განაჩენი

სისხლის სამართლის 07.10.2019
საქმის ნომერი
120100118002753433
ინსტანცია
თარიღი
07.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002753433

№1ბ/1397-19

07 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილმა

 

სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ თ---------------–---–ის, მსჯავრდებულ ზ---------–-–---–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის პ------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ----------–-–---–ის მიმართ - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1--------- წელს, პ--------------, მცხოვრების ქ----------------------–-------------, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 ივლისის განაჩენით:

ზ----------–-–---–ი (პ--------------) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 6 თვის ვადით;

 

ზ----------–-–---–ი (პ--------------) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ზ-----------–-–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი სასჯელი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოო სასჯელად ზ----------–-–---–ს განაჩენთა ერთობლიობით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

ზ----------–-–---–ს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 04 ივლისიდან.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ----------–-–---–მა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ზ-----------–-–---–მა, 2018 წლის ივნისში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მზეთამზის მიმდებარედ არსებულ წაღვერის სატყეოს მე-12 კვარტალში, მე-7 ლიტერში უკანონოდ გაჩეხა 8.84 კუბური მეტრი 7 ძირის ნაძვის ჯიშის ხე, იმავე სატყეოს მე-11 კვარტალში, 34-ე ლიტერში უკანონოდ გაჩეხა 15,49 კუბური მეტრი 5 ძირი სოჭის ჯიშის ხე და იმავე სატყეოს მე-9 კვარტალში, 46-ე ლიტერში უკანონოდ გაჩეხა 2,61 კუბური მეტრი 3 ძირი ფიჭვის ჯიშის ხე, რითაც გარემოს მიაყენა 3556,08 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

მანვე ჩაიდინა, სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევა, რაც გამოიხატა შემდეგში:

ზ----------–-–---–მა თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებულ სათავსო ნაგებობაში, სათანადო რეგისტრაციის გარეშე 2017 წლის ზაფხულის პერიოდში მოაწყო სახერხი საამქრო, სადაც დაამონტაჟა მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი დანადგარი და მოწყობილობა. 2018 წლის ზაფხულში ზ----------–-–---–მა სათანადო რეგისტრაციის გარეშე მოწყობილ სახერხ საამქროში გადაამუშავა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ნაწილი.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა თ---------------–---–მა, მსჯავრდებულმა ზ---------–-–---–მა და მისმა ადვოკატმა პ------------–-–---–მა.

ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის შეცვლა მსჯავრდებულ ზ----------–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით, იმ საფუძვლებზე მითითებით, რომ დანიშნული სასჯელი არის მსჯავრდებულის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხასიათისა და სიმძიმისა შეუსაბამო, იგი ვერ იქნება შემაკავებელი ხასიათის და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

დაცვის მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, სასჯელის შემსუბუქების კუთხით, კერძოდ, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა, რომ დანიშნულ სასჯელზე არ გავრცელდეს საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლი, ხოლო მსჯავრდებულ ზ----------–-–---–ს სასჯელი ჩეთვალოს პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით ან ალტერნატივის სახით, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულ იქნას სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი და მას 9 თვე განესაზღვრის პენტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 9 თვე ჩაეთვალოს პირობით. დაცვის მხარის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პირადი და ეკონომიკური მდგომარეობა, კერძოდ იგი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, არის სოციალურად დაუცველი და ნაწილობრივ აანაზრაურა ზიანი.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ თ---------------–---–ის, მსჯავრდებულ ზ---------–-–---–ისა და მისი ადვოკატის პ------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ზ----------–-–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულ ზ---------–-–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის პატაკს, მოწმეების: პ--------------–---–---------------–-–---–ის, ზ----------–-–---–ის, ლ-–---------–---–---------------------------------------–-–---–------------------------–----------------------------------------–-–---–ის საცხოვრებელი სახლის, სახლის სათავსოების და მისი მიმდებარე ტერიტორიის ჩხრეკის ოქმს, თანდართული ფოტოსურათებითა და დოკუმენტაციით, ზ----------–-–---–ის საცხოვრებელი სახლის, ეზოს, სათავსოებისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ჩხრეკის ოქმს თანდართული ფოტოსურათებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ზ----------–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ზ---------–-–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მიერ მითითებულ არგუმენტებს, ასევე დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ზ---------–-–---–ის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის აღიარება და მონანიება, ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურების ფაქტი, ჩადენილი ქმედების ხასიათი, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, კერძოდ, ზ----------–-–---–მა დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის მოქმედებისას, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, ადგილი აქვს დანაშაულის რეციდივის შემთხვევას, მსჯავრდებულის პირადი და ეკონომიკური პირობები, დანაშაულის ჩადენის მოტივი, მიზანი და ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე ზ----------–-–---–ს განუსაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატა ეთნხმება და მიიჩნევს, რომ მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს. ასევე, არ არსებობს მსჯავრდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენების (დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლის) საფუძველი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულია ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ამდენად, პალატა თვლის, რომ სააპელაცო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ თ---------------–---–ის, მსჯავრდებულ ზ---------–-–---–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის პ------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი ;

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

ზ----------–-–---–ი (პ--------------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 6 თვის ვადით;

 

ზ----------–-–---–ი (პ--------------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ზ-----------–-–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი სასჯელი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოო სასჯელად ზ----------–-–---–ს განაჩენთა ერთობლიობით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ზ----------–-–---–ის (პ--------------) მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას 5 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ ზ-------------–--ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ 31500.00 ლარის ღირებულების მისი კუთვნილი წილ უძრავ ქონებას, მდებარე: ბ--------------------------------------------------------- (2018 წლის 13 ნოემბრის განჩინება).

 

ზ----------–-–---–ს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 04 ივლისიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

მერქნული რესურსის დანადგარები მუშა მდგომარეობაში, ხის გადასამუშავებელი დაზგა-დანადგარები, ორი ცალი ე.წ. „ცირკული“ სახეობის მუშა მდგომარეობაში, მრგვალი ხის გადასამუშავებელი დაზგა-დანადგარი ე.წ. „ლენტური ხერხის“ ძრავი, ორი ცალი 5.20 სმ სიგრძის ლენტური ხერხის ლიანდაგი და ერთი ცალი ლენტური ხერხის პირი; ხის გადასამუშავებელი დაზგა-დანადგარი ე.წ. „ლენტური ხერხი“ საბურავებისა და ძრავის გარეშე, ლენტური ხერხის ძრავი დაშლილ მდგომარეობაში და ლენტური ხერხის სამი ცალი პირი. ლენტური ხერხის ორი ცალი ლიანდაგი, მათ შორის ერთი ცალი სამი მეტრი სიგრძის, ხოლო მეორე 1,5 მეტრი სიგრძის, ერთი ცალი ლენტური ხერხის პირი, ლენტური ხერხის ერთი ცალი ბორბალი და ერთი ცალი ხერხის პირი, ერთი ცალი ლენტური ხერხის დაზგა-დანადგარის ბორბალი. ლენტური სახერხის დაზგა-დანადგარის ორი ცალი 6 მეტრი სიგრძის რელსი. იატაკში არსებული სამალავიდან ამოღებული ლენტური სახერხის ორი ცალი ბორბალი, ორი ცალი ღვედი და ერთი ძალი ძრავი, რომელიც ინახება სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კომფისკაციის მიზნით გადაეცეს სახელმწიფოს.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მზეთამზეში მცხოვრები ზ----------–-–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოდან და მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული : 47 ცალი 3 მეტრი სიგრძის დაუფირნიშებელი წიწოვანი კატეგორიის მრგვალი მორი საერთო მოცულობით 12 მ3, მათ შორის 18 ცალი ნაძვის ჯიშის შემდეგი დიამეტრებით: 23, 27, 21, 29, 34, 32, 31, 24, 23, 25, 27, 27, 29, 33, 30, 30, 29, 37, 32 სმ - საერთო მოცულობით 4, 123 მ3. 19 ცალი სოჭის ჯიშის შემდეგი დიამეტრებით: 28, 27, 20, 23, 31, 24, 35, 28, 21, 26, 38, 25, 30, 36, 33, 29, 33, 33, 32 სმ - საერთო მოცულობით 4, 551 მ3 . 10 ცალი ფიჭვის ჯიშის შემდეგი დიამეტრებით: 29, 34, 35, 27, 33, 35, 33, 24, 25, 26 სმ - საერთო მოცულობით 2, 551მ3. სამი მეტრი სიგრძის 3,7 კუბური მეტრი დახერხილი პირველადი გადამუშავების პროდუქტი, ფიცარი, სხვენიდან ამოღებული 2 კუბური მეტრი დახერხილი პირველადი გადამუშავების პროდუქტი, ფიცარი, მათ შორის 0,4 კუბური მეტრი ანარჩენი, რომელიც ინახება სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კომფისკაციის მიზნით გადაეცეს სახელმწიფოს.

 

მსჯავრდებულ ზ----------–-–---–ის ეტაპირება სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე- ჯავახეთის სამმართველოს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი