განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002621337
საქმე №1ბ/685-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატა შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მაია თეთრაული
სხდომის მდივანი - გიორგი სვანიძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორები - ნ-------------–---–ი, დ--------------–---–ი, მ-----–-------–---–ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - კ------- ტ-------ე, დაბადებული 1----–-–--------------------------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ხ-–----------------------------------–-------------------------;
ადვოკატი - ჯ-----------–ია;
დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობა);
სასჯელი: 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 29 მაისს, დაახლოებით 07:00 საათზე ხა–------------------------------–--------------------- შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, კ------- ტ-------ემ სანადირო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა მ---- ბ-----ეს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის განაჩენით: კ------- ტ-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ - მსჯავრდებულმა კ------- ტ-------ემ და ბრალდების მხარემ - შ------------–---------–-----------------------–----------------------ს შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ნ-------------–---–მა.
მხარეთა პოზიციები:
დაცვის მხარის პოზიციით: გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი და უნდა შეიცვალოს, ვინაიდან სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მტკიცებულებების გამოკვლევით დადგენილ ფაქტებს. კერძოდ, არ გაითვალისწინა, რომ მ---- ბ-----ე თავს დაესხა კ------- ტ-------ეს. ამ უკანასკნელის მეგობარი დ---------–-–---–ი კი, თითქოს აშველებდა მათ, თუმცა რეალურად ეხმარებოდა მ---- ბ-----ეს. კ------- ტ-------ე მიხვდა, რომ გაქცევას ვერ შეძლებდა და თავის დაცვის მიზნით საკუთარი ავტომანქანიდან ამოიღო სანადირო თოფი. დ---------–-–---–ი შეეცადა მისთვის თოფის წართმევას, რა დროსაც მოხდა შემთხვევითი გასროლა მ---- ბ-----ის მიმართულებით. სასამართლოში დაკითხული თვითმხილველი მოწმეებიდან დ---------–-–---–მა აღნიშნა, რომ კ------- ტ-------ეს გასროლისას თოფი მხარზე არ ჰქონია მიბჯენილი, რაც გამორიცხავს ამ უკანასკნელის განხრახვას, თუნდაც ჰაერში გაესროლა თოფი. დამიზნებასთან დაკავშირებით კი მოწმემ განმარტა, რომ კ------- ტ-------ეს თოფის ლულა მ---- ბ-----ის მხარეს ჰქონდა მიმართული, რაც მან დამიზნებად შეაფასა. დაცვა ასევე მიიჩნევს, რომ მოწმე დ---------------–ი საერთოდ არ არის დანაშაულის თვითმხილველი, რადგანაც მ---- ბ-----ის მიერ კ------- ტ-------ის წაქცევის შემდეგ იგი წავიდა შემთხვევის ადგილიდან და თოფიდან გასროლის მომენტში უკვე იქ არ ყოფილა. სწორედ ამით აიხსნება დ---------–-–---–ის, დ---------------–ის და დ------------–-–---–ის ჩვენებებს შორის არსებული მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები. ერთადერთი სწორი ჩვენება სასამართლოს დ------------–-–---–მა მისცა. დ---------–-–---–ი და დ---------------–ი კი ურცხვად ტყუიან. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს, რომლის მიხედვით პიროვნების მსჯავრდებისათვის მოპოვებული უნდა იქნას საკმარისი მტკიცებულებები, ხოლო უტყუარი მტკიცებულებები გულისხმობს ისეთი ფაქტების და ინფორმაციის არსებობას, რომელიც დაარწმუნებს ობიექტურ დამკვირვებელს, რომ პიროვნებამ ჩაიდინა დანაშაული.
ბრალდების მხარის პოზიციით, გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, თუმცა კ------- ტ-------ისთვის დანიშნული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა არის მსუბუქი, ვინაიდან კ------- ტ-------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე ჩანს, რომ იგი მიდრეკილია ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისკენ, არ ინანიებს დანაშაულის ჩადენას და არ არის მოწოდებული, დაზარალებულს აუნაზღაუროს ზიანი. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მისი პიროვნების რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის აღდგენისთვის და ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად საჭიროა შესაბამისი მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
3. მტკიცებულებების ერთობლიობა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სააპელაციო პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს როგორც მსჯავრდების, ასევე დანიშნული სასჯელის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის თაობაზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომაც 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში, რომელშიც აღნიშნა: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ამასთან, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ უნდა იქნას დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 43.).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია, შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის გარკვეული წინააღმდეგობა, რომლის ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
ამდენად, სააპელაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს მტკიცებულებების შინაარსზე, იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, თუ რა ფაქტების ცალსახად დადგენის შესაძლებლობა მისცა სააპელაციო პალატას ამ მტკიცებულებმა ინდივიდულურად და ერთობლიობაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულის უფლებამონაცვლის დ-------------–--ის მიერ მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ ცხოვრობს ხ-–------------------------------–---------------- დასახლებაში. გარდაცვლილი მ---- ბ-----ე იყო მისი მეუღლე. 2017 წლის დეკემბერში მათ ბ----------ში შეიძინეს მიწის ნაკვეთი, სადაც აპირებდნენ სასტუმროს აშენებას. ამის გამო გარკვეული უთანხმოება ჰქონდათ მეზობლებთან და ს-------ს მოსახლეობის ნაწილთან, რომლებიც აპროტესტებდნენ სასტუმროს მშენებლობას. 2018 წლის 28 მაისს მისმა მეუღლემ დაიქირავა ტრაქტორი, რითიც უნდა გაწმენდილიყო მათ სახლამდე მისასვლელი გზა და სანიაღვრე არხი, რომელიც ყოველ გაზაფხულზე საჭიროებდა შეკეთებას. 2018 წლის 29 მაისს, დილის საათებში მისი მეუღლე მიდიოდა თბილისში და სახლის ჭიშკართან ელოდებოდა მიკროავტობუსს, რა დროსაც შემოემათ ტრაქტორის ხმა. მისი მეუღლე სწრაფად წავიდა იმ ადგილისაკენ, სადაც ტრაქტორი მუშაობდა. რამდენიმე წუთის შემდეგ მან გაიგონა გასროლის ხმა. მოგვიანებით შეიტყო, რომ მისი მეუღლე იყო დაჭრილი და იმყოფებოდა ხ-–-----ს საავადმყოფოში, სადაც იგი გარდაიცვალა.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა მ---- ბ-----ის ოჯახის წევრებმა - გ--- ბ-----ემ, მ---- ბ-----ემ და ჯ---–--------–-------მ, რომლებმაც სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია მ---- ბ-----ესა და კ------- ტ-------ეს შორის კონფლიქტისა და გარკვეულ საკითხებზე უთანხმოების არსებობის შესახებ.
კ------- ტ-------ესა და მ---- ბ-----ეს შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობის მიზეზების შესახებ, რაც უკავშირდება მოუწესრიგებელ სანიაღვრე არხებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდეს მოწმეებმა ბ--------------–--ემ, დ----------–----ემ, ხ-------------------ემ, მ--------------მ, ლ--–-------–----–--ემ, მ------------–-–---–მა და ი-----------–---მ.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე დ---------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ გარდაცვლილი მ---- ბ-----ე იყო მისი მეგობარი, ხოლო კ------- ტ-------ე - მისი თანასოფლელი, რომელსაც კარგად იცნობს. მ---- ბ-----ესა და კ------- ტ-------ეს შორის არსებობდა უთანხმოება, რაც უკავშირდებოდა მათ უბანში მისასვლელ გზას. 2018 წლის 29 მაისს, დაახლოებით დილის 07:00 საათზე იგი მ---- ბ-----ესთან ერთად იყო ს------ში, საუბნო გზაზე, რა დროსაც შემოესმათ ტრაქტორის ხმა იმ ადგილიდან, სადაც წესით ტრაქტორი არ უნდა ყოფილიყო. ვითარების გასარკვევად ის და მ---- ბ-----ე მისი კუთვნილი ავტომანქანით მივიდნენ ადგილზე, სადაც ტრაქტორი მუშაობდა. მ---- ბ-----ესა და კ------- ტ-------ეს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. იგი ჩაერია და გააშველა მხარეები. კ------- ტ-------ე სირბილით მივიდა თავის ავტომანქანასთან, საიდანაც აიღო სანადირო თოფი და დაახლოებით 20-25 მეტრის მანძილიდან დამიზნებით ესროლა მ---- ბ-----ეს გულმკერდის არეში, რის შემდეგაც თავისი ავტომანქანით მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. მან დაჭრილი მ---- ბ-----ე წაიყვანა საავადმყოფოში, სადაც რამდენიმე ხნის შემდეგ იგი გარდაიცვალა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე დ---------------–ის მიერ მიცემული ჩვენების თანახმად იგი მუშაობს შპს “ი----–--–ი“ ტრაქტორის (გრეიდერის) მძღოლად. 2018 წლის 28 მაისს მ---- ბ-----ის თხოვნით ტრაქტორით შეასრულა გარკვეული სამუშაოები ბ----------ის დასახლებასთან არსებული გზის შესაკეთებლად. საღამოს საათებში კვლავ დაუკავშირდა მ---- ბ-----ე და სთხოვა ტეროტორიაზე დარჩენილი გარკვეული უსწორობების გასწორება. 2018 წლის 29 მაისს, დილის საათებში ტრაქტორით წავიდა სამუშაოს შესასრულებლად. გზაში შეხვდა კ------- ტ-------ე, რომელსაც იმ დროს არ იცნობდა. კ------- ტ-------ემ მოსთხოვა, რომ ამოევსო წინა დღეს გაკეთებული სანიაღვრე არხები. კ------- ტ-------ე იყო გაბრაზებული, მისი შეეშინდა და ამიტომ დათანხმდა. ტეროტორიაზე კ------- ტ-------ე თავიდანვე იმყოფებოდა, მოგვიანებით კი მივიდნენ მ---- ბ-----ე და დ---------–-–---–ი. მ---- ბ-----ეს კ------- ტ-------ესთან მოუვიდა შელაპარაკება, რაც გადაიზარდა ჩხუბში. დ---------–-–---–ი ცდილობდა მათ გაშველაებას. ჩხუბის მომენტში კ------- ტ-------ე გაეცალა მ---- ბ-----ეს და მივიდა თავის ავტომანქანასთან, საიდანაც აიღო სანადირო თოფი და გაისროლა მ---- ბ-----ის მიმართულებით. გასროლის მომენტში კ------- ტ-------ე მარტო იყო და მას ხელს არავინ უშლიდა, რადგან დ---------–-–---–ი იმყოფებოდა მისგან მოშორებით, ტრაქტორის მახლობლად. გასროლის შემდეგ მან დაინახა, როგორ დაეყრდნო მ---- ბ-----ე იქვე მდგარ ნაგვის ურნას. მას შეეშინდა და დატოვა შემთხვევის ადგილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე დ------------–-–---–მა აჩვენა, რომ ცხოვრობს ხ-–-----ს რაიონის დაბა ს------ში, გარდაცვლილი მ---- ბ-----ის ოჯახის მეზობლად. 2018 წლის 29 მაისს, დაახლოებით 07:00 საათზე იმყოფებოდა თავისი სახლის წინ, როდესაც დაინახა, როგორ გაიარა კ------- ტ-------ემ კუთვნილი ავტომანქანით, რომელსაც უკან მიჰყვებოდა გრეიდერი, რომელმაც მისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო გზის გასუფთავება. რამდენიმე ხანში იმავე ადგილას მივიდნენ მ---- ბ-----ე და დ---------–-–---–ი. იგი ხედავდა, როგორ დაიწყეს მ---- ბ-----ემ და კ------- ტ-------ემ ერთმანეთში ჩხუბი, დ---------–-–---–ი კი ცდილობდა მათ გაშველებას. ჩხუბის დროს კ------- ტ-------ე დაუსხლტა მ---- ბ-----ეს, მივიდა თავის ავტომობილთან, და აიღო შალითაში გახვეული საგანი, რამდენიმე წამში კი შემოესმა იარაღიდან გასროლის ხმა. გასროლის მომენტში იგი ხედავდა მხოლოდ კ------- ტ-------ეს, რომელიც მარტო იდგა თავის ავტომანქანასთან, მ---- ბ-----ეს და დ---------–-–---–ს კი ვერ ხედავდა, ვინაიდან ისინი იმ მომენტში არ იმყოფებოდნენ კ------- ტ-------ის მახლობლად. რამდენიმე ხანში მან ისევ დაინახა კ------- ტ-------ის ავტომანქანა, რომელიც სწრაფად ტოვებდა შემთხვევის ადგილს. მას უკან მიჰყვებოდა ვერცხლისფერი ,,ჯიპის“ ტიპის ავტომობილი, რომელსაც მართავდა დ---------–-–---–ი. გვერდით ეჯდა მ---- ბ-----ე, რომელსაც მარჯვენა მხარე სისხლით ჰქონდა მოსვრილი. მოგვიანებით შეიტყო, რომ მ---- ბ-----ე გარდაიცვალა.
მოწმემ ასევე დაადასტურა კ------- ტ-------ესა და მ---- ბ-----ეს შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობა, რაც უკავშირდებოდა მ---- ბ-----ის მიერ გაკეთებულ გზაზე არსებულ სანიაღვრე არხს, რომლის მიზეზით წვიმის დროს იტბორებოდა კ------- ტ-------ისა და მისი მეზობლების საცხოვრებელი სახლები.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე თ-----------–---–მა აჩვენა შემდეგი: ცხოვრობს ხ-–-----ს რაიონის დაბა ს------ში კ------- ტ-------ის მეზობლად. მასთან აქვს მეგობრული ურთიერთობა. ასევე იცნობდა გარდაცვლილ მ---- ბ-----ეს. მოწმის განმარტებით, კ------- ტ-------ესა და მ---- ბ-----ეს შორის კონფლიქტი გამოწვეული იყო სანიაღვრე არხის არსებობით, რომელსაც მ---- ბ-----ის დავალებით თვითნებურად შეუცვალეს მიმართულება და ამ მიზეზით მის უბანში იტბორებოდა სახლები და ეზოები. გარდა ამისა, მ---- ბ-----ის მოქმედებით უკმაყოფილო იყო დაბა ს-------ს მოსახლეობის ნაწილი, რომელიც აპროტესტებდა მ---- ბ-----ის მიერ ტყის მასივის შეძენას და იქ სასტუმროს მშენებლობას. მ---- ბ-----ის მკვლელობის შესახებ შეიტყო შემთხვევის დღეს. დილით მასთან მივიდა კ------- ტ-------ე, რომელიც იყო გაფითრებული და აღენიშნებოდა დაზიანებები. კ------- ტ-------ემ უთხრა, რომ მ---- ბ-----ეს ესროლა “ნული ნომერი საფანტი“. თ-----------–---–მა კ------- ტ-------ე მისივე თხოვნით წაიყვანა ქალაქ ხ-–----ში, თუმცა მისთვის უცნობია, კონკრეტულად ვისთან აპირებდა მისვლას კ------- ტ-------ე. მან თან წაიღო ბუდეში მოთავსებული სანადირო თოფი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე შ------------–--ემ აჩვენა, რომ არის კ------- ტ-------ის მეუღლე. 2018 წლის 29 მაისს გაიღვიძა დაახლოებით დილის 07:30 საათზე, მეუღლე სახლში არ დახვედრია. იგი გავიდა სახლის ჭიშკართან და ქუჩაში გამვლელი უცნობი პირებისაგან შეიტყო, რომ კ------- ტ-------ემ თოფიდან გასროლით დაჭრა მ---- ბ-----ე. შეეცადა მეუღლესთან ტელეფონით დაკავშირებას, თუმცა ვერ მოახერხა. კ------- ტ-------ესა და მ---- ბ-----ეს შორის კონფლიქტი გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ მ---- ბ-----ემ თვითნებურად შეუცვალა მიმართულება სანიაღვრე არხს, რის გამოც, ძლიერი წვიმების დროს იტბორებოდა მათი სახლის პირველი სართული.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ტ------–--–-----მა აჩვენა, რომ არის კ------- ტ-------ის ახლო მეგობარი. 2018 წლის 4 ივნისს შვილმა ტელეფონით შეატყობინა, რომ მათთან სახლში ელოდებოდა კ------- ტ-------ე. დაახლოებით სამი საათის შემდეგ მივიდა სახლში, სადაც დახვდა კ------- ტ-------ე. იგი იყო ნაცემი. მისგან შეიტყო, რომ მ---- ბ-----ესთან მოუხდა შელაპარაკება და ჩხუბი, რა დროსაც იქ მყოფმა დ---------–-–---–მა სცადა სანადირო თოფის ხელიდან წართმევა, რის გამოც მოხდა შემთხვევითი გასროლა მ---- ბ-----ის მიმართულებით. კ------- ტ-------ე დააკავეს მის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მისივე მითითებით ამოიღეს ამ უკანასკნელის კუთვნილი სანადირო თოფი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ გ----------------–---–------------------–------------------------–---------------------------------–---–------------------–----------------------------------------------–---–--------------–----------–--------–----------------------------–-----------------------–--------------------------------------------------------------------------ი, რომლებმაც დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მათ ჩვენებები კ------- ტ-------ის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელევანტურია, სააპელაციო პალატა მათ სიღმისეულად არ მიმოიხილავს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ხ-–------------------------------–---------------- დასახლებაში, 26 მაისის ქუჩაზე, რომელსაც უკავშირდება დაბა ს-------დან ასასვლელი გრუნტიანი გზა. ამ გზიდან მარცხენა მხარეს მდებარეობს კერძო საცხოვრებელი სახლები, ხოლო მარჯვენა მხარეს არის ფერდობი, სადაც გაშენებულია ტყის მასივი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, სხვადასხვა საგნებთან და ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა სისხლის კვალი და სანადირო თოფიდან გასროლილი ვაზნის ე.წ. ’’პიჟი’’.
ბრალდებულის დაკავების ოქმით ირკვევა, რომ ბრალდებული კ------- ტ-------ე დაკავებულ იქნა 2018 წლის 4 ივნისს, 23 საათსა და 45 წუთზე ხ-–-----ს რაიონის დაბა ს------ში, გ-------– ს------ელის ქუჩა №73ა-ში მდებარე ტ------–--–-----ის საცხოვრებელ სახლში; დაკავებისას მას მარჯვენა იდაყვის არეში აღენიშნებოდა დაზიანება ჭრილობის სახით.
საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 4 ივნისს ტ------–--–-----ის საცხოვრებელი ბინაში გადაუდებლად ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა შესანახ ბუდეში მოთავსებული ერთლულიანი სანადირო თოფი სერიული ნომრით 9------ და მასში მოთავსებული ერთი ცალი ვაზნა.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 16 აგვისტოს №0-------- დასკვნის მიხედვით:
- მ---- ბ-----ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, გამოწვეული თავის, გულმკერდის, მუცლის მიდამოების ცეცხლნასროლი ჭრილობებით, შინაგანი ორგა-ნოების მრავლობითი დაზიანებებიდან განვითარებული სისხლდენის შედეგად;
- მ---- ბ-----ის სიკვდილი კონსტატირებულ იქნა 2018 წლის 29 მაისს, 08:33 საათზე; სიკვდილის დადგომის დრო ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ დროს;
- მ---- ბ-----ის გვამს აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი ცეცხლნასროლი - ნატ-ყვიარი (საფანტი) ჭრილობა მარცხენა ზედა ქუთუთოს, მარცხენა თვალბუდის ზედა კედლის, თავის ტვინის დაზიანების, თავის ტვინში სისხლჩაქცევის, კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების, ნეკნთაშუა კუნთების, გულის პერანგის, გულის კუნთის, ღვიძლის ქსოვილის ჭრილობების, შესაბამისად სისხლჩაქცევების, სხეულზე ნაჭდევების და სისხლჩაქცევების სახით;
- დაზიანებები გულმკერდის წინა ზედაპირზე სისხლჩაქცევის, ქვედა კიდურებზე ნაჭდევებისა და სისხლჩაქცევების სახით სიცოცხლისდროინდელია, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდგებიან საქმის გარემოებებით დადგენილ თარიღს, განვითარებული არიან რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გამოტყორცნილი ჭურვის (ჭურვების) ზემოქმედების შედეგად და ნაწილი მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარიხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო ნაწილი - სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს და ერთობლიობაში მიზეზობრივ კავშირში არიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან;
- სროლა ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან, საფანტის გაფანტული მოქმედების ზონაში.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 26 აგვისტოს №0-------- დასკვნის მისედვით 2018 წლის 5 ივნისს, 14:40 საათზე პირადი შემოწმების მომენტისათვის კ------- ტ-------ეს აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით, განვითარებული რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით, რომლებიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინაარმდეგებიან წინასწარ მონაცემებში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 29 მაისს.
კომპლექსური ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2018 წლის 16 აგვისტოს №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ კ------- ტ-------ე ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს კ------- ტ-------ეს რაიმე ფსიქიკური აშლილობა არ აღენიშნებოდა და მას შეეძლო, გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით კ------- ტ-------ეს შეუძლია, ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. კ------- ტ-------ეს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს შეუშლიდა სასჯელის მოხდას, კ------- ტ-------ე დაავადებული არ არის. კ------- ტ-------ის განვითარების დონე შეესაბამება მის ასაკს. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით კ------- ტ-------ე სტაციონარულ იძულებით და არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ მკურნალობას არ საჭიროებს.
ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის 2018 წლის 17 ოქტომბრის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ მაისურზე აღინიშნება ნიადაგის დანაშრევები სველ მდგომარეობაში. მაისურზე არსებული დანაშრევები და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნიადაგის ნიმუში ერთნაირია გვარობრივი და ჯგუფური ნიშნებით. მ---- ბ-----ის ჟაკეტის და შარვლის ზედაპირზე აღინიშნება ნიადაგის დანაშრევები სველ მდგომარეობაში. მაისურზე არსებული დანაშრევები და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნიადაგის ნიმუში ერთნაირია გვარობრივი და ჯგუფური ნიშნებით.
ბიოლოგიური (გენეტიკური, სერიოლოგიური) ექსპერტიზის 2018 წლის 20 დეკემბრის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ კ------- ტ-------ის თოფის შალითაზე, თოფსა და ვაზნაზე არსებული გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის კ------- ტ-------ეს, ხოლო მინორულ წილში დ---------–-–---–ის და მ---- ბ-----ის თანამონაწილეობა არ ვლინდება. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნიმუშებში და ავტომობილიდან აღებულ ანაწმენდებში არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ---- ბ-----ეს. მ---- ბ-----ის ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ---- ბ-----ეს. მ---- ბ-----ის ანაწმენდებსა და ფრჩხილების ფრაგმენტებში არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ---- ბ-----ეს.
ნივთიერებათა, მასალათა ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის 2018 წლის 17 სექტემბრის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ კ------- ტ-------ის შარვლის ზედაპირზე აღინიშნება ბოჭკოები, რომელთაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება მ---- ბ-----ის შარვლის ქსოვილის შემადგენელ ბოჭკოებთან. მ---- ბ-----ის შარვლის ზედაპირზე აღინიშნება ბოჭკოები, რომელთაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება კ------- ტ-------ის შარვლის ქსოვილის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ მაისურზე და მ---- ბ-----ის მაისურსა და შარვალზე აღინიშნება ურთიერთგარდამავალი ბოჭკოები, რომელთაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება მ---- ბ-----ის შარვლის ქსოვილის შემადგენელ ბოჭკოებთან.
ბალისტიკური ექსპერტიზის 2019 წლის 26 თებერვლის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ტ------–--–-----ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული N9------ იარაღი წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ, რუსეთის წარმოების, 12 კალიბრის, სანადირო დანიშნულების, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალ, თვითდამტენ, 1958 წლის ნიმუშის M------ მოდელის გლუვლულიან თოფს, რომელსაც არსებული, ფაქტიური მდგომარეობით გააჩნია ტექნიკური ხარვეზი, რაც გამოიხატება გადატენვის მექანიზმთა გაუმართაობაში, თუმცა მისგან შესაძლეელია გასროლის წარმოება ლულის სავაზნეში ვაზნის ხელით მოთავსების გზით; იარაღიდან მისი ბოლო გაწმენდის შემდეგ ნაწარმოებია გასროლა (გასროლები). შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი ცალი მასრა წარმოადგენს ქარხნული წარმოების, 12 კალიბრის სანადირო დანიშნულების (გლუვლულიანი) ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალისადმი კუთვნილ ვაზნის შემადგენელ კომპონენტს - მასრას, რომელიც ნასროლია გამოსაკვლევად წარმოდგენილ N9------ იარაღში; ტ------–--–-----ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი ვაზნა წარმოადგენს ქარხნული ტექნოლოგიით დამზადებულ 12 კალიბრის სანადირო დანიშნულების, ცეცხლსასროლი იარაღისათვის (გლუვლულიანი) განკუთვნილ საბრძოლო მასალას - ვაზნას, რომელიც ვარგისი აღმოჩნდა დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის (სროლისთვის); მ---- ბ-----ის გვამიდან ამოღებული, ქარხნული წარმოებისათვის დამახასიათებელი მეტალის ნაწილები წარმოადგენენ საფანტს, რომელიც თავისი ხასიათით და დანიშნულებით განკუთვნილია ნებისმიერი კალიბრის გლუვლულიანი, სანადირო დანიშნულების თოფის ვაზნისათვის და წარმოადგენს მის შემადგენელ ერთ-ერთ კომპონენტს. სხეულიდან ამოღებული საფანტის და წარმოდგენილი პიჟ-კონტეინერის ხასიათი, სპეციფიურობა და მათი სანადირო დანიშნულების კომპონენტთა კუთვნილება, ამასთანავე წარმოდგენილი მასრის გამოსაკვლევ იარაღთან გაიგივება და პიჟის კალიბრით ტექნიკური მასრასთან შესაბამისობა - არ გამორიცხავს გამოსაკვლევად წარმოდგენილი მასრების გასროლამდე, პიჟის და საფანტის წარმოდგენილი (გამოსაკვლევი) იარაღიდან გასროლის შესაძლებლობას; „M------“ მარკის ავტომანქანის წინა საქარე მინაზე, დაახლოებით შუა ნაწილში, გამოვლინდა ქაოტურად მდებარე მინის გარე ზედაპირის ოთხი (არა გამოჭოლი) ლოკა-ლური (წერტილოვანი) დაზიანება, რომლებიც განვითარებული უნდა იყოს შედარებით მცირე ზომის, მყარი, გარკვეული სიჩქარით მოძრავი საგნების წინიდან (ანუ გარედან) მოქმედებით, არა ახლო (შორი) მანძილიდან, თითქმის პირდაპირი მიმართულებით გასროლილი (გაშლილი) საფანტის ჭურვის ნაწილით, აღნიშნული კი თავის მხრივ არ გამორიცხავს მათი განვითარების შესაძლებლობას წარმოდგენილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღიდან გამოსაკვლევი საფანტის (გვამიდან ამოღებული) ზომის ფრაგმენტალურ (ქაოტური, წერტილოვანი) ზემოქმედებითაც.
პირველი ინსტანციის სასამართლოში კ------- ტ-------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 29 მაისს, დილის საათებში, იგი იმყოფებოდა სახლში და ემზადებოდა სოფელში წასასვლელად, რომელიც მდებარეობს ს----------------ის მთიან ზონაში. მას თან ჰქონდა სანადირო თოფი, რომელიც მოათავსა ავტომანქანაში, რადგან აპირებდა მის თან წაღებას. გამგზავრებამდე გამოელაპარაკა მეზობლად მცხოვრებ ბიძას - მ-----------–---ს. ამ დროს დაინახა, რომ მათ უბანში მივიდა ტრაქტორი. კ------- ტ-------ემ გააჩერა ტრაქტორი და გამოელაპარაკა მის მძღოლს, რომელმაც განუცხადა, რომ მ---- ბ-----ის დავალებით უნდა გაესწორებინა გზა ბ----------ის დასახლებაში. კ------- ტ-------ისათვის ცნობილი იყო, რომ რამდენიმე ხნით ადრე იმავე დასახლებაში ტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგად დაზიანდა სანიაღვრე არხები, რის გამოც წვიამიანი ამინდის დროს დატბორვის საფრთხე ექმნებოდა მისი და მის მეზობლად მცხოვრები მეზობლების საცხოვრებელ სახლებს. ამიტომ ტრაქტორის მძღოლს სთხოვა, რომ არხებისათვის სხვა მხარეს მიეცა მიმართულება, რაზეც იგი დათანხმდა და ერთად გაემართნენ იმ ადგილისკენ, სადაც ტრაქტორს უნდა ემუშავა. კ------- ტ-------ე ადგილზე მივიდა საკუთარი ავტომობილით. ტრაქტორის მუშაობის დაწყებისთანავე მასთან მივიდა მ---- ბ-----ე, რომელმაც დაუწყო გინება და დაარტყა ხელი, რასაც მისი მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა, დაიწყეს ჩხუბი. რამდენიმე წუთში ადგილზე საკუთარი ავტომანქანით მივიდა დ---------–-–---–ი, რომელმაც მას ასევე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მან მოახერხა მ---- ბ-----ისაგან თავის დაღწევა, რომელიც ჩხუბის შედეგად იყო დაღლილი, რა დროსაც გაიგონა, რომ მ---- ბ-----ე ვიღაცას უხმობდა დასახმარებლად. მიხვდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ ცემის შედეგად მიღებული დაზიანების გამო ამ ადგილის დაუყოვნებლივ დატოვებას ვერ შეძლებდა, რის გამოც თავისი ავტომანქანიდან თავდაცვის მიზნით ამოიღო სანადირო თოფი. მასთან მივიდა დ---------–-–---–ი, რომელმაც მოკიდა ხელი იარაღს და ცდილობდა მის წართმევას, რა დროსაც თოფიდან მოხდა შემთხვევითი გასროლა მ---- ბ-----ის მიმართულებით.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სასამართლო იმსჯელებს აპელანტების საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
სააპელაციო პალატა, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სააპელაციო პალატასაც ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ---- ბ-----ის გარდაცვალების მიზეზი გახდა კ------- ტ-------ის სანადირო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა.
მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენდა, თუ რა ვითარებაში მოხდა სასიკვდილო გასროლა, რადგან ბრალდების მტკიცებით კ------- ტ-------ემ სწორედ მოკვლის განზრახვით, დამიზნებით ესროლა მ---- ბ-----ეს, ხოლო დაცვა კი მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა უბედურ შემთხვევას - გასროლა მოხდა შემთხვევით კ------- ტ-------ისთვის სანადირო თოფის წართმევისას, რამაც იმსხვერპლა მ---- ბ-----ე.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას სანადირო თოფიდან შემთხვევითი გასროლის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
კ------- ტ-------ის ჩვენების საპირიდპიროდ სასამართლოში წარმოდგენილია სამი თვითმხილველი მოწმის - დ---------–-–---–ის, დ---------------–ის და დ------------–-–---–ის ჩვენებები, რომლებითაც ცალსახად დადასტურდა ის გარემოება, რომ გასროლის მომენტში კ------- ტ-------ე იყო მარტო, მისთვის თოფის წართმევას ან სხვაგვარად ხელის შეშლას არავინ ცდილობდა. დ---------–-–---–მა აღნიშნა, რომ იგი ჩაერია კ------- ტ-------ის და მ---- ბ-----ის ჩხუბში და გააშველა ისინი, რის შემდეგ კ------- ტ-------ე სირბილით მივიდა თავის ავტომანქანასთან, ამოიღო სანადირო თოფი და დაახლოებით 20-25 მეტრის მანძილიდან დამიზნებით ესროლა მ---- ბ-----ეს გულმკერდის არეში. მოწმე დ---------------–მა აღნიშნა, რომ იგი ხედავდა, როგორ ცდილობდა დ---------–-–---–ი მ---- ბ-----ისა და კ------- ტ-------ის გაშველაებას, რა დროსაც კ------- ტ-------ე გაეცალა მ---- ბ-----ეს და მივიდა თავის ავტომანქანასთან, საიდანაც აიღო სანადირო თოფი და გაისროლა მ---- ბ-----ის მიმართულებით. გასროლის მომენტში კ------- ტ-------ე მარტო იყო და მას ხელს არავინ უშლიდა, რადგან დ---------–-–---–ი იმყოფებოდა მისგან მოშორებით, ტრაქტორის მახლობლად. მოწმე დ------------–-–---–მა, რომლის ჩვენების სანდოობაში ეჭვი არ შეუტანია დაცვის მხარეს და სწორედ ამ მოწმის მონათხრობი მიიჩნია სიმართლედ, განმარტა, რომ ხედავდა, როგორ დაიწყეს მ---- ბ-----ემ და კ------- ტ-------ემ ჩხუბი, დ---------–-–---–ი კი ცდილობდა მათ გაშველებას. ჩხუბის დროს კ------- ტ-------ე დაუსხლტა მ---- ბ-----ეს და მივიდა თავის ავტომობილთან, საიდანაც აიღო შალითაში გახვეული საგანი. რამდენიმე წამში კი შემოესმა იარაღიდან გასროლის ხმა. გასროლის მომენტში იგი ხედავდა მხოლოდ კ------- ტ-------ეს, რომელიც მარტო იდგა თავის ავტომანქანასთან, ხოლო მ---- ბ-----ეს და დ---------–-–---–ს ვერ ხედავდა, ვინაიდან ისინი იმ დროს არ იმყოფებოდნენ კ------- ტ-------ის მახლობლად. თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებები ცალსახად არის დადასტურებული 2018 წლის 20 დეკემბრის №0-------- ბიოლოგიური (გენეტიკური, სერიოლოგიური) ექსპერტის დასკვნით, რომლის თანახმად კ------- ტ-------ის თოფის შალითაზე, თოფსა და ვაზნაზე არსებული გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის კ------- ტ-------ეს, ხოლო მინორულ წილში დ---------–-–---–ის და მ---- ბ-----ის თანამონაწილეობა არ ვლინდება. ამდენად, სააპელაციო პალატას ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ადგილი არ ჰქონია შემთხვევით გასროლას, ვინაიდან ამ დროს კ------- ტ-------ე იყო მარტო და მას თოფს არავინ ართმევდა.
დაცვის მხარის მიერ ეჭვქვეშ იქნა დაყენებული თვითმხილველი მოწმეების სანდოობა. აღნიშნულის დასაბუთებას კი შეეცადა შემდეგზე მითითებით: დ---------–-–---–მა აღნიშნა, რომ კ------- ტ-------ეს გასროლისას თოფი მხარზე არ ჰქონია მიბჯენილი, რაც გამორიცხავს ამ უკანასკნელის სურვილს, თუნდაც ჰაერში გაესროლა თოფი. დ---------–-–---–მა კი ტ-------ის ხელში თოფის ჭერა მხოლოდ იმიტომ შეაფასა დამიზნებად, რომ თოფის ლულა მ---- ბ-----ის მხარეს ჰქონდა მიმართული; მოწმე დ---------------–ი საერთოდ არ არის დანაშაულის თვითმხილველი, რადგანაც მ---- ბ-----ის მიერ კ------- ტ-------ის წაქცევის შემდეგ იგი წავიდა შემთხვევის ადგილიდან და თოფის გავარდნის მომენტში იქ აღარ ყოფილა. სწორედ ამით აიხსნება დ---------–-–---–ის, დ---------------–ის და დ------------–-–---–ის ჩვენებებს შორის არსებული მნიშვნელოვანი განსხვავებები. ერთადერთი სწორი ჩვენება სასამართლოს მისცა დ------------–-–---–მა, ხოლო დ---------–-–---–ი და დ---------------–ი ურცხვად ტყუიან.
სააპელაციო პალატამ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.) კვალდაკვალ გულდასმით შეისწავლა თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ დანაშაულის ჩადენის ფაქტს და ამხილეს კ------- ტ-------ე დანაშაულის ჩადენაში. დაცვის მხარის მითითებით ამ ჩვენებებში არის არსებითი წინააღმდეგობები. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს შემდეგს: მიუხედავად იმისა, რომ სამივე მოწმე სხვადასხვა რაკურსიდან ხედავდა შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს, მათ ჩვენებებს შორის რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რომლებიც ეჭქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას, არ არსებობს. სამივე მოწმე კ------- ტ-------ესა და გარდაცვლილს შორის ფიზიკურ დაპირისპირებასთან, გარდაცვლილის თანმხლები დ---------–-–---–ის როლთან ამ დაპირისპირებაში და უშუალოდ გასროლის დროს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით არიან თანმიმდევრულნი და არ იძლევიან ობიექტურ საფუძველს მათ სანდოობაში ეჭვის შესატანად. სამივე მათგანი ცალსახად მიუთითებს, რომ შემთხვევის ადგილზე ერთმანეთს ეჩხუბებოდა კ------- ტ-------ე და მ---- ბ-----ე, ხოლო დ---------–-–---–ი ცდილობდა მათ გაშველებას, სამივე მოწმე ადასტურებს, რომ კ------- ტ-------ე გაშორდა მ---- ბ-----ეს, მივიდა ავტომანქანასთან, რა დროსაც მის გვერდით არავინ იმყოფებოდა. დ---------–-–---–ი და დ---------------–ი ადასტურებენ, რომ საკუთარი ავტომანქანიდან კ------- ტ-------ემ ამოიღო სანადირო თოფი და ესროლა მ---- ბ-----ეს, ხოლო დ------------–-–---–ი ამბობს, რომ კ------- ტ-------ემ მანქანიდან ამოიღო შალითაში გახვეული რაღაც საგანი, რამდენიმე წამში კი გაიგონა თოფიდან გასროლის ხმა. მიუხედავად იმისა, რომ დ------------–-–---–ი გასროლის მომენტში მხოლოდ კ------- ტ-------ეს უყურებდა და მისი თვალთახედვის არეში არ მოქცეულან დ---------–-–---–ი და გარდაცვლილი მ---- ბ-----ე, სამივე მოწმე ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სასიკვდილო გასროლა სწორედ კ------- ტ-------ემ აწარმოა და გასროლის მომენტში იგი იყო მარტო. მოწმეებმა დ---------–-–---–მა და დ------------–-–---–მა დაინახეს, როგორ დატოვა საკუთარი ავტომანქანით კ------- ტ-------ემ შემთხვევის ადგილი. რაც შეეხება დ---------------–ს, მან აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც დაინახა, თუ როგორ დაჭრა კ------- ტ-------ემ მ---- ბ-----ე, მას შეეშინდა და გაეცალა იქაურობას. სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ შემთხვევიდან მოწმეების სასამართლოში დაკითხვამდე გასულია დროის ხანგრძლივი პერიოდი, რის გამოც შესაძლოა, მოწმეებს არ შეუძლიათ ზედმიწევნით ზუსტად აღწერონ შემთხვევის დროს მათ მიერ აღქმული ყველა უმნიშვნელო დეტალი, რაც ვერ გახდება იმის მტკიცების საფუძველი, რომ მოწმეები ცრუობენ. მოწმეთა გულწრფელობაზე მიუთითებს ისიც, რომ ისინი, საქმისთვის მნიშვნელოვან დეტალებთან დაკავშირებით იძლევიან თანმიმდევრულ და დეტალურ ჩვენებებს. პირიქით, მოწმეთა მიერ ყველა დეტალის ზედმიწევნით აღდგენა და გადმოცემა უფრო მეტად საეჭვოს გახდიდა მათ სანდოობას და წარმოშობდა ეჭვს, ხომ არ მოხდა მოწმეების ჩვენებების სპეციალურად თანხვედრა. რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ დ---------------–ი საერთოდ არ შესწრებია გასროლის ფაქტს, რადგან ჩხუბის დაწყებისთანავე იგი გაეცალა შემთხვევის ადგილს, არ გამომდინარეობს დ---------------–ის ჩვენებიდან, რომელშიც მიუთითა, რომ თვალყურს ადევნებდა როგორც კ------- ტ-------ისა და გარდაცვლილის ჩხუბს, ასევე დაინახა, როგორ ესროლა კ------- ტ-------ემ სანადირო თოფიდან მ---- ბ-----ეს, რომელიც დაეყრდნო ნაგვის ურნას. სწორედ ამის შემდეგ დატოვა მოწმემ შემთხვევის ადგილი. ამდენად, ყოველგვარ გონივრულ საფუძველს არის მოკლებული დაცვის მხარის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ დ---------------–ი არ არის დანაშაულის თვითმხილველი მოწმე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით, სააპელაციო პალატამ ასევე შეამოწმა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე თვითმხილველი მოწმეების შესაძლო მიკერძოების საკითხიც და აღნიშნავს, რომ მოწმე დ---------–-–---–ი მართალია, გარდაცვლილის მეგობარია და იგი სწორედ მ---- ბ-----ეს ახლდა შემთხვევის ადგილზე, თუმცა იმის გამო, რომ მოწმე გარდაცვლილის მეგობარია, არ შეიძლება წინსწრებით იმის მტკიცება, რომ მისი ჩვენება შესაძლოა იყოს მოკერძოებული. სააპელაციო პალატა მოწმე დ---------–-–---–ის სანდოობის შესფასებლად კვლავ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დ---------–-–---–ის ჩვენება არის თანმიმდევრული და თანხვედრაშია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, სხვა თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებთან. რაც შეეხება მოწმეებს დ---------------–ს და დ------------–-–---–ს, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ორივე ეს მოწმე სხვადასხვა გარემოების გამო აღმოჩნდა დანაშაულის თვითმხილველი, ერთი იყო ტრაქტორის მძღოლი და აწარმოებდა სამუშაოებს, ხოლო მეორე იდგა საკუთარ სახლთან, რომლის მიმდებარედ ხდებოდა გზის გასუფთავება. ამდენად, სასამართლომ შეაფასა თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები და მიაჩნია, რომ უმნიშვნელო განსხვავებები, რაც შესაძლოა, შეინიშნებოდეს მათ მონათხრობში, მთლიანობაში ვერ დაუკარგავს მათ ჩვენებებს სანდოობას. ამასთან, თავად კ------- ტ-------ის ჩვენება, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება სასამართლოს მიერ უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე არის ურთიერთგამომრიცხავი. მისი ჩვენების თანახმად მ---- ბ-----ე იყო სრული აღნაგობის, დ---------–-–---–ი კი გაშველების ნაცლად ეხმარებოდა გარდაცვლილს და ისინი როგორც ძალით, ასევე რაოდენობით ჯობნიდნენ მას. ამიტომ აუხსნელია, რა მიზნით უნდა მოეხმო მ---- ბ-----ეს კიდევ დასახმარებლად სხვა პირისთვის, როგორც ამას მსჯავრდებული ამტკიცებს? ამდენად, დაცვის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, თითქოს კ------- ტ-------ეს მ---- ბ-----ისაგან საფრთხე ემუქრებოდა, მას კი არ გააჩნდა შემთხვევის ადგილის დაუყოვნებლივ დატოვების შესაძლებლობა და ა/მანქანიდან სანადირო თოფი თავდაცვის მიზნით ამოიღო. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ როდესაც მსჯავრდებული გვთავაზობს მოვლენების განვითარების მისეულ ვერსიას, სასამართლოსათვის აღნიშნულის შეფასებისთვის საინტერესოა დაცვის მხარის მიერ ამ ვერსიის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებები და არგუმენტაცია და ეს არ იქნებოდა მტკიცების ტვირთის დაცვის მხარისათვის გადაკისრება. ასეთი მტკიცებულებები და სათანადო მოსაზრებები დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ სასამართლოში წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა, რომ კ------- ტ-------ემ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით სანადირო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მ---- ბ-----ეს მიაყენა ჭრილობები, რის შედეგადაც მ---- ბ-----ე გარდაიცვალა. ქმედების კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
სააპელაციო პალატა იმსჯელებს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განაჩენში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამ თვალსაზრისით განაჩენი დასაბუთებულია, როდესაც განაჩენში წარმოდგენილი დასკვნები, როგორც მტკიცების ცალკეულ საგანთან მიმართებით, ასევე მთლიანობაში პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თაობაზე გამომდინარეობს საქმის რეალური ფაქტობრივი გარემოებებიდან და შეესაბამება ამ გარემოებებთან დაკავშირებით საქმეში არსებულ სარწმუნო მტკიცებულებებს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად - ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული და არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სიცოცხლის უფლება არის კონვენციაში განსაზღვრულ უფლებათა და თავისუფლებათაგან ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური ღირებულება დემოკრატიულ საზოგადოებაში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1995 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე McCann and others v. the United Kingdom).
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განზრახი მკვლელობისათვის. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია, აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის, შელაპარაკების ნიადაგზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განმარტა, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება სისხლის სამართლის №142აპ-13 საქმეზე).
გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ კ------- ტ-------ემ კონფლიქტის დროს აღმოცენებული შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მისი კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა მ---- ბ-----ე. პალატა ითვალისწინებს, რომ კ------- ტ-------ესა და მ---- ბ-----ეს შორის ფიზიკური დაპირიპირების ფაქტობრივად დასრულების შემდეგ კ------- ტ-------ე მივიდა თავის ავტომანქანასთან, სადაც ეგულებოდა სანადირო თოფი, აიღო იგი და დამიზნებით ესროლა მ---- ბ-----ეს. ეს კი პირდაპირ მიუთითებს მის შურისძიების მოტივზე, რომლითაც მ---- ბ-----ის მოკვლის განზრახვა წარმოეშვა. სააპელაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ კ------- ტ-------ეს ავტომანქანისკენ წასვლისას უკვე განზრახული ჰქონდა მ---- ბ-----ის სიცოცხლის მოსპობა. ამასთან, უტყუარად არის დადგენილი მიზეზობრივი კავშირი კ------- ტ-------ის ქმედებას - სანადირო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას და დამდგარ შედეგს - მ---- ბ-----ის სიკვდილს შორის, ურომლისოდაც ეს უკანასკნელი არ განხორციელდებოდა. ამდენად, სახეზეა დანაშაულის - განზრახ მკვლელობის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზით კ------- ტ-------ის ქმედებაში მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სააპელაციო პალატას უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ კ------- ტ-------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც ცნობილია დამნაშავედ.
ამდენად, გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ კ------- ტ-------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, რაც კვალიფიკაციის ნაწილში მისი უცვლელად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განაჩენი ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია სწორედ სასჯელის დამძიმების ნაწილში.
სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი, რითიც მსჯავრი დაედო კ------- ტ-------ეს, უალტერნატივოდ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. ამდენად, სასამართლო კ------- ტ-------ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით იმსჯელებს და შეაფასებს, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეში - ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ აღნიშნავს, ,,როდესაც საკითხი ეხება ეროვნულ სასამართლოებში სამართალწარმოების განხორციელებას, მთლიანი სამართალწარმოება, მათ შორის სასამართლო განხილვა, უნდა აკმაყოფილებდეს პოზიტიური ვალდებულების მოთხოვნებს, კანონის ძალით იქნას დაცული ადამიანთა სიცოცხლე. მაშინ, როდესაც არ არსებობს აბსოლუტური ვალდებულება ყოველი ბრალდების საქმე დამთავრდეს პირის მსჯავრდებით ან კონკრეტული სასჯელის დანიშვნით, ეროვნული სასამართლოები არ უნდა იყვნენ განწყობილი იმისთვის, რომ დაუშვან, სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების დაუსჯელად დატოვება. სასამართლოს ამოცანა შესაბამისად შემოიფარგლება იმის განხილვით, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს, რომ სასამართლოებმა თავიანთი გადაწყვეტილებების მიღებისას, კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნების შესაბამისი სათანადო ყურადღება გამოიჩინეს და რომ სასამართლოს, როგორც შემაკავებლის როლი და ამ როლის ის მნიშვნელობა, რაც მას ეკისრება სიცოცხლის უფლების დარღვევების პრევენციაში, არ შერყეულა“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე VazagaSvili &Shanava v. Georgia, №50375/07; 19/07/2019; §84)
სააპელაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტებით კ------- ტ-------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის მოტივს (შურისძიება, რასაც წინ უძღოდა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტი), ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (დამნაშავის მყარ სურვილს, მოესპო სიცოცხლე დაზარალებულისთვის, რაც სანადირო თოფიდან დამიზნებით გასროლაში გამოიხატა), ჩადენილი ქმედების ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას (განზრახ მკვლელობა წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ძალადობრივი ხასიათის დანაშაულს), ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს (დანაშაული ჩადენილია სანადირო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, რასაც მოჰყვა კიდეც შეუქცევადი შედეგი - ადამიანის სიცოცხლის მოსპობა), ასევე მსჯავრდებულის პიროვნებას (ხასიათდება დადებითად), დაზარალებულის პოზიციას (არ შერიგებია მსჯავრდებულს).
განსაკუთრებით მძიმე ისეთი დანაშაულისთვის, როგორიც არის განზრახ მკვლელობა, სასჯელის დანიშვნისას სააპელაციო პალატა ხელმძღვენელობს სასჯელის როგორც კერძო, ასევე ზოგადი პრევენციის მიზნებით და მიიჩნევს, რომ ამ მიზნებისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ადეკვატური ჩადენილი დანაშაულისა და მსჯავრდებულის პიროვნებისა, ხოლო, მეორე მხრივ, არ უნდა იყოს წამახალისებელი როგორც დამნაშავისთვის, ასევე სხვა პირთათვის. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები ნათლად ადასტურებს კ------- ტ-------ის საზოგადოებისგან იზოლაციის აუცილებლობას, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივად შეფასების შედეგად სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ კ------- ტ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის სანქციით გათვალისწინებული ზომიერად მკაცრი სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას (დაზარალებულის სამართლიან დაკმაყოფილებას), ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას (ზოგადი და კერძო პრევენციული მიზანი) და ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას (იქნება დამაფიქრებელი მისი ქმედების მძიმე შედეგებზე, აღძრავს მასში სინანულს ჩადენილის გამო და ხელს შეუწყობს მის საზოგადოებაში ღირსეულად რეინტეგრაციას).
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ: შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მასრა, ე.წ. “პიჟი“, ნიადაგის ნიმუშები, კენჭები, სისხლის კვალი და ხის მონაჭერი, საექსპერტო კვლევისათვის აღებული ნიმუშები, მ---- ბ-----ის გვამიდან ამოღებული მეტალის საგნები, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მაისური, შპს “ხ-–-----ს ა---–----–---------“ ამოღებული ჟაკეტი, შავი ფერის მაისური, ერთი წყვილი ოთახის ფეხსაცმელი, მ---- ბ-----ის ტანსაცმელი და მისი კუთვნილი ფული, გ--------------–---ს სახლის ჩხრეკისას ამოღებული სანადირო თოფი და ვაზნები, კ------- ტ-------ის კუთვნილი ავტომანქანა “ტ----------------“, სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნომრით JC-------, დ---------–-–---–ის კუთვნილი ავტომანქანა “მ----------------“,სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნომრით D--------, კ------- ტ-------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორი ცალი სიმბარათი, კ------- ტ-------ისაგან ამოღებული ერთი წყვილი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს; CD დისკები, რომლებზეც ინახება შპს “მ--------------“ და შპს “ჯ------–-----“ გამოთხოვილი ინფორმაცა (ორი ერთეული დისკი) და საქმეში არსებული ფოტომასალა (ერთი დისკი), შენახული უნდა იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; კ------- ტ-------ის კუთვნილი М------ მოდელის გლუვლულიანი თოფი, თოფის კამუფლირებული ჩასადები და საწმენდი მოწყობილობა, როგორც დანაშაულის იარაღი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ კ------- ტ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
კ------- ტ-------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით;
ცნობად იქნას მიღებული, რომ კ------- ტ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
კ------- ტ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 4 ივნისიდან;
ნივთიერი მტკიცებულებები:
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მასრა, ე.წ. “პიჟი“, ნიადაგის ნიმუშები, კენჭები, სისხლის კვალი და ხის მონაჭერი, საექსპერტო კვლევისათვის აღებული ნიმუშები, მ---- ბ-----ის გვამიდან ამოღებული მეტალის საგნები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მაისური, შპს “ხ-–-----ს ა---–----–---------“ ამოღებული ჟაკეტი, შავი ფერის მაისური, ერთი წყვილი ოთახის ფეხსაცმელი, მ---- ბ-----ის ტანსაცმელი და მისი კუთვნილი ფული, გ--------------–---ს სახლის ჩხრეკისას ამოღებული სანადირო თოფი და ვაზნები, კ------- ტ-------ის კუთვნილი ავტომანქანა “ტ----------------“, სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნომრით JC-------, დ---------–-–---–ის კუთვნილი ავტომანქანა “მ----------------“, სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნომრით D--------, კ------- ტ-------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორი ცალი სიმბარათი, კ------- ტ-------ისაგან ამოღებული ერთი წყვილი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს;
CD დისკები, რომლებზეც ინახება შპს “მ--------------“ და შპს “ჯ------–-----“ გამოთხოვილი ინფორმაცა (ორი ერთეული დისკი) და საქმეში არსებული ფოტომასალა (ერთი დისკი) - შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
კ------- ტ-------ის კუთვნილი М------ მოდელის გლუვლულიანი თოფი, თოფის კამუფლირებული ჩასადები და საწმენდი მოწყობილობა, როგორც დანაშაულის იარაღი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვ. ლომიძე
მოსამართლეები: ნ.ბარბაქაძე
მ.თეთრაული