განაჩენი

სისხლის სამართლის 08.10.2019
საქმის ნომერი
330100119002969873
ინსტანცია
თარიღი
08.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002969873

№1ბ/1467-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

8 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული - ი----- ნ--------ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული: დ--------–--–-------------–----–----------------–--------------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------–--–-----------–----------------------------–-----------–-----------;

 

კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი - გამართლებული).

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. (2019 წლის 4 აპრილის 15:00 საათის ეპიზოდი - გამართლებული).

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. (2019 წლის 4 აპრილის 16:30 საათიდან 16:50 საათამდე პერიოდის ეპიზოდი).

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილი. მუქარა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასჯელი:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (სისტემატიური შეურაცხყოფის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ( 2019 წლის 4 აპრილის, 15:00 საათის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 4 აპრილის 16:30 საათიდან 16:50 საათამდე პერიოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახამად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ი----- ნ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის, ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ იაკობიძემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა, ი----- ნ--------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 აპრილის 15:00 საათის ეპიზოდი), ხოლო სხვა ნაწილში განაჩენის უცვლელად დატოვება. შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები საკმარისი იყო სასამართლოს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 აპრილის 15:00 საათის ეპიზოდი) დაედგინა გამამტყუნებელი განაჩენი. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ი----- ნ--------ე სისტემატიურად ამცირებდა და ლანძღავდა მას. 2019 წლის 4 აპრილის 15:00 საათზე განხორციელებული ძალადობის ეპიზოდთან მიმართებაშიც დაადასტურა გამოძიების პროცესში მიცემული ინფორმაცია, მართალია ი----- ნ--------ის შეკითხვაზე უარყო ძალადობის ფაქტი 2019 წლის 4 აპრილის 15:00 საათის ეპიზოდზე, თუმცა დამაზუსტებელ კითხვაზე კვლავ დაადასტურა ფიზიკური ძალადობის არსებობა. საქმეში არსებული მტკიცებულებები წარმოადგენს ეჭვის გამომრიცხავ, უტყუარ და საკმარის მტკიცებელებათა ერთობლობას, რომ ი----- ნ--------ის მიმართ აღნიშნულ ეპიზოდებშიც დამდგარიყო გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, რომ ი----- ნ--------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი).

 

2. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, რომ ი----- ნ--------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 აპრილის 15:00 საათის ეპიზოდი).

 

3. ი----- ნ--------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 აპრილის 16:30 საათიდან 16:50 საათამდე პერიოდის ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 16:30 საათიდან 16:50 საათამდე დროის პერიოდში, ქ------–----------------------------ში, ი----- ნ--------ემ მეუღლეს ლ--–- ღ-----–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ი----- ნ--------ემ შეიტყო, რომ მისმა მეუღლემ დახმარებისთვის მიმართა პოლიციას, რის გამოც მეუღლეს ლ--–- ღ-----–---–ს ეძახდა ჩამშვებს, მიუახლოვდა ლ--–- ღ-----–---–ს და გაშლილი ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა სახისა და თავის არეში, შემდეგ კი მარჯვენა მუშტი ჩაარტყა მუცლის არეში, რის შემდეგაც ი----- ნ--------ემ ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში, რა დროსაც ლ--–- ღ-----–---–ი დაეცა საწოლზე.

 

ი----- ნ--------ის ქმედებების შედეგად ლ--–- ღ-----–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

4. ი----- ნ--------ემ ჩაიდინა მუქარა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 16:50 საათისთვის ქ------–----------------------------ში, ი----- ნ--------ემ დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს ლ--–- ღ-----–---–ს, რა დროსაც ლ--–- ღ-----–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 აგვისტოს განაჩენით, ი----- ნ--------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (სისტემატიური შეურაცხყოფის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 4 აპრილის, 15:00 საათის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 4 აპრილის 16:30 საათიდან 16:50 საათამდე პერიოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახამად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ი----- ნ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ი----- ნ--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 4 აპრილიდან.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

დაზარალებულ ლ--–- ღ-----–---–ის ჩვენებით, ორი წელი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ი----- ნ--------ესთან, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა ქ------–----------------------------ში მდებარე ნაქირავებ სახლში. მათ ჰყავთ საერთო შვილი 3 თვის ლ--- ნ--------ე, რომელიც ოჯახის მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო აღსაზრდელად გადაეცა სხვა ოჯახს.

 

2019 წლის 8 მარტს ი----- ნ--------ემ შერიგება სთხოვა, მათ მანამდე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, რა დროსაც იგი მას სცემდა და ემუქრებოდა ხოლმე, ასევე ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. თანაცხოვრების პერიოდში ი----- ნ--------ე ყოველდღე სვამდა, რის შემდეგაც იგი მას ეჩხუბებოდა და ზოგჯერ სცემდა კიდეც. ცემასთან დაკავშირებით მას არაერთხელ მიუმართავს სამართალდამცავი ორგანოებისთვის.

 

2019 წლის 12 თებერვალს იგი იმყოფებოდა სამსახურში, მ------------------ზე, რა დროსაც მიუხედავად იმისა, რომ შემაკავებელი ორდერით აკრძალული ჰქონდა, მასთან მივიდა მთვრალი ი----- ნ--------ე და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მან ამის გამო გამოიძახა საპატრულო პოლიცია.

 

2019 წლის 4 აპრილს იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში, გ----------ს ქუჩაზე, მას უნდა გაეკეთებინა საჭმელი, რა დროსაც ი----- ნ--------ემ იგი უმიზეზოდ სცემა და რკინის კარებზე მიაჯახა, რის გამოც შრამები და დალურჯებებიც ჰქონდა. ჩხუბის დროს მათთან შევიდა მეზობელი შ----ა, რომელმაც ი----- ნ--------ეს მიმართა, თუ რატომ აკეთებდა ამას. ასევე მათთან შევიდა შ----ას რძალი. მან ამის გამო გამოიძახა პატრული, რომელსაც უთხრა, რომ ი----- ნ--------ემ მას შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე ფული იყო დაკარგული, რის გამოც მოხდა კამათი. პატრულმა ი----- ნ--------ეს გაფრთხილება მისცა. იგი ამ დროს ნაცემი არ ყოფილა. მან პოლიცია ფულის დაკარგვის გამო გამოიძახა.

 

პოლიციის წასვლის შემდეგ ი----- ნ--------ემ კვლავ დაუწყო მას ცემა, უყვიროდა თუ რატომ გამოიძახა პოლიცია, ამის გამო ჩამშვებს ეძახდა და შეურაცხყოფას აყენებდა. იგი მიუახლოვდა მას და გაშლილი ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა სახისა და თავის არეში, შემდეგ კი მარჯვენა მუშტი ჩაარტყა მუცლის არეში, შემდეგ ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში, რა დროსაც იგი დაეცა საწოლზე.

 

შემდეგ ი----- ნ--------ემ აიღო პურის საჭრელი დანა და მოკვლით დაემუქრა. ი----- ნ--------ის ყვირილზე მას შიშისგან კანკალი დაეწყო, რადგან მოკვლის შიში გაუჩნდა. ი----- ნ--------ე მას ნამდვილად მოკლავდა, სახლის მეპატრონე რომ არ შესულიყო. ამის გამო მან მეორედ გამოიძახა პოლიცია, რომელსაც უთხრა მომხდარის შესახებ. იგი ი----- ნ--------ის დატყმების შედეგად განიცდიდა ტკივილს. მეორედ რომ მივიდა პოლიცია, იგი ნაცემი იყო. ამჟამად, როდესაც ი----- ნ--------ე დაკავებულია, იგი თავს კარგად გრძნობს.

 

მოწმე თ-- შ--------ს ჩვენებით, ი----- ნ--------ე და ლ--–- ღ-----–---–ი მათი მდგმურები იყვნენ ქ------–----------------------------ში მდებარე სახლში. 2019 წლის 4 აპრილს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც ი----- ნ--------ის ბინიდან გაიგონა ქალის განწირული ყვირილის ხმა, რომელიც დახმარებას ითხოვდა. იგი თავის დედამთილთან - ა-–---------- ფ-----სთან ერთად გავიდა მათ ოთახში, სადაც დახვდათ ლ--–- ღ-----–---–ი, რომელიც ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ეპილეფსიური შეტევა ეგონა. ლ--–- ღ-----–---–ი ტიროდა და იძახდა, რომ ი----- ნ--------ემ მას ხელი დაარტყა და დანის დარტყმასაც უპირებდა. პურის საჭრელი დანა იქვე იდო, ჭურჭელთან. იგი ლ--–-ს დამშვიდებას ცდილობდა. ადგილზე მივიდა პოლიციაც, რომელმაც შემდეგ დააკავა ი----- ნ--------ე. სხვა დროს მას ი----- ნ--------ის ოჯახიდან ჩხუბის ხმა არ გაუგია, ისინი ორივენი ზრდილობიანი ადამიანები არიან.

 

მოწმე ა-–---------- ფ-----ს ჩვენებით, ი----- ნ--------ე და ლ--–- ღ-----–---–ი მათი მდგმურები იყვნენ ქ------–----------------------------ში მდებარე სახლში. 2019 წლის 4 აპრილს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც ი----- ნ--------ის საცხოვრებელი ბინიდან შემოესმა ხმაური. ის თავის რძალთან - თ-- შ--------სთან ერთად გავიდა მათთან, სადაც დახვდა ლ--–- ღ-----–---–ი, რომელმაც მათ უთხრა, რომ ი----- ნ--------ემ დაარტყა.

 

მოწმე მ------ ა----–--ის ჩვენებით, იგი არის თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმი. 2019 წლის 4 აპრილს იყო მორიგე და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც პოლიციის განყოფილებიდან მიიღო გამოძახება. ადგილზე მისვლისას დახვდათ ქალბატონი ლ--–- ღ-----–---–ი, რომელიც უჩიოდა თავბრუსხვევას, ტკივილებს თავისა და ზედა კიდურების არეში და ჰქონდა გულის რევის შეგრძნება. მას ასევე თითზე ჰქონდა ჰემატომა. ლ--–- ღ-----–---–ის თქმით, მას აღნიშნული დაზიანებები მიაყენა მეუღლემ ცემის შედეგად, რომელიც მას დანითაც ემუქრებოდა.

 

გამომძიებელმა ხ------- კ-----–-–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ 2019 წლის 4 აპრილს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახში ძალადობის თაობაზე, რის შემდეგაც დაიწყო გამოძიება ლ--–- ღ-----–---–ის მიმართ მისი მეუღლის - ი----- ნ--------ის მიერ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე. ლ--–- ღ-----–---–ი გადაიყვანეს სამმართველოს შენობაში, რა დროსაც იგი ძალიან აღელვებული იყო. იგი უჩიოდა ტკივილებს თავის, მკლავისა და თითის არეში და აცხადებდა, რომ დაზიანებები მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად. ვინაიდან იყო საღამოს საათები, დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში ვერ გადაიყვანეს და ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. სასწრაფოს ექიმებმა ვიზუალურად დაათვალიერეს ლ--–- ღ-----–---–ი, რომელსაც მკლავის მარჯვენა არეში და მარჯვენა ხელის მეოთხე თითის არეში დაუფიქსირდა დაზიანებები. აღნიშნულის შესაბამისად, დაზარალებულის თანხმობით შეადგინეს ვიზუალური დათვალიერების ოქმი და მის დაზიანებებს გადაუღეს სურათები, რომლებიც ხსენებულ ოქმს დაერთო. მან დაადასტურა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონიერება და ავთენტიკურობა.

 

მოწმე მ-----– ძ---–--–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის შსს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილების უფროსი დეტექტივი. 2019 წლის 4 აპრილს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობს, რა დროსაც 112-დან მიიღო შეტყობინება ოჯახში ძალადობისა და დაჭრის თაობაზე. იგი მაშინვე გავიდა შემთხვევის ადგილზე მეწყვილესთან ერთად, სადაც დახვდათ აღელვებული ლ--–- ღ-----–---–ი, რომელმაც მათ განუცხადა, რომ მისმა მეუღლემ ი----- ნ--------ემ იგი სცემა. იმ მომენტში ი----- ნ--------ე ადგილზე არ ყოფილა და ლ--–- ღ-----–---–ი მარტო იმყოფებოდა ბინაში. შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს დანა, რომელიც იატაკზე ეგდო. ლ--–- ღ-----–---–მა მათ განუცხადა, რომ ი----- ნ--------ე მას დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ი----- ნ--------ე იქვე თავის სამსახურთან ნახეს, სადაც დააკავეს.

 

გამომძიებელმა გ------- ი-----–---მა სასამართლოს ჩვენება მისცა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტიკურობის თაობაზე.

 

2019 წლის 19 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის N004232219 დასკვნის მიხედვით, ,,როგორც ირკვევა სსიპ ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის" პაციენტის სამედიცინო ბარათი N1----იდან, ლ--–- ღ-----–---–ს სამედიცინო დახმარება გაეწია 2019 წლის 4 აპრილს 21:26 საათზე. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩანაწერში აღწერილია მარჯვენა ზემო კიდურზე ჰემატომა.

 

2019 წლის 19 აპრილს ლ--–- ღ-----–---–ის პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა წვივის შუა მესამედში წინა ზედაპირზე და მარჯვენა წინამხრის ქვემო მესამედში უკანა ზედაპირზე სისხლნაჟღენთის სახით.

 

დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

მარჯვენა წვივის მიდამოში არსებული სისხლნაჟღენთი ხანდაზმულობით დაახლოებით 2-3 დღისაა.

 

მარჯვენა წინამხრის ქვემო მესამედში უკანა ზედაპირზე არსებული სისხლნაჟღენთის განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი გ---–----- ტ------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

 

ბრალდებულმა ი----- ნ--------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ ლ--–- ღ-----–---–თან ერთად ცხოვრობდა წელიწადი და სამი თვის განმავლობაში. 2019 წლის 4 აპრილს, იგი ლ--–- ღ-----–---–თან დაბრუნდა ნაქირავებ ბინაში, მდებარე - ქ------–----------------------------ში. სახლში დაბრუნებისას, დაახლოებით 16:30 საათზე, ლ--–- ღ-----–---–მა მას შენიშვნა მისცა დალევასთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვა ურთიერთშელაპარაკება. მან უთხრა ლ--–- ღ-----–---–ს, რომ თუ არ მოსწონდა მასთან ერთად ყოფნა, მაშინ წავიდოდა მისგან, რაზეც ლ--–- ღ-----–---–ი დათანხმდა და უთხრა, სანამ წავიდოდა ფული და საბუთები დაეტოვებინა, რაც აღებული ჰქონდა. მან ლ--–- ღ-----–---–ს უთხრა, რომ წასვლამდე ჯერ შეჭამდა და მერე წავიდოდა, რაზეც დაზარალებულმა უარი უთხრა, რადგან საჭმელი მისი ფულით იყო ნაყიდი. ამასთან დაკავშირებით მათ შორის წარმოიშვა სიტყვიერი კონფლიქტი. მან ტაფაზე დადებული ხორცი ფანჯრიდან გადააგდო და ლ--–- ღ-----–---–მა პოლიციაში დარეკა. ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია, რომელსაც ლ--–- ღ-----–---–მა განუცხადა, რომ ფული დაკარგა. ამის შემდეგ იგი გავიდა სამუშაოდ, სადაც გაახსენდა, რომ ლ--–- ღ-----–---–თან დარჩა ვერცხლის ძეწკვი და შარვალი, რომელიც გასაშრობად იყო ჩამოკიდებული. შარვალი ჩამოხსნა თოკიდან და შევიდა ლ--–- ღ-----–---–თან, რომელმაც კვლავ დაუწყო ჩხუბი. მან უსაყვედურა ლ--–- ღ-----–---–ს პოლიციაში ჩივილის გამო და უთხრა, ვინც პოლიციაში ჩიოდა, ისინი პოლიციის ბოზები იყვნენ. ლ--–- ღ-----–---–ი მისკენ დანით გაიწია, რა დროსაც ხელი დაუჭირა და გააგდებინა დანა. დანა ძირს დავარდა, შემდეგ მკლავებში მოკიდა ხელი და ლოგინზე დასვა. ლ--–- ღ-----–---–მა სახლის მეპატრონეს დაუწყო ძახილი - ,,თ----- მიშველე!“ დაძახებულზე შემოვიდნენ სახლის მეპატრონეები თ----- და შ----ა, რომლებსაც ლ--–- ღ-----–---–მა უთხრა, რომ მან ტელეფონი წაართვა. შ----ამ მას უთხრა, დაებრუნებინა ტელეფონი, რაზეც უპასუხა, რომ მისი ტელეფონი არ სჭირდებოდა და წავიდა ისევ სამუშაოდ. ცოტა ხანში მასთან სამუშაო ადგილზე მივიდნენ პოლიციელები, რომლებმაც პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. ლ--–- ღ-----–---–მა თითზე დაზიანება მიიღო დანის წართმევის დროს, ხოლო მკლავზე დაზიანება, საწოლზე დასმის დროს.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ი----- ნ--------ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლ--- მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).

 

საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამასთან, სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Others v. Azerbaijan, №35485/05 , 45553/05 , 35680/05 , 36085/05 , 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (შეტონ ვ. თჰე Uნიტედ Kინგდომ, №55287/10, 31/).

 

სააპელაციო პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ დაზარალებულის ჩვენების გარდა, სახელმწიფო ბრალდებას არ წარმოუდგენია სხვა თუნდაც ერთი მტკიცებულება, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდებოდა, ი----- ნ--------ის მიერ ლ--–- ღ-----–---–ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის არსებობის ფაქტი, რამაც გამოიწვია ტანჯვა. 2019 წლის 12 თებერვლის შემაკავებელი ორდერი ადასტურებს ერთადერთ ფაქტს, როდესაც ლ--–- ღ-----–---–ის მიმართ ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დაზარალებულის ჩვენებას სისტემატიურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით საქმეში არ მოიპოვება, პირიქით ბრალდების მხარის მოწმის თ-- შ--------ს ჩვენებით, ჩხუბის ხმა ი----- ნ--------ის ოჯახიდან, გარდა 2019 წლის 4 აპრილისა, არასდროდ გაუგია.

 

პალატა განმარტავს, რომ სისტემატურობა უკავშირდება ძალადობის განხორციელებას გარკვეული სისტემატურობით, ანუ ქმედება მეორდება გამუდმებით, განუწყვეტლივ, რაც ქმნის გარკვეულ სისტემას. ამ თვალსაზრისით, გამეორება, ე.ი. მომდევნო ქმედებები, მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა მოხდეს, რათა გამოიკვეთოს სისტემატურობის ელემენტი და ცხადი გახდეს, რომ ძალადობას გააჩნია არაერთგზისი ხასიათი, ანუ მისი გამეორების ალბათობა გარკვეულ „სისტემას“ (განპირობებულია რაიმე ნიშნით, გარემოებით ან ზოგადად, უმიზეზოდ ხდება) უკავშირდება და მუდმივად მოსალოდნელია. შესაბამისად, სისტემატურობა სახეზეა მაშინ, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს შორის გასული დროის პერიოდი იმდენად მოკლეა, რომ პირველი ქმედებით მიყენებული ფიზიკური ტკივილი ანდა ფსიქიკური ტანჯვა ჯერაც არ გამქრალა და მას კვლავ განიცდის დაზარალებული, სწორედ ესაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ინდიკატორი სისტემატურობის შესაფასებლად, აღნიშნულ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს თავად დაზარალებულის ჩვენებაც, რომელიც ზოგადი ხასიათისა ინფორმაციას იძლევა შეურაცხყოფის სისტემატიურიობასთან მიმართებაში.

 

სააპელაციო პალატა ასევე სრულად ეთანხმება, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და გადაწყვეტილებას, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ ი----- ნ--------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, (2019 წლის 4 აპრილის 15:00 საათის ეპიზოდი). 2019 წლის 4 აპრილის 15:00 საათზე ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტზე არსებობს, მხოლოდ დაზარალებულ ლ--–- ღ-----–---–ის ჩვენება, ამ ნაწილში თავად დაზარალებული იძლევა ურთიერთგამომრიცხავ განმარტებებს, კერძოდ რომ 15:00 საათზე ცემა ი----- ნ--------ემ, რასაც შეესწრნენ მეზობლები და გამოიძახა პოლიცია. თუმცა, იქვე განმარტავს, რომ ამ დროს ფულის დაკარგვის გამო გამოიძახა პოლიცია და ნაცემი არ ყოფილა. 2019 წლის 4 აპრილის 15:00 საათზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს არ ადასტურებენ ასევე მოწმეები თ-- შ-------- და ა-–---------- ფ-----, ისინი 2019 წლის 4 აპრილის მხოლოდ ერთხელ შეესწრნენ ძალადობის ფაქტს, რასაც მოჰყვა პოლიციის გამოძახება და მალევე ი----- ნ--------ის დაკავებაც, ანუ 2019 წლის 4 აპრილის 16:30 საათიდან 16:50 საათამდე პერიოდის ეპიზოდს. შესაბამისად, არათუ უტყუარ მტკიცებულაბათა ერთობლიობა, არამედ ერთი უტყუარი მტკიცებულებაც კი არ არსებობს აღნიშნულ ეპიზოდთან მიმართებაში.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მხოლოდ ერთი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას (საქმე №291აპ-17, 9 ნოემბერი, 2017 წელი).

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლო განხილვისას არ ყოფილა წარდგენილი და გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ი----- ნ--------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ლ--–- ღ-----–---–ის სისტემატიურ შეურაცყოფას და მის მიმართ 2019 წლის 4 აპრილის 15:00 საათზე ფიზიკურ ძალადობას. ბრალდება ამ ეპიზოდში ეფუძნებოდა მხოლოდ ერთ მტკიცებულებას - დაზარალებულ ლ--–- ღ-----–---–ის ჩვენებას და არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული - მოწმეების: თ-- შ--------ს, ა-–---------- ფ-----ს, მ------ ა----–--ის, ხ------- კ-----–-–---–ის, მ-----– ძ---–--–---–ის ჩვენებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა მტკიცებულებებით.

 

შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ერთადერთ მტკიცებულებაზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი ბრალდების ამ ეპიზოდებში სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ი----- ნ--------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა.

 

რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 აპრილის 16:30 საათიდან 16:50 საათამდე პერიოდის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს, აღნიშნულ ნაწილში დაზარალებულ ლ--–- ღ-----–---–ის და მოწმეების თ-- შ--------ს, ა-–---------- ფ-----ს, მ------ ა----–--ის, ხ------- კ-----–-–---–ის, მ-----– ძ---–--–---–ის ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ წარმოშობს კითხვებს მათი ჩვენებების სანდოობასთან დაკავშირებით. მათ მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.

 

3.17. დაზარალებულმა ლ--–- ღ-----–---–მა დეტალურად აღწერა მის მიმართ 2019 წლის 4 აპრილის 16:30 საათიდან 16:50 საათამდე პერიოდში განხორციელებული ძალადობისა და მუქარის შემთხვევა, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო მუქარის შედეგად გაუჩნდა, მისი განხორციელების რეალური შიში. კონფლიქტის ფაქტი ასევე დაადასტურეს მოწმეებმა თ-- შ--------მ და ა-–---------- ფ-----მ, (რომლებმაც აღნიშნეს, რომ გაიგეს დაზარალებულის განწირული ყვირილის ხმა, ხოლო ადგილზე შესვლისას ლ--–- ღ-----–---–მა მათ განუცხადა, რომ ი----- ნ--------ემ იგი სცემა და დაემუქრა მოკვლით), სასწრაფო დახმარების ექიმმა მ------ ა----–--ემ (რომელმაც აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას ლ--–- ღ-----–---–ი უჩიოდა თავბრუსხვევას, ტკივილებს თავისა და ზედა კიდურების არეში და ჰქონდა გულის რევის შეგრძნება. მას ასევე თითზე ჰქონდა ჰემატომა. ლ--–- ღ-----–---–ის თქმით, მას აღნიშნული დაზიანებები მიაყენა მეუღლემ ცემის შედეგად, რომელიც მას დანითაც ემუქრებოდა), გამომძიებელმა ხ------- კ-----–-–---–მა (რომელმაც აღნიშნა, რომ ლ--–- ღ-----–---–ი ძალიან აღელვებული იყო; იგი უჩიოდა ტკივილებს თავის, მკლავისა და თითის არეში და აცხადებდა, რომ დაზიანებები მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად. ლ--–- ღ-----–---–ს, მკლავის მარჯვენა არეში და მარჯვენა ხელის მეოთხე თითის არეში დაუფიქსირდა დაზიანებები. უფროსმა დეტექტივმა მ-----– ძ---–--–---–მა (რომელმაც აღნიშნა, რომ მას შემთხვევის ადგილას დახვდა აღელვებული ლ--–- ღ-----–---–ი, რომელმაც მას განუცხადა, რომ მისმა მეუღლემ ი----- ნ--------ემ იგი სცემა. შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს დანა, რომელიც იატაკზე ეგდო. ლ--–- ღ-----–---–მა მათ განუცხადა, რომ ი----- ნ--------ე მას დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით).

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. მარჯვენა წინამხრის ქვემო მესამედში უკანა ზედაპირზე არსებული სისხლნაჟღენთის განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ი----- ნ--------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. (2019 წლის 4 აპრილის 16:30 საათიდან 16:50 საათამდე პერიოდის ეპიზოდი), მანვე ჩაიდინა მუქარა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2019 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 16:30 საათიდან 16:50 საათამდე დროის პერიოდში, ქ. თბილისში, გ----------ს ქუჩა №18-ში ი----- ნ--------ემ მეუღლეს ლ--–- ღ-----–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ი----- ნ--------ემ შეიტყო, რომ მისმა მეუღლემ დახმარებისთვის მიმართა პოლიციას, რის გამოც მეუღლეს ლ--–- ღ-----–---–ს ეძახდა ჩამშვებს, მიუახლოვდა ლ--–- ღ-----–---–ს და გაშლილი ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა სახისა და თავის არეში, ასევე მარჯვენა მუშტი ჩაარტყა მუცლის არეში, შემდეგ კი ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში, რა დროსაც ლ--–- ღ-----–---–ი დაეცა საწოლზე. ი----- ნ--------ის ქმედებების შედეგად ლ--–- ღ-----–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 16:50 საათისთვის ქ. თბილისში, გ----------ს ქუჩა №18-ში ი----- ნ--------ემ დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს ლ--–- ღ-----–---–ს, რა დროსაც ლ--–- ღ-----–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ი----- ნ--------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ მან დანაშაულებრივი ქმედება - მუქარა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ი----- ნ--------ეს დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ი----- ნ--------ეს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილი - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, 531-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, თავისუფლების აღკვეთის სახით დასანიშნი სასჯელის მინიმალური ვადაა ექვსი თვე. შესაბამისად, ი----- ნ--------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით მინიმალური სასჯელის ზომაა 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ი----- ნ--------ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ასევე გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 აგვისტოს განაჩენი ი----- ნ--------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი, არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ი----- ნ--------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

საქმეზე დართული ნივთები და საგნები:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი შავ ტარიანი სამზარეულოს დანა (რომელიც გადაგზავნილია შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად გადაღებული ფოტოსურათები გადატანილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე (რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

ლ--–- ღ-----–---–ის ვიზუალური დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები გადატანილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე (რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

სსიპ ,,112“-დან გამოთხოვილი აუდიოჩანაწერი გადატანილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე (რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის, ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ იაკობიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 აგვისტოს განაჩენი ი----- ნ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ი----- ნ--------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (სისტემატიური შეურაცხყოფის ეპიზოდი).

 

ი----- ნ--------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ( 2019 წლის 4 აპრილის, 15:00 საათის ეპიზოდი).

 

ი----- ნ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 4 აპრილის 16:30 საათიდან 16:50 საათამდე პერიოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ი----- ნ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახამად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ი----- ნ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ი----- ნ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულ ი----- ნ--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 4 აპრილიდან.

 

საქმეზე დართული ნივთები და საგნები:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი შავ ტარიანი სამზარეულოს დანა (რომელიც გადაგზავნილია შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად გადაღებული ფოტოსურათები გადატანილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე (რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

ლ--–- ღ-----–---–ის ვიზუალური დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები გადატანილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე (რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

სსიპ ,,112“-დან გამოთხოვილი აუდიოჩანაწერი გადატანილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე (რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ჯორბენაძე