განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.06.2019
საქმის ნომერი
330310018002381962
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002381962

საქმე №3ბ/464-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 ივნისი 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ნინო ქადაგიძე

 

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

აპელანტი - საქართველოს გენერალური პროკურატურა;

 

მოწინააღმდეგე მხარე - ზ----- მ-------ე;

 

თავდაპირველი მოპასუხეები - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური (საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლე);

 

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

 

დავის საგანი: მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ----- მ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს მთავარ პროკურატურას დაეკისრა ზ----- მ-------ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს მთავარ პროკურატურას დაეკისრა ზ----- მ-------ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

ზ----- მ-------ე, უმცროსი ლეიტენანტი, ჩაირიცხა სამხედრო ძალებში და დაინიშნა მე-2 მ-------------–--–--------------------------------–--–--------–----------------------------–--------------–-----------–-------------–-, 1997 წლის 1 მარტიდან.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გ--------------–--–-------–-----------------------------------–------------–------–-----------------------–-----------------–------------–------------------–-----------------------------–---- (საშტატო კატეგორია „ვიცე-პოლკოვნიკი“ შტატი #2-------), მაიორი ზ----- შ--–--- ძე მ-------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2011 წლის 12 აგვისტოდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) და „დ“ (სამსახურებრივი შეუსაბამობა) ქვეპუნქტების თანახმად.

 

ზ----- მ-------ე 2013 წლის 10 ოქტომბერს კვლავ გაწვეული იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში, ჩაირიცხა კადრების სამხედრო სამსახურში და დაინიშნა საქართელოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლ---------------------------–---------------–---------------------–------------–-------------------------–-------------------–---------------–------–----------------–--------------------------------–------------------------------–---------------–------–--------------–---- ოფიცრად (საშტატო კატეგორია „მაიორი“).

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯ---------–---------------------------–---------------–----------–---------------------------–------------------–----------------------------------------------–----------–----–-------------–-----------–------–-------------------------------------–------------------–------------–------–------------------------------–---- უფროსი ოფიცერი (საშტატო კატეგორია „მაიორი“) ზ----- შ--–--- ძე მ-------ე 2017 წლის 15 ივნისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (ზღვრული ასაკის მიღწევისას) საფუძველზე.

 

2012 წლის 26 მარტს ზ----- მ-------ე დააკავეს ძველი თბილისის მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა საბრძოლო მასალის - ხელყუმბარის უკანონოდ ტარების საფუძვლით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 სექტემბრის განაჩენით ზ----- მ-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 3 თვის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42 მუხლების თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა 3 500 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ზ----- მ-------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 7 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ზ----- მ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ----- მ-------ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

ზ----- მ-------ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელს იხდიდა 2013 წლის 13 იანვრამდე. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლებას დაექვემდებარა პირი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ან პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი პირის სტატუსი. ზ----- მ-------ე აღნიშნული კანონის და „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილების (დანართი #1, #124) შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 13 იანვარს.

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორმა ზ----- მ-------ის მიმართ 2016 წლის 16 სექტემბერს გამოსცა დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ ზ----- მ-------ისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობის ჩადებით და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის გზით მისი დაკავებით არსებითად დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით გათვალსიწინებული ადამიანის თავისუფლების და ხელშეუხებლობის უფლება. აგრეთვე, ზ----- მ-------ის დაკავებით და განზრახ უკანონო დევნით არსებითად შეილახა მისი რეპუტაცია, იმიჯი და მოხდა მისი დისკრედიტირება საზოგადოებაში, რამაც მისი პატივის და ღირსების ხელშეუხებლობის უფლების არსებითად დარღვევა გამოიწვია. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ზ----- მ-------ის უფლებების (თავისუფლების, პატივის და ღირსების ხელშეუხებლობა) არსებითი დარღვევის ფაქტი არ იყო ცნობილი გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს. აღნიშნული უფლებების დარღვევის ფაქტი დადგენილ იქნა მხოლოდ ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით და იგი ამტკიცებს ზ----- მ-------ის უდანაშაულობას.

 

დადგენილებით დასტურდება, რომ ახალი გამოძიებით დადგენილია შემდეგი გარემოებები: არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ინფორმაცია ზ----- მ-------ის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ პოლიციის ორგანოში შეიქმნა; ასევე დადასტურდა სამართალდამცავების პოლიტიკური დაინტერესება ზ----- მ-------ის მიმართ; ზ----- მ-------ის დაკავების პოლიტიკური მოტივი, რომელიც დასტურდება ახალი გამოძიების პირობებში შეკრებილი მტკიცებულებებით, არის ახალი ფაქტი და გარემოება დ ამათი გამოკვლევა არ მომხდარა ზ----- მ-------ის მსჯავრდების საქმის განხილვის ეტაპზე. ასევე, ახალი ფაქტი და გარემოებაა ისიც, რომ ახალი გამოძიების პირობებში შეკრებილი მტკიცებულებებით მაღალი ალბათობით დგინდება ზ----- მ-------ისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობის - ხელყუმბარის ჩადებისა და მტკიცებულებების გაყალბების ფაქტი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის #1/ა.გ 860-16 განაჩენით საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ზ----- მ-------ის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 7 ნოემბრის/თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 სექტემბრის განაჩენი; ზ----- მ-------ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში და ცნობილი იქნა უდანაშაულოდ. ამავე განაჩენით ზ----- მ-------ეს განემარტა, რომ მას უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

ზ----- მ-------ის შვილი - მ-------- მ-------ე, 2008 წლის 27 თებერვლიდან გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის გ------–-------------------------------------–-------–---–-----–-------------–---------–-------------–--------------–------–----–-------------–--- ათეულის მსროლელად.

 

2012 წლის 10 მაისის #1--- ბრძანებით უმცროსი სერჟანტი მ-------- მ-------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2012 წლის 13 მარტიდან, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის (მხარეთა შეთანხმების საფუძველზე) თანახმად, კონტრაქტის ვადის გასვლის გამო.

 

#8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, 2012 წლის 27 მარტიდან 2012 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით ზ----- მ-------ესთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ადვოკატები: ნ----------------ე, გ------ მ-------ე და ზ--------------–---–ი. სულ განხორციელებულია 79 ვიზიტი.

 

ზ----- მ-------ის შვილს ხ---- მ-------ეს დადგენილი აქვს სამედიცინო დიაგნოზი - გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა ქცევის პათოლოგიით.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2/3/423) განმარტების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტების (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო."

 

არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

 

მითითებული ნორმა ასევე განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საფუძვლებს. კერძოდ, ამავე ნორმის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ ზიანის ანაზღაურების საფუძვლის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლების მიმართ უნდა გავრცელდეს იგივე მოთხოვნები.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებით (08.04.2009წ. საქმეზე №ბს-972-936(3კ-08), „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია, არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში მიიღო, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ ზ----- მ-------ე დააკავეს 2012 წლის 26 მარტს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 სექტემბრის განაჩენის საფუძველზე იგი თავისუფლების აღკვეთის სახით დაკისრებულ სასჯელს იხდიდა 2013 წლის 13 იანვრამდე.

 

2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლებას დაექვემდებარა პირი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ან პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი პირის სტატუსი. ზ----- მ-------ე აღნიშნული კანონის და „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილების (დანართი #1, #124) შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 13 იანვარს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განაჩენით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 7 ნოემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 სექტემბრის განაჩენი. ზ----- მ-------ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში და ცნობილ იქნა უდანაშაულოდ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან პირი, რომლის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა და რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი, გამამართლებელი განაჩენის არსიდან და ბუნებიდან გამომდინარე - სასამართლოს ეს აქტი ეხება სწორედ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება ზემოაღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნის იმგვარად ინტერპრეტაცია, რომ ქმედების უკანონობა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევით, ვინაიდან არ შეიძლება ნორმა განიმარტოს ისე, რომ გამართლებულს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია ვერ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის და მის უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასთან. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.

 

ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია, აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით.

 

მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია, სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.

 

კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ უკანონო პატიმრობით მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი, ამავდროულად, სასამართლომ მიიჩნია, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას კომპენსაციის ოდენობა არ უნდა მოწყდეს რეალობას. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის ოდენობის გონივრულ ფარგლებში განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. შელახული სიკეთის ხასიათიდან გამომდინარე და სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.

 

ამა თუ იმ ფორმით თავისუფლების აღკვეთა ყოველთვის იწვევს დისკომფორტს, მაგრამ დაპატიმრებული პირი, გონივრულ ფარგლებში, მაინც ვალდებულია ითმინოს ეს, როდესაც დაცულია გარკვეული სტანდარტები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს, რომ არსებობს ტანჯვის დონე, რომელიც გარდაუვალად უკავშირდება დაკავებას (პაპონი საფრანგეთის წინააღმდეგ, 2002 წლის 25 ივლისი, §40) და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი ყველა შემთხვევაში იწვევს სირთულეს და ტანჯვას. იმავეს ვერ ვიტყვით პირზე, რომელიც უკანონოდ და დაუსაბუთებლად არის დაპატიმრებული. ის არ არის ვალდებული, ითმინოს პატიმრობასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატება თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობაში ან შეზღუდვაში. უკანონოდ დაპატიმრებული პირის პატიმრობაში ყოფნაა, როგორც ასეთი, უკანონობა, მიუხედავად იმისა, დაირღვევა თუ არა რეჟიმის რომელიმე მოთხოვნა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ უკანონოდ თავისუფლების აღკვეთით გამოწვეულ მორალურ დისკომფორტს უპირობოდ ამძაფრებდა პოლიტიკური ნიშნით პატიმრობის ფაქტი, რითაც დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი თანასწორობის პრინციპი და ზ----- მ-------ის დაკავება და მსჯავრდება განხორციელდა სწორედ მისი პოლიტიკური შეხედულების გამო.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მათ შორის - პატიმრობაში ყოფნის ხანგრძლივობის, პოლიტიკური ნიშნით უკანონოდ მსჯავრდებულად ყოფნის, ასევე გამამართლებელი განაჩენის გამოტანამდე გასული დროის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს სრულად - მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელისთვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად უნდა დაეკისროს 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან პროკურატურა წარმოადგენდა სახელმწიფო ბრალმდებელს სისხლის სამართლის საქმეში, მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს საქართველოს მთავარ პროკურატურას.

 

მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე, მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას დაეკისროს მატერიალური ზიანის სახით 15 000 ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლად მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მატერიალური ზიანის მიყენება ზ----- მ-------ისათვის გამოიწვია ზ----- მ-------ისა და მისი შვილის - მ-------- მ-------ის ხელფასის მიუღებლობამ, რაც გამოიწვია ზ----- მ-------ის 10-თვიანმა პატიმრობამ. მატერიალური ზიანის გაანგარიშებაში, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, შედის ასევე ზ----- მ-------ის უკანონო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მისი მეორე შვილის - ხ---- მ-------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ჩატარებული მკურნალობის ხარჯი. ასევე - ზ----- მ-------ის პატიმრობაში ყოფნისას გაწეული ხარჯი - როგორც უშუალოდ მისთვის ანგარიშზე ჩარიცხული, ისე - ადვოკატის ჰონორარის სახით გადახდილი თანხა (იხ. ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ განცხადება, ს.ფ. 67-68).

 

მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება სწორედ პოლიტიკურ დევნას უკავშირდებოდა, მას იძულებით დააწერინეს პატაკი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. ამასთან, მისი შვილი - მ-------- მ-------ე სამსახურიდან დაითხოვეს მამის მიმართ პოლიტიკური დევნის მოტივით. გარდა ამისა, მიმდინარეობდა ზეწოლა მის ძმებზე და მთელ ოჯახზე. დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ზ----- მ-------ის მეორე შვილი - ხ---- მ-------ე კომაში ჩავარდა სასამართლო პროცესზე და მას შემდეგ გაუუარესდა მდგომარეობა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად (საქმეზე №ბს-648-623(2კ-13) 10.04.2014წ), ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის, კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის.

 

მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას მოსარჩელემ სასამართლოს უნდა წარმოუდგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს ზიანის გამომწვევ გარემოებებსა და განსაზღვრავს მიყენებული ზიანის ოდენობას. უკანონო მსჯავრდების დადასტურება არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისათვის, რომ დადგინდეს შედეგად კონკრეტული ოდენობით ზიანის დადგომის ფაქტი.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ამრიგად, სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებისას მხარემ სასამართლოს უნდა წარუდგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

გაწეული ხარჯების ანაზღაურებასთან მიმართებით სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ხარჯების გაწევის ნამდვილობის დადასტურება, ხოლო, მეორე მხრივ, მათი გაწევის აუცილებლობა.

 

მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ მატერიალური ზიანის სახით თანხის ანაზღაურების შესახებ მოიცავს როგორც თავისი, ისე - მისი შვილის, მ-------- მ-------ის იძულებით განაცდური შრომის ანაზღაურებას.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ზ----- მ-------ე პოლიტიკური ნიშნით დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე არის დათხოვნილი სამხედრო სამსახურის რიგებიდან, საფუძველი - კონტრაქტის პირობების დარღვევა და სამსახურებრივი შეუსაბამობა. გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ არის გასაჩივრებული კანონით დადგენილი წესით. მოსარჩელე ზ----- მ-------ის ახსნა-განმარტების გარდა, საქმეში არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურდებდა სამსახურიდან მისი დათხოვნის პოლიტიკურ მოტივს. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ამ დავის ფარგლებში შეაფასოს სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების კანონიერება და იმსჯელოს მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების დაკისრებაზე. სასამართლო განმარტავს, რომ განაცდური ხელფასის, როგორც მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება სახელმწიფო ბრალდების ორგანოს შეიძლება, დაეკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დასტურდება უკანონო ბრალდების მიზეზით სამსახურიდან გათავისუფლება. მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, ზ----- მ-------ე სამსახურიდან გათავისუფლდა დაკავებამდე თითქმის 7 თვით ადრე. გათავისუფლების უკანონობა და კავშირი შემდგომში წარდგენილ უკანონო ბრალდებასთან არ დასტურდება. შესაბამისად, მიზეზობრივი კავშირის დადგენა მოცემულ ვითარებაში შეუძლებელია. ამდენად, არ არსებობს ამ საფუძვლით საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.

 

ამავე მიზეზით, უსაფუძვლოა მ-------- მ-------ის მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნაც. უპირველეს ყოვლისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ მოთხოვნის უფლების მატარებელი არის თავად სავარაუდო დაზარალებული მ-------- მ-------ე, და არა - მისი მამა. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნა არსებითადაც უსაფუძვლოა. მართალია, მ-------- მ-------ე სამხედრო სამსახურის რიგებიდან დაითხოვეს ზ----- მ-------ის დაკავების შემდგომ, მაგრამ სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია მხარეთა შეთანხმება. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ გათავისუფლების ბრძანება გაასაჩივრა გახადა მხარემ კანონით დადგენილი წესით. სასამართლო ამ დავის ფარგლებში ვერ შეაფასებს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერებას. შესაბამისად, ამ საფუძვლით ზიანის ანაზღაურების შესახებ ნაწილში მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქმის მასალებით არ დასტურდება ასევე ზ----- მ-------ის მეორე შვილის - ხ---- მ-------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზობრივი კავშირი ზ----- მ-------ის უკანონო ბრალდებასთან. შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ჩატარებული მკურნალობის ხარჯის ნაწილშიც არ არსებობს საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის ზიანის ანაზღაურების საფუძველი.

 

საქმის მასალებით არ დასტურდება ასევე ზ----- მ-------ისთვის ახლობლებისგან თანხების ჩარიცხვის ფაქტი, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც მოსარჩელეს საქმეში არ წარმოუდგენია.

 

რაც შეეხება ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეულ ხარჯებს, მართალია, ამ ხარჯების გაწევის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი, მაგრამ დასტურდება პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას ზ----- მ-------ესთან განხორციელებული ადვოკატის ვიზიტები. ამდენად, მოსარჩელე მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, იძულებული იყო საკუთარი უფლებებისა და ინტერესების ეფექტურად დაცვისა და რეალიზებისათვის აეყვანა ადვოკატი და ესარგებლა მისი მომსახურებით, სრულყოფილად ესარგებლა სისხლის სამართლის კოდექსით ბრალდებულისათვის მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. ამრიგად, აღნიშნული ხარჯების გაწევა ცალსახად გამომდინარეობს პირის მიერ დარღვეული უფლების აღდგენის მიზნიდან.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ადვოკატის ჰონორარის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელს სისხლის სამართლის საქმეში. ანაზღაურების ოდენობა კი უნდა განისაზღვროს გონივრული თანხით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზ----- მ-------ეს ემსახურებოდა რამდენიმე ადვოკატი. გონივრულია, რომ მათი მომსახურება არ იქნებოდა უფასო და მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ოდენობით ჰონორარის გადახდის შესახებ მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადვოკატის ჰონორარის სახით გაღებული ხარჯის ანაზღაურების გონივრული ოდენობა უნდა დაეკისროს მოპასუხეს (იხ. მსგავს საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტება საქმეზე „ჯანიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, 2012 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება, საჩივარი #35887/05). საქმის სირთულის და პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის გათვალისწინებით, სასამართლო გონივრულ ოდენობად მიიჩნევს 2000 ლარს და ამ ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა როგორც მორალური, ასევე მატერიალური ზიანის დაკისრების ნაწილში. მოსარჩელის წარმომადგენელმა 2018 წლის 15 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მოიცავს მოსარჩელესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ბინის მიუღებლობით გამოწვეულ ზიანს (იხ. სასარჩელო განცხადება, 2018 წლის 15 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 10:46:52, 10:48:09 სთ). მოსარჩელის განმარტებით, პოლიტიკური ნიშნით დევნის ფარგლებში სამსახურიდან გათავისუფლების გამო მან ვერ მიიღო საცხოვრებელი ბინა. მართალია 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით ციხიდან გათავისუფლების და თავდაცვის სამინისტროში აღდგენის შემდეგ მას გადასცეს ბინა იქ ცხოვრების უფლებით, მაგრამ დღემდე მისთვის ოფიციალურად საკუთრებაში არ გადაუფორმებიათ.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საცხოვრებელი ბინის მიუღებლობით გამოწვეული ზიანი შესაძლოა, განეკუთვნებოდეს მატერიალურ, და არა - მორალურ ზიანს, შესაძლო შელახული უფლების ქონებრივი ხასიათის გამო. ამასთან, ბინით უზრუნველყოფის საკითხი ადმინისტრაციული ორგანოს შესწავლის საგანს წარმოადგენს, რაზედაც საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, შესაბამისი წინაპირობების არსებობის მიუხედავად, უარყოფითი გადაწყეტილება მიიღო ამ საკითხზე და ზ----- მ-------ეს უარი განუცხადა საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფაზე. აღნიშნული გარემოება კი გამორიცხავს ბინით უზრუნველყოფაზე უარის გამო ზიანის არსებობის ფაქტს, ხოლო თუკი მომავალში არ განხორციელდება მოსარჩელის ბინით უზრუნველყოფა, შესაბამისი კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობის მიუხედავად, მას უფლება რჩება, მიმართოს სასამართლოს კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან იძულება და პოლიტიკური დევნა ზ----- მ-------ის მიმართ, რაც ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს. როგორც წინამდებარე გადაწყვეტილების „7.1“ პუნქტში აღინიშნა, სამსახურიდან გათავისუფლება განხორციელდა კონტრაქტის პირობების დარღვევის და სამსახურებრივი შეუსაბამობის საფუძვლით. გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ არის გასაჩივრებული კანონით დადგენილი წესით. მოსარჩელე ზ----- მ-------ის ახსნა-განმარტების გარდა, საქმეში არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურდებდა სამსახურიდან მისი დათხოვნის პოლიტიკურ მოტივს და თავდაცვის სამინისტროს მხრიდან პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტს. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით - საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის 2016 წლის 16 სექტემბრის დადგენილებით მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ - დასტურდება ზ----- მ-------ისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობის - ხელყუმბარის ჩადებისა და მტკიცებულებების გაყალბების ფაქტი, პოლიტიკური დაინტერესების მოტივით, რაც განხორციელდა პოლიციის ორგანოთა მხრიდან. მოცემულ დავაში კი პოლიტიკური დევნის მოტივით მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოპასუხედ დასახელებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომლის მიმართ რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.

 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის (საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლეს) მიმართ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა როგორც მორალური, ასევე მატერიალური ზიანის დაკისრების ნაწილში. არ დასტურდება იმ გარემოებათა არსებობა, რამაც მოსარჩელისთვის ზიანის მიყენება გამოიწვია.

 

მოსარჩელის თქმით (იხ. სასარჩელო განცხადება, 2018 წლის 15 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი), პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას მის მიმართ ხორციელდებოდა არაადამიანური, აუტანელი და სადისტური მოპყრობა. 2011-2012 წლებში პატიმრების მდგომარეობა დასტურდება არაერთი ქართული და უცხოური არასამთავრობო უფლებადაცვითი ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის მოხსენებებით. მოსარჩელის თქმით, განსაკუთრებული წამება და არაადამიანური მოპყრობა ხორციელდებოდა პოლიტიკური პატიმრების მიმართ.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ პენიტენციური დაწესებულების მხრიდან მოსარჩელის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტი არ დასტურდება. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სასამართლოსთვის უტყუარი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ მისთვის მიყენებული მორალური ზიანი გამოწვეული იყო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლების კანონსაწინააღმდეგო ქმედებით. კონკრეტულ პერიოდში პატიმრების მდგომარეობის ამსახველი ანგარიშები არ შეიძლება, თანასწორად გავრცელდეს კონკრეტულ პერიოდში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ ყველა პატიმარზე. მოსარჩელეს არ დაუკონკრეტებია, უშუალოდ სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთა მხრიდან მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა რაში გამოიხატა. საქმის მასალებით არ დასტურდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლების მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რამაც გამოიწვია მოსარჩელისათვის მორალური ზიანის მიყენება.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურის (საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლე) ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდგომ, 2018 წლის 26 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე ზ----- მ-------ის მიერ სასამართლოს მოსამართლის მიმართ დასმულ შეკითხვაზე, თუ რატომ არ უბრუნდება მას სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა (სავარაუდოდ, იგულისხმება ჯარიმის სახით დაკისრებული სასჯელის აღსრულება). სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხის უკან დაბრუნება ან რომელიმე მოპასუხისთვის მისი გადახდის დაკისრება არ ყოფილა განსახილველი დავის საგანი, არც სარჩელში, არც სასამართლო სხდომებზე მოსარჩელეს და მის წარმომადგენელს მსგავსი საფუძველი არ დაუსახელებიათ, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ როგორც ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით, ისე - სასამართლო სხდომაზე საქმის ზეპირი განხილვისას მისცა მოსარჩელეს შესაძლებლობა, დაეზუსტებინა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები. ამასთან, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მოსარჩელე სასამართლოში წარმოდგენილი იყო კვალიფიციური იურისტით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 248-ე მუხლის შინაარის გათვალისწინებით, დისპოზიციურობის პრინციპის მოქმედების ფარგლებში, სასამართლოს უფლება არ აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. შესაბამისად, სასამართლო ამ თანხის მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე განსახილველი დავის გადაწყვეტისას ვერ იმსჯელებდა.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

აპელანტი მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილზე, ამავე კოდექსის 207-ე მუხლსა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლსა და 1005-ე მუხლის მესამე ნაწილზე. აპელანტი ამ მუხლებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით, ამასთან მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს-ზიანს შორის. ასევე მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურეობრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში კი, საქართველოს პროკურატურის მხრიდან აღნიშნულს ადგილი არ ქონია.

 

აპელანტი მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლზე და ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტზე. ამ მუხლებზე დაყრდნობით აპელანტი აღნიშნავს, რომ პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა. ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად პროკურატურა ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. პროკურატურა ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ატარებს დანაშაულის გამოძიებას და სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას. ამასთან, წინასწარ ვერ განისაზღვრება კონკრეტული საქმის შედეგი, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივას.

 

აპელანტი ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე და განმარტავს, მორალური ზიანის ანაზღაურების თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია. დამოკიდებულია მრავალ სხვადასხვა პირობაზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა მთლიანად არის სასამართლოს გონივრული განსჯისათვის მინდობილი. აპელანტს ხაზს უსვამს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ზ----- მ-------ე სასამართლოს განჩინების საფუძველზე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 5 თვე და 12 დღე, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 07 სექტემბრის განაჩენით 4 თვე და 6 დღე. მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მიკუთვნებული 10 000 ლარი კი, სამართლებრივი ნორმებისა და მითითებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენს და არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან.

 

რაც შეეხება, მატერიალური ზიანის სახით საქართველოს პროკურატურისთვის დაკისრებულ 2000 ლარს, აპელანტი ასევე არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და განმარტავს, რომ მატერიალური ზიანის ანაზღაურებისას უნდა იქნეს წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს ზიანის გამომწვევ გარემოებებსა და განსაზღვრავს მიყენებული ზიანის ოდენობას. მოსარჩელეს საადვოკატო მომსახურებისთვის თანხის გადახდის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს, დააკმაყოფილდეს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, გააუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით უარი ეთქვას ზ----- მ-------ეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, სააპელაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 სექტემბრის განაჩენით ზ----- მ-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 3 თვის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42 მუხლების თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა 3 500 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ზ----- მ-------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 7 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ზ----- მ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ----- მ-------ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

ზ----- მ-------ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელს იხდიდა 2013 წლის 13 იანვრამდე. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლებას დაექვემდებარა პირი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ან პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი პირის სტატუსი. ზ----- მ-------ე აღნიშნული კანონის და „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილების (დანართი #1, #124) შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 13 იანვარს.

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორმა ზ----- მ-------ის მიმართ 2016 წლის 16 სექტემბერს გამოსცა დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომლითაც დადგინდა, რომ ზ----- მ-------ისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობის ჩადებით და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის გზით, მისი დაკავებით არსებითად დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით გათვალსიწინებული ადამიანის თავისუფლების და ხელშეუხებლობის უფლება. აგრეთვე, ზ----- მ-------ის დაკავებით და განზრახ უკანონო დევნით არსებითად შეილახა მისი რეპუტაცია, იმიჯი და მოხდა მისი დისკრედიტირება საზოგადოებაში, რამაც მისი პატივის და ღირსების ხელშეუხებლობის უფლების არსებითად დარღვევა გამოიწვია. ზ----- მ-------ის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების (თავისუფლების, პატივის და ღირსების ხელშეუხებლობა) არსებითი დარღვევის ფაქტი არ იყო ცნობილი გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს. აღნიშნული უფლებების დარღვევის ფაქტი დადგენილ იქნა მხოლოდ ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით და იგი ამტკიცებს ზ----- მ-------ის უდანაშაულობას.

 

ახალი გამოძიებით დადგინდა შემდეგი გარემოებები: არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ინფორმაცია ზ----- მ-------ის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ პოლიციის ორგანოში შეიქმნა; ასევე დადასტურდა სამართალდამცავების პოლიტიკური დაინტერესება ზ----- მ-------ის მიმართ; ზ----- მ-------ის დაკავების პოლიტიკური მოტივი, რომელიც დასტურდება ახალი გამოძიების პირობებში შეკრებილი მტკიცებულებებით, არის ახალი ფაქტი და გარემოება და მათი გამოკვლევა არ მომხდარა ზ----- მ-------ის მსჯავრდების საქმის განხილვის ეტაპზე. ასევე, ახალი ფაქტი და გარემოებაა ისიც, რომ ახალი გამოძიების პირობებში შეკრებილი მტკიცებულებებით მაღალი ალბათობით დგინდება ზ----- მ-------ისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობის - ხელყუმბარის ჩადებისა და მტკიცებულებების გაყალბების ფაქტი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის #1/ა.გ 860-16 განაჩენით საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ზ----- მ-------ის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 7 ნოემბრის/თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 სექტემბრის განაჩენი; ზ----- მ-------ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში და ცნობილი იქნა უდანაშაულოდ. ამავე განაჩენით ზ----- მ-------ეს განემარტა, რომ მას უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

დადგენილია, რომ #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, 2012 წლის 27 მარტიდან 2012 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით ზ----- მ-------ესთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ადვოკატები: ნ----------------ე, გ------ მ-------ე და ზ--------------–---–ი. სულ განხორციელებულია 79 ვიზიტი.

 

სააპელაციო სასამართლო დავის განხილვის პროცესში ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გასაჩივრებულია სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში, რაც დავის განხილვის ფარგლებიდან გამომდინარე, ქმნის მიღებული გადაწყვეტილების მხოლოდ გასაჩივრებულ ნაწილში გადამოწმების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს: მიყენებული ზიანის კომპენსირების უფლება მიეკუთვნება კონსტიტუციით დაცულ უფლებათა კატეგორიას, საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ადგენს: ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისი სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

ზიანის ანაზღაურების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ” ევროპული კონვენცია, რომლის მე- 7 ოქმზე მიერთებით საქართველოს სახელმწიფომ დაადასტურა საკუთარი ნება მოქმედი კანონმდებლობის ან დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად უზრუნველყოს ყველა იმ პირის კომპენსირება, რომელიც მსჯავრდებულია სისხლის სამართლის დანაშაულისათვის, თუმცა შემდგომში მისი ეს მსჯავრდება გაუქმდა, ან პირი გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან, რამდენადაც ახალმა და ახლად გამოვლენილმა გარემოებებმა ცხადყო, რომ მართლმსაჯულება განხორციელდა არაჯეროვნად.

 

სახელმწიფოს ასევე სახელმწიფო მოსამსახურის მხრიდან მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაზღვრის განსაკუთრებულ წესს ადგენენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. იმავე ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო პასუხისმგებლობისათვის განსაზღვრულია კერძო სამართალში დამკვიდრებული პასუხისმგებლობის საფუძვლების გავრცელების შესაძლებლობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს: რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის ნორმატიული დანაწესი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას არ უკავშირებს ბრალის არსებობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ზიანის ანაზღაურების იურიდიულ საფუძველს ქმნის არა ცალკეული მოხელის ბრალეულობა, არამედ გამამართლებელი განაჩენი, რომელიც ადასტურებს, რომ პირმა გაუმართლებლად განიცადა ის ზემოქმედება, რაც უკავშირდება სისხლისსამართლებრივ დევნას. მითითებული მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც დაკავშირებულია რეაბილიტირებული პირისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში უკანონოდ მიცემისათვის, მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა;

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ზ----- მ-------ის მარეაბილიტირებელი გარემოება დადგენილია კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის #1/ა.გ 860-16 განაჩენით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლის ხელყოფის დროს პირს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება; მითითებული მუხლით დაცულ სიკეთეს მიეკუთვნება პირის სახელი, პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა, საქმიანი რეპუტაცია და გამოსახულება.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა, პირის პასუხისმგებლობაში მიცემა, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებების გამოყენება ყოველთვის იწვევს ნეგატიურ განცდებს, ღირსებისა და რეპუტაციის შელახვას, სტრესს, რაც ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე წარმოშობს შესაძლებლობას ხელყოფილი უფლებების რესტიტუციის მიზნით მოთხოვნილი იყოს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტი საქართველოს გენერალური პროკურატურის პოზიციას კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან მორალური ზიანის მოცულობის განსაზღვრა ხდება გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მორალური ზიანის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას, ობიექტურ გარემოებებს, როგორიცაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმ გარემოებებზე, რაც დაადასტურებდა ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შეფასების პროცესში სასამართლოს არათანაზომად მიდგომას.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს საქართველოს გენერალური პროკურატურის მითითებას ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების უსაფუძვლოვის თაობაზე და აღნიშნული მიზნით მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2012 წლის 9 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებაზე (საქმე Nბს-1330-1315(კ-11),სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია.“

 

სააპელაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტზე, რომლის შესაბამისადაც ევროპული სასამართლო მაშინაც აკისრებს ხელმყოფ პირს ადვოკატის მიერ გაწეული შრომის ანაზღაურებას, როდესაც სამართალწარმოებაში მონაწილე პირს არ გადაუხდია ადვოკატის მომსახურებისათვის გათვალისწინებული თანხა ან თუნდაც წარმომადგენლობა განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ქველმოქმედების სახით. საქმეში „ფადეევა, რუსეთის წინააღმდეგ“ (Fadeyeva v. Russia) სასამართლომ ადვოკატის მომსახურებისათვის ხარჯის დაკისრებასთან დაკავშირებით განმარტა, „სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელს არ წარმოუდგენია მასსა და მის ადვოკატებს შორის დადებული რაიმე წერილობითი ხელშეკრულება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ხელშეკრულება არ არსებობს. ხელშეკრულება იურიდიული, საკონსულტაციო-საადვოკატო მომსახურების გაწევის შესახებ შეიძლება დაიდოს ზეპირი ფორმითაც და არაფერი აჩვენებს, რომ ეს ასე არ იყო განმცხადებელსა და წარმომადგენლების შემთხვევაში. მაშასადამე, ადვოკატების ჰონორარები ანაზღაურებადია შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით და რეალურია. ამ დასკვნაზე გავლენას არ ახდენს ის ფაქტი, რომ განმცხადებელს არ ეკისრებოდა ამ თანხების წინასწარ გადახდის მოვალეობა“

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მესამე სექციის მიერ განხილულ საქმეზე - „გივი ჯანიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ 2012 წლის 27 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, „მოპასუხე სახელმწიფომ თავად აღიარა, რომ მომჩივანი გასწევდა გარკვეულ იურიდიულ ხარჯებს და სთავაზობს სასამართლოს, მომჩვანს მიაკუთვნოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად დადგენილი გონივრული თანხა.“ გარდა ამისა, სასამართლო შენიშნავს, რომ „მომჩივანმა არ წარმოადგინა ქვითარი, რომელიც დაადასტურებდა დანახარჯებისა და ადვოკატის გასამრჯელოს გადახდას მისი მხრიდან. თუმცა როგორც მთავრობამ აღიარა, მომჩივნისთვის გაწეული იურიდიული დახმარება არ იქნებოდა უფასო. სასამართლო კვლავ აცხადებს, რომ ამ თვალსაზრისით ის არ შემოიფარგლება შიდა ანაზღაურების მასშტაბითა და პრაქტიკით (იხ. Assanidze v. Georgia [GC], no. 71503/01, §206, ECHR 2004 II, and Patsuria, ხსენებული ზემოთ, §103). საქმის სირთულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია მომჩივნისთვის 1.000 ევროს მიკუთვნება მის წინაშე წარმომადგენლობის ხარჯების ანაზღაურების სახით.“

 

იმის მიუხედავად, რომ საადვოკატო მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის დადასტურება მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო შესაბამისი გადახდის დამადასტურებელი ქვითრებით, სააპელაციო პალატა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის სირთულისა და პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის გათვალისწინებით უდავოა სისხლის სამართლის საქმეზე საადვოკატო მომსახურების ხარჯის გაწევის ფაქტი. შესაბამისად, იგი წარმოადგენს უკანონო ბრალდების გამო მოსარჩელისათვის გამოწვეულ ზიანს.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

აღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ადვოკატისთვის გადახდილი ჰონორარის დაკისრების ნაწილში დასაბუთებულია და მისი დაკმაყოფილება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

 

საპროცესო ხარჯები:

 

მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: ნინო ქადაგიძე