განაჩენი

სისხლის სამართლის 18.10.2019
საქმის ნომერი
330100119002814370
ინსტანცია
თარიღი
18.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002814370

საქმე №1ბ/1556-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მაკა გველესიანმა

 

ზეპირი მოსმენის გარეშე მსჯავრდებულ მ---–---- კ---------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) მ---–---- კ---------ის (დაბადებულის 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №2----------), ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის: თ--------–--------------–-------------ში და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–----------–-----------), მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ---–---- კ---------ემ ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფაში.

 

მ---–---- კ---------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 20 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, იხილებოდა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულების მ---–---- კ---------ის და ი-----–- ფ------–---ს მიმართ. სახელმწიფო ბრალდებას მხარს უჭერდა მთავარი პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი ი-----–- მ---–----–--ა. სასამართლოში საქმის განხილვის დროს, მსჯავრდებულმა მ---–---- კ---------ემ, ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის ეტაპზე, დაარღვია წესრიგი და იგი სასამართლოს მიერ მიღებული განკარგულებით გაძევებული იქნა სხდომის დარბაზიდან. მ---–---- კ---------ემ სხდომის დარბაზიდან გასვლისას, სასამართლო პროცესის მონაწილის - პროკურორ ი-----–- მ---–----–--ას მიმართ გამოხატა უპატივცემულობა, კერძოდ, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა - შეაგინა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 აგვისტოს განაჩენით:

 

მ---–---- კ---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3, მე-5 ნაწილების თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 4(ოთხი) წლით, 8(რვა) თვით და 29 (ოცდაცხრა) დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სრულად დაემატა დამატებითი სასჯელი სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით და მ---–---- კ---------ეს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 8 (რვა) თვის და 29 (ოცდაცხრა) დღის ვადით და 1(ერთი) წლით და 6(ექვსი) თვით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

 

მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან -2019 წლის 26 აგვისტოდან.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ---–---- კ---------ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, უფრო მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მ---–---- კ---------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა მსჯავრდებულ მ---–---- კ---------ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ მ---–---- კ---------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ მ---–---- კ---------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულ ი-----–- მ---–----–--ას, მოწმეების - გ---------------------------------------–---–------------------–---–------------–---–----------------------, ი-----–- შ--------------------------------------------------–------–--–----------–---–----------–- ფ------–---ს გამოკითხვის ოქმები, აუდიო ფირის დათვალიერების ოქმი, 2018 წლის 20 ნოემბრის სხდომის ოქმის აუდიო და ვიდეო ჩანაწერები და სისხლის სამართლის საქმეში საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ მ---–---- კ---------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

მტკიცებულებების შეფასების და გაანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 20 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მ---–---- კ---------ის მიერ სააპელაციო საჩივრის განხილვის სხდომაზე, საქმეზე მონაწილე პროკურორის ი-----–- მ---–----–--ას მიმართ საჯაროდ, სხდომის დარბაზში მიაყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა უხამსი სიტყვებით გინებაში, აღნიშნული შინაარსის შემცველი ტექსტი აშკარად შეურაცხმყოფელი და უცენზუროა და ცალსახად სცდება დასაშვები კრიტიკის ფარგლებს და წარმოადგენს პროცესის მონაწილის უპატივცემულობას, რაც შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულ მ---–---- კ---------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემსუბუქების კუთხით და განაჩენთა ერთობლიობით უფრო მსუბუქი სასჯელის განსაზღვრას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი კი სასამართლოს ასევე ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა განმარტავას, რომ სასჯელის სამართლიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. პალატა ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულის დამამძიმებელ გარემოებაზე. კერძოდ, დამამძიმებელი გარემოებაა ბრალდებულის მხრიდან უკიდურესად უხამსი ფორმით სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფა და დანაშაულის ჩადენა ნასამართლევი პირის მიერ, რამაც პალატის შეფასებით გამოიწვია მოვალეობათა დარღვევის მაღალი ხარისხი, რისი გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ მ---–---- კ---------ის მიმართ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი, უზრუნველყოფს დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და სამართლიანობის აღდგენას.

 

აპელანტის განმარტება, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, მოცემულ შემთხვევაში ვერ გახდება სასჯელის შემსუბუქების საფუძველი. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

საქმის მასალების მიხედვით, პირველი ინსტანციის სასმართლომ სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინა როგორც დამამძიმებელი, ასვე შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, მ---–---- კ---------ის აღიარება, გულწრფელი მონანიება. პირველი ინსტანციის სასამართლომ მ---–---- კ---------ის მიმართ გამოიყენა შეღავათი და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის საფუძველზე სამართლიანად და კანონიერად იქნა განსაზღვრული საბოლოო სასჯელი. პალატის შეფასებით, მ---–---- კ---------ისთვის დანიშნული სასჯელი უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, ამიტომ მისი შემსუბუქება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ამასთან, დაცვის მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ მ---–---- კ---------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას. ამასთან, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს მისი ქმედების გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 აგვისტოს განაჩენი მსჯავრდებულ მ---–---- კ---------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ---–---- კ---------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ მ---–---- კ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 აგვისტოს განაჩენი მ---–---- კ---------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი.

 

მ---–---- კ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3, მე-5 ნაწილების თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 4(ოთხი) წლით, 8(რვა) თვით და 29(ოცდაცხრა) დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სრულად დაემატოს დამატებითი სასჯელი სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით და მ---–---- კ---------ეს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის, 8(რვა) თვის და 29(ოცდაცხრა) დღის ვადით და 1(ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

 

მსჯავრდებულ მ---–---- კ---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2019 წლის 26 აგვისტოდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

ელექტრონული დისკები, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგომ - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.გველესიანი