განაჩენი

სისხლის სამართლის 07.10.2019
საქმის ნომერი
330100115001118799
ინსტანცია
თარიღი
07.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100115001118799

საქმე №1ბ/911-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

4 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის და ოთარ ჯუგაშვილის მდივნობით,პროკურორების - ბ---------–---–ის, ა-–----------------ის,ადვოკატების - ნ-----–-----------ას, დ---------------ის,მსჯავრდებულების - ი-------–--–--ას და მ--------------–--ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ი-------–--–--ას ადვოკატ ნ-----–-----------ას და მსჯავრდებულ მ--------------–--ის ადვოკატ ი-----–---------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ი-------–--–--ას მიმართ - დაბადებული 1----–-–--------------რს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ-------------------–---–--------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

 

მ--------------–--ის მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--------------–----------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი);

 

აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01 მარტის განაჩენით:

 

ი-------–--–--ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა 1/3-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით.

 

ი-------–--–--ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა 1/3-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით.

 

ი-------–--–--ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა 1/3-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით ი-------–--–--ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 8 (რვა) თვის ვადით.

 

ი-------–--–--ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 01 მარტიდან.

 

მ--------------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა 1/3-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით.

 

მ--------------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა 1/3-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით დანაშაულთა ერთობლიობით მ--------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 8 (რვა) თვის ვადით.

 

მ--------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 01 მარტიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

ი-------–--–--ამ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით (2 ეპიზოდი) და თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით.

 

მ--------------–--ემ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით (2 ეპიზოდი).

 

მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

მ--------------–--ე იცნობდა რა ი-------------–---ს, განიზრახა მისი ფულადი თანხის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რის განსახორციებლად დანაშაულებრივად დაუკავშირდა თავის მეგობარს, ი-------–--–--ას. მ--------------–--ემ წინასწარ მიიღო რა ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან ი-------------–---ის კუთვნილი ბინების თაობაზე, დარწმუნდა, რომ ი-------------–---ის ბინები არ იყო იპოთეკით დატვირთული. მ--------------–--ემ და ი-------–--–--ამ მოიპოვეს ი-------------–---ის ნდობა და სხვადასხვა ყალბი დაპირებებით არწმუნებდნენ მას, რომ ი-------–--–--ას თითქოსდა ბანკში დამტკიცებული ჰქონდა დიდი ოდენობის თანხის კრედიტი, მ--------------–--ეს თითქოსდა ქ------–--–-----–-------------------- ჰქონდა საკუთრებაში ბინა N--- და უპრობლემოდ გაისტუმრებდნენ მის თანხას; პირდებოდნენ, რომ ი-------–--–--ა მას დანიშნავდა საბავშვო ბაღის გამგედ, შეიყვანეს შეცდომაში და მოტყუებით 2011 წლის 20 სექტემბერს და 2011 წლის 29 ნოემბერს დაადებინეს კერძო იპოთეკარებთან ი-------------–---ის ბინის უზრუნველყოფით, მდებარე ქ.თბილისი, ნ-–------------------------, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები, საერთო ჯამში თანხით 53 500 აშშ დოლარი იმ პირობით, რომ რამოდენიმე დღეში გამოუნთავისუფლებდნენ მის კუთვნილ ბინას, რაც მათი მხრიდან არ განხორციელებულა. ფაქტობრივად 53 500 აშშ დოლარიდან ხარჯების გამოკლებით ხელზე აიღეს და დანაშაულებრივად მიისაკუთრეს 48 584 აშშ დოლარი (80 649.44 ლარი). მთელი ამ წლების განმავლობაში დაზარალებულის ძალისხმევით, იძულებითი წესით შეძლო ი-------------–---მა დაებრუნებინა მხოლოდ 20 000 აშშ დოლარი (33 200 ლარი). ჩადენილი დანაშაულის შედეგად ი-------–--–--ა და მ--------------–--ე თაღლითურად დაეუფლნენ ი-------------–---ის ფულად თანხას 28 584 აშშ დოლარს (47 499.44 ლარი), ხოლო ი-------------–---ზე მიყენებულმა საერთო ზიანმა შეადგინა 115 472 აშშ დოლარი (191 683.52 ლარი).

 

2012 წლის თებერვლის თვეში მ---------–---–ს მისმა ნაცნობმა ი-------------------მ გააცნო მ---------–------, ამ უკანასკნელმა კი - ი-------–--–--ა. ი-------–--–--ამ გაიგო, რომ მ---------–---–ს გააჩნდა ფულადი თანხა და გადაწყვიტა თავის მეგობარ მ--------------–--ესთან ერთად თაღლითურად დაუფლებოდა მას. ამ მიზნით ი-------–--–--ამ მ---------–---–ს ვითომდა ერთი საათით გამოართვა 12 100 აშშ დოლარი. ერთი კვირის შემდეგ კი იმისათვის, რომ მ---------–---–ის მეტი ნდობა მოეპოვებინათ, მათ 2012 წლის 23 თებერვალს ამ უკანასკნელს დაუბრუნეს 4900 აშშ დოლარი, რის შემდეგაც ი-------–--–--ა და მ--------------–--ე სხვადასხვა ტყუილი შეპირებებით არწმუნებდნენ მ---------–---–ს, რომ თანხის კვლავ მიცემის შემთხვევაში ი-------–--–--ა მას დანიშნავდა სკოლის დირექტორად, ექნებოდა 15% წილი, რომ მათ დამტკიცებული ჰქონდათ ბანკში კრედიტი და მილიონის ღირებულების საკრედიტო ხაზი და მათი მხრიდან არ იქნებოდა თანხის დაბრუნების პრობლემა. ასეთი ყალბი დაპირებებით ისინი 2012 წლის თებერვლის თვეში სხვადასხვა დროს თაღლითურად დაეუფლნენ მ---------–---–ის კუთვნილ თანხას 23 200 აშშ დოლარს (38 200 ლარი).

 

2011 წლის მარტის თვეში ი-------–--–--ასთვის ცნობილი გახდა, რომ მის ნაცნობს რამ-----------------ეს და მის ოჯახს ქ--------–---–ი საკუთრებაში ჰქონდათ საცხოვრებელი სახლები 9 აპრილისა და აღმაშენებლის ქუჩებზე. ი-------–--–--ამ განიზრახა ფულადი თანხის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რის განსახორციელებლადაც მოიპოვა რ-----------------------------------ს ნდობა და სხვადასხვა ყალბი დაპირებებით არწმუნებდა მათ, რომ თითქოსდა იგი იყო წარმატებული საქმიანი ქალი, ჰქონდა ბიზნესი მინიმუმ 600 000 ლარიანი წლიური ბრუნვით, ფლობდა რამდენიმე კერძო სასწავლებელს, რომ მათ აღნიშნულ ქონებას დაატვირთვინებდა იპოთეკით, ხოლო აღებული თანხით შეუდგებოდა მათი სახლების სასტუმროებად გადაკეთებას, რ-----------------------------------ს ყველა ოჯახის წევრი იქნებოდა დასაქმებული აღნიშნულ სასტუმროებში და ეს შემოსავალი გააუმჯობესებდა მათ მატერიალურ მდგომარეობას. ი-------–--–--ამ შეიყვანა შეცდომაში და რ------------------------------------------------ს მოტყუებით თავიანთი ქონება 2011 წლის 19 მაისისა და 1 ივლისის ხელშეკრულებების საფუძველზე დაატვირთვინა იპოთეკით, საერთო ჯამში თანხით 50 000 ლარი და 29 500 აშშ დოლარი (48675 ლარი), სულ 98675 ლარი, იმ პირობით, რომ სამ წელიწადში თვითონ გამოანთავისუფლებდა მათ კუთვნილ ბინებს ბანკიდან, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. პირიქით, მისი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულების ბინები აუქციონის წესით გაიყიდა, ისინი დარჩნენ უსახლკაროდ, ხოლო ი-------–--–--ამ მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა 75725 ლარი. ჩადენილი დანაშაულის შედეგად ი-------–--–--ა თაღლითურად დაეუფლა დიდი ოდენობით ფულად თანხას 75725 ლარს, ხოლო დაზარალებულებზე მიყენებულმა საერთო ზიანმა შეადგინა 550 000 აშშ დოლარი (907 500 ლარი).

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ი-------–--–--ას ადვოკატმა ნ-----–-----------ამ და მსჯავრდებულ მ--------------–--ის ადვოკატმა ი-----–---------ემ. დაცვის მხარე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01 მარტის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და ი-------–--–--ას და მ--------------–---ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

 

მსჯავრდებულ ი-------–--–--ას ადვოკატის სააპელაციო საჩივრის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო. როგორც გამოძიებით, ასევე სასამართლო სხდომაზე დადასტურებული იქნა, რომ ი-------–--–--ას, ნამდვილად ჰქონდა აღებული მ---------–---–ისა და რ-----------------------------------საგან სარგებლიანი სესხი, თუმცა განაჩენით ვერ იქნა დადგენილი, სად და როდის დაიწყო ი-------–--–--ამ კრედიტორების მოტყუება და რა მტკიცებულებები ადასტურებენ მოტყუების ფაქტს. სასამართლოს მიერ მხოლოდ იმაზე მითითება, რომ ი-------–--–--ამ მოიპოვა გამსესხებლების ნდობა, ვერ ადასტურებს მის მიერ გამსესხებლების მოტყუების არსებობას, რამდენადაც, ყველა სასესხო ხელშეკრულება ნდობის მოპოვებაზეა აგებული. მოსამართლე ყველანაირად ცდილობს, თავი აარიდოს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებზე აგებული დავის არსებობას, მაშინ, როდესაც არსებობს სასესხო და იპოთეკის ხელშეკრულები, რაც ფაქტიურად კლასიკურ სამოქალაქო ურთიერთობებზე მიანიშნებს მსჯავრდებული ი-------–--–--ასა და დაზარალებეულებს მ---------–---–ს, რ------------------------------------------------ს შორის. რაც შეეხება ი----- გვირგვლიანის ეპიზოდს, სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მიიჩნია მსჯავრდებულ მ--------------–--ესთან ი-------–--–--ას დანაშაულებრივი კავშირის არსებობა. საქმეში არ მოიპოვრება არცერთი პირდაპირი და არც ირიბი ჩვენება იმისა, რომ ი-------–--–--ა დანაშულებრივად იყო დაკავშირებული მ--------------–--ესთან. ამდენად, დაცვის მხარე მიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს წინაშე ი-------–--–--ას მიმართ ვერ წარმოადგინა თაღლითობის ჩადენის ვერცერთი ეპიზოდის დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

მსჯავრდებულ მ--------------–---ს ადვოკატის სააპელაციო საჩივრის თანახმად, მ--------------–--ემ, როგორც წინასწარ გამოძიებაში, ისე სასამართლო სხდომაზე არ უარყო ი-------------–---ისაგან 48 000 აშშ დოლარის ვალად აღების ფაქტი, მაგრამ კატეგორიულად გამორიცხა გირგვლიანისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება ამ უკანასკნელისგან თანხის მოტყუებით მისაღებად, რაც აუცილებელი წინაპირობაა ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის. პირიქით, იგი რამოდენიმე თვის განმავლობაში იხდიდა პროცენტებს და თანხის ნაწილიც დაუბრუნა ი-------------–---ს, რაც გამორიცხავს თაღლითობის შემადგენლობას და ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს სამოქალაქო სამართლის კოდექსით რეგულირებად ქმედებასთან. გარდა ამისა, საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული არცერთი მოწმე არ შესწრებია მ--------------–--ის და ი-------------–---ის ზეპირსიტყვიერ შეთანხმებას თანხის სესხების შესახებ. რაც შეეხება ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებს, დამცველი განმარტავს, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი აუდიოგრამის ხანგრძლივობა სულ 117 წუთს შეადგენს, მაშინ როდესაც ამ საუბრების ხანგრძლივობა შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ამონაწერის მიხედვით, შეადგენდა 4982 წუთს. ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნითაც დადგენილია, რომ სატელეფონო საუბრების ფარულ ჩანაწერში შეინიშნება წყვეტები, რაც გამორიცხავს გაშიფრული ტექსტის რეალობის გარკვევის საშუალებას. გარდა ამისა, ექსპერტიზით არ მომხდარა ხმების იდენტიფიცირება და რაც მთავარია, სატელეფონო საუბრების ფარული აუდიოჩანაწერი მოხდა სსსკ-ის 1433 მუხლით დადგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესების დარღვევით.

 

დაცვის მხარე ასევე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სესხის აღების მომენტისათვის ი-------–--–--ას ი-------------–---ი არასოდეს არ შეხვედრია და აქედან გამომდინარე, ი-------–--–--ა მ--------------–--ესა და ი----- გირგვლიანს შორის მოლაპარაკების ვერც აქტიური და ვერც პასიური მონაწილე ვერ იქნებოდა. ანალოგიური მდგომარეობაა მ---------–---–ის ეპიზოდშიც. თავად მ---------–---–ის ჩვენებით, მ--------------–--ე არ მონაწილეობდა და არც ესწრებოდა მასა და ი-------–--–--ას შორის სესხის ხელშეკრულების პირობებზე მოლაპარაკებას. მ--------------–--ე არ უარყოფს, რომ მ---------–---–მა მას მისცა 2000 აშშ დოლარი სარგებლიან სესხად, საიდანაც გადახდილი აქვს 1000 აშშ დოლარი. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ, ყოველგვარი მტკიცებულებების ერთობლიობის გარეშე, მ--------------–--ეს მსჯავრი დასდო მ---------–---–ის ეპიზოდშიც, როგორც ი-------–--–--ას თანამონაწილეს.

 

სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს და ითხოვა მათი დაკმაყოფილება. ამასთან, მ--------------–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ალტერნატივის სახით ითხოვა მსჯავრდებულის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქება.

 

პროკურორმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

პალატამ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და მიიჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სააპელაციო საჩივრებში მოყვანილი არგუმენტები აშკარად შეუსაბამოა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც ცალსახად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ი-------–--–--ას და მ--------------–--ის მიერ ბრალად შერაცხული ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენას, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ი-------------–---მა განმარტა, რომ მ--------------–--ეს იცნობდა ინსტიტუტიდან, ხოლო ი-------–--–--ა მისგან გაიცნო განსახილველ საქმეში ასახული გარემოებებიდან გამომდინარე. დაახლოებით 2010 წელს დაუკავშირდა მ--------------–--ე და მასთან ურთირთობის სურვილი გამოთქვა, რაზეც წინააღმდეგი არ წასულა. საუბრები თავდაპირველად ეხებოდა პირად ცხოვრებას, თუმცა ფინანსურ პრობლემებზე მ--------------–--ეს მისთვის არაფერი უთქვამს, პირიქით, იგი საუბრებში საკუთარ თავს ყოველთვის წარმოაჩენდა როგორც საკმაოდ კარგი შემოსავლის მქონე პირს. მოგვიანებით, 2011 წლის 19 სექტემბერს ტირილით დაურეკა მ--------------–--ემ და სთხოვა დახმარება, ვინაიდან ქ------–--–-----–------------------ში მდებარე მამამისის კუთვნილი ბინა სამ დღეში იყიდებოდა აუქციონზე, ბინის გაყიდვის შემთხვევაში კი მისი მშობლები რჩებოდნენ ქუჩაში. ვინაიდან იმ მომენტში რაღაცას საქმიანობდა, ტელეფონი ხმოვან რეჟიმში ჰქონდა ჩართული და მათ საუბარს ისმენდა მეგობარი ქ-----------------იც. მ--------------–--ემ სთხოვა მხოლოდ სამი დღით იპოთეკით დაეტვირთა მისი კუთვნილი, ქ.თბილისში, ჟ-------------------ში მდებარე ბინა, ხოლო სამი დღის შემდეგ, როდესაც დაიხსნიდა თავის ბინას და პრობლებას მოაგვარებდა, მის ბინას გამოანთავისუფლებდა იპოთეკის ხელშეკრულებისგან და უფლებრივად უნაკლო ქონებას დაუბრუნებდა. მათ ასევე ისაუბრეს მ--------------–--ის სოლიდურ კრედიტსა და ბიზნეს გეგმაზე, რომელსაც თითქოსდა ი-------–--–--ასთან ერთად ახორციელებდა, რის გამოც იგი თავის ქონებას სესხის უზრუნველსაყოფად ვერ იყენებდა. მოწმის განმარტებით, მარიკამ ასევე სხვადასხვა მიზეზები დაუსახელა იმის დასასაბუთებლად, რომ მისი ოჯახის წევრების კუთვნილ სხვა უძრავ ქონებებსაც ვერ გამოიყენებდა, თუმცა დაპირდა, რომ სამი დღის შემდეგ, როდესაც მამამისის კუთვნილი ბინა დარჩებოდა მათ საკუთრებაში, ყველანაირ რესურს გამონახავდა და მის ბინას ვალდებულებისგან გაათავისუფლებდა. თვადაპირველად წინააღმდეგი იყო, თუმცა მ--------------–--ისა მისი დედის არაერთი თხოვნის შემდეგ დათანხმდა, ენდო მათ, ეჭვი არ შეუტანია მ--------------–---ს ზრახვებში და 2011 წლის 20 სექტემბერს კერძო იპოთეკარებთან გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც თითქოსდა ფორმალურად იყო სამ თვიანი, ვინაიდან როგორც აუხსნეს, ნოტარიუსს უფრო ნაკლები ვადით ხელშეკრულების გაფორმების უფლება არ ჰქონდა. იპოთეკარებისაგან გადახდილი თანხა სრულად აიღო მ--------------–--ემ. სამი დღის შემდეგ, როდესაც არ მოხდა მისი ბინის გამოთავისუფლება, ახლობლის ნათელა იმნაძის თანდასწრებით ესაუბრა მ--------------–---ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განუცხადა, რომ თავისი ბინა იყო „ნააუქციონარი“ და ცოტა დრო უნდა გასულიყო, რომ იგი რაიმე თანხის მიღების მიზნით გამოეყენებინა. შედმეგ მ--------------–--ემ ტელეფონი გადააწოდა ი-------–--–--ას, რომელმაც უთხრა, რომ ბიზნეს საქმიანობისათვის ესაჭიროებოდა უფრო მეტი კრედიტი და სთხოვეს მ--------------–---ს მშობლების ბინაც დაეტვირთათ იპოთეკით თავიანთ სასარგებლოდ, ხოლო მის სესხს მოგვიანებით გაისტუმრებდნენ. მოწმის განარტებით, სხვადსხვა დროს მ--------------–--ისა და ი-------–--–--ასგან იყო იმის დაპირებაც, რომ ბიზნესის გაფართოების შემდეგ მას დანიშნავდნენ ბაღის დირექტორად. მას ეჭვი არ ეპარებოდა მ--------------–--ის კეთილსინდისიერებაში, ნდობაში იყო შესული მასთან, ასევე ეჭვი არ ეპარებოდა მ--------------–--ის ქონებრივ შესაძლებლობებში და დათანხმდა. მ--------------–--ე და ი-------–--–--ა ცრუ დაპირებებით აიმედებდნენ, კერძოდ, ისინი კვლავ ესაუბრებოდნენ ბიზნეს გეგმაზე, რომ თითქოს სკოლის გასახსნელად აკეთებდნენ სოლიდურ კრედიტს; რომ თანხა უკვე საკრედიტო ანგარიშზე ედოთ და ა.შ. მასთან (ი-------------–---თან) კომუნიკაცია ჰქონდა ორივეს - მ--------------–--ესაც და ი-------–--–--ასაც. სხვადასხვა ცრუ ინფორმაციის მიწოდებით ი-------–--–--ამ და მ--------------–--ემ კვლავ დაარწმუნეს იგი, რომ 2011 წლის 29 ნოემბერს გაეკეთებინა იპოთეკის ჩანაცვლება, რათა ცოტა მეტი თანხა მიეღოთ. ამასთან, ძველი იპოთეკარებისათვის პროცენტი გაესტუმრებინათ, რათა მათ პრობლემები არ შეექმნათ. თუმცა მ--------------–--ის და ი-------–--–--ას მხრიდან არც ამის მერე ხდებოდა იპოთეკარების პროცენტის გასტუმრება. როგორც დაზარალებულმა განმარტა, ბრალდებულებმა საბოლოოდ მას მხოლოდ 20 000 აშშ დოლარი დაუბრუნეს, მთლიანობაში კი 115 000 აშშ დოლარის ზიანი მიადგა, რაც მოიცავს მისი ბინის ღირებულებას და იპოთეკარებისათვის გადახდილ პროცენტს. მანვე მიუთითა, რომ ი-------–--–--ასა და მ--------------–--ის დაპირებების და გარანტიების გარეშე, ის არცერთ შემთხვევაში არ დათანხმდებოდა მათ შეთავაზებას და ბინის იპოთეკით დატვირთვას. იგი ადასტურებს, რომ გამოძიებისათვის წარდგენილი მისი და მ--------------–--ის სატელეფონო საუბრების ჩანაწერები განხორციელებულია მის მიერ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ქ-----------------მა განმარტა, რომ 2011 წლის სექტემბრის თვეში იმყოფებოდა მეგობარ ი-------------–---თან სტუმრად, სადაც შეესწრო ი-------------–---ის და მ--------------–--ის სატელეფონო საუბარს. ი-------------–---ს ტელეფონი ხმამაღალ რეჟიმში ჰქონდა ჩართული, რის გამოც გაიგო, რომ მ--------------–--ე იყო აღელვებული და ი-------------–---ს თხოვდა დახმარებას, უხსნიდა, რომ ჰქონდა ცუდი მდგომარეობა, მისი ბინა გატანილი იყო აუქციონზე და იყიდებოდა, მისი მშობლები კი რჩებოდნენ ქუჩაში. მ--------------–--ემ ი-------------–---ს სთხოვა, რომ ვაკეში მდებარე მისი ბინა მხოლოდ სამი დღით დაეტვირთა იპოთეკით, მიღებული თანხით საკუთარ ბინას დაიხსნიდა, შემდეგ მას დატვირთავდა იპოთეკით და ამ გზით აუცილებლად გაისტუმრებდა ი-------------–---ის ბინის გადასახადს. მ--------------–--ე ი-------------–---ს უმარტავდა, რომ ხელშეკრულება დაიდებოდა თავად მარიკას სახელზე და სანერვიულო არაფერი არ ექნებოდა, პრობლემა არ შეექმნებოდა, ვინაიდან მთლიანად თავად იქნებოდა პასუხისმგებელი. მ--------------–--ე ასევე აცხადებდა, რომ მისი ოჯახის კუთვნილი უძრავი ქონებიდან ერთი სახლი ესაჭიროებოდა კრედიტის მისაღებად, მეორე სახლის თანხა არ იყო საკმარისი, ხოლო მესამე სახლი არ იყო რეგისტრირებული, რის გამოც ვერ იყენებდა ამ უძრავ ქონებებს. ი-------------–---ს იმ დროს თანხმობა არ განუცხადებია, უთხრა, რომ მოიფიქრებდა. როგორც მოგვიანებით ი-----მ უთხრა, დათანხმებია მ--------------–--ეს და იპოთეკით დაუტვირთავს ბინა, რის გამოც ი----- ძალიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-----–--------მ განმარტა, რომ არის ი-------------–---ის და მისი მამიდის მეგობარი. როგორც მისთვის ი-----სგან გახდა ცნობილი, სამი დღით დატვირთა ბინა იპოთეკით, მ--------------–--ის სასარგებლოდ, თუმცა ტ----–---- ბინა აღარ გაუთავისუფლა ვალდებულებისაგან. იგი შეესწრო ი-------------–---ის სატელეფონო საუბარს მ--------------–--ესთან, რა დროსაც ტელეფონზე მოსაუბრე ი-----ს ეუბნებოდა, რომ თავის საკუთარ ბინას ჯერ ვერ დატვირთავდა იპოთეკით, ვინდაიდან იყო „ნააუქციონარი“ ბინა. ამის შემდეგ ი----- ტელეფონზე ესაუბრა ვინმე ხურცილავას, რომელმაც უთხრა, რომ ის და ტყემალაძე ბანკიდან დიდი ოდენობით კრედიტის აღებას აპირებდნენ და ამისათვის მათ ესაჭიროებოდათ მ--------------–--ის ბინის იპოთეკით დატვირთვა, ი-------------–---ს კი სთხოვეს ცოტა მოეცადა. მოწმე ადასტურებს, რომ ყოველივე აღნიშნულით ი-------------–---ს მძიმე ეკონომიკური და ოჯახური პრობლემები შეექმნა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ---------–---–მა განმარტა, რომ 2011 წელს გაყიდა კომერციული ფართი და მიღებული თანხით მეგობარ ნ--------–--------------ნ ერთად ეძებდა ფართს, სადაც კერძო სკოლის გახსნა სურდა. მისი გეგმების შესახებ იცოდა მეგობარმა ი-------------------მ, რომელმაც 2012 წლის თებერვალში დააკავშირა მ---------–---------ან, ხოლო ორივემ ერთად იგი დააკავშირეს ი-------–--–--ასთან და მ--------------–--ესთან. მოგვიანებით შედგა მათი შეხვედრა, რა დროსაც მას მ---------–------მ აუხსნა, რომ ი-------–--–--ას და მ--------------–--ეს ჰქონდათ წარმატებული ბიზნეს საქმიანობა, კერძოდ სხვადასხვა ქალაქებში ფლობდნენ რამდენიმე კერძო სკოლას, იყვნენ ჭკვიანი და სანდო ადამიანები. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ როგორც მან გაცნობის დღიდანვე იცოდა, ი-------–--–--ა და მ--------------–--ე პარტნიორები იყვნენ და ერთად საქმიანობდნენ. ი-------–--–--ამ განუცხადა, რომ ბიზნეს საქმიანობის გასაფართოვებლად ესაჭიროებოდათ თანხა. თავდაპირველად მას ი-------–--–--ამ და მ--------------–--ემ სთხოვეს 12 000 აშშ დოლარი მხოლოდ ერთი საათით, ამასთან, დააიმედეს ნუ შეეშინდებოდა თანხის გაცემა, რადგან ჰქონდათ მილიონიანი საკრედიტო ხაზი, ასევე დამტკიცებული სესხი - 150 000 აშშ დოლარის ოდენობით და თანხის დაკარგვის არანაირი საფრთხე მას არ ემუქრებოდა. გარდა ამისა, მას შეპირდნენ თბილისის სკოლის დირექტორობას და იმისათვის, რომ უფრო გულისხმიერად ეკეთებინა საქმე, დაპირდნენ 15%-იან წილს. ი-------–--–--ას და მ--------------–--ის შეთავაზება მისაღები იყო და დათანხმდა. რაც შეეხება ხსენებულ 12 000 აშშ დოლარს, მას უნდა ჩაერიცხა სკოლის ანგარიშზე მხოლოდ ერთი საათით, რის შემდეგაც მას თანხა უკან დაუბრუნდებოდა, ხოლო ამ ოპერაციაში ის მიიღებდა სარგებელს 200 აშშ დოლარის ოდენობით. თანხის გადარიცხვის დღეს ისინი შეხვდნენ ერთმანეთს დაახლოებით 16:30 საათზე, შეხვედრაზე იმყოფებოდა ი-------------------ც. მან თანხა 12 000 აშშ დოლარი სს „ს----------–--------–ი“ შეიტანა ირმა ორჯონიკიძის სახელით ი-------–--–--ას და მ--------------–--ის მიერ დასახელებულ სკოლის ანგარიშზე. ასევე დაუმატა 100 დოლარიც, ვინაიდან ლარში გადაცვლის შემდეგ გარკვეული თანხა დააკლდათ. ერთი საათის გასვლის შემდეგ, მას უთხრეს, რომ თანხის ასახვა ვერ მოესწრო და მეორე დღეს დაუბრუნებდნენ თანხას. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ როგორც ი-------–--–--ამ და მ--------------–---მ განუმარტეს, მათ ბიზნესში მოწილე არ სჭირდებოდათ, უბრალოდ მისი თანხა ბიზნესის გაფართოების პროცედურებს უნდა მოხმარებოდა, რასაც დაუბრუნებდნენ, ასევე გადასცემდნენ 15%-ს და სკოლის დირექტორი იქნებოდა. მეორე დღეს, ი-------–--–--ა და მ--------------–--ე საერთოდ დაიმალნენ, აღარ პასუხობდნენ მის სატელეფონო ზარებს და მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, მ---------–------მ შეახვედრა მათ, სადაც უთხრეს, რომ აკლდათ კრედიტის თანამონაწილეობის თანხა 1 600 აშშ დოლარის ოდენობით და თუ ამ თანხას არ შეიტანდნენ, შესაძლოა 12 000 აშშ დოლარიც დაკარგულიყო. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნული თანხაც გადასცა მათ, რომლებმაც დაუდასტურეს, რომ ეს თანხა ნამდვილად იდო მათ ანგარიშზე. მოგვიანებით ი-------–--–--ამ უთხრა, რომ დაუმტკიცდა კრედიტი, თუმცა ერთიანად ვერ გამოქონდა, „ტრანშეებად“ შეეძლო მისი გამოტანა და მისცა 4 900 აშშ დოლარი, თუმცა ეს თანხა იმავე დღეს უკან გამოართვეს, თითქოს სკოლის ავტორიზაციის მიზნით ესაჭიროებოდათ. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ გარდა ხსენებული თანხებისა, სხვადასხვა დაპირებების და მოტყუების გზით, რომ სკოლებს ჰქონდათ ავტორიზაციის პრობლემა, ხოლო იგი აუცილებლად მიიღებდა 15% წილს და გახდებოდა სკოლის დირექტორი, ი-------–--–--ამ და მ--------------–--ემ მას გამოართვეს 9500 აშშ დოლარი. ასევე მ--------------–--ემ 3000 აშშ დოლარი გამოართვა საკუთარი სახლის გადასარჩენად, რომელიც იპოთეკით ჰქონდა დატვირთული და იყიდებოდა, ასევე 2000 აშშ დოლარი ნავთობის ბიზნესში ჩასადებად, საიდანაც ორ დღეში ერთხელ 200 დოლარი უნდა მიეღო მას (მ---------–---–ს). ამ თანხიდან, თითქოსდა სარგებლის სახით, მ--------------–---მ დაუბრუნა მხოლოდ 1000 აშშ დოლარი. რაც შეეხება ი-------–--–--ას, მასთან კომუნიკაცია ძალიან უჭირდა. მოგვიანებით იგი გამოჩნდა და უთხრა, რომ არსებობდა ინვესტორი, რომლიც მის სახელზე ყიდულობდა სკოლას და მათი საქმიანობა აუცილებლად გაგრძელდებოდა, რაც ასევე იყო სიცრუე. საერთო ჯამში, ი-------–--–--ას და მ--------------–--ის ქმედების შედეგად დიდი ოდენობით ზიანი მიადგა და მისი ოჯახი აღმოჩნდა მძიმე მატერიალურ პირობებში. დაზარალებულმა ნათლად განმარტა, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ გადასცემდა თანხას ი-------–--–--ას და მ--------------–--ეს, რომ არა მათი ზემოაღნიშნული დაპირებები და სიცრუე თანხის საჭიროებასთან დაკავშირებით. მანვე დაადასტურა მის მიერ გამოძებისათვის წარდგენილი ჩანაწერების და სატელეფონო შეტყობინებების სისწორე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-------------------მ განმარტა, რომ ი-------–--–--ა და მ--------------–--ე გაიცნო მეგობარ მ---------–---------ან, სადაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ი-------–--–--ას ესაჭიროებოდა ფულადი თანხა. ამის შემდეგ ი-------–--–--ას დააკავშირა მეგობარი მ---------–---–ი, რომელსაც სახლში ჰქონდა გარკვეული თანხა და დაინტერესებული იყო ამ თანხის ბიზნესში ჩადებით. იგი დაესწრო მ---------–---–ის, ი-------–--–--ას და მ--------------–--ეს შორის საუბარს, რა დროსაც ი-------–--–--ამ აუხსნათ, რომ იყო ქუთაისში მდებარე კერძო სკოლის დირექტორი, ეს ბიზნესი იყო საკმაოდ მოგებიანი და ბიზნეს საქმიანობის გაფართოვების მიზნით, ესაჭიროებოდა სკოლის ანგარიშზე თანხების ბრუნვის დაფიქსირება, რათა მიეღო საკრედიტო ხაზის დამტკიცება. ი-------–--–--ას სამომავლოდ სურდა მ---------–---–ის ბიზნეს პარტნიორად ჩართვა მის საქმეში, თუმცა იმ მომენტში მან მ---------–---–ს თხოვა სკოლის ანგარიშზე ერთი საათით 20 000 ლარის შეტანა. სანაცვლოდ კი მ---------–---–ს აჩუქებდა 200 აშშ დოლარს. ძირითად ი-------–--–--ა საუბრობდა, თუმცა საუბარში ჩართული იყო მ--------------–--ეც. რამდენიმე დღის შემდეგ მ---------–---–ი დათანხმდა ი-------–--–--ას, რომ ერტი საათით შეეტანა სკოლის ანგარიშზე თანხა. თანხის გადარიცხვა მოხდა სს „საქართველოს ბანკის“ მეშვეობით, სადაც თავისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით მ---------–---–ის თანხა - 12 000 აშშ დოლარი შეიტანა სკოლის ანგარიშზე. ვინაიდან იყო დღის მეორე ნახევარი და ვერ მოხერხდა თანხის ბანკიდან გამოტანა, ისინი შეთანხმდენენ მეორე დღისათვის თანხის გამოტანაზე. ამის შემდეგ გავიდა რამდენიმე დღე, თუმცა ი-------–--–--ას და მ--------------–--ეს ვეღარ უკავშირდებოდნენ. მათ მოგვიანებით დაუბრუნეს მ---------–---–ს თანხის ნაწილი. მის კითხვაზე, თუ რატომ არ უბრუნებდნენ მედეას სრულ თანხას, ი-------–--–--ამ და მ--------------–--ემ განმარტეს, რომ მათ დაუმტკიცდათ კრედიტი, საიდანად „ტრანშებით“ ნაწილ-ნაწილ გამოჰქონდათ თანხა და შემდეგ პერიოდში დაუბრუნებდნენ სრულად. ვინაიდან თავად დააკავშირა ერთმანეთს მ---------–---–ი და ი-------–--–--ა, გარკვეულ პასუხისმგებლობას გრძნობდა, რომ მედეას მიეღო ის, რასაც დაპირდნენ, თუმცა ი-------–--–--ამ უთხრა, რომ ის და მ---------–---–ი იყვნენ ბიზნეს პარტნიორები და ნუ ერეოდა მათ საქმეში. მოგვიანებით ასევე შეიტყო, რომ მ---------–---–ს, გარდა თავდაპირველად მიცემული 12 000 აშშ დოლარისა, სხვა თანხებიც ჰქონდა მიცემული ი-------–--–--ასა და მ--------------–--ისთვის.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ--------–----------მ განმარტა, რომ არის დაზარალებულ მ---------–---–ის მეგობარი. რამდენიმე წლის უკან მ-------მ გაყიდა კომერციული ფართი და ჰქონდა სოლიდური თანხა. ამ თანხით იგი ფიქრობდა კერძო სკოლის ან ბაღის გახსნას, სადაც თავადაც უნდა დაესაქმებინა, მისი პროფესიის შესაბამისად. მოგვიანებით მედეამ უთხრა, რომ ვინმე ირმა ორჯონიკიძისგან გაიცნო ორი ქალბატონი - ი-------–--–--ა და მ--------------–---, რომლებსაც ჰქონდათ კერძო სკოლა ქუთაისში და აპირებდნენ მისი ფილიალის გახსნას თბილისში. მათ მ---------–---–ისთვის შეუთავაზებიათ, რომ იგი თუ 12 000 აშშ დოლარს შეიტანდა ანგარიშზე სკოლის ადმინისტრაციული საკითხების მოსაგვარებლად, ისინი ბიზნეს მოგების 15%-ს გადაუხდიდნენ და თბილისში გახსნილი სკოლის დირექტორადაც დანიშნავდნენ, შემდეგ კი მის მიერ ჩადებულ თანხას უკან დაუბრუნებდნენ, რადგან მ------- როგორც ბიზნეს პარტნიორი, არ უნდოდათ. მოწმემ დაადასტურა, რომ იგი ხშირად შესწრებია სატელეფონო საუბრებს მ---------–---–სა და ბრალდებულებს შორის. მან ხმოვანი რეჟიმით მოისმინა სატელეფონო საუბარი მ---------–---–სა და ია ხურციალავას შორის, რა დროსაც ი-------–--–--ა მ---------–---–ს პირდებოდა თბილისში კერძო სკოლის დირექტორობას და ასევე მოგების 15% გადახდას. იგი ასევე შეესწრო მ---------–---–ისა და მ--------------–--ის სატელეფონო საუბარს, სადაც მ--------------–--ე მ---------–---–ს სთავაზობდა ნავთობის სწრაფ ბიზნესში 2 000 აშშ დოლარის ჩადებას, სანაცვლოდ ყოველ კვირაში 200 აშშ დოლარის გადაცემას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა რამ-----------------ემ განმარტა, რომ ი-------–--–--ას იცნობდა მამის - ა-------------–--–-----ან. 2011 წელს თბილისში შეხვდა ი-------–--–--ა, რომელმაც განუცხადა, რომ იყო ა-------------–--–--ას შვილი, შემდეგ მათ ერთმანეთში გაცვალეს ტელეფონის ნომრები. რამდენიმე დღეში მას დაუკავშირდა ი-------–--–--ა და მიიპატიჟა სახლში. მასთან სტუმრობისას ი-------–--–--ამ უთხრა, რომ ჰქონდა კერძო სკოლები ქუთაისში და თბილისში, ხოლო პროფესიული სასწავლებელი - ზესტაფონში, განათლების სფეროში მოღვაწეობდა და გააჩნდა 600 000 ლარიანი ბრუნვა. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ი-------–--–--ამ შესთავაზა ქობულეთში 9 აპრილისა და აღმაშენებლის ქუჩებზე მდებარე მისი ოჯახის კუთვნილი სახლების სასტუმროებად გადაკეთება, რის შემდეგაც ი-------–--–--ას დაათვალიერებინა ზემოაღნიშნული სახლები. როგორც ამ უკანასკნელმა აუხსნა, 10 წლის განმავლობაში ბიზნეს საქმიანობა ექნებოდათ ერთად, ხოლო 10 წლის შემდეგ ი-------–--–--ა გავიდოდა საქმიდან. მისთვის ი-------–--–--ას შეთავაზება მიმზიდველი იყო და დათანხმდა. მოწმის განმარტებით, რომ არა ი-------–--–--ას საუბარი წარმატებულ ბიზნესთან და 600 000 ლარიან ბრუნვასთან დაკავშირებით, ის არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდებოდა შეთავაზებას. თავდაპირველად შეთანხმდნენ ისე, რომ მისი უნდა ყოფილიყო მხოლოდ უძრავი ქონება, ხოლო თანხა სრულად გააჩნდა ი-------–--–--ას. მოგვიანებით იამ უთხრა, რომ ფული აკლდებოდა და რემონტის სწრაფად გასაკეთებლად, იპოთეკით დაეტვირთათ მისი ოჯახის კუთვნილი სახლები. მანვე განუცხადა, რომ სახლებთან დაკავშირებით არანაირი რისკები არ იქნებოდა და უძრავ ქონებას საფრთხე არ დაემუქრებოდა. ასევე დაპირდა, რომ მისი და მისი ვაჟის - რ-------------------ის ოჯახის ყველა წევრი იქნებოდა დასაქმებული აღნიშნულ სასტუმროებში და ეს შემოსავალი გააუმჯობესებდა მათ მატერიალურ მდგომარეობას. იპოთეკის და სესხის ხელშეკრულების შედეგად ი-------–--–--ამ მიიღო დაახლობით 50 000 ლარი თითო სახლზე. ვინაიდან ქონებრივი შეზღუდვა გააჩნდა ერთ-ერთ სახლს, მოგირავნეს გადასცეს 21 000 ლარი და დანარჩენი თანხა წაიღო ი-------–--–--ამ. საბოლოოდ ეს უკანასკნელი დაეუფლა 80 000 ლარამდე ფულადი თანხა. ი-------–--–--ას სახლების სასტუმროებად გადაკეთების სარემონტო სამუშაოები უნდა დაეწყო ერთ კვირაში, თანხის მიღების შემდეგ, თუმცა იგი მიიმალა და თავს არიდებდა მათთან კომუნიკაციას, არც ტელეფონზე პასუხობდა. დაახლოებით ერთი წლის ძებნის შემდეგ ქ.ქუთაისში მიაგნეს ი-------–--–--ას, რომელიც აცხადებდა, რომ პრობლემების გამო ვერ შეძლო სარემონტო სამუშაოების დაწყება. გარდა ამისა, უთხრა, რომ ჰყავდა აზერბაიჯანელი ეროვნების ინვესტორი და ძალიან მალე დაიწყებდა სარემონტო სამუშაოებს. საბოლოოდ, ი-------–--–--ას არც სარემონტო სამუშოები დაუწყია და არც მიღებული თანხა არ დაუბრუნებია უკან, რის გამოც სახლები აუქციონის წესით გაიყიდა. ი-------–--–--ას მიერ მასზე და რ--------------------ზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 550 000 აშშ დოლარი (907 500 ლარი), საიდანაც ბრალდებულმა მხოლოდ 1500 ლარი მისცა ნაწილ-ნაწილ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა რ--------------------მ განმარტა, რომ 2011 წლის მაისის თვეში მამამისისგან - რამ-----------------ისგან გაიცნო ი-------–--–--ა, რომელსაც სურდა მათთან ერთად ბიზნეს საქმიანობა და ქობულეთში არსებული მათი სახლების სასტუმროებად გადაკეთება. მამამისმა აუხსნა, რომ ი-------–--–--ა იყო წარმატებული ბიზნესმენი, თბილისში, ქუთაისში და ზესტაფონში ჰქონდა კერძო სკოლები, ასევე გააჩნდა 600 000 ლარიანი ბრუნვა. ამის შემდეგ პირადად შეხვდა ი-------–--–--ას, რომელმაც იგივე უთხრა, რაც მამამისმა, რომ გააჩნდა 600 000 ლარიანი ბრუნვა და ჰქონდა კერძო სკოლები. ი-------–--–--ას სურდა ქობულეთში მათ სარგებლობაში არსებული სახლების სასტუმროებად გადაკეთება, რომელსაც 10 წლის განამვლობაში ამუშავებდნენ ერთად, ხოლო 10 წლის შემდეგ იგი ბიზნეს საქმიანობას დაუტოვებდა რამ-----------------ის ოჯახს. ისინი შეთანხმდნენ, როგორც მასზე მინდობილი ბაბუამისის სახლი, ასევე მამამისის - რამ-----------------ის კუთვნილი სახლი დაიტვირთებოდა იპოთეკით, თანხას მიიღებდა ი-------–--–--ა, რომელიც თანხის მიღებიდან სარემონტო სამუშაოებს დაიწყებდა 20 დღეში. გამსესხებლისგან პირველ შემთხვევაში ი-------–--–--ამ აიღი 29 500 აშშ დოლარი, საიდანაც 13 000 აშშ დოლარით პირადი ვალი გადაიხადა, ხოლო დანარჩენი ი-------–--–--ამ აიღო. მეორე სახლის თანხა კი სრულად დაერიცხა ი-------–--–--ას. თანხის აღების შემდეგ ი-------–--–--ა დაიკარგა, ტელეფონზე არ პასუხობდა, თავს არიდებდა მათთან კომუნიკაციას. მოძიების შემდეგ ი-------–--–--ამ განუცხადა, რომ მას იპოთეკიდან მიღებული თანხები დაჭირდა სკოლის აკრედიტაციისთვის, როდესაც სკოლას მისცემდნენ აკრედიტაციას 20 დღეში გამოიტანდა სესხს და დაიწყებდა სარემონტო სამუშაოებს, თუმცა დღემდე არაფერი გაუკეთებია. მოწმემ დაადასტურა, რომ მისი მხრიდან სახლების იპოთეკით დატვირთვის მიზეზი იყო მხოლოდ ის, რომ ერთობლივი ბიზნეს საქმიანობით სარგებელი მიეღო მას და მის ოჯახს. მისი განმარტებით, ი-------–--–--ა ორივე სახლის იპოთეკით დატვირთვის შემდეგ დაეუფლა 80 000 ლარს, საიდანაც დაახლოებით 1500-2000 ლარი დაუბრუნა მის ოჯახს ნაწილ-ნაწილ, ხოლო სახლები გატანილი იქნა აუქციონზე და გაიყიდა.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ო-------------------ემ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ჯ----------------ა განაცხადა, რომ 2011 წელს ბიზნისის განვითარების მიზნით ესაჭიროებოდა იპოთეკური ხელშეკრულების გაფორმება და ამ მიზნით, ახლობლის მეშვეობით დაუკავშირდა ი-------–--–--ას. ეს უკანასკნელი სწორედ ამ დროს გაიცნო. მისთვის ცნობილია, რომ ი-------–--–--ა ქობულეთში აპირებდა ბიზნეს საქმიანობას. იგი შეესწრო ი-------–--–--ას და რამ-----------------ის საუბარს, რა დროსაც ი----------ს პირდებოდა, რომ ქობულეთში მდებარე მის სახლს ჩაუატარებდა სარემონტო სამუშაოებს და გადააკეთებდა სასტუმროდ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ------------–--–---–მა განმარტა, რომ 2011 წლის 21 სექტემბერს მ--------------–--ემ მისგან 69 000 ლარად გამოისყიდა მი–---------------------ში მდებარე ბინა. ეს უძრავი ქონება მან საჯარო აუქციონის გზით შეიძინა, ქონების აუქციონზე გატანის მიზეზი კი იყო ის, რომ მ--------------–--- ვერ იხდიდა იპოთეკარის - მისი მეგობრის გ------------–---–ის პროცენტს. მოწმის განმარტებთ, მათი მიზანი არ იყო ბინა, მათი მიზანი იყო თანხის დაბრუნება, რაც იპოთეკის დატვირთვის დროს გადაიხადა გ------------–---–მა. მოწმემ უარყო, რომ თითქოს ის მ--------------–--ეს და მის ოჯახს ასახლებდა ბინიდან, არანაირად არ დამუქრებია გამოსახლებაზე, რადგან მას ბინის ინტერესი არ ჰქონდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ--–----------მ განმარტა, რომ 2011 წლის ოქტომბრის თვეში იპოთეკის და სესხის ხელშეკრულებით გაასესხა თანხა მ--------------–--ეზე, იპოთეკით დაიტვირთა თბილისში, მ-–------------------ში მდებარე ბინა. იპოთეკარები იყვნენ თავად, თამარ შავიძე, მზია რიბაშვილი, ნუკრი ვარდანაშვილი და მანანა გვაზავა. უძრავი ქონება საერთო ჯამში იპოთეკით დაიტვირთა 70 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ. იპოთეკარებმა თანხა გადასცეს მ--------------–--ეს. მ--------------–--ემ სესხის პირველი თვის პროცენტი გადაიხადა, შემდეგ თვეებში კი არ გადაუხდია. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როდესაც მ--------------–--ემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, დათანხმდა იპოთეკარებს, რომ უძრავი ქონება გაფორმებულიყო თამარ შავიძეზე, მაგრამ მ--------------–--- კვლავ არ აბრუნებდა მათ თანხებს და არც პროცენტს იხდიდა. ამის გამო ქონება თენგიზ გვიმრაძეზე გაიყიდა 91 000 აშშ დოლარად, მ--------------–--ემ ნაწილი თანხით გაისტუმრა იპოთეკარები, ხოლო ნაწილი თანხა თავად დარჩა.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმეებმა თ------–-------------------–---–------------------------–---–-------------–---------------------მ განმარტა, რომ 91 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შეიძინა ქ.თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე მ--------------–--ის ბინა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ---------–---–-ა განმარტა, რომ 2011 წელს იპოთეკის ხელშეკრულებით გაასესხა 22 000 აშშ დოლარი. იპოთეკით დაიტვირთა თბილისში, ჟ------------------ მდებარე ბინა. მის გარდა კიდევ იყო რამდენიმე იპოთეკარი. იპოთეკის ხელშეკრულების მეორე მხარე იყო ი-------------–---ი, თუმცა როდესაც მან თანხა გადაიხადა, კუპიურები დათვალა და აიღო მ--------------–--ემ. მას შემდეგ, რაც საპროცენტო სარგებლის გადახდა აღარ მოხდა, ჰქონდა ი-------------–---თან კომუნიკაცია და გაირკვა, რომ ი-----ც იყო მოტყუებული მ--------------–--ისაგან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-----------მა განმარტა, რომ 2011 წლის იპოთეკის და სესხის ხელშეკრულებით 5 000 აშშ დოლარი გასესხებული ჰქონდა ი-------------–---ზე, იპოთეკით დაიტვირთა თბილისში, ჟ-------------------ში მდებარე ბინა. მის გარდა იყო რამდენიმე იპოთეკარი. მათ თანხა მისცა ი-------------–---ს, რომელმაც თავის მხრივ ფული მ--------------–--ეს გადასცა. ხელშეკრულების გაფორმებისას თვითონ მ--------------–---მ თქვა, რომ თანხა პირადად მას სჭირდებოდა, მხოლოდ რამდენიმე დღით. მას შემდეგ პროცენტებს აღარ იხდიდნენ, მ--------------–--ე იტყუებოდა, რომ დიდ თანხას ელოდებოდა და გაისტუმრებდა მათ ვალებს. ამის გამო მოწმემ მალევე გაიტანა თანხა და მოხდა მისი სხვა იპოთეკარით ჩანაცვლება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ე-–-------------------ემ განმარტა, რომ 2011 წელს მუშაობდა სალიზინგო კომპანიაში, მთავარი იურისტის პოზიციაზე. ამავე წლის ივლისის თვეში გაფორმდა ხელშეკრულება, რის მიხედვითაც იპოთეკით დაიტვირთა ქობულეთში მდებარე კვ--------------ის უძრავი ქონებები. ორგანიზაციამ უძრავ ქონებაზე გასცა 100 000 ლარის ოდენობით თანხა, რომელიც გადაერიცხა ი-------–--–--ას. ეს უკანასკნელი იყო მსესხებელი, ხოლო სესხის მიზნობრიობა იყო სარემონტო სამუშაოები. სესხი იყო სარგებლიანი, თუმცა ვინაიდან აღარ მოხდა პროცენტის გადახდა, ჩაინიშნა აუქციონი, რომლის მეშვეობითაც განხორციელდა უძრავი ქონებების შეძენა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ----------–------ამ განმარტა, რომ იგი არის თიბისი ბანკის თანამშრომელი და 2012 წლის მდგომარეობით მუშაობდა ვარკეთილის ფილიალში გაყიდვების პრობლემატური მართვის აპარატში, დირექტორის მოადგილედ. 2011 წელს მის ერთ-ერთ ექსპერტთან დაფიქსირდა მოქალაქე ი-------–--–--ას განაცხადი სესხზე. მას სურდა 117 000 დოლარის აღება, მაგრამ დაახლოებით ერთ კვირაში მოვიდა განაცხადზე უარი. როგორც ახსოვს, განაცხადი შეივსო 2011 წლის დეკემბრის ბოლოს და უარი მიიღეს 2012 წლის იანვრის თვეში.

 

უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, 2008 წლის 12 მარტს მ--------------–--ემ თინათინ ბუჩუკურს მიჰყიდა უძრავი ქონება, მდებარე ქ------–--–-----–---------------------------------------–---, ბინა N----ი.

 

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, 2011 წლის 10 თებერვალს „იპოთეკარებმა“ გ------------–---–მა და უძინა აბჟანდაძემ „მესაკუთრეს“ ბიატრისა ტყემალაძეს ჯამში ასესხეს 65 000 აშშ დოლარი. უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ---------------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ------–-------–--------------------, ფართი: 139.30 კვ.მ

 

სააღსრულებო ფურცლის თანახმად, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე დაწყებული იქნა სააღსრულებო წარმოება მოვალის ბიატრისა ტყემალაძის მიმართ, ნ---------------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მიმართ, უძრავი ქონება მდებარეობს: ქ------–-------–--------------------------. აუქციონზე მოვალის ნ---------------–--ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მდებარე, ქ------–-------–-------------------------- შეიძინა ვ------------–--–---–მა.

 

უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, 2011 წლის 21 სექტემბერს ვ------------–--–---–მა მ--------------–--ეს მიჰყიდა ქ------–--–-----–-----------------, ბინა N10.

 

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, 2011 წლის 11 ოქტომბერს „იპოთეკარებმა“ ნუკრი ვარდანაშვილმა, მზია რიბაშვილმა, თამარ შავიძემ და მანანა გვაზავამ „მესაკუთრეს“ მ--------------–--ეს ჯამში ასესხეს 70 000 აშშ დოლარი. უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ--------------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ------–-------–--------------------, ფართი: 139.30 კვ.მ.

 

ვალის აღიარების სანაცვლოდ უძრავი ქონების გადაცემის ხელშეკრულების თანახმად, მ--------------–--ემ თამარ შავიძეს გადასცა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება 2011 წლის ოქტომბრის თვეში გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებით დაკისრებული ვალის სანაცვლოდ. უძრავი ქონება წარმოადგენდა ქ------–-------–--------------------------.

 

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, 2012 წლის 20 ივნისს თამარ შავიძის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, მ-–-------------------------- მხარეთა შეთანხმებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადავიდა თენგიზ გვიმრაძის საკუთრებაში, მხარეთა შეთანხმებით ნასყიდობის საგნის ღირებულება იყო 70 000 აშშ დოლარი.

 

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, 2011 წლის 20 სექტემბერს „იპოთეკარებმა“ ნ-----------მა, თ----------------ემ, ნ---------–---–-ა, გ-----------------–---მ „მესაკუთრეს“ ი-------------–---ს ასესხეს ჯამში 48 000 აშშ დოლარი. სესხის დაბრუნება უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით, იპოთეკით დაიტვირთა მესაკუთრის უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ.თბილისი, ნ-–--------------------------–------------------------------- კვ.მ.

 

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, 2011 წლის 29 ნოემბერს „იპოთეკარებმა“ თ----------------ემ, თ----------------ემ, ნ---------–---–-ა, გ-----------------–---მ „მესაკუთრეს“ ი-------------–---ს ასესხეს ჯამში 51 500 აშშ დოლარი. სესხის დაბრუნება უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით, იპოთეკით დაიტვირთა მესაკუთრის უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ.თბილისი, ნ-–--------------------------–------------------------------- კვ.მ.

 

საკრედიტო ხელშეკრულება N18-ის თანახმად, 2011 წლის 19 მაისს შპს მისო „ინტერკრედიტსა“ და ი-------–--–--ას შორის გაფორმდა ხელშეკრულება. კრედიტის თანხა შეადგენდა 29 500 აშშ დოლარს, კრედიტის ვადა იყო 12 თვე.

 

გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, 2011 წლის 19 მაისს ი-------–--–--ასა და შპს მისო „ინტერ-კრედიტს“ შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N18. ი-------–--–--აზე სესხის სახით გაიცა 29 500 აშშ დოლარი წლიური 48 % სარგებლის დარიცხვით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა რიზა ხალვაშის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქობულეთი, დ.აღმაშენებლის ქუჩა N2--ა.

 

ს--–----------------- წერილის თანახმად, ი-------–--–--ას კუთვნილ საბანკო ანგარიშზე განხორციელდა თანხების ჩარიცხვები შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ინტერ-კრედიტის“ მიერ 2011 წლის მაისის თვეში. კერძოდ: 20.05.2011 წელს ჩაერიცხა 17802 აშშ დოლარი და 11198 აშშ დოლარი; აღნიშნული თანხები, გატანილი იქნა ანგარიშიდან ი-------–--–--ას მიერ.

 

საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, 2012 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით ქობულეთი, დ.აღმაშენებლის გამზირის N2--ა-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე არის შპს „ინტერ-კრედიტი“.

 

საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, 2012 წლის 30 ივლისის მდგომარეობით ქ------–--------------–------------ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე არის შპს „ა-–------------- ლიზინგი“.

 

ფონოსკოპიური ექსპერტიზის N110/ფ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ აუდიოგრამებზე მონტაჟის ნიშნები არ აღინიშნება. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ჩანაწერები ტექსტობრივად გაშიფრულია და წარდგენილია ცალკე დანართის სახით. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ--------------–---–მა.

 

ფონოსკოპიური ექსპერტიზის N3--ფ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი მობილურ ტელეფონში არსებული აუდიოჩანაწერები გაშიფრულია ტექსტობრივად და წარდგენილია ცალკე დანართის სახით. ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად შესულ აუდიოგრამებში: ,,Marika tkemaladze 1, Marika tkemaladze 2, Record000, Record001, Record018, Record020, Запись001, Запись003, Запись004, Запись005, Запись006, Запись022, Запись023, Запись024, Запись025, Запись026, Запись028, მონტაჟის ნიშნები არ აღინიშნება. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ--------------–---–მა.

 

ირინია გირგვლიანის და მ--------------–--ის აუდიოჩანაწერების თანახმად, მ--------------–--ემ ი-------------–---ს განუცხადა: „რა თქმა უნდა, არ დამეხმარებოდი, რომ გცოდნოდა სიმართლე“; „მე შენთან თავიდან ბოლომდე დამნაშავე ვარ“; „ხოდა, ამდენი პირობა რომ დაგირღვიე, ამიტომ ვარ მე დამნაშავე და შენ დაზარალებული“; „სიმართლე რომ მეთქვა, ვაიდა არ დამთანხმებოდი?“; „კი არ მოგატყუე, დაგიმალე“; „ხოდა უნამუსო ვარ, ვსიო“; „ქალი ისეთ დონეზე მენდობოდი, Facebook-ის პაროლი მომეცი, მე კი გიღალატე“; „ფაქტიურად აი ვაბანკზე წავედი“; „აი ესე პირდაპირ ლაბავოი დარტყმაზე რომ მიდიხარ, ხო გაგიგონია“; „გადარჩენა იყო მთავარი, გადარჩენა, ხოოო, ჩემი გადარჩენა იყო იმ წუთში მთავარი“; „დაგიმალე“; „სწორედ ამიტომ ვარ დამნაშავე“; „გეთანხმები, რომ გაგწირე, გიღალატე“.

 

მ---------–---–ის და მ--------------–--ის აუდიოჩანაწერების თანახმად, მ--------------–--ემ მ---------–---–ს განუცხადა: „ავტორიზაციაში იას არაფერი არ გადაუხდია, ვსიო და არც იხდიდა ავტორიზაციაში ია ფულს არ იხდიდა, ამიტო ტყუილა ქექავენ ავტორიზაციას რა, იმიტო რო იას კაპიკი არა აქ გადახდილი“; ასევე მ--------------–--ე მ---------–---–ს უცხადებს, რომ ე.წ. „ნავთობის ბიზნესში“ სესხი აბსურდი იყო, მ--------------–--ე აცხადებს: „ბუნებაში არ არსებობს ეგეთი, ორ დღეში ორასი დოლარი“.

 

ი-------–--–--ას მიერ მ---------–---–ისთვის მობილურ ტელეფონზე გაგზავნილი მოკლეტექსტური შეტყობინებების თანახმად, ი-------–--–--ა შემდეგი სახის მოკლეტექსტური შეტყობინებებს უგზავნის მ---------–---–ს: „ბანკში ვიყავიიიიით, ჩემზე ბედნიერი არავინ არიიიიი. სახლში მივალ და დაგირეკავ, აააააა“ (30.05.2012); „ჩაირიცხააააააა, ახლა მივდივარ სახლში და დაგირეკააააავ“ (31.05.2012); „როგორც დავამთავრებ, დაგირეკავ. ხომ უნდა დავამთავრო, ისედაც მიკროსკოპში ატარებენ ყველაფერს“ (08.06.2012); „მ-------, მივედი მე მგონი ბოლოში“ (27.07.2012); „მ------- პარასკევამდე გადაიდო“ (09.08.2012); „მ-------, რა იყო, ფულის სუნი გეცა?“ (03.08.2012); „მ-------, დაგირეკავ, სანერვიულო არაფერი გაქვს“ (10.10.2012); „არ ვიმალები, ყველაფერს ვამთავრებ, რატომ არ ვიღებ ყურმილს, მალე აგიხსნი“ (03.08.2013); „იმდენად კარგად წავიდა საქმე, ნუ დამჩხავლებ...მე რას გაგიკეთებ მერე ნახავ“ (12.11.2013);

 

ამდენად, პალატა ყურადღებას მიაპყრობს თითოეული წარმოდგენილი მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს - ერობლივად და ინდივიდუალურად თუ რომელი ფაქტის დადგენის შესაძლებლობას იძლევიან ისინი, ასევე, ბრალდების მხარის მტკიცებულებებს პალატა შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობის და საკმარისობის თვალსაზრისით და დაასკვნის, თუ რამდენად ქმნიან ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, განზრახ დანაშაულს წარმოადგენს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. აღნიშნული ინკრიმინირებული ქმედების სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც პირს შეგნებული აქვს, რომ იგი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა. ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა - მოტყუებით და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლოს სხვის ნივთს, ან მიიღოს ქონებრივი უფლება. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებიდან თაღლითობა გამოირჩევა მისი ჩადენის ხერხით, რადგან ამ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ქონების დაუფლება ხდება არა ფარულად ან ძალადობის გამოყენებით, არამედ დაზარალებულის მოტყუებით, ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის გზით, რის შედეგადაც ქონების გადაცემა დაზარალებულის მხრიდან ხდება ნებაყოფლობით. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვის ხარჯზე მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში. შესაბამისად, თაღლითობა მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება.

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, სსკ-ის 177-ე-1891-ე მუხლები), დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10 000 ლარის ზევით. ჯგუფური დანაშაულის ცნებას კი განმარტავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლი, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გულისხმობს მაღალი დამაჯერებლობის ხარისხის მქონე მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ მსჯავრდებულების მიერ ჩადენილია სწორედ ის დანაშაულებრივი ქმედებები, რისთვისაც ისინი ბრალდებულად იქნენ ცნობილნი და რისთვისაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ბრალდების მხარე ი-------–--–--ას ედავება რ-----------------------------------ს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლებაში. აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული იქნა დაზარალებულების რამ-----------------ის და რ-------------------ის ჩვენებები, მოწმეების: ო-------------------ის, ე-–-------------------ის და ჯ---------------ის ჩვენებები, ასევე, ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, სესხისა და იპოთეკის, საკრედიტო და გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები.

 

დაზარალებულებმა ერთმანეთის იდენტურად, ნათლად და დამაჯერებლად განაცხადეს, რომ ი-------–--–--ა თავდაპირველად დაუახლოვდა რამ-----------------ეს და მოიპოვა მისი ნდობა, ხოლო მოგვიანებით, გაცნობის შემდეგ, რ--------------------ც დადებითად განეწყო მის მიმართ და ი-------–--–--ას კეთილსინდისიერებაში არცერთს არ შეპარვია ეჭვი. დაზარალებულების ჩვენებით, ი-------–--–--ას შეთავაზება - მათი კუთვნილი სახლების იპოთეკით დატვირთვის და სარემონტო სამუშაოების ჩატარების გზით სასტუმროებად გადაკეთების შესახებ, მათთვის მისაღები იყო, ვინაიდან ი-------–--–--ა მათ თავს აჩვენებდა, რომ იყო წარმატებული, საქმიანი ქალბატონი. ი-------–--–--ა ორივე მათგანს ესაუბრა, რომ ჰქონდა რამდენიმე კერძო სკოლა, განათლების სფეროში მოღვაწეობდა და გააჩნდა 600 000 ლარიანი ბრუნვა. მათი განმარტებით, ი-------–--–--ას შეთავაზება მიმზიდველი იყო, რადგან მათ ოჯახს გაუჩნდებოდა შემოსავალი; ბინების იპოთეკით დატვირთვაზე თანხმობის მიცემის მიზეზი კი გახდა ი-------–--–--ას საუბარი მის მყარ ფინანსურ გარანტიებზე. რამაზ და რ--------------------ებმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს, რომ ი-------–--–--ა საერთო ჯამში სახლების იპოთეკით დატვირთვის შედეგად დაეუფლა 80 000 ლარამდე ფულად თანხას, თუმცა მას არც სახლების სასტუმროებად გადაკეთების სამუშაოები დაუწყია და არც იპოთეკარებისაგან აღებული ფულადი თანხა დაუბრუნებია უკან, რის გამოც ორივე უძრავი ქონება აუქციონის წესით გაიყიდა. დაზარალებულებმა კატეროგიულად განაცხადეს, რომ თუ არა ი-------–--–--ას საუბარი წარმატებულ ბიზნესთან და 600 000 ლარიან ბრუნვასთან დაკავშირებით, ისინი არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდებოდნენ მის შეთავაზებას. სასამართლო აფასებს რა დაზარალებულების მიერ მიცემულ ჩვენებებს, განმარტავს, რომ მათ საკმაოდ დამაჯერებლად და ლოგიკურად გადმოსცეს ი-------–--–--ას მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების დაგეგმვის და განხორციელების დეტალები, რაც იმაში გამოიხატა, რომ ი-------–--–--ამ საკუთარ ოჯახზე, მშობლებზე და ბიზნეს საქმიანობაზე აპელირებით მოიპოვა რ-----------------------------------ს ნდობა, რის შემდეგაც მოტყუებით და ცრუ დაპირებებით, იპოთეკით დაატვირთინა უძრავი ქონება და ამ გზით აღებული დიდი ოდენობით თანხები მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

 

ამასთან, დაზარალებულების მიერ სასამართლოსათვის მოწოდებული ინფორმაცია ი-------–--–--ას დანაშაულებრივი ქმედების სხვადასხვა გარემოებებთან დაკავშირებით გამყარებულია მოწმეების - ო-------------------ის, ჯ---------------ის და ე-–-------------------ის ჩვენებით, ასევე საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით. ო-------------------ე და ჯ---------------ი ადასტურებენ, რომ ი-------–--–--ა ნამდვილად პირდებოდა კვ--------------ის ოჯახს მათი სახლების გარემონტებასა და სასტუმროებად გადაკეთებას. ე-–-------------------ემ კი დაადასტურა, რომ 2011 წელს სალიზინგო კომპანიამ, სადაც თავად მუშაობდა იურისტის პოზიციაზე, სწორედ ი-------–--–--ას გადაურიცხა 100 000 ლარი სესხის სახით, რის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა ქ--------–---–ი მდებარე კვ--------------ის უძრავი ქონებები. ხოლო ვინაიდან შემდგომში აღარ მოხდა მსესხებლის მიერ სესხის პროცენტის გადახდა, ზემოხსენებული უძრავი ქონებები გასხვისდა აუქციონის წესით. აღნიშნული გარემოებები სრულ შესაბამისობაშია სესხის, იპოთეკის და უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებთან, რომელთა თანახმადაც, ქ. ქობულეთში მდებარე რ-----------------------------------ს კუთვნილი უძრავი ქონება იპოთეკით დაიტვირთა ი-------–--–--ას მიმართ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად; ასევე, საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით დასტურდება, რომ 2012 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით ქ--------–---–ი, დ.აღმაშენებლის გამზირის N2--ა-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე არის შპს „ინტერ-კრედიტი“, ხოლო 2012 წლის 30 ივლისის მდგომარეობით, ქ--------–---–ი, 9 ა-----–------------ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე არის შპს „ა-–------------- ლიზინგი“.

 

ი-------–--–--ას ბრალდების შემდეგ ორ ეპიზოდს წარმოადგენს მ--------------–---სთან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ 2011 წლის შემოდგომაზე - ი-------------–---ის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის, ხოლო 2012 წლის ზამთარში - მ---------–---–ის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თაღლითურად დაუფლების ფაქტები.

 

დაზარალებულმა ი-------------–---მა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მ--------------–--ეს საკუთარი ბინის იპოთეკით დატვირთვაზე დათანხმდა მხოლოდ სამი დღით, ხოლო თუ ეცოდინებოდა, რომ ბრალდებული მის ქონებას სამ დღეში არ გაათავისუფლებდა იპოთეკური ვალდებულებისაგან, მის თხოვნას არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდებოდა. ანალოგიურად, დაზარალებულმა მ---------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ მან 12 000 აშშ დოლარი შეიტანა ი-------–--–--ასა და მ--------------–--ის მიერ მითითებულ სკოლის საბანკო ანგარიშზე მხოლოდ ერთი საათით, სხვა შემთხვევაში თუ ეცოდინებოდა, რომ თანხა იმავე დღეს არ დაუბრუნდებოდა, იგი არ დათანხმდებოდა ბრალდებულების შეთავაზებას. როგორც ი-------------–---მა და მისმა მეგობარმა - ქ-----------------მა განაცხადეს, მ--------------–--ემ ცრუ ინფორმაცია მიაწოდა დაზარალებულს, რომ თითქოს მისი მშობლების ბინა სამ დღეში იყიდებოდა აუქციონზე, მისი და მისი ოჯახის კუთვნილ სხვა უძრავ ქონებებს კი სხვადასხვა მიზეზების გამო იმ მომენტში ვერ იყენებდა მამამისის ბინის დასახსნელად. რეალურად, საქმის მასალებით დგინდება, რომ ი-------------–---ისათვის თხოვნით მიმართვის დროს, ქ------–--–-----–-----------------/10-ში მდებარე მ--------------–--ის ოჯახის ბინა აუქციონის წესით უკვე შესყიდული ჰქონდა ვ------------–--–---–ს, ხოლო როგორც ამ უკანასკნელმა სასამართლოს მოახსენა, მას მ--------------–---ს ოჯახის ბინა არ აინტერესებდა, ამიტომ გამოსახლებით არასოდეს დამუქრებია, მისი მიზანი იყო მხოლოდ თანხის დაბრუნება, რის შემდეგაც ბინას უპრობლემოდ გადასცემდა მ--------------–--ის ოჯახს. რაც შეეხება ქ------–--–-----–---------------------ში მდებარე უშუალოდ მ--------------–--ის საკუთრებაში არსებულ ბინას, რომელიც ი-------------–---ს ეგულებოდა საკუთარი თანხის დაბრუნების ერთ-ერთ გარანტად, მ--------------–--ის მიერ გასხვისებული იყო ჯერ კიდევ 2008 წელს, რის შესახებაც ინფორმაცია ი-------------–---ისათვის არ მიუწოდებია. თავის მხრივ მ---------–---–მა და ი-------------------მ დაადასტურეს, რომ მ--------------–--ისა და ი-------–--–--ას მიერ მითითებულ სკოლის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა ბრალდებულების განმარტებით, უნდა მომხდარიყო მხოლოდ ერთი საათით, ანგარიშზე ბრუნვის დაფიქსირების მიზნით და ამ ერთჯერადი ოპერაციისთვის 200 ლარი უნდა მიეღო საჩუქრად მ---------–---–ს, თუმცა მან არა თუ დანაპირები სარგებელი, არამედ ჩარიცხული 12 100 აშშ დოლარიც ვერ დაიბრუნა.

 

დაზარალებულებმა სასამართლოს მოახსენეს, რომ აღნიშნულის შემდეგ კიდევ არაერთი ცრუ დაპირებით და მოტყუებით, მათ საქმიანობაზე და ბიზნესის გაფართოების მიზნით თანხების საჭიროებაზე აპელირებით, რითაც თითქოსდა აუცილებლად უნდა ენახათ სარგებელი თავად ი-------------–---ს და მ---------–---–ს, მ--------------–--ე და ი-------–--–--ა სხვადასხვა დროს დამატებით დაეუფლნენ მათ კუთვნილ ფულად თანხებს. ორივე დაზარალებულმა კატეგორიულად განაცხადა, რომ ისინი არ დათანხმდებობდენ ბრალდებულების შეთავაზებებს, რომ არა მათი მხრიდან არაერთი საუბარი მაღალშემოსავლიან საქმიანობაზე, მილიონიან საკრედიტო ხაზზე, ბიზნესის გაფართოების გეგმებზე და დაპირებები მომავალში გახსნილი სკოლისა და საბავშვო ბაღის დირექტორად დანიშვნაზე. ასევე, მათ დაადასტურეს, რომ მოლაპარაკებებში თანაბრად იყვნენ ჩართულები მ--------------–--ე და ი-------–--–--ა. დანაშაულებრივ ქმედებებში ი-------–--–--ასა და მ--------------–--ის ერობლივი მონაწილეობა, გარდა დაზარალებულების ჩვენებებისა, დასტურდება მოწმეების - ნ-----–-----------------------------------------------–---------ის ჩვენებებით, რომლებიც პირადად შეესწრნენ დაზარალებულებსა და ამჯამად მსჯავრდებულ პირებს შორის განხორციელებულ სხვადასხვა უშუალო თუ სატელეფონო საუბრებს.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ბრალდების მხარის მიერ ასევე წარმოდეგნილი იქნა იმ პირების ჩვენებები, რომელთა სასარგებლოდაც იპოთეკით დაიტვირთა ი-------------–---ის კუთვნილი ბინა (იპოთეკარები), აგრეთვე სესხისა და იპოთეკის, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები და სხვა წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია დაზარალებულის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციასთან.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს ი----- გ-----–----სა და მ--------------–--ის, ასევე მ---------–---–ისა და მ--------------–--ის საუბრების აუდიოჩანაწერებზე და ი-------–--–--ას მიერ მ---------–---–ისათვის გაგზავნილ მოკლეტექსტურ შეტყობინებებზეც, რომელთა თანახმადაც, მ--------------–--ე აღიარებს, რომ როგორც ი-------------–---ს, ასევე მ---------–---–ს თავდაპირველადვე მიაწოდა ცრუ ინფორმაცია და არ უთხრა სიმართლე, ვინაიდან შესაძლოა დაზარალებულები აღარ დათანხმებულიყვნენ მათ შეთავაზებას, ხოლო მისი და ი-------–--–--ას დაპირებები თავიდანვე იყო აბსურდი. შეტყობინებების თანახმად, ი-------–--–--ა თავს არიდებდა მ---------–---–თან კომუნიკაციას და სხვადასხვა მიზეზების მითითებით, ასევე ცრუ დაპირებებით ცდილობდა მისგან თავის დაღწევას. დაცვის მხარე ეჭვის ქვეშ აყენებს ზემოაღნიშნული აუდიოჩანაწერების ავთენტურობას და მათზე ჩატარებული ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას, რასაც სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მტკიცებულებები არ წარმოადგენს ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების შედეგად მოპოვებულ მასალას, ან გამოძიების მწარმოებელი ორგანოს ინიციატივით გამოთხოვილ ინფორმაციას. აღნიშნული მტკიცებულებები მოპოვებული იქნა სატელეფონო კომუნიკაციის ერთ-ერთი მხარის მიერ და შესაბამისი განცხადების საფუძველზე, საქმეზე დართვის მიზნით წარედგინა საგამოძიებო ორგანოს, რომლებზეც ექსპერტიზის დასკვნებით, მონტაჟის არსებობა ვერ დადგინდა. მართალია მოცემულ შემთხვევაში არ არის ჩატარებული შესაბამის ექსპერტიზა ხმების იდენტიფიცირების მიზნით, თუმცა მასში ასახული საუბრები სრულ შესაბამისობაშია დაზარალებულების ჩვენებებთან და კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლობას სძენ მათ. ამასთან, გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნება მხოლოდ ზემოთაღნიშნული აუდიოჩანაწერებს და მათზე ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნებს, ისინი ფასდება მხოლოდ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რომლებიც აშკარად მიუთითებენ ი-------–--–--ასა და მ--------------–--ეზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირებზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულების ი-------–--–--ას და მ--------------–--ის ადვოკატების არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ ემყარება გონივრულს ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას და სახეზეა მხოლოდ დაზარალებულთა დამაჯერებლობას მოკლებული ჩვენებები. პალატა მიუთითებს, რომ მტკიცების სტანდარტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი და უმაღლესი საფეხურია. მოცემულ შემთხვევაში მთავარი აქცენტი ეჭვის ხარისხზეა გადატანილი და არა ვარაუდზე. თუმცა, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას. იგი ობიექტურად დამკვირვებელ პირს (ამ შემთხვევაში მოსამართლეს) უნდა არწმუნებდეს ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში და ამ უკანასკნელის ბრალეულობაში გონივრული ეჭვის შეტანის საფუძველს არ უნდა უტოვებდეს.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებიდან - როგორც დაზარალებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან, ასევე სხვა მოწმეთა ჩვენებებიდან და წერილობითი მასალებიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად, შესაძლებელია ცალსახად და დადასტურებულად იმის მტკიცება, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა პირდაპირი სახის მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ ი-------–--–--ას და მ--------------–--ის ბრალში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს. რაც შეეხება დაცვის მხარის განმარტებას, რომ ი-------–--–--ა და მ--------------–--- არიან უდანაშაულოები, მათ გააჩნიათ სასესხო ვალდებულებები დაზარალებულების მიმართ და სახეზე გვაქვს მხოლოდ სამოქალაქო სამართლით რეგულირებადი ურთიერთობები, არის უსაფუძვლო, ეწინააღმდეგება საქმეზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ემსახურება მსჯავრდებულთათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობას. აშკარაა, რომ მ--------------–--ეს და ი-------–--–--ას სხვისი დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების განზრახვა გააჩნდათ აღნიშნული ქონების მიღებამდე და დაზარალებულებთან შესაბამისი გარიგებების დადებამდე. მათ თითოეული დაზარალებულის წინაშე თავი წარმოაჩინეს, როგორც წარმატებულმა და მყარი ფინანსური შესაძლებლობების მქონე პირებმა, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. მათი დაზარალებულებისათვის მიწოდებული ინფორმაცია მილიონიან საკრედიტო ხაზზე, დამტკიცებულ დიდი ოდენობით სესხზე, ასევე მ--------------–--ის უძრავ ქონებებზე, ახალი კერძო სკოლისა და ბაღის გახსნის გეგმებზე იყო სიცრუე, მოგონილი მხოლოდ იმისათვის, რომ მოეპოვებინათ დაზარალებულების ნდობა და მოტყუების ხერხით, ადვილად მიეღწიათ დანაშაულებრივი მიზნებისათვის. ზემოთაღწერილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე პალატა ასევე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ი-------------–---ისა და მ---------–---–ის მიმართ დანაშაულებრივ ქმედებებში მ--------------–--ე და ი-------–--–--ა თანაბრად იყვნენ ჩართულები და გააჩნდათ თანაბარი როლები.

 

ამდენად, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის მსჯელობას და დასკვნას იმის თაობაზე, რომ ი-------–--–--ამ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (2 ეპიზოდი) და თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, დანაშაულები გათვალისწინებული: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; მ--------------–--ემ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (2 ეპიზოდი), დანაშაულები გათვალისწინებული: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი). შესაბამისად, მათ პასუხი უნდა აგონ ჩადენილი დანაშაულებისათვის აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ყოველივე აღნიშნულისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, მსჯავრდებულებს - ი-------–--–--ას და მ--------------–--ეს, მათ მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაენიშნათ ადეკვატური და სამართლიანი, მათი პიროვნების, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგის პროპორციული სასჯელები, რაც იქნება საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელების - სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავეთა რესოციალიზაციის გარანტი.

 

ამდენად, სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01 მარტის განაჩენი ი-------–--–--ას და მ--------------–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულების ი-------–--–--ას და მ--------------–--ის, ასევე მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01 მარტის განაჩენი;

 

ი-------–--–--ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით.

 

ი-------–--–--ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით.

 

ი-------–--–--ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით ი-------–--–--ას საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 8 (რვა) თვის ვადით.

 

ი-------–--–--ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 01 მარტიდან.

 

მსჯავრდებულ ი-------–--–--ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და ი-------–--–--ას სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

მ--------------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით.

 

მ--------------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით მ--------------–--ეს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 8 (რვა) თვის ვადით.

 

მ--------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 01 მარტიდან.

 

მსჯავრდებულ მ--------------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და მ--------------–--ის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

ნივთიერი მტკიცებულება: 06 ცალი ლაზერული დისკი დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე