განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100117002098286
საქმე №1ბ/166-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი - სოფიკო კაპანაძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - პ-------------–-–---–ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ნ-----–----------------- (საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–--------–--ს, პ/ნ 1----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები დ------------------–-----–---------);
მსჯავრდებული - ე------------------ე (საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–----------------, პ/ნ 1----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები დ------------------–-----–---------);
ადვოკატი - ციცინო ცხვედიანი;
დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, 362 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, 19,362 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (2 ეპიზოდი), 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (2 ეპიზოდი);
სასჯელები: დანაშაულთა ერთობლიობით ჯარიმა 20000-20000 ლარის ოდენობით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1) ნ-----–-----------------ს და ე------------------ეს ბრალი ედებათ მასში, რომ მათ ჩაიდინეს თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით (,,ტ-----–----ის“ მიმდებარე ტერიტორია).
მათვე, ჩაიდინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი (საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ეპიზოდი).
2) ნ-----–-----------------მ და ე------------------ემ ჩაიდინეს თაღლითობის მცდელობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით (,,ტ-----–----ის“ მიმდებარე ტერიტორია).
მათვე, ჩაიდინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა გამოყენების მიზნით და გამოყენების მცდელობა, რაც გამოიწვევდა მნიშვნელოვანი ზიანს. (საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ხაზების ეპიზოდი).
3) ნ-----–-----------------მ და ე------------------ემ ჩაიდინეს თაღლითობის მცდელობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით. (,,ბ-------------ის" მიმდებარე ტერიტორია)
მათვე, ჩაიდინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა გამოყენების მიზნით და გამოყენების მცდელობა, რაც გამოიწვევდა მნიშვნელოვან ზიანს. (საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ეპიზოდი).
ნ-----–-----------------ს და ე------------------ის ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1) ნ-----–-----------------მ და ე------------------ემ იცოდნენ, რომ მიწის რეფორმის შედეგად დაბა ბაკურიანში ე.წ. „ტ-----–----ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივში ნ-----–-----------------ს არ ეკუთვნოდა - მართლზომიერ მფლობელობაში არ გააჩნდა მიწის ნაკვეთები. 2015 წლის პერიოდში, ნ-----–-----------------მ და ე------------------ემ სცადეს დაბა ბაკურიანში ე.წ. „ტ------–----ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივში 5200 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მოტყუებით საკუთრებაში რეგისტრაცია, თუმცა ვერ მოახერხეს საჯარო რეესტრში უფლების დამდგენი დოკუმენტის (ბოლო 2004 წლის საგადასახადო სიის) და ბაკურიანის გამგებლის მიერ გაცემული ცნობის წარდგენა, რის გამოც, იმ დროს საჯარო რეესტრმა შეწყვიტა წარმოება. მიუხედავად აღნიშნულისა, 2016 წლის დეკემბრის თვეში, ნ-----–-----------------მ და ე------------------ემ წინასწარი შეთანხმებით მათთვის სასურველი მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, შეადგენინეს საჯარო რეესტრში წარსადგენი ყალბი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზები - თითქოს დაბა ბაკურიანში ე.წ. „ტ-----–----ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივში არსებული 5711 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და დაბა ბაკურიანში ე.წ. „ტ------–----ის“ ტერიტორიაზე არსებული 788 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი იყო ნ-----–-----------------ს მართლმზომიერ მფლობელობაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. მათ წარდგენილი ყალბი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების და განცხადებების საფუძველზე, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში“ მოატყუეს საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომლები და დაარწმუნეს ისინი, რომ მითითებულ დოკუმენტაციაში ასახული უძრავი ქონება თითქოს იყო ნ-----–-----------------ს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები და 2017 წლის 6 იანვარს, მოტყუებით, მართლსაწინაამღდეგო მისაკუთრების მიზნით ნ-----–-----------------ს სახელზე დაირეგისტრირეს დაბა ბაკურიანში ე.წ. „ტ------–----ი“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივში 5711 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ს.კ. 6----------- და დაბა ბაკურიანში ე.წ. „ტ------–----ის“ ტერიტორიაზე არსებული 788 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ს.კ. 6----------, რომელიც 2017 წლის 31 იანვარს, 3000 ლარად გაასხვისეს ზუ--------------–---–ზე. აღნიშნული ქმედებით სახელმწიფოს მიადგა 621 335 ლარის დიდი ოდენობის ზიანი.
2) ნ-----–-----------------მ და ე------------------ემ იცოდნენ, რომ მიწის რეფორმის შედეგად დაბა ბაკურიანში ე.წ. „ტ------–----ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივში ნ-----–-----------------ს არ ეკუთვნოდა – მართლზომიერ მფლობელობაში არ გააჩნდა 3800 კვმ მიწის ნაკვეთი. მიუხედავად აღნიშნულისა. 2017 წლის ივნისის თვეში, ნ-----–-----------------მ და ე------------------ემ წინასწარი შეთანხმებით მათთვის სასურველ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, შეადგენინეს საჯარო რეესტრში წარსადგენი ყალბი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, თითქოს დაბა ბაკურიანში ე.წ. „ტ------–----ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივში არსებული 3800 კვ.მ. მიწის ნაკვეთი იყო ნ-----–-----------------ს მართლმზომიერ ფლობელობაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ნ-----–----------------- და ე------------------ე 2017 წლის პერიოდში „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში“ წარდგენილი ყალბი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზისა და განცხადების საფუძველზე, ცდილობენ მოატყუონ საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომლები და დაარწმუნონ ისინი, რომ მითითებულ დოკუმენტაციაში ასახული უძრავი ქონება თითქოს არის ნ-----–-----------------ს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი და ნ-----–-----------------ს სახელზე დაარეგისტრირონ დაბა ბაკურიანში ე.წ. „ტ-----–----ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივში არსებული 3800 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ს.კ. 6-----------. აღნიშნული ქმედებით სახელმწიფოს მიადგებოდა 342 000 ლარის დიდი ოდენობის ზიანი.
3) ნ-----–-----------------მ და ე------------------ემ იცოდნენ, რომ მიწის რეფორმის შედეგად დაბა ბაკურიანში ე.წ. „ბ-------------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივში ნ-----–-----------------ს დედას თ------------------ს არ ეკუთვნოდა - მართლზომიერ მფლობელობაში არ გააჩნდა 6700 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. მიუხედავად აღნიშნულისა, 2016 წლის ივლისის თვეში, ნ-----–-----------------მ და ე------------------ემ წინასწარი შეთანხმებით მათთვის სასურველი მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, შეადგენინეს საჯარო რეესტრში წარსადგენი ყალბი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, თითქოს დაბა ბაკურიანში ე.წ. „ბ-------------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივში არსებული 6700 კვ.მ. მიწის ნაკვეთი იყო ნ-----–-----------------ს დედის თ------------------ს მართლმზომიერ ფლობელობაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ნ-----–----------------- და ე------------------ე 2016-2017 წლების პერიოდში „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში“ წარდგენილი ყალბი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზისა და განცხადების საფუძველზე, არაერთხელ ცდილობდნენ მოეტყუებინათ საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომლები და დაერწმუნებინათ ისინი, რომ მითითებულ დოკუმენტაციაში ასახული უძრავი ქონება თითქოს იყო ნ-----–-----------------ს დედის თ------------------ს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი და ნ-----–-----------------ს სახელზე დაერეგისტრირებინათ დაბა ბაკურიანში ე.წ. „ბ-------------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივში არსებული 6700 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ს.კ. 6-----------, რაზედაც საჯარო რეესტრის სამსახურის მიერ ეთქვა უარი. აღნიშნული ქმედებით სახელმწიფოს მიადგებოდა 428 800 ლარის დიდი ოდენობის ზიანი.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა ნ-----–-----------------ს და ე------------------ის მიერ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა, გამოყენების მიზნით და გამოყენების გამო, მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევის ბრალდება (საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ეპიზოდში - ,,ტ------–----ის“ ტერიტორია).
ასევე ვერ დადასტურდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა, გამოყენების მიზნით და გამოყენების მცდელობის გამო, მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევის ბრალდება (საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ეპიზოდში ,,ტ------–----ის“ ტერიტორია, 2017 წლის ივნისის ეპიზოდი).
ასევე ვერ დადასტურდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა გამოყენების მიზნით და გამოყენების მცდელობის გამო, მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევის ბრალდება (საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ეპიზოდი - ,,ბ-------------ის“ ტერიტორია, 2016 წლის ივლისის ეპიზოდი).
ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა:
1) ნ-----–-----------------მ და ე------------------ემ იცოდნენ, რომ მიწის რეფორმის შედეგად დაბა ბაკურიანში ე.წ. „ტ------–----ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივში ნ-----–-----------------ს არ ეკუთვნოდა - მართლზომიერ მფლობელობაში არ გააჩნდა მიწის ნაკვეთები. 2015 წლის პერიოდში, ნ-----–-----------------მ და ე------------------ემ სცადეს დაბა ბაკურიანში ე.წ. „ტ------–----ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივში 5200 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მოტყუებით საკუთრებაში რეგისტრაცია, თუმცა ვერ მოახერხეს საჯარო რეესტრში უფლების დამდგენი დოკუმენტის (ბოლო · 2004 წლის საგადასახადო სიის) და ბაკურიანის გამგებლის მიერ გაცემული ცნობის წარდგენა, რის გამოც, იმ დროს საჯარო რეესტრმა შეწყვიტა წარმოება. მიუხედავად აღნიშნულისა, 2016 წლის დეკემბრის თვეში, ნ-----–-----------------მ და ე------------------ემ წინასწარი შეთანხმებით მათთვის სასურველი მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, შეადგენინეს საჯარო რეესტრში წარსადგენი ყალბი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზები. თითქოს დაბა ბაკურიანში ე.წ. „ტ------–----ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივში არსებული 5711 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და დაბა ბაკურიანში ე.წ. „ტ------–----ის“ ტერიტორიაზე არსებული 788 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი იყო ნ-----–-----------------ს მართლმზომიერ მფლობელობაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. მათ წარდგენილი ყალბი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების და განცხადებების საფუძველზე, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში“ მოატყუეს საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომლები და დაარწმუნეს ისინი, რომ მითითებულ დოკუმენტაციაში ასახული უძრავი ქონება თითქოს იყო ნ-----–-----------------ს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები და 2017 წლის 06 იანვარს, მოტყუებით, მართლსაწინაამღდეგო მისაკუთრების მიზნით ნ-----–-----------------ს სახელზე დაირეგისტრირეს დაბა ბაკურიანში ე.წ. „ტ------–----ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივში 5711 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ს.კ. 6----------- და დაბა ბაკურიანში ე.წ. „ტ------–----ის“ ტერიტორიაზე არსებული 788 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ს.კ. 6---------- , რომელიც 2017 წლის 31 იანვარს, 3000 ლარად გაასხვისეს ზუ--------------–---–ზე. ნ-----–-----------------სა და ე------------------ის ქმედებით სახელმწიფოს მიადგა 621 335 ლარის დიდი ოდენობის ზიანი.
2) ნ-----–-----------------მ და ე------------------ემ იცოდნენ, რომ მიწის რეფორმის შედეგად დაბა ბაკურიანში ე.წ. „ტ------–----ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივში ნ-----–-----------------ს არ ეკუთვნოდა – მართლზომიერ მფლობელობაში არ გააჩნდა 3800 კვმ მიწის ნაკვეთი. მიუხედავად აღნიშნულისა. 2017 წლის ივნისის თვეში, ნ-----–-----------------მ და ე------------------ემ წინასწარი შეთანხმებით მათთვის სასურველ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, შეადგენინეს საჯარო რეესტრში წარსადგენი ყალბი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, თითქოს დაბა ბაკურიანში ე.წ. „ტ------–----ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივში არსებული 3800 კვ.მ. მიწის ნაკვეთი იყო ნ-----–-----------------ს მართლმზომიერ ფლობელობაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ნ-----–----------------- და ე------------------ე 2017 წლის პერიოდში „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში“ წარდგენილი ყალბი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზისა და განცხადების საფუძველზე, სცადეს მოეტყუებინათ საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომლები და დაერწმუნებინათ ისინი, რომ მითითებულ დოკუმენტაციაში ასახული უძრავი ქონება თითქოს იყო ნ-----–-----------------ს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, რათა ნ-----–-----------------ს სახელზე დაერეგისტრირებინათ დაბა ბაკურიანში ე.წ. „ტ------–----ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივში არსებული 3800 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ს.კ. 6-----------. მიწის ნაკვეთის ნ-----–-----------------ს სახელზე მოტყუებით რეგისტრაციის შემთხვევაში სახელმწიფოს მიადგებოდა 342 000 ლარის დიდი ოდენობის ზიანი.
3) ნ-----–-----------------მ და ე------------------ემ იცოდნენ, რომ მიწის რეფორმის შედეგად დაბა ბაკურიანში ე.წ. „ბ-------------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივში ნ-----–-----------------ს დედას თ------------------ს არ ეკუთვნოდა - მართლზომიერ მფლობელობაში არ გააჩნდა 6700 კვმ მიწის ნაკვეთი. მიუხედავად აღნიშნულისა, 2016 წლის ივლისის თვეში, ნ-----–-----------------მ და ე------------------ემ წინასწარი შეთანხმებით მათთვის სასურველი მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, შეადგენინეს საჯარო რეესტრში წარსადგენი ყალბი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, თითქოს დაბა ბაკურიანში ე.წ. „ბ-------------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივში არსებული 6700 კვ.მ. მიწის ნაკვეთი იყო ნ-----–-----------------ს დედის თ------------------ს მართლმზომიერ ფლობელობაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ნ-----–----------------- და ე------------------ე 2016-2017 წლების პერიოდში „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში“ წარდგენილი ყალბი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზისა და განცხადების საფუძველზე, არაერთხელ ცდილობდნენ მოეტყუებინათ საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომლები და დაერწმუნებინათ ისინი, რომ მითითებულ დოკუმენტაციაში ასახული უძრავი ქონება თითქოს იყო ნ-----–-----------------ს დედის თ------------------ს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, რათა ნ-----–-----------------ს სახელზე დაერეგისტრირებინათ დაბა ბაკურიანში ე.წ. „ბ-------------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივში არსებული 6700 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ს.კ. 6----------, რაზედაც საჯარო რეესტრის სამსახურის მიერ ეთქვა უარი. მიწის ნაკვეთის ნ-----–-----------------ს სახელზე მოტყუებით რეგისტრაციის შემთხვევაში სახელმწიფოს მიადგებოდა 428 800 ლარის დიდი ოდენობის ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენით:
ნ-----–----------------- საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
ნ-----–----------------- საქართველოს სსკ-ის 19,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა (საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის 2017 წლის ივნისის ეპიზოდი);
ნ-----–----------------- საქართველოს სსკ-ის 19,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა (საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის 2016 წლის ივლისის ეპიზოდი);
ნ-----–----------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 12000 ლარის ოდენობით;
ნ-----–----------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 20000 ლარის ოდენობით;
ნ-----–----------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19.180 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით (2017 წლის ივნისი ეპიზოდი);
ნ-----–----------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 8000 ლარის ოდენობით (2017 წლის ივნისის ეპიზოდი);
ნ-----–----------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით (2016 წლის ივლისის ეპიზოდი);
ნ-----–----------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 8000 ლარის ოდენობით (2016 წლის ივლისის ეპიზოდი);
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ნ-----–-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 20000 ლარის ოდენობით.
ე------------------ე საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
ე------------------ე საქართველოს სსკ-ის 19.362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა (საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის 2017 წლის ივნისის ეპიზოდი);
ე------------------ე საქართველოს სსკ-ის 19,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა (საკადასტრო აგეგმვითი/ აზომვითი ნახაზის 2016 წლის ივლისის ეპიზოდი);
ე------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 12000 ლარის ოდენობით;
ე------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 20000 ლარის ოდენობით.
ე------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19.180 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით (2017 წლის ივნისის ეპიზოდი);
ე------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 8000 ლარის ოდენობით (2017 წლის ივნისის ეპიზოდი);
ე------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19.180 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით (2016 წლის ივლისის ეპიზოდი);
ე------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 8000 ლარის ოდენობით (2016 წლის ივლისის ეპიზოდი);
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ე------------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 20000 ლარის ოდენობით.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გამამატყუნებელი განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც დაცვის მხარემ - მსჯავრდებულების ნიკოლოს უსტიმენკოს და ე------------------ის ადვოკატმა ციცინო ცხვედიანმა, ასევე ბრალდების მხარემ - სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსმა - პ-------------–-–---–მა.
3. მხარეთა პოზიციები:
დაცვის მხარის პოზიციით: ნ-----–-----------------სა და ე------------------ეს არ ჩაუდენიათ დანაშაული, მათი მოქმედებები სრულად ჯდება საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის, სახელმწიფო პროექტის შესახებ კანონისა და სხვა, ზემოთმითითებული ნორმატიული აქტების ფარგლებში, რის გამოც განაჩენი მათ დამნაშავედ ცნობის ნაწილში უკანონოა და უნდა გაუქმდეს.
ბრალდების მხარის პოზიციით: ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილის 2018 წლის 21 დეკმბრის განაჩენი მსჯავრდებულების ნ-----–-----------------ს და ე------------------ის მიმართ არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ე------------------ე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 19 -362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 19-180-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის ეპიზოდი), 19 -362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 19-180-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ეპიზოდი), გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და განესაზღვროს კანონიერი, სამართლიანი და უფრო მკაცრი სასჯელი. ნ-----–----------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 19 –362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 19-180-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის ეპიზოდი), 19 -362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 19-180-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ეპიზოდი), გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და განესაზღვროდ კანონიერი, სამართლიანი და უფრო მკაცრი სასჯელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).).
4. მტკიცებულებების ერთობლიობა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შეაფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და განმარტავს, იძლევა თუ არა ეს მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ფაქტების დადგენის შესაძლებლობას.
მოწმე ვ-–----------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 1992 წლიდან დაიწყო მიწის რეფორმა, ჯერ დარიგდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, შემდეგ სათიბები გაიცა მფლობელობაში და არა საკუთრებაში. აღნიშნული მიწების გასანაწილებლად შეიქმნა კომისია, რომლის თავმჯდომარეც იყო ნი----–---------------ე, საკრებულოს მდივანი იყო თ-----------------ე, კომისიის წევრები იყვნენ დაახლოებით 10-11 კაცი. ტყის ფონდს აკონტროლებდნენ გ------------------–ი და ა-----------------------ი რომლებიც მიწის განაწილების დროს ამოწმებნდნენ კონკრეტული მიწა ხომ არ შედიოდა ტყის ფონდში. მოწმე 2004 წლამდე იყო კომისიის წევრი, 2006 წლამდე კი საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოში მუშაობის პერიოდში დაახლოებით 2005 ან 2006 წელს მან გასცა ცნობა თ------------------ს სახელზე იმ შინაარსით, რომ ის ფლობდა ერთ ნორმა მიწის ნაკვეთს ბაკურიანში, კონკრეტულად მიწის ნაკვეთს სასტუმრო მ----------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, მიტარბის გზის მარჯვენა მხარეს. სადავო მიწის ნაკვეთი რომელიც ნ-----–-----------------ს აქვს დარეგისტრირებული მისი დიდი ნაწილი წარმოადგენს ტყის ნაწილს, რომლის გაცემაც აკრძალული იყო და არ გაიცემოდა. მოწმის განმარტებით უსტიმენკოს ოჯახი თიბავდა კოხტაგორის ფერდობებზე. მიწის განაწილების დროს მიღება ჩაბარების აქტები ნაკლებად გაიცემოდა 2000 წლამდე, ამის შემდეგ გამოიცა პრეზიდენტის ბრძანება სათიბი მიწის ნაკვეთების კერძო მფლობელობაში გადაცემის შესახებ და დარიგდა საკუთრების მოწმობები. დოკუმენტი სადაც ეწერებოდა, რომ ნ-----–-----------------ს კონკრეტულ ადგილას გადაეცა მიწის ნაკვეთი აღნიშნული დოკუმენტი მოწმეს არ უნახავს და არც მსგავსზე მოუწერია ხელი. მოწმე განმარტავს, რომ ცნობა რომელიც გასცა თ------------------ს სახელზე იყო მხოლოდ საგადასახადო სიის ამონაწერი შეიცავდა სიაში ნომრისა და ფართობის შესახებ ინფორმაციას.
მოწმე ზ------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა ბაკურიანის სატყეო მეურნეობაში 1972 წლიდან 2007 წლამდე, ამ ხნის პერიოდში სატყეო მეურნეობიდან მიწის რეფორმის არცერთი მიწის ნაკვეთი არ იყო გაცემული, ნ-----–-----------------ს დარეგისტრირებული აქვს მიწის ნაკვეთი რომელიც შედის ტყის ფონდში, კონკრეტულად ტყის კორუმში. მოწმე განმარტავს, რომ ნ-----–-----------------ს მამა მ-----–------------- თიბავდა ველობს აღნიშნული განეკუთვნებოდა სატყეო უბნის მე-10 კვარტალს, ასევე თიბავდა კოხტა პირველის უკანა ფერდზე. ნ-----–-----------------ს ამ პროცესში არ უნახავს. მიწების განაწილების დროს სატყეო მეურნეობაში მუშაობდნენ ა-----------------------ი და გ------------------–ი, რაც შეეხება ტ------–----ის ტერიტორიას იქ იყო სპორტული კომპლექსი და არ განაწილებულა აღნიშნული ტერიტორია, ვინაიდან კანონით იყო აკრძალული.
მოწმე ვ----–-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 1992 წელს დაიწყო მიწის რეფორმა, აღნიშნული მიწის კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს ნი----–---------------ე, ასევე კომისიის წევრები, მათ შორის იყო გ------------------–ი. ამის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო ინვენტარიზაცია და დადგენილიყო სოფლის მოსახლეობაზე გასანაწილებელი მიწის ნორმა. გადაიზომა მიწის ნაკვეთები და სათიბი მიწის ნაკვეთები დამტკიცდა 75 მეასედი, აღნიშნული კი კომისიის წევრებმა გასცეს სარგებლობაში რადგან, ბაკურიანი საკურორტო ზონა იყო და საკუთრებაში სათიბი არ გაიცემოდა, აღნიშნული ნორმა 2000 წელს საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიცვალა და უკვე 65 მეასედი გაიცემოდა სარგებლობაში, მთაში გაიცემოდა 1 ჰექტარი, ასევე 1 ჰექტარი გაიცემოდა სოფლის მეურნეობის მუშაკებზე, რომლებსაც მანამდე იჯარით ჰქონდათ მიწის ნაკვეთები ხოლო შემდგომ გადავიდა მათ საკუთრებაში. როდესაც დაიწყო მიწის ნაკვთების დარიგება რიგდებოდა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები. სოფლის მეურნეობის ფერმას ჰქონდა სათივეები და მხოლოდ იმ სათივეების დარიგება მოხდა. საძოვარი არ განაწილებულა, განაწილდა მხოლოდ სახნავი და სათივე-სავარგულები. კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით გაიცემოდა აღნიშნული მიწის ნაკვეთები დანიშნულებისამებრ. მიწის ნაკვეთების განაწილებისას ნ-----–-----------------ს შეხვდა კოხტაგორის უკანა მხარე გ--------------------სთან ერთად სათიბი ზონა. რაც შეეხება სადავო ზონას, იმ ადგილას იყო სპორტული კომპლექსი (ტ------–----ის და საბაგიროს გზა) აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ განაწილებულა რადგან ეკუთვნოდა სატყეო მეურნეობის ბაკურიანის დეპარტამენტს და სათხილამურო ბაზას. კომისიის წევრები იყვნენ თ----------------ე, ზ--–-------------------------------------–---–-------------------–--ე, გ------------------–ი, მი–-----–-–---–-----–------- - სულ 25 კაცამდე აღნიშნული კომისიის წევრთა შემადგენლობა უცვლელი იყო მიწების სრულად განაწილების დასრულებამდე. განსახილველ საქმეში სადავო საბაგიროს ტერიტორია მიეკუთვნებოდა ბარს. ტყის ზემოთ ტერიტორია ითვლებოდა მთის ტერიტორიად და მოსახლეობაზე განაწილდა 1 ჰექტარის ოდენობით. ტყის ტერიტორიიდან არ ნაწილდებოდა მიწები, აღნიშნულ ტერიტორიაზე ზედამხედველობას ახორციელებდნენ სატყეო მეურნეობის წარმომადგენლები. განაწილების დროს მოსახლეობა უპირატესობას ანიჭებდა გაშლილ მინდორს, ტყე გამოიყენებოდა საძოვრად, ტყის ტერიტორია ეკუთვნოდა სატყეო მეურნეობას და არ ნაწილდებოდა. მოწმე მიწის რეფორმის კომისიის წევრი იყო 1992 წლიდან 2000 წლამდე, მიწის ასაზომად მიდიოდნენ 4 კაცი, აზომილი მონაცემები მიდოდა კომისიის თავმჯდომარესთან ნი----–---------------ესთან, გამონაკლის შემთხვევებში როდესაც გასაცემი 75 მეასედი მიწის ნაკვეთის გაცემა შეუძლებელი იყო ერთ ადგილას, მოსახლეს აძლევდნენ სხვადასხვა ადგილას მიწის ნაკვეთს მაგრამ, საერთო ჯამში არა იმაზე მეტს რაც გაწერილი იყო (75 მეასედზე მეტს). კონკრეტულ შემთხვევაში კი ნ-----–-----------------ზე ერთ ადგილას, კოხტაგორის უკანა მხარეს, გაიცა მიწის ნაკვეთი. მოწმე განმარტავს, რომ ისეთი ტიპის დოკუმენტი სადაც ეწერებოდა, რომ პირს გადაეცა სარგებლობაში კონკრეტული ადგილი მაგ. კოხტაგორის უკანა მხარე ან ამდაგვარი = არ არსებობდა. ვ----–-----------ემ განმარტა, რომ საბაგირო გზასთან გარკვეულ პირებს დარეგისტრირებული აქვთ მიწის ნაკვეთები, თუმცა რა ხერხით აქვთ დარეგისტრირებული არ იცის ვინაიდან, როდესაც ხდებოდა განაწილება აღნიშნული ტერიტორია არავისზე არ განაწილებულა. სადავო მიწის ნაკვეთს ადრე პერიოდში თიბავდა ნ-----–-----------------ს მამა ხოლო შემდგომ ნ-----–----------------- და მისი ძმა.
მოწმე ი-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს კომერციულ ჯგუფებთან არის ტრენერი. მიწის რეფორმა იყო 92 წელს. მას მიწის ნაკვეთი გამოეყო სასტუმრო ,,მ----------დან“ მარჯვენა მხარეს, სოფელი მიტარბიდან მარჯვენა მხარეს. თ------------------ს ჰქონდა ნავეთი მის გვერდით. თ------------------ს ნაკვეთები გაფორმდა მის შვილიშვილზე. მიწის რეფორმის ფარგლებში ტყეები არ ნაწილდებოდა. მონაწილეობა მიიღო ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში. გზის მარცხენა მხარეს არ ნაწილდებოდა ტერიტორია, რადგან, ეს ტერიტორია ტყიანია. უ------------ი სათიბებს თიბავდნენ კოხტაგორის უკანა მხარეს. გამომძიებელს აჩვენა ექსპერიმენტის დროს უ------------ის სათიბი ტერიტორიები. 2017 წლის 21 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა დაადასტურა თავისი ჩვენებით ი-------------–---–მა.
მოწმე გ-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 1962 წლიდან მუშაობდა ბაკურიანში ს----------------------------------- მოადგილედ, შემდეგ დირექტორად. ნ-----–-----------------ს მამა - მ-----–------------- მუშაობდა დარაჯად და უვლიდა ხარებს. სპორტკომბინატის დაქვემდებარებაში შედიოდა ტ------–----ის ტერიტორიაც. მ-----–------------- თიბავდა ამ ტ------–----ს თავისთვისაც და ორგანიზაციის ხარებისთვისაც. საციგურაო ტრასის გათიბვა აუცილებელი იყო. ასუფდავებდნენ ზამთრის პერიოდისათვის საკურორტო სეზონისთვის. მას სათიბი გამოყოფილი ჰქონდა კოხტაგორის უკანა მხარეს. ყოველთვის თიბავდა ერთიდაიგივე ადგილს. კონკრეტულად თივას თიბავდნენ საკუთარი პირუტყვისთვისაც და ორგანიზაციის ხარებისთვისაც. ძირითადად სათხილამურო ტრასებს თიბავდნენ, შვილებიც ეხმარებოდნენ, თანამშრომლებიც ეხმარებოდნენ. ხარები ჰყავდათ 80-იან წლებამდე, იმის შემდეგ უკვე ნ-----–----------------- თავისთვის თიბავდა თავისუფალ ტერიტორიებზე თივას.
მოწმემ განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო ადვოკატის მიერ ჩატარებულ დათვალიერებაში. მან უჩვენა ადვოკატს ხსენებული ტერიტორიები, მან გადაიღო სურათები, ითიბებოდა სურათებზე აღნიშნული ადგილები. მან გამომძიებელი გაიყვანა იმ ადგილზე სადაც ნ-----–----------------- თიბავდა. კოხტაგორის სათიბი არ უჩვენებია, მხოლოდ სიტყვიერად აუხსნა. ზოგადად ხალხი თიბავდა თავისუფალ ტერიტორიებს და თივას მეურნეობას აბარებდნენ. არანაირი დოკუმენტი არ აქვს ნანახი სადაც ეწერებოდა, რომ ნ-----–-----------------ს ეკუთვნოდა ეს ტერიტორია. სადაც თიბავდა ისევ იქ აგრძელებდა თიბვას და ეს დოკუმენტით იყო დადგენილი თუ დოკუმენტის გარეშე არ იცის. ტ------–----ის მარცხენა მხარეს თავისუფალი ადგილია, ხელმარცხნივ არის ტყე ძველი და ახალი ნარგავებიც არის წამოზრდილი, სპორტკომპლექსის მიწები რეფორმის დროს არ განაწილებულა. როდესაც ადვოკატმა გამოკითხა მან რაღაც სურათები აჩვენა. მისი სახლის საკადასტრო კოდი არ იცის. გამოკითხვის დროს საკადასტრო კოდი ადვოკატმა მიუთითა. 2017 წლის 08 აგვისტოს საგამოძიებო ექპერიმენტში მონაწილეობა დაადასტურა თავისი ჩვენებით გ-------------–---–მა. ასევე, 2017 წლის 02 სექტემბრის დაცვის მხარის საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა დაადასტურა თავისი ჩვენებით გ-------------–---–მა.
მოწმე ე------------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მიწის რეფორმა როგორც ბაკურიანში ასევე მთელს საქართველოში დაიწყო 1992 წელს ზაფხულში მაისის თვეში, შეიქმნა კომისია ერთ-ერთი წევრი თვითონაც იყო. ამ კომისიის შემადგენლობაში შედიოდა დაახლოებით 20-25 წევრი - ა-----------------------ი, ვ----–-----------ე, გ-------------–ი, ზ--–---------------ე და ასე შემდეგ. კომისიის თავმჯდომარე იყო აწ გარდაცვლილი ნი----–---------------ე. მიმდინარეობდა ბაკურიანში სასოფლო-სამეურნეო მიწების - როგორც სოფელში უწოდებდნენ სახნავ-სათესი მიწების დამუშავება. ნ-----–-----------------ს სათივე გამოეყო კოხტაგორის უკანა მხარეს. მთაში ნაწილდებოდა 1 ჰექტარი კომლზე, ბარში 75 მეასედი. ორთოფოტო რომელიც წარმოუდგინა გამომიებელმა, არის ტ------–----ის გვედზე სადაც 80% არის ტყის მასივი, დანარჩენი არის მინდორი, ამ ტერიტორიაზე კომისიას მიწის ფართობი არც ნ-----–-----------------ზე და არც ბაკურიანის სხვა მოსახლეზე არ გაუცია, ვინაიდან, სატყეო ფართობი არ ნაწილდებოდა. ნ-----–-----------------ს მიწის რეფორმის ფარგლებში უშუალოდ ე------------------–---–ის, ვ----–-----------ის და აწ გარდაცვლილი ნი----–---------------ის მონაწილეობით სათიბი მიწის ნაკვეთი ერთი ჰექტარი ფართობით გამოეყო ე.წ. „კო-----------ს“ უკანა მხარეს მთაში. ტ------–----ის მიმდებარედ თავისუფალ მინდვრებს თიბავდნენ ნ-----–-----------------ს მამა და მისი ძმა. ე-----------------–---–მა განმარტა, რომ ნ-----–-----------------ს დედას თამარ ვასილის ასულ უსტიმენკოს სათიბი მიწის ნაკვეთი გამოყოფილი ჰქონდა ბაკურიანიდან მიტარბისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს, თავისი სათიბი მიწის ნაკვეთის მახლობლად, რომელიც ამჟამად დარეგისტრირებული და გასხვისებული აქვს ნ-----–-----------------ს ძმის შვილს თ--------------------–-------------ს.
მიწის ნაკვეთების განაწილების კომისიამ მუშაობა რომ დაიწყო ჯერ აიზომა მთლიანი ბაკურიანის მიწები, ვის რამდენი ჰქონდა სარგებლობაში სახნავ-სათესი. მიწები ნაწილდებოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანმიმდევრულად, ბაკურიანის ცალკეულ უბნებში მაცხოვრებლების მიხედვით. ცდილობდნენ გაენაწილებინათ მოსახლეობისათვის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, რადგან ყოფილიყო მოსახერხებელი მოსახლეობისათვის. პრაქტიკულად მიწების განაწილება ხდებოდა შემდეგნაირად: კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავდა, რომ კონკრეტულ დღეს უნდა გაენაწილებინათ მიწის ნაკვეთები 20 ან 30 კაცისათვის და კონკრეტულ ტერიტორიაზე გაენაწილებინათ მიწები. თითო ოჯახზე ერთი ჰექტარი ნაწილდებოდა მთაში, ხოლო 75 მეასედი იყო სოფელში. კომისიის წევრები დოკუმენტს არ ადგენდნენ. იყო მხოლოდ ჩანაწერთა წიგნი, კომისიის თავმჯდომარე იწერდა ვისთვის და რა ფართის მიწის ნაკვეთი განაწილდა. ეს ჩანაწერები გამგეობაში მიჰქონდა თვითონ თავმჯდომარეს. არსებობდა დიდი მეურნეობა და მოთიბული თივა არ იყო საკმარისი. საქონელი ბევრი იყო და სხვადასხვა ადგილას თიბავდა მოსახლეობაც ასევე ნაწილს თიბავდა ნ-----–-----------------ს ოჯახი, მისი მამა, ძმა. ყველა თავისთვის თიბავდა, ყველა თიბავდა თავისუფალ ადგილებს რათა ზამთრისათვის საკმარისი თივა შეეგროვებინათ, თვითონაც ამგვარად თიბავდა რადგან გამოყოფილი 75 მეასედი ხალხს არ ყოფნიდა. ბაკურიანი პატრა იყო, ადრე არ იყო განვითარებული კურორტი და საქონლის საშუალებით ცხოვრობდა ხალხი. 2017 წლის 11 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა დაადასტურა თავისი ჩვენებით ე------------------–---–მა.
მოწმე ი------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს დაბა ბაკურიანში. 1992-2000 წლებში სპორტკომლლექსის ტერიტორიაზე ე.წ. ოცდახუთიანებში თიბავდა სათიბ ნაკვეთებს. მის გვერდით თიბავდნენ ბანგური იური, გოგიტა უსტიანოვი და სხვები. როცა დანაწილება დაიწყო ტ------–----ის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების სპორტული კომპლექსის იყო და არ ნაწილდებოდა რადგან, სპორტკომიტეტის იყო კომისიის თავმჯდომარემ არ გაანწილა ტ------–----ის ტერიტორია. იმ დროს სპორტით იყო დაკავებული, იქვე იზრდებოდა და ხედავდა, რომ ხალხითიბავდა აღნიშნულ ტერიტორიაზე, დანაწილებული არ იყო ფართობები, უბრალოდ თიბავდნენ. თვითონ ეხლაც იყენებს სათიბად ამ ტერიტორიას 1992 წლიდან ყოველ წელიწადს. ნ-----–----------------- და მისი ოჯახის წევრები თიბავდნენ იგივე ტერიტორიაზე. მათ ხარები ჰყავდათ და თივა სჭირდებოდათ ზამთრისთვის.
მოწმე ი----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 1980 წლებში მუშაობდა საბაგიროზე. ნ-----–----------------- და მისი ოჯახი თიბავდნენ მიმდებარე ტერიტორიას. ტყის მასივებს ვერ თიბავდნენ. საბაგიროს, ტ------–----ის ტერიტორია ეკუთვნოდა სპორტულ კომპლექსს და არ განაწილებულა მოსახლეობაზე. ისე თიბავდნენ ტ------–----ის ასასვლელ ტერიტორიას. ზუსტად ვინ რას თიბავდა არ იცის. 2017 წლის 03 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა დაადასტურა თავისი ჩვენებით ი----------------ემ. ასევე, 2017 წლის 03 სექტემბრის დაცვის მხარის საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა დაადასტურა თავისი ჩვენებით ი----------------ემ.
მოწმე ე-–---------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 1980-იან წლებში ნ-----–-----------------ს მამა მ-----–------------- მუშაობდა ე.წ. ლ-–-----ში. ამის გამო იგი თიბავდა ე.წ. ტ------–---ის ტერიტორიას, აღნიშნული ტერიტორიები მიწის რეფორმის დროს არავისზე არ განაწილებულა, მათშორის არც ნ-----–-----------------ზე. მოწმის განმარტებით ნ-----–-----------------ს სათიბი მიწის ნაკვეთი ჰქონდა ე.წ. კო-----------ს უკან მთაში. ტ------–----თნ არსებული ტყეები არ ითიბებოდა. ე-–---------------–---–მა მასთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მიუთითა, რომ ნ-----–-----------------ს სახელზე დარეგისტრირებული ტყის ფართობი იმ პერიოდშიც და დღესაც არის ტყე და აღნიშნულ ადგილს არასდროს თიბავდა ნ-----–-----------------ს ოჯახი. 2017 წლის 09 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა დაადასტურა თავისი ჩვენებით ე-–---------------–---–მა. ასევე 2017 წლის 03 სექტემბრის დაცვის მხარის საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა დაადასტურა თავისი ჩვენებით ე-–---------------–---–მა.
მოწმე დ------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 1970 წლიდან მოყოლებული მუშაობდა საბაგიროზე - კოხტაგორის ტერიტორიაზე. ადგილი, სადაც მ-----–------------- თიბავდა იყო ახლოს. ამ ადგილებს და საბაგიროს ტრასას მოსახლეობა იყენებდა სათიბებად, მაგრამ არ განაწილებულა მიწის რეფორმის დროს. არც ლიჟბაზის ტერიტორიაზე და ტყის მასივთან არ დაურიგებიათ მიწები მოსახლეობისათვის. სათიბი მიწები დაარიგეს კოხტაგორის უკანა ფერდზე. მიწის განაწილების შესახებ ნ-----–-----------------ს საბუთები არ უნახავს. თუმცა შესწრებია მისი და მისი ოჯახის წევრების თიბვის პროცესს.
მოწმე თ----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მიწების განაწილებისათვის ბაკურიანში შეიქმნა კომისია, მისი თავჯომარე იყო ნი----–---------------ე. მათ განსაზღვეს ადგილები რა უნდა დარიგებულიყო სათიბ და სახნავ-სათეს მიწის ნაკვეთებად მათ რუკები ჰქონად სპეციალური რის მიხედვითაც წილდებოდა მიწები. კომისიაში იყვნენ სატყეო მეურნეობის წარმოდგენლებიც ა-----------------------ი, თ------------–---–-------------------–--ე, გ------------------–ი, ე------------------–---–ი. თავადაც იყო მიწის რეფორმების კომისიის წევრი, ასევე იყო დაბა ბაკურიანის საკრებულოს მდვანიც. ვისზეც რა იყო გაცემული ქუჩების მიხედვით იწერებოდა, მათ შორის იყო სახნავი და იყო სათიბი რაც იყო ცალ-ცალკე. ნ-----–-----------------ზე ინფორმაცია არ იყო სრულყოფილი. მას შეხვდა ნ-----–----------------- და უთხრა, რომ 2004 წლის საგადასახადო სიებში აღარ იყო გადმოტანილი, მათ ნამდვილად ჰქონდათ მიწის ნაკვეთი მთაში კოხტაგორის ახლოს. ტყის მასივები და ასევე ტ------–----ის ტერიტროია არ განაწილებულა. ზუსტად არ ახსოვს მაგრამ როგორც ბაკურიანელმა იცის, რომ გ-------------------- (ნ-----–-----------------ს ძმა) სასტუმრო მერცხალთან რაღაც ფართობს თიბავდა. მას გამომძიებელმა წარუდგინა ამონაწერები, ასევე აჩვენა კომპიუტერში, სადაც ჩანდა ტყით დაფარული ტერიტორია. კომისიის თავმჯდომარის მიერ იყო ჩამოწერილი ინფორმაცია და გასცემდნენ ცნობებს ვის რა ტერიტროიაზე ჰქონდა მიწის ნაკვეთი. დოკუმენტაცია ინახებოდა სანამ საკრებულო არსებობდა იქამდე. 2004 წელს თვითონ წამოვიდა სამსახურიდან, ამ დრომდე ეს ინფორმაცია არსებობდა საკრებულოში დაახლოებით 1993 წელს განაწილება დასრულებული იყო, ჯერ ბარში გაანაწილეს მიწის ნაკვეთები, შემდეგ მთაში. კომისიის წევრებისგან - უშუალოდ კი ე-----------------–---–ისგან შეიტყო, რომ ნ-----–-----------------ს სათიბი მიწის ნაკვეთი გამოყოფილი ჰქონდა კო-----------ს მთაში. მოწმემ განმარტა, რომ ტყის მასივების განაწილება მიწის რეფორმის დროს არ მომხდარა, კომისიაში იყვნენ სატყეო მეურნეობის სპეციალისტები, რომლებიც აკონტროლებდნენ ტყის ფართობებს, ასევე მისი განმარტებით არცერთი სპორტული ტრასა და ტ------–----ის ტერიტორია არ გაცემულა. თ----------------ის განმარტებით, გამოძიებაში წარმოდგენილი ნ-----–-----------------ს მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობა იცის და აღნიშნული მიწის ნაკვეთები 5711 და 3800 იყო ტყის ფონდის ტერიტორია, რომელიც რეფორმის დროს არ განაწილებულა. ასევე არ განაწილებულა 788 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ტ------–----ის ტერიტორიაზე. თ----------------ემ განმარტა, რომ ნ-----–-----------------ს დედა იყო თა----------–--------–--------------, რომელსაც სათიბი მიწის ნაკვეთი ჰქონდა დაბა ბაკურიანიდან მიტარბისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს, რ-----------–---–ის და ი-------------–---–ის მიწის ნაკვეთებთან ახლოს. აღნიშნულის შესახებ მან ინფორმაცია მიაწოდა ე------------------ეს და მის ქმარს დ------------------ს. ასევე, აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა ბაკურიანის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელს გ-------------------
მოწმე გ----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ბაკურიანის ადმინისტრაციული ერთეული წარმომადგენელი სადაც მუშაობს 2015 წლის იანვრიდან, სამსახურში დანიშვნის შემდგომ უშუალო შეხება ჰქონდა მიწის ნაკვეთებთან. როდესაც ხდებოდა მიწის ნაკვეთების გადაფორმება. ასევე მოქალაქეებთან ჰქონდა შეხება, ე------------------ე იყო მასთან მოსული, იგი აპირებდა ნახაზის გაკეთებას ტ------–----ის მიმდებეარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო მისგან ითხოვდა განაწილებული მიწის ნაკვეთისა და ტ------–----ის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების იდენტობის დადასტურებას. მან გადაამოწმა და გაარკვია, რომ მთლიანი ტერიტროია იყო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქცეული, ხოლო მან იცოდა რა ადგილს თიბავდა პაპამისი და ეს იყო ტ------–----ის ტერიტორიაზე გზის მარცხენა მხარე. თუმცა ე------------------ეს სხვა ადგილზე უნდოდა ცნობის გაცემა რაზეც მან უარი უთხრა. ამ ადგილას გათიბვა შეუძლებელი იყო რადგან იქ იყო მთლიანი ტყე და ასწლოვანი ხეები. ცნობის გაცემისთვის არაერთხელ უ------------მა, მათ უხსნიდა, რომ ეს იყო ტყუილი და ტყუილზე ვერ გასცემდა ცნობას. შემდეგ ხანგრძლივი საუბრის მერე სთხოვეს ცნობა მიეცა სად ჰქონდა თ------------------ს (ბებია) მიწის ნაკვეთი. მოწმემ ინფორმაცია მოიპოვა კომისიის წევრებისგან. დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთი თ------------------ს გადაეცა ბაკურიანიდან კოხტაგორისკენ მიმავალ ხელმარჯვნივ მომიჯნავე მინდორში. რომელიც უკვე დარეგისტრირებული და გასხვისებული იყო. აღნიშნული ინფორმაცია მან გადასცა ე------------------ეს. ამის მიუხედავად მან მოწმეს წარუდგინა საკადასტრო ნახაზი და ითხოვდა თ------------------ს სათიბი მიწის ნაკვეთზე იდენტურობის დადასტურებას ბაკურიანიდან მიტარბისკენ გზის მარცხენა მხარეს ტყეში, გ----------------ემ გამოიკვლია აღნიშული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა და დაადგინა, რომ ე------------------ის მიერ წარმოდგენილი ნახაზი მდებარეობდა გზის მარცხენა მხარეს, ტყის მასივში. შესაბამისად, მან უარი განუცხადა იდენტურობის დადასტურებაზე, ასევე ნ-----–-----------------ს განუცხადა, რომ იმ ადგილში ვერ მოთიბავდნენ ვერასდროს რადგან მთლიანად იყო ტყე. ამის დარეგისრირება არ იყო კანონიერი და უარი განუცხადა იდენტურობის დადასტურებაზე. გ----------------ემ განმარტა, რომ მან როგორც კომისიის წევრებისგან იცის ნ-----–-----------------ს სათიბი მიწის ნაკვეთი გამოეყო კოხტაგორის უკან მთაში სათიბ ტერიტორიაზე. გ----------------ემ განმარტა, რომ როგორც ე------------------ემ ასევე ნ-----–-----------------მ იცოდნენ და მანაც უთხრა, რომ მიწის რეფორმის დროს მათთვის განაწილებული სათიბი ადგილი იყო კოხტაგორის მთაში და არა ტ------–----თან, თუმცა ტ------–----ის ადგილი უფრო ხელსაყრელი და მომგებიანი იყო მათი განმარტებით ვიდრე მთაში. მოწმემ დაადასტურა მის მიერ გაცემული მიმართვების სისწორე.
მოწმე მ-----–-------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მისი ბაბუა, ასევე მ-----–-------------, სანამ გარდაიცვლებოდა ტ------–----ის ტერიტორიაზე თიბავდა - ყოფილი ლიჟბაზის ტერიტორიაზე. როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი დარიგდა მიწები. მან გამომძიებელს აჩვენა რომელ ტერიტორიას თიბავდა ნ-----–-----------------, დარეგისტრირებული 5711კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან ნ-----–----------------- თიბავდა 700-800 კვ.მ. ხოლო დანარჩენი ახლაც და ადრეც იყო ტყე. ტ------–----ის ტერიტორია სახელმწიფო საკუთრება იყო მაგრამ თიბავდნენ იმიტომ, რომ საქონელი ბევრი ჰყავდათ და თივის მომარაგება სჭირდებოდათ. სათიბი მიწის ნაკვეთი მოწმეს გამოეყო კოხტაგორის უკანა მხარეს, ნ-----–-----------------საც ასევე გამოეყო მის გვერდით. მიწის განაწილების კომისიის წევრები იყვნენ კო-–----------------------------------------------------------------------------------------------–---–ი. მისი ბებია - თ------------------ პენსიონერი მოხუცი ქალი იყო და ამიტომ მისცეს მიწის ნაკვეთი სასტუმრო ,,მ----------ს“ ზემოთ მაჯვენა მხარეს ჭაობიანი ადგილი. თ------------------მ სიცოცხლეშივე უთხრა მ-----–-------------ს დას - თ------------------ს, რომ ეს მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა შვილიშვილს-თ------------------ს, მან ეს მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა და გაყიდა კიდეც. ამ ფაქტის შესახებ იცოდა ნ-----–-----------------ს ოჯახის წევრებისთვისაც. 1992 წელს ნ-----–-----------------ს გამოუყეს მიწის ნაკვეთი, მაგრამ ლ-–----- აძლევდა საშულაებას თავისთვის გაეთიბა და არა სანახევროდ. მამას - მ-----–-------------ს მიწის ნაკვეთი 1992-1993 წლებში გამოეყო კოხტაგორის უკანა მხარეს სათიბი, რომელიც ამ ეტაბზე არ დაურეგისტრირებია, რადგან ვერ მოძებნა საკმარისი დოკუმენტები. 2017 წლის 09 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა დაადასტურა თავისი ჩვენებით მ-----–-------------მ.
მოწმე დ-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლიდან არის ინდმეწარმე. 2016 წელში უფასო ახალი რეგისტრაციების დაწყების დროს, ბორჯომში მაცხოვრებლებს უკეთებდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზებს, ხოლო სახელმწიფო უხდიდა საფასურს. 2016 წლის დეკემბერში რიცხვი არ ახსოვს დაურეკა ე------------------ემ, რომელმაც უთხრა, რომ ბაკურიანში ნახაზი უნდა შეედგინა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა რომ გაარკვია უარი უთხრა ნახაზის შედგენაზე იმის გამო, რომ ტერიტორია წარმოადგენდა ტყის მასივს და იცოდა, რომ რეგისტრაციას არ მოახდენდა საჯარო რეესტრი სანამ არ ამოირიცხებოდა სატყეო ფონდიდან. რამდენიმე წუთის შემდეგ დაურეკა მისმა მეუღლემ დ------------------მ, რომელმაც უთხრა, რომ უნდა შეედგინა ნახაზი და თუ არ დასთანხმდებოდა მუქარის შემცველი ტექსტით უთხრა, რომ ჩამოაშორებდა საქმეს. ამის შემდეგ კვლავ დაურეკა ე------------------ემ და უთხრა, რომ ამ მიწაზე საბუთები ჰქონდა, ამის შემდეგ დასთანხმდა ნახაზის შედგენაზე, მაგრამ მაინც გააფრთხილა, რომ ამ საქმეებით ინტერესდებოდნენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და თავს იკავებდა, მაგრამ რადგან დოკუმენტები ჰქონდა დასთანხმდა. ე------------------ემ და მისმა მეუღლემ მართლაც აჩვენეს დოკუმენტი, სადაც დაფიქსირებული იყო, რომ ფლობდნენ ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთს. ადგილზე მიიყვანა ნ-----–-----------------თ თავისი სამარშრუტო მიკროავტობუსით. მისვლის დროს აუხსნეს, რომ ეს იყო უ------------ის მამაპაპისეული მიწის ნაკვეთი, აქ თესამდნენ, თიბავდნენ, ასევე დოკუმენტიც აჩვენეს და ამის შემდეგ დაიწყო კოორდინატების აღება. მან შეადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ამავე დროს განუმარტა შემკვეთს, რომ რეესტრი არ დაურეგისტრირებდა მიწის ნაკვეთს, მაგრამ როგორც მოგვიანებით შეიტყო დაურეგისტრირებია. მან ე------------------ისა და ნ-----–-----------------ს მითითებით შეადგინა ორი ნახაზი ერთი დაახლოებით 57 მეასედი იყო და მეორე გვერდითვე 8 მეასედი. ნახაზების წასაღებად ნ-----–-----------------მ მიაკითხა. მან აუხსნა, რომ საპრობლემო არაფერი იქნებოდა, დოკუმენტებიც ჰქონდა და მოწმეებიც ჰყავდა. მას პრობლემა არ შეექმნებოდა. მოგვიანებით დაინტერესდა და კომპიუტერში დარეგისტრირებუი ნახა ეს მიწის ნაკვეთები. გაუკვირდა კიდეც, რადგან სხვას არ ურეგისტრირებდნენ იფიქრა, რომ ალბათ მართლაც წესრიგში ჰქონდა დოკუმენტები. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ე------------------ემ კვლავ დაუკვეთა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მან უთხრა, რომ დოკუმენტები რეალურად არსებობდა, რადგან წარსულშიც ეპარებოდა ეჭვი, მაგრამ რეგისტრაცია ნამდვილად განხორციელდა, ამიტომ დაუჯერა და შეადგინა ნახაზი, რომელიც გადასცა ნ-----–-----------------ს. მან სულ შეადგინა სამი ნახაზი - 3800 კვადრატზე, 5711 კვადრატზე და 788 კვადრატზე. ნახაზებზე არსებული ხელმოწერები ეკუთვნის მას და ნ-----–-----------------ს. ძირითადად ტყის ტერიტორიებია ნაძვით არის დაფარული. მას ე------------------ემ და ნ-----–-----------------მ აჩვენეს დოკუმენტი სადაც ეწერა, რომ საგადასახადო სიის მიხედვით მათ ოჯახს ეკუთვნოდა ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთი.
მოწმე ლ---–----------ძის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წელში ნ-----–---------------–მა ჩამოაყალიბა შპს „ი----------“ ეს კომპანია ეწეოდა აზომვით სამუშაოებს გასცემდა იურდიულ კონსულტაციებს. თვითონ იყო საზოგადოების დირექტორი, მაგრამ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებდა ნ-----–---------------–ი, თუმცა დოკუმენტებს თავად აფორმებდა. დაახლოებით 2015 წლის ზაფხულში მასთან მივიდნენ ე------------------ე და მისი მეუღლე დ------------------. სურდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესრულება. ასევე იქ იყო ნ-----–-----------------ც. კონკრეტულად ითხოვდნენ საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესრულებას ისეთ ადგილზე, სადაც, ფაქტიურად მიწის ნაკვეთები არ ნაწილდებოდა. ნ-----–---------------–მა უთხრა, რომ ეს არ შეიძლებოდა მაგრამ, საბოლოოდ მაინც შეადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი ტ------–----ის მიმდებარედ ტყის ტერიტორიაზე მდებარე 5200 კვ.მ. მიწის ფართობზე, ნახაზი გააკეთეს სათიბი კატეგორიით. საბოლოოდ, მათ ვერ მოახერხეს აღნიშნულ ადგილას მიწის დარეგისტრირება. მოწმის განმარტებით მისმა საზოგადოებამ ე------------------ეს და ნ-----–-----------------ს კიდევ მოუმზადა ე.წ. ,,ბ-------------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლის დარეგისტრირებასაც უკანონოდ აპირებდნენ ნ-----–-----------------ს დედის თ------------------ს მემკვიდრეობის საფუძველზე. ე------------------ე და ნ-----–----------------- მათ დახმარებას სთხოვდა შეედგინათ ცრუ ინფორმაციის შემცველი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რათა უკანონოდ დაერეგისტრირებინათ მიწის ნაკვეთები. ამის სანაცვლოდ გარკვეულ ანაზღაურებას პირდებოდა. ნ-----–---------------–ის განმარტებით ე------------------ემ კარგად იცოდა, რომ რეფორმის დროს სათიბი მიწის ნაკვეთი მის მამამთილს ნ-----–-----------------ს გამოეყო კო-----------ს უკანა მხარეს მთის ტერიტორიაზე, თუმცა მისი დარეგისტრირება არ სურდა ვინაიდან იყო ნაკლებად შემოსავლიანი.
მოწმე ნ-----–---------------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2012-2014 წლამდე ეწეოდა იდნმეწარმის საქმიანობას, 2014 წელში უკვე ჩამოაყალიბა შპს „ი----------“ ეს კომპანია ეწეოდა აზომვით სამუშაოებს იურდიულ კონსულტაციებს, კომპანიის დირექტორია ლ---–----------ძე. მას ჰქონდა ინფორმაცია ბაკურიანის ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების შესახებ. კომაპანია ამ ინფორმაციას ფლობდა ,,გ-----------ის“ მიერ შედგენილი რუკებითა და სიის მიხედვით, რითიც დასტურდება ვის სად აქვს მიწის ნაკვეთები, რომელია ტყის ფონდი და ვის სარგებლობაში რა მიწებია. 2015 წლის ზაფხულში როდესაც კომპანიაში მივიდნენ ე------------------ე და მისი მეუღლე, მათ გაუნცხადეს რომ ნ-----–-----------------ს სახლეზე უნდოდათ მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება, მასთან საუბარში შეიტყო, რომ ეს მიწის ნაკვეთი რეალურად მდებარებოდა სხვა ადგილზე და მათ სურდათ რომ ეს მიწის ნაკვეთი დაერეგისტრირებინათ სულ სხვა დგილზე. ნ-----–---------------–მა განუხცადა, რომ ეს არ შეიძლებოდა და სჯობდა დაერეგისტრირებინათ იმ ადგილას სადაც ეს რეფორმის დროს იყო გაცემული. ამის შემდეგ კომპიუტერში ნახეს ტ------–----ის ტერიტორია რაზეც განაცხადეს, რომ ეს არ წარმოადგენდა არავის ტერიტროიას. მისი დარეგისტრირება იქნებოდა უკანონობა და თაღლითობა. მის მიერ მოპოვებულ სიაში იყო დაფიქსირებული ნ------–-----------------, თუმცა სათიბ გრაფაში ფართობი არ ეწერა. შესაბამისად, უკანონობა იყო ტყის ფონზე ნახაზის შედგენ მიუხედავად იმისა სარგებელს ნახავდა თუ არა. ამის შემდეგ კვლავ მივიდნენ მასთან ე------------------ე და ნ-----–----------------- რაზეც უთხრეს, რომ მოემზადებინა საკადასტრო აზოვითი ნახაზი. შეადგინეს ნახაზი 5200 კვ.მ. ფართობზე, მაგრამ განუმარტა დამკვეთს, რომ დარეგისტრირებას ვერ შესძლებდნენ, ამაზე კი განუცხადეს, რომ ეს არ იყო მისი საქმე. არსებობს დაბა ბაკურიანის გეგმა, სადაც აღნიშნულია კონკრეტულად ტყის საზღვრები. მან ფაქტიურად ნახა ტერიტორია და არ იყო სათიბი. კანონის მიხედვით შესაძლებელია, რომ შემკვეთს შეუსრულონ მოთხოვნა და ნებისმიერ ადგილზე შეასრულონ ნახაზი. როდესაც მივიდნენ მასთან ოფისში ნ-----–----------------- და ე------------------ე მათ საუბარში განუმარტეს ნ-----–---------------–ს, რომ რეალურად გამოყოფილი ჰქონდათ კოხტაგორაზე, მაგრამ არ იყო მომგებიანი ადგილი და არ სურდათ დარეგისტრირება.
მოწმე ლ--–------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა მიწის მართვის სამმართველოში. მის მოვალეობაში შედიოდა ბაკურიანში მიწათმოწყობის საკითხებზე მუშაობა. მუშაობა რომ დაიწყო ამ დროს მიწის რეფორმა უკვე დამთავრებული იყო. იქ დახვდა სიები ვის რომელი მიწის ნაკვეთი ჰქონდა განაწილებული. მიწის რეფორმის ფარგლებში ბაკურიანის მოსახლეობაზე მთაში გაიცემოდა ერთი ჰექტარი, ხოლო ბარში 0,65 მესადი ფართობის მიწის ნაკვეთები. რეფორმის დროს არ განაწილებულა სატყეო მეურნეობის ფართობები და არც ტ------–----ის ტერიტორია. მან კომისიის წევრებისგან შეიტყო, რომ ნ-----–-----------------ს კოხტაგორაზე ჰქონდა მიწის ნაკვეთი გამოყოფილი მიწის რეფორმის ფარგლებში. მას ე------------------ემ სთხოვა, რომ დაედასტურებინა თითქს ნ-----–-----------------ს დედას თ------------------ს მიწის ნაკვეთი გამოეყო ბაკურიანიდან მიტარბისკენ მიმავალი გზის მარცხნივ ბ-------------თან. აღნიშნულზე მოწმემ განუმარტა, რომ ნ-----–-----------------ს დედას თ------------------ს მიწის რეფორმის ფარგლებში სათიბი გამოეყო არა გზის მარცხნივ ტყეში, არამედ გზის მარჯვნივ სათიბ ტერიტორიაზე. როგორც მისთვის ცნობილია, ნ-----–-----------------ს სახელზე დარეგისტრირებული 5711 კვ.მ. მიწის ნაკვეთი არის ტყის მასივი და აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ დანაწილებულა მიწის რეფორმის ფარგლებში. ლ--–------------ის განმარტებით ტ------–----ის ტერიტორიებს ნ-----–-----------------ს მამა მ-----–------------- ნამდვილად თიბავდა, არა მიწის რეფორმის დროს განაწილებული სათიბი ტერიტორიები ფარგლებში, არამედ თვითნებურად.
მოწმე ო-------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მიწის რეფორმა ბაკურიანში დაიწყო 1992 წელს, მიწის რეფრომის დროს იყვნენ კომისიაში დაახლოებით ოცი კაცი, თავმჯდომარე იყო ნი----–---------------ე, 5-6 კაცისგან შედგებოდა ერთი ჯგუფი, სოფელში ჩატარდა საერთო კრება და კომისიის წევრები აირჩიეს ამ კრებაზე. ძირითადად რიგდებოდა სათიბი ტერიტორიები, ტყის ფონდის ტერიტორიებს არ ეხებოდნენ. დაახლოებით 67 მეასედს აძლევდნენ ბარში და 1 ჰექტრას მთაში. ტ------–----ის მიმდებარე ტერიტორია არ ნაწილდებოდა შესაბამისად, ტყის მასივები არ ნაწილდებოდა. ნ-----–-----------------ს სათიბი მიწის ნაკვეთი ჰქონდა გამოყოფილი კოხტაგორაზე. მიწების განაწილების შესახებ დგებოდა სიები. ნი----–---------------ე იყო კომისიის თავმჯდომარე. თვითონ მხოლოდ აზომვით სამუშაოებს ასრულებდა. მან იცის, რომ ნ-----–----------------- კოხტაგორის უკანა მხარეს თიბავდა.
მოწმე გ------------------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 1992 წელს დაიწყო რეფორმა შეიქმნა კომისია, კომისიის წევრი თვითონაც იყო. ჯერ აღწერეს სახლებთან საკარმიდამო მიწის ნაკვეთები. შემდეგ სათიბი ტერიტორიები, თვითონ ძირითადად აკონტროლებდა სატყეო მიწებს. მათ ქონდათ თავიანთი რუკები სადაც დატანილი იყო ინფორმაცია ტყის შესახებ, მათ შორის სიხშირეებიც და მასში ჩანდა რა იყო ტყის ტერიტორია და რა გასაცემი ფართობები. სატყეოს ფართობებში შედიოდა, როგორც ტყით დაფარული ტერიტორია ასევე ველობები, ანუ ტყით დაუფარავი ტერიტორიები, რომელთაც მიწის რეფორმა არ შეხებია. იგი 1992 წლიდან მუშაობდა სატყეო მეურნეობაში. ამ პერიოდისათვის არსებობდა ნორმატიული აქტი, სადაც მითითებული იყო, რომ სატყეო მეურნეობის მიწების განაწილება არ შეიძლებოდა. ის მიწის ფართობები, რომლების წარუდგინა გამომძიებელმა ორი იყო სატყეო მეურნეობის ტერიტორია და ერთი იყო სპორტ კომპლექსის. მიწების განაწილების დროს არსებობდა სატყეო მეურნეობის რუკები, რომლის მიხედვითაც ხდებოდა გამიჯვნა მეურნეობის მიწების და ტყის ფართობების. გ------------------–მა განმარტა, რომ ნ-----–-----------------ს სახელზე დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი იმჟამინდელი მონაცემებით წარმოადგენდა ბაკურიანის სატყეოს მე-10 კვარტალს. ნ-----–-----------------ს ძალიან კარგად იცნობს, იგი კოხტაგორის უკან უნახავს როგორ მიდიოდა სათიბად.
მოწმე ვ----–-------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ნ-----–----------------- მისი ბიძაა, მიწის რეფორმის დროს ნაკვეთი სად გემოუყვეს არ იცის. კო-----------ს უკანა მხარესაც თიბავდნენ და ტ------–----ის ტერიტორიაზეც. ტ------–----თან თიბავდნენ მინდორს. ტყე არ ითიბებოდა. თ------------------ს (ბებია) სათიბი ჰქონდა ე.წ ,,ბ-----------ის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე მარჯვენა მხარეს. თავის ბავშვობაში კოხტაგორის უკანა მხარეს თიბავდნენ მამამისი, ნ-----–----------------- და მ-----–-------------, ასევე სხვებიც. დოკუმენტაციით ვის სად ქონდა ტერიტორია გამოყოფილი არ იცის. 2017 წლის 03 სექტემბრის დაცვის მხარის საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა მოწმემ დაადასტურა თავისი ჩვენებით.
მოწმე რ-----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ზუსტი თარიღი არ ახსოვს, დაახლოებით დეკემბრის თვეში ნ-----–-----------------მ და ე------------------ემ სთხოვეს დაედასტურებინა, რომ ნამდვილად თიბავდნენ მის ნაკვეთის გვერდით ტერიტორიას. უარი არ უთქვამს. როდესაც მივიდა ნოტარიუსთან დოკუმენტი მზად დახვდა. დარწმუნებული იყო ხელს აწერდა დოკუმენტს სადაც ეწერა, რომ ისინი სარგებლობდნენ მიწის ნაკვეთით, რომელიც მდებარეობდა მისი მიწის ნაკვეთის გვერდით და თიბავდნენ წლობის მანძილზე სათიბებს. შემდეგში აღმოჩნდა, რომ სხვა რამეს აწერდა ხელს და თურმე იყო ტყის მასივი. ტყის მასივი არ გამოდგება სათიბად. რაზეც ხელი მოაწერა ის ნაკვეთი იქნება დაახლოებით 1500კვ.მ. მან მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში და ადასტურებს. აღნიშნულ ნაკვეთს არ თიბავდნენ უ------------ი. ისინი ასევე თიბავდნენ კოხტა პირველის უკანა ფერდს. ხოლო დათვალიერებლი ნაკვეთი არის ტყე. მას ნახაზი არ უნახავს რადგან ენდო მათ. იცოდა, რომ იმ სათიბებზე იყო საუბარი რასაც თიბავდა და არა ტყეზე. რეფორმამდე მოსახლეობა თიბავდა კოლმეურნეობის სათიბებს, თივის ნაწილს ტოვებდნენ მეურნეობაში, ნაწილი კი მიჰქონდათ კუთვნილი პირუტყვისათვის. მაგრამ, ეს საკმარისი არ იყო და თავისუფალ ტერიტორიებსაც თიბავდნენ. 2017 წლის 12 სექტემბრს საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა დაადასტურა თავისი ჩვენებით რ-----------------ამ.
2016 წლის 14 დეკემბერს დამოწმებული სანოტარო აქტით დადგენილია, რომ რ-----------------ი აცხადებს და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის მახლობლად 1992 წლიდან დღემდე ნ-----–----------------- ფლობს და სარგებლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 5711 კვ.მ. და 788 კვ.მ. მიწის ნაკვეთებს მდებარე ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანი კოხტის მიმდებარედ. ამავე დროს იგი გამოთქვამს თანხმობას, რომ ნ-----–-----------------მ თავის სახელზე დაიკანონოს 5711 კვ.მ. და 788 კვ.მ. მიწის ნაკვეთები, აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.
მოწმე ლ------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ ნ-----–----------------- არის მისი მეზობელი, ნ-----–-----------------მ როდესაც დაირეგისტრირა მიწის ნაკვეთი მოწმეს ნოტარიული თანხმობა აქვს აღნიშნულზე გაცემული, თუმცა განმარტავს, რომ მას რომ სცოდნოდა ის გარემოება რომ ტყის ფონის ნაწილსაც ირეგისტრირებდა ნ-----–----------------- ხელს არ მოუწერდა, მას ეგონა მხოლოდ სათივეებზე უწერდა ხელს, ვინაიდან ტყის ნაწილზე საუბარი არ ყოფილა. მოწმე თვლის, რომ ის შეცდომაში იქნა შეყვანილი.
2016 წლის 13 დეკემბერს დამოწმებული სანოტარო აქტით დადგენილია, რომ ლ------------–--ე აცხადებს და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის მახლობლად 1992 წლიდან დღემდე ნ-----–----------------- ფლობს და სარგებლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 5711 კვ.მ. მიწის ნაკვეთს მდებარე ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანი კოხტის მიმდებარედ. ამავე დროს იგი გამოთქვამს თანხმობას, რომ ნ-----–-----------------მ თავის სახელზე დაიკანონოს 5711 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.
მოწმე კ--------–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ეროვნულ სატყეო სამსახურში სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროს მეტყევედ. პროკურატურის შესაბამისი მიმართვის საფუძველზე მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში სპეციალისტის სტატუსით. დათვალიერებული იქნა მიწის ნაკვეთი 5711 კვ.მ. და 3800 კვ.მ. საგამოძიებო მოქმედების დროს მან გამოიყენა პრისელის ბურღი და გამოიანგარიშა ხეთა ხნოვანება. ასევე ჯიპიეს ხელსაწყოთი დაადგინა მიწის ზუსტი საზღვრები და ადგილმდებარეობა. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნული მიწები არის ერთმანეთის მომიჯნავედ, მთლიანად ამ ტერიტორიიდან შეირჩა ზეზემდგომი ხეებიდან საშუალო დიამეტრის და ასაკის ნაძვის ჯიშის ხუთი ცალი ხე, რომლის გაბურღვით დადგინდა, რომ ხეების საშუალო ასაკი იყო 65-75 წელი, ხოლო წიფლის ჯიშის ხეების საშუალო ასაკი იყო 40-50 წელი. კ--------–----ის განმარტებით აღნიშნულ ტერიტორიაზე არის ასწლოვანი და მეტი ასაკის ხეები. აგრეთვე, მრავლად იყო მოჭრილი ხის ჯირკები, რომელთა მათგანსაც აღენიშნებოდა დანომრის კვალი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ ტერიტორიაზე გატარებული იყო სატყეო - სამეურნეო სამუშაოები და გამოყოფილი იყო ტყეკაფი. მისი განმარტებით ტყეკაფის გამოყოფა ნიშნავს, რომ იმ ადგილას უნდა იყოს დიდი ხნოვანების და ხშირი ტყე. კ--------–----ის შეფასებით მოჭრილი ჯირკების საშუალო ასაკი წარმოადგენს 10-15 წელს, ხოლო მოჭრილი ჯირკების დიამეტრების მიხედვით მათი ხნოვანება შესაძლოა ყოფილიყო 100 წელზე მეტი. კ--------–----ის განმარტებით დათვალიერებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ბაკურიანის სატყეო უბნის მე-10 კვარტლის მე-10 ლიტერს. მან ასევე აღნიშნა, რომ სატყეო უბნის მე-10 კვარტალი აღწერილია 2014 წელს ჩატარებული ტყითმოწყობის სამუშაოების დროს, რომლის მიხედვითაც ხეების საშუალო ასაკი წარმოადგენს 110 წელს ხეთადგომის სიმჭიდროვე ანუ სიხშირე განსაზღვრულია 0.6 რაც საშუალო სიხშირის ტყეს ნიშნავს. ასევე აღნიშნულ ფართობზე არის მოზარდი აღმონაცენი საშუალოდ ერთ ჰექტარზე 1 000 ცალი. კ--------–----ემ დეტალურად დაათვალიერა აღნიშნული მიწის ნაკვეთები და განმარტა, რომ ფართობზე არსებული ხეების ასაკიდან, ვარჯის შეკრულობიდან გამომდინარე ნიადგაზე ვერ მოხდება ბალახეულის საფარით დაფარვა და შეუძლებელია აღნიშნული ტერიტორიის სათიბად გამოყენება. მისი განმარტებით აღნიშნულ ტერიტორიაზე არის ახალგაზრდა ხეებიც რომელთა საშუალო ასაკია 15-25 წელი, ამ პერიოდის წინ, თუ მოხდებოდა ტერიტორიის გათიბვა ეს ხეები დღეისათვის ვერ იარსებებდა. ამასთან, მოჭრილი ასწლოვანი ხეების ჯირეკები, რომლებიც 10-15 წლის წინ იყო ზემდგომი, მიუთითებს, რომ შეუძლებელია როდისმე აღნიშნული ტერიტორია გამოყენებულიყო სათიბად. კ--------–----ის განმარტებით მან ასევე შეისწავა მოცემული ფართობის ნიადაგი, რომელიც არის ნეშომპალით დაფარული, რაც დამახასიათებელია ტყის ნიადაგებისთვის, კ--------–----ის განმარტებით ნეშომპალის 5 სმ. ფენის შექმნას სჭირდება ასწლეულები დაახლოებით 300-500 წელი, რომელიც წარმოიქმენება იმ ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეების მისი ტოტებისა და ფოთლების ლპობის შედეგად. კ--------–----ემ დაზუსტებით განმარტა, რომ დათვალიერებული მიწის ნაკვეთები 5711 კვ.მ. და 3800 კვ.მ. არის ტყით დაფარული მიწის ნაკვეთები, რომლებიც დღეის მდგომარეობითაც, 30-40 წლის წინაც და უფრო ადრეც გამორიცხულია გამოყენებულიყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით. 2017 წლის 04 აგვისტოს დათვალიერებაში მონაწილეობა დაადასტურა თავისი ჩვენებით კ--------–----ემ. დათვალიერდა N6----------- და 6----------- საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთები, რის შესახებაც შედგა სათანადო ოქმი.
მოწმე გ----------–---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მონაწილეობდა ნ-----–-----------------ს სახელზე დარეგისტრირებული 5711 კვ.მ. და ასევე არარეგისტრირებული 3800 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დათვალიერებაში. როგორც გამგეობის სპეციალისტმა ჯიპიეს ხესაწყოს გამოყენებით სპეციალურ პროგრამაში მოძიებული კორდინატების მეშვეობით ადგილზე მიუთითა მიწის ნაკვეთების ზუსტი საზღვრები. მისი განმარტებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთები წარმოადგენდა ტყით დაფარულ ტერიტორიას და ბორჯომის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ასევე იუესაიდის მონაცემებით წარმადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას. მანვე მიიღო მონაწილეობა 788 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დათვალიერებაში და განმარტა, რომ ეს მიწის ნაკვეთი ბორჯომის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის და იუესაიდის მონაცემებით წარმოადგენდა ტ------–----ის ტერიტორიას, რომელიც არის სახელმიწფოს საკუთრება. გ----------–---–---–მა ასევე განმარტა, რომ ნ-----–----------------- დედის მემკვიდრეობის საფუძველზე ითხოვდა მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას ე.წ. ბ-------------ის მიმდებარედ, მას იდენტურობის შემოწმების მიზნით ადგილზე აქვს დათვალიერებული ტერიტორია, რომელიც მდებარეობს ბაკურიანიდან მიტარბის მიმართულებით გზის მარცხენა მხარეს ტყის მასივში და ამ შემთხვევაში მას ეთქვათ უარი იდენტურობის დადასტურებაზე. გ----------–---–---–მა ჩვენებით დაადასტურა 2017 წლის 14 და 16 ივლისს სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობა, რა დროსაც დათვალიერდა N6----------- და N6----------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთები. ასევე, სასამართლოს 2017 წლის 8 აგვისტოს განჩინების საფუძველზე 21 აგვისტოს ჩატარებული დათვალიერებაში მონაწილეობა, რა დროსაც დათვალიერდა 6700 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს შედგენილ იქნა საგამოძიებო მოქმედებების ოქმები.
მოწმე ი------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიულ დეპარტამენტში. 2016 წლის 01 სექტემბრიდან უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის, საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილების, საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საქართველოში მოქმედი სამართლებრივი ნორმების შესაბამისად. ამასთან, 2016 წლის 01 აგვისტომდე პერიოდში, მიწის რეფორმის ფარგლებში განაწილებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ხორცილედებოდა დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. მასვე უნდა წარედგინა შესაბამის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და სარეგისტრაციო დოკუმენტები, რის შემდგომაც კანონით დადგენილი წესით და ვადაში განიხილებოდა განცხადება და მარეგისტრირებელი ორგანო მიიღებდა გადაწყვეტილებას რეგისტრაციის შესახებ, თუ არ არსებობდა წარმოების შეჩერების, შეწყვეტის ან წარმოებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.2016 წლის 01 აგვისტოს შემდგომ პერიოდში, მოქმედმა ახალმა სამართლებრივმა ნორმებმა შემოიტანა ცვლილებები კერძოდ, სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა მოქალაქის განცხადების წარმოდგენის შემდეგ, რომელსაც თან ერთვოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულლების მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი და თან არ ჰქონდა დართული სარეგისტრაციო- მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მოეძიებინა სხვა და სხვა ადმინისტრაციული ორგანეობიდან თავად და მოძიების შემთხვევაში მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოქმედი სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ნაწილდება შემდეგნაირად, მესაკუთრე პასუხისმგებელია სწორად მიუთითოს მის საკუთრებაში, ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთის საზღვრები, ხოლო ამზომველი პასუხიმგებელია სწორად შეადგინოს აზომვითი ნახაზი მესაკუთრის მიერ მითითებულ საზღვრებში. იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქის მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო საზღვრები მოქცეულია სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებში, საზღვრის კორექტირება შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა 2012 წლის 1 იანვრამდე.
ი------------–---–მა ნ-----–-----------------ს სახელზე დარეგისტრიებულ მიწის ნაკვეთების ს.კ. 6----------- და ს.კ. 6----------- რეგისტრაციასთან დაკავშირებით დეტალურად განმარტა, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის თანახმად განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი იქნა განცხადება (განცხადების ელექტრონულ რეგისტრაციის ნომერი N8-----------), რომლითაც სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოთხოვნილია უძრავი ნივთის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას თანდართულია წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუემნტის ასლი, ორი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელექტრონული ვერსია, ნოტარიულად დამოწმებული განცხადება-თანხმობა, ამავდროულად მითითებულია, რომ დოკუმენტაცია ინახება სხვა ადმინისტრაციული წარმოების საქმეებში. განცხადებაში ასევე მოთხოვნილი იყო, რომ თუ წარმოდგენილ აზომვით ნახაზზე არსებული უძრავი ნივთი მოხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებში, ამ შემთხვევაში განმცხადებელი თანახმაა, რომ მოხდეს სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირება, წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით. განცხადებაზე თანდართული საკადასტრი აგეგმვითი/აზომვითი ნახაზები შედგენილია 2016 წლის 7 დეკემბრეს 788 კვ.მ. და 5711 კვ.მ. ფართობებზე. განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმპების ფარგლებში სარეგისტრაციო სამსახურმა მოიძია არქივიდან ინფორმაცია ნიკოლოზ მიხეილის ძე უსტიმენკოს სახელზე რიცხული ქონების შესახებ. კერძოდ, ნ-----–----------------- ირიცხება მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში კერძოდ 2000,2001,2003 წლებში და 2003 წლის მონაცემით მას უწერია 1 ჰექტარი სათიბი მიწის ნაკვეთი. აღნიშნული დოკუმენტი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი შინაარსით წარმოადგენს ნ-----–-----------------სთვის მიწის რეფორმის ფარგლებში გადაცემულ 1 ჰექტარი ფართობის სათიბი მიწის ნაკვეთის მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს. აღნიშნული უფლების დამდგენი დოკუმენტის და წარმოდგენილი აზომვითი ნახაზების საფუძველზე 2017 წლის 06 იანვარს განხორცილედა ნ-----–-----------------ს სახელზე 5711 კვ.მ. და 788 კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განმცხადებელი, 2015 წლის პერიოდში სხვადასხვა აზომვითი ნახაზების და 1997 წლის 25 დეკემბრის N- გადაწყვეტილებით ითხოვდა საკუთრების უფლების რეგისტრაციას. N------------ განაცხადებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ვინაიდან, განაცხადით წარმოდგენილ ნახაზსა და რეგისტრირებულ მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, რის გამოც მოითხოვა კორექტირებული ნახაზის წარდგენა. აგრეთვე მოითხოვა გარკვეული ინფორმაცია და დოკუმენტაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან, ხოლო მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო შეწყდა წარმოება. N------------ განაცხადთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირს სარეგისტრაციოდ წარდგენილი ჰქონდა 5200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ამ შემთხვევაშიც მარეგისტრირებელმა ორგანომ შეუჩერა წარმოება და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოდან მოითხოვა უფლების დამდგენ დოკუმენტსა და წარმოდგენილ ნახაზს შორის ურთიერთშესაბამისობის დადასტურება, აგრეთვე გარკვეული ინფორმაცია უფლების დამდგენი დოკუმენტის შესახებ და მომსახურების საფასურის გადახდა. მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო საჯარო რეესტრმა საბოლოოდ შეწყვიტა წარმოება.
ი------------–---–მა სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი 3800 კვ.მ. მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით განმარტა, რომ 2017 წლის 19 ივნისს, ნ-----–-----------------ს წარმომადგენელმა ე------------------ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და წარადგინა წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელექტრონული ვერსია, განცხადება და ეროვნული არქივის წერილი N--------. ამ განცხადებაში მითითებული იყო, რომ თუ წარმოდგენილ აზომვით ნახაზზე არსებული უძრავი ნივთი მოხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებში, ამ შემთხვევაში განმცხადებელი თანახმაა, რომ მოხდეს სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირება წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით. სარეგისტრაციო მასალებში მოთავსებული ე------------------ის პირად განცხადებაში აღნიშნულია, რომ იგი მისი მარწმუნებლის ნ-----–-----------------ს სახელზე რეგისტრირებული 5711 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გარდა, დამატებით ითხოვს იგივე უფლების დამდგენი დოკუმენტით დარჩენილი 3800 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას, 5711 კვ.მ. (6-----------) მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ. საჯარო რეესტრის მიერ აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, დამატებით დოკუმენტაციის მოძიებასთან დაკავშირებით, თუმცა 2017 წლის 19 ივლისს, განმცხადებლის მიერ დამატებით იქნა წარმოდგენილი პირადი განცხადება, რომლის მიხედვითაც ითხოვდა ამ ეტაპზე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტას. მოქმედი სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, აღნიშნული პირადი განცხადების საფუძველზე მარეგისტრირებელმა ორგანომ შეწყვიტა წარმოება. ი------------–---–მა აღნიშნა, რომ განმცხადებლის სურვლის შემთხვევაში ამავე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მას შეუძლია ნებისიმერ დროს მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს და მოითხოვოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
მოწმე ი------------–---–მა ნ-----–-----------------ს სახელზე დედის მემკვიდრეობით სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, წარდგენილი დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე განმარტა შემდეგი: 2016 წლის პერიოდში თავდაპირველად ნ-----–-----------------ს წარმომადგენელმა ე------------------ემ მიმართა საჯარო რეესტრს N8----------- განაცხადით და ნ-----–-----------------ს სახელზე მოითხოვა თა----------–--------–--------------ს სახელზე რიცხული ქონების რეგისტრაცია მემკვიდრეობით. აღნიშნულ განცხადებაზე მოთხოვნილი იყო 7500 კვ.მ. სათიბი მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია. უფლების დამდგენ დოკუმენტად წარდგენილი იყო საარქივო ცნობა. იმ დროისათვის მოქმედი სამართლებრივი ნორმების შესაბამისად მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტად ითვლებოდა სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, შესაბამისად, სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედ სიად ითვლებოდა ბოლო, ანუ 2004 წლის სია. რაც შეეხება საარქივო მასალებს თამარ ვასილის ასულ უსტიმენკოს 2004 წლის სიაში სათიბ გრაფაში მითითებული ჰქონდა 6700 კვ.მ.. აღნიშნულის გათვალისწინებით კი სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი 7500 კვ.მ. მიწის ფართობი აღემატებოდა უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებულ ფართობს, ამასთან, წარმოდგენილი იყო სამკვიდრო მოწმობა კონკრეტულ ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც არ მოიცავდა სათიბ მიწის ნაკვეთს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, რის შემდეგაც მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო მარეგისტრირებელმა ორგანომ შეწყვიტა წარმოება. ამის შემდეგ ე------------------ემ იგივე მოთხოვნით კვლავ მიმართა საჯარო რეესტრს N------------ განაცხადით, რომელზეც უკვე წარადგინა კორექტირებული 6700 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ზოგადი ტიპის სამკვიდრო მოწმობა და მოითხოვა იმავე ადგილას 6700 კვ.მ. მიწის რეგისტრაცია. აღნიშნულ შემთხვევაში საჯარო რეესტრმა მოითხოვა სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნახაზის და უფლების დამდგენი დოკუმენტის ინდეტურობის დადასტურება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოდან. 2016 წლის 01 აგვისტოს ე------------------ემ კვლავ მიმართა ანალოგიური განცხადებით N------------ და იგივე მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებითაც მოთხოვნილი იქნა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ინფორმაცია, უფლების დამდგენ დოკუმენტსა და წარდგენილ მიწის ნაკვეთის იდენტურობასთან დაკავშირებით. ორივე განცხადებასთან დაკავშირებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გადაიგზავნა დაბა ბაკურიანის ადმინისტრაციული ერთეულის პასუხი, სადაც აღნიშნული იყო, რომ აზომვითი ნახაზი არ იყო იდენტური შესაბამისი უფლების დამდგენ დოკუმენტთან, შესაბამისად არ განხორცილებულა 6700 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
მოწმის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება დასტურდება საქმეში მოთავსებული ადმინისტრაციული წარმოების მასალებით.
მოწმე დ-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში კადასტრის სამსახურის უფროსად. მის მიერ გაცემულია პასუხი გამომძიებლის ვ------------–---–ის 2017 წლის ივნისის წერილზე რომელიც შეეხება საკადასტრო კოდის N--------7-ს. ასევე მის მიერ გაცემულია პასუხი ვ------------–---–ის წერილზე N------, რომელი შეეხება N----------ს საკადასტრო კოდს. ასევე მის მიერ გაცემულია ვ------------–---–ის წერილზე პასუხი N------ მომართვა, ეს შეეხება 3800კვ.მ-ს N------- საქმესთან დაკავშირებით,ასევე მის მიერ გაცემულია N------ წერილი.
მოწმე გ---------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 90 წლებში მუშაობდა მეურნეობაში 28 წელი. მიწების რეფორმის დროს არსებობდა დადგენილება, რომლის თანახმად, მეურნეობაში არსებული მიწის ნაკვეთები უნდა გადანაწილებულიყო მეურნეობის მუშებზე. თუ კიდევ საშუალება იქნებოდა მოსახლეობას გადაეცემოდა. თვითონ იყო კომიისიის წევრი. როცა რეფორმა მოხდა ტ------–----ის ტერიტორია არ ნაწილდებოდა. ეს რეფორმა იყო დაახლოებით 1992-93 წლებში. მას არ აქვს ნანახი ისეთი დოკუმენტი სადაც წერია სად გამოიყო ნ-----–-----------------ს ნაკვეთი. რეფორმამდე თივა ნაწილდებოდა და მეურნეობის მუშებს ეკუთვნოდა 2% მოსახლეობას 1%. კოხტაგორის ტერიტორიაზე სათიბი ნაკვეთები იყო დანაწილებული. კომისიის წევრებისგან იცის, რომ ნ-----–-----------------ს გამოყოფილი ჰქონდა ნაკვეთი კოხტაგორის უკან.
მოწმე ზ--------–------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივის სამსახურის უფროსის პოზიციაზე. მან დაადასტურა, რომ საჯარო რეესტრის არქივიდან გამომძიებლის მიერ გამოთხოვილი დოკუმენტაცია არის ამავე სამსახურის მიერ გაცემული.
მოწმე თ--------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 11 აგვისტოს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის გამოძიებელმა ვ------------–---–მა დაკითხა მოწმე დ------------------ი და თვითონ მისივე სურვილით გარეშე პირის სტატუსით დაესწრო დაკითხვას.
მოწმე თ------------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ არის ნ-----–-----------------ს ძმის შვილი. ამავე დროს არის თა----------–--------–--------------ს შვილისშვილი. ბებიამ თავის სიცოცხლეში სიტყვიერად დაუტოვა მიწის ნაკვეთი ბ-------------ის (სასტუმრო მ----------ს) მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ მიტარბის გზის მარჯვენა მხარეს. მისი გარდაცვალების შემდეგ გაიფორმა ეს მიწის ნაკვეთი და გაასხვისა. ამის წინააღმდეგნი არ ყოფილად მისი ოჯახის წევრები. მიწის ნაკვეთის გაფორმების შესახებ ცნობილი იყო ნ-----–-----------------სათვის, ტრადგან გაყიდვიდან დაახლოებით 3-4 წლის შემდეგ მივიდა მასთან, გამოთქვა უკმაყოფილება და უთხრა, რომ ამის უფლება არ ჰქონდა. ნ-----–----------------- თიბავდა ტ------–----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე კოხტაგორის უკანა მხარეს, ისევე როგორც მისი ოჯახის წევრები. ხსენებული მიწის ნაკვეთი თ------------------მ გაიფორმა როგორც ბებიის მემკვიდრეობა რადგან თ-----------–--------–---------------მ აჩუქა სიცოცხლეშივე. 2017 წლის 2 სექტემბერს დაცვის მხარის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა დაადასტურა თავისი ჩვენებით თ------------------მ.
მოწმე გ---------–----------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ბაკურიანში რამოდენიმე პროექტი ჰქონდათ, რომლებსაც ახორციელებდა შპს ,,გ-----------ი“, ერთი-ერთი მათგანი ჩატარდა 2006 წელს, მეორე პროექტი ითვალისწინებდა კოხტაგორის განაშენიანების გეგმის შედგენას, ორივე პროექტში იყო საჭირო დაედგინათ მოსარგებლეები და მესაკუთრები, გეგმა არ მოითხოვდა მაინცდამაინც საბუთი გამოეთხოვა მას მესაკუთრისაგან, უბრალოდ ისინი აგროვებდნენ ინფორმაციას ბაკურიანის ტერიტორიაზე მიწის მესაკუთრეთა, მოსარგებლეთა და მართლზომერ მფლობელთა შესახებ. აღნიშნულ ტერიტორიაზე ნ-----–----------------- არ დაუფიქსირებია. სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ დააფიქსირა მისი ძმის გო--------------------------ს მიერ მიწის ნაკვეთით სარგებლობა. მოწმემ აღნიშნა, რომ ნ-----–-----------------ს სახელზე დარეგისტრირებული დიდი მიწის ნაკვეთი დაფარულია ტყით, ხოლო მეორე მცირე ფართობის ნაკვეთი მდებარეობს ტ------–----ის ტერიტორიაზე, უფრო ზუსტად კი ტ------–----ის საბაგირო გზაზე, აღნიშნულ ნაკვეთში ფიქსირდება საბაგირო ანძის კვალი. გ---------–----------ს განმარტებით, აღნიშნული პროექტის მომზადებაში ჩართული იყო ყველა ის კომპეტენტური პიროვნება, რომელსაც შეხება ჰქონდა მიწის რეფორმასთან და ფლობდნენ ინფორმაციას განაწილებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები ან მფლობელები შესახებ. მათ მიერ მოპოვებული მონაცემების ნახვის საშუალება მოსახლეობას ჰქონდა ვიზუალურადაც რათა გამეგობაში ხალხს ენახა, სიაც ჰქონდათ შექმნილი იმისათვის, რომ მსურველებს ენახათ და არავინ გამორჩენოდათ. ასე, რომ თუ მესაკუთრე ბაკურიანში იყო, იგი აუცილებლად მივიდოდა მათთან და სადავო მიწის ნაკვეთსაც დაიტანდნენ. თუ მიწის ნაკვეთი ფაქტიურად არსებობდა, მაგრამ მესაკუთრე არ დგინდებოდა, ესეთი ტერიტორიას დაიტანდნენ სქემაზე წარწერით ,,დაუდგენელია“. ამ მონაცემების შეროვებაში ყველა ის ადამიანი იყო ჩართული ვინც ფლობდა ინფორმაციას ვის სად გააჩნდა მიწის ნაკვეთბი - საჯარო რეესტრი, ადმინისტრაცია, კომისიის ყოფილი წევრები, მიწათმომწყობი.
შპს ,,დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრის გ-----------ის“ მიერ წარმოდგენილ 2017 წლის 10 ივლისის მომართვითა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანის სიტუაციური რუკით დგინდება, რომ ამ კომპანიის მიერ დაბა ბაკურიანის ტერიტორიაზე მესაკუთრეების, მოსარგებლეების ნაკვეთების აღწერა მოხდა ორი პროექტის ფარგლებში, 1. დაბა ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მოსამზადებელი სამუშაოები და 2. დაბა ბაკურიანის წრიული გზის აღმოსავლეთით მდებარე კოხტის ძირის და 25 მეტრიანის ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავება. ზემოთხსენებული პროექტების განხორციელებისას რეგისტრირებული ნაკვეთები ს/კ 6-----------, ს/კ 6----------- და განაცხადის ნომრით 8----------- შეტანილი აზომვითი ნახაზის ფარგლებში მოქცეულ ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა არცერთი პირის საკუთრება, მართლზომიერი მფლობელობა ან სხვა რაიმე სახის ფორმით სარგებლობა. წერილი და შესაბამისად, მასში მითითებული ინფორმაცია დაცვის მხარემ მიიჩნია უდავოდ.
საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2016 წლის 12 აგვისტოს გაცმული ინფორმაციით დადგენილია, რომ ბორჯომის რაიონის დოკუმენტებში, კერძოდ, 2000, 2001, 2003, 2004 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში ნ-----–-----------------ს უფიქსირდება:
2000 წელში დაკავებული სას.სამ.სავარგული -0,87ჰა, სახნავი - 0,12 ჰა, სათიბი-0,75 ჰა;
2001 წელში დაკავებული სას.სამ.სავარგული -0,87ჰა, სახნავი - 0,12 ჰა, სათიბი-0,75 ჰა;
2003 წელში დაკავებული სას.სამ.სავარგული -1,15ჰა, სახნავი - 0,15 ჰა, სათიბი-1,0 ჰა;
2004 წელში საკარმიდამო - 300 კვ.მ.
2002, 2006 წლების საგადასახადო სიებში ნ-----–----------------- დაფიქსირებული არ არის. ამასთან, დაბა ბაკურიანის 2005 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები და 1992-2007 წლების საკომლო წიგნები ხაშურის რეგიონულ არქივში სახელმწიფო დაცვაზე არ წარდგენილა, რის გამოც არქივს არ გააჩნია შესაძლებლობა არსებული დოკუმენტებიდან დაადასტუროს ნ-----–-----------------ს კომლის შემადგენლობა და მის სახელზე რიცხული ქონება.
საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2016 წლის 11 აგვისტოს გაცმული ინფორმაციით დადგენილია, რომ ბორჯომის რაიონის დოკუმენტებში, კერძოდ, 2000, 2001, 2003, 2004 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში თამარ ვასილის ასულ უსტიმენკოს უფიქსირდება:
2000 წელში დაკავებული სას.სამ.სავარგული -0,90 ჰა, სახნავი - 0,15 ჰა, სათიბი-0,75 ჰა;
2001 წელში დაკავებული სას.სამ.სავარგული -0,80ჰა, სახნავი - 0,15 ჰა, სათიბი-0,65 ჰა;
2003 წელში დაკავებული სას.სამ.სავარგული -0,80ჰა, სახნავი - 0,15 ჰა, სათიბი-0,65 ჰა;
2004 წელში საკარმიდამო - 300 კვ.მ., სახნავი1000 კვ.მ., სათიბი - 6700კვ.მ.
დაბა ბაკურიანის 1992-2007 წლების საკომლო წიგნები ხაშურის რეგიონულ არქივში სახელმწიფო დაცვაზე არ წარდგენილა, რის გამოც არქივს არ გააჩნია შესაძლებლობა არსებული დოკუმენტებიდან დაადასტუროს თა----------–--------–--------------ს კომლის შემადგენლობა და მის სახელზე რიცხული ქონება.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის გ----------------ის მიერ 2016 წლის 20 დეკემბერს ე------------------ეს წარედგინა მიმართვა, რომლითაც მას ეცნობა, რომ მიწის რეფორმის დროს, იმ დროისათვის პასუხისმგებელი პირების განმარტებით, აწ გარდაცვლილი თა----------–--------–--------------ს სახელზე, დაბა ბაკურიანში განაწილებული იქნა მიწის ნაკვეთი ე.წ. ,,მ----------ს“ მიმდებარე ტერიტორიასთან, კერძოდ, კო-----------სკენ მიმავალი გზის ხელმარჯვნივ, დაახლოებით ნ--------–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს.კ. 6-----------) მომიჯნავედ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის გ----------------ის მიერ 2017 წლის 17 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის წარდგენილი მიმართვიდან ირკვევა, რომ გ----------------ემ მითითებულ პირებს აცნობა, რომ ნ-----–-----------------ს მიერ წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტებით, სამკვიდრო მოწმო და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის (6700კვ.მ.) იდენტურობა არ დასტურდება. გ----------------ის მიერ 2017 წლის 17 იანვარს შედგენილ იქნა N----- ოქმი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების შესახებ. დათვალიერებით დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთი ს.კ. 6----------- მდებარეობს დაბა ბაკურიანში ე.წ. ცეკავშირის მიმდებარე ტერიტორიაზე კოხტაგორისკენ მიმავალი გზის ხელმარცხნივ. საკითხის შესწავლის დროს გ----------------ის მიერ გარკვეულ იქნა, რომ თ------------------ს მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში N45-ე გრაფაში უფიქსირდება 0,75 ჰა. მიწის ფართობი, რომელიც გაიცა რეფორმის დროს ამ მიწის ნაკვეთიდან 100 მეტრში სავალი გზის ხელმარჯვნივ და საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან რომლის მეპატრონეა ი-------------–---–ი (ს.კ. 6-----------), შესაბამისად, მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა ვერ მოხდა.
2017 წლის 22 თებერვალს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ე------------------ეს წარედგინა მიმართვა, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთის (ს/კ/6-----------) მიმდებარედ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით ფიქსირდებიან მოქალაქეები, გი-----------------------–-------–--–---–ის და ი-------------–---–ის მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები.
2017 წლის 19 ივლისის ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამომძიებლის ვ------------–---–ისათვის გაგზავნილ N------ მიმართვაში მითითებულია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2007-2008 წლების მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე დაბა ბაკურიანიში მდებარე მიწის ნაკვეთები 6-----------, 6-----------, 6----------- დატანილია სახელმწიფო საკუთრების დაუზუსტებელ მიწის ნაკვეთად.
2017 წლის 9 მარტის ახალციხის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე ყადაღა დაედო ნ-----–-----------------ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ს.კ.6----------- – 5711 კვ.მ.
2016 წლის 01 ივლისის ახალციხის რაიონული სასამართლოს განჩინებით პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებელს მიეცა ნებართვა ქ.ხაშურის რეგიონალური არქივიდან ამოეღო დაბა ბაკურიანის საკრებულოს სხდომის 2000 წლის 27 აპრილის N1 გადაწყვეტილება და ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანის საკრებულოს 2000 წლის 25 მაისის N1 გადაწყვეტილება, როგორც დედნის ასევე ასლის სახით ასეთის არსებობის შემთხვევაში. 2016 წლის 4 ივლისს გამომძიებლის მიერ ჩატარდა ამოღება და ამოღებულ იქნა საჭირო (ნებადართული) დოკუმენტები.
2000 წლის 27 აპრილის N1 გადაწყვეტილების თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დაბა ბაკურიანის საკრებულოს მიერ და დადგინდა, რომ ბაკურიანის მიწის რეფორმის კომისიამ 1992 წელს გაანაწილა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. სახნავი ფართობების საკუთრებაში გადაცემა უკვე დამთავრდა. არსებული კანონის დამატებების თანახმად, ხდება სათივე ფართობების გადაცემა საკუთრებაში. დამტკიცდა საკუთრებაში მინდორი 0.65 ჰა. მთაში 1,0 ჰა.მიტარბში 1 ჰა. კომლზე 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით. შესაბამისად, შემცირდა სოფლის მეურნეობის სპეციალისტებზე გამოყოფილი ნორმა 0,85 ჰა-მდე. ქალაქად მცხოვრებლებს, რომლებსაც ბაკურიანში აქვთ სახლი მიეცათ 0,05 ჰა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. ბაკურიანში დაბადებულ მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სხვაგან (საქართველოში) და ფაქტიურად ცხოვრობენ ბაკურიანში მიეცათ საკუთრებაში 0,15 ჰა. სათიბი. ბაკურიანის შემდგომი განვითარებისათვის სპორტული ტურისტული ცენტრების კომპლექსების მშენებლობისათვის ფართობების გამოყოფა გათვალისწინებული იქნეს ე.წ. დიდველის მიდამოებში. ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანის საკრებულოს სხდომის 2000 წლის 25 მაისის N1 გადაწყვეტილებით საკრებულომ კიდევ ერთხელ იმსჯელა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ (იხ. გადაწყვეტილება ტ.2,ს.ფ.15-19).
2017 წლის 11 ივლისის ახალციხის რაიონული სასამართლოს განჩინებით პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებელს მიეცა ნებართვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივის სამსახურიდან ამოეღო მიწის ნაკვეთების ს.კ. 6----------- და 6----------- რეგისტრაციასთან და შემდგომი გასხვისებასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია დედნების სახით N8----------- განაცხადით მოთხოვნილი 3800 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია დედნების სახით და N------------ განაცხადით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია დედნების სახით. 2017 წლის 7 აგვისტოს გამომძიებლის მიერ ჩატარდა ამოღება და ამოღებულ იქნა საჭირო (ნებადართული) დოკუმენტები.
2017 წლის 6 იანვარს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ ამ მდგომარეობით დაბა ბაკურიანში კოხტის მიმდებარედ არსებული 788 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მითითებული პერიოდისათვის რეგისტრირებული იყო ნ-----–-----------------ს სახელზე. რეგისტყრაციის საფუძვლად მითითებულია საარქივო ცნობა N--------. მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდია 6-----------.
2017 წლის 6 იანვარს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ ამ მდგომარეობით დაბა ბაკურიანში კოხტის მიმდებარედ არსებული 5711 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მითითებული პერიოდისათვის რეგისტრირებული იყო ნ-----–-----------------ს სახელზე. რეგისტყრაციის საფუძვლად მითითებულია საარქივო ცნობა N--------. მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდია 6-----------.
2005 წლის 30 დეკემბრის მიწის ნაკვეთის სააღრიცხვო ბარათის თანახმად, დაბა ბაკურიანში ბ-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე თ------------------ს საკუთრებას წარმოადგენს 7150 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) მიწის ნაკვეთი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ამონაწერი დ.ბაკურიანის საკრებულოს 2000 წლის 27 აპრილის N1 გადაწყვეტილებიდან სიაში რიგითი N49. ცნობა N1505, გაცემული 15.12.05. წელს დ.ბაკურიანის საკრებულოს მიერ.
2016 წლის 7 დეკემბერს შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით დადგენილია, რომ საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს დ-----------–---–ი, ხოლო დაინტერესებულ პირს წარმოადგენს ნ-----–-----------------. ნახაზზე დატანილია მათი ხელმოწერები. ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ---------------------------------------------------, არის 5711 კვ.მ. ფართობის. ნაკვეთის ფუნქციაა სასოფლო-სამეურნეო.
2016 წლის 7 დეკემბერს შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით დადგენილია, რომ საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს დ-----------–---–ი, ხოლო დაინტერესებულ პირს წარმოადგენს ნ-----–-----------------. ნახაზზე დატანილია მათი ხელმოწერები. ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ---------------------------------------------------, არის 788 კვ.მ. ფართობის. ნაკვეთის ფუნქციაა სასოფლო-სამეურნეო.
2017 წლის 10 ივნისს შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით დადგენილია, რომ საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს დ-----------–---–ი, ხოლო დაინტერესებულ პირს წარმოადგენს ნ-----–-----------------. ნახაზზე დატანილია მათი ხელმოწერები. ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ---------------------------------------------------, არის 3800 კვ.მ. ფართობის. ნაკვეთის ფუნქციაა სასოფლო-სამეურნეო.
2016 წლის 8 ივლისს შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით დადგენილია, რომ შპს ,,კ------------------ის“ მიერ შედგენილ იქნა საკადასტრო-აზომვითი ნახაზი. საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ლ.ტაბატაძე, ხოლო დაინტერესებულ პირს წარმოადგენს ნ-----–-----------------, გასწვრივ გრაფაში ხელს აწერს ე---------. ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ.ბორჯომი, დ.ბაკურიანი ბ-------------ის მიმდებარე ტერიტორია, არის 6700 კვ.მ. ფართობის. ნაკვეთის დანიშნულებაა სასოფლო-სამეურნეო, ხოლო კატეგორია სათიბი.
სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 2017 წლის 11 აგვისტოს გაცემული N-------- ინფორმაციით ირკვევა, რომ N6----------- და N6----------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთები მდებარეობს ბ-------------------------------------------------------------------–----------–-------ს ტერიტორიაზე. ტყეთმოწყობის მასალებით (2015წ.) ბ-------------------------------------------------------------------–----------–-------ს სატაქსაციო დახასიათებაა : კორომის ბუნებრივი შემადგენლობა - 8ნძ2წფ;ხნოვანება 110 წელი; სიხშირე 0,6; მარაგი 1ჰაზე 410 მ3 ; ექსპოზიცია -დ;ფერდობის დაქანება 200 ; მოზარდი 8ნძ2წფ; რაოდენობა 1000 ცალი; 3,0 მ. სიმაღლის; განახლებით არის უზრუნველყოფილი; ფართობი წარმოადგენს განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბანს. (მწვანე ზონის და საკურორტო ზონის ტყე). თანდართული რუკის მიხედვით ნ-----–-----------------ს სახელზე რეგისტრირებული 5711 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 3715 კვ.მ. ფართობის ტერიტორია, ხოლო 3800 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთიდან 2754კვ.მ. ტერიტორია ტყის ფონდშია და მდებარეობს ბ-------------------------------------------------------------------–----------–-------ს ტერიტორიაზე.
სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 2016 წლის 25 მაისის N-------- მიმართვის თანახმად, გამომძიებელს ნ-----------–---–ს წარედგინა ინფორმაცია სადაც მითითებულია, რომ 1998 წლის 20 მარტამდე ბაკურიანის სატყეოს უფროსად მუშაობდა ზ------------------ი. 1999 წლის 9 მარტიდან 2001 წლის 12 ივნისამდე მუშაობდა გ------------------–ი.
2017 წლის 14 სექტემბრის სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გაცემული N-------- მიმართვის თანახმად, N6----------- და N6----------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთები მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, დაბა ბაკურიანის მიმდებარედ. ბაკურიანის საპყეო მეურნეობის ტერიტორიაზე 1980 წლიდან 1990 წლამდე პერიოდში 1990 წლიდან 2000 წლამდე პერიოდში ტყეთმოწყობის სამუშაოები ჩატარებულ იქნა 1980-1981 წლებში, 1990-1991 წლებში და 1996-1997 წლებში. 1980-1981 წლების და 1990-1991 წლების ტყეთმოწყობის კარტოგრაფიული მასალები ვერ იქნა მოძიებული. 1997 წლის ტყის კორომთა გეგმის მიხედვით მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 6----------- ნაწილობრივ, ხოლო 6----------- - სრულად მდებარეობდა ყოფილი ბ-------------------------------------------------------------------–----------–------------ში, რომელიც წარმოადგენდა ტყით დაფარულ ფართობს. წერილი და შესაბამისად, მასში მითითებული ინფორმაცია დაცვის მხარემ მიიჩნია უდავოდ.
2011 წლის 2 თებერვალს ნოტარიუსის მიერ გაცემულ იქნა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმადაც, პირველი რიგის მემკვიდრეს ნ-----–-----------------ს მამკვიდრებლის თ------------------ს (დედა) ქონებიდან გადაეცა მხოლოდ ბორჯომის რაიონის დ--------------–-------------–------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილი.
2016 წლის 14 ივლისს ნოტარიუსის მიერ გაცემულია სამკვიდრო მოწმობა რომლის თანახმადაც, პირველი რიგის მემკვიდრეს ნ-----–-----------------ს გადაეცა მამკვიდრებლის თ------------------ს (დედა) კუთვნილი ქონების ½ ნაწილი.
2014 წლის 12 აგვისტოს შედგენილი სანოტარო აქტით დადგენილია, რომ მარწმუნებელმა ნ-----–-----------------მ, რწმუნებულს ე------------------ეს მიანიჭა უფლებამოსილება მართოს და განკარგოს მარწმუნებლის კუთვნილი ქონება, ამასთან დაკავშირებით დადოს კანონით ნებადართული ყველა გარიგება. კერძოდ, იყიდოს, გაყიდოს, გააჩუქოს, მიიღოს საჩუქრად, გაიფორმოს თავის სახელზე და სხვ. ამასთან დაკავშირებით, წარადგინოს და დაიცვას საკუთრების მიმნდობის ინტერესები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან, მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის სსიპ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, სანოტარო ბიუროში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ორგანოებში.საქართველოს ნებისმიერ დაწესებულება-ორგანიზაციებში. ჩააბაროს და ხელზე აიღოს ამონაწერი, მოწმობები და სხვა დოკუმენტაცია.
2017 წლის 31 იანვრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ნ-----–-----------------მ ზუ--------------–---–ს მიჰყიდა ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში კოხტის მიმდებარედ არსებული 788 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ს.კ. 6-----------. ნაკვეთის ფუნქციაა სასოფლო-სამეურნეო. უფლება დადასტურებულია 2017 წლის 6 იანვრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერით.ნასყიდობის საგნის ღირებულება შეადგენს 3000 ლარს.
ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 15 მაისის N002569717 სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე შესაფასებლად წარდგენილი ბო------------------–-------------------–----------ს მიმდებარედ არსებული N6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 5711 კვ.მ მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 2016 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენდა 199 885 აშშ დოლარს, რაც შესაბამის გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში(www.nbg.gov.ge-2.6604) შეადგენდა 531 774 ლარს, ამავე მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 2017 წლის 8 მაისის მდგომარეობით 199 885აშშ დოლარს, რაც შესაბამისი გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში (www.nbg.gov.ge-2.4384) შეადგენდა 487 400 ლარს.
ექსპერტიზაზე შესაფასებლად წარდგენილი ბო------------------–-------------------–----------ს მიმდებარედ არსებული N6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 788 კვ.მ მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 2017 წლის 31 იანვრის მდგომარეობით შეადგენდა 33096 აშშ დოლარს, რაც შესაბამის გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში(www.nbg.gov.ge-2.7061) შეადგენდა 89 561 ლარს, ამავე მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 2017 წლის 8 მაისის მდგომარეობით 33 096 აშშ დოლარს, რაც შესაბამისი გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში (www.nbg.gov.ge-2.4384) შეადგენდა 80 700 ლარს. ექსპერტიზის დასკვნა დაცვის ხარემ მიიჩნია უდავოდ.
ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 14 ივლისის N003985517 სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე შესაფასებლად წარდგენილი ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში, მდებარე N8----------- განაცხადით მოთხოვნილი 3800 კვ.მ მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 2017 წლის 19 ივნისის მდგომარეობით შეადგენდა 342 000 ლარს, ამავე მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 2017 წლის 28 ივნისის მდგომარეობით შეადგენს 342 000 ლარს.
ექსპერტიზაზე შესაფასებლად წარდგენილი ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში, მდებარე N8----------- განაცხადით მოთხოვნილი 7500 კვ.მ მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 2016 წლის 20 მაისის მდგომარეობით შეადგენდა 480 000 ლარს, ამავე მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 2017 წლის 28 ივნისის მდგომარეობით შეადგენს 480 000 ლარს.
ექსპერტიზაზე შესაფასებლად წარდგენილი ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში, მდებარე N------------ განაცხადით მოთხოვნილი 6700 კვ.მ მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 2016 წლის 01 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენდა 428 800 ლარს, ამავე მიწის ნაკვეთის საბაზრო 2017 წლის 28 ივნისის მდგომარეობით შეადგენს 428 800 ლარს.
2017 წლის 01 აგვისტოს ხელმოწერის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ ნ-----–-----------------საგან აღებულ იქნა ხელმოწერის ნიმუშები შემდგომი საექსპერტო კვლევისათვის. 2017 წლის 01 აგვისტოს ასევე ე------------------ისაგან აღებულ იქნა ხელწერისა და ხელმოწერის ნიმუშები, რის შესახებაც გამომძებლის მიერ შედგენილ იქნა სათანადო ოქმი. ექსპერტიზის დასკვნა დაცვის მხარემ მიიჩნია უდავოდ.
ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 აგვისტოს N--------- ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხელმოწერები, ე.აფხაიძის სახელით (ტექსტის სახით), განლაგებული შემდეგ დოკუმენტებზე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სახელზე შედგენილ განცხადებაზე, 15.12.16 წლის თარიღით, გრაფაში: „განმცხადებლის ხელმოწერა“ (ტ.1, ს.ფ.2); განცხადებაზე #13507031, 15.12.16 წლის თარიღით, გრაფაში: „წარმომადგენელი“(ტ.1, ს.ფ.4); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სახელზე შედგენილ განცხადებაზე, 30.12.16 წლის თარიღით, გრაფაში: „განმცხადებლის ხელმოწერა“ (ტ.1, ს.ფ.13); განცხადებაზე #11149240, 01.09.15 წლის თარიღით, გრაფაში: „წარმომადგენელი“ (ტ.1, ს.ფ.15); საკადასტრო აზომვით ნახაზზე, 29.07.15 წლის თარიღით, გრაფებში: „ე---------“, „დაინტერესებული პირის“ (ტ.1, ს.ფ.17–18); განცხადებაზე 18112836618, 01.08.16 წლის თარიღით, გრაფაში: „წარმომადგენელი“ (ტ.1,ს.ფ.20); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სახელზე შედგენილ განცხადებაზე, 01.08.16 წლის თარიღით, გრაფაში: „განმცხადებლის ხელმოწერა“ (ტ.1.ს·ფ·22); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სახელზე შედგენილ განცხადებაზე, 08.08.16 წლის თარიღით, გრაფაში: „განმცხადებლის ხელმოწერა“ (ტ.1, ს.ფ.24); განცხადებაზე N14568757, 19.06.17 წლის თარიღით, გრაფაში: "წარმომადგენელი“ (ტ.1,ს.ფ.26); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სახელზე შედგენილ განცხადებაზე, 19.06.17 წლის თარიღით, გრაფაში: „განმცხადებლის ხელმოწერა“ (ტ.1,ს·ფ.28); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სახელზე შედგენილ განცხადებაზე, 19.07.17 წლის თარიღით, გრაფაში: „განმცხადებლის ხელმოწერა“ (ტ.1, ს.ფ.35); განცხადებაზე #12836436, 01.08.16 წლის თარიღით, გრაფაში: "წარმომადგენელი" (ტ.1,ს.ფ·37); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სახელზე შედგენილ განცხადებაზე, 01.08.16 წლის თარიღით, გრაფაში: „განმცხადებლის ხელმოწერა (ტ·1,ს.ფ.39); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სახელზე შედგენილ განცხადებაზე, 22.08.16 წლის თარიღით, „განმცხადებლის ხელმოწერა“ (ტ.1· ს.ფ.41); განცხადებაზე ”12573736, 20.05.16 წლის თარიღით, გრაფაში; წარმომადგენელი (ტ.1, ს.ფ.43) და საკადასტრო აზომვით ნახაზზე, 11.09.15 წლის თარიღით, გრაფებში: „ნ.უსტიმენკო“. დაინტერესებული პირის“ (ტ.1,ს.ფ.44-45), შესრულებულია ე------------------ის მიერ.
ტექსტობრივი და ციფრობრივი ჩანაწერები განლაგებული შემდეგ დოკუმენტებზე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სახელზე შედგენილ განცხადებებზე · 15.12.16 წლის თარიღით (ტ·1, ს.ფ.2); 30.12.16 წლის თარიღით (ტ.1. ს.ფ.13); 01.08.16 წლის თარიღით (ტ.1, ს.ფ.22); 08.08.16 წლის თარიღით (ტ.1. ს.ფ.24); 19.06.17 წლის თარიღით (ტ·1, ს.ფ.28); 19.07.17 წლის თარიღით (ტ.1,სფ.35) 08.16 წლის თარიღით (ტ.1 , ს.ფ.39) და 22.08.16 წლის თარიღით (ტ.1, ს.ფ.41), შესრულებულია ე------------------ის მიერ.
ხელმოწერები, ნ-------------ს სახელით განლაგებული შემდეგ დოკუმენტებზე: საკადასტრო აზომვით ნახაზებზე – 07.12.16 წლის თარიღით (ტ.1. ს.ფ.6-9), 10.06.17 წლის თარიღით (ტ.1, ს.ფ.29–30). გრაფებში: „ნ-----–-----------------“. „დაინტერესებული პირი ხელმოწერა“ და განცხადებაზე 1412692502, 27.06.16 წლის თარიღით, გრაფაში: „დაინტერესებული პირი“ (ტ.1· ს.ფ.52), შესრულებულია ნ-----–-----------------ს მიერ.“ ექსპერტიზის დასკვნა დაცვის მხარემ მიიჩნია უდავოდ.
2017 წლის 01 აგვისტოს, 08 სექტემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით ქონებრივი ზიანის მიყენების გამო სახელმწიფო ცნობილი იქნა დაზარალებულად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის, ყალბი დოკუმენტის შეძენა-გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის შეძენა-გამოყენების მცდელობის ფაქტზე.
2017 წლის 02 აგვისტოს ნ-----–----------------- და ე------------------ე მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტით, 362 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტით, 19-362 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტით, 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტით. სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს გაჩინებით თითოეულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩათ გირაო 100000-100000 ლარი.
მათვე, სასამართლოს 2017 წლის 7 სექტემბერს წარედგინათ დაზუსტებული პირის ბრალდების შესახებ დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’პუნქტით, 362 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტით, 19-362 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტით (2 ეპიზოდი), 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’პუნქტით.(2 ეპიზოდი).
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა გამომძიებლებმა ვ------------–---–მა, თემურ გურამიშვილმა, ნ-----------–---–მა და ზურაბ სამადაშვილმა დაადასტურეს მათ მიერ/ მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე.
დაცვის მხარის მტკიცებულებები:
ბრალდებულმა ე------------------ემ თავი დამნაშავედ არ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით განმარტა, რომ არის ნ-----–-----------------ს ოჯახის წევრი. ამ ნაკვეთების რეგისტრაციისათვის მინდობილობა შეადგინეს 2014 წელს და მის შემდეგ ამ მიწის დოკუმენტებს აწარმოებს თვითონ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მომენტში მინდობილობის შესაბამისად საბუთები მისი ნაწაროებია. ოჯახის წევრია 1996 წლიდან ამ ოჯახში ცხოვრობს და რძალია ამ მიწის ნაკვეთის არსებობა იცოდა. ასევე მიიღო მონაწილეობა რეგისტრაციაში 2016 წელს, პირველი განაცხადი აქვს გაკეთებული, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებულიყო ნ-----–-----------------ს სახელზე, რადგან იცოდა რომ მისი მფლობელი იყო და სარგებლობდა ამ ნაკვეთით. 2016 წლიდან უკვე რეგისტრაციის დასრულება მოხდა 2017 წლის 7 იანავრს სახელმწიფო პროექტის სახელით, როდესაც გამოვიდა კანონი მიწის რეგისტრაციისა. 2015 ან 2016 წლის ბოლოდან აქვს დაწყებული ამ ნაკვეთის რეგისტრაცა და დაასრულა 2017 წელს. პერველი განაცხადი 2017 წლის 2 აგვისტოს შეიტანა, როდესაც გამოვიდა გამარტივებული წესით რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის დახმარებით მოხდა ამ დოკუმენტების მოძიება და ამ ნაკვეთის სრული რეგისტრაცია მოხდა 7 იანვარს და დასრულდა რეგისტრაცია. მისი წარდგენილი დოკუმენტებიდან მხოლოდ არის განაცხადი, რომ დარეგისატრირებულიყო ეს მიწის ნაკეთი ნ-----–-----------------ს სახელზე და შეტანილი აქვს მხოლოდ აზომვითი ნახაზი. დანარჩენი ყველა დოკუმენტი მოიძია საჯარო რეესტრმა. ტერიტორიულად იცის სად არის ეს ნაკვეთი. ეს ნაკვეთი არის კოხტაგორის, ტრამპირების მიმდებარე ტერიტორია, ტ------–----იდან დაახლოებით 3 კმ-ში. ნ-----–-----------------ს დედის თამარი უსტიმენკოს გარდაცვალების შემდეგ 2014 წელს აღადგინა მემკვიდრეობა დაარეგისტრირა თამარის სახლი საკარმიდამო ნაკვეთი და იმის შემდეგ მოუწია ამ ნაკვეთის დარეგისტრირება. მის სახელზე არსებობდა სათიბი ადგილები და მათ იცოდნენ თუ სად იყო ეს ტერიტორიები. ეს ტერიტორია იყო გზის ქვედა და ზედა მხარეს, გზის ქვედა მხარე თამარის სახელზე აღნიშნული არ იყო. ეს ტერიტორია იყო 2000 წელს რეფორმის დროს გადაცემული თამარი უსტიმენკოს სახელზე, რომელიც იყო კომლი და კომლში შედიოდნენ თვითონ და მისი შვილები. ასევე სარგებლობდა გზის ქვედა მხარეს რაზეც გაკეთდა ნახაზი და შეიტანეს საჯარო რეესტრში. დღეის მდგომარეობით აქვს საქმის წარმოება შეჩერებული რადგან ვერ მოიძიეს კონკრეტული ადგილმდებარეობა. დაახლოებით იქნება 1 წელი რაც პასუხი ვერ მიიღეს კითხვაზე, რომ კონკრეტული ტერიტორია დაეკონკრეტებინათ თუ სად იყო აღნიშნული ტერიტორია გზის ქვედა მხარეს თუ გზის ზედა მხარეს. 1 წლის განმვალობაში პასუხი ვერ მიიღეს და ამასობაში პროკურატურაში საქმე აღიძრა. 3800კვ.მ. ნაკვეთის ტერიტორიის რეგისტრაცია სადაოა და ნ-----–-----------------ს ეკუთვნის ის ადგილი რაც მასზეა რეგისტრირებული და სადაოა. ეს ტერიტორია იყო მის მახსოვრობაში და იცის რა ნაკვეთზეა საუბარი და არის სათიბი ველები, ამ ველებს თიბავდნენ და მოიხმარდნენ. დოკუმენტებით ეკუთვნოდა ნიკოლოზს და ჩათვალეს რომ აღნიშნული ტერიტორია რეგისტრაციაში გატარებულიყო. დღეის მდგომარეობით არის შეჩერებული, სადაც მისი განაცხადია გაკეთებული, რომ შეეწყვიტა რეგისტრაცია აქ უკვე წარმოიშვა დიდი პრობლემა რადგან ყადაღადადებულია სადაო ტერიტორია. პროკურატურამდე მივიდნენ დაწერეს საჩივრები და მოითხოვეს ყადაღის მოხსნა. გააკეთა განაცხადი რომ შეეჩერებინა აღნიშნულ ტერიტორიაზე რეგისტრაცია. ეს ტერიტორია მდებარეობს კოხტაგორის უკანა მხარეს, რომელსაც თიბავდნენ და მოიხმარდნენ. ეს ტერიტორია დღეს ეკუთვნის კოხტამიწის განვითარების კომპანიას. ამ ტერიტორიაზე თიბავდნენ სხვებიც რომლებსაც არ აქვთ რეგისტრირერბული ეს ნაკვეთები. მან გააკეთა განაცხადი, რადგან იცოდნენ რომ ამ ნაკვეთს მთელი ცხოვრება ფლობდნენ. ეს ტერიტორია მათ გადაეცათ რეფორმის საფუძველზე. იცის ტერიტორიის ფართი, რომელსაც მთელი ცხოვრებაა თიბავდნენ. იქ არ არის ტყე მთლიანად სათიბი ტერიტორიაა. მისი იქ ყოფნის პერიოდში იყო ხეები, ასწლოვანი ხეებიც მაგრამ ის არ არის ტყე. 2007 წლამდე ითიბებოდა ჩვეულებრივად ეს ნაკვეთი. იყო დიდი ხეები და რადგან აღარ თიბავდნენ აღნიშნულ ტერიტორიას წამოვიდა ხეები ე.წ წამონაზარდები, ხეთა წვრილმანი ნარგავები რაც ჩვეულებრივი მოვლენაა. განცხადებაზე პასუხი მიიღო მხოლოდ ადგილობრივი რწმუნებულისგან, რომ პასუხისმგებელი პირებისგან გადმოცემით მან იცის რომ იყო გზის მარჯვენა მხარეს. ამის შემდეგ წარადგინა განცხადება ბორჯომის გამგეობაში იყო თუ არა გზის მარჯვენა მხარე თამარის კუთვნილი ტერიტორია. იქ უთხრეს რომ არ ჰქონია თამარს ეს ტერიტორია. შედის ჩიხში, რადგან ბორჯომი ეუბნება, რომ არ აქვს ტერიტორია ბაკურიანში ეუბნებიან, რომ ეკუთვნით ეს ტერიტორია. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაემატა ერთ ეპიზოდად რომ კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს. ნ-----–---------------–ს არ იცნობს პირველად ნახა პროცესზე. 2015 წელს პირველი ნახაზი გაკეთდა რომელიც აქვს გაკეთებული ლ---–----------ძეს. ეს ნაკვეთი ერთიანი ფორმით არის გაკეთებული სადაც არ იყო გამოყოფილი გზა. ეს გზა გავიდა შემდეგ და გზამ გაყო ეს ნაკვეთი ორ ნაწილად და ამიტომ აქვს ლ---–----------ძესთან კავშირი. 6400 კვ.მიწის ნაკვეთი რომ არსებობდა იცოდნენ, რადგან სახლშიც არსებობდა დოკუმენტები.
ბრალდებულმა ნ-----–-----------------მ თავი დამნაშავედ არ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით განმარტა, რომ მისი ოჯახი მფლობდა დარეგისტრირებულ ტერიტორიას და ფლობს კიდეც. ტერიტორიას გამოიყენებდნენ სათიბად რადგან საქონელი ჰყავდათ. რეგისტრაცისს რეფრომა რომ დაიწყო მინდობილობა გაუფრომა მის რძალს ე------------------ეს და დაირეგისტრირეს ახალი კანონმდებლობით მიწის ნაკვეთი, რომელსაც ფლობდა საჯარო რეესტრში არ დადიოდა რადგან მინდობილობა გაკეთებული ჰქონდა ეკატერინეზე და ეკატერინე აგვარებდა. ღელის პირას გაყოლებაზე არის ნაძვის ხეები, სათიბელა მანქანა ჰქონდა და იმით თიბავდნენ ველებსაც თიბავდნენ და აშრობდნენ და ამ თივასაც იყენებდნენ. ღელის პირას გაყოლებაზე ველებია და წვრილი ხეები იყო და ეს ხეები იჩეხებოდა. როცა აღარ გათიბეს წამოვიდა ხეები და გაიზარდნენ. მის სათიბში ვაკე ადგილია. 1994 წლებში ოჯახის წევრები დაეღუპა და აღარ უნდოდა ეს სათიბები. არავის არ მიუცა მისთვის მიწები. რეფორმის დროს არ მისცეს ნაკვეთი. ტ------–----ის მიმდებარე ტერიტორიას თიბავდნენ ყოველთვის. ზუ--------------–---–ი მისი მეგობარია, მისმა შვილმა თქვა რომ მიწის ნაკვეთს ნაწილი მას დავურეგისტრიროთო. როდესაც საბუთები დაურეგისტრირეს 3000 ლარი მიუტანა. მეგობრულად დაურეგისტრირა და მან თანხა გადაუხადა. იქნებოდა 65-70 მეასედამდე ვაკე ადგილი. ტ-------–--ის ტრასა არასდროს არ ითიბებოდა და მისგან შორსაა მას არ ეხებოდა. ეს ჩვეულებრივი მინდორია. ადრე მანდ საბაგირო გზა იყო ახლა დიდი კორპუსია. მისთვის არავის არაფერი არ გამოუყია, ყველა თიბავდა და ერთმანეთს ეხმარებოდნენ. ეს ადგილები ადრე ეკუთვნოდა მეურნეობას. დედამისზე არაფერი არ იყო გაფორმებული. 2017 წლის 16 სექტემბრის დაცვის მხარის საგამოძიებო ექპერიმენტში მონაწილეობა დაადასტურა თავისი ჩვენებით ნ-----–-----------------მ.
მოწმე ზ--------------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ნ-----–----------------- და ზ--------------------ს ნაკვეთები ერთმანეთს ესაზღვრებოდა. მამამისისგანაც იყო ცნობილი რომ ის ნაკვეთი მისი ძმის იყო და ყოველთვის ჰქონდათ შეხება რადგან ეხმარებოდნენ. აღნიშნული ნაკვეთი მინდორია, გარშემო წიწვოვანი ტყეა. ღელე ჰყოფს მის და ნ-----–-----------------ს ნაკვეებს. მინდორი რაც არის ნ-----–-----------------ს ეკუთვნოდა საზრვრის მეორე მხარე მამამისის იყო. თავიდან პაპამისის იყო და ერთი ნაკვეთი ერთ ძმას დაუტოვა მეორე მეორე ძმას. ტ-------–--ის გვერდით არის მათი ნაკვეთი. დიდი ხეები არ ყოფილა, მაშინ არ იყო ეს ხეები ესე მასიურად, იყო მარტო წიწვოვანი, ჩვეულებრივად ითიბებოდა მარტო რაოდენიმე ნაძვი იყო. ნაძვებთანაც თიბავდნენ და გამოჰქონდათ თივა. სურათები გადაღებული იქნა ციცინო ცხვედიანის მიერ და ფოტოები გადაღებული იყო რაც იყო ფართობზე რაც ნ-----–-----------------ს ეკუთვნოდა და რასაც თიბავდნენ, ასევე მასაც რა ფართობიც გაუთიბია. კასპში ცხოვრობს 20 წელია, საკადასტრო კოდი რომელიც უწერია ჩვენებაში არ ახსოვს როგორ ჩაწერა. მათ 1993 წელს სათიბები გამოეყო ტ------–----ის გვერდით. კოხტაგორის უკან მდებარე სათიბის გათიბვაში ნ-----–-----------------ს დაეხმარნენ დაახლოებით ორჯერ. ეს სათიბი საიდან ჰქონდა ან რა გზით ჰქონდა არ იცის. დაახლოებით 100 კვ.მ. თიბავდნენ. საზღვრები ზუსტად იცის. ბოლოს იყო მოსახმარებლად 2007 წელს ან 2008 წელს. 2017 წლის 03 სექტემბრის დაცვის მხარის საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა დაადასტურა თავისი ჩვენებით ზ--------------------მ.
მოწმე მ-------–---------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ნ-----–-----------------ს ნათესავი. თიბავდა ბაკურიანში სათიბ ტერიტორიას. სადაც თიბავდა ეს ადგილი არის ველი და ტყიანიც არის მთლიანად თიბავდა ტყის გარშემო. შიგნით ტყეში არ თიბავდა. ის დაახლოებით თიბავდა 1998 წელს და ეხმარებოდა უსტიმენკოსაც. მას ჩვენება არ მიუცია ადვოკატისთვის. ეს ყველაფერი მოუყვა მას უ------------ის შესახებ. სურათებში იმას აჩვენებს რა ადგილსაც თიბავდნენ. ის ხედავდა, რომ ამ ნაკვეთს თიბავდნენ და აქედან გამომდინარე იცის, რომ ეს ნაკვეთი ნ-----–-----------------ს ეკუთვნოდა. ნ-----–----------------- თიბავდა 70 მეასედს. წარსულში ნასამართლევი იყო ნარკოტიკებზე. სახლის კოდების და ნაკვეთების კოდები არ იცის და ამის მიუხედავად ნიკოლოზის მიწის საკადასტრო კოდი უწერია და არც მანამდე და არც ახლა არ იცის ეს კოდები. უ------------თან სტუმრად იყო მისული და უთხრეს, რომ ჩვენება მიეცა. 2017 წლის 03 სექტემბრის დაცვის მხარის საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა დაადასტურა თავისი ჩვენებით მ-------–---------–---–მა.
მოწმე დ----------–-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ პროკურატურის მიერ და დაცვის მხარის მიერაც დაკითხულია. ნ-----–----------------- მისი მეზობელია, რაც ახსოვს სადავო მიწის ნაკვეთი ნ-----–-----------------ს საკუთრება იყო და დახმარებია ამ მიწის ნაკვეთის თიბვაში. ეს სათიბი ადგილი არის მინდორი. ხეები არ შედის ნ-----–-----------------ს მიწის ნაკვეთში. დაცვის მხარეს უჩვენა ეს ადგილები სადაც თიბავდა ნ-----–----------------- სურათებში არ იცის ტყე ჩანს თუ არა. როდესაც უსტიმენკოს ეხმარებოდა ასეთი ხშირი ტყე არ იყო. ნ-----–-----------------მ რა ნაკვეთი დაირეგისტრირა არ იცის. ახლა ამ მიწის ნაკვეთზე არის ბალახი და ადრეც ბალახი იყო. მან იცის რომ ეს ნაკვეთი ნ-----–-----------------მ მემკვიდრეობით მიიღო. დაახლოებით თიბავდა 100 მეასედს. კოხტაგორის უკანაც თიბავდა სათიბს. სურათებში რაც აქვს მითითებული ეს ნაკვეთია ნ-----–-----------------ს სათიბი. 2017 წლის 03 სექტემბრის დაცვის მხარის საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა დაადასტურა თავისი ჩვენებით დ----------–-----–---–მა.
დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს ,,ვ---------’’-ს 2017 წლის 15 სექტემბრის N------ დასკვნის თანახმად, დაბა ბაკურიანში 6----------- საკადასტრო კოდით აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ჯგუფურად ხეებით და ბუჩქნარით დაფარული ტერიტორიის საერთო ფართობია 3238 კვ.მ. (1337კვ.მ. +539კვ.მ.+ 1346კვ.მ. +16კვ.მ. =3238 კვ.მ.
თანახმად, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N-42 დადგენილებისა ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ, დაბა ბაკურიანში 6----------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთიდან (5711 კვ.მ.) 3238 კვ.მ.წარმოადგენს ტყით დაფარულ ფართობს, ხოლო დანარჩელი ფართობი - 2473კვ.მ. მინდორია, ანუ ტყით დაუფარავი ფართობი.
დაბა ბაკურიანში 6----------- საკადასტრო კოდით აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არის 163 ძირი 4 სახეობის მერქნიანი მცენარე 5 ხნოვანებითი კლასის, რომელთაგან 65 ძირი მოთავსდა I-II ხნოვანებით კლასში(საშუალოდ 30 წლი), 39 ძირი - III-IV ხნოვანებით კლასში (საშუალოდ 50 წლის), 51 ძირი V ხნოვანებით კლასში (საშუალოდ 70 წლის) და 8 ძირი VI ხნოვანებით კლასში (საშუალოდ 110 წლის).
თანახმად საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N-42 დადგენილებისა ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ, დაბა ბაკურიანში 6----------- საკადასტრო კოდით აღნიშნული მიწის ნაკვეთი (5711 კვ.მ.) 20-30 წლის წინ არ წარმოადგენდა ტყით დაფარულ ფართობს.
მოწმე ი-–-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შპს G-----------–------ში. მონაწილეობა მიიღო შპს ,,ვ---------’’-ს 2017 წლის 15 სექტემბრის N------ დასკვნის მომზადებაში. საჯარო რეესტრში არსებული მონაცემებით დაადგინა მიწის ნაკვეთის მდებარეობა. ადგილზე დახვდა დენდროლოგი და მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, ასევე ადვოკატიც. კოორდინატთა სისტემაში შეიყვანა მიწის ნაკვეთის კოდი, მაგრამ ამის თაობაზე დასკვნაში არ დაუფიქსირებია რადგან ამის ვალდებულება არ ჰქონდა. მიწის ნაკვეთის საზღვრები არ დაუდგენია რადგან არ შედიოდა მის მოვალეობაში. საჯარო რეესტრში მითითებული მონაცემებით მივიდა გამოსაკვლევ ადგილზე და შეამოწმა ტყის სახეობების გავრცელების არეალზე მათი რაოდენობრივი განლაგება. რათა დადგენილიყო ხეთა ეს ერთობლიობა არის ტყის ნაწილი, თუ უტყეო ფართობი. აზომა ტყე, გამოყო ცარიელი ადგილები შემოხაზა და შემდეგ ეს მასალა რეგისტრირებლ მონაცემებს დაადო. ზუსტად იმ კოდით მითითებულ ნაკვეთზე, რომ ჩაატარა ექსპერტიზა ეს იცის ნაკვეთის ფორმიდან და კორდინატებიდან გამომდინარე. გაიცა შესაბამისი დასკვნა, რომელზე ხელმოწერაც დაადასტურა მოწმემ თავისი ჩვენებით.
მოწმე ა-–--------------–------ის ჩვენებით დადგენილია, რომ აგრარულ უნივერსიტეტში არის პროფესორი. ექსპერტიზის ჩასატარებლად მიიწვია შპს ს------–------------------------------ს ლექტორმა თხოვნით, რომ ბაკურიანში ჩაეტარებინა ნ-----–-----------------ს მიწის ნაკვეთზე სატყეო საექსპერტო სამუშაოები. მას უნდა დაედგინა, რომ ეს ტერიტორია 20-30 წლის წინ რას წარმოადგენდა იყო თუ არა ტყით დაფარვა. მან ჩაატარა აღრიცხვა შეისწავლა ეს ნაკვეთი წესების მიხედვით და დაადგინა, რომ დაკავებული იყო ნაკვეთის 25% და წარმოადგენს უტყეო ფართობს. მოზარდი არ მონაწილეობს ტყის შექმნაში. აქედან გამომდინარე ეს ხეები 20 წლის წინ იყვნენ მოზარდები და ეს ტერიტორია ვერ იქნებოდა ტყით დაფარული ფართობი. კვლევის ჩატარების დროს მასთან ერთად იყო ი-–-----------–---–ი, რომელსაც ჰქონდა ხელსაწყო GPS. სურათები თავად გადაიღო, რომ გამოიყენა ფოტოაპარატი ამის შესახებ დასკვნაში არ დაუფიქსირებია. მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ადგილზე არ იმყოფებოდა. მიიყვანა ადგილზე ადვოკატმა. ჯირკების რაოდენობა არ დაუფიქსირებია და არ გაუთვალისწინებია დასკვნის გაცემის დროს. გამოკვლეული ხეები არ დაუნომრია. დასკვნაში დაფიქსირებულია ის ხეები, რომლებზეც ჩაატარა კვლევა. ხეთა რაოდენოდა არის მიახლოებითი რიცხვი. კვლევის ატარების დროს ექსპერტი იღებს 5 ფართობს მიწის ნაკვეთის კუთხეებში და ცენტრში და გამოყავს ხეთა რაოდენობის დაახლოებით მაჩვენებელი. დაკონტროლებული ხეების ჯირკები დასკვნაში არ დაუფიქსირებია. დასკვნის გაცემამდე მოისმინა სხვა სპეციალისტის მოსაზრებაც რაც დასკვნაში არ აუსახავს. სატყეო მიწები ნიშნავს როგორც ხეებით დაფარულ ტერიტორიას ასევე მინდორს, კლდეს მდინარის კალაპოტს და ა.შ. 30 წლის უკან გამოკვლეულ ტერიტორიაზე იარსებებდა მოზარდ-აღმონაცენი მცენარეები. მოზარდი არის მცენარე, რომელსაც აქვს 8 სანტიმეტრამდე დიამეტრი და სიმაღლე 5-6 მეტრი. მაგრამ შესაძლოა არსებობდეს ამ დიამეტრის ხე, რომელიც უფრო მეტი ასაკის არის რადგან იზრდებოდა ჩრდილში. ხეების წლოვანება დაადგინა მათი დიამეტრების მიხედვით. ვინაიდან ამჟამად გამოკვლეულ ტერიტორიაზე არსებობდა დაახლოებით 20 სმ. დიამეტრის ხეები, რომელიც 30 წლის წინ იქნებოდა მოზარდ აღმონაცენი და რადგან მოზარდ აღმონაცენი არ მონაწილეობს ტყის შექმნაში მიიჩნია, რომ 30 წლის წინ ეს ტერიტორია იქნებოდა ტყით დაუფარავი ტერიტორია. სიხშირე 06 ნიშნავს, რომ ტერიტორიის 60 პროცენტი დაფარულია ტყით. ექსპერტმა დაადასტურა გაცემული ექსპერტიზის დასკვნაზე მისი ხელის მოწერა.
სააპელაციო პალატამ შეაფასა სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები, გაეცნო აპელანტების საკვანძო არგუმენტებს და სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მიწის რეფორმის ფარგლებში დაბა ბაკურიანის ტერიტორიაზე უფლებამოსილი პირების - მიწის ნაკვეთების განაწილების კომისიის წევრების მიერ ნ-----–-----------------ს ოჯახზე განაწილდა სათიბი კატეგორიის მიწის ნაკვეთი კოხტაგორის უკანა მხარეს, უშუალოდ ე------------------–---–ის, ვ----–-----------ის და აწ გარდაცვლილი კოლია მიქაბერიძის მონაწილეობით ნ-----–-----------------ს სათიბი მიწის ნაკვეთი ერთი ჰექტარი ფართობით გამოეყო ე.წ. „კო-----------ს“ უკანა მხარეს მთაში. მიუხედავად იმისა, რომ ნ-----–-----------------სათვის და ე------------------ისათვის ცნობილი იყო აღნიშნული ფაქტი, მათ გადაწყვიტეს მიწების რეგისტრაცია იმ ადგილებზე, სადაც მათთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა. შეარჩიეს ტერიტორიები, რომელთა უდიდესი ნაწილი ერთი მხრივ დაფარულია ტყით და წარმოადგენს ტყის მასივს, ხოლო მეორე მხრივ წარმოადგენს ,,ტ------–----ის“ და საბაგირო გზის ტერიტორიას. მათ დაამზადეს და მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინეს (გამოიყენეს) მათივე დაკვეთით სპეციალური ცოდნის მქონე პირების მიერ შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზები, სადაც ნაკვეთის დანიშნულებად მიუთითეს სასოფლო სამეურნეო - სათიბი, რაც წარმოადგენს ცრუ ინფორმაციას. ამ გზით პირველ ეპიზოდში მათ შესძლეს მარეგისტრირებელი ორგანოს თანამშომლების შეცდომაში შეყვანა და ყალბად დამზადებული დოკუმენტის გამოყენებით, მათი მოტყუების გზით, მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება ნ-----–-----------------ს სახელზე. ხოლო მეორე და მესამე ეპიზოდში იგივე გზით, ყალბი ინფორმაციის შემცველი საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენით, კვლავ სცადეს სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის თაღლითური გზით მისაკუთრება, თუმცა, ამჯერად, ვერ შესძლეს მარეგისტრირებელი ორგანოს თანამშრომლების შეცდომაში შეყვანა და ვერ მოახერხეს განზრახვის სისრულეში მოყვანა. აღსანიშნავია, რომ მათი დაკვეთით შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზები შეიცავენ ცრუ ინფორმაციას, რადგან ნახაზებში მითითებული მიწის ნაკვეთების დანიშნულება არ არის სასოფლო-სამეურნეო და ამასთან, არ წარმოადგენს სათიბ ფართობებს. დადგენილია, რომ უკვე დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დიდი ნაწილი წარმოადგენს ტყის ფართობს, ამასთან, იმ პერიოდისათვის, როდესაც დაცვის მხარის მტკიცებით მათ მიერ ითიბებოდა ეს მიწის ნაკვეთები იგივე ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე ტყით იყო დაფარული. ეს გარემოება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი და დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის მტკიცება ამ საკითხთან დაკავშირებით დადგენილი შეუსაბამობების გამო. ამასთან, იმ შემთხვევაშიც თუ ნ-----–----------------- გათიბავდა მითითებულ სადავო ფართობებს არაერთი ათეული წლის წინ, ეს გარემოება მას არ აძლევდა საფუძველს მოეთხოვა ამ მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია, ვინაიდან, იგი ამ ფართობებს თიბავდა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე - თვითნებურად, ეს ფაქტი კი თავისთავად ვერ გახდებოდა საკუთრების დამადასტურებელი გარემოება. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ნ-----–-----------------სათვის და ე------------------ისათვის კარგად იყო ცნობილი ის გარემოება, რომ დარეგისტრირებულ და დასარეგისტრირებლად წარდგენილი მიწის ნაკვეთები მიწის ნაკვეთების დანაწილების დროს სათანადო კომისიის მიერ მათთვის გამოყოფილი არ იყო ასევე ის გარემოება, რომ თ-----------–--------–---------------მ მიწის განაწილების ფარგლებში მიღებული მიწის ნაკვეთი გადასცა შვილის შვილს თამარ გიორგის ასულ უსტიმენკოს, რომელმაც ეს ნაკვეთი დაირეგისტრირა და გაყიდა. მაგრამ, მიუხედავად აღნიშნულისა, უფრო მეტი შემოსავლის მიღების განზრახვით მათ დაგეგმეს და განახორციელეს ყალბი დოკუმენტების დამზადებითა და კამოყენების გზით ადმინისტრაციული ორგანოს შეცდომაში შეყვანა (შეცდომაში შეყვანის მცდელობა) და იმ მიწის ნაკვეთების საკუთრებად დარეგისტრირება და დარეგისტრირების მცდელობა, რომელზეც არანაირი სამართლებრივი უფლება არ გააჩნდათ.
ნ-----–-----------------მ და ე------------------ემ იცოდნენ რა, რომ მათთვის მიწის რეფორმის ფარგლებში კომისიის წევრების მიერ სადავო ტერიტორიაზე სათიბი მიწის ნაკვეთების გამოყოფა არ მომხდარა, ყალბი ინფორმაციის შემცველი საკადასტრო აზომვითი ნახაზების დამზადებითა და მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენის გზით ერთ ეპიზოდში შესძლეს სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის მისაკუთრება, ხოლო ორ შემთხვევაში განზრახვა ვერ მოიყვანეს სისრულეში.
ამასთან, ბრალდებულების ქმედების დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის საჭიროა გაიმიჯნოს მათი ქმედებები, ვინაიდან, ქმედება შეიცავს ორი სისხლის სამართლის დანაშაულს. პირველ რიგში მათ დაამზადეს ყალბი ინფორმაციის შემცველი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და იგი წარადგინეს მარეგისტრირებელ ორგანოში. ხოლო, შემდეგ ეტაპზე მარეგისტრირებელი ორგანოს შეცდომაში შეყვანით-მოტყუებით დაირეგისტრირეს (სცადეს დაერეგისტრირებინათ) სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთი. წარდგენილი ბრალდების თანახმად, ორივე ქმედებას მაკვალიფიცირებელ ნიშნად დართული აქვს სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. მაგრამ ქმედების ობიექტური ანალიზი იძელევა შესაძლებლობას გაიმიჯნოს თუ კონკრეტულად რომელი ქმედების ჩადენისას მიადგა სახელმწიფოს ზიანი, ქმედების ამგვარი გამიჯვნა მნიშვნელოვანია რათა არ მოხდეს ბრალდებულის ორმაგად დასჯა. გასათვალისწინებელია, რომ თუ მარეგისტრირებელი ორგანო არ შევიდოდა შეცდომაში, არ მოტყუვდებოდა და არ განახორციელებდა რეგისტრაციას უძრავ ქონებაზე, მხოლოდ ყალბი ინფორმაციის შემცველი საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამზადება და გამოყენება ვერ მიაყენებდა ნივთის მესაკუთრეს ზიანს. შესაბამისად, უშუალოდ მარეგისტრირებელი ორგანოს მოტყუების შედეგად უძრავი ქონების ნ-----–-----------------ს სახელზე რეგისტრაციის შემდეგ სახელმწიფოს მიადგა ზიანი, ამასთან, დიდი ოდენობის, ვინაიდან, ნივთის ღირებულება აღემატება 10000 ლარს. ხოლო, მცდელობების ეპიზოდში ნივთის რეგისტრაციით სახელმწიფოს მიადგებოდა დიდი ოდენობით ზიანი. საქმის განხილვით დადგენილია, რომ ბრალდებულები მოქმედებებდნენ ურთიერთშეთანხმებით. ორივე მათგანი იზიარებდა ერთმანეთის ქმედებებს, მათ ერთად დაგეგმეს და განახორციელეს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება ე.ი. სახეზეა ქმედების ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ამასთან, მეორე და მესამე ეპიზოდებში საქმე ეხება დანაშაულის ჩადენის მცდელობას, ვინაიდან ბრალდებულებისგან დამოუკიდებელი მიზეზით დანაშაული ვერ იქნა სისრულეში მოყვანილი, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
5. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენი გასაჩივრებულია როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მიერ და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე ხუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია თაღლითობისათვის, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებისთვის, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სახეზე იყოს შემდეგი ელემენტები: ა) ნივთი, რომლის დაუფლებაც ხდება უნდა ეკუთვნოდეს სხვას და არა დანაშაულის ჩამდენ პირს; ბ) დამნაშავე მოტყუების გზით ეუფლება სხვის კუთვნილ მოძრავ ნივთს, რომელსაც მოტყუებული პირი თავისი ნებით გადასცემს დამნაშავეს ან თავისი ნებით უთმობს უფლებას ნივთზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მარტის #2104აპ-07 განჩინება). მოტყუება ეს არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. მოტყუება შეიძლება გამოიხატოს როგორც აქტიურ ქმედებაში, ისე პასიურში. მოტყუების ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქო სამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ოქტომბრის N83აპ-13 განაჩენი); და გ) დანაშაულის ჩამდენს უნდა ამოძრავებდეს აღნიშნული ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვის არსებობაში გამოიხატება. დამნაშავემ იცის, რომ მოტყუებით ეუფლება სხვის ქონებას. ამასთან, აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებებია - დანაშაულის ჩადენა წინასწარი შეთამნხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
ასევე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის მიხედვით სსკ-ის 25-ე თავში (სადაც შედის 180-ე მუხლიც) დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10000 ლარის ზევით. თაღლითობის
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია მათ შორის ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა გამოყენების მიზნით და გამოყენება. ამ დანაშაულისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ის ურთიერთობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ოფიციალური დოკუმენტების შედგენისა და გამოყენების დადგენილ წესს. დანაშაულის საგანია მათ შორის სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რაშიც იგულისხმება წერილობითი აქტი, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ამა თუ იმ ფაქტს, რომელსაც იურიდიული მნიშვნელობა აქვს რაიმე უფლების მისანიჭებლად ან მოვალეობისგან გასათავისუფლებლად. ოფიციალურ დოკუმენტებს გასცემენ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იმ პირობით, თუ სახელმწიფო მათ ანიჭებს იურიდიულ ძალას. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე, მათ შორის, გამოიხატება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენაში გამოყენების მიზნით და გამოყენებაში. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება დასჯადია მხოლოდ მაშინ, თუ იგი მათ შორის გამოყენების მიზნით ხდება. რაც შეეხება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას, მასში იგულისხმება ასეთი დოკუმენტის ოფიციალური წარდგენა საწარმო/დაწესებულებაში, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, რათა მის საფუძველზე განხორციელდეს გარკვეული გადაწყვეტილების მიღება. დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და იგი დამთავრებულია კანონში მითითებული მოქმედების ჩადენისთანავე. სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ვამოიწვია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ე------------------ის და ნ-----–-----------------ს ქმედებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, რომ ე------------------ე და ნ-----–----------------- წარდგენილი ბრალდების სამივე ეპიზოდში უნდა გამართლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ამ ნაწილში ისინი უნდა იქნენ ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით პირველ ეპიზოდში და 19,362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მეორე და მესამე ეპიზოდებში.
ამდენად, ე------------------ემ და ნ-----–-----------------მ ჩაიდინეს დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით პირველ ეპიზოდში და მეორე და მესამე ეპიზოდებში 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 19,362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სწორედ ამ კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილნი დამნაშავედ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ე------------------ის და ნ-----–-----------------ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით დაცვისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს მსჯავრდებულების პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (ანგარება/სხვისი ქონების დაუფლება) ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (დამნაშავეთა მყარ სურვილს ჩაედინათ არაერთი დანაშაულებრივი ეპიზოდი), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულები), მათ პიროვნებებს (სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები მათი უარყოფითად დახასიათების შესაძლებლობას არ იძლევა) და მიიჩნევს, რომ ნ-----–-----------------სა და ე------------------ეს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროთ ჯარიმა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულების პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
ამასთან, ნ-----–-----------------ს, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას 5711 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 6-----------. მიწის ნაკვეთი გათავისუფლდეს ყადაღისაგან განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემდეგ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების ნ-----–-----------------ს და ე------------------ის ადვოკატ ციცინო ცხვედიანის და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის პ-------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენი;
ნ-----–----------------- საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;
ნ-----–----------------- საქართველოს სსკ-ის 19,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს (საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის - 2017 წლის ივნისის ეპიზოდი).
ნ-----–----------------- საქართველოს სსკ-ის 19,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს (საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის - 2016 წლის ივლისის ეპიზოდი);
ნ-----–----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 12000 ლარის ოდენობით.
ნ-----–----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 20000 ლარის ოდენობით;
ნ-----–----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით (2017 წლის ივნისი ეპიზოდი);
ნ-----–----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19.362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 8000 ლარის ოდენობით (2017 წლის ივნისის ეპიზოდი);
ნ-----–----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით (2016 წლის ივლისის ეპიზოდი);
ნ-----–----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 8000 ლარის ოდენობი (2016 წლის ივლისის ეპიზოდი);
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ნ-----–-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 20000 ლარის ოდენობით;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას 5711 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 6-----------. მიწის ნაკვეთს მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემდეგ;
ე------------------ე საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;
ე------------------ე საქართველოს სსკ-ის 19,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს. (საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის 2017 წლის ივნისის ეპიზოდი);
ე------------------ე საქართველოს სსკ-ის 19,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს. (საკადასტრო აგეგმვითი/ აზომვითი ნახაზის 2016 წლის ივლისის ეპიზოდი);
ე------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 12000 ლარის ოდენობით;
ე------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 20000 ლარის ოდენობით;
ე------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19.180 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით (2017 წლის ივნისის ეპიზოდი);
ე------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 8000 ლარის ოდენობით (2017 წლის ივნისის ეპიზოდი);
ე------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით (2016 წლის ივლისის ეპიზოდი);
ე------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 8000 ლარის ოდენობით (2016 წლის ივლისის ეპიზოდი);
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ე------------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 20000 ლარის ოდენობით;
მსჯავრდებულების მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია;
ყადაღა მოეხსანას გირაოს უზრუნველსაყოფად ნ-----–-----------------ს (პ/N1----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებაზე დადებული ყადაღა, მდებარე:
- დ------------------–-----–-- ქ. ს--------------- სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) 1480,00 კვ.მ მშენებარე ობიექტით;
- დ------------------–-----–--------- ს.კ.6------------------ სართული 4, ბ/12, 58,80 კვ.მ.
- ბ----------------------------–------------- მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) 1900,00 კვ.მ ს.კ. 64.26.05.110 - 500 000 ლარის ფარგლებში. (სასამართლოს 2017 წლის 31 აგვისტოს N12/027-17 წლის განჩინება);
საქმეზე არსებული CD დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი