განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003068695
№1ბ/1697-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული - მ------- დ--–----ი, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–----------------------------–-----------------------------ში.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ე” ქვეპუნქტები - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არაერთგზის.
სასჯელი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ე” ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა, ანა კალანდაძემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მ------- დ--–----ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება, შემდეგ გარემოებათა გამო: მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მ------- დ--–----ის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ბრალდების მხარის მოსაზრებით, სასამართლომ მსჯავრდებულს განუსაზღვრა შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელი. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მსგავსი ხასიათის დანაშაულის შედეგად წარმოქმნილი პოტენციური საფრთხე. არ გაითვალისწინა, რომ მ------- დ--–----ი ნასამართლევი იყო მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე და იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, რამაც ვერ გამოიღო შედეგი და კვლავ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა დამამძიმებელ გარემოებებში. შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ იგი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებულ მ------- დ--–----ს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან მსგავსი ხასიათის ძალადობრივი დანაშაულების ჩადენის მიუხედავად, სასამართლო არ დაუნიშნავს მას სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს, რაც თავის მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისთვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი და ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ–ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში შევიდეს ცვლილება და მ------- დ--–----ს განაჩენთა ერთობლიობით დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ------- დ--–----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ-------- ბ--------ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მ------- დ--–----ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მ------- დ--–----მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. სასამართლომ უგულვებელყო, რომ მ------- დ--–----ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული და არ გამოიყენა ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელი, რითიც მზრუნველობის გარეშე დატოვა მ------- დ--–----ის მცირეწლოვანი შვილები. აპელანტი ითხოვს, რომ პალატამ მხედველობაში მიიღოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც არის მძიმე და საჭიროებს გადაუდებელ ოპერაციას, მეუღლე დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით და ბავშვები არიან მზრუნველობის გარეშე, შესაბამისად, ცვლილება შეიტანოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენში და მ------- დ--–----ის მიმართ დანიშნული სასჯელი შეიცვალოს არასაპატიმრო სასჯელით.
სასამართლომ დაადგინა:
მ------- დ--–----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.
მანვე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არაერთგზის. რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის განაჩენით, მ------- დ--–----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც ჩაეთვალა პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მიუხედავად ამისა, მ------- დ--–----ი არ დაადგა გამოსწორების გზას და გააგრძელა დანაშაულებრივი საქმიანობა, კერძოდ, ა--------------ა 2007 წლიდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში მეუღლესთან - მ------- დ--–----თან, რომელთანაც ჰყავს ორი შვილი: 2006 წელს დაბადებული ნ---------–----ი და 2012 წელს დაბადებული ნ------- დ--–----ი. 2018 წლის ნოემბრიდან ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ, ვინაიდან მ------- დ--–----ი მუდმივად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს, ხდებოდა აგრესიული და ეჩხუბებოდა ა--------------ას. ეს უკანასკნელი შვილებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა მშობლების ბინაში, მდებარე ქ. თ---–--–-------------–------------------------------–---------------------------ში. ოჯახში ძალადობისათვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ------- დ--–----ი პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ - 2019 წლის 20 მარტიდან, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, გამოხატავდა აგრესიას თავისი ოჯახის წევრის -ყოფილი მეუღლის მიმართ, კერძოდ, იგი სისტემატურად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს და ძირითადად იმ მიზეზით, რომ ა--------------ა არ ურიგდებოდა მას, ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა მასზე, აკონტროლებდა მის ყოველ ნაბიჯს როგორც თავად, ისე უფროსი შვილის მეშვეობით, მუდმივად აკითხავდა სამსახურში, უთვალთვალებდა, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა, უყვიროდა, უცენზურო სიტყვებით მიმართავდა და აგინებდა მას. მ------- დ--–----ის ქმედებების შედეგად ა--------------ა თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას.
2019 წლის აპრილის ბოლოს, მ------- დ--–----მა კვლავ ფსიქოლოგიურად იძალადა ყოფილ მეუღლეზე - ა--------------აზე, კერძოდ, მივიდა ამ უკანასკნელის მშობლების სახლში და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში უკაკუნებდა ფანჯრებზე, აბრახუნებდა კარზე, რა დროსაც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლანძღავდა; ასევე 2019 წლის 10 მაისს, მ------- დ--–----ი მივიდა ა--------------ას სამუშაო ადგილზე. იგი დაელოდა ა--------------ას, რომელიც შესვენებაზე იყო გასული და მისი მოსვლის შემდეგ, ეჭვიანობის ნიადაგზე, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ეუბნებოდა, რომ იყო მსუბუქი ყოფაქცევის ქალი, აგინებდა და ლანძღავდა. 2019 წლის 28 მაისს, მ------- დ--–----ი კვლავ მივიდა ა--------------ას სამუშაო ადგილზე და კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ანალოგიური განმეორდა ასევე 2019 წლის 29 მაისს, როცა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი მ------- დ--–----ი მივიდა ა--------------ას საცხოვრებელ სახლთან და კვლავ განახორციელა ფსიქოლოგიური ძალადობა ყოფილი მეუღლის მიმართ, კერძოდ, გამოხატავდა აგრესიას, აგინებდა დედის მისამართით, ლანძღავდა და უყვიროდა მას. მ------- დ--–----ის ზემოაღნიშნული სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად ა--------------ა თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას.
2019 წლის 29 მაისს, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა მ------- დ--–----მა, თავის არასრულწლოვან – 2012 წელს დაბადებულ შვილს - ნ------- დ--–----ს, იმ მიზეზით, რომ ეს უკანასკნელი მის დაუკითხავად წავიდა ნათესავის სახლში, მდებარე ქ. თ---–--–------------------------------–---------------------------ში, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, გაშლილი ხელი ერთხელ გაარტყა სახის არეში. მ------- დ--–----ის დარტყმის შედეგად არასრულწლოვანმა ნ------- დ--–----მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რის გამოც დაიწყო ტირილი. მ------- დ--–----ის ქმედების შედეგად არასრულწლოვანმა ნ------- დ--–----მა მიიღო დაზიანება სახეზე ნაჭდევის და მარცხენა ლოყაზე ექსკორიაციის სახით, რაც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენით, მ------- დ--–----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მ------- დ--–----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა მ------- დ--–----ის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა, წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მ------- დ--–----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 30 მაისიდან.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი მხარეთა მიერ გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მ------- დ--–----ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ მ------- დ--–----ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულების ა--------------ას და ნ------- დ--–----ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მოწმეების: ი-–---- ქ---–---–ის, ბ-------- ჯ---------ის, თ------ ქ---–---–ის, ს--–---- დ-----ის, რ------–-- რ-–-----ის, ნ------------ს და თ------- ჯ--------ას გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, №0----- შემაკავებელ ორდერით, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნითა და თავად მ------- დ--–----ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ მ------- დ--–----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ”ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მ------- დ--–----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით და ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არაერთგზის. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ე” ქვეპუნქტებით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ------- დ--–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, მეუღლის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის განხორციელება გენდერული ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი მ------- დ--–----ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.
სააპელაციო პალატა, სახელმწიფო ბრალდების, სააპელაციო საჩივარში არსებულ პოზიციასთან დაკავშირებით, რომ სასჯელი ლმობიერია განმარტავს, მ------- დ--–----ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, სრულად იქნა გათვალისწინებული: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები. 2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მოთხოვნა. 3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დაწესებული სანქციის ფარგლები. 4. ბრალად წარდგენილი დანაშაულების კატეგორია. 5. შემამსუბუქებელი გარემოებები: რომ მ------- დ--–----ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. 6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მოთხოვნები. კერძოდ: მ------- დ--–----ს დანიშნული აქვს სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რომელიც 1 წლით აღემატება საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას - 1 წელს. სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ ფიზიკური ძალადობა ჩადენილია, ხოლო სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირების ფაქტები გრძელდებოდა გამოსაცდელ ვადაში ყოფნის პერიოდში - პენიტენციური დაწესებულების დატოვებიდან მცირე დროში, მხედველობაში მიიღო ა--------------ას მიმართ გენდერის ნიშნით დანაშაულის ჩადენა, სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდა, სასჯელის მიზნები, მათ შორის, ის გარემოებაც, რომ სასჯელის მიზნები ვერ უზრუნველყო წინა განაჩენით დანიშნულმა სასჯელის სახემ და მოხდის რეჟიმმა და სასჯელი დაუნიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით. ასევე გააუქმა მსჯავრდებულ მ------- დ--–----ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი, ვინაიდან მსჯავრდებულმა განზრახი დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელ ვადაში. სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლოს მიერ გათვალისწინებულია დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ა--------------ას მიერ განცდილი ტანჯვა და ფიზიკური ძალადობა არასრულწლოვან ბავშვზე, რაც ნეგატიურად აისახება ბავშვის ფსიქიკასა და ნორმალურ განვითარებაზე.
რაც შეეხება დაცვის მხარის საპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რომ მსჯავრდებულს დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რაც არ იქნება დაკავშირებული პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან, პალატა განმარტავს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გაიზიარა მსჯავრდებულ მ------- დ--–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, მსჯავრდებულის დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულისადმი - დანაშაულის მონანიება და დაუნიშნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ქვედა ზღვარისა და საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის გათვალისწინებით - სასჯელის მინიმალური ზღვარი. პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს მსჯავრდებულ მ------- დ--–----ისთვის სხვა სასჯელის, მათ შორის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნა, ეწინააღმდეგება სასჯელის მიზნებს, ვინაიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა, თავისუფლების აღკვეთამ, რაც ჩაეთვალა პირობით, ვერ უზრუნველყო ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და მის მიერ ჩადენილი იქნა ახალი დანაშაული გამოსაცდელ ვადაში, როდესაც იხდიდა დანიშნულ სასჯელს. რაც შეეხება მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მას დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ჯანმრთელობის ცნობის შესაბამისად, უტარდება ადეკვატური და შესაბამისი მკურნალობა და უკვე დაგეგმილია ოპერაცია. სააპელაციო პალატა, ასევე ვერ გაიზიარებს, აპელანტის პოზიციას, რომ მსჯავრდებულის შვილები რჩებიან მზრუნველობის გარეშე, ვინაიდან წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებებით: ა--------------ას, ი-–---- ქ---–---–ის, ბ-------- ჯ---------ის და თ------ ქ---–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, 2018 წლის ნოემბრიდან ბავშვები აღარ ცხოვრობენ მამასთან და მათზე ზრუნავენ ა--------------ა და მისი მშობლები.
შესაბამისად, სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მ------- დ--–----ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება ან შემსუბუქება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის, პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ანა კალანდაძის და მსჯავრდებულ მ------- დ--–----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ-------- ბ--------ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის, პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ანა კალანდაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ მ------- დ--–----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ-------- ბ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენი მ------- დ--–----ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
მ------- დ--–----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ე” ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს მ------- დ--–----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ------- დ--–----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ მ------- დ--–----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 30 მაისიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ჯორბენაძე