განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 180100119002833723
საქმე № 1ბ/1620 -19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 ნოემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე: მაკა გველესიანი
სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული - ნ-----–----ი გ---–-–---–ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გ-------------------–-------------, ფაქტობრივად მცხოვრები: მ–--------------–--------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და სსკ-ის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილი;
სასჯელი:
დანაშაულთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსასცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა გ------- ც---–---ემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა. კერძოდ, მსჯავრდებულ ნ-----–----ი გ---–-–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, ვინაიდან განაჩენში სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ შემამსუბუქებელ გარემოებებზე და მითითებულია, რომ ნ-----–----ი გ---–-–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, მაშინ როდესაც საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას უნდა გაითვალისწინოს მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული, ძალადობის ხასიათი და ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორცილების სახე და ხერხი. ბრალდების მხარის მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნ-----–----ი გ---–-–---–ი დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში, რაც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა. ასევე, ნ-----–---- გ---–-–---–ს ნარკოლოგიური შემოწმების თანახმად, დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების ,,ბუპრენორფინის“ მოხმარება. ამასთან, აღნიშნული კატეგორიის დანაშაული დღეის მდგომარეობით საკმაოდ გავრცელებულია და ხშირია მოძალადის მხრიდან ძალადობის ფაქტების განმეორებითი რისკები, რაც უნდა გაეთვალისწინებინა სასამართლოს სასჯელის დანიშვნის დროს. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის ნ-----–----ი გ---–-–---–ის მიმართ დანიშნული მსუბუქი სასჯელი, ვერ მოახდენს დანაშაულის პრევენციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სხვა პირებზე ზემოქმედებას, რათა მათაც არ ჩაიდინონ ანალოგიური დანაშაული. ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს. ზემოაღნიშნულ გარემოებაზე მითითებით, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულს უნდა დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი -თავისუფლების აღკვეთის სახით პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი.
სასამართლომ დაადგინა:
ნ-----–----ი გ---–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ მისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ასევე ჩაიდინა ოჯახის მეორე წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 24 ოქტომბერს, დაახლოებით 22:35 საათზე, მ–------------------------–------------–-- საცხოვრებელ სახლში მთვრალ მდგომარეობაში მყოფ ნ-----–----ი გ---–-–---–ს და მის ორსულ მეუღლეს თ----- მ------–---–ს შორის მოხდა შელაპარაკება, რა დროსაც ნ-----–----ი გ---–-–---–მა სახეში შეაფურთხა წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს, მასვე ხელი გაარტყა სახეში და მოუჭირა იგი ცხვირში, შემდეგ კი თავით მოქაჩა და წააქცია იგი იატაკზე, რის შემდეგაც წაქცეულს დაარტყა გვერდში. ძალადობის შედეგად თ-----ი მ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნულის შემდეგ მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ნ-----–----ი გ---–-–---–ი დაეუფლა მეუღლის კუთვნილ ,,iphone‘’ ფირმის მობილურ ტელეფონს, რომელიც განზრახ დაამტვრია და გახადა გამოსაყენებლად უვარგისი. აღნიშნული ქმედებით თ-----ი მ------–---–ს მიაყენა 420 (ოთხას ოცი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნ-----–---- გ---–-–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
პირველი ინსტანციის სასამართლო განხილვის დროს, მათ შორის დასკვნითი და საბოლოო სიტყვებით მიმართვის ეტაპებზე ბრალდებულმა ნ-----–----ი გ---–-–---–მა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ ეთანხმება ბრალდების ფაბულას ბრალად შერაცხული დანაშაულების მის მიერ ჩადენის თაობაზე, რასაც გულწრფელად ინანიებს.
დაზარალებულ თ----- მ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მეუღლესთან ნ-----–----ი გ---–-–---–თან და მცირეწლოვან შვილთან დ-----------------თან ერთად ცხოვრობს მ–------------------------–------------ში. 2018 წლის 24 ოქტომბერს, ნ-----–---- გ---–-–---–ი სახლში მთვრალ მდგომარეობაში დაბრუნდა. საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, აგრეთვე იმის გამო, რომ ნ-----–---- გ---–-–---–ს, მისივე აღიარებით, წინა დღეებში მოხმარებული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, ცოლ-ქმარი ერთმანეთში შეკამათდა, რა დროსაც ნ-----–----ი გ---–-–---–მა სახეში შეაფურთხა მას, ხელი გაარტყა სახეში და მოუჭირა იგი ცხვირში, რის გამოც შეეზღუდა სუნთქვის საშუალება. შემდეგ კი მეუღლემ თავით მოქაჩა და წააქცია იგი იატაკზე, რის შემდეგაც წაქცეულს კიდევ დაარტყა გვერდში. ძალადობის შედეგად თ-----ი მ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შემდეგ მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ნ-----–----ი გ---–-–---–ი დაეუფლა მეუღლის კუთვნილ ,,iphone‘’ ფირმის მობილურ ტელეფონს, რომელიც დაამტვრია და გახადა გამოსაყენებლად უვარგისი.
თავისი ჩვენების სისწორე დაზარალებულმა თ----- მ------–---–მა დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროსაც.
სასაქონლო ექსპერტის დასკვნის მიხედვით დადგენილია, რომ ,,iphone‘’ ფირმის მობილურ ტელეფონის დაზიანებით მიყენებული ზიანის ოდენობა ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს 420 ლარს.
სასამართლო სხდომაზე საჯაროდ იქნა წაკითხული და მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული დაზარალებულ თ----- მ------–---–ის ორსულობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რომელის მიხედვით დადგენილია, რომ 2018 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით თ----- მ------–---–ი იყო 23 კვირის ორსული.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე, ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ნ-----–---- გ---–-–---–ის ქმედებებს. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების: ჯ--------------–-------–-----------------------------–----------------------------–---–----------------------–-----–--------------------------–-–---–----------------–---- ჩვენებებით, აგრეთვე მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, მათ შორის ნივთმტკიცებულებით - დამტვრეული მობილური ტელეფონი და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ნ-----–---- გ---–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიტა და სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის ფაქტი.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ნ-----–----ი გ---–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ მისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ასევე ჩაიდინა ოჯახის მეორე წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ნ-----–----ი გ---–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩანადენილ დანაშაულებს, დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია ნ-----–----ი გ---–-–---–ის მიმართ, კონფლიქტი მეუღლეთა შორის ამოწურულია და ისინი ცხოვრობენ ერთ ოჯახად.
ნ-----–----ი გ---–-–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს წარმოადგეს ის, რომ დანაშაულები ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, მთვრალ მდგომარეობაში, მასვე ნარკოლოგიური გამოკვლევით დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების - ,,ბუპრენორფინის“ მიღების ფაქტი.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.
საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი.
საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს - ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთ წლამდე, ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.
პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობით.
პალატა მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს ერთის მხრივ იმ გარემოებას, რომ ნ-----–----ი გ---–-–---–მა დაზარალებულის მიმართ განხორციელა ფიზიკური ძალადობა და ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ხოლო მეორეს მხრივ, აფასებს მის დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედებებისადმი და სამომავლოდ ძალადობის განმეორების რისკებს. მოცემულ შემთხვევაში, ნ-----–----ი გ---–-–---–ი გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ნ-----–----ი გ---–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტებს, რომ მსჯავრდებულის მიმართ სასამართლოს მიერ დანიშნული მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს ვინაიდან მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ, რაც იძლევა საფუძველს, ვარაუდისთვის რომ მან შესაძლოა მომავალშიც გააგრძელოს დანაშაულებრივი ქმედება. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ ნ-----–----ი გ---–-–---–ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთმითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.
სააპელაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები, ის რომ ნ-----–---- გ---–-–---–მა დანაშაულები ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ, მთვრალ მდგომარეობაში და ნარკოლოგიური დასკვნის შედეგად დადგენილი ჰქონდა ნარკოტიკული საშუალების ,,ბუპრენორფინის“ მოხმარების ფაქტი, ცნობილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, რა დროსაც საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ მსჯავრდებულის პიროვნებასთან, ბრალად შერაცხული ქმედების სიმძიმესა და ხასიათთან ერთად, შეაფასა და გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ მითითებული საფრთხეებიც და სწორედ, აღნიშნული გარემოებების შეფასებითა და გათვალისწინებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ნ-----–----ი გ---–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ, რაც წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას, რის გამოც სასამართლოს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა გამოყენებინა. მოცემულ შემთხვევაში, ნ-----–----ი გ---–-–---–მა დანაშაულები ჩაიდინა მეუღლის - თ----- მ------–---–ის მიმართ ე.ი. ოჯახის წევრის მიმართ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას. პალატა მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაში იღებს ერთის მხრივ იმ გარემოებას, რომ ნ-----–----ი გ---–-–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა მეუღლის მიმართ და ამავე ოჯახის წევრის მიმართ ნივთის დაზიანება, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ვინაიდან ნ-----–----ი გ---–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენას, ამდენად, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და ამავე კოდექსის 531 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ ნ-----–----ი გ---–-–---–ს სასჯელი დანიშული აქვს საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-2-3 ნაწილების მოთხოვნათა გათვალისწინებით. შესაბამისად, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება ვერ იქნება გაზიარებული.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. მოცემულ შემთხვევაში პალატა ითვალისწინებს რა ნ-----–----ი გ---–-–---–ის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ნ-----–----ი გ---–-–---–ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედებების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს, შერიგებულია დაზარალებულთან და ერთ ოჯახად ცხოვრობენ, არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად უნდა იქნეს სისხლისსამართლებრივი სანქცია გამოყენებული, ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, ნ-----–----ი გ---–-–---–ის მიმართ მოცემულ შემთხვევაში საპატიმრო სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, ვინაიდან შემცირებულია მისგან მომდინარე საფრთხეები, რომლის აღკვეთა ნ-----–----ი გ---–-–---–ის პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულისადმი მისი დამოკიდებულებისა და სინანულის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებშიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ-----–----ი გ---–-–---–ის მიმართ სასჯელის ისეთი სახე და ზომის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად პალატას მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ნ-----–----ი გ---–-–---–ის სათანადო ქცევას. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
სააპელაციო პალატის შეფასებით, სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ნ-----–----ი გ---–-–---–ის მიმართ, დანაშაულთა ერთობლიობით, დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მცხეთის რაიონული პროკურორის გ------- ც---–---ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მცხეთის რაიონული პროკურორის გ------- ც---–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 ივლისის განაჩენი ნ-----–----ი გ---–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ნ-----–----ი გ---–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის და 06(ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით, მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ნ-----–----ი გ---–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსასცდელ ვადად დაუდგინდეს 02(ორი) წელი;
მსჯავრდებულ ნ-----–----ი გ---–-–---–ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 25 ოქტომბრიდან 2019 წლის 11 თებერვლის ჩათვლით;
პირობით მსჯავრდებულის ნ-----–----ი გ---–-–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში ეცნობოს შესაბამის პრობაციის ბიუროს;
მსჯავრდებულ ნ-----–----ი გ---–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსასრულებლად მიქცევისას გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით ნ-----–----ი გ---–-–---–ის მიმართ გამოყენებული 6000 ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით შემდეგ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა:
- ნ-----–----ი გ---–-–---–ის, პირადი ნომერი N-----------, სახელზე რიცხული, მ–------------------------–------------ს ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონება N7---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ხუთ სართულიანი სახლის მე-4 სართულზე განთავსებულ ერთ ოთახიან საცხოვრებელ ბინას (12.40 კვ.მ.) და საკადასტრო კოდით N7----------------------- იმავე სართულზე განთავსებულ ფართს (დანიშნულება ვანა-ტუალეტი, ფართი 2.77 კვ.მ.) ქონების საერთო ღირებულება 10.217,5 ლარი, ყადაღა დადებულის გირაოს თანხის - 6000 ლარის ექვივალენტური წილზე;
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადაწყდეს ნივთმტკიცებულებების ბედი:
- ,,iphone‘’ ფირმის მობილურ ტელეფონი, რომელიც ინახება მცხეთის შს რაიონული სამმართველოს საგურამოს პოლიციის განყოფილებაში, დაუბრუნდეს დაზარალებულ თ----- მ------–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
- ორი ცალი დისკი დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გველესიანი