განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700067437
საქმე №1ბ/338-17
(გამოძიების №010191115001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატა შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მურმან ისაევი
სხდომის მდივანი - ლელა ბახტაძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორები - მ-----ა გ-------ა, ბ--- ხ----–---–ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - გ------ მ-------ი, პირადი №0----------, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: თბილისი, დ------–--–------–----–----–--------–------------–-.
ადვოკატები - ტ------– კ------ე, თ------ ს-------–---–ი, დ----- ჯ-------–--ა, ო----- ხ----–--ე;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლი - ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა;
სასჯელი: 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2015 წლის 19 ნოემბერს, დაახლოებით 00:30 საათზე თბილისში, თბილისის ზღვის მახლობლად განთავსებულ საკალმახესთან, თემქის დასახლების მხრიდან თბილისის ზღვაში ჩამავალი დიდი ზომის რკინის მილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სანაპიროზე გ------ მ-------მა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას მისი დის მეუღლეს - ლ-–- კ------–---–ს მოკვლის განზრახვით კისრის წინა ზედაპირზე, ყელის არეში დანით მიაყენა ჭრილობა, რის შედეგადაც ლ-–- კ------–---–ი ადგილზევე გარდაიცვალა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 მარტის განაჩენით: გ------ მ-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ - მსჯავრდებულმა გ------ მ-------მა და მსჯავრდებულის ადვოკატმა თ------ ს-------–---–მა.
მსჯავრდებულ გ------ მ-------ის და მსჯავრდებულის ადვოკატის თ------ ს-------–---–ის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ნ-----–--ზ ნ-----მ.
3. მხარეთა პოზიციები:
აპელანტის მოსაზრებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 მარტის განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალად წარდგენილი ქმედების დროს გ------ მ-------ი იმყოფებოდა უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც დასტურდება სასამართლოში წარმოდგენილი ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტების ჩვენებებით, რისი გათვალისწინებითაც გ------ მ-------ის ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამ მუხლის სანქციის ფარგლებში უნდა განესაზღვროს ობიექტური და კანონიერი სასჯელი.
სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლე შეეცადა, შეექმნა ილუზია, თითქოს გ------ მ-------ი სახლიდან იმ განზრახვით წავიდა, რომ ლ-–- კ------–---–ი მოეკლა, მაშინ როდესაც მოწმეების ჩვენებებით უტყუარად არის დადასტურებული, რომ გ------ მ-------ი შემთხვევის დღეს სახლიდან მხოლოდ ერთი განხრახვით წავიდა - მისი ნაცემი და თ----ა მ-------ი და დისშვილები მშობლების სახლში დაებრუნებინა.
ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 მარტის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
4. მტკიცებულებების ერთობლიობა:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი დანაშაულის კვალიფიკაციის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამ თვალსაზრისით განაჩენი დასაბუთებულია, როდესაც განაჩენში წარმოდგენილი დასკვნები, როგორც მტკიცების ცალკეულ საგანთან მიმართებით, ასევე მთლიანობაში პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თაობაზე გამომდინარეობს საქმის რეალური ფაქტობრივი გარემოებებიდან და შეესაბამება ამ გარემოებებთან დაკავშირებით საქმეში არსებულ სარწმუნო მტკიცებულებებს.
თავის მხრივ, ცალკეული მტკიცებულების შეფასებისას უნდა ვიხელმძღვანელოთ შემდეგი კრიტერიუმებით: მტკიცებულებას მოცემულ საქმეში აქვს თუ არა შეხება მტკიცების საგანთან, მასში სწორად არის თუ არა ასახული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება, სანდოა თუ არა ის წყარო, საიდანაც მიღებულია მტკიცებულება და, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენად რელევანტურია მტკიცებულება მისი უტყუარობის თვალსაზრისით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია, შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)
ამდენად, სააპელაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს მტკიცებულებების შინაარსზე, იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, თუ რა ფაქტების ცალსახად დადგენის შესაძლებლობა მისცა სააპელაციო პალატას ამ მტკიცებულებებმა ინდივიდულურად და ერთობლიობაში.
„112-ში“ მიღებული №2------ შეტყობინების (19.11.2015) მიხედვით, 2015 წლის 19 ნოემბერს, დილით თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქე ე----ი პ---–---მა შემთხვევით აღმოაჩინა ახალგაზრდა მამაკაცის გვამი.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის (19.11.2015) მიხედვით, 2015 წლის 19 ნოემბერს 10:10-12:50 საათებს შორის შუალედში დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს თბილისში, თბილისის ზღვის წყალსაცავიდან ზღვაში მიმავალი რკინის დიდი ზომის მილიდან ხელმარცხნივ, დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით, ზღვის ნაპირთან, დაუსახლებელ ადგილზე, სადაც ნანახი იქნა მამრობითი სქესის სისხლიანი გვამი, რომელსაც კისრის წინა ზედაპირზე აქვს ღია ჭრილობა. გვამიდან 20 მეტრის რადიუსში არის სისხლისმაგვარი ლაქები.
გვამის ამოცნობის ოქმის (20.11.2015) მიხედვით, 2015 წლის 20 ნოემბერს, 01:10-01:25 საათებს შორის შუალედში ჩატარდა გვამის ამოცნობა, რა დროსაც ბ------- ე-–---–---–მა (გარდაცვლილის დედის ძმა) ამოიცნო ლ-–- კ------–---–ი, რომლის გვამი 2015 წლის 19 ნოემბერს იქნა ნაპოვნი ,თბილისის ზღვის მიმდებარედ.
მკვლელობამდე უკანასკნელად ლ-–- კ------–---–ი ნახეს მეზობლებმა - მოწმეებმა შ---- მ----–--ემ და ჯ--- ე-–---–---–მა, რომლებმაც პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტეს, რომ 2015 წლის 18 ნოემბერს, ღამით ლ-–- კ------–---–ი მეუღლესთან თ----ა მ-------თან კონფლიქტის შემდეგ ავტომანქანაში ჩაისვა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა მეუღლის ძმამ გ------ მ-------მა, რომელსაც თან ახლდა მათთვის უცნობი მამაკაცი. მეორე დღეს შეიტყვეს, რომ კ------–---–ის გვამი იპოვეს თბილისის ზღვაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–- ო------–---–მა (გ------ მ-------ის თანმხლები პირი) განმარტა, რომ 2015 წლის 18 ნოემბერს, ღამით მეგობარს გ------ მ-------ს ამ უკანასკნელის ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანით გაჰყვა დის მეუღლის ლ-–- კ------–---–ის სანახავად. გ------მ გზაში უთხრა, რომ დის ოჯახში ადგილი ჰქონდა ოჯახურ ძალადობას. ამის გამო უნდა ენახა სიძე ლ-–- კ------–---–ი და ისე უნდა ეცემა, როგორც მისი და სცემა. ლ-–- კ------–---–ის სახლთან მათ დახვდათ საპატრულო პოლიცია, რომელიც გამოძახებული იქნა ოჯახური კონფლიქტის გამო. დაელოდნენ პოლიციის წასვლას, რის შემდეგაც გ------ მ-------მა ლ-–- კ------–---–ი ჩაისვა ავტომანქანაში და გაემართნენ თბილისის ზღვისკენ. მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ გ------ მ-------მა სიძეს მოსთხოვა განმარტება თავისი დის ცემის გამო, რაზედაც ლ-–- კ------–---–მა აგრესიულად უპასუხა, რომ არ ჩარეულიყო მისი ოჯახის საქმეში. აღნიშნულს მოჰყვა კონფლიქტი, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რაშიც თვითონაც მონაწილეობდა. მოწმის განმარტებით, ლ-–- კ------–---–ს პირველად დაარტყა გ------ მ-------მა, ხოლო შემდეგ თავადაც ჩაერთო ლ-–- კ------–---–ის ცემაში. ცემის დროს ლ-–- კ------–---–ი დაუსხლტათ და დანის გამოყენებით ორივეს დაემუქრა მოკვლით. აღნიშნულზე გაბრაზებული გ------ მ-------ი წავიდა ლ-–- კ------–---–ის მიმართულებით. ცოტა ხანში დაინახა, რომ დანა გ------ მ-------ს ეჭირა. გ------ მ-------მა მიმართა ლ-–- ო------–---–ს, ჩამჯდარიყო ავტომანქანაში, თუმცა იგი დარჩა მათ სიახლოვეს. ამიტომ მ-------მა ყვირილით გაუმეორა მოთხოვნა. ლ-–- ო------–---–ს შეეშინდა გ------ მ-------ის და ჩაჯდა ავტომანქანაში. შემდეგ დაინახა, რომ გ------ მ-------ი არ აძლევდა ლ-–- კ------–---–ს წამოდგომის შესაძლებლობას, ეს უკანასკნელი მუხლებზე იყო დაჩოქილი და ვერ უწევდა წინააღმდეგობას. ლ-–- კ------–---–ი ძირს ეგდო, ხოლო გ------ მ-------ი, რომელსაც ხელში დანა ეჭირა, ურტყამდა წაქცეულს. ცოტა ხანში ავტომანქანაში ჩაჯდა გ------ მ-------იც და დაძრა მანქანა. მოწმემ მას ჰკითხა, გადარჩებოდა თუ არა ლ-–- კ------–---–ი, რაზედაც გ------ მ-------მა თავის დაქნევით უპასუხა, რომ გადარჩებოდა. ავტომანქანის დაძვრიდან დაახლოებით ათ წუთში გ------ მ-------მა ავტომანქანის ფანჯრიდან გადააგდო დანა, რომელიც ლ-–- კ------–---–თან ჩხუბის ბოლოს მას ეჭირა ხელში.
ავტომანქანის დათვალიერების ოქმის (19.11.2015) მიხედვით, 2015 წლის 19 ნოემბერს, 21:30-23:58 საათებს შორის შუალედში, გ------ მ-------ის მამის ს-----ო მ-------ის თანხმობით, თბილისში, ლ--–-----------–-------–----–----–------- შესახვევში მდებარე ს-----ო მ-------ის N 2 სახლის წინ დათვალიერდა ს-----ო მ-------ის ავტომნაქანა ,,ო---–--------“ სახელმწიფო ნომრით B------, საიდანაც ამოღებული იქნა სუნის კვალის ნიმუშები, მიკრონაწილაკები და ხელის კვლები. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №0-------- ექსპერტის დასკვნის (20.01.2016) თანახმად, ავტომანქანიდან ამოღებული მოწითალო მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი და ლ-–- კ------–---–ის გენეტიკური პროფილი იდენტურია.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის (20.11.2015) მიხედვით მოხდა მოწმე ლ-–- ო------–---–ის ჩვენების შემოწმება, რა დროსაც ლ-–- ო------–---–მა მიუთითა თბილისის ზღვის მიმდებარედ, რკინის დიდი მილის ხელმარჯვნივ, დაახლოებით 100 მეტრში არსებულ ადგილზე, სადაც გ------ მ-------სა და ლ-–- კ------–---–ს შორის მოხდა ინციდენტი და სადაც მოგვიანებით აღმოჩენილი იქნა სწორედ ლ-–- კ------–---–ის გვამი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა გ------ მ-------მა დაადასტურა ლ-–- ო------–---–ის მიერ გაცხადებული ფაქტობრივი გარემოებები და ასევე განმარტა, რომ 2015 წლის 18 ნოემბერს, საღამოს, დის თ----ა მ-------ის მეუღლე ლ-–- კ------–---–ი წაიყვანა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა გაერკვია მიზეზი, რატომ ძალადობდა მის დაზე. შემთხვევის ადგილზე მათ ჯერ იკამათეს, ხოლო შემდეგ ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. გ------ მ-------მა ასევე დაადასტურა ლ-–- კ------–---–ის მხრიდან მისი მისამართით დანის გამოყენებით დაჩეხვის მუქარის ფაქტი, რის შემდეგაც არაფერი ახსოვს, ისე დაბრუნდა ავტომანქანაში და ლ-–- ო------–---–თან ერთად წავიდა სახლში, ხოლო დანა, რომელიც უკვე მას ჰქონდა, გზაში გადააგდო. გ------ მ-------ის განმარტებით, შემთხვევის შემდეგ იგი სინანულისთვის წავიდა მონასტერში, სადაც რამდენიმე თვე დაჰყო.
ამდენად, გ------ მ-------ის და ლ-–- ო------–---–ის ჩვენებებით, ლ-–- ო------–---–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით სააპელაციო პალატას ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ლ-–- კ------–---–ის გვამი აღმოჩენილი იქნა სწორედ გ------ მ-------ისა და ლ-–- ო------–---–ის მიერ მითითებულ ადგილზე, სადაც მათ იგი მიიყვანეს და სადაც გ------ მ-------მა ჩაიდინა ლ-–- კ------–---–ის მკვლელობა.
ლ-–- ო------–---–ის და გ------ მ-------ის ჩვენებებით ასევე უტყუარად დასტურდება კონფლიქტში დანის არსებობა. მართალია, დანაშაულის იარაღი - დანა ამოღებული ვერ იქნა, რადგან გ------ მ-------მა მკვლელობის შემდეგ იგი გზაში გადააგდო, თუმცა ამის მიუხედავად სამედიცინო ექსპერტიზით დადგინდა მკვლელობის ჩადენა დანის გამოყენებით.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №0-------- ექსპერტის დასკვნის (28.12.2015) თანახმად ლ-–- კ------–---–ის სიკვდილის მიზეზია ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის შედეგად დაზიანებული მარჯვენა ფარისებრი ზემო არტერიიდან სისხლდენის შედეგად განვითარებული სისხლის მწვავე უკმარისობა. ლ-–- კ------–---–ის გვამზე აღინიშნება: ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა (№1) კისრის წინა ზედაპირზე (ფარისებრი ხრტილის და მარჯვენა ფარისებრი ზემო არტერიის დაზიანება), რაც განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი. დაზიანება (ჭრილობა) მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, ხანდაზმულობით შეესაბამება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს და მიზეზობრივად კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. ნაკვეთი ჭრილობები კისრის წინა ზედაპირის ქვედა მესამედში (№2 და №3) და მარჯვენა მტევნის II თითის არეში (№4), განვითარებულნი არიან რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის (საგნების) მოქმედებით, იზოლირებულად აღებულნი ატარებენ მსუბუქი ხარისხის დაზიანებათა ნიშნებს, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს და დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან.
საყურადღებოა, რომ ლ-–- კ------–---–ის გვამის გამოკვლევისას ნანახი ნაადრევი გვამური მოვლენების გათვალისწინებით სიკვდილი დამდგარი უნდა ყოფილიყო არანაკლებ 12 საათის წინ (გამოკვლევა ჩატარდა 2015 წლის 19 ნოემბერს, 16:30 საათზე). აღნიშნული ასევე ადასტურებს, რომ ლ-–- კ------–---–ი მართლაც გამოძიებით დადგენილ დროს იქნა მოკლული, კერძოდ მაშინ, როდესაც იგი გ------ მ-------მა აიყვანა თბილისის ზღვაზე.
ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა გ--------–--–---მ.
გ------ მ-------ის მიერ ლ-–- კ------–---–ის მკვლელობის ფაქტი დასტურდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №0-------- ექსპერტის დასკვნითაც (20.01.2016), რომლის თანახმად, სეროლოგიური და გენეტიკური კვლევებისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ავტომანქანიდან, სახელმწიფო №--------- (რომლითაც გ------ მ-------მა თვილისის ზღვაზე აიყვანა ლ-–- კ------–---–ი), ამოღებული მოწითალო მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი და ლ-–- კ------–---–ის გენეტიკური პროფილი იდენტურია. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა იან-----–--------მ.
გ------ მ-------სა და ლ-–- კ------–---–ს შორის ურთიერთშელაპარაკების მიზეზებთან დაკავშირებით სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდეს სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა, მათ შორის თ----ა მ-------მაც, რომელმაც განმარტა, რომ 2015 წლის 18 ნოემბერს იყო ოჯახური კონფლიქტის მსხვერპლი. მეუღლემ ლ-–- კ------–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც ცნობილი გახდა მისი ძმისთვის გ------ მ-------ისთვის, რომელიც გვიან ღამით მივიდა მათ საცხოვრებელ კორპუსთან და, მეზობლების განმარტებით, ლ-–- კ------–---–ი ავტომანქანით წაიყვანა. თ----ა მ-------ის ჩვენებაში მითითებული გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა: თ----–- კ------–---–მა, გ--–- კ------–---–მა, შ---- მ----–--ემ, მ-----–--------–---მ, ჯ--- ე-–---–---–მა. 2015 წლის 18 ნოემბერს კ------–---–ების ოჯახში კონფლიქტის ფაქტს ასევე ადასტურებენ პატრულ-ინსპექტორები დ----- ს-----ე და მ-----------–--–--ა. პატრულ ინსპექტორებმა აჩვენეს, რომ თ----ა მ-------ს არ სურდა ოჯახური კონფლიქტის შესახებ შეეტყო მის ნათესავებს. აღნიშნულთან დაკავშირებით თ----ა მ-------მა განმარტა, რომ შიშობდა, მის ძმასა და მეუღლეს შორის კონფლიქტი არ მომხდარიყო.
შემთხვევის დღეს თ----ა მ-------ზე გარდაცვლილის მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე ცალსახად მიუთითებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 0-------- დასკვნა (18.12.2015), რომლის თანახმად თ----ა მ-------ი სსიპ ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ა-–-------------–----–---–-ს სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში“ სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2015 წლის 21 ნოემბრამდე და დაუდგინდა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა; თავის ტვინის შერყევა; პერიორბიტალური ჰემატომა მარცხნივ.
ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა ს------------–-----მ.
გ------ მ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ უჩვეულოდ მშვიდ ქცევაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდა გ------ მ-------ის დედამ - ც----ა ა-----–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ მისი ვაჟი გ------ მ-------ი 2015 წლის 19 ნოემბერს, გვიან ღამით დაბრუნდა სახლში. მისთვის უჩვეულო არაფერი შეუნიშნავს. კითხვაზე უპასუხა, რომ ლ-–- კ------–---–ი არ უნახავს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სასამართლო იმსჯელებს სააპელაციო საჩივარში მითითებულ საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ ლ-–- კ------–---–ი სწორედ მსჯავრდებულმა გ------ მ-------მა მოკლა. დაცვის მხარის მტკიცების ძირითად საგანს წარმოადგენდა ის, რომ გ------ მ-------მა ჩაიდინა ლ-–- კ------–---–ის არა განზრახ მკვლელობა, არამედ მკვლელობა უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში.
ამდენად, სააპელაციო პალატა წარმოდგენილი მტკიცებულებებს შეაფასებს იმ კუთხით, ჩაიდინა თუ არა გ------ მ-------მა ლ-–- კ------–---–ის მკვლელობა უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების (ფიზიოლოგიური აფექტის) მდგომარეობაში, თუ სახეზეა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას განზრახ მკვლელობის ფაქტი.
სააპელაციო პალატას სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №0-------- ექსპერტის დასკვნის (18.10.2016) საფუძველზე უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------ მ-------ი ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს გ------ მ-------ი ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო, გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გ------ მ-------ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. გ------ მ-------ი რაიმე ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს შეუშლიდა სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. გ------ მ-------ი არანებაყოფლობითი სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. გ------ მ-------ს არ აქვს ფსიქიკური ნაკლი. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული დასკვნის სისწორე და ამ დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, იმყოფებოდა თუ არა გ------ მ-------ი ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის დროს უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში და სახეზე ხომ არ არის მკვლელობის პრივილეგირებული შემადგენლობის ნიშნები, რა დროსაც საქმე გვაქვს შემცირებული შერაცხადობის შემთხვევასთან, რაც ამცირებს ბრალის და არა უმართლობის, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლით დასჯად ქმედებას წარმოადგენს განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მსხვერპლის მიერ მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ, მძიმე შეურაცხყოფამ ან სხვა მძიმე ამორალურმა ქმედებამ, აგრეთვე მსხვერპლის არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევით განპირობებულმა ფსიქიკურმა ტრავმამ, ანუ ასეთ შემთხვევაში, ჯერ ერთი, დამნაშავე მოქმედებს უეცრად აღძრული ძლიერი სულიერი აღელვების (ფიზიოლოგიური აფექტის) მდგომარეობაში და, მეორეც, მკვლელობა პროვოცირებულია თვით დაზარალებულის ქცევით, რომელმაც გამოიწვია დამნაშავის აფექტი და, აქედან გამომდინარე, სურვილი - მოეკლა დაზარალებული. ამდენად, მკვლელობის სსკ-ის 111-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, რომ ადამიანის სიცოცხლის განზრახ მოსპობა წარმოადგენდეს დამნაშავის საპასუხო რეაქციას დაზარალებულის არამართლზომიერ ქცევაზე. აღნიშნული მუხლით ქმედების დაკვალიფიცირება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვება გამოწვეულია მსხვერპლის მიერ დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მართლსაწინააღმდეგო ძალადობით, მძიმე შეურაცხყოფით ან სხვა, მძიმე ამორალური ქმედებით, აგრეთვე მსხვერპლის არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევით განპირობებული ფსიქიკური ტრავმით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება №192აპ-17 საქმეზე).
სააპელაციო პალატას წარედგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნა (25.07.2017), რომლის თანახმად, შემსრულებელი ექსპერტის მ-------------–---–ის დასკვნით: მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას გ------ მ-------ი არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში. არამართლზომიერი ქმედების ჩადენისას გ------ მ-------ი არ იმყოფებოდა სხვა არაპათოლოგიურ ემოციურ მდგომარეობაში, რომელსაც შეეძლო, გავლენა მოეხდინა მის ცნობიერებასა და ქცევაზე.
ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნის სისწორე კატეგორიულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-------------–---–მა.
ამავე ექსპერტიზის შემსრულებელი ექსპერტების ნ------–--------–ის და ლ-----------–ის დასკვნით: დანაშაულის ჩადენის მომენტში მსჯავრდებული გ------ მ-------ი იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში.
ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნის სისწორე ასევე კატეგორიულად დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნ------–--------–მა და ლ-----------–მა.
სააპელაციო პალატა ეჭვქვეშ არ აყენებს არც ერთი ექსპერტის კვალიფიციურობას და კეთილსინდისიერებას, თუმცა სამხილებს შორის არსებული კონფლიქტის გადაწყვეტისას პალატამ გულდასმით გამოიკვლია ექსპერტთა დასკვნები, მოისმინა მათი ჩვენებები, შეაჯერა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა შორის შეინიშნება არსებითი წინააღმდეგობები, იმსჯელა მათ სარწმუნოობაზე.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ფიზიოლოგიური აფექტი ეს არის ძლიერი და ხანმოკლე, ფეთქებადი მდგომარეობა, რომელიც სწრაფად ეუფლება პირს, მძვინვარედ მიმდინარეობს და ცნობიერების შევიწროვების ფონზე ადგილი აქვს ინტელექტუალურ-ნებითი ფუნქციების მკვეთრ დაქვეითებას. მნესტიკურ-შემეცნებით და ვაზო-ვეგეტატიურ ცვლილებებს. ფიზიოლოგიური აფექტი წარმოადგენს პიროვნების უჩვეულო რეაგირებას განსაკუთრებულ გარემოებაზე. ფიზიოლოგიურ აფექტს ახასიათებს სამფაზიანი დინამიური მიმდინარეობა, რომლის პირველი ფაზა მოსამზადებელი ეტაპია; მეორე - აფექტის აფეთქება; მესამე - აფექტის დაცემა. თითოეული ფაზა ხასიათდება მისთვის სპეციფიკური სტრუქტურული ნიშან-თვისებებით. ფაზები უსწრაფესად გადადის ერთმანეთში.
1) აფექტური რეაქციის აღმოცენების აუცილებელი პირობაა კონფლიქტური სიტუაციის არსებობა. აფექტი დაკავშირებულია გახანგრძლივებულ ფსიქომატრავმირებელ, ან სპეციფიკურ, უჩვეულო სიტუაციასთან, რომელიც შეიძლება, იყოს დროის მოკლე პერიოდში ე.წ. მწვავე ფსიქოგენიით აღმოცენებული, გამოწვეული საკუთრივ სუბიექტის, ან მისი უახლოესი ადამიანების (ახლო ნათესავის) დამცირებით, ტკივილის მიყენების, სიცოცხლის ხელყოფის მუქარით. სუბიექტი რეაგირებს კონკრეტულ სიტუაციაში მისთვის მოულოდნელ კონფლიქტზე. კონფლიქტური სიტუაციის არსებობასთან ერთად აფექტის აღმოცენებისთვის მნიშვნელოვანი პირობაა დროებითი ფუნქციური ფსიქოფიზიოლოგიური მდგომარეობა (დაღლილობა, შიში, მცირე ნასვამობა).
2) ფიზიოლოგიური აფექტის მეორე ფაზა ხასიათდება სუბიექტისთვისვე მოულოდნელი ემოციური აფეთქებით, ფრაგმენტული აღქმით, ცნობიერების შევიწროებით, ფსიქომატრავმირებელ ობიექტზე კონცენტრირებით, ინტელექტუალური და ნებითი კონტროლის მკვეთრი დაქვეითებით, თავისი ქმედების შესაძლო შედეგების პროგნოზირების შეუძლებლობით. მიმდინარეობს ინტენსიური მოტორული აგზნების ფონზე და ხასიათდება სტერეოტიპულობით. მკვეთრად გამოხატულია ორგანიზმში ფიზიოლოგიური ძვრების ამსახველი ნიშნები (გამომეტყველება, პანტომიმიკა). ფიზიოლოგიურ აფექტზე მიანიშნებს მეორე ფაზაში აფექტური რეაგირების დროს ქცევის იმგვარი ფორმის გამოვლენა, რომელიც სუბიექტისთვის მახასიათებელი არ არის.
3) მესამე ფაზაში გამოხატულია აფექტის შემდგომი მდგომარეობა - აფექტური დაძაბულობის ვარდნა, მოდუნება, აპათია, ასთენიურობის გამოვლენა, ნაწილობრივი აფექტოგენური ამნეზია. შესაძლოა, პირს დაავიწყდეს გარემოების, მსხვერპლის და საკუთარი ქცევის ცალკეული დეტალები, მიყენებული დარტყმების რაოდენობა, თუმცა შეუძლია სიტუაციის ზოგადი შეფასება, ახსოვს მისი განვითარების ხასიათი, თავისი მდგომარეობა, ქცევის მოტივები. პიროვნული თავისებურებებიდან გამომდინარე, მესამე ფაზაში შეიძლება, გამოვლინდეს სხვადასხვა სახის ქცევითი რეაქციები.
ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს, რამდენად შესაბამისობაშია გ------ მ-------ის ქცევა ბრალად წარდგენილ ქმედებამდე, ქმედების ჩადენის დროს და მის შემდეგ ფიზიოლოგიური აფექტისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ სტრუქტურულ ნიშან-თვისებებთან.
1) საყურადღებოა, რომ ფიზიოლოგიური აფექტის პირველი ფაზა შესაძლებელია, განვითარდეს როგორც უმალ, ასევე ეტაპობრივად და იყოს დროში გაწელილი (პროლონგირებული აფექტი), რაზედაც აკეთებდა აქცენტს აპელანტი, თუმცაღა აღნიშნულს უნდა ჰქონდეს უწყვეტი ხასიათი, რა დროსაც თითოეული კონფლიქტური სიტუაცია უნდა რჩებოდეს მსხვერპლში განტვირთვის გარეშე, უნდა ხდებოდეს ბრაზის და ემოციის აკუმულირება. შესაბამისად, ექსპერტების ნ------–--------–ის და ლ-----------–ის განმარტება, რომ გ------ მ-------ის შემთხვევაში შეინიშნებოდა პერმანენტული დაბოღმვის ტენდენცია, ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც ცალსახად გამორიცხავს გახანგრძლივებური ფიზიოლოგიური აფექტის პირველ ფაზას - კერძოდ, როგორც გ------ მ-------მა, ასევე არაერთმა მოწმემ დაადასტურა, რომ ლ-–- კ------–---–სა და გ------ მ-------ს ჰქონდათ კარგი ურთიერთობა და მეგობრობდნენ კიდეც. შესაბამისად, გამორიცხულია ფიზიოლოგიური აფექტის პირველი ფაზის (ე.წ. მოსამზადებელი ეტაპის) ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში განვითარება, ვინაიდან ბრაზის აკუმულირებას ადგილი არ ჰქონია და აშკარად იკვეთება, რომ ადგილი ჰქონდა ემოციური ფონის განელებას გ------ მ-------სა და ლ-–- კ------–---–ს შორის ურთიერთობის პერიოდულად დათბობის სახით. თუკი აპელანტის მსჯელობას მივყვებით, შესაძლებელია, აფექტის მოსამზადებელ (პირველ) ეტაპად განვიხილოთ უშუალოდ შემთხვევის დღეს ლ-–- კ------–---–სა და გ------ მ-------ს შორის თბილისის ზღვის სანაპიროზე ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი, რა დროსაც მან დაინახა ლ-–- კ------–---–ის ხელში დანა.
2) აფექტის მეორე ფაზისათვის (ე.ი. აფექტის აფეთქების ეტაპი) დამახასიათებელია ცნობიერების შევიწროვება და ფსიქომატრავმირებელ ობიექტზე (დაცვის მოსაზრებით ასეთ ობიექტს წარმოადგენდა ლ-–- კ------–---–ი) კონცენტრირებით. დადასტურებულია, რომ ლ-–- კ------–---–თან ფიზიკური დაპირისპირების დროს გ------ მ-------მა ლ-–- ო------–---–ი აიძულა, დაბრუნებულიყო ავტომანქანაში. პირველი მოწოდების შემდეგ ლ-–- ო------–---–ი კვლავ ადგილზე დარჩა, რის გამოც გ------ მ-------მა მეტი აგრესიით გაუმეორა მოთხოვნა და ო------–---–ი შიშის გამო დაემორჩილა მას. აღნიშნული ადასტურებს, რომ გ------ მ-------მა გამოიჩინა მზრუნველობა სხვა პირზე, რისი შესაძლებლობაც აფექტში ყოფნის შემთხვევაში მისთვის არ უნდა მიეცა შევიწროვებულ ცნობიერებას, თუმცა მან ლ-–- კ------–---–იდან (დაცვის თეორიის თანახმად „გასაუვნებელი ობიექტიდან“) ყურადღება გადაიტანა სხვა ობიექტზე, რაც ცალსახად გამორიცხავს ფიზიოლოგიური აფექტის მეორე ფაზას. ასევე, საყურადღებოა ის გარემოება, რომ გ------ მ-------მა ლ-–- კ------–---–ს ფიზიკური დაპირსპირების დროს დანა წაართვა. ეს უტყუარად დადგენილი გარემოება ეწინააღმდეგება აფექტისათვის დამახასიათებელი შევიწროებული ცნობიერების კრიტერიუმს, ვინაიდან აღნიშნული საჭიროებს მცირე სტრატეგიულ გათვლას (დაგეგმვას), რაც გამორიცხულია პირის შევიწროებული ცნობიერების ფონზე აფექტის მდგომარეობაში. თუ ხდება ობიექტის ჩანაცვლება, ფიზიოლოგიური აფექტის ფაზა წყდება. მოცემულ შემთხვევაში კი ობიექტი - ლ-–- კ------–---–ი ჩანაცვლებული იქნა ერთ შემთხვევაში ლ-–- ო------–---–ით, შემდეგ კი - დანით. ამასთან, აფექტის მეორე ფაზისთვის დამახასიათებელია სტერეოტიპული დარტყმები, კერძოდ ერთი და იგივე სახის დარტყმა ერთსა და იმავე ადგილზე, რათა მოხდეს ობიექტის განეიტრალება. განსახილველ შემთხვევაში სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ლ-–- კ------–---–ს კისრის არეში მიყენებული აქვს ერთი სასიკვდილო ჭრილობა და ორი მსუბუქი ხარისხის ნაკვეთი ჭრილობა, ასევე მსუბუქი ხარისხის ნაკვეთი ჭრილობა აქვს მიყენებული მარჯვენა მტევნის II თითის არეში. აფექტის აფეთქების ეტაპისათვის კი დამახასიათებელია სტერეოტიპული დარტყმები, რომელთაგან ყოველი მომდევნო არის წინაზე ძლიერი და მიმართულია ობიექტის (გამღიზიანებლის) განადგურებისაკენ. ყოველივე ზემოაღნიშნული ცალსახად გამორიცხავს აფექტის მეორე ფაზის არსებობას.
3) რაც შეეხება ფიზიოლოგიური აფექტის მესამე ფაზას (აფექტური დაძაბულობის ვარდნა) მისთვის დამახასიათებელია ფიზიკური და ნერვული სისუსტე, უღონობა, ასევე გულგრილობა, უემოციობა. ფიზიოლოგიურად ეს ყოველივე შეიძლება, გამოვლინდეს გადაადგილების უნარის დაქვეითებაში, მიზანმიმართული ქმედების განხორციელების შეუძლებლობაში, ფიზიკური ენერგიის უქონლობაში. როგორც თავად გ------ მ-------ის და თვითმხილველი მოწმის ლ-–- ო------–---–ის ჩვენებით დგინდება, დანაშაულის კვალდაკვალ გ------ მ-------მა ავტომანქანა მართა 30-40 წუთის განმავლობაში, სახლში მისვლამდე განახორციელა არაერთი აქტივობა, მათ შორის გადააგდო დანა, ავტომანქანას შეუსწორა დაზიანებული ნაწილი, გზაში ესაუბრა ლ-–- ო------–---–ს ლ-–- კ------–---–ის შესაძლო გადარჩენაზე, სახლში მისული იყო უჩვეულოდ მშვიდი, დედასთან საუბარში მოახერხა იმ ფაქტის დამალვა, რომ ლ-–- კ------–---–თან იმყოფებოდა, რაც ასევე ცალსახად გამორიცხავს აფექტის მესამე ფაზის არსებობას.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნ------–--------–ი და ლ-----------–ი დასკვნის გაცემისას დაეყრდნენ მხოლოდ გ------ მ-------ის ჩვენებას და შეფასების გარეშე დატოვეს ლ-–- ო------–---–ის ჩვენება, რომელიც მ-------ისაგან განსხვავებულად აღწერს მთელ რიგ გარემოებებს. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დაკითხვისას ექსპერტებმა განმარტეს, რომ დასკვნის გასაცემად მათთვის ინფორმაციულობის თვალსაზრისით სრულიად საკმარისი იყო გ------ მ-------ის ჩვენება და მასთან გასაუბრება. ლ-–- ო------–---–ის ჩვენებას არსებითად არ შეეძლო სურათის შეცვლა. აღნიშნული მსჯელობის საპირისპიროდ სააპელაციო პალატა უთითებს, რომ გ------ მ-------ის ჩვენებაში არის არაერთი შეუსაბამობა, რაც მთლიანობაში უკარგავს მის მონათხრობს სანდოობას. გ------ მ-------ის ჩვენებით, მას არ ახსოვს ლ-–- კ------–---–ისათვის ჭრილობების მიყენების ფაქტი, თუმცა მისი სხვა განმარტებები ბადებს ობიექტურ კითხვებს და აჩენს გონივრულ ეჭვებს გ------ მ-------ის გულწრფელობასთან დაკავშირებით. კერძოდ, გ------ მ-------მა აღნიშნა, რომ ლ-–- კ------–---–ს მან დანა წაართვა ამ უკანასკნელის მხრიდან მასზე განხორციელებული მუქარის შემდეგ. დანის წართმევის შემდეგ კი არაფერი ახსოვს გარდა იმისა, რომ ჩაჯდა ავტომანქანაში, გზაში დანა გადააგდო და დაბრუნდა სახლში. გ------ მ-------ისვე ჩვენებით სახლში მისვლის შემდეგ იგი ნანობს მომხდარს და მიდის მონასტერში. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გ------ მ-------ის აღნიშნული განმარტება არის ურთიერთგამომრიცხველი და შეიცავს წინააღმდეგობებს, რადგან შეუძლებელია, ადამიანი განიცდიდეს სინანულს იმ ქმედებისათვის, რომელიც ან არ ჩაუდენია, ან არ ახსოვს, რომ ჩაიდინა. საყურადღებოა, რომ გ------ მ-------მა შეგნებულად დაუმალა დედას ც----ა ა-----–---–ს, რომ სახლში დაბრუნებამდე იგი იმყოფებოდა ლ-–- კ------–---–თან, მაშინ როდესაც მისივე ჩვენების თანახმად სიძესთან შეხვედრის მონაკვეთი მისი მეხსიერებიდან არსად გამქრალა. მოწმე ც----ა ა-----–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გ------ მ-------ი 2015 წლის 19 ნოემბერს, გვიან ღამით სრულიად ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნდა სახლში და უთხრა, რომ ლ-–- კ------–---–ი არ უნახავს. გ------ მ-------ის ჩვენების ეს ნაწილიც არის მეტად საეჭვო და ვერ პასუხობს რელევანტურ კითხვებს, რადგან თუკი ლ-–- კ------–---–ისთვის დანის წართმევიდან ა/მანქანაში ჩაჯდომამდე დროის მონაკვთში განვითაარებული მოვლენები მართლაც არ ახსოვდა, შესაბამისად არ ექნებოდა მოტივაცია, დედისთვის დაემალა რამე, რადგან თავისთავად ლ-–- კ------–---–თან შეხვედრაში, მისი ფატალური გაგრძელების გარეშე, დასამალი არაფერი ყოფილა. სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ შემთხვევის ადგილიდან წასვლის შემდეგ გზაში ლ-–- ო------–---–მა გ------ მ-------ს ჰკითხა, გადარჩებოდა თუ არა ლ-–- კ------–---–ი, რაზეც გ------ მ-------მა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. აღნიშნული მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნის მართებულობაზე იმის შესახებ, რომ გ------ მ-------ის მიერ ლ-–- კ------–---–ის შემთხვევის ადგილზე დატოვების დროს იგი აცნობიერებდა ჩადენილს, იცოდა რომ კ------–---–ის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. თვითმხილველი მოწმის მხრიდან დაისვა ლეგიტიმური კითხვა მის გადარჩენასთან დაკავშირებით, რასაც გ------ მ-------მა ადეკვატურად უპასუხა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ გ------ მ-------სა და ლ-–- კ------–---–ს შორის არსებულმა კონფლიქტურმა სიტუაციამ, რასაც საფუძვლად დაედო ლ-–- კ------–---–ის მხრიდან გ------ მ-------ის დის თ----ა მ-------ის მიმართ აგრესიული ქმედება - ფიზიკური ხელყოფა, ასევე უშუალოდ დაპირისპირების დროს გ------ მ-------ის მიმართ განხორციელებულმა სიტყვიერმა შეურაცხყოფამ და დანის დემონსტრირებით მუქარამ შესაძლოა, განაპირობა ძლიერი სულიერი აღელვება, თუმცა მის ქმედებაში არ ვლინდება უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების - ფიზიოლოგიური აფექტისთვის დამახასიათებელ ფაზათა სტრუქტურული ნიშან-თვისებები და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქმედების ჩადენის დროს გ------ მ-------ი არ იმყოფებოდა უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში.
როგორც აღინიშნა, აპელანტი ავითარებს მსჯელობას, რომ თითქოს პირველი ინსტანციის მოსამართლე ცდილობს, შექმნას ილუზია, რომ გ------ მ-------ი სახლიდან გავიდა ლ-–- კ------–---–ის მოკვლის განზრახვით, რომ სინამდვილეში მოწმეების ჩვენებებით უტყუარად არის დადასტურებული, რომ გ------ მ-------ი შემთხვევის დღეს სახლიდან გავიდა მხოლოდ ერთი განზრახვით - ნაცემი და თ----ა მ-------ი და დისშვილები დაებრუნებინა მშობლების სახლში. სააპელაციო პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით უთითებს, რომ არც ერთ მოწმეს ასეთი ფაქტობრივი გარემოება არ დაუდასტურებია, მეტიც: რა განზრახვით მოქმედებდა გ------ მ-------ი შემთხვევის დღეს, როდესაც მისი დის სახლთან მივიდა, ამის დადგენა უტყუარადაა შესაძლებელი მისივე განმარტებით - იგი თითქოსდა მივიდა საკუთარი დის თ----ა მ-------ის და დისშვილების წამოსაყვანად, თუმცა ფაქტია, რომ ამისათვის არაფერი მოუმოქმედებია. დაელოდა საპატრულო პოლოციის თანამშრომელთა წასვლას და დისშვილების ნაცვლად მანქანაში ჩაისვა ლ-–- კ------–---–ი, რომელიც მოგვიანებით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა. დადასტურებულია, რომ თ----ა მ-------ი შვილებთან ერთად მშობლების სახლში გ------ მ-------ს არც მოგვიანებით მიუყვანია. საყურადღებოა დანაშაულის თვითმხილველი მოწმის ლ-–- ო------–---–ის განმარტება, რომელსაც გ------ მ-------მა უთხრა, ლ-–- კ------–---–ი ისევე უნდა ეცემა, როგორც ეს უკანასკნელი ცემდა მის დას. საგულისხმოა ის გარემოება, რომ გ------ მ-------ი თბილისის ზღვის ტერიტორიიდან გაემართა არა თავის დასთან, რათა წაეყვანა იგი მშობლებთან, არამედ - პირდაპირ სახლში. ამდენად, აპელანტის მტკიცება, რომ გ------ მ-------ი მისი დის სახლთან მხოლოდ თ----ა მ-------ის და მისი შვილების წამოსაყვანად მივიდა, მაშინ, როდესაც მანამდე სიძის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება დააანონსა და თავისი დისა და დისშვილების წამოსაყვანად არაფერი მოუმოქმედებია, ყოველგვარ გონივრულ საფუძველს მოკლებულია.
პალატა ხაზს უსვამს აპელანტის მსჯელობის მცდარობას იმის შესახებ, რომ თითქოს პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა რა გ------ მ-------ის ლ-–- კ------–---–ის სახლთან მისვლა დისა და დისშვილების წამოყვანის განზრახვით, ამით შეეცადა, დაესაბუთებინა, რომ იქ მისვლა სიძის მკვლელობის განზრახვით იყო განპირობებული. როგორც უკვე აღინიშნა, ლ-–- ო------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ გ------ მ-------ს სურდა ლ-–- კ------–---–ის ცემა მისი დის ცემის გამო. მის სახლთან მისვლისას უკვე მკვლელობის განზრახვის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. თუმცა ეს არ გამორიცხავს ლ-–- კ------–---–ის განზრახ მკვლელობას. დადგენილია, რომ ლ-–- კ------–---–ის მკვლელობის განზრახვა გ------ მ-------ს წარმოეშვა ურთიერთშელაპარაკებისას, მას შემდეგ, რაც ლ-–- კ------–---–მა აგრესიით უპასუხა მ-------ის პრეტენზიებს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას და მოახდინა დანის დემონსტრირება. გასათვალისწინებელია, რომ მკვლელობა გ------ მ-------მა ჩაიდინა სწორედ ამ დანით მას შემდეგ, რაც მოახერხა ლ-–- კ------–---–ისათვის მისი წართმევა.
5. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
სააპელაციო პალატა იმსჯელებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 მარტის განაჩენში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ------ მ-------ის მიერ დანაშაულის უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ჩადენასთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად - ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული და არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სიცოცხლის უფლება არის კონვენციაში განსაზღვრულ უფლებათა და თავისუფლებათაგან ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური ღირებულება დემოკრატიულ საზოგადოებაში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1995 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე McCann and others v. the United Kingdom).
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განზრახი მკვლელობისათვის. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია, აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის, შელაპარაკების ნიადაგზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით დაწესებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება სიძე.
მოცემულ შემთხვევაში, არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ და სააპელაციო პალატასაც უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ-–- კ------–---–ი იყო გ------ მ-------ის სიძე და კანონის მიზნებისთვის ისინი წარმოადგენდნენ ოჯახის წევრებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განმარტა, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება სისხლის სამართლის №142აპ-13 საქმეზე).
სააპელაციო პალატას უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2015 წლის 19 ნოემბერს, დაახლოებით 00:30 საათზე თბილისში, თბილისის ზღვის მახლობლად გ------ მ-------მა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას მისი დის მეუღლეს - ლ-–- კ------–---–ს ყელის არეში დანით მიაყენა ჭრილობა, რის შედეგადაც ლ-–- კ------–---–ი ადგილზევე გარდაიცვალა. ამასთან, უტყუარად არის დადგენილი მიზეზობრივი კავშირი გ------ მ-------ის ქმედებას - დანით ყელის არეში ჭრილობის მიყენებასა და დამდგარ შედეგს - ლ-–- კ------–---–ის სიკვდილს შორის. ამ ქმედების გარეშე ეს შედეგი არ დადგებოდა. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, გ------ მ-------ის ქმედებაში მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სააპელაციო პალატას უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------ მ-------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა, რისთვისაც ცნობილია დამნაშავედ.
ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ გ------ მ-------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით გასაჩივრებული განაჩენი კვალიფიკაციის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი, რითაც მსჯავრი დაედო გ------ მ-------ს, უალტერნატივოდ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს გ------ მ-------ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გ------ მ-------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი და უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა გ------ მ-------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის მოტივს - ურთიერთშელაპარაკება, რასაც წინ უძღვოდა გარდაცვლილის მიერ გ------ მ-------ის დაზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა, ასევე იმ გარემოებას, რომ გარდაცვლილი ქმედების ჩადენის დროს იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, შეურაცხყოფას აყენებდა მსჯავრდებულს და დანაშაულის იარაღი (დანა) შემთხვევის ადგილზე მიიტანა სწორედ გარდაცვლილმა, რომელიც კონფლიქტის დროს წაართვა მას მსჯავრდებულმა და მოკლა. საყურადღებოა, რომ დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ (ოჯახური დანაშაული), რაც მისი გავრცელების მასშტაბების გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია. სააპელაციო პალატა ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას - აღნიშნული დანაშაული (განზრახ მკვლელობა) წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ძალადობრივი ხასიათის დანაშაულს, ასევე გ------ მ-------ის ქმედებაში გამოვლენილ მყარ და საშიშ მართლსაწინააღმდეგო ნებას, კერძოდ მიყენებული ჭრილობების რაოდენობას და არეს, სადაც არაერთი სასიცოცხლო არტერია და ვენა გადის, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს - დანის გამოყენებით ყელის არეში სასიკდილო ჭრილობის მიყენებას და მძიმე მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე გ------ მ-------ის ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობას. განსაკუთრებით მძიმე ისეთი დანაშაულისთვის, როგორიც არის განზრახ მკვლელობა, სასჯელის დანიშვნისას სააპელაციო პალატა ხელმძღვენელობს სასჯელის როგორც კერძო, ასევე ზოგადი პრევენციის მიზნებით და მიიჩნევს, რომ ამ მიზნებისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ადეკვატური ჩადენილი დანაშაულისა და მსჯავრდებულის პიროვნებისა, ხოლო, მეორე მხრივ, არ უნდა იყოს წამახალისებელი როგორც დამნაშავისთვის, ასევე სხვა პირთათვის. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები ნათლად ადასტურებს გ------ მ-------ის საზოგადოებისგან იზოლაციის აუცილებლობას, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივად შეფასების შედეგად სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გ------ მ-------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ: თ----ა მ-------ის კომპიუტერული ტომოგრაფიის ფირი, საქმეზე დართული ხუთი ცალი კომპაქტ დისკი მათში არსებული ფოტოსურათებით, შენახული უნდა იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; ავტომანქანა ,,ო---–--------“ სახელმწიფო ნომრით B------, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ნდობით აღჭურვილ პირს; ლ-–- კ------–---–ის ტანსაცმელი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს; თ----ა მ-------ის მიერ წარმოდგენილი ორი ცალი „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი და ლ-–- ო------–---–ის მიერ წარმოდგენილი „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს; ლ-–- კ------–---–ის ფრჩხილის ნიმუშები, ლ-–- კ------–---–ის თმის ნიმუშები, ლ-–- კ------–---–ის გვამიდან აღებული ნაცხის ნიმუშები, ლ-–- კ------–---–ის სისხლის ნიმუში; ლ-–- ო------–---–ის თმის ნიმუშები, ლ-–- ო------–---–ის ანაწმენდები, ლ-–- ო------–---–ის ფრჩხილის ნიმუშები, ლ-–- ო------–---–ის ნერწყის ნიმუში, ლ-–- ო------–---–ის სუნის ნიმუში; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული შვიდი ცალი სიგარეტის ნამწვი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ქვები, ბალახი და ჯოხები, მოწითალო ფერის ლაქები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სამი სუნის კვალი, ავტომანქანიდან ამოღებული ხუთი სუნის კვალი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ორი ცალი დაქტილობარათი, ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული 19 ცალი დაქტილობარათი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი ცალი პოლიეთილენის ბოთლი, შემთხვევის ადგილიდან აღებული ნიადაგის სამი ნიმუში, ავტომანქანიდან ამოღებული 16 ცალი მიკრონაწილაკი, ავტომანქანიდან ამოღებული ერთი ცალი სავარძლის შალითის ნიმუში სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ------ მ-------ის და მისი ინტერსების დაცველი ადვოკატის თ------ ს-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 მარტის განაჩენში მსჯავრდებულ გ------ მ-------ის მიმართ შევიდეს ცვლილება;
გ------ მ-------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ცნობად იქნას მიღებული, რომ გ------ მ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
გ------ მ-------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 22 აგვისტოდან.
ნივთმტკიცება:
თ----ა მ-------ის კომპიუტერული ტომოგრაფიის ფირი, საქმეზე დართული ხუთი ცალი კომპაქტ დისკი მათში არსებული ფოტოსურათებით შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ავტომანქანა ,,ო---–--------“ სახელმწიფო ნომრით B------ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ნდობით აღჭურვილ პირს.
ლ-–- კ------–---–ის ტანსაცმელი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს;
თ----ა მ-------ის მიერ წარმოდგენილი ორი ცალი „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი და ლ-–- ო------–---–ის მიერ წარმოდგენილი „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.
ლ-–- კ------–---–ის ფრჩხილის ნიმუშები, ლ-–- კ------–---–ის თმის ნიმუშები, ლ-–- კ------–---–ის გვამიდან აღებული ნაცხის ნიმუშები, ლ-–- კ------–---–ის სისხლის ნიმუში; ლ-–- ო------–---–ის თმის ნიმუშები, ლ-–- ო------–---–ის ანაწმენდები, ლ-–- ო------–---–ის ფრჩხილის ნიმუშები, ლ-–- ო------–---–ის ნერწყის ნიმუში, ლ-–- ო------–---–ის სუნის ნიმუში; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული შვიდი ცალი სიგარეტის ნამწვი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ქვები, ბალახი და ჯოხები, მოწითალო ფერის ლაქები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სამი სუნის კვალი, ავტომანქანიდან ამოღებული ხუთი სუნის კვალი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ორი ცალი დაქტილობარათი, ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული 19 ცალი დაქტილობარათი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი ცალი პოლიეთილენის ბოთლი, შემთხვევის ადგილიდან აღებული ნიადაგის სამი ნიმუში, ავტომანქანიდან ამოღებული 16 ცალი მიკრონაწილაკი, ავტომანქანიდან ამოღებული ერთი ცალი სავარძლის შალითის ნიმუში სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვ. ლომიძე
მოსამართლეები: ნ. ბარბაქაძე
მ. ისაევი