განაჩენი

სისხლის სამართლის 11.09.2019
საქმის ნომერი
160100118002617252
ინსტანცია
თარიღი
11.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 160100118002617252

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11.09.2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდო----ე: ხვიჩა კიკილაშვილი

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

ვ------- მრელაშვილი

 

სხდომის მდივანი - სოფიკო კაპანაძე

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე: ზ---- ც--------ია

 

დაცვის მხარე: ო---- მ-----------–--ვი

 

თარჯიმანი: ზ------- გ------ა

 

მსჯავრდებული: ი-–--- პ------------ი დაბადებული 1--- წლის 11 თებერვალს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N 2----------, საშუალო განათლებით, ნასამართლევი, მცხოვრები, მარნეული, გ.მ------–---–-- ქ.N--.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდი), ამავე კოდექსის 273-ე მუხლით და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

სასჯელი: (დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით) თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენით:

 

ი-–--- პ------------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა. (2018 წლის 05 აგვისტოს ეპიზოდი)

 

ი-–--- პ------------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა. (2018 წლის 06 აგვისტოს ეპიზოდი)

 

ი-–--- პ------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდი), ამავე კოდექსის 273-ე მუხლით და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, კერძოდ: სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელს თავისუფლების აღკვეთას 6 (ექვსი) წლის ვადით, სსკ-ის 273-ე მულით დანიშნული სასჯელიდან დაემატა 3 (სამი) თვე, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან დაემატა 9 (ცხრა) თვე და დანაშაულთა ერთობლიობით ი-–--- პ------------ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 01 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი-–--- პ------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

ი-–--- პ------------ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; მასვე ამავე კანონის შესაბამისად 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

ი-–--- პ------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა.

 

ი-–--- პ------------ს სასჯელის მოხდა დაეწყო მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 30 აგვისტოდან.

 

მხარეთა პოზიცია:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი-–--- პ------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ე-–------ გ---–--–-ა და ო---- მ-----------–--ვმა, აპელანტები ითხოვენ მსჯავრდებულ ი-–--- პ------------ისთვის სასჯელის დანიშვნისას შთანთქმის პრინციპის გამოყენებას. აპელანტის პოზიციით პირველი ინსტანციის მიერ დანიშნული სასჯელი არის მკაცრი, ვინაიდან მსჯავრდებულ ი-–--- პ------------მა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, არ უცდია შემთხვევის ადგილიდან მიმალვა და ხელი არ შეუშლია საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთვის, შესაბამისად აპელანტის აზრით მსჯავრდებულ ი-–--- პ------------ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ნაწილობრივ შეკრების ნაცვლად, გამოყენებული უნდა იქნას უფრო მკაცრი სასჯელის მიერ ნაკლებად მკაცრი სასჯელის შთანთქმა.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ---- ც--------იამ და ითხოვა მსჯავრდებულ ი-–--- პ------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 05 აგვისტოს და 06 აგვისტოს ეპიზოდები). აპელანტის პოზიციით ბრალდების მხარის მიერ აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილია უტყარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, მათ შორის პირველი ინსტანციის სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ე-–--- ი---------ის 2019 წლის 01 აგვისტოს, 05 გვისტოს, 06 აგვისტოს და 16 აგვისტოს ჩვენებები, რომლითაც დასტურდება მის მიერ ი-–--- პ------------ისაგან ნარკოტიკული საშუალების შეძენის ფაქტი 2018 წლის 05 აგვისტოს და 06 აგვისტოს.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ი-–--- პ------------ი გასამართლებული იქნა ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ 2013 წლის 30 იანვარს ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვისათვის და ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1 ნაწილით. ის ასევე გასამართლებული იქნა 2013 წლის 13 სექტემბერს ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელი განესაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით 260-ე და 273-ე მუხლებით.

 

2016 წლის 01 აგვისტოს ი-–--- პ------------ი გასამართლებული იქნა ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ და ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელი განესაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით 260-ე და 273-ე მუხლებით. იყო რა ნასამართლევი ხსენებული დანაშაულების ჩადენისათვის, ი-–--- პ------------მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, საერთო წონით 0,00003 გრამი, რომელიც ამოღებული იქნა შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2018 წლის 30 აგვისტოს, 06:00 საათზე, ქ.მარნეულში, მ------–---–-- ქ.N---ში ჩატარებული ი-–--- პ------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

 

ი-–--- პ------------ი გასამართლებული იქნა ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ 2013 წლის 30 იანვარს ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვისათვის და ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1 ნაწილით. ის ასევე გასამართლებული იქნა 2013 წლის 13 სექტემბერს ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელი განესაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით 260-ე და 273-ე მუხლებით. 2016 წლის 01 აგვისტოს ი-–--- პ------------ი გასამართლებული იქნა ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ და ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელი განესაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით 260-ე და 273-ე მუხლებით. იყო რა ნასამართლევი ხსენებული დანაშაულისათვის, ი-–--- პ------------მა კვლავ მოიხმარა „ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალება, რაც გამოვლენილი იქნა მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2018 წლის 30 აგვისტოს ჩატარებული ი-–--- პ------------ის ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად.

 

ი-–--- პ------------მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა საბრძოლო მასალას, კერძოდ ექვს ცალ ვაზნას, რომელიც ექსპერტიზის თანახმად არის ქარხნული წესით დამზადებული, 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის, სპეციალური დანიშნულების (მგეზავი) ვაზნა, განკუთვნილი 7,62 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის "AK-47", "AKM", "AKMC"; კარაბინისათვის "CKC" და სხვა. აღნიშნული ვაზნები ამოღებული იქნა შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2018 წლის 30 აგვისტოს, 06.00 საათზე, ქ.მარნეულში, მ------–---–-- ქ.N---ში ჩატარებული ი-–--- პ------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ი-–--- პ------------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული. ნარკოტიკული საშუალებისექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ; საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები წარდგენილი ბრალდების ნაწილში ი-–--- პ------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ - ი-–--- პ------------ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სააპელაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ი-–--- პ------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზეც, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

სააპელაციო პალატა სრული მოცულობით იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს სსკ-ის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ს 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ” და ,,ე“ ქვეპუნქტებით - 2018 წლის 5 აგვისტოს ეპიზოდთან დაკავშირებით და საქართველოს სსკ-ის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით სსკ-ს 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ” და ,,ე“ ქვეპუნქტებით - 2018 წლის 6 აგვისტოს ეპიზოდთან დაკავშირებით. როგორც საქმის მასალების შესწავლით დგინდება, 2018 წლის 05 აგვისტოს და 06 აგვისტოს ეპიზოდებთან დაკავშირებით საქმეში არ მოიპოვება უტყუარი და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმისა, რომ ი-–--- პ------------ის მიერ ქ.მარნეულში, ს---–--------ს ქუჩაზე მისი მხრიდან მხრიდან ფულადი თანხის სანაცვლოდ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტს ჰქონდა ადგილი 2018 წლის 05 აგვისტოს და 06 აგვისტოს.

 

2018 წლის 5 აგვისტოს ამოღების ოქმით დადგენილია, რომ შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ დ----- ბ--------- მიერ, თარჯიმან ნანული გოგიანის მონაწილეობით, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მშვიდ წყნარ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ე-–--- ი---------ისაგან ამოღებული იქნა ერთ წინაკად დაფასოებული სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შეხვეულია ლურჯი ფერის ცელოფანში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის N------------/ქრ დასკვნით (07.08.2018) დადასტურებულია, რომ შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ დ----- ბ--------- მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი, მოცისფრო თავმილღობილ პოლიეთილენის ნაჭერში დაფასოებული, მოყავისფრო ნივთიერება წონით 0,0618 გრამი, წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონაა 0,0249 გრამი.

 

2018 წლის 6 აგვისტოს ამოღების ოქმით დადგენილია, რომ შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ დ----- ბ--------- მიერ, თარჯიმან ლ--–- კ-----–---–ის მონაწილეობით, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მშვიდ წყნარ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ე-–--- ი---------ისაგან ამოღებული იქნა ერთ წინაკად დაფასოებული სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შეხვეულია ლურჯი ფერის ცელოფანში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის N-------------/ქრ დასკვნით (07.08.2018) დადასტურებულია, რომ შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ დ----- ბ--------- მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი, მოცისფრო თავმილღობილ პოლიეთილენის ნაჭერში დაფასოებული, მოყავისფრო ნივთიერება წონით 0,0522 გრამი, წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონაა 0,0204 გრამი.

 

პირველი ინტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ნ----- წ---–-----მა და პ------ წ--–---–--ემ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური ექსპერტიზის N165/ფ დასკვნით (16.05.2019) დადასტურებულია, რომ 1) ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად შესულ ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟი არ აღენიშნება.

 

ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ხმის ნიმუში (სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერი) არ არის ვარგისი საიდენტიფიკაციო გამოკვლევისთვის პიროვნების ხმის და მეტყველების მიხედვით, ვინაიდან ვერ აკმაყოფილებს ექსპერტების ხელთ არსებულ მეთოდიკაში მითითებულ საჭირო მოთხოვნებს - რეპრეზენტატულობას. ჩანაწერი არ არის რეპრეზენტატული, ანუ არ გააჩნია დამაკმაყოფილებებლი ხარისხი და ხანგრძლივობა პიროვნების თავისუფალი მეტყველების ჩანაწერისა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ელვირა ასლანოვამ (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური განყოფილების მთავარი ექსპერტი, ლინგვისტი) და დ----- გ-------–---–-ა (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო- კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური განყოფილების მთავარი ექსპერტი) დაადასტურეს ექსპერტიზის დასკვნა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N89/ჰ დასკვნით (7.05.2019) დადასტურებულია, რომ 1. სს N------------ საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებს სახელწოდებით ,,Rec1_001.avi" და

,,Rec1_002.avi" არ აღენიშნებათ რედაქტირების ან მონტაჟისნიშნები.

 

სს N------------ საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებს სახელწოდებით ,,Rec1_001.avi" და ,,Rec1_002.avi" ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პიროვნების გამოსახულებები, პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისია.

 

ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რიცხული 11.02.1--- წელს დაბადებული ი-–--- ე-–---ის ძე პ------------ის (პ/ნ 2----------) სახელზე შევსებული ელექტრონული საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებული პირის იერსახის გამოსახულება იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.

 

სს N------------ საქმესთან დაკავშირებით, მონაცემთა ბაზაში რიცხული 11.02.1--- წელს დაბადებული ი-–--- ე-–---ის ძე პ------------ის (პ/ნ2----------) ფოტოსურათზე და ვიდეოგრამებზე სახელწოდებით ,,Rec1_001.avi" და ,,Rec1_002.avi" დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.

 

პირველი ინტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ლაზერული დისკები, რომლის დათვალიერებისას ჩანს თუ როგორ გადაადგილდება და საუბრობს გაურკვეველ პირთან ერთად, ქ.მარნეულის ქუჩებში ი-–--- პ------------ი, მაგრამ არ ჩანს თუ ვის ესაუბრება და ამასთა ერთად არ ჩანს ი-–--- პ------------ისათვის ე-–--- ი---------ის მხრიდან ფულის გადაცემის და ე-–--- ი---------ისათვის ი-–--- პ------------ის მიერ სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერების გადაცემის ფაქტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ვ------- ბ------------ (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიური ფოტო ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილების მთავარი ექსპერტი) დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნა.

 

დადგენილია, რომ მოწმე ე-–--- ი---------ი არ იმყოფება საქართველოში, მან დატოვა საქართველოს საზღვრები და რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იყო მისი გამოკითხვის ოქმები, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა, რომლის თანახმად (გამოკითხვის ოქმის 01.08.2018წ.) იგი ცხოვრობს ქ.მარნეულში შ------------–-------------------ში ოჯახთან ერთად, რამდენიმე წელია იცნობს ი-–--- ე-–---ის ძე პ------------ს დაბადებულს 11.02.1--- წ. მცხოვრებს ქ.მარნეული გ.მ------–---–-- ქუჩა N---ში, რომელთანაც გააჩნია კარგი ურთიერთობა, რომელიც არის ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორი. მას არ აქვს მობილური ტელეფონი. იგი თანახმაა მასთან ჩატარდეს ფარული საგამოძიებო მოქმედება, მზადაა შეხვდეს ი-–--- პ------------ს დაელაპარაკოს საქმისთვის საინტერესო საკითხებზე ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციასთან დაკავშირებით, ასევე აღიჭურვოს და აწარმოოს ნარკოტიკული საშუალების შესყიდვა.

 

მოწმე ე-–--- ი---------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად (5.08.2018წ.) 2018 წლის 5 აგვისტოს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც დაუკავშირდა ი-–--- ე-–---ის ძე პ------------ს და უთხრა, რომ უნდოდა ნარკოტიკული საშუალება და დაახლოებით 12:30 საათზე მისულიყო მარნეულში, ს---–--------ს ქუჩაზე, სადაც შეხვდა კიდეც ი-–--- პ------------ს. შეხვედრისას ი-–--- პ------------მა მისცა ლურჯი ფერის ცელოფანში ერთ წონაკად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, რაშიც გადაუხადა 100 ლარი და გადასცა ხელში ი-–--- პ------------ს. ი-–--- პ------------თან შეხვედრის დროს აღჭურვილი იყო სპეციალური ვიდეო და აუდიო ჩამწერი მოწყობილობით რომელიც ჩაიწერდა და აღბეჭდილი იქნება თუ როგორ შეიძინა 100 ლარის სანაცვლოდ ი-–--- პ------------ისგან ერთ წონაკი ნარკოტიკული საშუალება. ი-–--- პ------------ისგან შეძენილი ერთი წონაკი ნარკოტიკული საშუალება ამჟამად აქვს თან, რომელსაც გამოკითხვის შემდეგ წარმოადგენს ნებაყოფლობით.

 

მოწმე ე-–--- ი---------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად (6.08.2018წ.) 2018 წლის 6 აგვისტოს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც დაუკავშირდა მის ნაცნობს ქ.მარნეულში, გ. მ------–---–-- ქუჩა N---ში მცხოვრებ ი-–--- ე-–---ის ძე პ------------ს და უთხრა, რომ უნდოდა ნარკოტიკული საშუალება და დაახლოებით 11:20 საათზე მისულიყო მარნეულში, ს---–--------ს ქუჩაზე, სადაც შეხვდა ი-–--- პ------------ს. შეხვედრისას ი-–--- პ------------მა მისცა ლურჯი ფერის ცელოფანში ერთ წონაკად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, რაშიც გადაუხადა 100 ლარი და გადასცა ხელში ი-–--- პ------------ს. ი-–--- პ------------თან შეხვედრის დროს აღჭურვილი იყო სპეციალური ვიდეო და აუდიო ჩამწერი მოწყობილობით რომელიც ჩაიწერდა და აღბეჭდილი იქნება მისი და ი-–--- პ------------ის შეხვედრა, ფულადი თანხის და მის სანაცვლოდ ნარკოტიკული საშუალების შესყიდვა. ი-–--- პ------------ისგან შეძენილი ერთი წონაკი ნარკოტიკული საშუალება ამჟამად აქვს თან, რომელსაც გამოკითხვის შემდეგ წარმოადგენს ნებაყოფლობით.

 

მოწმე ე-–--- ი---------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად (16.08.2018წ.) ე-–--- ი---------ი განმარტავს, რომ ი-–--- პ------------ს არ აქვს მობილური ტელეფონი, იგი ხშირად იმყოფება ქ.მარნეულში მდებარე გასართობ კლუბში ,,777" და მას ყოველთვის აღნიშნულ ადგილზე ხვდება, იგი მობილური ტელეფონით არასოდეს არ დაკავშირებია ი-–--- პ------------ს.

 

მოცემულ ეპიზოდებთან დაკავშირებით პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას თითქოსდა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ლაზერული დისკების დათვალიერებისას დასტურდება ი-–--- პ------------ის მიერ ქ. მარნეულში, ს---–--------ს ქუჩაზე მისი მხრიდან ფულადი თანხის სანაცვლოდ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი (2018 წლის 05 აგვისტოს და 06 აგვისტოს ეპიზოდები), საქმის მასალებით დგინდება, რომ აღნიშნული ჩანაწერით უტყუარად ვერ დადასტურდა ი-–--- პ------------ისთვის ე-–--- ი---------ის მხრიდან ფულის გადაცემის და ე-–--- ი---------ისათვის ი-–--- პ------------ის მხრიდან სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერების გადაცემის ფაქტი. აღნიშნულ ჩანაწერში ჩანს მხოლოდ თუ როგორ გადაადგილდება და საუბრობს გაურკვეველ პირთან ერთად ი-–--- პ------------ი.

 

საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლით, რომლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. ამავდროულად სასამართლო განმარტავს, რომ არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

მტკიცებულებათა შეფასება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს:

 

„ა) გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში“.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ზემოაღნიშნული შეფასებით და გაანალიზებით ნათელია, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ, ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8).

 

ბრალდების მხარის მიერ კი ი-–--- პ------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ს 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ” და ,,ე“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 5 აგვისტოს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით სსკ-ს 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ” და ,,ე“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 6 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად წარმოდგენილია მხოლოდ ირიბი მტკიცებულებები, ე-–--- ი---------ის გამოკითხვის ოქმები, რაც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.

 

ყოველივე ზემო აღნიშნულის შესაბამისად, ი-–--- პ------------ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ს 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ” და ,,ე“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 5 აგვისტოს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით სსკ-ს 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ” და ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 6 აგვისტოს ეპიზოდი).

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი-–--- პ------------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული (2018 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდი); ნარკოტიკული საშუალებისექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ; საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა დადგენილია საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და დამაჯერებელი, მათ შორის მსჯავრდებულის აღიარებით ჩვენებებით.

 

ი-–--- პ------------მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს, მისი განმარტებით მისი მხრიდან ე-–--- ი---------ზე ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტს ადგლი არ ჰქონია, რაც შეეხება მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულ ნივთებს, მას ეკუთვნოდა, იგი არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელლი და დაკავების მომენტში იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ე-–----- ბ---–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს მარნეულის რაიონულ განყოფილებაში უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 30 აგვისტოს გამოცხადდნენ ი-–--- პ------------ის სახლში, რა დროსაც ჩატარდა მისი პირადი ჩხრეკა, დაკავება და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც აღმოჩენილი იქნა 6 ცალი ვაზნა, 2 ცალი ინსულინის შპრიცი, ერთი ცალი მინის ქილა და თეთრი ფერის ნივთიერება, რომლებიც გადაგზავნილი იქნა ექსპერტიზაზე. ი-–--- პ------------ის სახლის ჩხრეკას ესწრებოდა მისი მამა. ამოღებულ ნივთებთან დაკავშირებით ი-–--- პ------------მა განაცხადა, რომ ყველა ნივთი მას ეკუთვნოდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ს----- მ------მა (შსს მარნეულის რაიონულ სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი) და შ--–-- ს-----------ემ (შსს მარნეულის რაიონულ სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი) დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სასწორე და მართებულობა.

 

2018 წლის 30 აგვისტოს ქ.მარნეულში, გ. მ------–---–-- ქ.N---ში შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის დ----- ბ--------- მიერ გამომძიებელ ქ---- ჰ------–---ის და თარჯიმან ლ--–- კ-----–---–ის მონაწილეობით, ღამის საათებში, ხელოვნური განათების პირობებში, მშვიდ წყნარ ვიტარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ჩატარდა ი-–--- პ------------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა.

 

2018 წლის 30 აგვისტოს ქ.მარნეულში, გ. მ------–---–-- ქ.N---ში შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ დ----- ბ--------- მიერ გამომძიებელ ს----- მ------ის, შ--–-- ს-----------ის და თარჯიმან ლ--–- კ-----–---–ის მონაწილეობით, ღამის საათებში, ხელოვნური განათების პირობებში, მშვიდ წყნარ ვითარებაში ჩატარდა ი-–--- პ------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ი. პ------------ის კუთვნილი ოთახში მდგარი საწოლის მარჯვენა მხარეს მდებარე ტანსაცმლის კარადიდან, რომელშიც იდო ი.პ------------ის შარვალი წინა მხარეს მარჯვენა ჯიბეში ნ---ხი იქნა ორი ცალი 1 მილიგრამიანი ინსულინის შპრიცი, ერთი ცალი ვალერიანის შუშა, თეთრი ფერის ცელოფანში მოთავსებული ნივთიერება, მისაღები ოთახის წინა მხარეს ოთახში ჭურჭლის შესანახ კარადაში ნ---ხი იქნა 6 ცალი ვაზნა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N--------------ქრ დასკვნით (30.08.2018) დადასტურებულია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი უფერო გამჭვირვალე მინის ცარიელი ფლაკონის (ქაღალდის ეტიკეტით : ВАЛЕРИАНЫ ЭКСТРАКТ) შიდა კედლებზე და ბამბისმაგვარ ტამპონზე არსებული კუსტარული წესით მიღებული ყავისფერი ნივთიერების დანაშრევები შეიცავს ნარკოტიკული საშუალების: მორფინის (მარილი) 0,000004 გრამის ოდენობით, ჰეროინს 0,00003 გრამის ოდენობით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ნ--- ლ------ემ და ს------- ც-------ამ დაადასტურეს ექსპერტიზის დასკვნა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს N7021665 დასკვნით დადასტურებულია ი-–--- პ------------ის მხრიდან ნარკოტიკული საშუალების “ოპიუმის” ჯგუფის მეტადონის მოხმარების ფაქტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ექიმ-ნარკოლოგმა მ--- ღ-----–---–მა დაადასტურა მისი მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N21896/ბ დასკვნით (30.08.2018) დადასტურებულია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი 6 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული,1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის, სპეციალური დანიშნულების (მგეზავი) ვაზნა განკუთვნილი 7,62 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის ,,АК-47", ,,АКМ", ,,АКМС" კარაბინისთვის ,,СКС" და სხვა. აღნიშნული ექვსივე ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის, შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ექსპერტმა ა------- შ-------მ დაადასტურა მისი მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა.

 

2018 წლის 30 აგვისტოს ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ დ----- ბ--------- მიერ, გამომძიებელ ქ---- ჰ------–---ის და თარჯიმან ლ--–- კ-----–---–ის მონაწილეობით მშვიდ წყნარ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დაკავებული იქნა ი-–--- პ------------ი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი.

 

”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად ნარკოტიკული საშუალება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;

 

ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი” შეტანილია ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია I №181 რეგისტრაციით, ხოლო უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის თანახმად, დანართი №2, შენიშვნის თანახმად ა.ა) ნარკოტიკული საშუალებების − ჰეროინის − ოდენობები მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე- 0,2 გ. (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად;

 

”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკული საშუალებათა რიცხვს და მისი შეძენა-შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.

 

დადგენილია, რომ ი-–--- პ------------ს არ აქვს სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის” შეძენისა და შენახვის თაობაზე.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, არაერთგზის და იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არაერთგზისობა ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.

 

სასამართლო ამავდროულად განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია, პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებისათვის ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი ან/და ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ქმედების ჩამდენი პირის ფიზიკური და ზნეობრივი ჯანმრთელობა. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ ა) ნარკოტიკული საშუალების მოხმარება იყოს უკანონო, კერძოდ, იგი მოხმარებული უნდა იყოს სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის - ამ შემთხვევაში ექიმის დანიშნულების გარეშე და ბ) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი უნდა იყოს განმეორებითი - აღნიშნული ქმედებისათვის პირს ერთხელ უკვე დაკისრებული უნდა ჰქონდეს ადმინისტრაციული სახდელი ან/და იგი ამ დანაშაულისთვის უნდა იყოს ნასამართლევი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით კრიმინალიზებულია ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), საბრძოლო მასალის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შენახვა - საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული გავრცელებული დანაშაულია, რომლის საგანია სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი (გარდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის), საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც ვარგისია საბრძოლო მოქმედებისთვის (გამოყენებისთვის). კონკრეტული იარაღი/საბრძოლო მასალა მიეკუთვნება თუ არა ცეცხლსასროლ იარაღთა, საბრძოლო მასალათა, ფეთქებად ნივთიერებათა და ასაფეთქებელ მოწყობილობათა კატეგორიას, ასევე მათი ვარგისიანობა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა გულისხმობს პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენას ნებისმიერ საშუალებით, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი, შენახვა გულისხმობს წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე მისთვის ხელმისაწვდომ ადგილას ქონას - ადგილსამყოფელის მიჩენას. რაც შეეხება აღნიშნული დანაშაულების სპეციფიკას და ხასიათს, როგორც წესი ხორციელდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად.

 

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით: მოწმეების ე-–--- პ------------ის , შ--–-- ს-----------ის, ს----- მ------ის, ,ბრალდებულ ი-–--- პ------------ის ჩვენებებით, ამღების და ი-–--- პ------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, ქიმიური, ნარკოლოგიური და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 სექტემბრის და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 1 აგვისტოს განაჩენებით ი-–--- პ------------ის მამართ და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურებული იქნა, რომ ი-–--- პ------------ი გასამართლებული იქნა ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ 2013 წლის 30 იანვარს ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვისათვის, ასევე გასამართლებული იქნა 2013 წლის 13 სექტემბერს და 2016 წლის 01 აგვისტოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო და მან კვლავ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული. ნარკოტიკული საშუალებისე ქიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ; საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ი-–--- პ------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ი-–--- პ------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდი), ამავე კოდექსის 273-ე მუხლით და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ი-–--- პ------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მან აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, არ უცდია შემთხვევის ადგილიდან მიმალვა და ხელი არ შეუშლია საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთვის, შესაბამისად ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

ი-–--- პ------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ეპიზოდთა სიმრავლე და ხერხი. ასევე მისი წარსული ნასამართლობა, დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის ქვეშ.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ნაწილობრივ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას ი-–--- პ------------ისთვის დანიშნული უფრო მკაცრის სასჯელის მიერ დანარჩენი სასჯელების სრულად შთანთქმასთან და სასჯელის მინიმუმის განსაზღვრის თაობაზე, ვინაიდან სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, ასევე ჩადენილი დანაშაულის გავრცელებული ხასიათს, ხერხს, მის საზოგადეობრივ საშიშროებას და პალატას მიზანშეუწონლად არ მიაჩნია ი-–--- პ------------ის მიმართ სასჯელის მინიმუმის განსაზღვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს მიერ ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რომელმაც სრულად უნდა უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელთა შთანთქმის საკითხს, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში დაცვის მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი უნდა შთანთქოს უფრო მკაცრმა სასჯელმა , ხოლო დანარჩენ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: ი-–--- პ------------ის სახლის ჩხრეკისს ამოღებული ორი ცალი ინსულინის შპრიცი და 6 ცალი ვაზნა (ინახება მარნეულის შს რაიონულ სამმართველოში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის ზ---- ც--------იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულმა ი-–--- პ------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ე-–------ გავაშელის და ო---- მ-----------–--ვის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

ი-–--- პ------------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ს 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ” და ,,ე“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 5 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ი-–--- პ------------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით სსკ-ს 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ” და ,,ე“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 6 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ი-–--- პ------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდი), ამავე კოდექსის 273-ე მუხლით და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან დაემატოს 9 (ცხრა) თვე და დანაშაულთა ერთობლიობით ი-–--- პ------------ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 1 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი-–--- პ------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

ი-–--- პ------------ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება. მასვე ამავე კანონის შესაბამისად 15 წლით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

მსჯავრდებულ ი-–--- პ------------ისთვის ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

მსჯავრდებულ ი-–--- პ------------ის მიმართ ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

ი-–--- პ------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

ი-–--- პ------------ს სასჯელის მოხდა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 30 აგვისტოდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: ი-–--- პ------------ის სახლის ჩხრეკისს ამოღებული ორი ცალი ინსულინის შპრიცი და 6 ცალი ვაზნა (ინახება მარნეულის შს რაიონულ სამმართველოში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ხვიჩა კიკილაშვილი

 

გოჩა ჯეირანაშვილი

 

ვ------- მრელაშვილი