმის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე. დაკავებისას გ------ი მ---–-–---–მა პოლიციელებს გაუწია წინააღმდეგობა. დაკავებისას გ------ი მ---–-–---–ს აღენიშნებოდა დაზიანებები.

 

ამოღების ოქმის (25.04.2018) მიხედვით, მოწმის სახით გამოკითხვის შემდეგ მოწმე გ------ი ქ----------–---–მა ნებაყოფლობით წარადგინა ტანსაცმელი, რომელიც მას ტანთ ეცვა იმ დროს, როდესაც მას გ------ი მ---–-–---–ი დაესხა თავს და დანის გამოყენებით მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება. დაუზიანა ტანსაცმელიც, კერძოდ - სამსახურებრივი უნიფორმის ქურთუკი, პერანგი და მაისური. ქურთუკი არის ლურჯი ფერის, მარცხენა მხარეს აქვს „მარკა“ პოლიციის გერბით, წარწერით „POLICE უბნის ინსპექტორი შსს“, ქურთუკს უკანა მხარეს აქვს წარწერა „პოლიცია“, ასეთივე წარწერა აქვს წინა მარცხენა მხარეს. ქურთუკს წინა მხარეს მკერდთან, ორივე მხარეს აქვს ჯიბე, ჯიბეები აქვს წინა ორივე გვერდზე, ქურთუკს მარცხენა მკლავის წინა მხარეს და უკან ზურგის მარცხენა მხარეს აღენიშნება სწორკიდეებიანი დაზიანებები. პერანგი არის ლურჯი ფერის, მას ორივე მხარეს აქვს „მარკა“ პოლიციის გერბით, წარწერით „POLICE უბნის ინსპექტორი შსს“, პერანგს წინა მხარეს, მკერდთან აქვს ორი ჯიბე, პერანგს მარცხენა მკლავის წინა მხარეს და უკან ზურგის მარცხენა მხარეს აღენიშნება სწორკიდეებიანი დაზიანებები. დაზიანებული ადგილების გარშემო აღინიშნება მოწითალო-მოშავო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. მაისური არის ლურჯი ფერის, მოკლე მკლავიანი, მარცხენა მკლავის წინა მხარეს, იღლიასთან და უკან მხარეს, ზურგის მარცხენა ნაწილში აღენიშნება სწორკიდეებიანი დაზიანებები, კიდეებთან - გარშემო მოწითალო-მოშავო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. მოწმე გ------ი ქ----------–---–მა ასევე წარმოადგინა დანა, რომელიც მან თავდასხმის დროს წაართვა გ------ი მ---–-–---–ს. დანა არის დაახლოებით 16 სანტიმეტრი, აქედან დანის პირია 8,5 სანტიმეტრი და დანის ტარია 7,5 სანტიმეტრი, დანას აქვს მოყვითალო-მოყავისფრო გალაქული ხის ტარი, დანას აქვს ცალლესილი პირი, ასევე აქვს 10,0 სანტიმეტრის სიგრძის ქარქაში, ქარქაშიც არის მოყვითალო-მოყავისფერო გალაქული ხის.

 

ალკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმის (24.04.2018) მიხედვით, 2018 წლის 24 აპრილს, 22:40 საათზე შსს ყ-----–-ს რაიონულ სამმართველოში ალკოტესტით შემოწმების მცდელობისას დაკავებულმა გ------ი მ---–-–---–მა შემოწმებაზე განაცხადა უარი, გახდა აგრესიული და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №0-------- დასკვნით (25.04.2018), გ------ი ქ----------–---–ს 2018 წლის 25 აპრილს პირადი შემოწმების დროს მარცხენა მხრის ზემო მესამედის წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა ნაჭდევი, რაც მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 24 აპრილს. სამედიცინო საბუთებში არსებული ჩანაწერების მიხედვით მას 24.04.2018 წელს, სტაციონარში შესვლის დროს მარცხენა მხრის ზემო მესამედში წინა ზედაპირზე და წელის არეში მარცხნივ აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობები, რაც მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - გ----------------–---–მა.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №0-------- დასკვნით (25.04.2018), გ------ი მ---–-–---–ს 2018 წლის 25 აპრილს პირადი შემოწმების დროს მარცხენა თვალბუდეში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა. სისხლნაჟღენთი მარჯვენა ზედა ქუთუთოს არეში და წელის III მალის დონეზე. ნაჭდევები გავა წელის არეში მარცხნივ. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს მის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 24 აპრილს.

 

ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - გ----------------–---–მა.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №0-------- დასკვნით (06.06.2018), სეროლოგიური, გენეტიკური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:

 

- პაკეტში, წარწერით: „...გ------ი ქ----------–---–-სგან ამოღებული გ------ი მ---–-–---–ის დანა...“ მოთავსებული დანის პირზე არსებული მონაცრისფრო-ღია მოყვითალო ფერის ლაქები (ობ. N1) სისხლი არ აღმოჩნდა;

 

- პაკეტში, წარწერით: „...გ------ი ქ----------–---–-სგან ამოღებული მისი ზედნაცვამი ტანსაცმელი...“ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ქურთუკზე (ობ. N2,3,3ა), სპეცდანიშნულების პერანგსა (ობ. N4,5) და მაისურზე (ობ. N6) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N2,3-ის გენეტიკური პროფილი განსხვავდება გ------ი ქ----------–---–-ს (ობ. N7; პაკეტი, წარწერით: „...გ------ი ქ----------–---–-სგან აღებული სისხლის ნიმუში...“) გენეტიკური პროფილისაგან და ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე, სხვა პირს. ობ. N3ა,4-6-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ------ი ქ----------–---–ს (ობ. N7).

 

ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - ნ--------–----ემ.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №0-------- დასკვნით (09.07.2018),- გ------ი ქ----------–---–-საგან ამოღებულ ტანსაცმელზე (ქურთუკი, პერანგი, მაისური) დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზებულ მიდამოებში არსებული დაზიანებები განვითარებულია ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად და ქურთუკზე ასევე რღვევით და ელვაშესაკრავის კბილანების ამოგლეჯვით, მექანიკური ზემოქმედების შედეგად.

 

- ამოღებული დანა წარმოადგენს სუვენირული დანიშნულების დანას, რომელიც არ მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ-----------მ და დამატებით აღნიშნა, რომ კვლევის ფარგლებში ექსპერტის წინაშე არ დასმულა შეკითხვა, ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები მიყენებულია თუ არა ამოღებული დანით, რაც ცალკე კვლევის საგანია და მას არ ჩაუტარებია.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენით (13.09.2016), გ------ი მ---–-–---–ს მსჯავრი დაედო პოლიციელზე თავდასხმისათვის მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით - დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ - დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისლხის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებრისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხნენ გამომძიებლები - ბ------------–-–---–ი, თ----------------–---–ი, ბ--------------–---–ი, შპს ,,უ------ი კ------ს“ მედდა - ქ--------------------–-–---–ი, რომლებმაც დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ეს ჩვენებები ბრალდების შესახებ დადგენილებაში ან/და სააპელაციო საჩივარში/შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელევანტურია, სასამართლო მათ სიღრმისეულად არ მიმოიხილავს.

სააპელაციო პალატა მიმოიხილავს რელევანტურ მტკიცებულებებს და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მტკიცებულება ინდივიდუალურად და საბოლოო ჯამში მათი ერთობლივი ანალიზი.

მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სააპელაციო პალატასაც საქართველოს შსს კ------ს პოლიციის დეპარტამენტის №2------ ბრძანებით (02.10.2015) დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------ი ქ----------–---–- იყო შსს კ------ს პოლიციის დეპარტამენტის ყ-----–-ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი.

 

სააპელაციო პალატას დაზარალებულ გ------ი ქ----------–---–-ს, მოწმეების - ზ------ ქ----------–---–-ს, ვ--–---ი ს------–---–ის, დ---------------–---–ის და ა------- ზ-------–---–ის ჩვენებებით უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 24 აპრილს, გ------ი ქ----------–---–- ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას - საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ფეხით მოძრაობდა ქალაქ ყ------–ში და ეცვა პოლიციის ფორმა, რასაც ასევე ცალსახად მოწმობს ის ფაქტი, რომ დანაშაულის შემდეგ, სწორედ პოლიციის უნიფორმა იქნა ამოღებული გ------ი ქ----------–---–-სგან, რომელიც იყო დაზიანებული და ექსპერტის დასკვნით, აღენიშნებოდა დაზარალებულის სისხლი.

 

სააპელაციო პალატას დაზარალებულ გ------ი ქ----------–---–-ს, მოწმეების - ზ------ ქ----------–---–-ს, ვ--–---ი ს------–---–ის და დ---------------–---–ის ჩვენებებით ასევე ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ გ------ი მ---–-–---–ი გ------ი ქ----------–---–ს თავს დაესხა სწორედ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ვინაიდან დაზარალებული იყო პოლიციელი და კონფლიქტს წინ უძღოდა სწორედ აგრესია და უპატივცემულობა არა პიროვნულად გ------ი ქ----------–---–-ს, არამედ ზოგადად პოლიციელების მიმართ და მათი სტატუსიდან გამომდინარე მოხსენიება უკიდურესად შეურაცხმყოფელი სიტყვებით. საყურადღებოა, რომ დაკავების შემდგომ, ალკოტესტით შემოწმების შეთავაზებისას, დადასტურებულია, რომ გ------ი მ---–-–---–ი ასევე გახდა აგრესიული და უარი განაცხადა შემოწმებაზე, რაც ცალსახად მეტყველებს მსჯავრდებულის დამოკიდებულებაზე, რომლისთვისაც, როგორც ჩანს, მეტად გამაღიზიანებელია სამართალდამცავთა მხრიდან კანონიერი მოთხოვნების შესრულება. სასამართლოსთვის ასევე ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ გ------ი მ---–-–---–ი 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენით ნასამართლევია სწორედ პოლიციელზე თავდასხმისთვის მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე არ დასტურდება რაიმე სახის პირადი ხასიათის უთანხმოების არსებობა დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის. მეტიც, თავად დაზარალებულ გ------ი ქ----------–---–-ს და მოწმე ზ------ ქ----------–---–-ს ჩვენებებით, უტყუარად დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს გ------ი ქ----------–---–მა თავდაპირველად ვერც კი იცნო გ------ი მ---–-–---–ი, რომელიც დაჟინებით უცქერდა მას.

 

სააპელაციო პალატას ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ გ------ი მ---–-–---–მა დანის გამოყენებით მიაყენა ჭრილობები გ------ი ქ----------–---–ს, ვინაიდან დაზარალებულ გ------ი ქ----------–---–-ს ჩვენებით უტყუარად მტკიცდება, რომ გ------ი მ---–-–---–ს მასზე თავდასხმისას მარჯვენა ხელში ეკავა დანა, რომელსაც უქნევდა და მიაყენა ჭრილობები მარცხენა მხარის და ბეჭის არეში. ასევე მოწმეებმა ზ------ ქ----------–---–მა და ვ--–---ი ს------–---–მა დაადასტურეს ის გარემოება, რომ დაზარალებულზე თავდასხმის დროს გ------ი მ---–-–---–ს ხელში ეკავა დანა და თავდასხმის შემდეგ გ------ი ქ----------–---–- იყო დაჭრილი. მოწმე ვ--–---ი ს------–---–ის განმარტებით, მას უშუალოდ დაზარალებულის დაჭრის მომენტი არ დაუნახავს, თუმცა გაიგონა გ------ი ქ----------–---–-ს შეძახილი, რომ თავდამსხმელი იყო დანით შეიარაღებული და დაჭრა იგი და ხედავდა დანის წართმევის პროცესს, რა დროსაც გ------ი მ---–-–---–მა კიდევ რამდენჯერმე მოუქნია დანა დაზარალებულს. თავდასხმის შემდეგ გ------ი ქ----------–---–-ს ტანისამოსი იყო სისხლიანი. მოწმე დ---------------–---–მა ასევე ვერ დაინახა უშუალოდ დაზარალებულისთვის დაზიანებების მიყენების მომენტი, თუმცა გაიგონა, როგორ დაიყვირა გ------ი ქ----------–---–მა, რომ გ------ი მ---–-–---–ს ჰქონდა დანა, რომელიც მან მოგვიანებით დაინახა მიწაზე დაგდებული. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №0-------- დასკვნით (09.07.2018) უტყუარად არის დადგენილი, რომ გ------ი ქ----------–---–-ს ტანსაცმელზე (ქურთუკი, პერანგი, მაისური), რომელიც მას ეცვა შემთხვევის დროს, დაზიანებები განვითარებულია ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად, ხოლო ქურთუკზე ასევე რღვევით და ელვაშესაკრავის კბილანების ამოგლეჯვით, მექანიკური ზემოქმედების შედეგად, ხოლო გ------ი მ---–-–---–ისგან ამოღებული საგანი, რომლითაც მან ჭრილობები მიაყენა გ------ი ქ----------–---–ს, მართალია არ მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას, აქვს სუვენირული დანიშნულება, თუმცაღა არის ცალპირლესილი დანა, რომლითაც ცალსახად შესაძლებელია ადამიანისთვის დაზიანების მიყენება. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №0-------- დასკვნით (25.04.2018), დადასტურებულია, რომ გ------ი მ---–-–---–ის თავდასმის შედეგად გ------ი ქ----------–---–ს აღენიშნებოდა მარცხენა მხრის ზემო მესამედის წინა ზედაპირზე ნაჭდევი და მარცხენა მხრის ზემო მესამედში წინა ზედაპირზე და წელის არეში მარცხნივ ნაკვეთი ჭრილობები.

 

ამდენად, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2018 წლის 24 აპრილს გ------ი მ---–-–---–მა დანის გამოყენებით მიაყენა დაზიანებები გ------ი ქ----------–---–ს მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სასამართლო იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

- სასამართლო, ვერ გაიზაიარებს აპელანტის არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მოწმეების - გ------ი ქ----------–---–-ს, ზ------ ქ----------–---–-ს, ვ--–---ი ს------–---–ის, ა------- ზ-------–---–ის, დ---------------–---–ის ჩვენებებში არის არსებითი წინააღმდეგობები. აპელანტი კერძოდ მიუთითებს, რომ მოწმეები განსხვავებულად აღწერენ, გ------ი მ---–-–---–ი პირდაპირ მივიდა ქუჩაში მყოფ ახალგაზრდებთან თუ მხოლოდ მეორედ ჩამოვლის შემდეგ მიუახლოვდა მათ, გ------ი ქ----------–---–- შემთხვევის ადგილზე ავტომანქანით მივიდა/წამოვიდა თუ ფეხით, ეცვა თუ არა მას პოლიციელის ქურთუკი და ა.შ. სააპელაციო პალატა თვლის, რომ მოწმეთა ჩვენებებს შორის რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რომლებიც ეჭქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას, არ არსებობს. ყველა მოწმე იმასთან დაკავშირებით, ვინ, სად, რატომ და რა ვითარებაში მიაყენა ჭრილობები გ------ი ქ----------–---–ს, არიან თანმიმდევრულნი და არ იძლევიან ობიექტურ საფუძველს მათ სანდოობაში ეჭვის შესატანად. ყველა მოწმე ცალსახად მიუთითებს, რომ გ------ი ქ----------–---–- მის ძმასთან და რამდენიმე ნაცნობთან ერთად იდგა ქუჩაში, რა დროსაც ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ეცვა პოლიციის ფორმა. ყველა მოწმე ზუსტად უთითებს, რომ სწორედ გ------ი მ---–-–---–ი მივიდა მათთან, ითხოვა თამბაქო და გ------ი ქ----------–---–-ს მოკითხვაზე გახდა აგრესიული და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა პოლიციელებს. მოწმეთაგან გ------ი ქ----------–---–მა, ზ------ ქ----------–---–მა და ვ--–---ი ს------–---–მა დაადასტურეს, რომ დაინახეს გ------ი მ---–-–---–ის ხელში დანა, რომელსაც ეს უკანასკნელი უქნევდა დაზარალებულს, ხოლო მოწმე დ---------------–---–მა დაადასტურა, რომ დაინახა, როგორ უქნევდა ხელს გ------ი მ---–-–---–ი გ------ი ქ----------–---–ს და გაიგონა გ------ი ქ----------–---–-ს შეძახილი, რომ თავდამსხმელი დანით იყო შიარაღებული, რომლითაც იგი დაჭრა. მოწმეთა ჩვენებები იდენტურია იმასთან დაკავშირებით, რომ თავდამსხმელის განეიტრალება თავად გ------ი ქ----------–---–მა შეძლო, რის შემდგომ თავადვე გამოიძახა დახმარება ისე, რომ არც ერთი თვითმხილველი მოწმე ინციდენტში არ ჩარეულა. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის ჩადენიდან მოწმეების სასამართლოში დაკითხვამდე გასულია დრო და არ არის გამორიცხული, რომ მოწმეებს არ ახსოვდეთ საქმისთვის უმნიშვნელო დეტალები და იმის განურჩევლად, მნიშვნელოვანია ეს დეტალები თუ არა, არ უნდა გახდეს იმის მტკიცების საფუძველი, რომ მოწმეები აპრიორი ცრუობენ. მითუმეტეს, როდესაც მოწმეები სხვა, საქმისთვის მნიშვნელოვან დეტალებთან დაკავშირები იძლევიან თანმიმდევრულ და დეტალურ ჩვენებებს. პირიქით, მოწმეების მიერ ყველა დეტალის ზედმიწევნით აღდგენა და გადმოცემა უფრო მეტად საეჭვოს გახდიდა მათ სანდოობას და წარმოშობდა ეჭვს, ხომ არ მოხდა მოწმეების ჩვენების სპეციალურად თანხვედრა. ამდენად, სასამართლომ შეაფასა ზემოაღნიშნული ჩვენებები და მიაჩნია, რომ უმნიშვნელო განსხვავებები, რაც შეინიშნება მათ მონათხრობში, მთლიანობაში ვერ დაუკარგავს მათ ჩვენებებს სანდოობას.

 

- სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ მოსაზრებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც გ------ი მ---–-–---–ი თვითონ გახდა შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების თავდასმის მსხვერპლი, პალატა მიუთითებს შემდეგს: ასეთი თავდასხმის ფაქტი დადასტურებულია მსჯავრდებულისთვის ჩატარებული ექსპერტის დასკვნითა და თვითმხილველი მოწმე ნ-----–---------–---–ის ჩვენებით. სააპელაციო პალატა არ გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ დაკავების შემდგომ მსჯავრდებულს აღენიშნებოდა გარკვეული დაზიანებები, თუმცა სააპელაციო პალატა ითვალისწინებს, რომ, როგორც მოწმე ნ-----–---------–---–ი აღნიშნავს, იგი არ შესწრებია 2018 წლის 24 აპრილის ინციდენტს მთლიანობაში, არამედ მისი თვალთახედვის არეში მოხვდა გ------ი მ---–-–---–ის დევნა და შემდგომი დაკავება, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო პალატა პირდაპირ მტკიცებულებად ვერ მიიღებს მოწმის ჩვენებას უშუალოდ დანაშაულის ჩადენის ფაქტთან მიმართებით. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1------ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის განსასჯელად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2). აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53.). ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე ნ-----–---------–---–ი არ არის გ------ი მ---–-–---–ისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების - გ------ი ქ----------–---–ზე თავდასხმის უშუალო შემსწრე, იგი მოვლენებს აღწერს მხოლოდ პოსტ ფაქტუმ და შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1------ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მისი ჩვენებით დაადგინოს ფაქტები უშუალოდ ბრალად წარდგენილი ქმედებების არსებობა/არარსებობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოწმე ნ-----–---------–---–ის ჩვენებას მსჯავრდებულის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, სასამართლო მსჯელობას არ იქონიებს, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, ამ ფაქტობრივი გარემოების არსებობის დადგენა და მისი შეფასება არარელევანტურია გ------ი მ---–-–---–ის მიერ განხორციელებული ქმედების კვალიფიკაციისთვის. ამ უკანასკნელის მიმართ ძალადობა და არასათანადო მოპყრობა, თუკი ასეთს ჰქონდა ადგილი, განხორციელდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან ხელყო პოლიციელის ჯანმრთელობა და წარმოადგენდა ლოგიკურ (თუნდაც უკანონო) რეაქციას მ---–-–---–ის ქმედებაზე.

 

- რაც შეეხება აპელანტის ვერსიას, თითოქოს მოწმის სახით დაკითხული ექსპერტების ნ-----------ს, ნ--------–----ის და გ----------------–---–ის ჩვენებებით დადგინდა, რომ გ------ი ქ----------–---–-ს ჭრილობები ვერ იქნებოდა მიყენებული ამოღებული დანით მისი მახასიათებლების გათვალისწინებით, სააპელციო პალატა აღნიშნავს, რომ ეს მტკიცება არ გამომდინარეობს გამოკვლეული მტკიცებულებებიდან და მოკლებულია ყოველგვარ ობიექტურ საფუძველს. ექსპერტებს ნ--------–----ეს და გ---------------–---–ს ტრასოლოგიური კვლევა არ ჩაუტარებიათ, ხოლო რაც შეეხება მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტს - ნ-----------ს, მან ცალსახად დაადასტურა, რომ გ------ი ქ----------–---–-ს ტანსაცმელზე (ქურთუკი, პერანგი, მაისური), რომელიც მას ეცვა შემთხვევის დროს, არსებული დაზიანებები განვითარებულია ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად, ხოლო ქურთუკზე ასევე რღვევით და ელვაშესაკრავის კბილანების ამოგლეჯვით, მექანიკური ზემოქმედების შედეგად. გ------ი მ---–-–---–ისგან ამოღებული საგანი - არის სუვენირული, არ მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას, თუმცა წარმოადგენს დანას. ამასთან, კვლევის ფარგლებში ექსპერტის წინაშე არ დასმულა შეკითხვა მსხვერპლის ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები მიყენებულია თუ არა ამოღებული დანით, შესაბამისად, ამ შეკითხვაზე პასუხი გაცემული არ არის. ამდენად, აპელანტის მტკიცება იმის თაობაზე, რომ გ------ი ქ----------–---–-სთვის მიყენებული ჭრილობები ვერ იქნებოდა მიყენებული ამოღებული დანით, არის უსაფუძვლო და არ გამომდინარეობს მტკიცებულებათა რაციონალური შეფასებიდან. სააპელაციო პალატა იშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც ,,დაცვის მხარის მოტივებთან დაკავშირებით, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ დანაზე არ აღმოჩნდა მოკლული თ. ფ-ს სისხლი და გენეტიკური მასალა, რითიც თითქოს დადასტურდა, რომ ამოღებულ დანას არანაირი შეხება არ ჰქონია გარდაცვლილ თ. ფ-ნ, პალატამ აღნიშნა, რომ, მართალია, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ვერ დადგინდა ამოღებულ დანაზე თ. ფ-ს სისხლისა და გენეტიკური მასალის არსებობის ფაქტი, თუმცა აღნიშნული გარემოება არ იძლევა დაცვის მხარის არგუმენტაციის ერთმნიშვნელოვნად გაზიარების საფუძველს. ამ საკითხთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გათვალისწინებულ უნდა იქნას ფ-ს ტანსაცმლის რაოდენობა, რომელმაც შესაძლოა გაწმინდა დანის პირი და ასევე, თ. კ-ს გაჭრილი ხელიდან გამონადენი ჭარბი რაოდენობის სისხლი, რამაც შესაძლოა, გადარეცხა დანა და მასზე დარჩა მხოლოდ თ. კ-ს სისხლი. პროკურორისვე განმარტებით, აღნიშნულ საკითხებზე პასუხი უნდა გაეცა ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელ ექსპერტს, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის უდავო მტკიცებულებად მიჩნევის გამო, მისი დაკითხვა სასამართლო სხდომაზე ვერ მოხერხდა. პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ საკითხზე მსჯელობისას არც ერთი მხარის არგუმენტაცია არ უნდა იქნეს მიჩნეული უდავო ჭეშმარიტებად. კითხვები - დარჩებოდა თუ არა დანაზე გარდაცვლილის სისხლი და სხვა გენეტიკური მასალა, ანდა გადარეცხავდა თუ არა მას სხვა სისხლი, პასუხგაუცემელია, ვინაიდან აღნიშნული საკითხები უნდა განმარტოს სპეციალური ცოდნით აღჭურვილმა პირმა. რადგან ამ საკითხებზე ექსპერტიზისათვის შეკითხვა არ დაუსვამთ და ექსპერტს არ უმსჯელია, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, შეფასებისას ცალსახად გაიზიაროს დაცვის მხარის მოსაზრება, რომ დანაზე აუცილებლად უნდა დაფიქსირებულიყო გარდაცვლილის სისხლის კვალი; ან ბრალდების მხარის პოზიცია, რომ დანა ტანსაცმელში გავლით გაიწმინდა ან/და თ. კ-ს სისხლი გადარეცხავდა თ. ფ-ს სისხლს. ამ შემთხვევაში სასამართლო ხელმძღვანელობს იმ უტყუარი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებებით, რაც შეკრებილია და რაზეც ზემოთ იყო მსჯელობა, რომელთა ერთობლიობაც ადასტურებს თ. კ-ს მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას“ (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №335აპ-17; გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება). ამასთან, სააპელაციო პალატას სურს ხაზგასმით აღნიშნოს, იმ ვითარებაში, როდესაც აპელანტი სასამართლოს წინაშე ასეთი ტიპის არგუმენტს აჟღერებს, რომელიც მისი პოზიციით არის მნიშვნელოვანი, სასამართლოს უჩნდება ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ შეჯიბრებითი პროცესის პირობებში მხარე, როგორც მინიმუმ, თავად ჩაატარებდა კვლევას იმ საკითხის გამოსარკვევად, რომელიც მისივე მტკიცებით, ესოდენ მნიშვნელოვანია და ეს არამც და არამც არ იქნებოდა მტკიცების ტვირთის შეცვლა. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა არათუ არ იზრუნა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მტკიცებულების მოპოვებაზე, არამედ თავის ვრცელ საჩივარში საერთოდ შეფასების გარეშე დატოვა დაზარალებულის სხეულზე და ტანსაცმელზე მიყენებული დაზიანებანი. არ წარმოადგინა მისეული ახსნა, ვერსია ამ დაზიანებათა წარმოშობის შესაძლო მექანიზმებთან დაკავშირებით.

 

- სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენი ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. სააპელაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სწორედ გ------ი მ---–-–---–მა მიაყენა დაზიანებები გ------ი ქ----------–---–ს მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკანშირებით, არ წარმოშობს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და არ აჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

მოცემულ შემთხვევაში გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განაჩენი გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ გ------ი მოლაშილის მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ------ი მ---–-–---–ის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობის (უდანაშაულობის) და მისი გამართლების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-2 ნაწილით კრიმინალიზებულია, მათ შორის, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია პოლიციელის კანონიერი საქმიანობა, ხოლო დამატებითი ობიექტი - მისი პირადი უსაფრთხოება. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში. ამასთან, ჯანმრთელობის ხელყოფა გულისხმობს როგორც სხეულის დაზიანების მცდელობას, ისე მისი ნებისმიერი სიმძიმით ფაქტობრივ დაზიანებას. ,,პოლიციის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განმარტებულია, რომ პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს შს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის მომენტიდან.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ 2018 წლის 24 აპრილს გ------ი მ---–-–---–მა კ------ს პოლიციის დეპარტამენტის შსს ყ-----–-ს რაიონული სამმართველოს უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელს გ------ი ქ----------–---–ს, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, დანის დარტყმით მიაყენა ჭრილობა მარცხენა მხარისა და წელის არეში. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გ------ი მ---–-–---–ის ქმედებაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც გ------ი მ---–-–---–ს მსჯავრი აქვს დადებული. პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლის მე-2 ნაწილის შემადგენლობა გვაქვს იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული აღიქვამს, რომ მის წინაშე არის ხელისუფლების წარმოამდგენელი, ამ შემთხვევაში პოლიციელი და მის მიმართ, მისი საქმიანობიდან გამომდინარე გამოხატავს უპატივცემულობას, აგრესიას და თავს ესხმის მას. თავდასხმის დროს არა აქვს მნიშვნელობა დანაშაულის ჩადენის იარაღს, დაზიანების მიყენების ხერხს.

გასათვალისწინებელია, რომ თავდასხმა შეიძლება განხორციელდეს, როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შსრულების დროს, ასევე მაშინაც, როდესაც პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს. სასამართლოს მოსაზრებით, პოლიციელის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება არ უნდა იყოს დაკავშირებული უშუალოდ ბრალდებულის მიმართ განხორცილებულ იმწუთიერ კანონიერ მოთხოვნასთან.

ასევე პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ხელისუფლების წარმომადგენელსა და ბრალდებულს შორის დაპირისპირების საფუძველი არ უნდა იყოს პირადი მოტივი. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ გ------ი მ---–-–---–სა და გ------ი ქ----------–---–ს შორის შემთხვევამდე და შემთხვევის დღეს პირადი მოტივით დაპირისპირება არ მომხდარა.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ------ი მ---–-–---–ი გ------ი ქ----------–---–ს იცნობდა ამ უკანასკნელის სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე - გ------ი ქ----------–---–ს მის მიმართ შედგენილი აქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რამდენჯერმე გადაყვანილი ჰყავს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, გ------ი მ---–-–---–ი გასამართლებულიც იყო გ------ი ქ----------–---–-ს ცემის ფაქტზე, თუმცა, მიუხედავად ამისა, საქმის მასალებით იკვეთება, რომ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა პირადი მოტივით კი არ მომხდარა, არამედ იგი განაპირობა ზოგადმა აგრესიამ პოლიციის თანამშრომლების მიმართ. ამაზე მიუთითებს გ------ი მ---–-–---–ის სიტყვები „ძაღლებო, არ გ---ხარებთო“, მისი მწვავე რეაქცია ალკოტესტით შემოწმებაზე წინადადების მიცემისას, ასევე მისი წარსული ნასამართლობა ასეთივე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულ გ------ი მ---–-–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც მსჯავრი დაედო გ------ი მ---–-–---–ს უალტერნატივოდ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს გ------ი მ---–-–---–ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გ------ი მ---–-–---–ის პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, არ დადგენილა. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ყურადღებას ამახვილებს გ------ი მ---–-–---–ის ქმედებაში გამოვლენილ მტკიცე მართლსაწინააღმდეგო ნებაზე (დაზარალებულს მიაყენა არაერთი დაზიანება/ჭრილობა), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათზე (ჩადენილია სახელმწიფოს სახელით მოქმედი, საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი პოლიციელის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხზე (დანის გამოყენებით ხელყო პოლიციელის ჯანმრთელობა), ასევე იმ გარემოებას, რომ გ------ი მ---–-–---–ი წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და ყველა ზემოაღნიშნული გარემოების ერთობლივად შეფასების შედეგად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, გ------ი მ---–-–---–ის მიმართ სასჯელის სახედ განსაზღვრული 3531 მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა.

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ გ------ი მ---–-–---–ისთვის, რეციდივის წესის გამოყენებით განსაზღვრული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა არის სამართლიანი, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და გ------ი მ---–-–---–ის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

ამასთან, გ------ი მ---–-–---–ი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ივნისის განაჩენით, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით. ამავე განაჩენით გაუქმდა გ------ი მ---–-–---–ის მიმართ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ამდენად, ასევე სამართლიანია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ------ი მ---–-–---–ს, საბოლოო სასჯელი დაენიშნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ: დანაშაულის იარაღი - გ------ი მ---–-–---–ისგან ამოღებული დანა, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს, ხოლო გ------ი ქ----------–---–-სგან ამოღებული სამსახურებრივი ფორმა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ------ი მ---–-–---–ის ინტერსების დაცველი ადვოკატის ნ-----–---- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულ გ------ი მ---–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

გ------ი მ---–-–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-2 ნაწილი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და გ------ი მ---–-–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ გ------ი მ---–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

 

გ------ი მ---–-–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 24 აპრილიდან.

 

ნივთმტკიცება:

 

- დანა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

- გ------ი ქ----------–---–-ს სამსახურებრივი ფორმა, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვ. ლომიძე

 

მოსამართლეები: ნ. ბარბაქაძე

 

მ.თეთრაული