განაჩენი

სისხლის სამართლის 15.10.2019
საქმის ნომერი
160100119003024982
ინსტანცია
თარიღი
15.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100119003024982

საქმე 1ბ/1497-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მაკა გველესიანმა

 

მსჯავრდებულ ე-------- კ--------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ე-------- კ--------ის (დაბადებული 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ----------–------------–---–-----------) მიმართ;

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე-------- კ--------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 20 აპრილისა და 2019 წლის 24 აპრილის ეპიზოდები, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

- 2019 წლის 20 აპრილს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქ----------––------------–---–------------ში მდებარე ე-------- კ--------ის და შ------- კ--------ას ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ე-------- კ--------მა პირადი წყენის მოტივით მარჯვენა ხელის თავში და მხარში სამჯერ ძლიერად დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის -შ------- კ--------ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

-2019 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ----------––------------–---–------------ში მდებარე ე-------- კ--------ის და შ------- კ--------ას ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ე-------- კ--------მა ყოველგვარი მიზეზის გარეშე მარჯვენა ხელის თავში ძლიერი დარტყმით, ხოლო ტანის არეში ხელებით და ფეხებით არაერთჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - შ------- კ--------ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე ბოლო ექვსი თვის მანძილზე სისტემატიური შეურაცხყოფის გზით ე-------- კ--------ი ფსიქოლოგიურად ძალადობდა შ------- კ--------ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 ივლისის განაჩენით:

 

ე-------- კ--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 20 აპრილის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 20 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა10(ათი)თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ე-------- კ--------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა -თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი)თვის ვადით;

 

მსჯავრდებულ ე-------- კ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 24 აპრილიდან.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენი 2019 წლის 30 ივლისს სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ე-------- კ--------მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი მიაჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი დაუსაბუთებელი და უსამართლოა. ვინაიდან აღიარებს და ინანიებს მის მიმართ წარდგენილი ბრალდებას, თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან, არ არის ნასამართლევი. ზემოაღნიშნულ გარემოებებზე მითითებით მსჯავრდებული ე-------- კ--------ი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის შემსუბუქების კუთხით. კერძოდ, განაჩენით დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლას და პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებას.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ--------------–--ემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა მსჯავრდებულ ე-------- კ--------ის მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ე-------- კ--------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა მსჯავრდებულ ე-------- კ--------ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ე-------- კ--------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ე-------- კ--------ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

დაზარალებულ შ------- კ--------ას ჩვენებით დადაგენილია, რომ არის ე-------- კ--------ას მეუღლე, ე.კ--------ი ყოველდღიურად მოიხმარს ალკოჰოლურ სასმელს. 2019 წლის 20 აპრილს, ღამის საათებში, იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში, მდებარე: ქ----------–------------–---–------------ში. საღამოს საათებში, ე-------- კ--------ი სახლში მივიდა ნასვამ მდგომარეობაში, რა დროსაც მოსთხოვა მას სახლიდან წასვლა და მისი მშობლების სახლში დაბრუნება, რა დროსაც მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მარჯვენა ხელი ჩაარტყა თავში და მხარში სამჯერ ძლიერად, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2019 წლის 24 აპრილს, ე-------- კ--------ი, ღამის საათებში, დაბრუნდა ნასვამი და ყოვეგვარი მიზეზის გარეშე მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა: ძლიერად რამდენჯერმე დაარტყა თავში ხელი, ასევე ტანის არეში ხელებით და ფეხებით ურტყამდა გამეტებით, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

მოწმე მ------ კ--------ას ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს გ----------------------------–---------–--–-, ე-------- კ--------ი არის მისი მაზლი. იგი სტუმრად იმყოფებოდა თავისი მაზლის სახლში. 2019 წლის 23-24 აპრილის ღამეს დასაძინებლად დაწვა, რა დროსაც გააღვიძა ხმაურმა, ოთახიდან გამოვიდა და დაინახა, რომ ე-------- კ--------ი და შ------- კ--------ა კამათობდნენ, დაინახა ე-------- კ--------მა როგორ ჩაარტყა თავში და მხარში ხელი შ------- კ--------ას.

მოწმე გ-----–------- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს მარნეულის შს რაიონულ სამმართველოში. 2019 წლის 24 აპრილს იმყოფებოდა სამსახურში, იყო მორიგე, ღამის საათებში, სამმართველოში შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მოცემულ საქმეზე მის მიერ გამოკითხული იქნა შ------- კ--------ა, რომელმაც განმარტა ე-------- კ--------ის მიერ მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ. ასევე მონაწილეობა მიიღო საგამოძებო ექსპერიმენტში. მანვე ბრალდებულის სახით დააკავა ე-------- კ--------ი. გ-----–-----ემ დაადასტურა მის მიერ ჩარტარებული საგამოძიებო მოქმედებების მართებულობა და სისწორე.

მოწმე ლ--–- კ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მარნეულის შს რაიონულ სამმართველოში მუშაობს თარჯიმნად. მოცემულ საქმეზე იგი ესწრებოდა შ------- კ--------ას გამოკითხვას, რა დროსაც დაზარალებულმა განმარტა, რომ მას მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მანვე მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას, რა დროსაც დაზარალებულმა დეტალურად აღწერა და ხელის დემონსტრირებით მიუთითა ადგილი, სადაც ე-------- კ--------მა ფიზიკურად იძალადა მასზე.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ე-------- კ--------ის ჩვენებით დგინდება, რომ ცხოვრობს ქ----------––------------–---–--------–ი, მეუღლესთან შ------- კ--------ასთან ერთად, ქორწინებაში 31 წელია იმყოფება და ჰყავს ორი შვილი. 2019 წლის 20 აპრილს, იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, სახლში მისვლის შემდეგ კონფლიქტი მოუვიდა მეუღლესთან, რა დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას, მუშტი დაარტყა თავში და მხარში. 2019 წლის 24 აპრილს, ღამის საათებში, ასევე იმყოფებოდა ნასვამი და განერვიულებული, რა დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შ------- კ--------ას, ხელები, დაარტყა ტანის არეში, ასევე ხელი, დაარტყა თავის არეშიც.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 31 მაისის N0-------- დასკვნის თანახმად, დგინდება, რომ პირადი გასინჯვის მონაცემებით (24.04.2019) შ------- კ--------ას აღენიშნება სისხლჩაქცევები: მარცხენა წვივის ზემო მესამედის წინა ზედაპირზე, მარცხენა მხარის შუა მესამედის უკანა ზედაპირზე, მარცხენა მხარის სახსრის გარეთა ზედაპირზე და მარცხნივ თხემ-კეფის მიდამოში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. მარცხენა წვივის ზემო მესამედის წინა ზედაპირზე, მარცხენა მხარის შუა მესამედის უკანა ზედაპირზე არსებული სისხლჩაქცევები მიყენებულია 20.04.2019 წელს, ხოლო მარცხენა მხარის სახსრის გარეთა ზედაპირზე და მარცხნივ თხემ-კეფის მიდამოში არსებული დაზიანებები 24.04.2019 წელს.

საქმეზე შეკრებილი, სასამართლოში ე-------- კ--------ის მიერ დანაშაულის აღიარების და საქმეში არსებული სხვა ზ/აღნიშნული მტკიცებულებების შეფასების და გაანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ე-------- კ--------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. (ორი ეპიზოდი).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ე-------- კ--------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემსუბუქების კუთხით, განაჩენით დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლას და პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების თაობაზე.

 

საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

 

ევროპის საბჭოს კონვენციით „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად, სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით. კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე, სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) კი გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისთვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. მართალია, ე-------- კ--------ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, ნაწილი მტკიცებულებების არ გახადა სადავოდ, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი კი სასამართლოს ასევე ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ე-------- კ--------ის მიერ ჩადენილი ქმედებების განხორციელების სახესა და ხერხზე, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებაზე, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომაზე, კერძოდ, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ ე-------- კ--------მა დაზარალებულის მიმართ არაერთხელ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, ასევე ბოლო ექვსი თვის მანძილზე სისტემატურ შეუარცხყოფას აყენებდა მას, შესაბამისად, ე-------- კ--------ი ფსიქოლოგიურად ძალადობდა შ------- კ--------ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალბული განიცდიდა ტანჯვას.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. ასევე, იმ გარემოებას, რომ ე-------- კ--------მა დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად წარმოადგენს დამაძიმებელ გარემობას.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა განმარტავას, რომ სასჯელის სამართლიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. პალატა ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულის დამამძიმებელ გარემოებაზე, კერძოდ, დანაშაულის მოტივზე (ფიზიკური შეურაცხყოფა და სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის, მეუღლისა მიმართ), ქმედების ინტენსივობაზე და ხასიათზე, რამაც პალატის შეფასებით გამოიწვია მოვალეობათა დარღვევის მაღალი ხარისხი, რისი გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ ე-------- კ--------ი ქმედებები წარმოადგენს ოჯახის წევრებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველს, მიუთითებს მის არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე ოჯახის წევრების მიმართ, რისი გათვალისწინებითაც მხოლოდ თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი, უზრუნველყოფს დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და სამართლიანობის აღდგენას.

 

პალატა მსჯავრდებულ ე-------- კ--------ის მიმართ დანიშნული სასჯელის თანაზომიერების შეფასებისას ყურადღებას გაამახვიებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს (სტამბოლის კონვენციის) კონვენციის 45-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ამ დანაშაულთა სერიოზულობის გათვალისწინებით. ეს სანქციები მოიცავს, სადაც ეს მიზანშეწონილია, თავისუფლების აღკვეთას.

 

აპელანტის განმარტება, რომ ე-------- კ--------ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, არ არის ნასამართლევი და ამ გარემოებებს, მოცემულ შემთხვევაში ვერ ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალების მიხედვით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებს არ ჰქონია ერთჯერადი ხასიათი. მიუხედავად აღნიშნულისა, საქმის მასალების მიხედვით, დაზარალებულმა, მხოლოდ ბოლო ფაქტის დროს გადაწყვიტა სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვა. შესაბამისად, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და ვერ გახდება სასჯელის შემსუბუქების საფუძველი სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე არ იძლევა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ე-------- კ--------ის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით რაიმე სახის შეღავათების გამოყენების საფუძველს. ე-------- კ--------ის მიმართ 10(ათი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არ წარმოადგენს მკაცრ სასჯელს, სასჯელის შემსუბუქება (დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა) იქნება არასამართლიანი და პალატის მოსაზრებით, თავიდან ვერ იქნება აცილებული ახალი ძალადობრივი დანაშაული. პალატას მიაჩნია, რომ ე-------- კ--------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას. ამასთან, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 ივლისის განაჩენი ე-------- კ--------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ე-------- კ--------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ე-------- კ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 ივლისის განაჩენი ე-------- კ--------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი.

 

ე-------- კ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 20 აპრილის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

-საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 20 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით;

-საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ე-------- კ--------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს -თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით;

 

მსჯავრდებულ ე-------- კ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 24 აპრილიდან.

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ე-------- კ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი