განაჩენი

სისხლის სამართლის 17.10.2019
საქმის ნომერი
140100118002750414
ინსტანცია
თარიღი
17.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002750414

№1ბ/1512-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული - დ----- კ-------ე, დაბადების თარიღი: 1----–-–------------ი, პირადი ნომერი 0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. გ---------------–---–--------------.

 

კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილი (ბინის ხელშეუხებლობის დარღვევა, ესე იგი, ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას).

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 3 ნოემბრის ეპიზოდი), (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 6 ნოემბრის ეპიზოდი), (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).

 

სასჯელი:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 3 ნოემბრის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 6 ნოემბრის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და დ----- კ-------ეს საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა 9 (ცხრა) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა, სახელმწიფო ბრალმდებელმა, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ ხორგუაშვილმა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა, გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განაჩენის გაუქმება და დ----- კ-------ის დამნაშავედ ცნობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაშიც და სამართლიანი სასჯელის დანიშნვა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, გამამართლებელ ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, აღნიშნული ქმედებები, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მტკიცებულებებს. დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ დაზარალებულმა ე---–--- ლ--–---–-–---–მა, გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება, არ მისცა ჩვენება შვილის წინააღმდეგ და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ე---–--- ლ--–---–-–---–ს არ დაუდგინდა სხეულის დაზიანების ფაქტი, მაშინ როდესაც, თ----- ჯ-----ის და ო-–----------ის ჩვენებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა, რომ 2018 წლის 3 ნოემბერს და 6 ნოემბერს, დ----- კ-------ემ ფიზიკურად იძალადა დედის მიმართ. ფიზიკური ტკივილის განცდა უნდა შეფასდეს, ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. კერძოდ თ----- ჯ-----მა განმარტა, რომ დ----- კ-------ემ ე---–--- ლ--–---–-–---–ს ძლიერად მოკიდა მხრებში ხელი და შეანჯღრია. ე---–--- ლ--–---–-–---–ი არის 79 წლის, შესაბამისად, მისი ასაკის და მდგომარეობის გათვალისწინებით, დ----- კ-------ის მხრიდან უხეში ფორმით განხორციელებული ძალადობა, ობიექტურად გამოიწვევდა ფიზიკურ ტკივილს. უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდება ასევე თ----- ჯ-----ის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტიც. კერძოდ: დაზარალებულ თ----- ჯ-----ის მიერ სსიპ 112-ში განხორციელებული შეტყობინებით, მოწმეების გ------- ჩ-----–ის, ბ--- კ--------–---–ის, ა---------– ღ---–----–---–ის და რ----- ტ--–----ის ჩვენებებით, თ----- ჯ-----თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანით, ალკოტესტით შემოწმების ქვითრით. დ----- კ-------ე მუქარის დროს იყო მთვრალი და აგრესიული, თ----- ჯ-----ის მიმართ არსებული ძალადობა, დანის დემონსტრირება და თ----- ჯ-----ის გაქცევა სახლიდან ადასტურებს, რომ მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. შესაბამისად, აპელანტის მოსაზრებით, საქმეში არსებული, აღნიშნული მტკიცებულებები წარმოადგენს ეჭვის გამომრიცხავ, უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომ დ----- კ-------ის მიმართ აღნიშნულ ეპიზოდებშიც დამდგარიყო გამამტყუნებელი განაჩენი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანით, დ----- კ-------ის დამნაშავედ ცნობა იმ ბრალდებებშიც რაშიც ის გამართლებული იქნა და შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნა.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.

 

სასამართლომ დაადგინა:

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, რომ დ----- კ-------ემ ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 3 ნოემბრის და 2008 წლის 6 ნოემბრის ეპიზოდები) და მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ დ----- კ-------ემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 3 ნოემბერს, გორში, ხახუტაშვილის ქუჩა №3/1-ში მდებარე თ----- ჯ-----ის საცხოვრებელ სახლში, დ----- კ-------ემ თ----- ჯ-----ს ორჯერ დაარტყა ხელი სახეში, რის შედეგადაც თ----- ჯ-----მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება;

 

დ----- კ-------ემ ჩაიდინა ბინის ხელშეუხებლობის დარღვევა, ესე იგი, ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 2 სექტემბერს, ღამით, დ----- კ-------ემ ჩაამტვრია გორის რაიონის, ს------–------–ი მდებარე, ე-–------- ა------ის სააგარაკე სახლის ფანჯრის მინა და მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შევიდა შიგნით, რითაც დაარღვია ე-–------- ა------ის ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა.

 

შესაბამისად, გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განაჩენით, დ----- კ-------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ორი ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

დ----- კ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და დ----- კ-------ეს საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა 9 (ცხრა) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ დ----- კ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 6 ნოემბრიდან.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

დაზარალებულმა თ----- ჯ-----მა განმარტა, რომ დ----- კ-------ის დედა არის მისი კარგი მეგობარი, შესაბამისად, დ----- კ-------ე მიღებული ჰყავდა შვილივით. 2018 წლის 3 ნოემბერს დ----- კ-------ე და ე---–--- ლ--–---–-–---–ი იყვნენ მასთან სახლში. დ----- კ-------ე აგრესიული იყო დედის მიმართ. ესაუბრებოდა ხმამაღლა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. შემდეგ ხელითაც შეეხო დედას - მკლავებში მოკიდა ხელი და შეანჯღრია (მოწმე განმარტავს, რომ ე---–--- ლ--–---–-–---–ს ეტკინებოდა). თ----- ჯ-----ი შეეცადა გაშველებას, რა დროსაც დ----- კ-------ემ მასაც ,,შემთხვევით“ დაარტყა ხელი მარცხენა თვალთან. ამასთან გააფრთხილა, რომ თუ კვლავ ჩაერეოდა, ისევ დაარტყამდა. დარტყმის შედეგად თ----- ჯ-----მა იგრძნო ტკივილი. მას ,,გაუშავდა“ ის ადგილი, სადაც ბრალდებულმა დაარტყა. 2018 წლის 6 ნოემბერს ე---–--- ლ--–---–-–---–ი და დ----- კ-------ე კვლავ ესტუმრნენ მას. დ----- კ-------ე აგრესიული იყო დედის მიმართ, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მხოლოდ მკლავებში მოკიდა ხელი. თ----- ჯ-----მა შენიშვნა მისცა დ----- კ-------ეს - მის სახლში დედამისს ასე ნუ ექცეოდა. დ----- კ-------ემ მას უთხრა - ,,თუ არ გაჩერდები, მეორედაც დაგიშავდება სახეო“, რის გამოც თ----- ჯ-----მა დარეკა ,,112“-ში. დ----- კ-------ე მას არ დამუქრებია მოკვლით, არც დანა ჰქონია.

 

დ----- კ-------ის დედამ, დაზარალებულმა ე---–--- ლ--–---–-–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

 

მოწმე ო-–----------ემ განმარტა, რომ არის თ----- ჯ-----ის მეზობელი. 2018 წლის 3 ნოემბერს იგი იმყოფებოდა თ----- ჯ-----თან, სადაც იმყოფებოდნენ აგრეთვე, ე---–--- ლ--–---–-–---–ი და დ----- კ-------ე და საუბრობდნენ. რამდენიმე საათის შემდეგ ო-–----------ე გამოვიდა თ----- ჯ-----ის სახლიდან. ცოტა ხანში გაიგო ყვირილის ხმა და უკან მიბრუნდა. დ----- კ-------ე დედას ურტყამდა. თ----- ჯ-----ი მათ შორის ჩადგა, დ----- კ-------ეს ეუბნებოდა - ,,ნუ სცემო“. დ----- კ-------ემ მასაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - დაარტყა მარცხენა მხარეს, რა დროსაც თ----- ჯ-----ი წაბორძიკდა და დაჯდა სკამზე. ო-–----------ემ იგი ,,მოასულიერა“, რის შემდეგაც დ----- კ-------ემ კვლავ დაარტყა მას სახის მარცხენა მხარეს. მეორე დღეს თ----- ჯ-----ს მარხენა მხარე დალურჯებული ჰქონდა. 6 ნოემბერს თ----- ჯ-----თან კვლავ მივიდნენ ე---–--- ლ--–---–-–---–ი და დ----- კ-------ე. იქ იმყოფებოდა აგრეთვე, ო-–----------ე. მათ ერთად ისადილეს, რის შემდეგაც ო-–----------ე დაბრუნდა სახლში და დაიძინა. მან თ----- ჯ-----ის სახლიდან გაიგონა ყვირილის ხმა, მაგრამ მათთან არ შესულა.

 

დაზარალებულმა ე-–------- ა------ემ განმარტა, რომ გორის რაიონის ს------–------–ი აქვს სახლი, რომელიც აუქციონის წესით შეიძინა. მას მეზობელმა ე---- კ-----–-–---–მა ტელეფონით შეატყობინა, რომ სახლის ყოფილი მფლობელის - ნ---- ა---–--ის ძმამ ქვით ფანჯარა ჩაამტვრია და აღნიშნულ სახლში შევიდა. მანამდე მას რამდენჯერმე დაურეკა დ----- კ-------ემ, უთხრა, რომ ნ---- ა---–--ის ძმა იყო და სახლიდან თავისი ნივთების წაღება სურდა, თუმცა სახლში არსებულ ნივთებზე ე-–------- ა------ეს პასუხისმგებლობა ჰქონდა ნ---- ა---–--ის წინაშე, რადგან მისთვის ცნობილია, რომ ნივთები ეკუთვნოდა ნ---- ა---–--ს და დ----- კ-------ეს მათ ვერ მისცემდა. ამასთან, იგი არ ყოფილა ბინის თანამესაკუთრე და არც ბინის გადაბარების პროცესს დასწრებია. დ----- კ-------ემ იცოდა, რომ ბინის მესაკუთრე ე-–------- ა------ე იყო. ე-–------- ა------ეს მისთვის იქ შესვლის ნება არ მიუცია. როდესაც ატენში მდებარე სახლში მივიდა, ნახა, რომ ფანჯარა ჩამტვრეული იყო, ნივთები - არეული და იყო სისხლის კვალი. დაზარალებულს, გარდა შუშის ჩამტვრევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა, სხვა პრეტენზია ბრალდებულის მიმართ არ აქვს.

მოწმე ე---- კ-----–-–---–მა განმარტა, რომ ცხოვრობს გორის რაიონის ს------–------–ი, ე-–------- ა------ის სახლის მეზობლად. 2018 წლის 2 სექტემბერს, ღამით გაიგონა მინის მსხვრევის ხმა. გარეთ გამოსულმა დაინახა, რომ დ----- კ-------ე იდგა ე-–------- ა------ის სახლის აივანზე და ხის ნაჭრით ამტვრევდა ფანჯრის მინას. ე---- კ-----–-–---–ის შეკითხვაზე მან უპასუხა, რომ სახლიდან თავისი ნივთებისა და საბუთების გატანა უნდოდა. მინის გატეხვის შემდეგ დ----- კ-------ემ გააღო ფანჯარა და გადავიდა სახლში. 10 წუთის შემდეგ გადმოვიდა ფანჯრიდან - ,,ჩემი ნივთები ავიღე და მივდივარო“. მინის გატეხვისას დ----- კ-------ემ მიიღო დაზიანება - ხელი ჰქონდა გაჭრილი და სისხლი მოსდიოდა. სისხლი იყო სახლის აივანზეც. აღნიშნული ფაქტის შესახებ ე---- კ-----–-–---–მა ტელეფონით შეატყობინა ე-–------- ა------ეს.

 

3.7. ბრალდებულმა დ----- კ-------ემ აღიარა ე-–------- ა------ის ბინაში შესვლისა და თ----- ჯ-----ისათვის განზრახ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, ხოლო მის მიმართ მუქარა და დედის - ე---–--- ლ--–---–-–---–ის ცემა - უარყო.

 

3.8. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, თ----- ჯ-----ს, 2018 წლის 6 ნოემბერს, 11:43 საათზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთად და ცალ-ცალკე მიეკუთნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ე---–--- ლ--–---–-–---–ის მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მას ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნებოდა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დ----- კ-------ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).

 

საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Others v. Azerbaijan, №35485/05 , 45553/05 , 35680/05 , 36085/05 , 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Seton v. The United Kingdom, №55287/10 , 31/).

 

სააპელაციო პალატა, ააანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ თ----- ჯ-----ის მიმართ დ----- კ-------ის მიერ მუქარის განხორციელების ფაქტი არ დასტურდება არცერთი პირდაპირი ჩვენებით. არ დასტურდება მუქარის რეალურად აღქმა, რაც სსკ-ის 151-ე მუხლის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია. ე---–--- ლ--–---–-–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტებთან მიმართებაში კი არ არსებობს შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ამასთან სსკ-ის 1261-ე მუხლის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, არ დასტურდება არცერთი უტყუარი მტკიცებულებით: სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა უარყო დედისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. როგორც აღინიშნა, დაზარალებულმა ე---–--- ლ--–---–-–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულს სხეულზე რაიმე დაზიანება არ აღენიშნება. ერთადერთი მტკიცებულება, რაც ფიზიკურ ტკივილზე მიანიშნებს, მხოლოდ მოწმის ვარაუდია. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში ფიზიკურ ტკივილთან დაკავშირებით საკითხის უტყუარად დადგენა შეუძლებელია. ყველა სხვა მოწმის ჩვენება, როგორც ე---–--- ლ--–---–-–---–ის ცემის, ისე - თ----- ჯ-----ის მიმართ, მუქარის განხორციელების ნაწილში - ირიბია.

 

პალატა განმარტავს, რომ დაზარალებულმა თ----- ჯ-----მა თავად უარყო დ----- კ-------ის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი, მათ შორის დ----- კ-------ის მიერ დანის დემონსტრირება. შესაბამისად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა, არ შეიძლება განხილულ იქნას პირდაპირ, რელევანტურ მტკიცებულებად, რაც დაადასტურებს მუქარის არსებობას. თ----- ჯ-----თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი კი წარმოადგენს, თ----- ჯ-----ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციის ადგილზე შემოწმებას, მოპოვებულია ერთი და იგივე წყაროდან, არ უნდა იქნეს მიღებული როგორც ცალკე, დამოუკიდებელი მტკიცებულება და უნდა შეფასდეს, თ----- ჯ-----ის სასამართლოში მიცემულ ჩვენებასთან ერთად. თ----- ჯ-----მა კი, ჩვენების მიცემისას არ დაადასტურა მუქარის ფაქტზე საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებული ინფორმაცია. მოწმეების: გ------- ჩ-----–ის, ბ--- კ--------–---–ის, ა---------– ღ---–----–---–ის და რ----- ტ--–----ის ჩვენებები კი ირიბი ჩვენებებია, ისინი არ შესწრებიან მუქარის განხორციელებას, ჩვენებებში გადმოცემული ინფორმაცია მიიღეს თ----- ჯ-----ისგან, რომელმაც საქმის არსებით განხილვაზე არ დაადასტურა მუქარის ფაქტი. შესაბამისად, ბრალდების მხარეს არ წარუდგენია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდებოდა, რომ 2018 წლის 6 ნოემბერს, დაახლოებით 01 საათზე, თ----- ჯ-----ის საცხოვრებელ სახლში დ----- კ-------ე თ----- ჯ-----ს დანით კვლავ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც, თ----- ჯ-----ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სააპელაციო პალატა ასევე სრულად ეთანხმება, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და გადაწყვეტილებას, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ დ----- კ-------ემ ჩაიდინა, ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 3 ნოემბრის და 2008 წლის 6 ნოემბრის ეპიზოდები). 2018 წლის 6 ნოემბრის ეპიზოდთან მიმართებაში, არსებობს მხოლოდ ერთი მოწმის - თ----- ჯ-----ის ჩვენება და არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოწმე ო-–----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 6 ნოემბერს თ----- ჯ-----თან კვლავ მივიდნენ ე---–--- ლ--–---–-–---–ი და დ----- კ-------ე. იქ იმყოფებოდა თავადაც. მათ ერთად ისადილეს, რის შემდეგაც დაბრუნდა სახლში და დაიძინა. მან თ----- ჯ-----ის სახლიდან გაიგონა ყვირილის ხმა, მაგრამ მათთან არ შესულა. 2018 წლის 3 ნოემბრის ეპიზოდთან მიმართებაში კი თ----- ჯ-----ის და ო-–----------ის ჩვენებები, ე---–--- ლ--–---–-–---–ზე განხორციელებული ძალადობის აღწერის ნაწილში შეუთანხმებელია, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს მტკიცებულებათა დამაჯერებლობაზე. თ----- ჯ-----ის ჩვენებით, დ----- კ-------ემ შეაჯანჯღარა ე---–--- ლ--–---–-–---–ი, ო-–----------ის ჩვენებით კი დ----- კ-------ე დედას ურტყამდა. რაც შეეხება ფიზიკური ტკივილის განცდის დადგენას, რა თქმა უნდა აღნიშნული შესაძლებელია ობიექტური გარემოებების არსებობით, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, ასეთი გარემოებები, გარდა ე---–--- ლ--–---–-–---–ის ასაკისა, ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. მათ შორის მოწმეთა ჩვენებით არ დასტურდება, რომ ე---–--- ლ--–---–-–---–მა ვიზუალურად, ხმით, ქცევით, მიმიკებით ან სხვა მხრივ გამოხატა ტკივილის განცდა. პირის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისი არაა ვარაუდები და ზოგადად მტკიცებულებების რაოდენობა, არამედ აუცილებელია გონივრული ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ირიბ, შეუთანხმებელ და არადამაჯერებელ მტკიცებულებებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა დ----- კ-------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა.

 

რაც შეეხება, დ----- კ-------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენას, გარდა თვითმხილველი მოწმისა (ო-–----------ე), თ----- ჯ-----ასათვის ხელის განზრახ დარტყმას ადასტურებს ბრალდებულიც. დაზარალებულმა განმარტა, რომ ძალადობის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და აღნიშნული დასტურდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენას, თვითმხილველი მოწმე - ე---- კ-----–-–---–ი, ადასტურებს, რომ ე-–------- ა------ის ბინაში მესაკუთრის ნებართვის გარეშე შევიდა დ----- კ-------ე, დაზარალებული ე-–------- ა------ე განმარტავს, რომ თავის სახლში შესვლის ნება დ----- კ-------ისთვის არ მიუცია, თავად დ----- კ-------ე ადასტურებს, რომ ჩაამტვრია ე-–------- ა------ის ბინის ფანჯარა და მესაკუთრის ნებართვის გარეშე შევიდა ბინაში. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ადასტურებს, რომ ე-–------- ა------ის ბინაში შესასვლელი კარების გვერდით, ფანჯრის მინები ჩამტვრეულია. შესაბამისად, ბრალდების აღნიშნულ ნაწილში, მტკიცებულებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ წარმოშობს კითხვებს მათ სანდოობასთან დაკავშირებით. მოწმეთა, დაზარალებულის და დ----- კ-------ის მიერ, საქმის გარემოებათა შესახებ, სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ, პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ, მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ დ----- კ-------ემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე, ჩაიდინა ბინის ხელშეუხებლობის დარღვევა, ესე იგი, ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

დ----- კ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, მსჯავრდებულ დ----- კ-------ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი დ----- კ-------ეს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას, ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას, ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილი - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,სასჯელის დანიშვნის დროს, სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მსჯავრდებულ დ----- კ-------ის მიმართ, დანაშაულთა ერთობლიობით, დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები. ასევე, გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განაჩენი დ----- კ-------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი, არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დ----- კ-------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

საქმეზე დართული ნივთები და საგნები:

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული:, მინის ნამტვრევები, ანაწმენდები, ხის ნაჭერი, სისხლის ნიმუში და დანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ორი ცალი ხელის ანაბეჭდი, დატანილი ორ ცალ დაქტილოფირზე – შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ ხორგუაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განაჩენი, დ----- კ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

დ----- კ-------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 3 ნოემბრის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 6 ნოემბრის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

დ----- კ-------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქოს მეორე და დ----- კ-------ეს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით დ----- კ-------ეს, სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ დ----- კ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 6 ნოემბრიდან.

 

საქმეზე დართული ნივთები და საგნები:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული:, მინის ნამტვრევები, ანაწმენდები, ხის ნაჭერი, სისხლის ნიმუში და დანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ორი ცალი ხელის ანაბეჭდი, დატანილი ორ ცალ დაქტილოფირზე – შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ჯორბენაძე