განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100118002781144
საქმე №1ბ/1269-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილმა
მსჯავრდებულ ბ------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--–-------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------), ბ------------–---–ის, დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №-----------), დაოჯახებულის, უმაღლესი განათლების მქონის, ქმედების ჩადენისას ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ-----------–-----–-------–---–----------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-----------–----------------------------------ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ------------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენით ბიძინა ქოქიაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ბ------------–---–ს დაეწყო განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2018 წლის 12 დეკემბრიდან.
2018 წლის 24 ოქტომბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ----------–--------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, არსებული კომპიუტერული მომსახურების ცენტრიდან, ბ-------------–---–ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ნ--------------–--ის კუთვნილ ,,სამსუნგის“ ფირმის ,,ჯ1 მინი“ მოდელის მობილურ ტელეფონს, იმეილ კოდებით 3-------------------------------, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა 100 ლარის ქონებრივი ზიანი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 ივლისის განაჩენით:
ბ------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა სრულად შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ბ------------–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
ბ------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ბოლო განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2019 წლის 3 ივლისიდან. მასვე, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საბოლოო სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა სასჯელი, რომელიც მოხდილი აქვს წინა განაჩენით - 2018 წლის 12 დეკემბრიდან 2019 წლის 3 ივლისამდე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ------------–---–ის ინტერესების დაცველმა ადვოკატმა, გ--–-------ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ბ------------–---–ის მიმართ გამამრთლებელი განაჩენის დადგენა. აპელანტის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულმა ბ------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ ეფუძვნება მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბ------------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა მსჯავრდებულ ბ------------–---–ის ინტერესების დაცველი ადვოკატის, გ--–-------ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ბ------------–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ბ------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულ ნ-------------–--ის განცხადების და გამოკითხვის ოქმის, მოწმეების მ---------------–---------------------------–-------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმების და მათგან მიღებული ინფორმაციის, ბრალდებულ ბ------------–---–ის მიერ დანაშაულის აღიარებს, ბ------------–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის და ფოტოსურათების, ლომბარდ შპს ,,ა-–------------იდან“ მობილური ტელეფონის და სალომბარდო ხელშეკრულების ამოღების ოქმის, ამოღებული მობილური ტელეფონის, ნ-------------–--ისგან მობილური ტელეფონის ყუთის ამოღების ოქმის, სასაქონლო ექსპერტიზის 2----- დასკვნის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გაანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბ------------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
შესაბამისად, სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოსაზრებას და უთითებს, რომ სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება წარდგენილ ბრალდებაში ბ------------–---–ის ბრალეულობა.
განაჩენის გამოტანისას სასამართლო ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, რომლებიც იცავენ პიროვნებას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების შემთხვევაში დამნაშავედ გამოცხადებისაგან. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მტკიცების სტანდარტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა იყოს მაღალი დამაჯერებლობის ხარისხის მქონე. ამასთან, აუცილებელია არა, სახეზე იყოს მტკიცებულებათა სიმრავლე და მათი „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ მნიშვნელოვანია, წარმოდგენილი მტკიცებულებები იყოს ისეთი კატეგორიული ხასიათისა და ძალის, რაც გადაწონის დაცვის მხარის ვერსიას პირის უდანაშაულობასთან დაკავშირებით და ობიექტური დამკვირვებლისთვის არ დატოვებს ეჭვს, რომ ბრალდებულმა ნამდვილად განახორციელა ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, საქმეზე შეკრებილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაასკვნას, რომ ბ------------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით განხაზღვრული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, დანაშაულის აღიარება და მონანიება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების არ არსებობა, დამნაშავის პიროვნება, სასჯელის კონკრეტული ზომის განსაზღვრის სამართლებრივი საფუძვლები და დანიშნა სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 ივლისის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ბ------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის, გ--–-------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 ივლისის განაჩენი;
ბ------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა სრულად შთანთქას ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ბ------------–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
ბ------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ბოლო განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2019 წლის 3 ივლისიდან. მასვე, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საბოლოო სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს სასჯელი, რომელიც მოხდილი აქვს წინა განაჩენით - 2018 წლის 12 დეკემბრიდან 2019 წლის 3 ივლისამდე.
საქართველოს სსსკ-ს 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, საქმეზე ამოღებული ტელეფონის ყუთი, შპს „ა-–------------ისაგან“ ამოღებული „სამსუნგ ჯ1 მინი“ მოდელის მობილური ტელეფონი, დაუბრუნდეს მის დაზარალებულს, ხოლო შპს „ა-–------------ისაგან“ ამოღებული სალომბარდე ხელშეკრულება N----- და სალაროს გასვლის ორდერი N-----, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით. (ნივთები ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოში).
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი