განაჩენი

სისხლის სამართლის 03.10.2019
საქმის ნომერი
330100119002987953
ინსტანცია
თარიღი
03.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100119002987953

საქმე № 1ბ/1354-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

03 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

ვახტანგ მრელაშვილი

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული: ფ-----–- ჯ----------, დაბადების თარიღი: 0--------- წელი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 1----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ს------–-----------–---------------------------

 

კვალიფიკაცია:

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, (ოთხი ეპიზოდი) საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, (ოთხი ეპიზოდი) საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტები.

 

სასჯელი:

დანაშაულთა ერთობლიობით, თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებული: ვ----- ჯ----------, დაბადების თარიღი: 2--------- წელი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: რუსეთის ფედერაცია, ქ---------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ს------–-----------–---------------------------.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, (ოთხი ეპიზოდი) საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, (ოთხი ეპიზოდი) საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტები.

 

სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით, თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ფ-----–- ჯ---------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ-------------ემ. აპელანტებმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება და იმ გარემოებათა გათვალისწინება, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, არ არის საზოგადეობრივად საშიში და შესაბამისად, არ საჭიროებს დიდი ხნით საზოგადოებისგან იზოლირებას. ამასთან, აპელანტები მიუთითებენ ფ-----–- ჯ----------ს ოჯახის მძიმე მატერიალურ მდგომარეობაზე, მისი ჯანმრთელობის პრობლემებზე და მათგან გამოწვეულ მუდმივი მედიკამენტური მკურნალობის საჭიროებაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაცვის მხარე ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის ნაწილში, კერძოდ, სასჯელის შემსუბუქებას და შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმის განსაზღვრას.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ----- ჯ----------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ-------- მ----–----–--ემ. აპელანტმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ვ----- ჯ----------სთვის დანიშნული სასჯელის შემცირება შემდეგ გარემოებათა გამო, კერძოდ, მსჯავრდებულმა სასამართლოს წინაშე საქმის არსებითად განხილვამდე უდავოდ გახადა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმდება. ამასთან, 2019 წლის იანვრიდან მარტის თვემდე ეს იყო მისი ამ დანაშაულში მონაწილეობის პირველი მცდელობა. გარდა ამისა, იგი მეზობლების მიერ ხასიათდება დადებითად, არ გააჩნია დამამძიმებელი გარემოება, ხოლო შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს იგი, რომ ჰყავს სამი შვილი და არის მძიმედ დაავადებული. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას და სასჯელის შემსუბუქებას.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრებზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სასამართლომ დაადგინა:

ფ-----–- ჯ---------მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (2019 წლის 21 თებერვლის ეპიზოდი); წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (2019 წლის 16 მარტის ეპიზოდი); წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (2019 წლის 19 მარტის ეპიზოდი); წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (2019 წლის 23 მარტის ეპიზოდი); წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (2019 წლის 24 მარტის ეპიზოდი); წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. მანვე, ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (2019 წლის 25 მარტის ეპიზოდი); წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა (2019 წლის 29 მარტის ეპიზოდი).

 

ვ----- ჯ---------მა ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (2019 წლის 16 მარტის ეპიზოდი); წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. მანვე, ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (2019 წლის 19 მარტის ეპიზოდი); წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (2019 წლის 23 მარტის ეპიზოდი); წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (2019 წლის 24 მარტის ეპიზოდი); წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. მანვე, ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (2019 წლის 25 მარტის ეპიზოდი); წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა (2019 წლის 29 მარტის ეპიზოდი).

 

ფ-----–- ჯ----------ს და ვ----- ჯ----------ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 21 თებერვალს, დღის საათებში, ქ. თბილისში, ს------– ფ-------–-ში, კ------------- გ------------------------ში, ფ-----–- ჯ---------მა ი-----–- ქ-------ზე 200 (ორასი) ლარად უკანონოდ გაასაღა, მის მიერვე გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში ასევე უკანონოდ შეძენილი, პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული 04 (ოთხი) ცალად დაფასოებული ნივთიერება, საერთო წონით 0,5005 გრამი, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველობით საერთო წონით 0,3128 გრამი.

 

ფ-----–- ჯ---------მა და ვ----- ჯ---------მა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად უკანონოდ შეიძინეს 02 (ორი) ცალად დაფასოებული ნივთიერება, წონებით 0,1758 გრამი და 0,2107 გრამი, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველობით საერთო წონით 0,2423 გრამი, რაც ფ-----–- ჯ---------მა ვ----- ჯ---------თან წინასწარი შეთანხმებით, 2019 წლის 16 მარტს, დაახლოებით 09:37 საათიდან 09:39 საათამდე პერიოდში, ქ. თბილისში, ს------– ფ-------–-ში, კ------------- გ------------------------ში, 140 (ასორმოცი) ლარად, უკანონოდ გაასაღეს ი-----–- ქ-------ზე.

 

ფ-----–- ჯ---------მა და ვ----- ჯ---------მა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად უკანონოდ შეიძინეს 02(ორი) ცალად დაფასოებული ნივთიერება, წონებით 0,1102 გრამი და 0,1565 გრამი, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველობით საერთო წონით 0,1355 გრამი, რაც ვ----- ჯ---------მა ფ-----–- ჯ---------თან წინასწარი შეთანხმებით, 2019 წლის 19 მარტს, დაახლოებით 09:30 საათიდან 10:30 საათამდე პერიოდში, ქ. თბილისში, ს------– ფ-------–-ში, კ------------- გ------------------------ში, 140 (ასორმოცი) ლარად, უკანონოდ გაასაღეს ი-----–- ქ-------ზე.

 

ფ-----–- ჯ---------მა და ვ----- ჯ---------მა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად უკანონოდ შეიძინეს 01(ერთი) ცალად დაფასოებული ნივთიერება, წონით 0,1005 გრამი, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველობით საერთო წონით 0,0642 გრამი, რაც ვ----- ჯ---------მა ფ-----–- ჯ---------თან წინასწარი შეთანხმებით, 2019 წლის 23 მარტს, დაახლოებით 11:51 საათიდან 11:52 საათამდე პერიოდში, ქ. თბილისში, ს------– ფ-------–-ში, კ------------- გ------------------------ში, 80 (ოთხმოცი) ლარად, უკანონოდ გაასაღეს ი-----–- ქ-------ზე.

 

ფ-----–- ჯ---------მა და ვ----- ჯ---------მა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად უკანონოდ შეიძინეს 01(ერთი) ცალად დაფასოებული ნივთიერება, წონით 0,0445 გრამი, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველობით საერთო წონით 0,0279 გრამი, რაც ვ----- ჯ---------მა ფ-----–- ჯ---------თან წინასწარი შეთანხმებით, 2019 წლის 24 მარტს, დაახლოებით 10:13 საათიდან 10:15 საათამდე პერიოდში, ქ. თბილისში, ს------– ფ-------–-ში, კ------------- გ----------------------------ში, 70 (სამოცდაათი) ლარად, უკანონოდ გაასაღეს ი-----–- ქ-------ზე.

 

ფ-----–- ჯ---------მა და ვ----- ჯ---------მა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად უკანონოდ შეიძინეს 01 (ერთი) ცალად დაფასოებული ნივთიერება, წონით 0,1215 გრამი, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველობით საერთო წონით 0,0779 გრამი, რაც ფ-----–- ჯ---------მა ვ----- ჯ---------თან წინასწარი შეთანხმებით, 2019 წლის 25 მარტს, დაახლოებით 16:14 საათიდან 16:15 საათამდე პერიოდში, ქ. თბილისში, ს------– ფ-------–-ში, კ------------- გ----------------------------ში, 70 (სამოცდაათი) ლარად, უკანონოდ გაასაღეს ი-----–- ქ-------ზე.

 

ფ-----–- ჯ---------მა და ვ----- ჯ---------მა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. 2019 წლის 29 მარტს, დაახლოებით 05:50 საათისათვის, ფ-----–- ჯ---------- და ვ----- ჯ----------, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ქ. თბილისში, ს------– ფ-------–-ში, კ------------- გამსახურდიას N5-ში, თავიანთი საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული სააბაზანოს შესასვლელში, უკანონოდ ინახავდნენ პლასტმასის (პოლიმერულ) კოლოფში მოთავსებულ 30 (ოცდაათი) ცალად დაფასოებულ, ერთნაირი ფიზიკური მახასიათებლების მქონე ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას, გამომშრალ მდგომარეობაში, საერთო წონით - 6,35 გრამი, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო რაოდენობით 4,095 გრამი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ფ-----–- ჯ----------ს და ვ----- ჯ----------ს ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულების ფ-----–- ჯ----------ს და ვ----- ჯ----------ს ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების: უ–----------–---–ის, ი-----–- ქ-------ის, გ----------------ის, ი-----–- ი---–---–ის, ს---------------ის, ზ---------–----–---–ის, ნ-------------ას და დ-------------–-ას გამოკითხვის ოქმებით, 2019 წლის 29 მარტის ფ-----–- ჯ----------ს საცხოვრებელი სახლის და ეზოს სათავსოების ჩხრეკის ოქმით, 2019 წლის 16 მარტის, 2019 წლის 19 მარტის, 2019 წლის 23 მარტის, 2019 წლის 24 მარტის, 2019 წლის 25 მარტის ამოღების ოქმებით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 22 თებერვლის №--------------, 2019 წლის 17 მარტის №----------------, 2019 წლის 26 მარტის №----------------, 2019 წლის 26 მარტის №----------------, 2019 წლის 26 მარტის №----------------, 2019 წლის 26 მარტის №---------------- და 29 მარტის №---------------- ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალებით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულების ფ-----–- ჯ----------ს და ვ----- ჯ----------ს მიერ მათზე ინკრიმინირებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულების ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ფ-----–- ჯ----------ს და ვ----- ჯ----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ისინი აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, ხელი შეუწყეს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას - კერძოდ, მტკიცებულებები გახადეს უდავოდ.

 

ფ-----–- ჯ---------ს და ვ----- ჯ---------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულების მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მათი ასაკი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულებს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული ადეკვატური სასჯელი. მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის ხასიათი, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვას და გასაღებას წარმოადგენს საფრთხეს ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ნარკოტიკული საშუალებების სახეობა, ოდენობა გასაღების ინტენსივობა არ იძლევა სასჯელის შემცირების საფუძველს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა აღნიშნავს, რომ ფ-----–- ჯ----------სა და ვ----- ჯ----------სთვის საბოლოო სასჯელის სახით 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა არის მათი რესოციალიზაციის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების წინაპირობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ ფ-----–- ჯ---------ს და ვ----- ჯ---------ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ფ-----–- ჯ----------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-------------ის და ასევე, ვ----- ჯ----------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის დ-------- მ----–----–--ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 ივლისის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში ასევე სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ამასთან, მსჯავრდებულებს ფ-----–- ჯ---------ს და ვ----- ჯ---------ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, უნდა ჩამოერთვათ ხსენებული კანონით გათვალისწინებული უფლებები.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ფ-----–- ჯ----------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-------------ის, ასევე, ვ----- ჯ----------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის დ-------- მ----–----–--ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ფ-----–- ჯ---------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260- ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 21 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 21 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 16 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 16 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 19 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 19 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 23 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 23 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 24 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 24 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 25 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 25 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 11(თერთმეტი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ფ-----–- ჯ---------ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ფ-----–- ჯ---------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირს, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

ფ-----–- ჯ---------ს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.

 

ფ-----–- ჯ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 29 მარტიდან.

 

ვ----- ჯ---------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 16 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 16 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 19 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 19 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 23 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 23 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 24 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 24 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 25 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 25 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 11(თერთმეტი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ----- ჯ---------ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ვ----- ჯ---------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირს, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

ვ----- ჯ---------ს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.

 

ვ----- ჯ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 29 მარტიდან.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

01 ცალი დისკი, სადაც ასახულია საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას გადაღებული ფოტოსურათები, 04 ცალი დისკი, სადაც ასახულია ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეო მასალა - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა 4000 ლარის ოდენობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

 

ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, გენეტიკური პროფილის ნიმუშები და შესაფუთი მასალა, ფ-----–- ჯ----------სგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ვ----- ჯ----------სგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ფ-----–- ჯ----------სგან აღებული ხმის ნიმუში და ვ----- ჯ----------სგან აღებული ხმის ნიმუში - განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის დამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

 

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

 

ვახტანგ მრელაშვილი