განაჩენი

სისხლის სამართლის 14.11.2019
საქმის ნომერი
330100119002967925
ინსტანცია
თარიღი
14.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002967925

№1ბ/1465-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 ნოემბერი 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე

სხდომის მდივნები: ნანა გიგიტაშვილი, მერი ლაბარტყავა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები: ლაშა ამირანაშვილი და ლაშა გამყრელიძე

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ნ----- პ---------

მსჯავრდებული: დ----- ზ-------–---–ი, დაბადებული: 1----–-–-----------------ს, პირადი ნომერი: 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თბილისი, მისამართის გარეშე, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–-------------------------–--–-----------ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ–ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ–ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

სხდომის სახე - ღია სასამართლო სხდომა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ----- ზ-------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ----- პ---------მ და მოითხოვა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ დ----- ზ-------–---–ის მიმართ, განაჩენით განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქება, შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებული დ----- ზ-------–---–ი არ განეკუთვნება იმ ადამიანთა კატეგორიას რომელებიც თავისუფლებში ყოფნისას საფრთხეს უქმნიან საზოგადოებას. ასევე გასათვალისწინებელია ბრალდებულის ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები, დღეის მდგომარეობით როდესაც დ----- ზ-------–---–ი საპატიმრო სასჯელს იხდის თავისუფლების აღკევეთის დაწესებულებაში, ოჯახი მცირეწლოვანი შვილით დარჩენილია მარჩენალის გარეშე - ულუკმაპუროდ, ბინა სადაც ცხოვრობდა ოჯახი იყო აღებული ქირით და ქირას იხდიდა მსჯავრდებული, ამჯამად ქირას ვერ იხდიან და შესაძლოა დარჩნენ ღია ცის ქვეშ. დაცვის მხარეს მიაჩნია რომ განაჩენი არის მკაცრი და მიზნად არ ისახავს სამართლინობის აღდგენას, სასჯელის დანიშვნის მიზანს კი უნდა წარმოადგენდეს დამნაშავის არა დასჯა, არამედ მისი რესოციალიზაცია და ინტეგრაცია საზოგადოებაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს წინაშე არის ყველა პირობა რომ დ----- ზ-------–---–ს შეუმსუბუქდეს განაჩენით დანიშნული სასჯელი. ამდენად აპელანტი ითხოვთ მსჯავრდებულ დ----- ზ-------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდეს და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, მსჯავრდებულმა დ----- ზ-------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ----- პ---------მ მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს, დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვეს ცვლილების შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის განაჩენში და დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებლებმა, თბილისის ისანი–სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა ლაშა გამყრელიძემ და ლაშა ამირანაშვილმა, მხარი არ დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს, დ----- ზ-------–---–ის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის განაჩენის, უცვლელად დატოვება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:

დ----- ზ-------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ: მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვლისწინებული შედეგი: მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2019 წლის 23 მარტის და 2019 წლის 30 მარტის ეპიზოდები).

 

მსჯავრდებულ დ----- ზ-------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში დ----- ზ-------–---–ი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან გ---–---- ჩ------ესთან და შვილთან ქ---- ზ-------–---–თან ერთად ცხოვრობდა ქ------–--–-----------------------–--–-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ხოლო 2018 წლიდან 2019 წლის 30 მარტის ჩათვლით პერიოდში, ქ.თ---–--–-----------------------–--–-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. 2017 წლის დასაწყისიდან, 2019 წლის მარტის თვის მონაკვეთში, მათ საცხოვრებლ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი დ----- ზ-------–---–ი, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას, მისივე არასრულწლოვანი შვილის, ქ---- ზ-------–---–ის თანდასწრებით, სისტემატურად, სიტყვიერად შეურაცხყოფდა, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს გ---–---- ჩ------ეს, რის შედეგად დაზარალებული განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.

 

2017 წლის 06 ოქტომბერს, ქ------–--–-----------------------–--–-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა დ----- ზ-------–---–მა, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს გ---–---- ჩ------ეს. კერძოდ, მუშტი ჩაარტყა თავის არეში, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 23 მარტს, ღამის საათებში, ქ.თ---–--–-----------------------–--–-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა დ----- ზ-------–---–მა, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას, მისივე არასრულწლოვანი შვილის, ქ---- ზ-------–---–ის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს გ---–---- ჩ------ეს. კერძოდ, მუშტი ჩაარტყა ზურგის არეში, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 30 მარტს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქ.თ---–--–-----------------------–--–-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა დ----- ზ-------–---–მა, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას, მისივე არასრულწლოვანი შვილის, ქ---- ზ-------–---–ის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს გ---–---- ჩ------ეს. კერძოდ, მუშტი ჩაარტყა მარჯვენა ყურის არეში, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

დ----- ზ-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი), ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ დაენიშნა:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 30 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 23 მარტის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017-2019 წლამდე პერიოდის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დ----- ზ-------–---–ს სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი;

 

დ----- ზ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 31 მარტიდან;

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დ----- ზ-------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ კობა ძაგანიშვილის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ გ---–---- ჩ------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მოწმეების: ქ---- ზ-------–---–ის, ლ----------ის, ე---------- ჯ--------ის და ზ------ ე-–----–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, შემაკავებელი ორდერით, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათით და თავად მსჯავრდებულ დ----- ზ-------–---–ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, მსჯავრდებულ დ----- ზ-------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატიური შეურაცხყოფის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 23 მარტის და 2019 წლის 30 მარტის ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ დ----- ზ-------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვლისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატიური შეურაცხყოფის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 23 მარტის და 2019 წლის 30 მარტის ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

დ----- ზ-------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვა კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ დ----- ზ-------–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----- პ---------ს ზეპირი მოსმენის დროს დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, სასჯელის შემსუბუქების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის განაჩენში მსჯავრდებულ დ----- ზ-------–---–ის მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 30 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულს უნდა შეუმსუბუქდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ დ----- ზ-------–---–ს უნდა შეუმსუბუქდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული მაქსიმალური სასჯელის ზომა, ამასთან, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის ნახევარი, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა ჩაეთვალოს პირობით, რისი საფუძველიც არის მსჯავრდებულ დ----- ზ-------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი მთელი რიგი გარემოებები, კერძოდ: დ----- ზ-------–---–ს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, მან როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ, არ არის ნასამართლევი, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი და ოჯახი მცირეწლოვანი ბავშვით დარჩენილია მარჩენალის გარეშე, გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ამას გარდა, პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ, დაზარალებულ გ---–---- ჩ------ის განცხადებას, რომლის მიხედვით, მან აპატია მეუღლეს, ამ უკანასკნელის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს პირობითი სასჯელის განსაზღვრას. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომა- განცდა ჩადენილი დანაშაულის გამო, ასევე ქმედების ჩადენის შემდგომ პირის ქცევა, რომ მან შეძლო დაზარალებულთან შერიგება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ სხვა გარემოებებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.

 

საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად: ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ნახევარი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ზემოხსენებული გარემოებების, მსჯავრდებულის ქმდების შემდგომი ქცევის, ოჯახის მატერიალური მდგომარეობის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მსჯავრდებულ დ----- ზ-------–---–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 30 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომა შეუმცირდეს ექვსი თვით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლის და 6 (ორი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ამასთან, დანიშნული სასჯელის ნახევარი, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა ჩაეთვალოს პირობით, რაც, პალატის დასკვნით, იქნება მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. ამასთან სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ დ----- ზ-------–---–ის მიმართ, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების კვალიფიკაციის თვალსაზრისით, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო განაჩენში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომის შემსუბუქების თვალსაზრისით.

 

შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ დ----- ზ-------–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----- პ---------ს მიერ ზეპირი მოსმენის დროს დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, სასჯელის შემსუბუქების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის განაჩენში მსჯავრდებულ დ----- ზ-------–---–ის მიმართ, უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლით, 297-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ დ----- ზ-------–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----- პ---------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის განაჩენში დ----- ზ-------–---–ის მიმართ შევიდეს ცვლილება.

 

დ----- ზ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატიური შეურაცხყოფის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 23 მარტის და 2019 წლის 30 მარტის ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 30 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ორი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით დაენიშნოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 9 (ცხრა) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 23 მარტის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017-2019 წლამდე პერიოდის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დ----- ზ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ორი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით დაენიშნოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 9 (ცხრა) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი;

 

მსჯავრდებულ დ----- ზ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 31 მარტიდან;

 

დ----- ზ-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულ დ----- ზ-------–---–ს, საქართველოს სსკ–ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. ამასთან, მსჯავრდებულ დ----- ზ-------–---–ის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს – მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე