განაჩენი

სისხლის სამართლის 07.11.2019
საქმის ნომერი
330100119002951382
ინსტანცია
თარიღი
07.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002951382

№1ბ/1463-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

07 ნოემბერი 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე

სხდომის მდივანი: მერი ლაბარტყავა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: მარიამ გიგაური

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: თ----- ე–-----–---–ი

 

გამართლებული: ა-–---ი გ----------ი, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული: 1----–-–---------------ს, პირადი ნომერი: 2----------, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული: ქ. თ---–---------------–---–---------------------ში ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–-------–--–-------–-------------ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (2017 წლის 30 ივლისის ეპიზოდი) - გამართლდა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი) - გამართლდა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი (2019 წლის 31 მარტის ეპიზოდი) - გამართლდა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი (სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ეპიზოდი) - გამართლდა.

 

მსჯავრდებული: ლ--- ა-------–---–ი, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული: 1----–-–---------–--ს, პირადი ნომერი: 2----------, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–-------–--–-------–------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის ზაფხულის ეპიზოდი) - გამართლდა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი - გამართლდა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ეპიზოდი) - გამართლდა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე და დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

სხდომის სახე - ღია სასამართლო სხდომა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 აგვისტოს განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა და მოითხოვა, ა-–---ი გ----------ის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 5 აგვისტოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, ლ--- ა-------–---–ის მიმართ, იმავე განაჩენის გამამართლებელი ნაწილის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილის ნაცვლად, ლ--- ა-------–---–ის დამნაშავედ ცნობა სსკ–ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. აპელანტს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციის შესაბამისად არსებობდა ერთმანეთთან შეთანხმებულ ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა და ჯაჭვი, სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და ა-–---ი გ----------ის მიმართ ყველა ეპიზოდში გამოტანილ იქნა გამამართლებელი განაჩენი, ხოლო ლ--- ა-------–---–ის მიმართ წარდგენილ სამ ეპიზოდში გამოტანილ იქნა გამამართლებელი განაჩენი, ხოლო ერთი ეპიზოდი სსკ–ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე. პირველი ინსტანციის სასამართლო, განაჩენის გამოტანისას არ დაეყრდნო კანონის და სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების მოთხოვნებს და დაუსაბუთებლად გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი ა-–---ი გ----------ის მიმართ. ასევე დაუსაბუთებლად გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი სამ ეპიზოდში ლ--- ა-------–---–ის მიმართ და ერთ ეპიზოდში დაუსაბუთებლად მოხდა ქმედების გადაკვალიფიცირება უფრო მსუბუქ ნაწილზე. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა ა-–---ი გ----------ის და ლ--- ა-------–---–ის მიერ, მ-----------------ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები. ასევე, არ იქნა გათვალისწინებული, რომ საქმე ეხებოდა ოჯახში ძალადობას, რაც საქმეთა განსაკუთრებული კატეგორიის მხედველობაში მიღებით სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში დანაშაულის ლატენტური ბუნებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კლასიკური ქცევის გათვალისწინებით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები მოძალადეების წინაშე დაუცველნი რჩებიან. ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით და შიდასახელმწიფოებრივი კანონებისა და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებლად და უკანონოდ მიაჩნია, რის გამოც ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 05 აგვისტოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას ა-–---ი გ----------ის მიმართ და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, ამავე განაჩენით ლ--- ა-------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდებით მსჯავრდებას და შესაბამისი სასჯელების განსაზღვრას.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა, მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 აგვისტოს განაჩენის გაუქმება ა-–---ი გ----------ის მიმართ და მისი დამნაშავედ ცნობა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 30 ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 31 მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და რელევანტური სასჯელის დანიშვნა. ასევე მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 აგვისტოს განაჩენის გაუქმება ლ--- ა-------–---–ის მიმართ, განაჩენით დადგენილი კვალიფიკაციის შეცვლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ზაფხულის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ეპიზოდი) და შესაბამისი სასჯელის დანიშვნა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, გამართლებულმა ა-–---ი გ----------მა და მსჯავრდებულმა ლ--- ა-------–---–მა და მათმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ----- ე–-----–---–მა მხარი არ დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 აგვისტოს განაჩენი - ა-–---ი გ----------ის და ლ--- ა-------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

ა-–---ი გ----------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2017 წლის 30 ივლისის ეპიზოდი).

 

ა-–---ი გ----------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი).

 

ა-–---ი გ----------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად (2019 წლის 31 მარტის ეპიზოდი).

 

ა-–---ი გ----------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად (სისტემატიური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ეპიზოდი).

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა-–---ი გ----------ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 30 ივლისს, ქ. თ---–--–--------–----------–---–-----–-----------–-------–-------------ში მდებარე, თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში, ა-–---ი გ----------მა მამიდას - მ-----------------ს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, იმის გამო, რომ მ-----------------მა მის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე მიმართა პოლიციას შემაკავებელი ორდერის გამოწერის მოთხოვნით, შურისძიების მოტივით, წყლიანი გაყინული ბოთლები მრავალჯერ დაარტყა თავში და წიხლები გამეტებით ურტყა ფეხებში, რითაც მ-----------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის აგვისტოში, ღამის 03:00 საათზე, ქ. თ---–--–--------–----------–---–-----–-----------–-------–-------------ში მდებარე, თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში, ა-–---ი გ----------მა უმიზეზოდ, მძინარე მამიდას - მ-----------------ს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, კისერში ძლიერად მოუჭირა ხელები, რითაც გ----------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 31 მარტს, შუადღის საათებში, ქ. თ---–--–--------–----------–---–----–-----------–-------–-------------ში მდებარე, თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში მარო გ----------ს, შელაპარაკებისას ძმიშვილმა - ა-–---ი გ----------მა და ძმის მეუღლემ - ლ--- ა-------–---–მა, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ლ--- ა-------–---–მა მ-----------------ს ღუმელის საჩხრეკი რკინა მრავალჯერ დაარტყა ფეხებზე, ხოლო შემდეგ ა-–---ი გ----------მა წიხლები ურტყა ფეხებში მ-----------------ს, რომელმაც ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქ. თ---–--–--------–----------–---–-----–-----------–-------–-------------ში მდებარე, თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში, ა-–---ი გ----------ი და ლ--- ა-------–---–ი მათი ოჯახის წევრს მ-----------------ს, რომელთან ერთადაც ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, სისტემატურად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, თითქმის ყოველდღიურად ლანძღავდნენ და აგინებდნენ სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ამცირებდნენ პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობით, ძალადობდნენ მასზე ეკონომიურად - არ აძლევდნენ სრულფასოვნად საკვების მიღების საშუალებას, რამდენჯერმე მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ემუქრებოდნენ ძალადობითა და სიცოცხლის მოსპობით. ა-–---ი გ----------ისა და ლ--- ა-------–---–ის ქმედებებით მ-----------------ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

ლ--- ა-------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის ზაფხულის ეპიზოდი).

 

ლ--- ა-------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად (2019 წლის 31 მარტის ეპიზოდი).

 

ლ--- ა-------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ლ--- ა-------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად (სისტემატიური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ეპიზოდი).

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ--- ა-------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის ზაფხულში, ზუსტი თარიღი უცნობია, ქ. თ---–--–--------–----------–---–-----–-----------–-------–-------------ში მდებარე, თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში, ლ--- ა-------–---–მა, შელაპარაკებისას, მეუღლის დას - მ-----------------ს, რომელთან ერთად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხელი დაარტყა სახეში და მოქაჩა თმებში, რითაც მ-----------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 31 მარტს, შუადღის საათებში, ქ. თ---–--–--------–----------–---–-----–-----------–-------–-------------ში მდებარე, თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში, მ-----------------ს, შელაპარაკებისას ძმიშვილმა - ა-–---ი გ----------მა და ძმის მეუღლემ - ლ--- ა-------–---–მა, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ლ--- ა-------–---–მა მ-----------------ს ღუმელის საჩხრეკი რკინა (მაშა) მრავალჯერ დაარტყა ფეხებზე, ხოლო შემდეგ ა-–---ი გ----------მა წიხლები ურტყა ფეხებში მ-----------------ს, რომელმაც ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 4 აპრილს, დილის საათებში, ქ. თ---–--–--------–----------–---–-----–-----------–-------–-------------ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში ლ--- ა-------–---–ი, შელაპარაკებისას, მეუღლის დას - მ-----------------ს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, დანის დემონსტრირებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც მ-----------------მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქ. თ---–--–--------–----------–---–-----–-----------–-------–-------------ში მდებარე, თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში, ა-–---ი გ----------ი და ლ--- ა-------–---–ი მათი ოჯახის წევრს მ-----------------ს, რომელთან ერთადაც ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, სისტემატურად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, თითქმის ყოველდღიურად ლანძღავდნენ და აგინებდნენ სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ამცირებდნენ პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობით, ძალადობდნენ მასზე ეკონომიურად - არ აძლევდნენ სრულფასოვნად საკვების მიღების საშუალებას, რამდენჯერმე მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ემუქრებოდნენ ძალადობითა და სიცოცხლის მოსპობით. ა-–---ი გ----------ისა და ლ--- ა-------–---–ის ქმედებებით მ-----------------ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:

ა-–---ი გ----------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2017 წლის 30 ივლისის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

 

ა-–---ი გ----------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

 

ა-–---ი გ----------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 31 მარტის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

 

ა-–---ი გ----------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (სისტემატიური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ლ--- ა-------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის ზაფხულის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

 

ლ--- ა-------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

 

ლ--- ა-------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (სისტემატიური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

 

ლ--- ა-------–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2019 წლის 31 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ- ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1(ერთი) წელი.

 

მსჯავრდებულ ლ--- ა-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 4 აპრილიდან - 2019 წლის 19 ივნისის ჩათვლით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

დაზარალებულმა მ-----------------მა სასამართლოს განუმარტა, რომ ა-–---ი გ----------ი არის მისი ძმიშვილი, ხოლო ლ--- ა-------–---–ი - ძმის მეუღლე. ისინი ერთად ცხოვრობენ ქ. თ---–--–--------–----------–---–-----–-----------–--------–-------------ში. ლ--- ა-------–---–ს მასთან აგრესიული დამოკიდებულება აქვს. ლ--- ა-------–---–ი და ა-–---ი გ----------ი მისით უკმაყოფილოები არიან, მაგრამ არ იცის ამის მიზეზი. ა-–---ი გ----------თან ჩხუბი და შეკამათება მას არასდროს მოსვლია და მას არ ემდურება. ა-–---ი გ----------ს 15 წლიდან იარაღი ეჭირა და იბრძოდა, მას ათასი გაჭირვება აქვს გამოვლილი. ლ--- ა-------–---–ი ცდილობს მის დაპირისპირებას ა-–---ი გ----------თან. იგი მას ყოველთვის უხეშად პასუხობდა და ყოველთვის საცემად იწევდა მისკენ. ასევე ლ--- ა-------–---–ი მას ეუბნებოდა, ,,მოგკლავ“, ,,შენ მაინც უნდა მოგკლაო“. როცა მოუნდებოდა, მაშინ სცემდა მას ლ--- ა-------–---–ი, მისი ცემა არ იყო ძნელი. მის ცემას მეზობლებიც შესწრებიან, მაგრამ მათი სახელები არ ახსოვს. 2018 წლის 31 მარტს ლ--- ა-------–---–მა მას ღუმელის საჩხრეკი რკინა რამდენჯერმე დაარტყა ფეხებში, უმიზეზოდ, რის გამოც მას ფეხი ეტკინა და ახლაც დასიებული აქვს. ა-–---ი გ----------ი მას წიხლებით სცემდა ხოლმე. ასევე ა-–---იმ მას სახეში დაარტყა და ცივი წყალი ჩაასხა კისერში, მაგრამ მას არ უჩივლია, რადგან სირცხვილად მიაჩნდა. როდესაც ა-–---ი გ----------მა მას წყალი მიასხა, ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ეს ფაქტი როდის მოხდა არ ახსოვს.

 

ლ--- ა-------–---–ი მასზე მთელ სამეზობლოში ჭორაობდა და მეზობლებს ეუბნებოდა მისთვის საჭმელი არ მიეცათ. ასევე ა-–---ი გ----------ი მას ახრჩობდა ღამის საათებში, რის გამოც ტკივილი განიცადა. არც ამ შემთხვევაზე გამოუძახებია პოლიცია. ასევე მას აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2018 წლის 4 აპრილს ლ--- ა-------–---–ი მას დანით ემუქრებოდა, - ,,მოგკლავო“. მეზობელმა მას პომიდორი მოუტანა, თუმცა ლ--- ა-------–---–მა ეს პომიდორი გაჭყლიტა, ესროლა მას და უთხრა, რომ გაჭყლეტილი ეჭამა. მას პოლიცია არ გამოუძახებია, ხოლო ვინ გამოიძახა, არ იცის. მეზობლებს ყოველთვის ესმოდათ მათი ოჯახიდან გამომავალი ჩხუბის ხმა და სავარაუდოდ რომელიმე მეზობელმა დარეკა პოლიციაში.

 

მოწმე თ----------–---ამ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ა-–---ი გ----------ის, ლ--- ა-------–---–ის და მ-----------------ის მეზობელი, რომლებთანაც აქვს ნორმალური ურთიერთობა. ბრალდებულები და დაზარალებული ბინაში ერთად ცხოვრობენ. მათთან არ აქვს ხშირი ურთიერთობა. მათ სახლებს ერთი ღობე ჰყოფს. მას ა-–---ი გ----------ის ყვირილის ხმა გაუგია, მაგრამ მისი ჩხუბის და აყალმაყალის ხმა მათი ოჯახიდან არასდროს გაუგია. ყოფილა შემთხვევა, რომ ლ--- ა-------–---–ი და მ-----------------ი ერთმანეთში ჩხუბობდნენ, ხოლო ა-–---ი გ----------ი მათ აშველებდა. ლ--- ა-------–---–ს მისთვის დახმარება უთხოვია გაშველების მიზნით. მ-----------------ს მისთვის უთქვამს, რომ ა-–---ი გ----------ი მას ახრჩობდა, მაგრამ პირადად არასდროს შესწრებია ფიზიკური ძალადობის ფაქტს. ასევე არასდროს შესწრებია მუქარისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს. სიტყვიერ დაპირისპირებას შესწრებია, რა დროსაც მ-----------------ი და ლ--- ა-------–---–ი ერთმანეთს უყვიროდნენ. ერთხელ, როდესაც მან მ-----------------ს მაწონი მიუტანა, მ-----------------მა ლ--- ა-------–---–ს უშვერი სიტყვებით მიმართა, რაზეც ლ--- ა-------–---–ი გაბრაზდა და მაწონი სახეზე წაუსვა. ლ--- ა-------–---–ი და ა-–---ი გ----------ი სისტემატურ შეურაცხყოფას არ აყენებდნენ მ-----------------ს. მ-----------------ს მისთვის არაფერი უთქვამს ბუხრის საჩხრეკი რკინის დარტყმის თაობაზე. ლ--- ა-------–---–ი კარგად ექცეოდა მ-----------------ს, იგი წამლებსაც ყიდულობდა მისთვის და ასუფთავებდა. გამოძიების ეტაპზე მიცემულ მის ჩვენებაში დაფიქსირებული განსხვავებული ინფორმაცია გამოწვეულია მისი ქართული ენის არცოდნით და ნერვიულობით, რის გამოც ბევრ ფაქტს არ მიაქცია ყურადღება. ასევე მოწმემ განმარტა, რომ მ-----------------მა მას უთხრა, რომ პოლიციაში ეთქვა, თითქოს მასზე ახორციელებდნენ ძალადობას, თუმცა სხვა დროს მ-----------------ს მისთვის არასდროს უთქვამს, რომ ლ--- ა-------–---–ი და ა-–---ი გ----------ი მას სცემდნენ ან ახრჩობდნენ.

 

მოწმეებმა თ-----------ემ, დ----- ფ--–----მ, ი-----–- ჯ-----ა, ლ---–- ხ-------–---–მა, მ-------–------–---–-ა, თ---------- შ---–---მ და თ----- რ-------ა სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ და მონაწილეობა მიღებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტიკურობის თაობაზე.

 

მ-----------------ის 2019 წლის 4 აპრილის განცხადების თანახმად, მ-----------------მა მიმართა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსს, რომელსაც მოახსენა, რომ იგი ცხოვრობს რძალთან - ლ--- ა-------–---–თან და ძმიშვილთან - ა-–---ი გ----------თან ერთად, რომლებიც ხშირად სცემენ მას ჯოხით და წიხლებით, რის გამოც ითხოვს დახმარებას.

 

2019 წლის 4 აპრილის დათვალიერების ოქმის თანახმად, მ-----------------ს ორივე ფეხის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები.

 

2019 წლის 4 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ქ. თ---–--–--------–-----–--–-------–-------------ში მდებარე სახლში ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა 1 ცალი რკინის საკეცი (მაშა), რომელიც დაილუქა სათანადო წესით

 

2019 წლის 15 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დასტურდება, რომ 2019 წლის 4 აპრილს, მოქ. მ-----------------ს, ქვედა კიდურების მიდამოებში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. შესამოწმებლის გადმოცემით, 2019 წლის 31 მარტს, დაახლოებით 12:00 საათზე, ძმის ცოლმა, ნაცრის საჩხრეკი რკინით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი კ------------- ც-----–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

 

მოწმე ლ----------მ სასამართლოს განუმარტა, რომ იგი არის ა-–---ი გ----------ის მეუღლე და 8 წელია ცხოვრობს მასთან. იგი არასდროს შესწრებია, რომ ლ--- ა-------–---–სა და ა-–---ი გ----------ს, მ-----------------თან ეჩხუბათ ან ფიზიკურად შეხებოდნენ მას. ასევე არ შესწრებია მისთვის წყლის დასხმის, თმების მოქაჩვისა და ბუხრის საჩხრეკი ჯოხის დარტყმის ფაქტებს. მ-----------------ი მათ მიმართ იყო აგრესიული. მ-----------------ი ბავშვების მიმართაც ავლენდა აგრესიას და ფიზიკურადაც უსწორდებოდა, რასაც მთელი ოჯახი ითმენდა მისი ასაკის გამო. ის და მისი მეუღლე ყოველთვის გვერდში ედგნენ მ-----------------ს.

 

ლ--- ა-------–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ იგი თავის შვილთან ა-–---ი გ----------თან და მეუღლის დასთან - მ-----------------თან ერთად ცხოვრობს ქ. თ---–--–--------–----------–---–-----–-----------–-------–-------------ში. მას და მ-----------------ს ერთმანეთთან კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდათ, რა დროსაც ა-–---ი გ----------ი მათ ყოველთვის აშველებდა და აწყნარებდა. ასევე ა-–---ი გ----------ი საყვედურობდა მას, რომ მამიდამისისთვის დაენებებინა თავი, რადგან მამიდა იყო და მათთან ცხოვრობდა. ა-–---ი გ----------ს მ-----------------ისთვის არასდროს მიუყენებია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. არც მას მიუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა მ-----------------ისთვის და არც დამუქრებია, ხოლო როდესაც მ-----------------ი მას ლანძღავდა, აფრთხილებდა, გაჩერებულიყო, თორემ თავშესაფარში გადაიყვანდა. მ-----------------ი ხშირად ეცემა ძირს, რა დროსაც თვითონ ან მეზობლები ეხმარებიან წამოდგომაში. ერთ ღამეს ა-–---ი გ----------ი გვიან ღამით დაბრუნდა სახლში. მ-----------------მა მას დაუძახა და უთხრა თუ სად დადიოდა ამ ღამეში ,,მაწანწალასავით“?! ამ ხმაურის დროს გაიღვიძა ა-–---ი გ----------მა და ჰკითხა, რა ხდებოდა შუა ღამეს. იგი კონფლიქტის გასანეიტრალებლად წავიდა მეზობელ თ----------–---ასთან, რომელსაც სთხოვა მ-----------------ის დაწყნარება.

 

2019 წლის 31 მარტს, როდესაც თვითონ სახლში ცეცხლს ანთებდა, მ-----------------მა უთხრა, რომ მას სახლში 530 ლარი ჰქონდა შენახული, საიდანაც 70 ლარის აღება დააბრალა მას, ასევე თეფშებთან დაკავშირებით მოუვიდათ კამათი. ამ დროს მისმა შვილიშვილმა მ-----------------ს უთხრა, რომ ცუდი ქალი იყო, რის გამოც მ-----------------მა ბავშვს თეძოზე ჯოხი დაარტყა. ეს ფაქტი მან ვერ მოითმინა და ბუხრის საჩხრეკი რკინა მოიქნია, რომელიც მ-----------------ს ფეხზე მოხვდა. მ-----------------ს ხმა არ ამოუღია, ხოლო თვითონ გავიდა ოთახიდან. აღნიშნული რკინა სასამართლოში წარმოდგენილია ნივთიერ მტკიცებულებად.

 

სააპელაციო საჩივრის განხილვისას საბოლოო სიტყვაში, ლ--- ა-------–---–მა დაადასტურა, რომ 2019 წლის 31 მარტს მ-----------------ს მოუქნია და დაარტყა ნაცრის საჩხრეკი ე.წ ,,მაშა“.

 

ბრალდებულმა ა-–---ი გ----------მა ისარგებლა კანონმდებლობით მინიჭებული დუმილის უფლებით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ლ--- ა-------–---–ისა და ა-–---ი გ----------ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად, ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Others v. Azerbaijan, №35485/05 , 45553/05 , 35680/05 , 36085/05 , 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Seton v. The United Kingdom, №55287/10 , 31/).

 

სააპელაციო პალატა, ააანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ა-–---ი გ----------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 30 ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 31 მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ეპიზოდი) და ლ--- ა-------–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ზაფხულის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში, დამნაშავედ ცნობისთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებდა.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ ა-–---ი გ----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების ნაწილში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დაზარალებულ მ-----------------ის ჩვენება, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებად, ვინაიდან მის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება წარმოადგენს ურთიერთგამომრიცხავ ინფარმაციას. ჩვენების მიცემისას მ-----------------მა, რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ა-–---ი გ----------ს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მისი თქმით, ა-–---ი გ----------ს ლ--- ა-------–---–ი აქეზებდა მის წინააღმდეგ, რომელთანაც ჰქონდა კონფლიქტური ურთიერთობა, ხოლო თავად ა-–---ი გ----------ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. შემდეგ რამდენჯერმე შეიცვალა პოზიცია და მიუთითებდა ა-–---ი გ----------ის მიერ წყლის დასხმისა და ფიზიკურ შეურაცხყოფის ფაქტს, თუმცა საბოლოოდ დაცვის მხარის შეკითხვაზე განმარტა, რომ ა-–---ი გ----------ს მისთვის არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ანალოგიურად, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს მოწმე თ----------–---ამ ა-–---ი გ----------თან მიმართებაში და ამ ფაქტს თავად სახელმწიფო ბრალდებაც ვერ უვლის გვერდს სააპელაციო საჩივარში, როდესაც მიუთითებს, რომ ,,თ----------–---ას ჩვენება იყო ერთმანეთთან შეუთანხმებელი და ცდილობდა სასამართლოსთვის არ მიეწოდებინა სწორი ინფორმაცია“. პალატა განმარტავს, წარდგენილ ბრალდებაში პირის დამნაშავედ ცნობისთვის აუცილებელი სტანდარტი გულისხმობს, ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას და არა ურთიერთგამომრიცხავ, წინააღმდეგობრივ და არადამაჯერებელ მტკიცებულებებს. სხვა რაიმე მტკიცებულება - მოწმის ჩვენება, ნივთები ან დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებდა ა-–---ი გ----------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენას, ბრალდების მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა და არც სააპელაციო სასამართლოში წარმოუდგენია დამატებით.

 

ლ--- ა-------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდებებთან მიმართებაშიც, ბრალდების მხარემ წარმოადგინა მ-----------------ის ჩვენება, მართალია მან სასამართლოს მიუთითა მასზე განხორციელებულ სისტემატურ შეურაცხყოფაზე და ძალადობაზე, თუმცა არც ერთი სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება ბრალდების ამ ნაწილში წარმოდგენილი არ ყოფილა. ბრალდების ერთ-ერთმა მოწმემ - თ----------–---ამ, რომელიც არის დაზარალებულისა და ბრალდებულების მეზობელი, აღნიშნა, რომ იგი არასდროს შესწრებია მ-----------------ზე ძალადობისა და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტებს და ლ--- ა-------–---–ი, მ-----------------ს კარგად ექცეოდა და წამლებსაც ყიდულობდა მისთვის. ჩვენების ის ნაწილი კი სადაც თ----------–---ა მიუთითებს, რომ ლ--- ა-------–---–მა მ-----------------ს სახეზე წაუსვა მაწონი, ცალკე აღებული არ წარმოადგენს სისტემატიური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების დასადგენად საჭირო სტანდარტს. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სისტემატურობა უკავშირდება ძალადობის განხორციელებას გარკვეული სისტემატურობით, ანუ ქმედება მეორდება გამუდმებით, განუწყვეტლივ, რაც ქმნის გარკვეულ სისტემას. ამ თვალსაზრისით, გამეორება, ე.ი. მომდევნო ქმედებები, მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა მოხდეს, რათა გამოიკვეთოს სისტემატურობის ელემენტი და ცხადი გახდეს, რომ ძალადობას გააჩნია არაერთგზისი ხასიათი, ანუ მისი განმეორების ალბათობა გარკვეულ „სისტემას“ (განპირობებულია რაიმე ნიშნით, გარემოებით ან ზოგადად, უმიზეზოდ ხდება) უკავშირდება და მუდმივად მოსალოდნელია. შესაბამისად, სისტემატურობა სახეზეა მაშინ, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს შორის გასული დროის პერიოდი იმდენად მოკლეა, რომ პირველი ქმედებით მიყენებული ფიზიკური ტკივილი ანდა ფსიქიკური ტანჯვა ჯერაც არ გამქრალა და მას კვლავ განიცდის დაზარალებული, სწორედ ესაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ინდიკატორი სისტემატურობის შესაფასებლად. შესაბამისად, სისტემატიურობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს მ-----------------ის და თ----------–---ას ჩვენებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ზაფხულის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს მხოლოდ მ-----------------ის ჩვენება. მუქარის ფაქტთან დაკავშირებით დაზარალებულს სასამართლოში არ განუცხადებია, რომ მუქარის შედეგად, გაუჩნდა მისი განხორციელების რეალური შიში, რაც საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ბრალდების ამ ეპიზოდებთან და სისტემატიური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ეპიზოდთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეთა მიერ დასმული შეკითხვების დროს, დაზარალებული მ-----------------ი ხან ადასტურებდა ფაქტებს, ხანაც უარყოფდა. სხვა მტკიცებულებები კი ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, საქმეზე წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული, ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები, მათ შორის პოლიციის თანამაშრომელთა ჩვენებები და დოკუმენტები, ა-–---ი გ----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების ფარგლებში ირიბია, არარელევანტური და არაფერს არ ადასტურებს, ისევე როგორც ლ--- ა-------–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ზაფხულის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებაში.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).

 

შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია შეუთანხმებელ და არადამაჯერებელ მტკიცებულებებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ა-–---ი გ----------ის და ლ--- ა-------–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ლ--- ა-------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებას (2018 წლის 31 მარტის ეპიზოდს), სააპელაციო პალატა, სრულიად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ არსებობს აშკარა, დამაჯერებელ და ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ მსჯავრდებულმა ლ--- ა-------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 31 მარტის ეპიზოდი). კერძოდ: დაზარალებულმა მ-----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 31 მარტს ლ--- ა-------–---–მა მას ღუმელის საჩხრეკი რკინა რამდენჯერმე დაარტყა ფეხებში, რის გამოც მას ფეხი ეტკინა. 2019 წლის 4 აპრილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, მ-----------------ს ფეხებზე აღენიშნებოდა დაზიანებები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა აღნიშნული რკინის საგანი (მაშა). მ-----------------ზე რკინის მაშის მოქნევის და დარტყმის ფაქტი დაადასტურა თავად ლ--- ა-------–---–მა, მათ შორის სააპელაციო სასამართლოში, სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვისას, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი, მ-----------------ს ქვედა კიდურების მიდამოებში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ბრალდების აღნიშნულ ნაწილში, მტკიცებულებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ წარმოშობს კითხვებს მათ სანდოობასთან დაკავშირებით. დაზარალებულის და მსჯავრდებულის მიერ, საქმის გარემოებათა შესახებ, სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. ამასთან, პალატა განმარტავს, აღნიშნული მტკიცებულებებით არ დასტურდება მაკვალიფიცირებელი ნიშანი - დანაშაულის ჩადენა ჯგუფურად. დაზარალებულ მ-----------------ის ჩვენებით, ლ--- ა-------–---–ის მიერ მისთვის მაშის დარტყმის დღეს, ა-–---ი გ----------ი შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა, რაც ასევე დაადასტურა ლ--- ა-------–---–მაც. შესაბამისად ლ--- ა-------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ,,დ“ ქვეპუნქტიდან, უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ, პალატა თვლის, რომ სახელმწიფო ბრალდებას არ წარმოუდგენია - ა-–---ი გ----------ის - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 30 ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 31 მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ეპიზოდი) და ლ--- ა-------–---–ის - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ზაფხულის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დააკმაყოფილებდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. შესაბამისად, ა-–---ი გ----------ი და ლ--- ა-------–---–ი ხსენებულ ბრალდებებში უნდა გამართლდნენ. აქვე, პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს ერთმანეთთან შეთანხმებულ, მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ლ--- ა-------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 31 მარტის ეპიზოდი), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ლ--- ა-------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 31 მარტის ეპიზოდი) ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, მსჯავრდებულ ლ--- ა-------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელთა სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ლ--- ა-------–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ასორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,სასჯელის დანიშვნის დროს, სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა ან თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლა, იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ამავდროულად საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ--- ა-------–---–ი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი და არის ხანდაზმული ასაკის - 72 წლის. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ არსებობს ლ--- ა-------–---–ის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები და მის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 აგვისტოს განაჩენი ა-–---ი გ----------ის და ლ--- ა-------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

საქმეზე არსებული საგნები და ნივთები:

საქართველოს სსსკ-ის 81 მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 1 ცალი რკინის საკეცი (მაშა) უნდა განადგურდეს, რაც შეეხება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების და 2019 წლის 4 აპრილის დათვალიერების ამსახველ ფოტოსურათებს, განთავსებული ორ ცალ ელექტრონულ დისკზე, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის მარიამ გიგაურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 აგვისტოს განაჩენი ა-–---ი გ----------ის და ლ--- ა-------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

ა-–---ი გ----------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2017 წლის 30 ივლისის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ა-–---ი გ----------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ა-–---ი გ----------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 31 მარტის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ა-–---ი გ----------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (სისტემატიური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ა-–---ი გ----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

ა-–---ი გ----------ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

ლ--- ა-------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის ზაფხულის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ლ--- ა-------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ლ--- ა-------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (სისტემატიური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ლ--- ა-------–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2019 წლის 31 მარტის ეპიზოდი).

 

ლ--- ა-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 31 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა – 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ- ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

მსჯავრდებულ ლ--- ა-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულ ლ--- ა-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 4 აპრილიდან - 2019 წლის 19 ივნისის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულ ლ--- ა-------–---–ს საქართველოს სსკ–ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. ამასთან, მსჯავრდებულ ლ--- ა-------–---–ის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

 

საქმეზე არსებული საგნები და ნივთები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 1 ცალი რკინის საკეცი (მაშა) – განადგურდეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების და 2019 წლის 4 აპრილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, განთავსებული ორ ცალ ელექტრონულ დისკზე - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე