განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100118002663446
საქმე № 1ბ/414-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 ივლისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: თ------------ე.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: მ----- ზ-----------------ი, დაბადების თარიღი: 1----–-–-----------------ი, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, პასპორტის ნომერი T--------, სტუდენტი, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ირანის ისლამური რესპუბლიკა, ქ--------------------–---------------
მსჯავრდებული: ჰ----- რ---------------------–--ი, დაბადების თარიღი: 1----–-–------------–-, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, პასპორტის ნომერი T--------- უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ირანის ისლამური რესპუბლიკა, ქ. ყ------------------------------
ადვოკატები: მ----------ე, თ-------------–---–ი.
თარჯიმნები: ს---------------------- და ლ--–-------–-–---–ი.
კვალიფიკაცია:
მ----- ზ-----------------ი - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
ჰ----- რ---------------------–--ი - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები.
სასჯელი:
მ----- ზ-----------------ი - დანაშაულთა ერთობლიობით, თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
ჰ----- რ---------------------–--ი - დანაშაულთა ერთობლიობით, თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ მ----- ზ-----------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მ----------ემ და თ-------------–---–მა. აპელანტებმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარით მოითხოვეს მ----- ზ-----------------ისთვის დანიშნული სასჯელის შემცირება, კერძოდ სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება. იმ მოტივით, რომ მ----- ზ-----------------მა აღიარა დანაშაული, სრულად გააცნობიერა იგი და გულწრფელად ინანიებს ჩადენილს. იგი იყო სტუდენტი, საქართველოში ჩამოსული იყო მუსიკალურ ფესტივალზე და არ იცოდა რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოში წარმოადგენდა დანაშაულს, მას შემდეგ კი რაც მისთვის აღნიშნული გახდა ცნობილი აღიარა და გულწრფელად მოინანია დანაშაული. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით სასჯელის დანიშვნის საფუძველი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ჰ----- რ---------------------–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მ----------ემ და თ-------------–---–მა. აპელანტებმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარით მოითხოვეს ჰ----- რ---------------------–--ისთვის დანიშნული სასჯელის შემცირება, კერძოდ სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება. აპელატებს მიაჩნიათ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული მინიმალური სასჯელის მიუხედავად აღნიშნული ჰ----- რ---------------------–--ისთვის არის მკაცრი და მსჯავრდებულის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალიწინებით მოითხოვეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით სასჯელის დანიშვნა. ადვოკატებს გასათვალიწინებელ გარემოებად მიაჩნიათ, ის რომ ჰ----- რ---------------------–--ი იყო სტუდენტი, საქართველოში ჩამოსული იყო მუსიკალურ ფესტივალზე და არ იცოდა, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოში წარმოადგენდა დანაშაულს, მას შემდეგ კი რაც მისთვის აღნიშნული გახდა ცნობილი აღიარა და გულწრფელად მოინანია დანაშაული.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრებზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულებმა მ----- ზ-----------------მა და ჰ----- რ---------------------–--მა, ასევე მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს და ითხოვეს მათი დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ბრალდების მხარემ მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს და მოითხოვა მათ დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სასამართლომ დაადგინა:
მ----- ზ-----------------მა და ჰ----- რ---------------------–--მა ჩაიდინეს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში:
მ----- ზ-----------------მა და ჰ----- რ---------------------–--მა, წინასწარი შეთანხმებით, შემდგომი გასაღების მიზნით, დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს დიდი ოდენობით 0,5952 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს (3,4 - მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) შემცველი ნივთიერება ფხვნილისა და გრანულების
სახით, საიდანაც 0,2294 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ (3,4 - მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) მ----- ზ-----------------მა და ჰ----- რ---------------------–--მა 2018 წლის 25 აგვისტოს, ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ,,ECHO WAVES’’-სათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, 350 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღეს უჩა ჯავახიშვილზე (რომელიც თანამშრომლობდა გამოძიებასთან), ხოლო ნაწილი 0,3658 გრამი შეინახეს თავიანთ დროებით საცხოვრებელ სახლში, მდებარე ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში, დ-------------------ში. მითითებული ნარკოტიკული საშუალებები საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლის მიერ იმავე დღეს ნებაყოფლობით იქნა ამოღებული უ----------–---–-სგან და ასევე 2018 წლის 26 აგვისტოს ამოღებული იქნა მათი დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მ----- ზ-----------------ის და ჰ----- რ---------------------–--ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულების მ----- ზ-----------------ის და ჰ----- რ---------------------–--ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: ს--------–----------------------------ის ჩვენებებით, უ----------–---–-ს, ზ-------------–---–-------------------------------–------------------------–-------------------------------–----------–----–---–----------------------------------------–---–სა და მ----- ზ-----------------ს შორის განხორციელებულ ფარულ ვიდეო და აუდიო ჩანაწერით, 2018 წლის 25 აგვისტოს თანხის წარმოდგენისა და დათვალიერების ოქმებით, 2018 წლის 25 აგვისტოს უ----------–---–-საგან ნარკოტიკული საშუალების ამოღების ოქმით, 2018 წლის 26 აგვისტოს მ----- ზ-----------------ის პირადი ჩხრეკის ოქმით, 2018 წლის 26 აგვისტოს ჰ----- რ---------------------–--ის პირადი ჩხრეკის ოქმით, 2018 წლის 26 აგვისტოს მ----- ზ-----------------ის დროებითი საცხოვრებელი ოთახის ჩხრეკის ოქმით, 2018 წლის 26 აგვისტოს მ----- ზ-----------------ის დაკავების ოქმით, 2018 წლის 26 აგვისტოს ჰ----- რ---------------------–--ის დაკავების ოქმით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 26 აგვისტოს ქიმიური ექსპერტიზის #------ და საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 30 აგვისტოს ქიმიური ექსპერტიზის #---------------- დასკვნებით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 26 აგვისტოს #-------------------- დასკვნებით, 2018 წლის 26 აგვისტოს ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულების მ----- ზ-----------------ის და ჰ----- რ---------------------–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულების ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ----- ზ-----------------ის და ჰ----- რ---------------------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემობაა დანაშაულის აღიარება.
მ----- ზ-----------------ს და ჰ----- რ---------------------–--ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნიათ.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულების მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მათი ასაკი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულებს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, შესაბამისად, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს სასჯელის შემსუბუქებაზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსჯავრდებულებს მ----- ზ-----------------სა და ჰ----- რ---------------------–--ს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას, შესაბამისად არ არსებობს მათ მიმართ მითითებული ნორმის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ მ----- ზ-----------------ის და ჰ----- რ---------------------–--ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულ მ----- ზ-----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების მ----------ის და თ-------------–---–ის, ასევე ჰ----- რ---------------------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატების მ----------ის და თ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში ასევე სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
ამასთან, მსჯავრდებულებს მ----- ზ-----------------ის და ჰ----- რ---------------------–--ს უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, რომლის ვადის ათვლაც ამავე კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ----- ზ-----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების მ----------ის და თ-------------–---–ის, ასევე მსჯავრდებულ ჰ----- რ---------------------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატების მ----------ის და თ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
მ----- ზ-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ----- ზ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ მ----- ზ-----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ მ----- ზ-----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 აგვისტოდან.
მ----- ზ-----------------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით; საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
მ----- ზ-----------------ს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.
ჰ----- რ---------------------–--ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჰ----- რ---------------------–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ჰ----- რ---------------------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ჰ----- რ---------------------–--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 აგვისტოდან.
ჰ----- რ---------------------–--ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით; საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
ჰ----- რ---------------------–--ს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
სისხლის სამართლის #------------ საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები - განადგურდეს.
მსჯავრდებულ მ----- ზ-----------------ის და ა------------ის დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, ჰ----- რ---------------------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულის კუპიურების ის ნაწილი, რომელიც საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოყოფილ იქნა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით - დაუბრუნდეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, ხოლო დარჩენილი ნაწილი - დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.
ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერები, განთავსებული 2 (ორი) ცალ დისკზე, ასევე, ბრალდებულების სურათები და ბრალდებულების პირველი წარდგენის სხდომის ოქმის ჩანაწერი, განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
გოჩა ჯეირანაშვილი