განაჩენი

სისხლის სამართლის 08.10.2019
საქმის ნომერი
120100119003076316
ინსტანცია
თარიღი
08.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100119003076316

№1ბ/1442-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული - ა--------- მ----------, დაბადების თარიღი: 1----–-–----------------–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 4----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----––------------------------–-.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ); ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში); ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).

 

სასჯელი:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის იანვრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის სექტემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ ა--------- მ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი და 06 (ექვსი) თვე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კახაბერ ლეკიშვილმა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ აღნიშნული განაჩენის სასჯელის ნაწილში არის უკანონო დაუსაბუთებელი და ვერ იქნება შემაკავებელი, ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სასჯელის მიზნებს. ბრალდების აზრით, თუ განაჩენით ა--------- მ---------ს დაენიშნებოდა თავისუფლების აღკვეთა, რაც არ ჩაეთვლებოდა პირობითად, აღნიშნული გახდებოდა საფუძველი ბრალდებულის მომავალში საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნებოდა დამაფიქრებელი მის მიერ ჩადენილი ქმედების უკეთ გაცნობიერების, რაც შეამცირებდა ა--------- მ----------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, რითაც თავისთავად ხელი შეეწყობოდა სამართლიანობის აღდგენას. განაჩენის დადგენისას სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები სწორად შეაფასა, მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე ჩათვალა უდავო მტკიცებულებებად, მაგრამ განაჩენის დადგენისას საერთოდ არ გაითვალისწინა დაზარალებულის მდგომარეობა მეუღლის მხრიდან მისთვის გენდერული მოტივით მიყენებული დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე. აპელანტი განმარტავს, რომ აღნიშნული განაჩენი იმდენად ლმობიერია, რომ მსჯავრდებულს უქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რაც მისთვის სტიმულის მიმცემი და წამახალისებელიცაა, რაც ასევე ერთგვარად მიანიშნებს სასჯელის უკანონობაზე, დაუსაბუთებლობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს მსჯავრდებულ ა--------- მ----------ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სასამართლომ დაადგინა:

ა--------- მ---------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ,მანვე, ჩაიდინა მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში);

 

მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (დანაშაულის ორი ეპიზოდი).

 

მსჯავრდებულ ა--------- მ----------ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

ქალაქ ა---––---–----------------------ში მცხოვრები ა--------- მ----------, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ნ----- ა-------–ს. 2019 წლის 22 აპრილს ღამის საათებში, არასრულწლოვანი შვილის ნ---- ა-------–ის თანდასწრებით, ურთიერთშელაპარაკებისას ნ----- ა-------–ს ჰკრა ხელი, მიაჯახა ტუმბოს, რის შედეგადაც ნ----- ა-------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 22 აპრილს, ღამის საათებში, ქალაქ ა---––---–----------------------ში მცხოვრები ა--------- მ---------- ურთიერთშელაპარაკებისას, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ----- ა-------–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, უთხრა, რომ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის გამო არ აცოცხლებდა და მოუსპობდა სიცოცხლეს, რის შედეგადაც ნ----- ა-------–ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.

 

ქალაქ ა---––---–----------------------ში მცხოვრები ა--------- მ----------, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ნ----- ა-------–ს. 2019 წლის იანვრის თვის დასაწყისში, ა--------- მ---------მა ურთიერთშელაპარაკებისას არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ნ----- ა-------–ს, ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა სახისა და ტანის არეში, რის შედეგადაც ნ----- ა-------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

ქალაქ ა---––---–----------------------ში მცხოვრები ა--------- მ---------- ბოლო ერთი წლის განმავლობაში სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მიყოფ მეუღლეს, ნ----- ა-------–ს. 2018 წლის სექტემბრის თვეში ა--------- მ---------მა ურთიერთშელაპარაკებისას არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ნ----- ა-------–ს ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა სახისა და ტანის არეში, რის შედეგადაც ნ----- ა-------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 აგვისტოს განაჩენით, ა--------- მ---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მიესაჯა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის იანვრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის სექტემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ა--------- მ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი და 06 (ექვსი) თვე.

 

მსჯავრდებულ ა--------- მ---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 23 აპრილიდან - 2019 წლის 01 აგვისტოს ჩათვლით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ა--------- მ----------ს ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ა--------- მ----------ს ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ნ----- ა-------–ის და არასრულწლოვან ნ---- ა-------–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მოწმეების: ნ----------–---–ის, ა----- პ--–------ის, თ-------- კ----–---–ის, ლ------------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და თავად ა--------- მ----------ს აღიარებითი ინფორმაციით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ა--------- მ----------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

პალატა განმარტავს, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 აგვისტოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ა--------- მ----------ს მიმართ დაშვებულია ტაქნიკური ხასიათის უზუსტობა. კერძოდ, ნაცვლად ა--------- მ---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მითითებულია ა--------- მ---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ის გარემოება რომ 126-ე მუხლზე პრიმის აღმნიშვნელი რიცხვი არის ტექნიკურად გამორჩენილი, დასტურდება ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 აგვისტოს განაჩენის შესავალი და აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილებით, მათ შორის სასამართლოს დასკვნით დანაშაულის ჩადენაზე, წარდგენილი ბრალდების აღწერით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით და თავად იმ გარემოებით რომ აღნიშნულს სადაოდ არ ხდიან მხარეები. შესაბამისად, სააპელაციო პალატის განაჩენით აღნიშნული ტექნიკური უზუსტობა უნდა გასწორდეს.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა--------- მ---------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მავე ჩაიდინა მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ორი ეპიზოდი).

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ა--------- მ----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, კმაყოფაზე ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ მან დანაშაულებრივი ქმედება - მუქარა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ა--------- მ---------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; ასევე საქართველოს სსკ–ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან არ ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; ასევე საქართველოს სსკ–ის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილი სანქციის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან არ ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, 531-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, თავისუფლების აღკვეთის სახით დასანიშნი სასჯელის მინიმალური ვადაა ექვსი თვე. შესაბამისად, ა--------- მ----------ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით მინიმალური სასჯელის ზომაა 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობითად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა ან თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი და ამავე კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, ამავდროულად საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა--------- მ---------- სრულად აცნობიერებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, კმაყოფაზე ჰყავს მცირეწლოვანი შვილი. შესაბამისად პალატა თვლის, რომ არსებობს ა--------- მ----------ს მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ა--------- მ----------ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას დაცულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე და 531-ე მუხლის მოთხოვნები, გათვალისწინებულია დამნაშავის ქმედების შემდგომი ქცევა და დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კახაბერ ლეკიშვილის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 აგვისტოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კახაბერ ლეკიშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 აგვისტოს განაჩენი ა--------- მ----------ს მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ა--------- მ---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;

 

საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;

 

საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის იანვრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;

 

საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის სექტემბრის) – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, მსჯავრდებულ ა--------- მ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვვეთა 02 (ორი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი და 06 (ექვსი) თვე.

 

მსჯავრდებულ ა--------- მ----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

ა--------- მ---------ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს 2019 წლის 23 აპრილიდან 2019 წლის 01 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი.

 

საქართველოს სსკ–ის 66-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ა--------- მ----------ს მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

 

საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: ერთი ცალი დანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ – განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ჯორბენაძე