განაჩენი

სისხლის სამართლის 15.10.2019
საქმის ნომერი
330100117002222903
ინსტანცია
თარიღი
15.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002222903

საქმე №1ბ/1235-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის, ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორების - ლ-----–----–---–--ის, ა-----–---–---–ის, თ------------------–---–ის;

ადვოკატების - ქ------–------–----ის, მ--–--------–----ას;

მსჯავრდებულების - ბ--------------–---–ის, ლ--------–-–---–ის, ნ-----–------------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ბ--------------–---–ის ადვოკატ ქ------–------–----ის, მსჯავრდებულ ლ--------–-–---–ის ადვოკატ ვ----–-------–-–---–ის და მსჯავრდებულ ნ-----–------------ის ადვოკატ მ--–--------–----ას სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ბ--------------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------–-სს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ყ------–--------------------–--–--–--ა, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-----–-----------–---–-------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით;

 

ლ--------–-–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლევი, მცხოვრები: ქ-------–--------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.

 

ნ-----–------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: ქ------–----------------------------------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივლისის განაჩენით:

 

ბ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 ივლისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ბ--------------–---–ს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

 

ბ--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 11 ნოემბრიდან.

 

ლ--------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ლ--------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 11 ნოემბრიდან.

 

ნ-----–------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ნ-----–------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 11 ნოემბრიდან.

 

ბ--------------–---–ის მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

 

ლ--------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ და არაერთგზის.

 

ნ-----–------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა შემდეგი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 აგვისტოს განაჩენით ლ--------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა 6 წლით, 9 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 4 წელი, 9 თვე და 19 დღე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი, 9 თვე და 19 დღე. იმავე სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით, ლ--------–-–---–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად; ხოლო 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად. ლ--------–-–---–ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 22 ნოემბერს.

 

2017 წლის 11 ნოემბერს, გამთენიისას ბ--------------–---–მა, ლ--------–-–---–მა და ნ-----–------------ემ განიზრახეს სხვისი კუთვნილი ავტომანქანების გაქურდვა. ამ მიზნით მივიდნენ ქ-------–--–----------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე და ლ----------–----–---–ის კუთვნილი „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსიდან, სახელმწიფო ნომრით H------, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ 200 ლარად ღირებულ „I--------ს“ ფირმის აკუმულატორს და 30 ლარად ღირებულ „პიონერის“ ფირმის აუდიო მაგნიტოფონს, რის შემდეგაც მივიდნენ ქ-------–--–------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე და დ------------–---–-ს კუთვნილ „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსიდან, სახელმწიფო ნომრით - F--------, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ 250 ლარად ღირებულ, „WESTA-ს“ ფირმის აკუმულატორს, თუმცა მათი ქმედება შეამჩნიეს პოლიციის თანამშრომლებმა და დააკავეს შემთხვევის ადგილის სიახლოვეს, რის გამოც ვეღარ შეძლეს თავიანთი განზრახვის ბოლომდე მიყვანა. აღნიშნული ქმედებების შედეგად ლ----------–----–---–სა და დ------------–---–ს შესაძლოა მისდგომოდათ მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ბ--------------–---–ის ადვოკატმა ქ------–------–----ემ, მსჯავრდებულ ლ--------–-–---–ის ადვოკატმა ვ----–-------–-–---–მა და მსჯავრდებულ ნ-----–------------ემ და მისმა ადვოკატმა მ--–--------–----ამ.

 

მსჯავრდებულ ბ--------------–---–ის ადვოკატმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება და ბრალად წარდგენილი ქმედების სანქციის ფარგლებში სასჯელის მინიმალური ზომის განსაზღვრა.

 

მსჯავრდებულ ლ--------–-–---–ის ადვოკატი, ასევე მსჯავრდებული ნ-----–------------ე და მისი ადვოკატი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით ითხოვენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

 

საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება მსჯავრდებულ ბ--------------–---–ის მიმართ. ამასთან, 2019 წლის 10 ოქტომბერს, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ------------------–---–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მსჯავრდებულების ლ--------–-–---–ის და ნ-----–------------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, კერძოდ, პროკურორმა იშუამდგომლა შემდეგი:

 

ლ--------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 11 (თერთმეტი) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით ლ--------–-–---–ს განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 1 (ერთი) წლის და 11 (თერთმეტი) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

 

ნ-----–------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 11 (თერთმეტი) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით ნ-----–------------ეს განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2 (ორი) წლის და 5 (ხუთი) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

 

საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას და მასში ასახულ პირობებს სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა პროკურორმა თ------------------–---–მა.

 

ადვოკატმა მ--–--------–----ამ ასევე მხარი დაუჭირა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანას და პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის დამტკიცებას.

 

მსჯავრდებულებმა ლ--------–-–---–მა და ნ-----–------------ემ განმარტეს, რომ სრულად აღიარებენ მათ მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს არ ხდიან სადავოდ და მხარს უჭერენ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობებს.

 

სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობების საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობები საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ბრალდების მხარემ გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებულებმა ლ--------–-–---–მა და ნ-----–------------ემ აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლეს გამოძიებასთან, რის გამოც ჩადენილი დანაშაულისათვის დაწესებული სასჯელის სიმძიმის გათვალისწინებით, აგრეთვე, საჯარო ინტერესიდან გამომდინარე - სახელმწიფო რესურსის მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, მსჯავრდებულების ქმდების შეფასების საფუძველზე, მათთან გააფორმა საპროცესო შეთანხმება, რომელიც მხარეებს შორის დაიდო საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებით ლ--------–-–---–მა და ნ-----–------------ემ უარი თქვეს საქმის არსებითად განხილვაზე, რაც გაცნობიერებული და ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება იყო. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, პალატა დარწმუნდა, რომ მსჯავრდებულების აღნიშნული გადაწყვეტილება ძალადობის ან სხვა რაიმე უკანონო ქმედების შედეგი არ ყოფილა. ასევე არ დგინდება, რომ საქმის არსებითად განხილვის უფლებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს.

 

საქმეში „ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს განმარტებით, ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისაგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (ამასთან დაკავშირებით სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, § 17, Slavcho Kostov v. Bulgaria, no. 28674/03, 27 November 2008; რუცინსკი პოლონეთის წინააღმდეგ, § 12, Ruciński v. Poland, no. 33198/04, 20 February 2007). საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი კონვენციის მოთხვნებთან შეუსაბამო არ არის (იხ: ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ mutatis mutandis, Babar Ahmad and Others v. the United Kingdom (dec.), nos. 24027/07, 11949/08 and 36742/08, ECHR 6 July 2010). აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და გამოყენებული იქნეს მსუბუქი სასჯელები. სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება. აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს დარღვევად კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად (სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ; § 135, Scoppola v. Italy (no. 2) [GC], no. 10249/03, 17 September 2009).

 

ამასთან, შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. პალატა დარწმუნდა, რომ ლ--------–-–---–ის და ნ-----–------------ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მათ მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას; აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულების მხრიდან მათ ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. მსჯავრდებულები სრულად აცნობიერებენ საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ასევე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებულები ლ--------–-–---–ი და ნ-----–------------ე სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მათ დაედოთ მსჯავრი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მათთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებულები აცნობიერებენ, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მათთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მათი უფლებების შესახებ.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება ბ--------------–---–ის, ლ--------–-–---–ის და ნ-----–------------ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. გარდა მსჯავრდებულთა აღიარებისა, მათ მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დასტურდება: დაზარალებულების - ლ----------–----–---–ისა და დ------------–---–-ს, მოწმეების - ა-–---------–------------------------–---–-----------------------–---–--------------------–-–---–-------------------–---–-------------------------------------------------------------------------–-------------–---–-------------------------------------------------------–---–---------–-----–----–--------------------------–--------------–----–-–---–-----–-----------–---–----------–-------------–---–----------–-----–-------ს ჩვენებებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით; ბრალდებულების დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით; ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით; ბ--------------–---–ის საცხოვრებელი სახლისა და ეზოს ჩხრეკის ოქმით; ამოღებული ნივთებით; ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით; ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.

 

პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობები სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის, მე-111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულები ლ--------–-–---–ი და ნ-----–------------ე აღიარებენ დანაშაულს, ეთანხმებიან ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობენ სასამართლოს მიერ მათ საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ მსჯავრდებულები ეთანხმებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებებში თითოეულ მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ მსჯავრდებულები და მათი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ მსჯავრდებულების მიმართ სამართალდამცავი ან სხვა ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. მათ განემარტათ, რომ შესაბამის უწყებაში საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), ხოლო სასჯელი - კანონიერი და სამართლიანი. შესაბამისად, ლ--------–-–---–ის და ნ-----–------------ის მიმართ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკანონმდებლო საფუძვლები.

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა ასევე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბ--------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ბ--------------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ მითითებულ არგუმენტებს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირებასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი - „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან, შვიდ წლამდე ვადით.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა მხედველობაში იღებს მსჯავრდებულ ბ--------------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარებას და მონანიებას, თუმცა, აღნიშნავს, რომ მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად კი, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.

 

ბ--------------–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 ივლისის განაჩენით ნასამართლობის მქონეა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მას ხსენებული განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით,ს აიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი 2 (ორი) თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სარჩენილი ნაწილი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად, ამავე გამოსაცდელი ვადით.

 

საქმის მასალების მიხედვით ბ--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 23 ივლისიდან და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2015 წლის 25 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, რომლის თანახმადაც ბ--------------–---–ი შეწყალებული იქნა და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან. რაც შეეხება მის მიმართ განსაზღვრულ პირობით მსჯავრს, თბილისის პრობაციის ბიუროს წერილის თანახმად, მის მიმართ საბრობაციო ვადის დასაწყსი არის 2015 წლის 25 დეკემბერი, ხოლო ვადის დასრულების თარიღად განსაზღვრულია 2019 წლის 25 დეკემბერი.

 

ამდენად, ბ--------------–---–ი დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის - 2017 წლის 11 ნოემბრის მდგომარეობით, წარმოადგენდა განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის მქონე პირს და მისთვის სასჯელის სახით 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციის ფარგლებში, გამომდინარეობს რეციდივის გათვალისწინებით სასჯელის დანიშვნის საფუძვლებიდან.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შეღავათზეც და მიუთითებს, რომ აღნიშნული ნორმის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. მოცემულ შემთხვევაში კი ბ--------------–---–ი დაკავებული იქნა დანაშაულის ჩადენისას, რის გამოც, მის მიმართ თავისუფლების აღკევთის სახით დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირების ან/და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მისი ნაწილობრივ პირობითად ჩათვლის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ბ--------------–---–ის ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პროკურორის შუამდგომლობა ლ--------–-–---–ის და ნ-----–------------ისა მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ბ--------------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

დაკმაყოფილდეს პროკურორ თ------------------–---–ის შუამდგომლობა - საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.

 

დამტკიცდეს პროკურორსა და მსჯავრდებულ ლ--------–-–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

 

დამტკიცდეს პროკურორსა და მსჯავრდებულ ნ-----–------------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

 

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივლისის განაჩენში;

 

ბ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 ივლისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ბ--------------–---–ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

ბ--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 11 ნოემბრიდან.

 

ბ--------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

ლ--------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 11 (თერთმეტი) თვის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 11 (თერთმეტი) თვის ვადით, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით.

 

ლ--------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 11 ნოემბრიდან.

 

ლ--------–-–---–ის მიერ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ, პირობით მსჯავრდებულების ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ლ--------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნ-----–------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 11 (თერთმეტი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 5 (ხუთი) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

 

ნ-----–------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 11 ნოემბრიდან.

 

ნ-----–------------ის მიერ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ, პირობით მსჯავრდებულების ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნ-----–------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- ელექტრონული დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

- სუნისა და სისხლის ნიმუშები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ელ. სადენის ნიმუშები, ბ--------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ხელთათმანი, ქანჩი, სახრახნისი, ბრტყელტუჩა და დანა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

- ორი აკუმულატორი, სამი მობილური ტელეფონი, ორი საფულე, ერთი ნაჭრის ჩანთა სათევზაო ინვენტარით, აუდიო მაგნიტაფონი, გასაღები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას;

 

ლ--------–-–---–ის და ნ-----–------------ის მიმართ განაჩენის გასაჩივრება შეუძლიათ მსჯავრდებულებს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს, პირობების დარღვევის გამოვლენიდან, ერთი თვის ვადაში, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.

 

ბ--------------–---–ის მიმართ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. კაპანაძე