განაჩენი

სისხლის სამართლის 28.11.2019
საქმის ნომერი
330100119003114892
ინსტანცია
თარიღი
28.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003114892

საქმე № 1ბ/1779 -19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 ნოემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული - ი----- გ-------–---ი, დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: თ---–--------–-------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----–------------------;

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სასჯელი:

დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა ნ--------------–მა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა. კერძოდ, მსჯავრდებულ ი----- გ-------–---ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, ვინაიდან სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ მისი ქმედებების არართანაზომიერი, მსუბუქი სასჯელი იქნა გამოყენებული. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ არ გაითვალისწინა ი----- გ-------–---ის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათი, ხარისხი, მოტივი, ოჯახში ძალადობის გავრცელების მასშტაბი და მსხვერპლთა ხელახალი ვიქტიმიზაციის საფრთხე და სიმრავლე. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ი----- გ-------–---ის მიმართ მსუბუქი სასჯელის დანიშვნით დარღვეულია სამართლიანობის პრინციპი, არის უთანასწორო მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ქმედებების, არ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშულის თავიდან აცილებას, დამნაშავევის რესოცილაიზაციას და ასევე პრევენციული მიზნების მიღწევას. აპელანტს მოსაზრებით, მუხლის სანქციით გათვალისწინებული მსუბუქი სასჯელის გამოყენება, იმ პირობებში, როდესაც პირის მიერ ჩადენილია განზრახი, ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, მსხვერპლის მიერ საგამოძიებო ორგანოს მიმართვის შედეგად გამოწვეული დასჯის სურვილით, არათუ ვერ უზრუნელჰყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, არამედ ,,წამახალისებელიც“ კი იქნება მსჯავრდებულისთვის ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის მხედველობაში მიღებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმდაგვარად, რომ იგი განიმსჭვალოს მართწესრიგის დაცვისა და პასუხისმგებლობის გძნობით, ვინაიდან მსჯავრდებულს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან მსგავსი ხასიათის ძალადობრივი დანაშაულების ჩადენის მიუხედავად, სასჯელის დანიშვნისას საასმართლო იხელმძღვანელებს მხოლოდ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით და არ დაუნიშნავს მას სასჯელის რეველევანტურ სასჯელს, რაც თავის მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისათვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი. ამასთან, „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“ ევროსაპჭოს კონენციის 45-ე მუხლში კონვენცია ხელშემკვრელ ქვეყნებს ავალდებულებს მოძალადეთა მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მიზანშეწონილებას, ხოლო ამავე კონვენციის 46-ე მუხლის მიხედვით, დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ფაქტი, რომ დანაშაული მოძალადის მიერ არერთხელ იქნა ჩადენილი, რასთან არსებით წინააღმდეგობაშიც არის გასაჩივრებული განაჩენი. ზემოაღნიშნულ გარემოებაზე მითითებით, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულს უნდა დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ, მსჯავრდებულმა ი----- გ-------–---მა წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

ი----- გ-------–---მა ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ასევე ი----- გ-------–---მა ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 03:30 საათზე, თ---–----------------–----------------ში, ი----- გ-------–---მა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახური ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მ--- ა----–--ის მიმართ, კერძოდ, ი----- გ-------–---ი მ--- ა----–--ეს უკონტროლებდა კომუნიკაციას, მიმოწერებს და გადაადგილებას, უშლიდა მამრობითი სქესის წამომადგენლებთან ნებისმიერ კომუნიკაციას, მათ შორის მისალმებას, ეჭვიანობდა აბსტრაქტულ პირებზე, უშლიდა მუშაობას, მიაჩნდა თავი „ოჯახის უფროსად“ და მისი მეუღლისგან ითხოვდა „ქალის შესაფერისი“ საზოგადოებრივი როლის მორგებას, მუდმივად სახლში ბავშვებთან ერთად ყოფნას და მისი სურვილის შესაბამისად მოქცევას, 2019 წლის 15 ივნისს, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა, თითქოსდა აბსტრაქტულ პირზე ეჭვიანობის საბაბით დაუწყო მ--- ა----–--ეს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რის შემდგომაც სახეში ერთხელ დაარტყა ხელი მარჯვენა თვალის მიდამოში, რის შემდგომაც შეკრული ხელის მტევანი დაარტყა მარცხენა ფეხის წვივის მიდამოში, რა დროსაც მ--- ა----–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ი----- გ-------–---ის მიერ მ--- ა----–--ის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი რვა წლის მ------ გ-------–---ი.

ასევე 2019 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 10:00 საათზე, თ---–----------------–----------------ის წინ - ქუჩაში, ი----- გ-------–---მა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახური ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ--- ა----–--ის მიმართ, კერძოდ, ი----- გ-------–---ი მ--- ა----–--ეს უკონტროლებდა კომუნიკაციას, მიმოწერებს და გადაადგილებას, უშლიდა მამრობითი სქესის წამომადგენლებთან ნებისმიერ კომუნიკაციას, მათ შორის მისალმებას, ეჭვიანობდა აბსტრაქტულ პირებზე, უშლიდა მუშაობას, მიაჩნდა თავი „ოჯახის უფროსად“ და მისი მეუღლისგან ითხოვდა „ქალის შესაფერისი“ საზოგადოებრივი როლის მორგებას, მუდმივად სახლში ბავშვებთან ერთად ყოფნას და მისი სურვილის შესაბამისად მოქცევას, 2019 წლის 15 ივნისს, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა, მას შემდგომ რაც მ--- ა----–--ემ შენიშვნა მისცა ალკოჰოლურ სასმელთან დაკავშირებით, მარჯვენა ფეხი დაარტყა მას მარცხენა ფეხის ბარძაყში, რა დროსაც მ--- ა----–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ი----- გ-------–---ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ი----- გ-------–---ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

მოწმე გ------- უ--–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი იცნობს დაზარალებულს საქმიდან გამომდინარე. 2019 წლის 15 ივნისს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. მიიღო შეტყობინება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც თანამშრომელთან - მ------ ჯ--–------------- ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. მათ მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის გარე პერიმეტრის და უშუალოდ შემთხვევის ადგილის დასურათება. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა თავად დაზარალებულიც. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა მოწითალო ფერის ანაწმენდი, ბოტასი და შარვალი მასზედ არსებული მოწითალო ფერის ლაქებით. ნივთმტკიცებები დაილუქა შესაბამისი წესით და გადაეცა გამომძიებელს.

მოწმე გ------- ჩ--------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი 2019 წლის 15 ივნისს გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე თ---–--–---–-------------------–-- სადაც მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, გამომძიებელთან ექსპერტებთან და დაზარალებულთან ერთად, რა დროსაც ექსპერტების მიერ ამოღებულ იქნა ტანსაცმელი და მოწითალო ფერის ლაქები, რომელზეც მიუთითა დაზარალებულმა, ნივთმტკიცებები დაილუქა შესაბამისი წესით.

მოწმე გ------- კ-------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი იცნობს ი----- გ-------–---ს და დაზარალებულს საქმიდან გამომდინარე. 2019 წლის 15 ივნისს დაზარალებულ მ--- ა----–--ის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, თ---–-----–-------------------ში, სადაც დახვდათ ბრალდებული. მან და მისმა თანამშრომელმა მიიღეს გადაწყვეტილება ი----- გ-------–---ის ბრალდებულის სახით დაკავების თაობაზე, რაზედაც შედგა შესაბამისი ოქმი. ბრალდებულს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ბრალდებულს განუმარტეს უფლებები და გადაიყვანეს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-5 განყოფილებაში, სადაც გამოკითხვისას გაირკვა, რომ ბრალდებულმა არ იცოდა წერა-კითხვა, რის გამოც გამოკითხვას ესწრებოდა გარეშე პირი.

გამომძიებელ ე---------- ჩ-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს გლდანი-ნაძალადევის მე-5 განყოფილებაში გამომძიებლის პოზიციაზე. 2019 წლის 15 ივნისს ასრულებდა მის სამსახურეობრივ მოვალეობას. განყოფილებაში გამოცხადდა დაზარალებული მ--- ა----–--ე, რომელიც იყო აღელვებული და განაცხადა, რომ მისი მეუღლე ი----- გ-------–---ი ძალადობდა მასზე, კერძოდ მიაყენა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულზე დაიწყო გამოძიება. გამოკითხა დაზარალებული, რა დროსაც ასევე მოხდა მის სხეულზე არსებული დაზიანებების ვიზუალური დათვალიერება და დასურათება. დაზარალებულმა მას განუმარტა, რომ აღნიშნული დაზიანებები მას მიაყენა მეუღლემ ეჭვიანობის ნიადაგზე. მოწმემ ასევე დაადასტურა, მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევის შემდგომ დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია სხვა ყველა მტკიცებულება, მათ შორის დაზარალებულ მ--- ა----–--ის გამოძიებაში მიცემული ინფორმაციაც, თუმცა ითხოვა, რომ სასამართლო სხდომაზე დაზარალებულს დაეფიქსირებინა პოზიცია ი----- გ-------–---თან მიმართებით.

დაზარალებულის პოზიციით, მასსა და ი----- გ-------–---ს შორის წარმოქმნილი კონფლიქტი (ფიზიკური დაპირისპირება) პირველი იყო მათი თანაცხოვრების პერიოდში. მან ასევე განმარტა, რომ ი----- გ-------–---ი არის კარგი პიროვნება, კარგი მეუღლე, მოსიყვარულე მამა და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. მეუღლის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია, შეურიგდა და აპირებს მასთან ერთად ცხოვრებას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე თავად ი----- გ-------–---მა თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და გამოხატა სინანული მომხდარის გამო, მან ასევე განმარტა, რომ ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, კვლავ აპირებს დაზარალებულთან ერთად ცხოვრებას.

 

მტკიცებულებების ნაწილი - კერძოდ, დაზარალებულ მ--- ა----–--ის, მოწმეების: მ------ გ-------–---ის, დ------------–-------–--–--------------–-- გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა უტყუარ მტკიცებულებები მხარეთა მიერ მიჩნეული იქნა უდავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ი----- გ-------–---ის ქმედებებს. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ი----- გ-------–---ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ი----- გ-------–---მა ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ასევე მანვე ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ი----- გ-------–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩანადენილ დანაშაულებს.

 

ი----- გ-------–---ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულთა ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი არ მოიხადონ პენიტენციურ დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლაციაში, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობით.

 

პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი არის არასამართლიანი და დაუსაბუთებელი, ვინაიდან კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა ყოველთვის არ გულისხმობს მის უსამართლობას.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ი----- გ-------–---ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტებს, რომ მსჯავრდებულის მიმართ სასამართლოს მიერ დანიშნული მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს ვინაიდან მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ, რაც იძლევა საფუძველს, ვარაუდისთვის რომ მან შესაძლოა მომავალშიც გააგრძელოს დანაშაულებრივი ქმედება. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ ი----- გ-------–---ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გამოტანიდან სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოტანამდე ი----- გ-------–---ის მხრიდან მეუღლის მიმართ ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია (საწინააღმდეგო არგუმენტი ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია). ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთმითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული. სააპელაციო პალატისთვის ასევე გაუგებარია, ზოგადად, დანიშნული სასჯელი როგორ შეიძლება იყოს „წამახალისებელი“ ახალი დანაშაულის ჩასადენად.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ი----- გ-------–---ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ, რის გამოც სასამართლოს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა გამოყენებინა. პალატა მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაში იღებს ერთის მხრივ იმ გარემოებას, რომ ი----- გ-------–---მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა მეუღლის მიმართ, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ვინაიდან აღნიშნული გარემოება წარმოადგენს მის მიერ ჩადენილი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებების ობიექტური მხარის ნიშნებს, ურომლისოდაც აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულები სახეზე არ გვექნება. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებას სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ასევე, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი. რაც შეეხება, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულთა ჩადენას, მსჯავრდებულ ი----- გ-------–---ს სასჯელი დანიშნული აქვს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის გათვალისწინებით. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.

 

სააპელაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები, ის რომ ი----- გ-------–---მა ჩაიდინა ძალადობრივი დანაშაულები ოჯახის წევრის, არარეგისტრირებული ქორწინებაში მყოფი მეუღლის - მ--- ა----–--ის მიმართ ცნობილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, რა დროსაც საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ მსჯავრდებულის პიროვნებასთან, ბრალად შერაცხული ქმედების სიმძიმესა და ხასიათთან ერთად, შეაფასა და გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ მითითებული საფრთხეებიც და სწორედ, აღნიშნული გარემოებების შეფასებითა და გათვალისწინებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ი----- გ-------–---ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ და ითვალისწინებს რა ი----- გ-------–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ი----- გ-------–---ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედებების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უმეტესი ნაწილი, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია, ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები, მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის დროს გარდაეცვალა დედა და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი არის თავად, ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, პალატას ი----- გ-------–---ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, ვინაიდან შემცირებულია მისგან მომდინარე საფრთხეები, რომლის აღკვეთა ი----- გ-------–---ის პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულებისადმი მისი დამოკიდებულებისა და სინანულის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებშიც.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი----- გ-------–---ის მიმართ სასჯელის ისეთი სახე და ზომის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად პალატას მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ი----- გ-------–---ის სათანადო ქცევას.

 

ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

სააპელაციო პალატის შეფასებით, სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ი----- გ-------–---ის მიმართ, დანაშაულთა ერთობლიობით, დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ--------------–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ--------------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენი ი----- გ-------–---ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ი----- გ-------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

ი----- გ-------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ი----- გ-------–---ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.

მსჯავრდებულ ი----- გ-------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

ცნობად იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ი----- გ-------–---ი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან და მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 15 ივნისიდან - 2019 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით;

 

მსჯავრდებულ ი----- გ-------–---ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულ ი----- გ-------–---ის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტო-ცხრილი, ერთ ცალ ელექტრონულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდი სტერილურ ჩხირზე, რომელი დალუქული სახით ინახება შსს თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მეხუთე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

ორი ცალი სპორტული ფეხსაცმელი და ჯინსის შორტი, რომელი დალუქული სახით ინახება შსს თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მეხუთე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი