განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100119003080436
№1ბ/1535-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული - ა------ ზ-----ე, საქართველოს მოქალაქე, დაბადების თარიღი: 3-------------------–--–ი, პ/ნ 0---------4; რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: ა-------------–----–-----------------------ი.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, ქვეპუნქტები. (ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები. (ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორზე მეტი პირის მიმართ).
სასჯელი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, ა------ ზ-----ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ აღნიშნული განაჩენის სასჯელის ნაწილში არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ვერ იქნება შემაკავებელი, ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სასჯელის მიზნებს. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, ა------ ზ-----ემ უხეშად იძალადა, წინასწარი შეცნობით ორსულ ქალზე, არასრულწლოვნის თანდასწრებით და არსრულწლოვნებზე, რაც საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის შესაბამისად პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა. მსუბუქი სასჯელი ვერ იქნება შემაკავებელი, ა------ ზ-----ემ კვლავ არ ჩაიდინოს დანაშაული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს მსჯავრდებულ არსენ ზ-----ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ ა------ ზ-----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ------------------–---–მა და მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
ა------ ზ-----ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მანვე ჩაიდინა, ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორზე მეტი პირის მიმართ.
ა------ ზ-----ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის მარტის თვეში, ასპინძის მუნიციპალიტეტი, სოფელ თმოგვში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ა------ ზ-----ემ, საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს მ----- ზ-----ეს არასრულწლოვანი შვილების: ბ---, მ------ი და თ---–- ზ-----ეების თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ითრევდა თმებით და ხელს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა ნაწილებში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 22:30 საათზე ას-------------–----–----------------–--------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ალოკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ა------ ზ-----ემ, საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, მეუღლეს მ----- ზ-----ეს არასრულწლოვანი შვილების: ბ---, მ------ი და თ---–- ზ-----ეების თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ჯერ ხელი დაარტყა მარჯვენა მკლავის არეში და ითრევდა მას ხელით, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მანვე, 2019 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 22:30 საათზე ას-------------–----–----------------–--------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ალოკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა, საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების მ------ი და თ---–- ზ-----ეების თანდასწრებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს ბ--- ზ-----ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ჯერ ხელი დაარტყა მარჯვენა მკლავის არეში, შემდეგ კი მკლავზე ხელმოკიდებულმა გადააგდო საძინებელი ოთახის კედლისკენ, რის შედეგადაც არასრულწლოვანი ბ--- ზ-----ე ზურგით შეეჯახა კედელს და დავარდა ძირს იატაკზე. აღნიშნული ძალადობით დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მანვე, 2019 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 22:30 საათზე ას-------------–----–----------------–--------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ალოკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა, საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების ბ--- და თ---–- ზ-----ეების თანდასწრებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს მ------ი ზ-----ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი ჩაავლო სვიტერში და მიაგდო საძინებელ ოთახში მდგარ დივანზე, რის შედეგადაც არასრულწლოვანმა მ------ი ზ-----ემ ფეხი მიარტყა დივანის კუთხეს, აღნიშნული ძალდობით დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მანვე, 2019 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 22:30 საათზე ას-------------–----–----------------–--------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ალოკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა, საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების ბ--- და მ------ი ზ-----ეების თანდასწრებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს თ---–- ზ-----ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი ჩაავლო თმებში და მიაგდო საძინებელი ოთახში მდგარ საწოლზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განაჩენით, ა------ ზ-----ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, ა------ ზ-----ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი.
მსჯავრდებულ ა------ ზ-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 22 აპრილიდან - 2019 წლის 11 ივლისის ჩათვლით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მალხაზ გეგელაშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ არსენ ზ-----ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ მ----- ზ-----ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; არასრულწლოვანი დაზარალებულების: ბ--- ზ-----ის, მ------ი ზ-----ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით; მოწმეების: გ------- ზ-----ის, გ--–---------ის, მ--- ლ---–---–ის, ა-–----- ან--------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, ბ--- ზ-----ის, მ------ი ზ-----ის, თ---–- ზ-----ის დაბადების მოწმობებით და თავად ა------ ზ-----ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ა------ ზ-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“, ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა------ ზ-----ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“, ქვეპუნქტებით და ჩაიდინა, ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორზე მეტი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა------ ზ-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ა------ ზ-----ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“, ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რომელთა სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ა------ ზ-----ეს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, არსენ ზ-----ეს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობითად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა ან თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლა, იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები, ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, ამავდროულად საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა------ ზ-----ე აცნობიერებს, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი. ჰყავს ოთხი მცირეწლოვანი შვილი და ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ დაზარალებულმა ითხოვა კანონით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება მსჯავრდებულის მიმართ, რაც მიუთითებს, რომ ბოლო ქმედების ჩადენიდან ა------ ზ-----ის ყოფაქცევა შეიცვალა დადებითად და გახდა დაზარალებულების მხრიდან პატიების წინაპირობა. შესაბამისად პალატა თვლის, რომ არსებობს ა------ ზ-----ის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
სააპელაციო პალატა განმარტავს, აპელანტის მითითება საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლით გათვალისწინებულ დამამძიმებელ გარემოებაზე, წარმოდგენილ საქმეზე მხედველობაში ვერ იქნება მიღებული, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი. სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები: დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის თანდასწრებით და არასრულწლოვნის მიმართ წარმოადგენს ა------ ზ-----ის მიერ ჩადენილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშნებს. ამასთან, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ა------ ზ-----ეს მიმართ სასჯელის დანიშვნისას დათვალისწინებული იქნა ქმედების განხორციელების სახე, მართლსაწინააღმდეგო შედეგი და დანიშნული სასჯელის ვადა 1 წლით აღემატება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილით ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ზღვარს.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, გათვალისწინებული იქნა ა------ ზ-----ის მიერ ჩადენილი ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსულ ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები. შესაბამისად, ა------ ზ-----ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გელა მაღრაძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გელა მაღრაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განაჩენი ა------ ზ-----ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ა------ ზ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და ა------ ზ-----ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
მსჯავრდებულ ა------ ზ-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 22 აპრილიდან - 2019 წლის 11 ივლისის ჩათვლით.
ა------ ზ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
საქართველოს სსკ–ის 66-ე მუხლის და ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ა------ ზ-----ის ქცევაზე კონტროლი დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულება: სამსუნგის ფირმის ტელევიზორი, 2 ცალი დისტანციური მართვის პულტი და 3 ცალი, დისტანციური მართვის პულტის ელემენტი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ჯორბენაძე