განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.06.2019
საქმის ნომერი
330210116001282945
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
17.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210116001282945

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/2746-18 17 ივნისი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნათია გუჯაბიძე

მოსამართლეები - ვანო წიკლაური

გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი – შპს „ს----–ი“

წარმომადგენელი – დ----- ბ---–---ე, შ--–-- ნ--------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ------ მ-------ი“

წარმომადგენელი – ე---------- ი-----ე

 

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს დაკისრება, მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს ,,კ------ მ-------ისათვის“, შპს ,,ს----–ის“ სასარგებლოდ, 1-------- აშშ დოლარის გადახდის დაკისრება;

 

1.2. შპს ,,კ------ მ-------ისათვის“, შპს „ს----–ის“ სასარგებლოდ, 2----–-–---------------–-დან თანხის სრულად გადახდის დღემდე პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1% - 1----- აშშ დოლარის დაკისრება;

 

1.3. შპს ,,კ------ მ-------ისათვის“, შპს „ს----–ის“ სასარგებლოდ, მიუღებელი შემოსავლის სახით 1-------- აშშ დოლარის წლიური 11%-ის ანაზღაურების დაკისრება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე და თანხის სრულ გადახდამდე.

 

2. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა:

 

2.1. შპს „ს----–ისათვის“ შპს „კ------ მ-------ის“ სასარგებლოდ ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველზე, გადახდილი 1--------- აშშ დოლარის დაბრუნება; ზიანის ანაზღაურება 6------- ევროს ოდენობით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ს----–ის“ (ს.კ.2--------) სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შპს „კ------ მ-------ის“ (ს.კ.2--------) შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ს----–ს“ (ს.კ.2--------) შპს „კ------ მ-------ის“ (ს.კ.2--------) სასარგებლოდ დაეკისრა 1-------- აშშ დოლარის გადახდა; შპს ,,კ------ მ-------ის“ (ს.კ.2--------) შეგებებული სარჩელი 6------ ევროს მოთხოვნის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.

 

3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა „ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ“ კონვენციით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის, 115-ე მუხლის, 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 319-ე მუხლის პირველი ნაწილის, 327-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 328-ე, 352-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 354-355-ე მუხლების, 361-ე მუხლის, 394-ე, 405-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, 407-408-ე მუხლები, 410-411-ე, 417-418-ე მუხლების საფუძველზე.

 

4. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელე შპს „ს----–მა“ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება, ხოლო შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

 

5.1. აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად იქნა დადგენილი, რომ შპს „კ------ მ-------ს“ 2----–-–-----------ის შეთანხმება უნდა შეესრულებინა არა ანაზღაურებით, არამედ - მხოლოდ მომსახურების გაწევის გზით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულია ორაზროვნად და იძლევა იმგვარი ინტერპრეტირების საფუძველს, რომ თითქოს, ზეპირი შეთანხმების თანახმად, შპს „კ------ მ-------ს“ საერთოდ არ უნდა გადაეხადა გრაფიკით დადგენილი თანხა და რომ თანხის დაფარვა მხოლოდ მომსახურების გაწევის გზით უნდა მომხდარიყო, რაც არასწორია და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან.

 

5.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 5.1.9. პუნქტით არასწორად არის დადგენილი, რომ თითქოს შპს „ს----–მა“ „პ----------“ წერილობით აცნობა, რომ მის მიმართ 2----–-–------------–-ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე პრეტენზია და მოთხოვნა არ გააჩნდა. სინამდვილეში, შპს „ს----–ს“ არ უარყვია რაიმე მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არამედ მან მხოლოდ განაცხადა, რომ „პ----------ს“ მიმართ ს----------- მანქანის ყაჩაღობასთან დაკავშირებით პრეტენზია ა----------, რაც სრულიად განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობაა, ვინაიდან ერთმანეთისგან განსხვავდება სახელშეკრულებო და კანონისმიერი მოთხოვნები, ხოლო მოცემულ შემთხვევაში, შპს „ს----–მა“ მხოლოდ კანონისმიერ (დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დამდგარი ზიანის) მოთხოვნაზე განაცხადა პრეტენზიის არარსებობის შესახებ და არა რომელიმე სახელშეკრულებო მოთხოვნაზე.

 

5.3. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ თითქოს „პ---------მა“ 2----–-–-----------------ს წერილი ა--------- კ--–---–---–ს 2----–-–------------ის წერილის პასუხად მიწერა. სინამდვილეში, 2----–-–------------ის წერილიდან ირკვევა, რომ ა--------- კ--–---–---–მა „პ----------“ მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 1 თვის ვადა მისცა. როგორც ჩანს, მხარეთა შორის შედგა სხვადასხვა სახის მიმოწერა, რაც ასევე ჩანს „პ----------ს“ 2----–-–---------------ის წერილიდან (რომელიც კ--–---–---–ის წერილიდან 7------ შემდეგ არის მიწერილი), სადაც „პ----------“ მადლობას უხდის ადრესატს (რომელიც ვერ ირკვევა, თუ ვინ არის) დამატებითი განმარტებითი წერილისთვის და ასევე საუბრობს მის წინა წერილზე. ანუ აშკარაა, რომ სასამართლო შეცდა, როდესაც „პ----------ს“ 2----–-–---------------ის წერილი მიიჩნია ა--------- კ--–---–---–ის 2----–-–------------ის წერილზე პასუხად, რაც უბრალოდ არ გამომდინარეობს არცერთი მტკიცებულებიდან.

 

5.4. არის თუ არა შპს „ს----–ის“ მიერ „პ----------ს“ მიმართ გარკვეულ პრეტენზიაზე უარის თქმა 2--- წლის შეთანხმების არსებითი პირობების დარღვევა - ეს შეფასების საკითხია. ასევე ის საკითხიც „კ------ მ-------ი“ ხელშეკრულებიდან მართლზომიერად გავიდა თუ არა, ასევე შეფასების საკითხია, რომლის ადგილი არა აღწერილობით, არამედ სამოტივაციო ნაწილშია. შესაბამისად, სასამართლოს მიერ ასეთი შეფასებების ფაქტობრივ გარემოებებად დადგენა არასწორია, მით უფრო, რომ თავად შეფასებები მცდარია და არ გამომდინარეობს არცერთი მტკიცებულებიდან. შპს „ს----–ს“ „პ----------ს“ მიმართ უარი არ უთქვამს არცერთ მოთხოვნაზე - არსად არ წერია, რომ მოთხოვნა არსებობდა, მაგრამ „ს----–მა“ მასზე უარი თქვა. „ს----–მა“ მოთხოვნაზე კი არ თქვა უარი, არამედ განაცხადა, რომ თავად მოთხოვნა არ არსებობდა. „ს----–ს“ არცერთი დოკუმენტით არ უთქვამს უარი ხელშეკრულებიდან გამომდინარე რაიმე მოთხოვნაზე, არამედ იმ ერთადერთ დოკუმენტში, რომელსაც სასამართლო ეყრდნობა (საუბარია „ს----–ის“ 2-------–. წერილზე), „ს----–ი“ მხოლოდ და მხოლოდ უარყოფს კანონისმიერი (ზიანის მიყენებიდან გამომდინარე) მოთხოვნის არსებობას. წერილში ნათლად და გარკვევით წერია, რომ „ს----–ს“ ა---------- პრეტენზია მხოლოდ და მხოლოდ ს----------- ა-----------–-------------- ფაქტთან დაკავშირებით, თანაც უარს კი არ ამბობს ამ მოთხოვნაზე, არამედ აცხადებს, რომ ასეთი მოთხოვნა ა----------.

 

5.5. სასამართლომ, არასწორად მიიჩნია, რომ 2----–-–-------------ს გაცემული დოკუმენტი წარმოადგენს რწმუნებულებას. სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად დავალების (რწმუნებულების) აუცილებელი პირობაა, რომ რწმუნებული მოქმედებდეს მარწმუნებლის სახელით და ხარჯზე, ხოლო 2----–-–-------------თ დათარიღებული დოკუმენტის თანახმად კი, „კ------ მ-------ს“ მიენიჭა უფლება, ემოქმედა არა მისი მარწმუნებლის - „ს----–ის“, არამედ საკუთარი სახელით და ხარჯზე, რაც არსებითად განსხვავდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისიწინებული დავალების დეფინიციისგან.

 

5.6. მცდარია სასამართლოს მსჯელობა, რომ ხელშეკრულების 12.6 პუნქტის თანახმად „ს----–ს“ არ შეეძლო „პ----------ს“ თანხმობის გარეშე მოთხოვნის დათმობა. სასამართლომ რატომღაც ჩათვალა, რომ „ს----–ს“ ნებისმიერი მოთხოვნის დასათმობად „პ----------ს“ თანხმობა სჭირდებოდა, არადა ხელშეკრულება ზღუდავს მხოლოდ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების დათმობას კონტრაჰენტის თანხმობის გარეშე და ამ შეზღუდვას არავითარი კავშირი ან ძალა არ აქვს არასახელშეკრულებო მოთხოვნების მიმართ, მაგალითად, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო ტვირთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებიდან ან სხვა სახის ზიანის მიყენებიდან გამომდინარე მოთხოვნები. არადა 2----–-–-------------ს დოკუმენტი სწორედ იმ მიზნით გაიცა, რომ „კ------ მ-------ს“ ჰქონოდა უფლებამოსილება, „ს----–ის“ ნაცვლად საკუთარი სახელით და ხარჯზე მოეთხოვა ტვირთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებიდან გამომდინარე ზიანი და აღნიშნული დოკუმენტით არ მომხდარა მასზე რაიმე სახის სახელშეკრულებო მოთხოვნის დათმობა. ამასვე ითვალისწინებდა მხარეთა შორის 2----–-–-----------ის შეთანხმება, სადაც მხარეები შეთანხმდნენ ტვირთის სავარაუდო დაკარგვის ფაქტიდან გამომდინარე ინტერესების დაცვაზე და არსად ყოფილა მითითებული „პ----------ს“ მიმართ რაიმე სახელშეკრულებო მოთხოვნის გადაცემაზე.

 

5.7. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია საქმისთვის მნიშვნელობის არმქონედ და, შესაბამისად, არ დაადგინა ისეთი უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი გარემოება, როგორიცაა ის, რომ ტვირთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება განხორციელდა „კ------ მ-------ის“ მიერ „შერჩეული“ გადამზიდავის, უ---------–- კომპანია „კ------ს“ მიერ, კერძოდ, „კ------ს“ დაქირავებული თანამშრომლის - ა------ გ---------ს მიერ და რომ ამ პიროვნებას ჰ---------ს პ----------------ის მიერ წაყენებული აქვს შესაბამისი ბრალი და იგი იძებნება ამ დანაშაულისთვის. ანუ დადგენილია ტვირთის მიტაცებაში ბრალეული პირი, რომელიც „კ------ მ-------ის“ მიერ იყო შერჩეული და დაქირავებული, რაც გამორიცხავს „პ----------ს“ რაიმე სახის ბრალეულობას და რაიმე პრეტენზიის ან მოთხოვნის არსებობას მის მიმართ.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

 

10. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი და შესაბამისად, სააპელაციო პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

10.1. „საექსპედიტორო მომსახურების შესახებ“ 2--- წლის 0---------ს დადებული გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე, მხარეებმა გააფორმეს საექსპედიციო მომსახურების შეკვეთის განაცხადი N1--, რომლითაც შპს „კ------ მ-------მა“ იკისრა ვალდებულება შპს „ს----–ის“ დავალებით გაეწია ტვირთის გადაზიდვის ორგანიზება გ-----------ნ (ქ.ჰ---------) ს----------–--–ი. კერძოდ, უნდა მომხდარიყო კომპანია „პ---------თან“ 2----–--–ს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ს----–ის“ მიერ შესყიდული ელექტროსაქონლის წამოღება ს----------–--–ი და შპს ,,ს----–ისათვის“ მიწოდება. გადაზიდვის პირობა იყო F-- (ი----------------). ტვირთის ღირებულება შეადგენდა 2------,1- აშშ დოლარს.

 

10.2. დაკვეთის განხორციელების მიზნით, შპს „კ------ მ-------მა“ დაგეგმა გადაზიდვის მ---–------ი, შეარჩია გადამზიდველი - უ---------–- კომპანია „კ------“, მიაწოდა შემკვეთს მძღოლის და სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო მონაცემები შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად. კერძოდ, ტვირთის მიღება გ--------–-, ქალაქ ჰ--------–ი, კომპანია „პ----------ს“ კონტრაქტორი კომპანია E------- W---------- &------------- G----საგან და მისი ს----------–--–ი ტრანსპორტირება უნდა მომხდარიყო გადამზიდავი კომპანია „კ------ს“ ს----------- ავტომანქანით, სანომრე ნიშანი A-------, მისაბმელის ნომერი - A--------. 2---------წ. გაფორმდა გადაზიდვის საერთაშორისო სატრანსპორტო ზედდებული.

 

10.3. „ე------------ს“ წარმომადგენელმა, ტვირთის გადაცემამდე, „პ----------“ შეატყობინა, რომ ტვირთის მისაღებად გამოცხადებული ავტომანქანის მონაცემები განსხვავდებოდა იმ ავტომანქანის მონაცემებისაგან, რის შესახებაც ისინი ინფორმირებულნი იყვნენ და მოითხოვა ავტომანქანის იდენტურობის დადასტურება (ტ.2, ს.ფ.97). ამავდროულად გადაუგზავნა მძღოლისა და ავტომანქანის მონაცემები და ფოტოსურათები. კერძოდ, მძღოლის ა------- გ---------ს პირადობისა და ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობა, რომლის მიხედვითაც ს----------- ავტომანქანა სანომრე ნიშანი A-------, მისაბმელის ნომერი - A--------, რეგისტრირებულია კომპანის ,,კ------ს“ სახელზე (ტ.3, ს.ფ. 288).

 

თავის მხრივ, „პ----------ს“ წარმომადგენელმა, შპს „ს----–ის“ წარმომადგენელს, დ----- მ----------ს ელექტრონული ფოსტით გადაუგზავნა ზემოაღნიშნული დოკუმენტები და მოსთხოვა ავტომანქანისა და მძღოლის შემოწმება (ტ.3. ს.ფ.292). ამ უკანასკნელმა, „პ----------საგან“ გადმოგზავნილი მძღოლისა და ავტომანქანის მონაცემები გადაუგზავნა შპს „კ------ მ-------ს“ გადამოწმებისა და დადასტურების მიზნით (ტ.3. ს.ფ. 293), რაზედაც მიიღო პასუხი, რომ მოხდა გადამოწმება და მონაცემების სისწორე დადასტურდა (ტ.3. ს.ფ. 296).

 

აღნიშნულის შემდგომ შპს „ს----–მა“ ,,პ----------“ დაუდასტურა, რომ ეს იყო ის ავტომანქანა და მძღოლი, რომელსაც უნდა წაეღო ტვირთი (ტ.3, ს.ფ.-ები: 298-300).

 

10.4. 2--------- წელს ტვირთის მიღება მოხდა ზემოაღნიშნული ავტომანქანაზე. ტვირთის მიღების დოკუმენტზე ხელმოწერა მძღოლის მიერ შესრულდა გვარით „გ----------“ (ტ.2. ს.ფ.99).

 

10.5. შპს ,,კ------ მ-------მა“ 2--- წლის 1------ შპს „ს----–ს“ აცნობა, რომ გადამზიდავ კომპანიასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა და ინფორმაცია, მანქანისა და ტვირთის მდებარეობის შესახებ, არ გააჩნდათ.

 

10.6. შპს „კ------ მ-------მა“ ტვირთის სავარაუდო დაკარგვის ფაქტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ აღძრა საქმე გ--------- ფ-------–----– რ-------–---- პოლიციაში, დახმარებისათვის მიმართა ინტერპოლს, შემკვეთთან ერთად გაემგზავრა უ-------–- ვითარებაში გასარკვევად, 2--- წლის მ---–- დაიქირავა ა---------ი გ--------–-, ზ---- კ--–---–---–ი, რომელმაც დაიწყო თანამშრომლობა ჰ---------ს პოლიციასა და პ----------------ასთან კომპანია „კ------სა“ და ა------- გ---------ს წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ა------ გ---------ს მიმართ ჰ---------ს პ----------------ის მიერ წარდგენილია შესაბამისი ბრალი და იგი იძებნება.

 

10.7. 2----–-–-----------ს, მხარეთა შორის დაიდო წერილობითი შეთანხმება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა ტვირთის სავარაუდო დაკარგვის ფაქტთან დაკავშირებით, მხარეთა სამართლებრივი და ფინანსური ინტერესების ეფექტური მოგვარება. კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, შპს ,,კ------ მ-------ს“ უნდა გადაეხადა შპს „ს----–ისათვის“ ტვირთის ღირებულება - 2------,1- აშშ დოლარი, შეთანხმებული გრაფიკით. იმის გათვალისწინებით, რომ გადაზიდვის პროცესში მონაწილე არცერთი მხარის ბრალეულობა დადგენილი არ იყო, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს ,,კ------ მ-------ის“ მიერ ნაკისრი ვალდებულება გადახდაზე ან/და ფაქტობრივად განხორციელებული გადახდა არ წარმოადგენდა მის მიერ ვალის აღიარებას ან/და დამდგარ შედეგზე მისი ბრალეულობის/პასუხისმგებლობის აღიარებას, არამედ წარმოადგენდა დროებით ღონისძიებას ტვირთის სავარაუდო დაკარგვის ფაქტთან დაკავშირებით ბრალეული პირის დადგენამდე (გარდა ექსპედიტორისა ან/და მის მიერ გადაზიდვაში ჩართული პირისა) ან/და ტვირთის აღმოჩენამდე და შემკვეთისათვის დაბრუნებამდე.

 

10.8. ამავე შეთანხმებით, შპს „ს----–მა“, როგორც ტვირთმიმღებმა და შემკვეთმა, მიანიჭა უპირობო უფლება შპს „კ------ მ-------ს“ დასახელებულ ფაქტთან დაკავშირებით, ნებისმიერი პირის წინააღმდეგ ნებისმიერი დავის წარმოებისათვის. ასევე იკისრა ვალდებულება და გარანტია, რომ შპს „კ------ მ-------ის“ მოთხოვნისთანავე გადასცემდა მას ნებისმიერ დოკუმენტს, რომელიც შეიძლება საჭირო გამხდარიყო აღნიშნული დავების წარმართვისა და წარმატებით დასრულებისათვის და განახორციელებდა მასზე დამოკიდებულ ნებისმიერ ქმედებას და აღმოუჩენდა სამართლებრივ დახმარებას. თანხის სრულად დაფარვა უნდა მომხდარიყო 22 თვის განმავლობაში - 2----–-–-------------- ჩათვლით.

 

1--------- წლის წერილის პასუხად, შპს ,,ს----–მა“ შპს ,,კ------ მ-------ს“ მიაწოდა დავის წარმართვისათვის საჭირო დოკუმენტები, მათ შორის, - „პ---------თან“ დადებული ხელშეკრულება.

 

10.9. შპს „ს----–მა“ 2----–-–-------------ს, შპს „კ------ მ-------ზე“ გასცა დოკუმენტი, სათაურით „მინდობილობა“, რომლითაც ამ უკანასკნელს მიანიჭა უპირობო უფლებამოსილება შპს „ს----–ის“ მიერ სს „პ---------- (С------------“-თან 2----–--–ს გაფორმებული #P--- ხელშეკრულების საფუძველზე შეკვეთილი და შესყიდული საქონლის დაკარგვასთან დაკავშირებით, შპს „ს----–ის“ ნაცვლად, საკუთარი სახელითა და საკუთარ ანგარიშზე ნებისმიერი პირის წინააღმდეგ, ნებისმიერი დავის წარმოებისა და სხვა უფლებამოსილების განხორციელების შესახებ, მათ შორის სარჩელის აღძვრის, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის, სარჩელის ცნობის, მორიგების, გასაჩივრებისა და აღსრულების შესახებ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „მინდობილობის“ მოქმედების ძალა განისაზღვრა 2----–-–-------------დან და 2----–-–-----------------დე.

 

10.10. 2----–-–---------------ს, შპს ,,ს----–მა“ წერილობით აცნობა კომპანია ,,პ----------“, რომ „ა---------- რ--------------------------- P--------------ის მიმართ, ს----------- ა-----------–-------------- შ---------------------–-----------------–-ც 2--- წ--–---------...“

 

10.11. 2----–-–------------ს, ა---------მა ზ---- კ--–---–---–მა, როგორც შპს ,,კ------ მ-------ის“ წარმომადგენელმა გ--------–-, იმაზე მითითებით, რომ მოქმედებდა შპს „ს----–ის“ მიერ შპს „კ------ მ-------ისათვის“ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით მოსთხოვა კომპანია „პ----------“ 2--- წლის 2--------–ს მომხდარ ტვირთის დაკარგვის ფაქტთან დაკავშირებით, საკონტრაქტო ვალდებულებების შესრულება - შპს ,,ს----–ისათვის“ საქონლის მიწოდება.

 

10.12. „პ---------მა“ ა--------- კ--–---–---–ს წერილობით აცნობა, რომ იგი უარს ამბობდა წაყენებულ მოთხოვნაზე, იმ საფუძვლებით, რომ შემთხვევა მოხდა კომპანია „პ----------ს“ ტერიტორიის გარეთ და შპს „ს----–ს“ არ ჰქონდა არავითარი პრეტენზია „პ----------ს“ მიმართ.

 

10.1-. ა---------მა ზ---- კ--–---–---–მა 2----–-–-----------------ს, წერილობით აცნობა შპს ,,კ------ მ-------ს“, რომ შპს ,,ს----–ის“ მიერ ,,პ----------ს“ მიმართ პრეტენზიაზე უარის თქმის გამო, ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა მოთხოვნის შესრულებაზე ტვირთის დაკარგვასთან დაკავშირებით, რის გამოც, შპს „კ------ მ-------მა“ ფაქტობრივად დაკარგა სამართლებრივი უფლება აწარმოოს დავა ამ საკითზე „პ----------ს“ წინააღმდეგ.

 

10.14. ა---------ის წერილში მოყვანილი გარემოებების დადასტურების მიზნით, 2--------- წლის წერილის პასუხად, შპს ,,ს----–მა“ 2--------- წლის წერილით აცნობა შპს „კ------ მ-------ს“, რომ ,,პ----------სადმი“ დასახელებული წერილის მიწერის შესახებ წინასწარ ესაუბრა შპს ,,კ------ მ-------ის“ იურისტ ი------, რომელმაც განაცხადა, რომ ასეთი წერილის „პ----------სათვის“ მიწერა პრობლემას არ წარმოადგენდა.

 

10.15. 3--------- წელს შპს ,,კ------ მ-------მა“ შპს ,,ს----–ს“ წერილობით აცნობა, რომ მას არ ჰყავს იურისტი სახელით ი----- და ,,პ---------თან“ დაკავშირებით რეკომენდაციის გაცემა მისი თანამშრომლების მხრიდან არ მომხდარა. აქვე მიუთითა, რომ შპს ,,ს----–ის“ მიერ ,,პ----------სადმი“ ყოველგვარ პრეტენზიაზე უარის გამო, მოკლებული იყო შესაძლებლობას დავა გაეგრძელებინა ,,პ----------ს“ წინააღმდეგ და რომ ,,პ----------ს" მიმართ პრეტენზიაზე უარის თქმის გამო, წარმატების დადგენის საკითხი ჩიხში შევიდა.

 

10.16. 2----–-–---------------–ის შეტყობინებით შპს „კ------ მ-------მა“ 2--- წლის 2-------ს შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა იმ საფუძვლით, რომ შპს „ს----–მა“ შეთანხმების 3.3. პუნქტით ნაკისრი ვალდებულებება დაარღვია.

 

11. 2----–-–------------ს შპს „ს----–მა“ სარჩელით მიმართა სასამართლოს და შპს „კ------ მ-------ისათვის“ მხარეთა შორის 2--- წლის 2-------ს შეთანხმებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების დაკისრება მოითხოვა.

 

12. პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, სარჩელის წარუმატებლობა არსებითად ემყარება იმ სამართლებრივ დასკვნას, რომ შპს „ს----–მა“ 2----–-–---------------ს წერილით „პ----------ს“ მიმართ მოთხოვნაზე უარი თქვა, რითაც მხარეთა შორის 2----–-–-----------ს დადებული შეთანხმების 3.3 პუნქტი დაარღვია. აღნიშნული გარემოება კი, შპს „კ------ მ-------ისათვის“ ხელშეკრულებიდან გასვლის მართლზომიერ საფუძველს ქმნიდა და გადახდილი თანხის უკან დაბრუნების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა, რასაც არ ეთანხმება აპელანტი და მიიჩნევს, რომ სასამართლოს ასეთი დასკვნა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის, შპს „ს----–ის“ 2----–-–---------------ს წერილის არასწორი სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარეობს.

 

1-. შესაბამისად, სააპელაციო პალატის დღის წესრიგში დგას შპს „ს----–ის“ 2----–-–---------------ს წერილის გამოკვლევა და შეფასება იმისა, დაიღვა თუ არა შპს „ს----–ის“ ზემოაღნიშნული წერილით 2--- წლის 2-------ს ხელშეკრულების 3.3. პუნქტი და არსებობდა თუ არა შპს „კ----- მ-------ის“ მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის მართლზომიერი საფუძვლები.

 

14. სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

 

15. სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

 

16. ხელშეკრულებიდან გასვლა აღმჭურველი უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას მხარეს აქვს შესაძლებლობა, მიაღწიოს გარკვეულ სამართლებრივ შედეგს – დაასრულოს სახელშეკრულებო ურთიერთობა კონკრეტული უფლებებითა და მოვალეობებით და განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში გადაიყვანოს იგი. ხელშეკრულებიდან გასვლის დამახასიათებელი ნიშანი მხარეთა შორის ორმხრივი რესტიტუციის განხორციელებაა, რესტიტუცია კი, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას გულისხმობს, რა დროსაც მხარეთა მიერ ერთმანეთისათვის გადაცემული ქონების უკუქცევა ხდება. საგულისხმოა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა და პირვანდელი მდგომარეობის აღგენა ერთობლივი, განუყოფელი და მყისიერი ქმედებაა. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენამდე მსჯელობისას, უნდა დადგინდეს სახეზეა თუ არა ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობები, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: ნამდვილი ორმხრივი ხელშეკრულების არსებობა; ხელშეკრულების დარღვევა (მნიშვნელოვანი დარღვევა); დამატებითი ვადის დაწესება (გაფრთხილება); ამ ვადის უშედეგოდ ამოწურვა.

 

17. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „კ------ მ-------ს“ შპს „ს----–ის“ მიერ „პ----------სადმი“ სადავო წერილის (2---------–-) გაგზავნამდე, ბოლო 5 თვის განმავლობაში, 2--- წლის 2-------ს შეთანხმებით გათვალიწინებული არცერთი შესრულება არ განუხორციელებია.

 

18. შპს „კ------ მ-------მა“ შპს „ს----–ს“ 2--- წლის 2-------ს შეთანხმებიდან გასვლის შესახებ 2----–-–---------------–ის შეტყობინებით აცნობა, სადაც ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლად შპს „ს----–ის“ მიერ „პ----------სადმი“ 2----–-–---------------ს გაგზავნილი წერილი და 2--- წლის 2-------ს შეთანხმების 3.3. პუნქტით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა დაასახელა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებითაც იქნა გაზიარებული.

 

19. სააპელაციო პალატა არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ არის შპს „ს----–ის“ მხრიდან 2----–-–-----------ის შეთანხმების 3.3. პირობის დარღვევა და შესაბამისად, შპს „კ------ მ-------ისათვის“ 2--- წლის 2-------ს შეთანხმებიდან გასვლის მართლზომიერი საფუძვლები, ვინაიდან, შპს „ს----–ის“ 2----–-–---------------ს წერილი არ წარმოადგენს მოთხოვნის დამკარგავ სამართლწერივ აქტს - ვალის პატიების შესახებ განცხადებას -ხელშეკრულებას. კერძოდ:

 

19.1. დადგენილია, რომ 2----–-–-----------ს მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი შეთანხმების საგანს წარმოადგენდა 0--------- წლის საექსპედიციო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ტვირთის სავარაუდო დაკარგვის ფაქტთან დაკავშირებით მხარეთა სამართლებრივი და ფინანსური ინტერესების ეფექტური მოგვარება, რომლის 2.1.6 პუნქტით შპს „კ------ მ-------მა“ 2------,1- აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება იკისრა შეთანხმებული გრაფიკით.

 

19.2. ამავე შეთანხმების 2.3. პუნქტით მხარეებმა დაადასტურეს, რომ შპს „კ------ მ-------ის“ ვალდებულება გადახდაზე, ან/და ფაქტობრივად განხორციელებული გადახდა არ წარმოადგენდა მის მიერ ვალის აღიარებას, ან/და დამდგარ შედეგზე მისი ბრალეულობის/პასუხისმგებლობის აღიარებას, არამედ წარმოადგენდა დროებით ღონისძიებას „ტვირთის სავარაუდო დაკარგვის ფაქტთან“ დაკავშირებით ბრალეული პირის დადგენამდე (გარდა ექსპედიტორისა ან/და მის მიერ გადაზიდვაში ჩართული პირისა) ან/და ტვირთის აღმოჩენამდე და შემკვეთისათვის დაბრუნებამდე (2.3. პუნქტი).

 

19.3. შეთანხმების 3.3. პუნქტით, შპს „ს----–მა“ მიანიჭა უპირობო უფლებამოსილება შპს „კ------ მ-------ს“ ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ნებისმიერი პირის წინააღმდეგ, ნებისმიერი დავის წარმოების შესახებ და იკისრა ვალდებულება, რომ შპს „კ------ მ-------ის“ მოთხოვნისათანავე გადასაცემდა დავის წარმოებისათვის საჭირო ნებისმიერ დოკუმენტს და განახორციელებდა მასზე დამოკიდებულ ნებისმიერ ქმედებას დავის წარმატებით დასრულებისათვის და აღმოუჩენდა სამართლებრივ დახმარებას.

 

19.4. შეთანხმების 3.5. პუნქტის თანახმად, შპს „ს----–ს“ შპს „კ------ მ-------ისათვის“ 3.1. პუნქტის საფუძველზე გადახდილი თანხის დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობოდა, თუკი სასამართლოს ან არბიტრაჟის გადაწყვეტილებით დადასტურდებოდა შპს „ს----–ის“ ბრალეულობა, ან/და იგი (შპს „ს----–ი“) 3.3. პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას არ შეასრულებდა.

 

19.5. შეგებებული სარჩელის ავტორის მოსაზრებით შპს „ს----–მა“ სწორედ შეთანხმების 3.3. პუნქტი დაარღვია, როდესაც კომპანია „პ----------“ 2----–-–---------------ს შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა: „გ----------–--------, რომ ჩვენ ა------------ რ--------------------------- P--------------ის მიმართ, ს----------- ა-----------–-------------- შ---------------------–-----------------–-ც 2--- წ--–---------...“ შპს „კ------ მ-------ის“ მოსაზრებით, აღნიშნული წერილით შპს „ს----–მა“ უარი თქვა კომპანია „პ----------ს“ მიმართ მოთხოვნაზე, რითაც შპს „კ------ მ-------ს“ კომპანია „პ----------ს“ მიმართ წაერთვა რესტიტუციისაკენ მიმართული შესაბამისი სამართლებრივი დავის წარმატებით დასრულების შესაძლებლობა.

 

19.6. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობაში ამომწურავადაა ჩამოთვლილი ვალდებულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ, ესენია: ვალდებულების შეწყვეტა ვალის შესრულებით, დეპონირებით, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით, ვალის პატიებით, ცალკეულ შემთხვევებში კრედიტორის გარდაცვალებით და იურიდიული პირის ლიკვიდაციით.

 

სამოქალაქო კოდექსის 448-ე მუხლის შესაბამისად, ვალის პატიება მხარეთა შორის შეთანხმებით იწვევს ვალდებულების შეწყვეტას. „ვალის პატიება წარმოადგენს კრედიტორის შეპირებას მოვალის წინაშე, რომ მოთხოვნის უფლება არ განახორცელოს (pactum de non petendo). მოვალე არ თავისუფლდება, რამდენადაც ის იძენს მხოლოდ შესაძლებლობას, მოთხოვნის უფლების განხორცელებას შეეპასუხოს. ვალი რჩება შესრულებადი, ხოლო მოთხოვნა აღარ არის მიღწევადი“ ().

 

19.7. ვალის პატიება შესაძლებელია ასევე ე.წ. ვალდებულებითი ურთიერთობის არარსებობის ნეგატიური აღიარებით. „ნეგატიური ვალის აღიარება არის შემთხვევა, როდესაც კრედიტორის მოთხოვნის უფლება ისპობა, რადგან იგი მოვალის წინაშე აღიარებს, რომ მისი მოთხოვნა არ არსებობს, ანუ კრედიტორი უარს ამბობს მოთხოვნის არსებობაზე. ნეგატიური ვალის აღიარების დროს სახეზე გვაქვს კრედიტორის მხრიდან აღიარება იმისა, რომ მოთხოვნა არ არსებობს, რაც წყვეტს მასსა და მოვალეს შორის არსებულ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობას და ახალ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობას აღარ წარმოშობს. ნეგატიური ვალის არსებობის აღიარება, სამართლებრივი შედეგების მხრივ, ვალის პატიებას უთანაბრდება და შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 448-ე მუხლის რეგულირების რეჟიმში ექცევა. ნეგატიური ვალის აღიარება, ანუ აღიარება იმისა, რომ კრედიტორს მოვალის მიმართ მოთხოვნის უფლება არ აქვს, წყვეტს ვალდებულებას. ნეგატიური ვალდებულების აღიარების პირობებში კრედიტორის მიერ მოვალის მიმართ მოთხოვნა, რომელიც შესაბამისი მტკიცებულებებით დასტურდება, ქარწყლდება მოვალის მიერ ნეგატიური ვალის აღიარების ხელწერილის ან სხვა სახის მტკიცებულების წარმოდგენით. საპროცესო-სამართლებრივად, თუ მოსარჩელის მოთხოვნას, ვალდებულების შესრულების თაობაზე, უპირისპირდება მოპასუხის შესაგებელი ვალის არარსებობის აღიარების შესახებ, სასარჩელო მოთხოვნა არ კმაყოფილდება“.№(2ბ/4400-14 17 თებერვალი, 2015 წელი თბილისის საააპელაციო სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა, გადაწყვეტილება გაზიარებულ იქნა უზენაეს სასამართლოს მიერ).

 

19.8. პალატა განმარტავს, რომ „უფლებაზე უარის ნების დასადგენად ხელშეკრულების მხარეებისათვის მკაცრი მოთხოვნებია დაწესებული. ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დამყარებული პრინციპის თანახმად, ვალის პატიება არ უნდა იყოს სავარაუდო. თუკი ნების გამოვლენა საეჭვოა, მაშინ შესაბამისი ნების განმარტება უნდა მოხდეს ძალიან ვიწროდ“. (OLG ; KG Berlin. Az 12 U 123/09. 26.11.2009)

 

19.9. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა, „... რომ ვალის პატიება, რასაც შედეგად შეიძლება ვალდებულების შეწყვეტა მოჰყვეს, თავის მხრივ, წარმოადგენს ორმხრივ გარიგებას, სადაც გარკვევით უნდა აისახოს მხარეთა ნება, მიმართული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერობის შეწყვეტისაკენ. იგი ორმხრვი შეთანხმებაა და მიზნად უნდა ისახავდეს მატერიალური სამართლით რეგულირებული შედეგის მიღწევას - მიუღებელი შესრულებისაგან მოვალის გათავისუფლებას (სკ 448-ე მუხლი), ამასთან, ეს ნება არაორაზროვნად უნდა იყოს გადმოცემული. საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებაში - მორიგების აქტში, სადაც საუბარია სოლიდარული მოვალის[აგან], ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებისა, სხვა შესრულების მიღებასა და მორიგების ფარგლებში თავდების მიერ მის მიმართ სარჩელზე უარის თქმის შესახებ, არ არის დეკლარირებული კრედიტორისა და მოვალის შეთანხმება ვალის პატიებაზე, ამდენად, ეს გარიგება (მორიგება) არ შეიძლება შეფასდეს სამოქალაქო კოდექსის 448-ე მუხლის კონტექსტში.“ (სუს გადაწყვეტილება, საქმე №ას-1087-1018-2012, 1 ნოემბერი, 201- წელი)

 

19.10. განსახილველ შეთხვევაში, აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მიასცა 2----–-–---------------ს წერილს, როდესაც იგი ვალის პატიების დოკუმენტად მიიჩნია, ვინაიდან, შპს „ს----–ს“ უარი არ უთქვამს სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე რაიმე მოთხოვნაზე, არამედ, მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ ა---------- პრეტენზია „პ----------ს“ მიმართ ს----------- მანქანის ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით, რაც განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობაა, ვინაიდან წარმოადგენს კანონისმიერ (დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დამდგარი ზიანის) მოთხოვნას და არა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნას.

 

19.11. სააპელაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პრეტენზიას და მიაჩნია, რომ 2----–-–---------------ს წერილი არ აკმაყოფილებს ვალის პატიების დოკუმენტისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს. პალატას ასეთი დასკვნის საფუძველს აძლევს ის მოცემულობა, რომ სადავო წერილი არ შეიცავს მითითებას, თუ რა სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე და რომელი მოთხოვნის მიმართ ა---------- პრეტენზია მის ავტორს. წერილით არ დგინდება ვალდებულების მოცულობა და ფარგლები. წერილში ფორმულირებული ნებიდან ცალსახად და არაორაზროვნად არ იკვეთება კრედიტორის სურვილი და მიზანი სადავო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე, კონკრეტული ვალის პატიების გზით, ვალდებულების შეწყვეტის თაობაზე. ნების განსაზღვრულობის არარსებობა კი სადავო წერილის ვალის პატიების დოკუმენტად დაკვალიფიცირების საფუძველს გამორიცხავს.

 

19.12. სააპელაციო პალატა ზემოაღნიშნულ განმარტებებზე დაყრდნობით ასკვნის, რომ 2----–-–---------------ს წერილში არსებული მითითება მასზე, რომ შპს „ს----–ს“ ა---------- რ--------------------------- P--------------ის მიმართ, ს----------- ა-----------–-------------- შემთხვევასთან დაკავშირებით, არ შეიძლება შეფასდეს კომპანია „პ----------ს“ მიმართ ვალის პატიებად და შესაბამისად, სადავო შეთანხმების 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების იმგვარ დარღვევად, რაც შპს „კ------ მ-------ისათვის“ 2--- წლის 2-------ს შეთანხმებიდან გასვლის მართლზომიერ საფუძველსა და შპს „ს----–ის“ მიმართ შეთანხმების ფარგლებში გადახდილი თანხების უკან დაბრუნების მოთხოვნას წარმოშობდა.

 

19.1-. აქვე, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შპს „კ------ მ-------ს“ კომპანია „პ----------ს“ მიმართ მოთხოვნის დასაკმაყოფილებალად არ განუხორციელებია კანონით დადგენილი მოქმედებები. არ წამოუწყია დავა და არ მიუმართავს სარჩელით სასამართლოსათვის. სადავო (2---------–-) წერილი არ გამხდარა კომპეტენტური ორგანოს განსჯის საგანი და „პ----------ს“ მიმართ დავის წარუმატებლად წარმოების საფუძველი, მეტადრე იმის გათვალისწინებით, რომ გ--------- სამოქალაქო კოდექსის § 397 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იდენტურ რეგულაციას შეიცავს ვალის პატიების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

 

შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია შეგებებული სარჩელის ავტორის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ მან სწორედ შპს „ს----–ის“ ზემოაღნიშნული წერილის გამო დაკარგა „პ----------ს“ მიმართ სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე, სარჩელის წარდგენისა და დავის წარმატებით დასრულების შესაძლებლობა.

 

20. სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას შპს „ს----–ის“ მიერ შპს „კ------ მ-------ზე“ 2----–-–--------------ს გაცემული დოკუმენტთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ თავისი არსით, აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს არა მონდობილობას, არამედ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებას, რაც შპს „ს----–ის“ მხრიდან 2--- წლსი 2-------ს შეთანხმების 3.3. პუნქტის ფარგლებში იქნა განხორციელებული. პალატის ასეთი დასკვნა შემდეგ ფაქტობრივი და სამართლებრივი მოსაზრებებიდან გამომდინარეობს:

 

20.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.

 

20.2. სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს. მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.

 

20.3. პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის დათმობის მხარეები არიან მოთხოვნის მფლობელი (კრედიტორი; ე.წ. ცედენტი) და მესამე პირი (ახალი კრედიტორი; ე.წ. ცესიონერი). მოვალის თანხმობა ან ცოდნა მოთხოვნის დათმობის შესახებ არ წარმოადგენს აუცილებელ პირობას. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებაში საჭიროა მოვალის მითითება, მაგრამ შესაძლებელია, რომ ხელშეკრულებაში სახელობითი მოხსენიების გარეშეც მოვალეს იდენტურობა გამომდინარეობდეს ხელშეკრულების შინაარსიდან. (იხ: კომენტარები ბოლო დამუშავება: 5 ივლისი, 2016 ლევან თოთლაძე ). მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებიდან უნდა გამომდინარეობდეს ახალი კრედიტორის უფლებამოსილება დათმობილი მოთხოვნის საკუთარი სახელით განხორციელების შესახებ, რადგან მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება იწვევს კრედიტორის, როგორც უფლებამოსილი პირის, ცვლილებას.

 

20.4. ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ სამოქალაქო კოდექსის 709.1 მუხლის თანახმად დავალების (რწმუნებულების) აუცილებელი პირობაა, რომ რწმუნებული მოქმედებდეს მარწმუნებლის სახელით და ხარჯზე, ხოლო მოთხოვნის დათმობის შემთხვევაში ცესიონერი იკავებს კრედიტორის ადგილს და მოქმედებს საკუთარი სახელით.

 

20.5. განსახილველ შემთხვევაში, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2----–-–-------------თ დათარიღებული დოკუმენტით, რომელიც სახელდებულია „მინდობილობად“, შპს „ს----–მა“ შპს „კ------ მ-------ს“ მიანიჭა უფლება, ემოქმედა არა „რწმუნებულის“ (შპს „ს----–ის“), არამედ საკუთარი (შპს „კ------ მ-------ის“) სახელით და ხარჯით, რაც არსებითად განსხვავდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისიწინებული დავალების დეფინიციისგან და თავისი სამართლებრივი მნიშვნელობით წარმოადგენს სწორედ მოთხოვნის დათმობას. აღნიშნული დოკუმენტით შპს „ს----–მა“ შპს „კ------ მ-------ის“ სასარგებლოდ დათმო მოთხოვნა სს „პ---------- (С------------“-თან 2----–--–ს გაფორმებული #P--- ხელშეკრულების საფუძველზე შეკვეთილი და შესყიდული საქონლის დაკარგვასთან დაკავშირებით, რაც შპს „კ------ მ-------ს“ აძლევდა შესაძლებლობას შპს „ს----–ის“ მოთხოვნა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმოედგინა კომპანია „პ----------ს“ მიმართ, რაც შპს „კ------ მ-------მა“ არ განახორციელა.

 

20.6. პალატა ყურადღებას მიაქცევს ასევე იმ გარემოებას, რომ შპს „ს----–ის“ ე.წ. პრეტენზიაზე უარის თქმის წერილი პ----------ს მიმართ გაგზავნილია რამდენიმე თვის შემდეგ (2----–-–---------------) იმ მომენტიდან, რაც შპს „ს----–მა“ მოთხოვნა შპს „კ------ მ-------ის სასარგებლოდ (2----–-–-------------ი) დათმო. აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ შპს „ს----–ი“, პრეტენზიაზე უარის თქმის წერილის გაგზავნის დროს, უკვე მოთხოვნაზე არაუფლებამოსილ პირს წარმოადგენდა, რაც ასევე, საფუძველს აცლის შპს „კ------ მ-------ის“ შედავებას შპს „ს----–ის“ მიერ 2--- წლის 2-------ს შეთანხმების 3.3. პუნქტის დარღვევასთან დაკავშირებით.

 

21. პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

 

22. მოცემულ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელის ავტორის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულბების წარმოდგენა, რაც დაადასტურებდა, რომ შპს „ს----–მა“ შეთანხმების 3.3. პუნქტი დაარღვია, თუმცა შეგებებული სარჩელი ავტორმა ასეთი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინა, რაც მის მოთხოვნას უსაფუძვლოდ აქცევს.

 

23. ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციოს პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ შპს „ს----–ს“ არ დაურღვევია მხარეთა შორის 2--- წლის 2-------ს შეთანხმების 3.3. პუნქტი, რის გამოც შპს „კ------ მ-------ს“ არ გააჩნდა 2--- წლის 2-------ს შეთანხმებიდან გასვლის მართლზომიერი საფუძვლები. შესაბამისად, შეგებებული სარჩელის მოთხოვნა შპს „ს----–ისათვის“ შპს „კ------ მ-------ის“ სასარგებლოდ 2--- წლის 2-------ს შეთანხმების საფუძველზე გადახდილი 1--------- აშშ დოლარის დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ საფუძველს მოკლებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

24. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს „ს----–ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

24.1. დადგენილია, რომ 0--------- წელს მხარეთა შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულება საექსპედიტორო მომსახურების შესახებ, რომლითაც შპს „კ------ მ-------მა“, როგორც ექსპედიტორმა, იკისრა ვალდებულება, შპს „ს----–ისათვის“, როგორც შემკვეთისათვის, გაეწია ტვირთების გადაზიდვის ორგანიზება და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურება. ამ ხელშეკრულების ფარგლებში, მხარეებმა 2--------4 წელს გააფორმეს საექსპედიტორო მომსახურების განაცხადი N1--, რომლის საფუძველზედაც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელისათვის გაეწია ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურება ჰ---------დან თბილისამდე. ტვირთის ღირებულება შეადგენდა 2------,1- აშშ დოლარს.

 

24.2. დადგენილია, რომ ტვირთის გამომგზავნის მიერ მოპასუხისათვის ტვირთის გადაცემის შემდეგ, ტვირთი დაიკარგა და მისი აღმოჩენა ვერ მოხდა. ამ გარემოების გათვალისწინებით, მხარეთა შორის 0--------- წელს შედგა შეთანხმება, რომლითაც მოპასუხემ იკისრა მოსარჩელისათვის ტვირთის სრული ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება, შეთანხმების დანართი N--ით გათვალისწინებული გრაფიკით. ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანხის გადახდა შეიძლებოდა მომხდარიყო მხარეთა შორის დადებული გადაზიდვის ხელშეკრულების ფარგლებში არსებული დაკვეთების შესრულებისათვის გადასახდელი საზღაურის გაქვითვის გზით.

 

24.3. საქმეში წარმოდგენილი 2----–-–------------–ს მხარეთა შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების აქტის საფუძველზე სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2----–-–------------–-ს მდგომარეობით, 2--- წლის 2-------ს შეთანხმებიდან გამომდინარე, შპს „კ------ მ-------ის“ დავალიანება შპს „ს----–ის“ მიმართ შეადგენს 1-------- აშშ დოლარს. აღნიშნული გარემოება სადავოდ არ არის გამხდარი.

 

20.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდქესის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს, კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

20.5. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების საფუძველზე პალატას მაიჩნია, რომ შპს „კ------ მ-------ს“, შპს „ს----–ის“ სასარგებლოდ, 2--- წლის 2-------ს შეთანხმებიდან გამომდინარე დავალიანების ანაზღაურების სახით, უნდა დაეკისროს 1---------- აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

 

21. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

22. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 0--------- წლის შეთანხმების 3.8. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების საფუძველზე, შპს „კ------ მ-------ს“ შპს „ს----–ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 2----–-–---------------–-დან გადაწყვეტილების ნებაყოფლობით ან იძულებით აღსრულებამდე დღეში 1------შშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

 

23. პალატას მიაჩნია, რომ შპს „ს----–ის“ სარჩელი შპს „კ----- მ-------ის მიმართ ზიანის სახით 1-----------–– დოლარის წლიური 11%-ის დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

23.1. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

23.2. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

23.3. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ.: სუსგ. 2015 წლის 7 ოქტომბერი, საქმეზე №ას-459-438-2015).

 

23.4. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის შესახებ მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ მას 2----–-–---------–---ან 1-----------–– დოლარის საკრედიტო ორგანიზაციაში დეპოზიტზე განთავსების შემთხვევაში, ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით, წლიურ 11%-ს სარგებელს მიიღებდა.

 

23.5. პალატა განმარტავს, რომ პრეზუმირებული ზიანის არსებობა/არარსების დადგენის მიზნებისათვის, არსებითი მნიშვნელობა აქვს კრედიტორ სუბიექტს და მისი საქმიანობის ფარგლებს. საანაბრე პროცენტი, როგორც ნაგულისხმევი ზიანი, ივარაუდება იმ შემთხვევაში, როდესაც კრედიტორს გამოთავისუფლებული თანხის ანაბარზე განთავსება შეეძლო. იურიდიული პირის შემთხვევაში ასეთი ზიანი მტკიცებას ექვემდებარება, თუკი იურიდიული პირის უშუალო სამეწარმეო საქმიანობას არ წარმოადგენს საკრედიტო ბიზნეს-სფერო, განსხვავებით ფიზიკური პირის მიერ ფულით, როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი ობიექტით თანხის დეპოზიტზე განთავსების შედეგად მოგების მიღების შესაძლებლობისაგან. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „ს----–ის“ ბიზნეს საქმიანობა არ ითვალისწინებს ფულადი თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების შედეგად მოგების მიღებას. ამგვარი მოგების შესახებ არც მხარეს განუმარტავს სხდომაზე და არც რაიმე მტკიცებულებაა წარმოდგენილი საქმეში. შესაბამისად, სახეზე არ გვაქვს „მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი“, რაც სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, სავალდებულო პირობაა იმ ზიანისათვის, რომელზედაც ანაზღაურების მოვალეობა ვრცელდება და რომელიც პირდაპირ უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

23.6. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ შპს „ს----–ის“ სასარჩელო მოთხოვნა შპს „კ------ მ-------ის“ მიმართ ზიანის სახით, 1-----------–– დოლარის წლიური 11%-ის დაკისრების თაობაზე, დაუსაბუთებელია და არ დაკმაყოფილდეს.

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

24. სააპელაციო პალატას, საქმეში წარმოდგენილი საბანკო გარანტიების ვადის გაგრძელების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და მხარეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე, მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით გამოყენებული საბანკო გარანტიის ვადა უნდა გაგრძელდეს 2020 წლის 2 ივნისამდე, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 აგვისტოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით გამოყენებული საბანკო გარანტიის ვადა უნდა გაგრძელდეს 2020 წლის 2 ივნისამდე.

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

25. სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ს----–ის“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ხოლო შპს „კ------ მ-------ის“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

საპროცესო ხარჯები

 

26.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ანაზღაურების ვალდებულება ვრცელდება ასევე პროცესის ხარჯებზე, მათ შორისაა, სასამართლოს გარეშე ხარჯი, რომელშიც მოიაზრება, მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები (სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

26.2. საქმეში წარმოდგენილი იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებებისა და მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითრების საფუძველზე სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მიერ გადახდილია 1- 410.25 ლარი, ხოლო სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში - 11 639.49 ლარი. შესაბამისად, შპს „კ------ მ-------ს“ შპს „ს----–ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ა---------ის ხარჯის ანაზღაურება სულ, 25 049, 74 ლარის ოდენობით.

 

26.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

26.4. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შესაბამისად, შპს „კ------ მ-------ს“ შპს „ს----–ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 12 150 ლარის ოდენობით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს „ს----–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. შპს „ს----–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. შპს „კ------ მ-------ს“ შპს „ს----–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 1---------- აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

 

5. შპს „კ------ მ-------ს“ შპს „ს----–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 30 640 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

 

6. შპს „კ------ მ-------ს“ შპს „ს----–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო 2----–-–---------------–-დან გადაწყვეტილების ნებაყოფლობით ან იძულებით აღსრულებამდე დღეში 1------შშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

 

7. შპს „ს----–ის“ სარჩელი შპს „კ----- მ-------ის მიმართ ზიანის სახით 1-----------–– დოლარის წლიური 11%-ის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

8. შპს „კ----- მ-------ის“ შეგებებული სარჩელი შპს „ს----–ის“ მიმართ 1-6 606, 85 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

9. შპს „კ------ მ-------ს“ შპს „ს----–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 12 150 ლარის ოდენობით.

 

10. შპს „კ------ მ-------ს“ შპს „ს----–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ა---------ის ხარჯი 25 049, 74 ლარის ოდენობით.

 

11. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით გამოყენებული საბანკო გარანტიის ვადა გაგრძელდეს 2020 წლის 2 ივნისამდე.

 

12. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 აგვისტოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით გამოყენებული საბანკო გარანტიის ვადა გაგრძელდეს 2020 წლის 2 ივნისამდე.

 

13. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-11 და მე-12 პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის 7ა) მხარეთათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში.

 

14. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

15. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ნათია გუჯაბიძე

 

მოსამართლეები ვანო წიკლაური

 

გოდერძი გიორგიშვილი