განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003116052
№1ბ/1656-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული - ბ----ი მ–---–----ე, დაბადების თარიღი: 1----–-–---------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 3----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, მისამართის გარეშე, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–-----------------------------------.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი - დაზარალებულ ქ--------ა ა------ის ეპიზოდი; ოჯახში ძალადობა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი – დაზარალებულ ტ------ა ო-----------ას ეპიზოდი);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი (გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის წევრის მიმართ მუქარა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში – დაზარალებულ ქ--------ა ა------ის ეპიზოდი; ოჯახის წევრის მიმართ მუქარა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში – დაზარალებულ ტ------ა ო-----------ას ეპიზოდი);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილი. (გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
სასჯელი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ქ--------ა ა------ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ტ------ა ო-----------ას ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ქ--------ა ა------ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ტ------ა ო-----------ას ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ----ი მ–---–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის, პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და დანიშნული სასჯელის დამძიმება, შემდეგ გარემოებათა გამო: პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მსგავსი ხასიათის დანაშაულის შედეგად წარმოქმნილი პოტენციური საფრთხე. ბ----ი მ–---–----ემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ასევე საქმეზე არსებული ყველა მტკიცებულება გახადა უდავოდ სწორედ აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე დგინდება, რომ იგი სისტემატურად ახორციელებდა ძალადობას მეუღლის – ქ--------ა ა------ის მიმართ, თავად დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შინაარსიდან ნათლად იკვეთება, რომ ბ----ი მ–---–----ის მიერ ქ--------ა ა------ის მიმართ განხორციელებული ძალადობა იყო გენდერული ნიშნით. საქართველოს სსსკ–ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ბ----ი მ–---–----ის მიმართ სასჯელის ნაწილში არის უსამართლო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან გათვალისწინებული არ არის ბ---- მ–---–----ის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი. შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბ----ი მ–---–----ის მიმართ დანიშნული სასჯელი, ქმედების ხასიათისა და პიროვნების მახასიათებლების შეუსაბამოა, რის გამოც გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს მსჯავრდებულ ბ----ი მ–---–----ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.
სასამართლომ დაადგინა:
ბ----ი მ–---–----ემ ჩაიდინა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მანვე ჩაიდინა, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი – დაზარალებულ ქ--------ა ა------ის ეპიზოდი;
მანვე ჩაიდინა, ოჯახში ძალადობა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი – დაზარალებულ ტ------ა ო-----------ას ეპიზოდი;
მანვე ჩაიდინა, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის წევრის მიმართ მუქარა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში – დაზარალებულ ქ--------ა ა------ის ეპიზოდი;
მანვე ჩაიდინა, ოჯახის წევრის მიმართ მუქარა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში – დაზარალებულ ტ------ა ო-----------ას ეპიზოდი;
ბ----ი მ–---–----ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2014 წლიდან, 2019 წლის 10 ივნისამდე, ბ----ი მ–---–----ე და მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ქ--------ა ა------ე, ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, მ. კ------------------------------ში. თანაცხოვრების პერიოდში, ბ----ი მ–---–----ე სისტემატიურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას ქ--------ა ა------ეს, ურტყამდა სხეულის სხვადასხვა არეში. ამავდროულად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას და ახორციელებდა მის დამცირებას, კერძოდ, აგინებდა და მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით. გარდა ზემოაღნიშნულისა, ბ----ი მ–---–----ის მხრიდან ქ--------ა ა------ის მიმართ განხორციელებული სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება გაგრძელდა შემდგომშიც, კერძოდ: 2019 წლის აპრილში, ქ.თბილისში, მ------------------------------------ში ყოფნისას, მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ქ--------ა ა------ეს, კერძოდ, აგინებდა მას, ასევე რამოდენიმეჯერ ხელი დაარტყა სახის არეში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. აღნიშნული ფაქტიდან 2 კვირის შემდეგ ამავე მისამართზე ბ----ი მ–---–----ემ, მეუღლეს ქ--------ა ა------ეს ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ქ--------ა ა------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 10 ივნისს, ქ. თბილისში, მ. კ------------------------------ში ყოფნისას, ბ----ი მ–---–----ემ ქ--------ა ა------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დამცირების მიზნით წყალი დაასხა თავზე, ასევე დაემუქრა და უთხრა, რომ ეს მისთვის იყო ბოლო დღე, ხვალიდან ნახავ რაც მოგივა, შენ ბავშვს ვეღარ ნახავ და არ გაცოცხლებო, რა დროსაც ქ--------ა ა------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ბ----ი მ–---–----ის მიერ, ქ--------ა ა------ის მიმართ განხორციელებულმა ზემოხსნებულმა სისტემატურმა ცემამ და სხვაგვარმა ძალადობამ, ქ--------ა ა------ის ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. ბ---- მ–---–----ის მიერ იმავე პირის მიმართ განხორციელებულმა ზემოაღნიშნულმა სისტემატურმა შეურაცხყოფამ და დამცირებამ გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა, ხოლო ბ----ი მ–---–----ის მიერ ქ--------ა ა------ის მიმართ არაერთხელ განხორციელებული მუქარის შედეგად ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2019 წლის 10 ივნისს, დაახლოებით ღამის 01:00 საათზე, ქ. თბილისში, მ. კ------------------------------ში ბ---- მ–---–----ემ, მეუღლის მშობელს ტ------ა ო-----------ას ორივე ხელი მოკიდა ძლიერად ორივე ხელზე, რა დროსაც ტ------ა ო-----------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. იგი ამავე დროს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ტ------ა ო-----------ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენით, ბ----ი მ–---–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), ამავე კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), ამავე კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ქ--------ა ა------ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ტ------ა ო-----------ას ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ქ--------ა ა------ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ტ------ა ო-----------ას ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით -თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ----ი მ–---–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
მსჯავრდებულ ბ----ი მ–---–----ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 10 ივნისიდან - 2019 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ბ----ი მ–---–----ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ბ---- მ–---–----ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულების ქ--------ა ა------ის და ტ------ა ო-----------ას გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მოწმეების: გ--- რ-------ის, ა--------–--ის, გ------ი დ------–---–ის, მ---------–-–---–ის და ლ-–- კ--–------ს გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, შემაკავებელი ორდერით და თავად ბ----ი მ–---–----ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ბ---- მ–---–----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქ--------ა ა------ის და ტ------ა ო-----------ას ეპიზოდები), საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქ--------ა ა------ის და ტ------ა ო-----------ას ეპიზოდები) და ამავე კოდექსის 111,126–ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ბ----ი მ–---–----ემ ჩაიდინა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი - დაზარალებულ ქ--------ა ა------ის ეპიზოდი; ოჯახში ძალადობა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი – დაზარალებულ ტ------ა ო-----------ას ეპიზოდი; გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის წევრის მიმართ მუქარა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში – დაზარალებულ ქ--------ა ა------ის ეპიზოდი; ოჯახის წევრის მიმართ მუქარა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში – დაზარალებულ ტ------ა ო-----------ას ეპიზოდი; გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქ--------ა ა------ის და ტ------ა ო-----------ას ეპიზოდები), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქ--------ა ა------ის და ტ------ა ო-----------ას ეპიზოდები) და ამავე კოდექსის 111,126–ე მუხლის 12 ნაწილით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბ----ი მ–---–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულებს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებია დანაშაულის ჩადენა ოჯხის წევრის მიმართ და გენდერის ნიშნით.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელთა სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ბ----ი მ–---–----ეს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ასორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასოციდან ასოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. საქართველოს სსკ-ის 111, 126–ე მუხლის 12 ნაწილი - ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა ან თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლა, იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
პალატა განმარტავს, ბ----ი მ–---–----ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, სრულად იქნა გათვალისწინებული: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები. 2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა. 3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 111,126–ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დაწესებული სანქციის ფარგლები. 4. რომ, ბრალად წარდგენილი დანაშაულები განეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. 5. შემამსუბუქებელი გარემოებები: რომ ალექსანდრე ხოსიტაშვილი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, ბოლო ქმედების ჩადენის შემდგომი ქცევით მიაღწია დაზარალებულთან შერიგებას. 6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები. შესაბამისად, სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბ----ი მ–---–----ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც მისი საზოგადოებისგან სრული იზოლაციის გარეშეც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის თბილისის, პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის, პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ნუგზარ ჭიტაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენი ბ----ი მ–---–----ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ბ----ი მ–---–----ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქ--------ა ა------ის და ტ------ა ო-----------ას ეპიზოდები), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქ--------ა ა------ის და ტ------ა ო-----------ას ეპიზოდები) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ქ--------ა ა------ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლების საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ტ------ა ო-----------ას ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლების საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ქ--------ა ა------ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლების საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ტ------ა ო-----------ას ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლების საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლების საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ----ი მ–---–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლების საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
მსჯავრდებულ ბ----ი მ–---–----ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 10 ივნისიდან - 2019 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით.
ბ----ი მ–---–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ბ----ი მ–---–----ეს საქართველოს სსკ–ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. ამასთან, მსჯავრდებულ ბ----ი მ–---–----ის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
აუდიო ჩანაწერი განთავსებული 1 (ერთ) ცალ კომპაქტურ დისკზე – შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ჯორბენაძე