განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002775435
საქმე №1ბ/961-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძე
სხდომის მდივანი - ლ--–ა ბახტაძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- შ---------;
დაცვის მხარე:
გამართლებული - გ------- კ----------–-–---–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, დაბადებული 1----–-–-----------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ყ-----–--------------------–---–----ში, მცხოვრები თ---–--–ი, ვარკეთილი, მე-3 მ/რ-ნი, კორპუსი №37, ბინა №15-ში;
გამართლებული - გ------- ნ-----–--–---–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, დაბადებული 1----–-–----------------–ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--–ი, გ--------–---–-------------ში;
გამართლებული - ბ--- ც------ე, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- დაბადებული 1----–-–-----------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--–ი, დ----------------------------–------–----------------------ში (მონაწილეობის გარეშე);
გამართლებული - ნ-----–---- ბ-------ე, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, პირადი №0----------, დაბადებული 1----–-–------------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ა---------–-----------–--–----------------------------------–------------------ში, მცხოვრები თ---–--–ი, დ-----------------------------–----------------------------ში (მონაწილეობის გარეშე);
გამართლებული - ი----- გ-------–---–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, დაბადებული 1----–-–-------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული თ---–--–ი, ვ-–----–----–-----------------–---------------------------–-- მცხოვრები ქ.თ---–--–ი, ს---–----–--–------------------–------------------------------------–------------------–--
ადვოკატები - ლ--- ც---–----, გ--–- ნ-----–--–---–ი, დ----- ს----ე, ნ-----–---- წ---–--------, მ---------------–--ე.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (რასობრივი დისკრიმინაცია, ე.ი. ქმედება ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლების პირდაპირ და არაპირდაპირ შეზღუდვა, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი იარაღად სხვა საგნის გამოყენებით).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: 2016 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე ქ.თ---–--–ი, მეტრო „რ---------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა ორგანიზაცია „ქ--------–-----–ის“ დაახლოებით 150-მდე წევრი, რომელთა შორის იყვნენ ასევე აღნიშნული ორგანიზაციის ე.წ. „ლიდერები“. შეკრებილთაგან რამოდენიმე პიროვნებას შენიღბვის მიზნით სახეზე აფარებული ჰქონდა შავი ფერის ბენდენები, ხოლო ზოგიერთ მათგანს სახე სრულად ჰქონდათ დაფარული შავი ფერის ნიღბებით. აღნიშული ორგანიზაციის წევრებს ასევე თან ჰქონდათ ე.წ. „მაშხალები“. ისინი მითითებული ადგილიდან გარკვეული დროის შემდეგ სხვადასხვა აგრესიული და ძალადობრივი შინაარსის შეძახილებით ფეხით გაემართნენ „გ---------------ის“ მიმართულებით.
გმირთა მოედანზე ყოფნისას შეკრებილთა ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელსაც სახე სრულად ჰქონდა დაფარული შავი ფერის ნიღბით და კარგად იცოდა, რომ ქ. თ---–--–ი, ა----–-----–-ს გ-------ზე მრავლად იყო სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლების კუთვნილი ობიექტები, მათ შორის ბარ-რესტორნები და კვების სხვა დაწესებულებები, რასობრივი დისკრიმინაციის, კერძოდ, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების, ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით, ადამიანების უფლების პირდაპირი და არაპირდაპირი შეზღუდვის მიზნით გ------- ჟ--–----–---–ს, ნ-----–---- ბ-------ეს, ც-------–--------–---–ს, ი----- გ-------–---–ს, ბ--- ც------ეს, გ------- ა--------–--ეს, ზ---–---–-ას, გ------- ბ----–---–ს, ი-–--------ას, გ------- ნ-----–--–---–ს, გ------- კ----------–-–---–ს, ი-----–- მ--–--–---–სა და გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებს მოუწოდა შემდეგი სიტყვებით: „წავიდეთ და ა----–------–ი დავანგრიოთ“, რასაც ხსენებული პირები ოვაციებით შეხვდნენ და შეძახილებით დაეთანხმნენ.
იმავე დღეს, დაახლოებით 20:00 საათიდან 20:30 საათამდე შუალედში ქ. თ---–--–ი, ა----–-----–-ს გ-------ზე, ორგანიზაცია „ქ--------–-----–ის“ ე.წ. ლიდერები და წევრები: გ------- ჟ--–----–---–ი, ნ-----–---- ბ-------ე, ც-------–--------–---–ი, ი----- გ-------–---–ი, ბ--- ც------ე, გ------- ა--------–--ე, ზ---–---–-ა, გ------- ბ----–---–ი, ი-–--------ა, გ------- ნ-----–--–---–ი, გ------- კ----------–-–---–ი, ი-----–- მ--–--–---–ი და გამოძიებით დაუდგენელი პირები, რომლებიც მოქმედებდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების, ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანების უფლების პირდაპირი და არაპირდაპირი შეზღუდვის მიზნით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მომარჯვებული ხელკეტებით, სხვადასხვა საგნებითა და ე.წ. „მაშხალებით“, დაიწყეს ორგანიზებული, მასობრივი მსვლ--–ობა მეტრო „მ--------–---–ის“ მიმართულებით, რა დროსაც თურქი, არაბი და სხვა ეროვნების მოქალაქეების მიმართ ხმამაღალი შეურაცხმყოფელი, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების გამომხატველი სიტყვებით, ლანძღვა-გინებით, ძალადობის გამოყენებითა და ძალადობის გამოყენების მუქარით, თავს დაესხნენ აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ კვების ობიექტებსა და სხვა დაწესებულებებს - ხელკეტებს, მომარჯვებულ სხვა საგნებს, ხელებსა და ფეხებს ურტყამდნენ უცხო ეროვნების მოქალაქეთა კუთვნილი რესტორნების მინებს, აზიანებდნენ ქუჩაში მდებარე უცხოური წარწერის მქონე სარეკლამო ბანერებს. გარდა ამისა, მსვლ--–ობის მონაწილეები მოქმედებდნენ რა შეთანხმებულად, უცხო ეროვნების მოქალაქეთა კუთვნილი რესტორნების შენობებში, სადაც მომსახურე პერსონალთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ კლიენტები, შეაგდეს ცეცხლმოდებული ე.წ. „მაშხალები“, რითიც საფრთხე შეუქმნეს მათ ჯანმრთელობას.
ამავდროულად, ხსენებული დანაშაულებრივი ქმედების დროს გ------- ჟ--–----–---–ი, ნ-----–---- ბ-------ე, ც-------–--------–---–ი, ი----- გ-------–---–ი, ბ--- ც------ე, გ------- ა--------–--ე, ზ---–---–-ა, გ------- ბ----–---–ი, ი-–--------ა, გ------- ნ-----–--–---–ი, გ------- კ----------–-–---–ი, ი-----–- მ--–--–---–ი და გამოძიებით დაუდგენელი პირები გადაადგილდებოდნენ რა ა----–-----–-ს გ-------ზე, აშკარა უპატივცემულობა გამოხატეს იქ მყოფი მოქალაქეებისა და რესტორნების სტუმრების მიმართ და დააზიანეს მათი კუთვნილი ქონება. მიუხედავად იმისა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არაერთხელ მოუწოდეს აღნიშნულ პირებს, დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი, შეეწყვიტათ უკანონო ქმედებები, ისინი განაგრძობდნენ ძალადობის გამოყენებასა და ძალადობის მუქარას, უწმაწური სიტყვებით ლანძღვა-გინებას უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ. აღნიშნული ქმედებებით დაირღვა ა----–-----–-ს გ-------ზე მდებარე რესტორნებისა და დაწესებულებების მუშაობის ჩვეული რიტმი, ასევე შეფერხდა სატრანსპორტო საშუალებების საავტომობილო გზაზე გადაადგილება. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად გ------- ჟ--–----–---–მა ნ-----–---- ბ-------ესთან, ც-------–--------–---–თან, ი----- გ-------–---–თან, ბ--- ც------ესთან, გ------- ა--------–--ესთან, ზ---–---–-ასთან, გ------- ბ----–---–თან, ი-–--------ასთან, გ------- ნ-----–--–---–თან, გ------- კ----------–-–---–თან, ი-----–- მ--–--–---–თან და გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად ჯანრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით მოახდინეს დ.ა----–-----–-ს გ-------ზე მყოფი უცხო ეროვნების მოქალაქეების ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირება, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანების უფლების პირდაპირი და არაპირდაპირი შეზღუდვა, რამაც არსებითად ხელყო მათი უფლებები. ასევე წინასწარ შეთანხმებული მოქმედებით, ძალადობითა და ძალადობის მუქარით, იარაღად სხვა საგნების გამოყენებით უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და აშკარა უპატივცემულობა გამოხატეს საზოგადოებისადმი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის განაჩენით:
გ------- კ----------–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
გ------- ნ-----–--–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ბ--- ც------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ი----- გ-------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ნ-----–---- ბ-------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა გ------- კ----------–-–---–ის, გ------- ნ-----–--–---–ის, ბ--- ც------ის, ნ-----–---- ბ-------ის და ი----- გ-------–---–ის მიერ ხულიგნობისა და რასობრივი დისკრიმინაციის ჩადენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ - თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა გ------- შ---------მ.
პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი შემოიტანა დაცვის მხარემ - გამართლებული ბ--- ც------ის ადვოკატმა ლ--- ც---–----მ და გამართლებულ ნ-----–---- ბ-------ის ადვოკატმა გ--–- ნ-----–--–---–მა.
3. მხარეთა პოზიციები:
აპელანტის პოზიციით: პირველი ინსტანციის განაჩენი უნდა გაუქმდეს, რადგან არის დაუსაბუთებელი და ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რითიც უტყუარად დასტურდებოდა ბრალდებულების მიერ მათთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა შემდეგ გარემოებათა გამო:
მნიშვნელოვან-- პატრულ-ინსპექტორების ჩვენებები, კერძოდ ბ----- ბ----–---–ის, ს----------------–---–ის, ი-----–- ა------ის, გ------- თ------ს, ზ-------------–---–ის, გ------- ბ---------ის, ლ----ი ჭ-----ს, კ-----------–---–ის, გ------- ხ--–-–---–ის (ნ-----–---- ბ-------ის დამკავებელი), მ---------------ას (ბ--- ც------ის დამკავებელი), შ------–---–-–---–ის (გ------- ნ-----–--–---–ის დამკავებელი), ბ--- ჭ-----ის (ი----- გ-------–---–ის დამკავებელი), კ----------------ის (გ------- კ----------–-–---–ის დამკავებელი), კ------------ის (გ------- ა--------–--ის დამკავებელი), ლ-–---------–---–ის (ც-------–--------–---–ის დამკავებელი), თ-------ე ჯ------–---–ის (გ------- ბ----–---–ის დამკავებელი), ლ---- მ----ს (ზ---–---–-ას დამკავებელი), კ----–-–--–---–ის (ი-----–- მ--–--–---–ის დამკავებელი), ერეკლე კ----------ის (ი-–--------ას დამკავებელი), ბ-----------–-–---–ის (გ------- ჟ--–----–---–ის დამკავებელი) ჩვენებები, რომლებშიც უთითებენ გამოძიებით დადგენილ გარემოებებს და დანაშაულებრივ ქმედებებში ბრალდებულების მონაწილეობას.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით და დ----- ა----–-----–-ს გ-------ზე არსებული ობიექტებიდან ამოღებული, ტელევიზიის წარმომადგენლების მიერ გადაღებული, ასევე მოქალაქეებისაგან წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერებით დასტურდება 2016 წლის 27 სექტემბერს შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები. ექსპერტიზის N1-------- დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ გამოკვლევაზე წარმოდგენილი ბანერების ზედაპირზე არსებული დაზიანებები ანჯამების განცალკევების, მუშამბის გახევის, სჭვალების ამოგლეჯის, დეფორმაციის, ჭყლეტის, გაცურების და ნაკაწრების სახით წარმოქმნილია როგორც ფიზიკური ძალის ზემოქმედების, ასევე რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად. ექსპერტიზის N2----ს დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი FCD797098 პაკეტში მოთავსებული ბანერის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 20 ლარს; ექსპერტიზაზე წარმოდგენილი FCD795500 პაკეტში მოთავსებული ბანერის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 40 ლარს; ექსპერტიზაზე წარმოდგენილი FCD812515 პაკეტში მოთავსებული ბანერის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 35 ლარს; ექსპერტიზაზე წარმოდგენილი FCD812529 პაკეტში მოთავსებული ბანერის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 55 ლარს; ექსპერტიზაზე წარმოდგენილი FCD812527 პაკეტში მოთავსებული ბანერის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 35 ლარს; ექსპერტიზაზე წარმოდგენილი FCD795504 პაკეტში მოთავსებული ბანერის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 80 ლარს; ექსპერტიზაზე წარმოდგენილი FCD812827 პაკეტში მოთავსებული ბანერის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 55 ლარს. ექსპერტიზის Nი----- დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ქ.თ---–--–ი, ა----–-----–-ს გ-------ის N1---ში მდებარე კაფე „3-“-ის გარე ფასადის ვიტრაჟის მინა-პაკეტის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობამ აღდგენითი სამუშაოების გათვალისწინებით შეადგენს 29,40 ლარს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0------- დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ბ----- ბ----–---–ს დაუდგინდა თავის ზედაპირული ტრავმა, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლ--–ად. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ დ----- ც------–---–ს დაუდგინდა სხეულზე მექანიკური დაზიანების ნიშნები ნაჭდევების, უსწოროკიდეებიანი ზედაპირული ჭრილობების და სისხლნაჟღენთების სახით, რომელებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლ--–ად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ექსპერტიზის N1----- დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ გამოსაკვლევად წარმოდგენილ ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერები არ არის ვარგისი საიდენტიფიკაციო გამოკვლევისათვის პიროვნების ხმისა და მეტყველების მიხედვით, ვინაიდან არ გააჩნ-- დამაკმაყოფილებელი ხარისხი და ხანგრძილოვობა პიროვნების თავისუფალი მეტყველების ჩანაწერისა. ექსპერტიზის N6------------------ დასკვნის მე-3 ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ გამოკვლევაზე წარმოდგენილ დისკზე არსებულ ვიდეოგრამაზე გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნების და ელექტრონულ საინფორმაციო ბაზიდან ამოღებული ი----- გ-------–---–ის პიროვნების გამოსახულებაზე, სავარაუდოდ, დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების გამოსახულება. ექსპერტიზის N6----- დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ 1,2,3 პაკეტში ნომრით FCD751664 არსებული ქარხნული წესით დამზადებული ყვითელი ფერის მანათობელი მაშხალის მუყაოს კორპუსი არ წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას, არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, არსებული სახით უვარგისია გამოსაყენებლად; 4,5,6 პაკეტში ნომრით FCD716287 არსებული ქარხნული წესით დამზადებული ყვითელი ფერის მანათობელი მაშხალის მუყაოს კორპუსი არ წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას, არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, არსებული სახით უვარგისია გამოსაყენებლად; ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნების შინაარსის სისწორე სასამართლო პროცესზე დაადასტურეს ექსპერტებმა.
დაცვის მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის განაჩენის უცვლ--–ად დატოვება იმ მოტივით, რომ განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული.
4. მტკიცებულებების ერთობლიობა:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიაჩნ--, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლ--–ი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია, შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)
ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს მტკიცებულების შინაარსზე, იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, იძლევა თუ ფაქტების ცალსახად დადგენის შესაძლებლობას ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.
მოწმე ს----------------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს მუშაობდა შსს ს----------–-------–-–--------------------------------–----–--------------- და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მას დაუკავშირდა ასეულის მეთაური ბ----- ბ----–---–ი და შეატყობინა, რომ შემადგენლობასთან ერთად უნდა მისულიყო მეტროსადგურ ,,რ---------–ის“ მიმდებარედ, სადაც იკრიბებოდნენ ახალგაზრდები. შემთხვევის ადგილზე მისვლისას ნახა 30-40 ახალგაზრდა, რომელთა ნაწილს ეკეთა ნიღბები, პირბადეები, ჰქონდათ პლასტმასისტარიანი დროშები და ეცვათ სამხედრო ტანისამოსი. გაიგო, რომ ახალგაზრდები იყვნენ ორგანიზაცია ,,ქ--------–-----–ის“ წევრები. აქციის მონაწილეთა განმარტებით, მსვლ--–ობა დაიწყებოდა მეტროსადგურ ,,რ---------–თან“ და დასრულდებოდა გმირთა მოედანზე. გმირთა მოედანზე ახალგაზრდებმა აანთეს მაშხალები, გამოვიდნენ სიტყვით და გადაწყვიტეს, წასულიყვნენ ა----–-----–-ს გ-------ზე. გზად შეჩერდნენ თ----- მეფის ხიდზე, სადაც აქციის მონაწილენი სკანდირებდნენ, მტრებისთვის ეჩვენებინათ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. ა----–-----–-ს გ-------ის შუა ნაწილში, რესტორნებთან მიახლოვებისას ერთი ჯგუფი გამოეყო მსვლ--–ობას, მიცვივდნენ და დაარბიეს ბანერები, ჩაამტვრიეს შუშები, რესტორნებში ისროდნენ მაშხალებს და იწვევდნენ ხალხს ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის. მან დაინახა, როგორ შეაგდეს აქციის მონაწილეებმა რესტორანში მაშხალა და როგორ მიიღო რესტორანში მყოფმა მოქალაქემ დაზიანება. კონკრეტულად ვინ შეაგდო მაშხალა რესტორანში, არ დაუნახავს. მსვლ--–ობამ მიიღო აგრესიული სახე, ადგილი ჰქონდა შეძახილებს ,,სიკვდილი მტერს“, გინებას უცხოელების, ძირითადად რუსების და ირანელების მისამართით. მოქალაქეები შველას ითხოვდნენ. პოლიცია ცდილობდა შუაში ჩადგომით თავიდან აერიდებინა მოქალაქეებსა და მსვლ--–ობის მონაწილეებს შორის შეტაკება. ორივე მხრიდან გადაიკეტა ა----–-----–-ს გ-------ი და გამოიძახეს დახმარება. შემთხვევის ადგილზე იყო ცოტა პოლიციელი (სულ დაახლოებით 7-8 კაცი), რის გამოც ვერ მოხერხდა სამართალდამრღვევთა მყისიერი დაკავება. როდესაც მსვლ--–ობის მონაწილენი მიუახლოვდნენ მ--------–---–ის მოედანს, პატრულის თანამშრომლებს მიუთითა ორ პირზე, რომლებიც მანამდე გამოირჩეოდნენ აგრესიულობით, ანგრევდნენ ბანერებს და შეურაცხყოფას აყენებდნენ უცხოელებს. ისინი იქვე დააკავეს. პირადად მას არავინ დაუკავებია. დაკავებულთა გარეგნობა არ ახსოვს. ყველა პირის დაკავება, ვინც აგრესიულობით გამოირჩეოდა, ვერ მოხერხდა, რადგან მათი ნაწილი გაიქცა.
მოწმე ზ-------------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს მუშაობდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ჩ------------ს რაიონის მ------------–-----–------------- ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო ინფორმაცია, რომ რ---------–ის გ-------ზე შეკრებილი იყო ორგანიზაცია ,,ქ--------–-----–ა“ და აპირებდნენ მშვიდობიან მსვლ--–ობას გ---------------ისკენ, თუმცა აქციის მონაწილენი გასცდნენ გმირთა მოედანს და გაემართნენ ა----–-----–-ს გ-------ისკენ. იგი იმყოფებოდა თ----- მეფის ხიდთან, სადაც ახალგაზრდები შეჩერდნენ და დროშებითა და მაშხალებით სკანდირებდნენ ,,საქართველოს გაუმარჯოს“. აქციის მონაწილეებს ეკეთათ პირბადეები და სახე ჰქონდათ დამალული. მსვლ--–ობამ მალევე მიიღო აგრესიული სახე, ადგილი ჰქონდა უცხოელების მიმართ გინებას და შეურაცხყოფას. მან დაინახა, როგორ შაგდო აქციის მონაწილემ რესტორან ,,ს------აში“ მაშხალა, საიდანაც ხალხი გამოცვივდა. მან ეჭვი მიიტანა ერთ პირზე, რომელსაც მანამდე ხელში ეკავა მაშხალა, ეკეთა ნიღაბი, ეცვა კომუფლირებული ტანისამოსი და იდგა რესტორნის მახლობლად. პოლიციელები იყვნენ გაცილებით მცირე რაოდენობით, ვიდრე აქციის მონაწილენი, რის გამოც სამართალდამრღვევთა დაკავებებს შესაძლოა, მძიმე შედეგი მოეტანა. გამოიძახეს დამხმარე ძალა. აქციის მონაწილეები მიემართებოდნენ მეტროსადგურ ,,მ--------–---–ისკენ“, გზადაგზა არბევდნენ ბანერებს და სკანდირებდნენ. მოქალაქეები იყვნენ შეშინებული და ცდილობდნენ, თავი აერიდებინათ აგრესიული ახალგაზრდებისთვის, გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას. მეტროსადგურ ,,მ--------–---–ის“ მიმდებარედ მოხდა აქციის მონაწილეთა ნაწილის დაკავება, რომლებიც მანამდე არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. მან დაინახა ასმეთაური ბ----- ბ----–---–ი, რომელიც თავზე იკიდებდა ხელს, რადგან დროშის ტარი ჩაარტყეს. მსვლ--–ობის შემდეგ მან ნახა ა----–-----–-ს გ-------ზე დაზიანებული ბანერები, სარეკლამო განათებები და შენობებზე ჩამტვრეული მინები. მისი მითითებით არავინ დაუკავებიათ და არც თავად დაუკავებია ვინმე.
მოწმე კ----------------მა პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს მუშაობდა შსს ს----------–-------–-–------------------------------–------------–----–------------–----------------- ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ოცმეთაურის დავალებით გამოცხადდა მეტროსადგურ ,,რ---------–თან“, სადაც შეკრებილი იყო 120-მდე ახალგაზრდა, რომლებიც გაემართნენ გ---------------ისკენ, სადანაც 15-20 წუთში დაიძრნენ ა----–-----–-ს გ-------ის მიმართულებით. მსვლ--–ობის მონაწილენი შეჩერდნენ თ----- მეფის ხიდზე, დროშებით ხელში გადაიღეს სურათები, აანთეს მაშხალები და განაგრძეს გზა ა----–-----–-ს გ-------ისკენ. გ-------ის შუა ნაწილში დაიწყეს ლანძღვა-გინება, გახდნენ აგრესიულები, ჯგუფურად სკანდირებდნენ, აგინებდნენ უცხოელებს და აზიანებდნენ ბანერებს. მან დაინახა, როგორ შეაგდო აქციის მონაწილემ რესტორანში მაშხალა, თუმცა კონკრეტულად ვინ იყო სამართალდამრღვევი, არ დაუნახავს. უცხოელები ერიდებოდნენ აქციის მონაწილეებს, გადადიოდნენ გზის სხვა მხარეს. მეტროსადგურ ,,მ--------–---–თან“ მან დააკავა გ------- კ----------–-–---–ი, რომელიც სკანდირებდა უწმაწური სიტყვებით.
მოწმე კო-----------მ პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს მუშაობდა შსს ქ.თბილისის ს----------–-------–-–--------------------------------------------–------------------------------–--------------------–----------------–--- პირველი ქვეითი ოცეულის ინსპექტორად, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ოცეულის მეთაურის ს----------------–---–ის მითითებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მივიდა მეტროსადგურ ,,რ---------–თან“, სადაც იკრიბებოდნენ ახალგაზრდები. როგორც მოგვიანებით გაირკვა, იყვნენ ორგანიზაცია ,,ქ--------–-----–ის“ წარმომადგენლები და გეგმავდნენ მშვიდობიან მსვლ--–ობას. დაახლოებით 100-150 ახალგაზრდა დაიძრა ,,გ---------------ისკენ“. გზადაგზა ისმოდა მათი შეძახილები: ,,საქართველო ჩვენ--“, ,,აფხაზეთი ჩვენ--“ და ა.შ. გმირთა მოედანიდან მსვლ--–ობა განაგრძეს ა----–-----–-ს გ-------ის მიმართულებით. გზად შეჩერდნენ თ----- მეფის ხიდზე, აანთეს მაშხალები, იღებდნენ სურათებს. ოცეულის მეთაურის მითითებით გადაინაცვლა მ--------–---–ის მოედნისკენ. დაახლოებით 20:30 საათისთვის რაციაში მოისმინა, რომ ა----–-----–-ს გ-------ზე აუცილებელი იყო დახმარება. იგი ხედავდა, როგორ იგინებოდნენ აქციის მონაწილენი უცხოელების, ძირითადად რუსების და თურქების მისამართით, ხელში ეკავათ პლასტმასისტარიანი დროშები, დასარტყამი ინსტრუმენტები, ლიდერებს ეცვათ სპეც---–ური ტანისამოსი, ხმის გამაძლიერებლებით იძახდნენ უცხოელების შეურაცხმყოფელ სიტყვებს, რასაც იმეორებდნენ აქციის სხვა მონაწილეებიც, ესმოდა მტვრევის ხმა. მ--------–---–ის მოედანზე მოძრაობა იყო პარალიზებული, რადგან მსვლ--–ობის მონაწილეები გადავიდნენ გზის სავალ ნაწილზე. მოქალაქეები ცდილობდნენ, გარიდებოდნენ მსვლ--–ობის მონაწილეებს და გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას. მსვლ--–ობის შემდეგ მან ნახა დაზიანებული თურქული რესტორნების ბანერები. ათეულის მეთაურის გ------- ბ---------ის მითითებით მან დააკავა გ------- ა--------–--ე, რომელიც იქცეოდა აგრესიულად, პოლიციელებს უქნევდა დროშის ტარს და იგინებოდა.
მოწმე ლაშა ხიზანიშვილმა პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს მუშაობდა პატრულ-ინსპექტორად, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. მისთვის ცნობილი იყო, რომ იგეგმებოდა ორგანიზაცია ,,ქ--------–-----–ის“ მშვიდობიანი მსვლ--–ობა მის სამოქმედო ტერიტორიაზე - ჩ------------ს რაიონში. იგი ავტომანქანით მობილიზებული იყო ა----–-----–-სა და თ----- მეფის გ-------ის კვეთაზე. ფეხით გაჰყვა მსვლ--–ობას, რომელიც გ---------------იდან გაგრძელდა ა----–-----–-ს გ-------ზე. აქციაში მონაწილეობდა დაახლოებით 50-70 ახალგაზრდა, რომლებიც სკანდირებდნენ უცხოელების, ძირითადად რუსების და თურქების მისამართით უწმაწურ შეძახილებს. ა----–-----–-ს გ-------ის შუა ნაწილიდან მსვლ--–ობა გახდა აგრესიული. აქციის მონაწილეებმა რესტორანში შეაგდეს მაშხალა, ხმაურობდნენ, ბანერებს ურტყამდნენ ფეხებს და დროშის ტარებს. მოქალაქეები გამოხატავდნენ უკმაყოფილებას, რესტორნებში შეჩერდა სამუშაო პროცესი, შეფერხდა მანქანების მოძრაობა, აქციის მონაწილეები გადადიოდნენ გზის სავალ ნაწილზე. სამართალდამრღვევთა დაკავება აღმაშენერბლის გ-------ზე არ მომხდარა, რადგან პოლიცია რაოდენობით ბევრად ჩამოუვარდებოდა აქციის მონაწილეებს. როდესაც მსვლ--–ობა მიუახლოვდა მ--------–---–ის მოედანს, მოხდა აქციის რამდენიმე მონაწილის დაკავება. მან დააკავა ც-------–--------–---–ი, რომელიც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. მას არ დაუნახავს, კონკრეტულად ვინ შეაგდო მაშხალა რესტორანში, ვინ ჩალეწა მინები, ვინ დააზიანა ბანერები.
მოწმე თ-------ე ჯ------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს მუშაობდა შსს თბილისის საპატრულო პოლიციაში პატრულ-ინსპექტორად, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ხელმძღვანელობის დავალებით იმყოფებოდა მეტროსადგურ ,,რ---------–თნ“, სადაც დაგეგმილი იყო შეკრება სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით. ახალგაზრდების ჯგუფი გაემართა გ---------------ისკენ, სადაც შეჩერდნენ მემორიალთან, აფრიალებდნენ დროშებს, აანთეს მაშხალები და წაიკითხეს ლექსები. მალევე დაიძრნენ ა----–-----–-ს გ-------ისკენ. თ----- მეფის ხიდზე აანთეს მაშხალები, გადაიღეს ფოტოები. ა----–-----–-ს გ-------ის შუა ნაწილში გახდნენ აგრესიულები, ხმამაღლა ილანძღებოდნენ და აგინებდნენ უცხოელებს, ძირითადად თურქებს და რუსებს, ანგრევდნენ რესტორნის ბანერებს, მაშხალებს ისროდნენ ბარებსა და რესტორნებში. მომსახურე პერსონალი და სტუმრები შეშინდნენ, შეფერხდა სამუშაო პროცესი, მოქალაქეები იყვნენ აღშფოთებულნი. აქციის მონაწილენი იყვნენ გაცილებით მეტნი, ვიდრე სამართალდამცავები, რის გამოც მათი დაკავება მოხდა არა შემთხვევის ადგილზე, არამედ მეტროსადგურ ,,მ--------–---–ის“ მიმდებარედ, სადაც მობილიზებული იყო დამხმარე ძალა. მან დააკავა გ------- ბ----–---–ი, რომელიც იყო აგრესული ახალგაზრდების ჯგუფის წევრი.
მოწმე ბ----- ბ----–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს მუშაობდა საპატრულო პოლიციის ვ---------------–---------------–------------------–---------------- ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ქალაქში მანქანით პატრულირების დროს შენიშნა, რომ მეტროსადგურ ,,რ---------–თან“ იკრიბებოდნენ ახალგაზრდები. იყვნენ ორგანიზაცია ,,ქ--------–-----–ის“ წევრები და სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით აპირებდნენ გმირთა მემორიალთან აქციის გამართვას. აქციის მონაწილენი მივიდნენ გმირთა მოედანთან, აანთეს მაშხალები და დაშლის ნაცვლად გზა განაგრძეს თ----- მეფის ხიდისკენ. მსვლ--–ობის მონაწილეთა ნაწილს ეკეთა ნიღბები. ა----–-----–-ს გ-------ზე რესტორნებთან მიახლოვებისას გახდნენ აგრესიულები, აგინებდნენ უცხოელებს, ფეხებს ურტყამდნენ და აზიანებდნენ ბანერებს, ანთებული მაშხალა შეაგდეს ერთ-ერთ რესტორანში. სამართალდამრღვევთა დაკავებას ვერ ახერხებდნენ, რადგან პოლიციელები იყვნენ ცოტანი, რის გამოც გამოიძახა დამატებითი ძალები. მეტროსადგურ ,,მ--------–---–თან“ აქციის მონაწილეთა ნაწილი დააკავეს. არეულობის დროს მას თავში რაღაც ჩაარტყეს და გარკვეული დროით გონება ჰქონდა დაბინდული. მისთვის უცნობია, ვინ მიაყენა დაზიანება. მისი მითითებით დააკავეს აქციის ორი-სამი მონაწილე, რომლებიც იყვნენ გამორჩეულად აგრესიულები, თუმცა არ ახსოვს, კონკრეტულად ვის მიუთითა და ვისზე.
მოწმე გ------- ბ----------მ პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს მუშაობდა შსს ს----------–-------–-–-----------------------------–---------------. ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას - იმყოფებოდა ვაგზლის მოედნის მიმდებარედ. ახალგაზრდები იკრიბებოდნენ მეტროსადგურ ,,რ---------–თან“, სადაც მივიდა, რათა დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი. აქციის მონაწილეებს ჰქონდათ ხმის გამაძლიერებლები და დასარტყამი ინსტრუმენტები. გაემართნენ გ---------------ისკენ. გზაში სკანდირებდნენ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არის საქართველო. გმირთა მოედანზე 20 წუთით შეჩერდნენ და თ----- მეფის გ-------ის გავლით გაემართნენ ა----–-----–-ს გ-------ისკენ. თ----- მეფის ხიდზე აანთეს მაშხალები. ა----–-----–-ს გ-------ის შუა ნაწილში მსვლ--–ობის მონაწილენი გახდნენ აგრესიულები, აგინებდნენ უცხოელებს, ძირითადად - რუსებს და თურქებს, ურტყამდნენ ფეხებს და ამტვრევდნენ ბანერებს, ანთებული მაშხალა შეაგდეს ერთ-ერთ რესტორანში. ხალხი იყო შეშინებული და დათრგუნული, ბარების და რესტორნების მეპატრონეები ბრაზობდნენ. გამოძახებული იქნა დამატებითი ძალები, რადგან თანაფარდობა პოლიციასა და სამართალდამრღვევთა შორის იყო აშკარა უთანასწორო. მეტროსადგურ ,,მ--------–---–თან“ მოხდა ჯგუფის ყველაზე აგრესიული წევრების დაკავება. მას პირადად არავინ დაუკავებია, თუმცა მისი მითითებით დააკავეს ერთი პირი, რომელიც აზიანებდა ბანერებს და მოგვიანებით გაიგო, რომ იყო გვარად ა--------–--ე.
მოწმე ლ---- მ---მა პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს მუშაობდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორად, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღეს განკარგულება, რომ უნდა წასულიყვნენ აქციაზე, რომელიც უნდა გამართულიყო რ---------–ის მეტროსთან. იგი გ---------------იდან ავტომანქანით მიჰყვებოდა მსვლ--–ობას. სანამ აქციის მონაწილენი შეუხვევდნენ ა----–------–ზე, მიიღო განკარგულება, რომ უნდა მისულიყო მეტრო ,,მ--------–---–თან“. მან მანქანით გაუსწრო აქციის მონაწილეებს, რომლებიც ფეხით მოძრაობდნენ და მივიდა მეტროსადგურ ,,მ--------–---–ის“ მიმდებარედ. იგი მანქანით მიუხლოვდა აქციას, რომლის მონაწილეები უკვე იყვნენ ძალიან აგრესიულები, იგინებოდნენ ძირითადად უცხოელების მისამართით, დროშის ტარებს უქნევდნენ პოლიციელებს და დაწყებული იყო მათი დაკავების პროცესი. მან პირადად დააკავა ზ---–---–-ა, რომელზეც მიუთითა ხელმძღვანელმა ს----------------–---–მა. მოქალაქეები გამოხატავდნენ უკმაყოფილებას აქციის მონაწილეთა ქმედებების გამო.
მოწმე გ------- ხ--–-–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს მუშაობდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის დიდუბე-ჩ------------ს სამმართველოს პატრულ-ინსპექტორად, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. მიიღო შეტყობინება, რომ მ--------–---–ის მოედანზე საჭირო იყო დახმარება. ამ დროს იმყოფებოდა მ--------–---–ისა და უზნაძის ქუჩების კვეთაზე საცობში, რის გამოც გადაწყვიტა, ფეხით მისულიყო შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც იყვნენ აგრესიულები, იგინებოდნენ, ისროდნენ მაშხალებს, უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ უცხოელებს. მისი ხელმძღვანელის - ბ----- ბ----–---–ის მითითებით დააკავა ნ-----–---- ბ-------ე, რომელიც, მისი განმარტებით, არღვევდა კანონს, ხმის გამაძლიერებლით აგინებდა უცხოელებს, ძირითადად თურქ და რუს მოქალაქეებს. ნ-----–---- ბ-------ეს დაკავებისას დაუვარდა ხმის გამაძლიერებელი, რომელიც ეკავა ხელში. ბ----- ბ----–---–მა შესაძლოა, უთხრა, კონკრეტულად რაში გამოიხატა ნ-----–---- ბ-------ის მიერ კანონის დარღვევა, თუმცა არ ახსოვს. ასევე არ ახსოვს, ჩაუტარა თუ არა დაკავებულს პირადი ჩხრეკა, რა ეცვა ან ეკეთა თუ არა ნიღაბი ამ უკანასკნელს.
მოწმე ი-----–- ა-------მ პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს მუშაობდა შსს პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-5 განყოფილებაში უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. იყო ა----–-----–-ს გ-------ზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში. გ-------ზე შენიშნა ათეულობით ადამიანი, რომლებიც თ----- მეფის ხიდიდან მოძრაობდნენ მეტროსადგურ ,,მ--------–---–ის“ მიმართულებით. აქციის მონაწილეებს ეცვათ სამხედრო ტანისამოსი, ყვიროდნენ, ილანძღებოდნენ, იგინებოდნენ ძირითადად უცხოელების მისამართით, აზიანებდნენ ბანერებს, ისროდნენ ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებოდათ. გზა იყო გადაკეტილი. ხმის გამაძლიერებლით ადგილი ჰქონდა მოწოდებას. მოქალაქეები ცდილობდნენ, გაცლოდნენ აგრესიულ ჯგუფს, მიდიოდნენ პოლიციელებთან, ეკითხებოდნენ, რა ხდებოდა, იყვნენ შეწუხებულნი. მეტროსადგურ ,,მ--------–---–თან“ დაინახა, რომ პატრულის თანამშრომლები აკავებდნენ მსვლ--–ობის მონაწილეებს. მას არავინ დაუკავებია.
მოწმე კ-----------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს მუშაობდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის პირველ სახაზო სამმართველოში ჩ------------ს სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორად, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, პატრულირებდა მ--------–---–ისა და უზნაძის ქუჩების კვეთაზე. რაციით შეიტყო, რომ მ--------–---–ის მოედანზე საპატრულო პოლიციას ესაჭიროებოდა დახმარება. იყო საცობი, მისი მეწვყვილე გ------- ხ--–-–---–ი ჩამოქვეითდა, ის კი მანქანით მიუახლოვდა შემთხვევის ადგილს. ნახა უცხოელების მიმართ აგრესიული ახალგაზრდების ჯგუფი, რომელთა უმეტესობას ეკეთა ბენდენები, ჰქონდათ მაშხალები და ხმის გამაძლიერებლები. ისინი ილანძღებოდნენ და იგინებოდნენ. ბ----- ბ----–---–ის მითითებით მისმა მეწყვილემ - გ------- ხ--–-–---–მა დააკავა პირი, რომელსაც ჰქონდა ხმის გამაძლიერებელი. მან არც დაკავებულის ვინაობა იცის, არც სახეზე ახსოვს და არც ის, რა ეცვა ამ უკანასკნელს. მან აიღო ხმის გამაძლიერებელი, რომელიც დაკავებულს დაუვარდა და მოგვიანებით მისგან ამოიღეს გამომძიებლებმა. მოგვიანებით ნახა ა----–-----–-ს გ-------ზე დაზიანებული ბანერები.
მოწმე ნ--–----------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს, საღამოს დედასთან ერთად სეირნობდა თ----- მეფის გ-------იდან ა----–-----–-ს მიმართულებით. ,,რ---------–--------–ის“ მიმდებარედ იყო ჩხუბი. მან დარეკა 112-ში, თუმცა პატრული ადგილზე არ მისულა. ჩხუბის შემდეგ დაინახა, რომ დაზარალებული ჰყავდათ შეჩერებული პოლიციელებს, რომლებსაც აუხსნა, რომ ეს პირი იყო მსხვერპლი და არა დამნაშავე. აქცია მას არ უნახავს.
მოწმე მ------------------ა პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ იყო თ---–--–ი ა----–-----–-ს გ-------ი N1---ში მდებარე ,,კ-------“-ის მფლობელი. 2016 წლის 27 სექტემბერს იყო მსვლ--–ობა ა----–-----–-ს გ-------ზე, რომლის მონაწილენი (დაახლოებით 100 კაცამდე) იყვნენ აგრესიულები უცხოელების, ძირითადად - არაბების და თურქების მიმართ. მოძრაობა იყო შეფერხებული. აქციის ერთმა მონაწილემ ჩატეხა მის კაფეში მინა, რამაც შეაშინა სტუმრები. იგი დაედევნა ამ პირს, რომელთანაც მოუვიდა ფიზიკური შეხლა-შემოხლა. ადგილზე მალევე მივიდა პოლიცია და ეს პირი დააკავეს. ამ პირის ამოცნობა არ შეუძლია.
მოწმე ა---------– ბ---------მა პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ იყო თ---–--–ი, ა----–-----–-ს გ-------ი N1---ში მდებარე რესტორან ,,ს------ას“ მფლობელი. შემთხვევიდან მეორე დღეს გაიგო, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს იყო მსვლ--–ობა, რა დროსაც მის რესტორანში ისროლეს მაშხალა, რამაც შეაფერხა სამუშაო პროცესი და 2-3 სტუმარი იძულებული გახდა, წასულიყო.
მოწმე ე-–---------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ მუშაობდა ა----–-----–-ს N1---ში მდებარე მაღაზია ,,ჩ----–-------------ში“. 2016 წლის 27 სექტემბერს იყო სამსახურში და ემსახურებოდა კლიენტებს. მაღაზიიდან დაინახა ახალგაზრდები, რომლებსაც სახეზე ჰქონდათ აფარებული ნიღბები და უწმაწური სიტყვებით მიმართავდნენ უცხოელებს. მაღაზიაში მყოფი კლიენტები თავს იკავებდნენ ქუჩაში გასვლისგან, რადგან ეშინოდათ. თავადაც იყო შეშინებული. მსვლ--–ობის შედეგად მისი მაღაზია არ დაზიანებულა.
მოწმე მ------------- პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ მუშაობდა თ---–--–ი, ა----–-----–-ს N1---ში მდებარე სასურსათო მაღაზიაში. 2016 წლის 27 სექტემბერს იყო მაღაზიაში და ემსახურებოდა კლიენტს. შემოესმა ხმაური, თუმცა ყურადღება არ მიუქცევია. როდესაც ხალხის მასამ ჩაიარა გ-------ზე, დაინახა, რომ უცნობმა მაღაზიას ჩამოგლიჯა აბრა ინგლისურენოვანი წარწერით (open/close), რომელიც თან წაიღო და გარედან მიუკეტა კარი. იმავე უცნობმა ხელი კრა უცხოელს, რომელიც იდგა კიბეზე და ბარბაცით შეაგდო მაღაზიაში. უცხოელმა მას ჰკითხა, რა უნდოდათ მისგან, რაზეც მან უპასუხა, რომ არ იცოდა. ქუჩაში რომ გავიდა, ნახა მსვლ--–ობა, რომელშიც ბევრი ადამიანი მონაწილეობდა. მას შეეშინდა, მაღაზიაში არავინ შესულიყო და მაღაზიის კარი გასაღებით ჩაკეტა. როგორც მოგვიანებით შეიტყო, ერთ-ერთ რესტორანში მაშხალა შეაგდეს და ხალხი იყო შეშინებული.
მოწმე მ-----– ბ------–-–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ მუშაობდა თ---–--–ი ა----–-----–-ს გ-------ზე მდებარე კაფე-ბარ ,,ა-------–--ში“. 2016 წლის 27 სექტემბერს იყო საწყობში, რა დროსაც შემოესმა ხმაური. დარბაზში გამოსულმა დაინახა ქუჩაში ადამიანების ჯგუფი (10-20 კაცი), რომლებიც იგინებოდნენ უცხოელების მისამართით, ეცვათ შავი ტანისამოსი. ერთ-ერთმა მაშხალა შეაგდო მის კაფეში. მან აიღო მაშხალა, რომელიც ბოლავდა და გადააგდო გარეთ. კლიენტები, რომლებიც ინციდენტის დროს კაფეში ისხდნენ, შეშინდნენ და ისე წავიდნენ, ფული არ გადაუხდიათ. იმ საღამოს კაფეში მუშაობა აღარ გაუგრძელებიათ.
მოწმე ვ-------- ს----- ს--–-მ ნასიფმა პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ მას ჰქონდა ტურისტული სააგენტო ,,ვ-------------------–“, რომლის ოფისი მდებარეობდა თ---–--–ი, აღ--–-----–------------------ში. 2016 წლის 27 სექტემბერს რა მოხდა, მისთვის უცნობია, თუმცა მოგვიანებით ნახა მისი სააგენტოს სარეკლამო აბრა, რომელიც შესაძლოა, ყოფილიყო ინგლისურ ან არაბულ ენაზე და იყო დაზიანებული. აბრა პოლიციამ ამოიღო, როგორც მტკიცებულება. ახალი აბრის დამზადება დაუჯდა 200 ლარი.
მოწმე დ-------- ბ-------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ ინტერნეტის საშუალებით იცოდა, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი იყო აქცია. მივიდა მეტროსადგურ ,,რ---------–თან“, სადაც შეიკრიბა 50-70 ახალგაზრდა და გაემართნენ გ---------------ისკენ. მემორიალთან ახალგაზრდები გამოვიდნენ სიტყვით, ლექსებით, მოიხსენიეს გმირები და გაემართნენ ა----–-----–-ს გ-------ისკენ. მან დაურეკა ა-------------ეს და მათ ერთად განაგრძეს გზა. თ----- მეფის ხიდზე ახალგაზრდები შეჩერდნენ, მღეროდნენ, ჰქონდათ ეროვნული დროშები. ა----–-----–-ს გ-------ზე მსვლ--–ობისას განაგრძობდნენ სიმღერას. მას არანაირი ინციდენტი არ უნახავს. ბუნდოვნად გაიგონა გინება რუსების მისამართით, თურქების მიმართ არ გაუგია. ხმის გამაძლიერებელში ყვირილი და გინება არ გაუგონ--. მეტროსადგურ ,,მ--------–---–ამდე“ მიჰყვა მსვლ--–ობას, სადაც დაიწყო აქციის მონაწილეთა დაკავება. ი----- გ-------–---–ი აქციის მსვლ--–ობისას არ შეუნიშნავს, პირველად დაინახა ,,მ--------–---–ზე", რომელიც საპირისპირო მხრიდან გადავიდა აქციის მხარეს, ეცვა სამოქალაქო ტანისამოსი. ი----- გ-------–---–ი გამოესარჩლა პატარა ბიჭს, რომელსაც ხელში ეკავა ბარაბანი, უკრავდა და არაფერს აშავებდა.
მოწმე ა-------------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს, საღამოს დაურეკა მეგობარმა დ------------------მ და შესთავაზა აქციაზე მისვლა, რომელსაც მართავდნენ ახალგაზრდები სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით. მივიდა გმირთა მოედანზე, სადაც ნახა 100-150 ადამიანი. ახალგაზრდებს ჰქონდათ ნიღბები, დროშები, ხმის გამაძლიერებლები. თ----- მეფის ხიდზე აანთეს მაშხალები და განაგრძეს გზა. ა----–-----–-ს გ-------ის დასაწყისში ხმის გამაძლიერებლით გაისმა შეურაცხმყოფელი შეძახილი, თუმცა მისი მოწოდების შემდეგ ასეთი აღარ გამეორებულა. მეტროსადგურ ,,მ--------–---–თან“ დაიწყო აქციის მონაწილეთა დაკავება. ამ დროს წესრიგს არავინ არღვევდა, ხმის გამაძლიერებელში შეურაცხმყოფელ შეძახილებს ადგილი არ ჰქონ--. დაკავებების შემდეგ იგი უკან გაუყვა ა----–-----–-ს გ-------ს და დამტვრეული არაფერი უნახავს.
მოწმე ე-–------------------მა პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ არის თ---–--–ი, ა----–-----–-ს გ-------ზე N1---ში მდებარე მაღაზია ,,ვ---------------ს“ მფლობელი. 2016 წლის 27 სექტემბერს მაღაზიაში არ ყოფილა და მომხდარის შესახებ შეიტყო საინფორმაციო გამოშვებიდან. შემთხვევიდან მეორე დღეს შიდა ვიდეოკამერის ჩანაწერში ნახა, როგორ შევიდა ნიღბიანი უცნობი მაღაზიაში, ორენოვანი ტრაფარეტი დააგდო ძირს და დაამტვრია.
მოწმე ფ--------------–-–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ მუშაობდა თ---–--–ი, ა----–-----–-ს გ-------ზე მდებარე რესტორან ,,ნ----ში“ მოლარედ. 2016 წლის 27 სექტემბერს ქუჩიდან მოესმა ხმაური, თუმცა გარეთ გასვლა ვერ მოახერხა, რადგან რესტორანში იყო ხალხი. რესტორანში შეაგდეს მაშხალა, რომელიც ბოლავდა და დაეცა საკვების მხარეს, რის გამოც ვეღარ შეძლეს საკვების რეალიზაცია. მას შეეშინდა და გაიქცა სხვა ოთახში. ასევე შეშინებული იყო რესტორანში მყოფი ხალხი, რომელთა ნახევარზე მეტი გარეთ გავარდა. მას არ დაუნახავს, ვინ შეაგდო რესტორანში მაშხალა.
მოწმე მარიამ შენგელიძემ პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ მუშაობს თ---–--–ი, ა----–-----–-ს გ-------ზე მდებარე რესტორან ,,მ---------–---ის“ წინ მდებარე მაღაზია ,,კ---–---ში“. 2016 წლის 27 სექტემბერს იყო სამსახურში, რა დროსაც დაინახა ჯგუფური მსვლ--–ობა, თუმცა მაღაზიაში ჩართული იყო მუსიკა და გარედან ხმა არ გაუგონ--.
მოწმე დ----- ც------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს დაანონსებული იყო აქცია სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით. მსვლ--–ობა უნდა დაწყებულიყო მეტროსადგურ ,,რ---------–თან“ და უნდა დასრულებულიყო გმირთა მოედანზე. მივიდა მეტრო ,,რ---------–თან“, საიდანაც გადაინაცვლეს გმირთა მოედანზე და გაემართნენ ა----–------–ის გ-------ისკენ. თ----- მეფის ხიდზე აქციის მონაწილეებმა აანთეს მაშხალები და განაგრძეს გზა. ა----–-----–-ს გ-------ზე მსვლ--–ობის მონაწილეებს გამოეყო 10-12 ადამიანი, რომლებმაც დაიწყეს უმისამართო გინება და დააზიანეს ბანერები. აქციაზე მისი ნაცნობი არავინ უნახავს. გაიგონა მსხვრევის ხმა. მიიხედა და გ------- ჟ--–----–---–მა დაიყვირა, გაიქეციო. ისიც გაიქცა. მალევე შენიშნა, რომ კაფედან გამოსული ყველა ადამიანი მას მისდევდა და ადანაშაულებდა. მოგვიანებით გ------- ჟ--–----–---–მა აღიარა, რომ თავად ჩაამტვრია მინა.
2016 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N2----ს დასკვნით:
1) ექსპერტიზაზე წარმოდგენილი FCD797098 (დ----- ა----–-----–-ს გ--------------ის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული ბანერი) პაკეტში მოთავსებული ბანერის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 20 ლარს.
2) ექსპერტიზაზე წარმოდგენილი FCD795500 (დ----- ა----–-----–-ს გ-------ზე, ,,ნ-----ს“ მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული ბანერი) პაკეტში მოთავსებული ბანერის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 40 ლარს.
3) ექსპერტიზაზე წარმოდგენილი FCD812515 (დ----- აღ--–-----–------------------ის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული ერთიანი დაფის ბანერი) პაკეტში მოთავსებული ბანერის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 35 ლარს.
4) ექსპერტიზაზე წარმოდგენილი FCD812529 (ა----–-----–-ს გ-------ი N110) პაკეტში მოთავსებული ბანერის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 55 ლარს.
5) ექსპერტიზაზე წარმოდგენილი FCD812527 (დ----- აღ--–-----–------------------ის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული სამკუთხა ბანერი) პაკეტში მოთავსებული ბანერის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 35 ლარს.
6) ექსპერტიზაზე წარმოდგენილი FCD795504 (ა----–-----–-ს გ-------ზე, მასაჟის სალონის მდებარე ტროტუარიდან) პაკეტში მოთავსებული ბანერის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 80 ლარს.
7) ექსპერტიზაზე წარმოდგენილი FCD812827 (აღ--–-----–-----------------) პაკეტში მოთავსებული ბანერის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 55 ლარს.
ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნ------------ამ და ე-–----–--–--–---–მა.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის 2016 წლის 26 ოქტომბრის N1-------- დასკვნით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ბანერების ზედაპირზე არსებული დაზიანებები ანჯამების განცალკევების, მუშამბის გახევის, სჭვალების (შურუპი) ამოგლეჯის, დეფორმაციის, ჭყლეტის, გაცურების და ნაკაწრების სახით წარმოქმნილია როგორც ფიზიკური ძალის ზემოქმედების, ასევე რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად.
ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ-–------–------ემ.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 16 ნოემბრის ექსპერტის N6----- დასკვნით, რესტორან ,,ს------ის“ მიმდებარედ, ტროტუატიდან ამოღებული ქარხნული წესით დამზადებული ყვითელი ფერის მანათობელი მაშხალის მუყაოს კორპუსი არ წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას, არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, არსებული სახით უვარგისია გამოსაყენებლად; რესტორან ,,ნ-----დან“ ამოღებული მუყაოს მილი - ქარხნული წესით დამზადებული ყვითელი ფერის მანათობელი მაშხალის მუყაოს კორპუსი არ წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას, არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, არსებული სახით უვარგისია გამოსაყენებლად.
ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ----- დათიაშვილმა.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 10 ნოემბრის ექსპერტის Nი----- დასკვნით, ქ.თ---–--–ი, ა----–-----–-------------------–------------------------ის გარე ფასადის ვიტრაჟის მინა-პაკეტის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობამ (პირდაპირი ხარჯებით) აღდგენითი სამუშაოების გათვალისწინებით შეადგინა 29,40 ლარი.
ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზურაბ ჯიბლაძემ.
სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება არაერთი ფოტო და ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავდა 2016 წლის 27 სექტემბერს შემთხვევის ადგილზე მიმდინარე მოვლენებს, თუმცა საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N6------------------ დასკვნით (12.12.2016), ექსპერტიზაზე წარდგენილ ფოტო და ვიდეო გამოსახულებებში გ------- კ----------–-–---–ის, გ------- ნ-----–--–---–ის, ბ--- ც------ის და ნ-----–---- ბ-------ის იდენტიფიკაციისთვის ვარგისი იერსახის გამოსახულებები აღმოჩენილი ვერ იქნა. მხოლოდ ერთ ვიდეოგრამაზე გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნების და ელექტრონულ საინფორმაციო ბაზიდან ამოღებული ი----- გ-------–---–ის პიროვნების გამოსახულებაზე, სავარაუდოდ, დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების გამოსახულება.
ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა იროდიონ ჯავახიშვილმა და გ------- გ--------ემ.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული იქნა ვიდეოჩანაწერი, სადაც მართლაც ჩანს ი----- გ-------–---–ის გამოსახულება, თუმცა ამ ვიდეოჩანაწერში არაფერი მიუთითებს ი----- გ-------–---–ის მიერ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. განსახილველ შემთხვევაში გ------- კ----------–-–---–ის, გ------- ნ-----–--–---–ის, ბ--- ც------ის, ნ-----–---- ბ-------ის და ი----- გ-------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული სხვა მტკიცებულებები, კერძოდ: დაზარალებულების/მოწმეების - ჯ----- ბ-------ის, ი-–---- ბ---------ის, თ----- კ----------ის, ც---–ა დ---–--ის, თ----- ს-----ის, ს--–---- ს--–--ს, მ--–----ი ი-----ს, ნ----ა გ---------ის, მ------ა პ-------ს, თ----- გ--–-–---–ის, დ----- ჭ--–--ის, თ-- გ--------ის, ი---- მ----ის, თ----- ქ------ის, ს-------- კ-----------ის, ნ-- ზ-------ის, თ-- მ---------ის, ს--–---- გ------–-----ის, ლ-----------ის, ლ-----–------–ის, ლ--–ა გ----–-ას, ნ---- ყ---------ის, ვ------- ფ-------–--ის, ბ-----ი ფ-------–--ის, რ------ გ------ის, ს-------- ს--------ის, ი-----–- მ----–--ის, გ------- თ------ს, ჯ----– ე-------–--ს, ლ---- ჭ-----ს, რ--------- ვ------------ს, ვ-–-------- მ-----–--ს, ა------- ლ-–-ის, დ-------- ს-----–-–---–ის, ნ-----–-ა ჩ------ის, გ------- ლ-------ის, თ-------ე მ-------–-–---–ის, ვ-–- ბ-–---ის, გ------- კ------–---–ის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულების გ------- კ----------–-–---–ის, გ------- ნ-----–--–---–ის, ბ--- ც------ის, ნ-----–---- ბ-------ის და ი----- გ-------–---–ის 2016 წლის 27 სექტემბრის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები, 2016 წლის 27 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, 2016 წლის 28 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები და ამოღებული ნივთმტკიცებები, სსიპ ლ---- ს----------–ის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N0-------- დასკვნა მხარეებს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, ძირითადად, დადასტურებულია გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ეს მტკიცებულებები ბრალდების შესახებ დადგენილებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელ----ტურია, სასამართლომ ისინი სიღრმისეულად არ მიმოიხილა.
სააპელაციო პალატა შეაფასებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტების კონკრეტულ პირთა მიერ ჩადენის დასადასტურებლად/უარსაყოფად წარდგენილ რელ----ტურ მტკიცებულებებს და განმარტავს, აკმაყოფილებს თუ არა ამ მტკიცებულებების ერთობლიობა პირთა მსჯავრდებისათვის სავალდებულო გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტს.
ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §3-; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 1603-/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად, სააპელაციო პალატა ასევე იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, დაირღვა თუ არა 2016 წლის 27 სექტემბერს თ---–--–ი, დ----- ა----–-----–-ს გ-------ზე საზოგადოებრივი წესრიგი ან ჰქონდა თუ არა ადგილი რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტებს, არამედ მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენდა, ჩაიდინეს თუ არა გ------- კ----------–-–---–მა, გ------- ნ-----–--–---–მა, ბ--- ც------ემ, ნ-----–---- ბ-------ემ და ი----- გ-------–---–მა მათთვის ბრალად წარდგენილი ქმედებები - ხულიგნობა და რასობრივი დისკრიმინაცია.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტის მიერ მითითებული მტკიცებულებების ვრცელი ჩამონათვალით (მოწმეთა ჩვენებები, შემთხვევის ადგილების დათვალიერების ოქმები, ამოღებული ვიდეოჩანაწერები და საექსპერტო კვლევები), უტყუარად დასტურდება, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს თ---–--–ი, დ----- ა----–-----–-ს გ-------ზე გაიმართა მსვლ--–ობა (აქცია), რომლის ფარგლებში ადგილი ჰქონდა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტებს, სიძულვილის ენის ტირაჟირებას, არაერთი კერძო ობიექტის დარბევას, მოსახლეობის დაშინებას და საზოგადოებრივი წესრიგის აშკარა დარღვევას, რაც ცალსახად დასაგმობია, თუმცა კანონმდებლობით დადგენილი ძალზედ მაღალი სამართლებრივი სტანდარტის მიხედვით, კონკრეტულ ქმედებაში პირის მსჯავრდებისთვის აუცილებელია უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს დანაშაულის ამ პირის მიერ ჩადენაზე.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ არც ერთი უტყუარი მტკიცებულება, რითიც ირიბად მაინც იქნებოდა მითითება გ------- ნ-----–--–---–ის და ბ--- ც------ის მიერ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებზე, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოს წარედგინა მხოლოდ დამკავებელი პოლიციელების ჩვენებები, რომლებიც ვერ ადასტურებენ, რა ფორმით და საშუალებებით არღვევდნენ ისინი საზოგადოებრივ წესრიგს და კონკრეტულად რაში გამოიხატა მათ მიერ საზოგადოებისადმი უპატივცემულობა ან/და რასობრივი დისკრიმინაცია. შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენების აღწერის დროს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ნაწილს, მათ შორის პოლიციელებს საერთოდ არ უნახავს ბრალდებულები შემთხვევის ადგილზე, მოწმეების ნაწილმა ნახა, თუმცა არ ახსოვს, კონკრეტულად რას აკეთებდნენ ისინი. ბრალდებულების დაკავებაც ძირითადად ხელმძღვანელობის მითითებით განხორციელდა, რომლებიც, როგორც წესი, ვერ იხსენებენ ინდივიდუალურად, რაში გამოიხატა ბრალდებულების მიერ კანონის დარღვევა. გ------- კ----------–-–---–თან მიმართებით მოწმე კ----------------მა განმარტა, რომ მეტროსადგურ ,,მ--------–---–თან“ დააკავა გ------- კ----------–-–---–ი, რომელიც, მისი განმარტებით, სკანდირებდა უწმაწური სიტყვებით. ამ შემთხვევაში, ბუნდოვან--, თუ რა ქმედებას ახორციელებდა გ------- კ----------–-–---–ი შემთხვევის ადგილზე და რაში გამოიხატა მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა. მისი უწმაწური სიტყვები იყო შეურაცხმყოფელი, ჰყავდა კონკრეტული ადრესატი და გამოხატავდა თუ არა საზოგადოებისადმი უპატივცემულობას? ი----- გ-------–---–თან მიმართებით, ვინაიდან აპელანტი მიუთითებს, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში მოხდა ი----- გ-------–---–ის იდენტიფიცირება, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული იქნა ვიდეოჩანაწერი, სადაც მართლაც ჩანს ი----- გ-------–---–ის გამოსახულება, თუმცა ამ ვიდეოჩანაწერით დასტურდება მხოლოდ მისი ყოფნა შემთხვევის ადგილზე და არა მის მიერ რაიმე კანონსაწინააღმდეგო მოქმედების ჩადენა. მეტიც, მოწმე დ-------- ბრეგაძემ დაადასტურა, რომ ი----- გ-------–---–ი მან მხოლოდ მ--------–---–ის მოედანზე შენიშნა. მსვლ--–ობა მიემართებოდა ერთი მიმართულებით, ი----- გ-------–---–ი კი მოძრაობდა მის საპირისპირო მხარეს, ეცვა სამოქალაქო ტანისამოსი და მხოლოდ პატარა ბიჭს გამოესარჩლა, რომელიც ,,ბარაბანზე“ უკრავდა, რაც ასევე აჩენს გონივრულ ეჭვს ი----- გ-------–---–ის მსვლ--–ობაში საერთოდ მნაწილეობასთან დაკავშირებით და ცალსახად ვერ ადასტურებს მის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენას. რაც შეეხება ბრალდებულ ნ-----–---- ბ-------ეს, იგი 2016 წლის 27 სექტემბერს გ------- ხ--–-–---–მა დააკავა და აღნიშნა, რომ დაკავება მისი ხელმძღვანელის ბ----- ბ----–---–ის მითითებით განახორციელა. ბ----- ბ----–---–მა კი დაკითხვისას მართალია, გაიხსენა, რომ მისი მითითებით მოხდა აქციის ორი-სამი მონაწილის დაკავება, რომლებიც იყვნენ გამორჩეულად აგრესიულები, თუმცა ვერ აღიდგინა, კონკრეტულად ვის მისცა ასეთი მითითება და ვის მიმართ გატარდა იძულების ღონისძიებები. ამდენად, შეუძლებელი ხდება ამ ორი მოწმის არამყარი, არათანმიმდევრული და არასანდო ჩვენებებით პირის მსჯავრდება. ნ-----–---- ბ-------ის შემთხვევაშიც, ისევე როგორც ყველა სხვა ბრალდებულის მიმართ, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენისთვის აუცილებელი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ სწორედ ამ ბრალდებულებმა ჩაიდინეს 2016 წლის 27 სექტემბერს ა----–-----–-ს გ-------ზე რასობრივი დისკრიმინაცია, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს ან/და გამოხატავდნენ საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას.
სააპელაციო პალატის პოზიცია საპროცესო-სამართლებრივი ასპექტებიდან გამომდინარეობს და მიზნად ისახავს, არ დადგინდეს მტკიცებულებათა უტყუარობის და საკმარისობის შეფასების ისეთი სტანდარტი, რომელმაც შესაძლოა, სამომავლოდ ხელი შეუწყოს უდანაშაულო პირ(ებ)ის მსჯავრდების რისკების გაზრდას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ჩატარდა არაერთი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, დათვალიერდა არაერთი დარბეული ობიექტი და ამოღებული იქნა მთელი გ-------ის პერიმეტრზე დამონტაჟებული გარე და შიდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, დაინიშნა საექსპერტო კვლევები და გაიცა დასკვნები, თუმცა სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა არც ერთი უტყუარი მტკიცებულება, რაც მიუთითებდა გ------- კ----------–-–---–ის, გ------- ნ-----–--–---–ის, ბ--- ც------ის, ი----- გ-------–---–ის და ნ-----–---- ბ-------ის მიერ კონკრეტული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაზე.
სააპელაციო პალატა აქვე დასძენს, რომ იმ სისხლის სამართლის საქმეებში, სადაც შესაძლოა, იკვეთებოდეს დისკრიმინაციული მოტივები და სიძულვილის ენის ტირაჟირება, სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა, გამოძიება არ იყოს ზერელე, არასაკმარისი, არ შემოიფარგლებოდეს მტკიცებულებების მოჩვენებითი სიმრავლით და არსებობდეს რეალური ინტერესი ეფექტური გამოძიებისა და ნამდვილი დამნაშავეების სათანადო დასჯისა.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთის მხრივ არასაკმარისია, ხოლო მეორე მხრივ არასანდო და არადამაჯერებელი და მათ საფუძველზე შეუძლებელია ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტების უტყუარად დადგენა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
მტკიცებულების საკმარისობის საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).
სასამართლომ შეაფასა მტკიცებულებები, აპელანტის საკვანძო არგუმენტები და განმარტავს, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ და სააპელაციო პალატას (წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე) უტყუარად დადგენილად მიაჩნ-- ის გარემოება, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს თ---–--–ი, დ----- ა----–-----–-ს გ-------ზე, სადაც მიმდინარეობდა აქცია, შესაძლოა, მართლაც დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და ცალკეული პირების მიერ განხორციელდა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტები, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებით უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს გ------- კ----------–-–---–ი, გ------- ნ-----–--–---–ი, ბ--- ც------ე, ნ-----–---- ბ-------ე და ი----- გ-------–---– იყვნენ ჩართულნი რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში და, მეტიც, ჩაიდინეს ხულიგნობა და რასობრივი დისკრიმინაცია.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77.). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება(იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15.). მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელ----ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §68).
სააპელაციო პალატამ შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცებულებები მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მიაჩნ--, რომ მათი ერთობლივი ანალიზით ცალსახად ვერ დადგინდა, რომ გ------- კ----------–-–---–იმა, გ------- ნ-----–--–---–მა, ბ--- ც------ემ, ნ-----–---- ბ-------ემ და ი----- გ-------–---–მა ჩაიდინეს ხულიგნობა და რასობრივი დისკრიმინაცია.
5. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მ----ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2.).
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ხულიგნობისთვის. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი, ასევე დამატებით - ადამიანის ხელშეუხებლობა და მისი ჯანმრთელობა. ხულიგნობის შემადგენლობისთვის აუცილებელია დანაშაულის სამი ელემენტის ერთდროულად არსებობა: პი---- უხეშად უნდა დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი; ქმედება უნდა გამოხატავდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას და ქმედება ჩადენილი უნდა იყოს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშნებია დანაშაულის ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და იარაღად სხვა საგნის გამოყენებით.
ასევე, კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1421 მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია რასობრივი დისკრიმინაციისთვის. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია სხვადასხვა ერისა და რასის წარმომადგენელთა თავისუფლება და თანასწორობა, ასევე სხვადასხვა კანის ფერისა და ეთნიკური წარმომავლობის პირთა თანასწორობა, რაც გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმებით. რასობრივი დისკრიმინაცია ობიექტური მხრივ გამოიხატება ქმედებაში, ჩადენილი ეროვნული ან რასობრივი მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე რასის, კანის ფერის, ეროვნული ან ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭება, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება. ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშნებია სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა,ასევე მისი ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლება - იყოს დაცული დისკრიმინაციის ყველა ფორმისგან, განმტკიცებულია არაერთ საერთაშორისო სამართლებრივ აქტში, რომელთა შორის აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა სფეროში უნივერსალურ დონეზე მიღებული საერთაშორისო პაქტი ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ’’. პაქტის მე-2 და 26-ე მუხლები კრძალავენ დისკრიმინაციას. მე-2 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო ვალდებულია, პატივი სცეს და მისი ტერიტორიის ფარგლებსა და მის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირისათვის უზრუნველყოს ამ პაქტით აღიარებული უფლებები: რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოც---–ური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა გარემოების გამო. ე.ი. აღნიშნული დისკრიმინაციას კრძალავს მხოლოდ პაქტით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობასთან მიმართებაში. ხოლო პაქტის 26-ე მუხლის მიხედვით: ,,თითოეული ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, კანონით თანაბარი დაცვის უფლება აქვს. ამ მხრივ უნდა აიკრძალოს ყოველგვარი დისკრიმინაცია და კანონი უნდა უზრუნველყოფდეს ყველა პირის თანასწორ და ეფექტურ დაცვას რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული და სოც---–ური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა გარემოებების გამო დისკრიმინაციისაგან. ეს უკანასკნელი კი არ არის შეზღუდული მხოლოდ პაქტით განსაზღვრული უფლებებითა და თავისუფლებებით დისკრიმინაციის გარეშე სარგებლობით, არამედ აღნიშნული კრძალავს დისკრიმინაციას ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობასთან მიმართებაში. დამატებით, დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ ჩანაწერი მოცემულია ,,ეროვნულ ან ეთნიკურ, რელიგიურ და ენობრივ უმცირესობებისადმი მიკუთვნებულ პირთა შესახებ’’ გაეროს 1992 წლის დეკლარაციაშიც. აღნიშნული დოკუმენტი კონკრეტულად ფოკუსირდება უმცირესობათა უფლებებზე და კრძალავს უმცირესობათა წარმომადგენლების მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას. ასევე, ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია’’, რომლის მე-14 მუხლის მიხედვით, კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოც---–ური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობებისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა სტატუსის განურჩევლად. დისკრიმინაციის შესაძლო ფორმები, რომლებიც ჩამოთვლილია მე-14 მუხლში, ამომწურავი არ არის და დებულება ,,სხვა სტატუსი’’ ფართო დისკრეციას უტოვებს კონვენციის საზედამხედველო ორგანოს, დაადგინოს დისკრიმინაციის არსებობა ისეთ საფუძველზე, რომელიც ნათლად და ერთმნიშვნელოვნად არ არის მოხსენიებული კონვენციის მე-14 მუხლში. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის’’ მე-14 მუხლის მოქმედების გავრცელებისთვის, ადგილი უნდა ჰქონდეს განსხვავებულ მოპყრობას ანალოგიურ ან არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ. ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-12 ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, კანონით დადგენილი ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული თუ სოც---–ური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა სტატუსის განურჩევლად. აღნიშნულმა მუხლმა გააფართოვა დისკრიმინაციის აკრძალვის არეალი. კერძოდ, ის აღარ არის შემოფარგლული მხოლოდ კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით უზრუნველყოფილი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით და ვრცელდება ასევე ადამიანის ყველა იმ უფლებებსა და თავისუფლებებზე, რომლებიც კონვენციის ხელმომწერი ქვეყნების კანონმდებლობითაა დადგენილი.
ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ დისკრიმინაციის ნ--დაგზე ჩადენილი დანაშაულის საქმეებზე, მისი განსაკუთრებული სპეციფიკიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. გამამტყუნებელი განაჩენისთვის აუცილებელი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს.
სააპელაციო პალატას ამიაჩნ--, რომ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად ვერ დადასტურდა გ------- კ----------–-–---–ის, გ------- ნ-----–--–---–ის, ბ--- ც------ის, ნ-----–---- ბ-------ის და ი----- გ-------–---–ის მიერ ხულიგნობისა და რასობრივი დისკრიმინაციის ჩადენა.
ამდენად, სააპალაციო პალატა მთლიანად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ გ------- კ----------–-–---–ი, გ------- ნ-----–--–---–ი, ბ--- ც------ე, ნ-----–---- ბ-------ე და ი----- გ-------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი უნდა იქნენ უდანაშაულოდ და უნდა გამართლდნენ, რისი გათვალისწინებით, მიაჩნ--, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და უნდა დარჩეს უცვლ--–ი.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
სააპელაციო პალატას მიაჩნ--, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ: ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობა, საქართველოს ეროვნული დროშა, შვიდი ბანერი, „ქენონის“ ფირმის ფოტოაპარატი, შავი ფერის ნიღაბი, ორი დასაკრავი ჯოხი, ცხვირსახოცი ჩონჩხის გამოსახულებით, ორი პირბადე, ერთი შავი ნაჭერი ჩონჩხის გამოსახულებით, ორი მანათობელი მაშხალა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს; მინის ნატეხები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; 44 ცალი DVD დისკი შენახული უნდა იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გ------- შ---------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის გამამართლებელი განაჩენი გ------- კ----------–-–---–ის, გ------- ნ-----–--–---–ის, ბ--- ც------ის, ნ-----–---- ბ-------ის და ი----- გ-------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლ--–ი;
გ------- კ----------–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს;
ცნობად იქნას მიღებული, რომ გ------- კ----------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტან პირს;
გამართლებულ გ------- კ----------–-–---–ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;
გ------- ნ-----–--–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს;
ცნობად იქნას მიღებული, რომ გ------- ნ-----–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტან პირს;
გამართლებულ გ------- ნ-----–--–---–ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;
ბ--- ც------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ბ--- ც------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება -გირაო გაუქმებულია და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტან პირს;
გამართლებულ ბ--- ც------ეს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;
ი----- გ-------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ი----- გ-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გაუქმდეს ი----- გ-------–---–ის გირაოს თანხის უზრუნველსაყოფად მ------------–---–ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ.თ---–--–ი, სულხან ცინცაძის ქუჩა №26, ბლოკი II, სადარბაზო №3, სართული №4, ბინა №3-05ა-ში (ს/კ №01.10.17.002.006.02.03.005ა) დადებული ყადაღა;
გამართლებულ ი----- გ-------–---–ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;
ნ-----–---- ბ-------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ნ-----–---- ბ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
გამართლებულ ნ-----–---- ბ-------ეს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;
ნივთიერი მტკიცებულებები:
ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობა, საქართველოს ეროვნული დროშა, შვიდი ბანერი, „ქენონის“ ფირმის ფოტოაპარატი, შავი ფერის ნიღაბი, ორი დასაკრავი ჯოხი, ცხვირსახოცი ჩონჩხის გამოსახულებით, ორი პირბადე, ერთი შავი ნაჭერი ჩონჩხის გამოსახულებით, ორი მანათობელი მაშხალა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს;
მინის ნატეხები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
44 ცალი DVD დისკი შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვეფხია ლომიძე.