განაჩენი

სისხლის სამართლის 04.12.2019
საქმის ნომერი
160100117002037419
ინსტანცია
თარიღი
04.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100117002037419

საქმე №1ბ/1742-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

თავმჯდომარე: ბესიკ ბუგიანიშვილი

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

მანუჩარ კაპანაძე

 

სხდომის მდივანი - სოფიკო კაპანაძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ------------------;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ა-------------- (დაბადებული 1-----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: სა----------------------------–---------------–--);

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი(ორი ეპიზოდი), სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი;

 

ადვოკატი - გ-----------–---–--;

 

თარჯიმანი - ზ----------------.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ა-------------ს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, ჩადენილი დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის 28 ნოემბერს მ–------------------------–------------ან, ავ--------–-------ის პირუტყვის სადგომიდან, ვ-----------–-----–---–მა თავისი კუთვნილი 293 სული ცხვარი და 2 თხა, რომლის ღირებულება შეადგენდა 44 250 ლარს, სამწყემსავად გაატანა ა-------------ს გარდაბნის ტერიტორიაზე მდებარე ზამთრის საძოვებზე. ა-------------მა აღნიშნული ცხვრებიდან პირადი მიზნებისთვის მოიხმარა 38 550 ლარად ღირებული 257 სული ცხვარი.

 

ა-------------ს ასევე ბრალად ედება, რომ ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, ჩადენილი დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 23 მაისს დ---------------–------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ა-------------მა ა----------------------–-------------------ში მცხოვრები ი----------------------–-------------------–------------------------–------------–----–----------------------------–-----------------------------------------------–----------------------------–-----აგან, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, დმანისის რაიონის საზაფხულო საძოვრებზე ზაფხულის განმავლობაში სამწყემსავად და შესანახად ჩაიბარა 32 240 ლარად ღირებული 242 სული ცხვარი. ა-------------მა აღნიშნული ცხვრებიდან 197 სული ცხვარი 2016 წლის 23-24 მაისის ღამეს გარდაბნის რაიონის ს------–-----–----- მიმდებარე ტერიტორიაზე, რესტორან ,,მ-------------ან’’, ვალის დაფარვის მიზნით, გადასცა ვ-----------–-----–---–ს, ხოლო დანარჩენი პირადად მოიხმარა.

 

ასევე ა-------------ს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის ივლისში ა-------------მა ქ----–----–---ს, მ-------------სა და მ--------–---ს მოტყუებით წინასწარ გამოართვათ 50-50 ლარი, ს--–-------------ს - 20 ლარი, ხოლო ვ-----------–---------ს - 50 ამერიკული დოლარი, როგორც მათი ცხვრის მწყემსვისა და შენახვის საფასურის ნაწილი, მაშინ როცა ცხვარი აღარ ჰყავდა.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა, რომა-------------მა ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, ჩადენილი დიდი ოდენობით ( ვ-----------–-----–---–ის ეპიზოდი).

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა, რომ ა-------------მა ჩაიდინა თაღლითობა ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 23 მაისს დ---------------–------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ა-------------მა ა----------------------–-------------------ში მცხოვრები ი----------------------–-------------------–------------------------–------------–----–----------------------------–-----------------------------------------------–----------------------------–-----აგან, მოტყუებით გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ვითომდა დმანისის რაიონის საზაფხულო საძოვრებზე ზაფხულის განმავლობაში სამწყემსავად და შესანახად ჩაიბარა 32 240 ლარად ღირებული 242 სული ცხვარი. ა-------------მა აღნიშნული ცხვრებიდან 197 სული ცხვარი 2016 წლის 23-24 მაისის ღამეს გარდაბნის რაიონის ს------–-----–----- მიმდებარე ტერიტორიაზე, რესტორან ,,მ-------------ან’’, ვალის დაფარვის მიზნით, გადასცა ვ-----------–-----–---–ს, ხოლო დანარჩენი პირადად მოიხმარა.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა, რომ ა-------------მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის ივლისში ა-------------მა ქ----–----–---ს, მ-------------სა და მ--------–---ს მოტყუებით წინასწარ გამოართვათ 50-50 ლარი, ს--–-------------ს - 20 ლარი, ხოლო ვ-----------–---------ს- 50 ამერიკული დოლარი, როგორც მათი ცხვრის მწყემსვისა და შენახვის საფასურის ნაწილი, მაშინ როცა ცხვარი აღარ ჰყავდა.

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განაჩენით:

 

ა-------------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ვ-----------–-----–---–ის ეპიზოდი).

 

ა--------------ს ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 37100 ლარის ოდენობით.

 

ა-------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობის დროს უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ა-------------ს სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 37100 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად პატიმრობაში გატარებული დროის გათვალისწინებით (2017 წლის 16 აგვისტოდან 2018 წლის 6 თებერვლის ჩათვლით) შეუმცირდა საბოლოო სასჯელი და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 20 000 ლარის ოდენობით.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ: ბოლნისის რაიონული პროკურორის მოადგილემ - ს-------------–---–მა.

 

მეორე მხარემ - მსჯავრდებულ ა--------------ს ადვოკატებმა გ-----------–---–--მ და ნ-------------–---მა სააპელაციო სასამართლოს წარუდგინეს შესაგებელი

 

4. მხარეთა პოზიციები:

 

აპელანტის პოზიციით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განაჩენი ა--------------ს ბრალდების ნაწილში გამართლებისა და მისი ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის გამო არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან გაუგებარია, როგორ წამოიყვანა ა-------------მა ცხვარი ვ-----------–-----–---–ისაგან გასაყიდად, როდესაც ა-------------მა ვ-----------–-----–---–ს შესთავაზა ცხვრების მოვლა, ხოლო ვ-----------–-----–---–მა მას წინასწარ გადაუხადა ცხვრების მოვლის და არა გაყიდვის საფასური? თუ, ა-------------მა ცხვარი გასაყიდად გამოიყვანა ვ-----------–-----–---–ისაგან, მაშინ რატომ მისცა ა-------------მა ვ-----------–-----–---–ს დმ------------------------–-------------------ის მოსახლეობის ცხვარი და არა თანხა? აღნიშნული ნათლად მეტყველებს, რომ ა-------------მა ვ-----------–-----–---–ის კუთვნილი 293 სული ცხვარი და 2 თხა, რომლის ღირებულება შეადგენდა 44 250 ლარს, წამოიყვანა სამწყემსავად და არა, გასაყიდად, ხოლო ცხვარი გაყიდა ვ-----------–-----–---–თან შეუთანხმებლად რაც დასტურდება მოწმე ავ--------–-------ისა და ვ-----------–-----–---–ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებით. რაც შეეხება ა--------------ს ქმედებას დმ------------------------–-------------------ში მცხოვრებ ათ დაზარალებულთან მიმართებაში, ცალსახად დადგინდა, რომ ა-------------მა ი----------------------–-------------------–------------------------–------------–----–----------------------------–-----------------------------------------------–----------------------------–-----აგან, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, დმანისის რაიონის საზაფხულო საძოვრებზე ზაფხულის განმავლობაში სამწყემსავად და შესანახად ჩაიბარა 242 სული ცხვარი, საიდანაც 197 სული ცხვარი, ვარილის დაფარვის მიზნით, გადასცა ვ-----------–-----–---–ს, ხოლო დანარჩენი პირადად მოიხმარა, რისი გათვალისწინებით, ა-------------- ცნობილი უნდა იქნეს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ვ-----------–-----–---–ის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

მეორე მხარის პოზიციით - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული და ითხოვა მისი ძალაში დატოვება.

 

5. მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).

 

მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შეაფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და განმარტავს, იძლევა თუ არა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და აერთობლიობაში.

 

სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, ჩადენილი დიდი ოდენობით (ვ-----------–-----–---–ის ეპიზოდი)

 

ვ-----------–-----–---–მა განმარტა, რომ 2015 წელში იმყოფებოდა მუხრანში რა დროსაც დაურეკა ა-------------მა და შესთავაზა, რომ მოუვლიდა მის ცხვარს. ცხვრების წასაყვანად მასთან მივიდა ოთხი ადამიანი და მთლიანობაში წაიყვანა 235 ცხვარი. ა-------------მა ცხვარი დააბინავა რუსთავთან ახლოს. შეთანხმების თანახმად ცხვარი უნდა დაბრუნებოდა ვ-----------–-----–---–ს გაზაფხულზე, თუმცა ა-------------მა ეს პირობა არ შეასრულა და არც ცხვრის სანახავად უშვებდა მას. ასევე ვ-----------–-----–---–მა განმარტა რომ 2016 წლის 16 მაისის შემდეგ ვეღარ დაუკავშირდა ა-------------ს. ვ-----------–-----–---–მა უჩვენა, რომ მუხრანში ყავს ნაცნობი, რომელსაც სთხოვა წასულიყო რუსთავში და ენახა მისი ცხვარი. ლაშამ(ავ--------–-------ი) მას დაურეკა და უთხრა, რომ რუსთავში მისი ცხვარი აღარ იყო დაბინავებული. ამის შემდეგ ვ-----------–-----–---–ი შვილთან ერთად ჩავიდა რუსთავში და დარწმუნდა რომ მისი ცხვარი ნამდვილად აღარ იყო. ა-------------- კი მის ზარებს არ პასუხობდა. ვ-----------–-----–---–მა განაცხადა, რომ აღნიშნულის შემდეგ შეატყობინა პოლიციას, საიდანაც ა-------------ს დაუკავშირდა რუსთავის პოლიციის უფროსი. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ა-------------მა თელეთთან ვ-----------–-----–---–ს მიუყვანა ცხვარი და განმარტა რომ აკლდა მხოლოდ სამოცი. ვ-----------–-----–---–ის განმარტებით ა-------------მა მას განუცხადა რომ აღნიშნული ცხვრები იყიდა. 2016 წელს შემოდგომაზე ვ-----------–-----–---–თან გამოცხადდა დმანისის პოლიცია. უთხრეს, რომ უნდა დაეთვალიერებინათ მისი ცხვრები. დმანისიდან მოსულებმა ნახეს, დაათვალიერეს, ამოარჩიეს და გამორეკეს საკუთარი ამოცნობილი ცხვარი. დაზარალებულმა ვ-----------–-----–---–მა განმარტა, რომ თავდაპირველად ა-------------მა ცხვარი წაიყვანა ლ-–--------ის(ავ--------–-------ის) სახლიდან, 293 ცხვარი და 2 თხა. მთლიანად ა--------------სათვის უნდა გადაეხადა 5000 ლარი, კერძოდ 3000 ლარი მისცა ადგილზე, ხოლო 2000 ლარის ღირებულების ცხვარი უნდა გაეყიდა. ვ-----------–-----–---–მა ასევე დაადასტურა რომ მასსა და ა-----ს შორის შედგა ტელეფონზე მოლაპარაკება და ამ მოლაპარაკებას სხვა არავინ დასწრებია. ასევე განმარტა რომ ა-------------მა ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ მას გადაუხადა 7000 ლარი და დღეის მდგომარეობით მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

 

ვ----------–-----–---–მა (ვ-----------–-----–---–ის შვილი) დადასტურა რომ 2015 წლის ნოემბერში მამამისმა ა-------------ს ზამთარში მოსავლელად გაატანა ცხვარი. ცხვარი წაიყვანეს მუხრანიდან ლ-–--------ის საცხოვრებელი სახლიდან. ზუსტად არ ახსოვს რამდენი ცხვარი გაატანეს მოსავლელად, მათ მოვლის საფასურის 3000 ლარი გადაუხადეს, ხოლო დანარჩენის ცხვარი უნდა გაეყიდა. რამდენიმე ხნის მერე მათთვის ცნობილი გახდა რომ ცხვარი აღარ იყო ადგილზე. ისინი წავიდნენ რუსთავში და ნახეს რომ რამდენიმე ცხვარი იყო დარჩენილი ბინაზე, ასევე იქ დახვდათ ბინის მეპატრონე, რომელმაც განუმარტა რომ მათი ცხვარი იმავე მანქანით წაიყვანეს და ბინაზე არც დაუცლიათ. ამის შემდეგ მან დაადასტურა რომ მამასთან ერთად წავიდა პოლიციაში. მოწმის განმარტებით ა-------------მა 197 ცხვარი მიუყვანა, დანარჩენის სანაცვლოდ კი სთხოვდა რომ მიიყვანდა ძროხებს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მათ ცხვარი წაიყვანეს ყაზბეგში, სადაც რამდენიმე ხანში ჩააკითხა პოლიციამ და უთხრა რომ აღნიშნული ცხვარი იყო მოპარული. ვ----------–-----–---–იმა დაადასტურა, რომ მის ოჯახსაც საკუთრებაში ყავს 300 ცხვარი.

 

ა---------–---–-–---------მა განმარტა, რომ ა-------------- მასთან სახლში, სოფელ მუხრანში იყო სამ პიროვნებასთან ერთად, ასევე მასთან იყო ვ-----------–-----–---–ი. ა-------------მა მისი სახლიდან წაიყვანა 293 ცხვარი და 2 თხა. 2016 წელს მას დაუკავშირდა ვ-----------–-----–---–ი და უთხრა რომ ა-------------ს გათიშული ქონდა ტელეფონი, ამიტომ მისულიყო ბინაზე და გადაემოწმებინა. მისვლისას ავ--------–-------ს მეზობელმა განუმარტა, რომ ის ცხვარი გაყიდული იყო, აღნიშნული შეატყობინა ვ-----------–-----–---–ს. გარკვეული დროის შემდეგ მას დაუკავშირდა ვ-----------–-----–---–ი და განმარტა რომ ა-----ს ცხვარი უნდა მოეყვანა დაახლოებით მიიყვანა 190-მდე ცხვარი და დაპირდა რომ დანარჩენსაც მიიყვანდა. ვ-----------–-----–---–მა ცხვარი ყაზბეგში წაიყვანა, სადაც როგორც მოწმისთვის ცნობილია ჩავიდა დმანისის პოლიცია და მოსახლეობა, დიდი სამარშუტო მიკროავტობუსით, აარჩიეს ა--------------ს მიერ მიყვანილი ცხვრები. ავ--------–-------მა განმარტა, რომ ა-------------მა ცხვარი წაიყვანა რუსთავში ზამთარში მოსავლელად, ცხვრების მოვლის სანაცვლოდ გადაუხადა 3000 ლარი და ცხვარი. ავ--------–-------მა განმარტა, რომ მასთან სახლში იყვნენ 2015 წლის ნოემბრის ბოლოს. ა--------------ს შვილმა კი ყაზბეგში ჩაიყვანა 100 სული ცხვარი და თან მას სამი მეგობარი ახლდა. ავ--------–-------მა განაცხადა რომ ვ-----------–-----–---–თან მეგობრობს.

 

გ--------------მა განმარტა რომ არის ტრაქტორისტი და ა-------------ს იცნობს დიდი ხანია. გ--------------ის განმარტებით ერთხელ მას დაურეკა ა-------------მა და უთხრა რომ იყო მ--------–ის ბაზარში და სთხოვა წაყვანა. გ--------------მა განმარტა რომ ა-------------- იმყოფებოდა ვინმე ვ--------თან ერთად, რომელთან ერთადაც ცხვარს ყიდდა. მოწმის განმარტებით იმ ღამეს დარჩა ა-------------თან სახლში, ვ--------იც მათთან ერთად იყო. გ--------------მა დაადასტურა რომ ა-------------მა მეხორცეს გაატანა 4 ცალი ცხვარი, 4 ცხვრის ფული კი მისცა ვ--------ს. გ--------------მა ასევე დადასტურა, რომ ამის შემდეგ მან ვ--------ი წაიყვანა რუსთავში და გააცილა სამარშუტო ტაქსით. გ--------------ის განმარტებით მას ერთხელ დაუკავშირდა ა-------------- და უთხრა რომ იყო აზერბაიჯანში და თუ ვ--------ი დაურეკავდა ეთქვა რომ 15-ში ნახავდა და მისცემდა.

 

ს--------–---მა განმარტა, რომ 2015 წლის ნოემბერში ა-------------მა ცხვარი მიიყვანა რუსთავში, ვინმე გოიჯას ბინაზე. მას განუმარტეს, რომ ცხვარი იქ უნდა შეენახათ. ს--------–---მა დაადასტურა რომ ა-------------- ცხვარს ყიდდა თუ კლიენტი მივიდოდა. ასევე ს--------–---მა განმარტა რომ მასთან ცხვრის საკითხავად არავინ მისულა და ერთხელ მასთან მივიდა ვ--------ი, რომელმაც ცხვარი წაიყვანა ბაზარში გასაყიდად.

 

გ---–--------–---------მ განმარტა, რომ ცხოვრობს რუსთავში და მასთან ახლოს ცხოვრობდა ა–----–-----------------. რამდენიმე ხნის წინ მასთან მივიდნენ და კითხეს აღნიშნული პიროვნების შესახებ. მან განუმარტა რომ იცნობდა ს-----ას, რომელიც მ--------–ის ბაზარში ცხვარს ყიდულობდა და ყიდდა. მოწმემ დაადასტურა რომ ა-–---–----–--------------–----–---ის) სახლში ბევრი ცხავრი არ უნახავს, შეიძლება იყო თუმცა მას არ უნახავს. მოწმემ განმარტა რომ ა-–---–----–---- დაახლოებით 2 წლის წინ გარდაიცვალა.

 

გ----–-----–----–---მა განმარტა, რომ იყო ა-–---–----–----ს შვილი და ცხოვრობდა უკრაინაში. გადმოცემით იცის, რომ ა-------------ს ჰქონდა მამამისის ვალი.

 

ე-–---------------მა განმარტა, რომ იცნობს ა-------------ს. ა-------------ს ბინაზე ყავდა ცხვარი და ძროხები. მოწმის განმარტებით ორ-სამჯერ არის ნამყოფი ა-------------თან ბინაზე, ერთ-ერთი შეხვედრის დროს კი შეესწრო სატელეფონო საუბარს, სადაც ა-------------ს სთხოვდნენ წაყვანილი ცხვრების ფულს. ე-–---------------მა ასევე დაადასტურა, რომ ა-------------თან ერთად იყო ს-------–----–---იც და ს------ც ვაჭრობდა ცხვრებით.

 

ბ------------–---მა დაადასტურა, რომ იცნობდა ა-------------ს და ასევე ს-------–----–---საც. განმარტა, რომ მათთან მივიდა ცხვრის საყიდლად რომელიც ეძვირა და აღარ იყიდა.

 

ა-------------მა განმარტა, რომ ვ-----------–-----–---–თან ერთად 1 წლის განმავლობაში ცხვარს ინახავდა მთაში. ვ-----------–-----–---–ი გაიცნო 2012-2013 წლებში, თავად ცხვრით ხან ვაჭრობდა ხან ინახავდა, ვ--------ისაგან მოყავდა ცხვარი და ყიდდა. ბრალდებული ა-------------- განმარტავს რომ მას დაუკავშირდა ვ-----------–-----–---–ი და უთხრა რომ 30 მოხუცი ცხვარი ჰყავდა გასაყიდი, მივიდა წამოიყვანა და აღნიშნულ ცხვრებს ს-----თან ერთად ყიდიდა ფონიჭალიდან. ამის შემდეგ დაურეკა და უთხრა რომ 27 ცხვარი ჰყავდა გასაყიდი ბატკნებიანად. კიდევ ერთხელ დაუკავშირდა, უთხრა რომ დღესასწაულზე ცხვარი ჰყავდა გასაყიდი და მისთვის მიეცა აღნიშნული ცხვარი. ცხვარი იყო დაახლოებით 200-ზე მეტი. 2015 წლის ნოემბერში წამოიყვანა ცხვარი, გადაიხადა დაახლოებით 4000 ლარი, ხოლო დანარჩენში უნდა გადაეხადა მოგვიანებით. ერთ ცხვარში იხდიდა 140 ლარს. მთლიანობაში მას ვ-----------–-----–---–ისათვის გადასახდელი ჰქონდა 30 000 ლარი. ა-------------მა განმარტა რომ ცხვარი მიიყვანა ფ-------–-ში ს------ს ეზოში, აღნიშნული ცხვარი წამოიყვანა მ--------–ის ბაზარში და გაყიდა, საიდანაც 5000 ლარი კვლავ გადაუხადა ვ-----------–-----–---–ს. რის შემდეგაც გადასახდელი დარჩა 25 000 ლარი. ა-------------მა განაცხადა რომ, ცხვარს ყიდდა ნაწილ-ნაწილ და თანხას აძლევდა ვ-------- ა-–-----–--–ს. ა-------------მა განმარტა, რომ ცხვრებზე ვაჭრობდა მეგობარ ს-----თან ერთად. ს-----მა ვ-----------–-----–---–ის 100 ცხვარი გაყიდა ვინმე აზერბაიჯანელზე რომელმაც მათ თანხა არ გადაუხადა და შესაბამისად 100 ცხვრის საფასური მათ ვერ გადაუხადეს ვ-----------–-----–---–ს. ა-------------მა ასევე განმარტა, რომ ს------ გარდაიცვალა და ვ-----------–-----–---–თან ანგარიშსწორება მხოლოდ თავად უხდებოდა.

 

სააპელაციო პალატამ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მთლიანად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სახელმწიფო ბრალდება ა-------------ს ამ ეპიზოდში ედავებოდა სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა, ჩადენილი დიდი ოდენობით. შესაბამისად, ბრალდების მხარეს უნდა წარმოედგინა და სასამართლოს მტკიცებულებათა გამოკვლევით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დაედასტურებინა, რომ ა-------------ს ვ-------- ა-–-----–---–მა ცხვარი გაატანა შესანახად და მან აღნიშნული ცხვარი გაყიდა ვ-----------–-----–---–თან შეთანხმების გარეშე, მიღებული თანხა კი მითვისა. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების: ვ-----------–-----–---–ის, ვ----------–-----–---–ის, ავ--------–-------ის ჩვენებებით დასტურდება რომ ა-------------მა ვ-----------–-----–---–ისაგან წამოიყვანა 293 ცხვარი და 2 თხა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება არც ა-------------ს გაუხდია სადავო. სასამართლომ კვლავ მოწმეთა ჩვენებებით უნდა დაადგინოს თუ რა შეთანხმება არსებობდა ა-------------სა და ვ-----------–-----–---–ს შორის. სასამართლოს მიერ დასადგენია ა-------------მა ვ-----------–-----–---–ის ცხვარი წაიყვანა სამწყემსად და შესანახად თუ გასაყიდად. ვ-----------–-----–---–მა განმარტა, რომ შეთანხმება მასა და ა-------------ს შორის ცხვრების მოვლის თაობაზე შედგა ტელეფონით და ამ შეთანხმებას სხვა მოწმეები არ დასწრებიან. ვ----------–-----–---–მა და ავ--------–-------მა შეთანხმების ზუსტი დეტალები არ იცოდნენ, თუმცა განმარტეს რომ ვ-----------–-----–---–მა ა-------------ს ნება დართო გაეყიდა ცხვრების ნაწილი. ა-------------მა განმარტა, რომ მან ვ-------- ა-–-----–--–ისაგან ცხვრები წამოიყვანა გაყიდვის მიზნით. ასევე მოწმის სახით დაკითხვისას დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმემ დაადასტურა, რომ ა-------------- მ--------–ში ნახა ვინმე ვ--------თან ერთად, სადაც იგი ყიდდა ცხვარს. ასევე მოწმეების დაკითხვით დადასტურებულია, რომ ვ-----------–-----–---–ს თავად ყავს ცხვარი, უვლის მათ და ავ--------–-------ი კი არის მისი მწყემსი, რომელსაც ცხვარი დაბინავებული ჰყავდა სოფელ მუხრანში. შესაბამისად სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადგენს ა--------------ს მიერ ვ-----------–-----–---–ის ცხვრების მითვისების ფაქტს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ-----------–-----–---–სა და ა-------------ს შორის არსებობდა სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა და ა--------------ს მიერ ვერ ხდებოდა მისთვის თანხების დროულად დაბრუნება, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

თაღლითობა ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით.

 

მ-------------მა განმარტა, რომ ა-------------ს მაისის თვეში 22 ცხვარი გაატანა. მასთან ერთად ა-------------ს კიდევ 9 დმანისელმა გაატანა ცხვარი. მთლიანობაში დ-----–-----------------სთან ა-------------მა დმანისის მოსახლეობიდან წაიყვანა 240- 260 ცხვარი. მ-------------მა დაადასტურა რომ მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ ა-------------ს ცხვარი წაუყვანია ყაზბეგში. დაზარალებულმა მ-------------მა განმარტა, რომ ცხვრის წაყვანიდან 20 დღის შემდეგ მასთან მივიდა ა-------------- და გამოართვა 50 ლარი, რომელიც ა--------------ს განმარტებით მას სჭირდებოდა მთაში ადგილისათვის. ერთი ცხვარი თვეში გამოდიოდა 2 ლარი და 50 თეთრი. მ-------------მა განმარტა რომ ა-------------მა დაპირებულ დროს მას ცხვარი არ მოუყვანა რის გამოც თანასოფლელებთან ერთად წავიდნენ ყაზბეგში ამოიცნო საკუთარი ცხვრები და წამოიყვანა. მ-------------მა დააზუსტა, რომ ყაზბეგში თავად ვერ შეძლო წასვლა და წასული იყო მისი შვილი ფ------------ი. დაზარალებულის განმარტებით მას დაბრუნებული ყავს 21 ცხვარი. ასევე განმარტა, რომ ცხვრების ნაწილი მან დაიბრუნა ო---------ში სკოლის წინ პოლიციის მოყვანილი ცხვრებიდან.

 

ფ------------მა (დაზარალებული მ-------------ის შვილი) დაადასტურა, რომ პ--------------სთან ა-------------ს დმანისის ათმა მოსახლემ გაატანა ცხვარი, ასევე ცხვრის წაყვანიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ა-------------ს გადაუხადეს ცხვრების მოვლის საფასური 50 ლარი, ასევე განმარტა რომ იგი იმყოფებოდა ყაზბეგში ცხვრების წამოსაყვანად. ცხვრები ამოიცნო ყურზე არსებული ნიშნით, კერძოდ ცხვარს ყური ჰქონდა გაჭრილი მარჯვენა მხრიდან მარცხენა მხარეს. ფ------------მა დაადასტურა რომ 4 ცხვარი დაიბრუნა პოლიციის მოყვანილი ცხვრებიდან ო---------ში სკოლის წინ. ფ------------ის განმარტებით მათ ა--------------სგან იცოდნენ რომ ცხვარი ყავდა მთაში სამწყემსად, მოგვიანებით კიი მათთვის ცნობილი გახდა რომ ა-------------მა ცხვარი გამოიყენა პირადი მიზნებისათვის.

 

ი--------მა განმარტა, რომ 2016 წლის 23 მაისის ა-------------ს გაატანა 9 ცხვარი რომელიც უნდა დაებრუნებინა მისთვის 1 სექტემბერს. ი--------მა დაადასტურა რომ დმანისში პანტიანის ტბიდან მის გარდა კიდევ 9 მოსახლემ გაატანა ა-------------ს ცხვარი, მთლიანობაში 242 ცხვარი. ი--------მა განმარტა, რომ ცხვრის დაბრუნებას და ა-------------ს დაელოდნენ დაახლოებით 24 სექტემბრამდე, შემდეგ კი სხვა დაზარალებულებთან ერთად გამოცხადდა პოლიციაში. დაზარალებულმა განმარტა, რომ ცხვრების ნაწილი მან ამოიცნო ყაზბეგში ნაწილი კი პოლიციის მიერ ო---------ში მოყვანილი ცხვრებიდან იქნა ამოცნობილი. ი--------მა განმარტა, რომ როდესაც პოლიციამ მოიყვანა დმანისში ცხვარი, პირადად მას ა-------------- კამაზში არ დაუნახავს, თუმცა ამბობდნენ რომ იქ იყო. მოწმემ ასევე დაადასტურა რომ ა--------------სათვის წინა წელსაც ჰქონდა ცხვარი გატანებული და მან წინა წელს ცხვარი დააბრუნა დროულად.

 

ვ-----------–---------მა განმარტა რომ 2016 წლის 23 მაისს დმანისის მცხოვრებ 9 სხვა მოქალაქესთან ერთად ა-------------ს პ--------------სთან გაატანა 18 სული ცხვარი, მთლიანობაში ა--------------ს იქ შეკრებილმა მოსახლეობამ გაატანა 242 სული ცხვარი. ვ-----------–---------ის განმარტებით ა-------------მა აღნიშნული ცხვრები არ დააბრუნა დათქმულ დროს, რის გამოც აღნიშნულის თაობაზე აცნობეს პოლიციას და პოლიციის ძალისხმევით ცხვრების ნაწილი წამოიყვანეს ყაზბეგში ვინმე ვ--------ისაგან, ნაწილი კი დმანისში ო---------ში სკოლასთან პოლიციის მიერ მოყვანილი ცხვრებისგან ამოარჩიეს. დაზარალებულის განმარტებით მან დაიბრუნა 18 მისი კუთვნილი ცხვარი. ვ-----------–---------მა განმარტა რომ ცხვრების წაყვანის შემდეგ ა-------------ს გადაუხადა 50 დოლარი ცხვრის მოვლისათვის, რადგან მას ა-------------მა განუცხადა რომ საძოვარზე ფული ჰქონდა გადასახდელი. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნული თანხა მან ა-------------ს გადაუხადა ცხვრის წაყვანიდან 10 დღეში. დაზარალებულის განმარტებით მათ ა--------------სათვის თანხა უნდა გადაეხადათ, ცხვრის დაბრუნების შემდეგ თუმცა იფიქრა რომ რადგან მისი გადასახდელი იყო და თანხაც იმ დროს ჰქონდა მისცემდა წინასწარ. ვ-----------–---------მა ასევე დაადასტურა რომ მისი თანდასწრებით ივაზ ისახოვს 50 ლარი გადაუხადა მ-------------მაც. ვ-----------–---------მა განმარტა რომ ა--------------საგან არაფერს ითხოვდა ცხვრებიც დაბრუნებული ჰყავდა და ცხვრის მოვლის საფასურიც გადახდილი ჰქონდა.

 

რ---------------მა განმარტა, რომ 23 მაისს სხვა დაზარალებულებთან ერთად 36 ცხვარი გაატანა ა-------------ს, რომელიც უნდა დაებრუნებინა სექტემბრის თვეში. სექტემბრის პირველ რიცხვში ა-------------მა ცხვარი არ მოუყვანა, ტელეფონზე დაუკავშირდნენ მას ა-------------- კი ჰპირდებოდა რომ მალე მიუყვანდა ცხვარს. რ---------------მა დაადასტურა რომ მან სხვა დაზარალებულებთან ერთად 26 სექტემბერს პოლიციაში შეიტანა განცხადება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. რ---------------მა განმარტა რომ მან ცხვრების ნაწილი დაიბრუნა ყაზბეგიდან, ო---------ში მოყვანილი ცხვრებიდან, ამოარჩია. ასევე განმარტა რომ ყაზბეგში მის ნაცვლად მისი შვილი ბ------------------ იყო წასული. რ---------------ის განმარტებით მან დაიბრუნა 29 ცხვარი, 7 ცხვარი არ ყავს დაბრუნებული და ბრალდებულისაგან ითხოვს ან ცხვარს ან თანხას.

 

ბ-----------------მა დაადასტურა, რომ მამის რ---------------ის ნაცვლად წავიდა ყაზბეგში, დაახლოებით იქნებოდა ოქტომბრის თვე და ყაზბეგში იმყოფებოდა სხვა დაზარალებულებთან ერთად ასევე დაადასტურა რომ ყაზბეგიდან წამოიყვანა მისი კუთვნილი 15 ცხვარი.

 

ს----------–----მ განმარტა, რომ 2016 წლის 23 მაისს დმანისის რაიონის პ--------------სთან ა--------------ს მოსავლელად გაატანა 9 ცხვარი. დაზარალებულის განმარტებით სექტემბრის 1 რიცხვისათვის უნდა დაებრუნებინა, თუმცა დანაპირები ა-------------მა არ შეასრულა რის გამოც სხვა დაზარალებულებთან ერთად დაწერა განცხადება, მანვე დაადასტურა რომ დაიბრუნა 7 ცხვარი ა-------------ს დასაბრუნებელი ყავს 2 ცხვარი, დაზარალებულისვე განმარტებით მან ცხვარი დაიბრუნა პოლიციის დახმარებით.

 

ს--–-------------მა განმარტა, რომ ა-------------ს 23 მაისს სხვა დაზარალებულებთან ერთად გაატანა ცხვარი, რომელიც 1 სექტემბრისათვის უნდა დაებრუნებინა, ა-------------მა კი ცხვარი არ მიუყვანა. აღნიშნულის შემდეგ, ს--–-------------ი დაუკავშირდა პოლიციას სხვა დაზარალებულებთან ერთად. ს--–-------------მა განმარტა, რომ ათნი იყვნენ, როდესაც პოლიციამ ისინი დაიბარა და მათ ცხვარი ო---------ში სკოლასთან შეარჩიეს. ს--–-------------მა აღნიშნა, რომ სკოლასთან მან 10 ცხვარი შეარჩია, მთლიანობაში კი მისი უნდა ყოფილიყო 46 სული ცხვარი. პოლიციის დახმარებით მათ ცხვრების ნაწილი წამოიყვანეს ყაზბეგში, ვინმე ვ--------ისაგან, დაზარალებულის განმარტებით, მან დაიბრუნა 9 ცხვარი ხოლო 27 ცხვარი არ ჰყავს დაბრუნებული. მთლიანობაში ა--------------ს იქ შეკრებილმა მოსახლეობამ გაატანა 242 სული ცხვარი. ს--–-------------ის თქმით იგი ერთ სულ ცხვარზე იხდიდა 2 ლარსა და 50 თეთრს და მან ცხვრების წაყვანის შემდეგ გადაუხადა 20 ლარი, ხოლო მასთან ერთად 4-5 ადამიანმაც მისცა თანხა.

 

მ--------–---მა განმარტა, რომ 2016 წლის 23 მაისს ცხვარი გაატანა ა-------------ს, შეთანხმების თანახმად ა-------------ს ცხვარი პირველ სექტემბერს უნდა დაებრუნებინა. მ--------–---მა განმარტა რომ სექტემბერში ა-------------მა ცხვარი არ დააბრუნა, შეეხმიანნენ მას რამდენჯერმე, პირდებოდა რომ ცხვარს დააბრუნებდა თუმცა უშედეგოდ. მ--------–---მა განმარტა რომ ა-------------ს გაატანა 43 ცხვარი რომელთაგანაც დაიბრუნა 29 ცხვარი. მ--------–---მა დადასტურა რომ მასთან ერთან 9 ადამიანმა გაატანა ა-------------ს ცხვარი, მთლიანობაში რამდენი ცხვარი წაიყვანა ა-------------მა არ იცის რადგან პირველმა მან ჩააბარა ცხვარი და წავიდა. მ--------–---მა ასევე განმარტა რომ ცხვრის წამოსაყვანად იმყოფებოდა ყაზბეგშიც ვინმე ვ--------თან. ცხვრების ნაწილი დაიბრუნა სტადიონზე პოლიციის მიერ მოყვანილი ცხვრებიდან. მ--------–---მა ასევე განმარტა რომ ა-------------ს მოგვიანებით გადაუხადა ცხვრის მოვლის საფასური 50 ლარი. აღნიშნული თანხა ა-------------ს გადასცა მისმა შვილმა, ასევე მისთვის ცნობილია რომ ვ-----------–---------მა გადასცა 50 დოლარი ცხვრების მოვლისათვის, ცხვრის მოვლისათვის ასევე გარკევული თანხა გადასცა ს--–-------------მა. მ--------–---ის განმარტებით დასაბრუნებელი დარჩა ა--------------სგან 14 ცხვარი, კერძოდ: 4 ცხვარი და 10 ბატკანი.

 

ჯ------–------------მა განმარტა, რომ 1026 წლის 23 მაისის ცხვარი მთაში მოსავლელად გაატანა ა-------------ს. შეთანხმების თანახმად ა-------------ს ცხვარი უნდა დაებრუნებინა სექტემბერში. დაზარალებულის განმარტებით ა-------------მა პირობა არ შეასრულა, რის გამოც მიმართეს პოლიციას. ჯ------–------------მა დაადასტურა რომ სხვა დაზარალებულებთან ერთად იმყოფებოდა ყაზბეგში, საიდანაც წამოიყვანეს ცხვრები. ჯ------–------------მა განმარტა რომ ყაზბეგიდან წამოიყვანა 13 ცხვარი, ა-------------ს კი მისთვის დასაბრუნებელი ყავს 4 ცხვარი. ჯ------–------------მა, ასევე დაადასტურა, რომ ცხვრების ნაწილი დმანისში მოიყვანა პოლიციამ.

 

ქ----–----–---მა დაადასტურა, რომ დმანისში პანტიანის ტბიდან ა-------------ს სამწყემსად გაატანა 27 ცხვარი, რომელიც სექტემბერში უნდა დაებრუნებინა. პირობის დარღვევის გამო ქ----–----–---მა და ასევე სხვა დაზარალებულებმა მიმართეს პოლიციას. დაზარალებულმა ასევე განმარტა რომ ცხვრების ნაწილი ყაზბეგიდან წამოიყვანეს დაზარალებულებმა, ნაწილი კი პოლიციამ მოიყვანა დმანისში. დაზარალებულის განმარტებით ყაზბეგიდან მან 10 ცხვარი წამოიყვანა, რომელიც ამოიცნო მარჯვენა ყურზე დადებული ნიშნით. დაზარალებულის განმარტებით ა-------------ს მისთვის 3 ცხვარია აქვს დასაბრუნებელი. ქ----–----–---მა დაკითხვისას ასევე განმარტა რომ ივლისის თვეში ა-------------ს გადასცა ცხვრის მოვლის საფასური 50 ლარის ოდენობით.

 

ი---------–---მა განმარტა, რომ 2016 წლის 23 მაისს 22 ცხვარი სამწყემსად გაატანა ა-------------ს, რომელიც უნდა დაებრუნებინა 1 სექტემბერს. ა-------------მა ცხვრების მოყვანა დააგვიანა, არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს, ამიტომ ი---------–---მა სხვა დაზარალებულებთან ერთად მიმართა პოლიციას. ი---------–---მა განმარტა რომ ცხვრები წამოიყვანა დმანისში პოლიციის მიერ მოყვანილი ცხვრიდან. ასევე განმარტა რომ ცხვრები ამოიცნო მარჯვენა ყურზე დადებული ნიშნით.

 

რ----–-------------------მა განმარტა, რომ მუშაობდა თარჯიმანთა ბიუროში და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მონაწილეობდა დაკითხვაში როგორც თარჯიმანი.

 

ზ----------------–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

რ------------------მა განმარტა, რომ 2016 წლის ოქტომბერში მას დაუკავშირდნენ პოლიციიდან და ჩააბარეს 21 ცხვარი. აღნიშნული ცხვრებიდან ნაწილი დაიხოცა და დაკითხვის მომენტისათვის მას მიბარებული ცხვრებიდან დარჩენილი ჰყავდა 8 ცალი ცხვარი.

 

რ---–-------------------მა განმარტა, რომ აღნიშნულ საქმეში მონაწილეობდა როგორც თარჯიმანი და დაადასტურა იმ საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

2016 წლის 7 ოქტომბრის ჩხრეკის ოქმის თანახმად ირკვევა, რომ ჩხრეკა ჩატარდა ა--------------ს მფლობელობაში არსებულ ფერმაში, გამომძიებელ ზ----------------–---–ის მიერ. ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა 10 სული ცხვარი, 7 დიდი და 3 მოზარდი ცხვარი.

 

2016 წლის 6 ოქტომბრის ამოღების ოქმის თანახმად, ამოღება ჩატარდა ქალაქ თბილისში, ლილოს დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, ა-------------თან და ფ------–-------------თან. ფ------–-------------ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა კამაზიდან, რომლის სახელმწიფო ნომერია H------, ამოღებულ იქნა 114 სული ცხვარი.

 

2016 წლის 7 ოქტომბრის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამოცნობა ჩატარდა დმ------------------------–-------------------ში სტადიონთან. ამოცნობისას მ--------–---ის მიერ ამოცნობილ იქნა მისი კუთვნილი 7 სული ცხვარი.

 

2016 წლის 7 ოქტომბრის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამოცნობა ჩატარდა დმ------------------------–-------------------ში სტადიონთან. ამოცნობისას ჯ------–------------ის მიერ ამოცნობილ იქნა მისი კუთვნილი 4 სული ცხვარი.

 

2016 წლის 7 ოქტომბრის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამოცნობა ჩატარდა დმ------------------------–-------------------ში სტადიონთან. ამოცნობისას ქ----–----–---ის მიერ ამოცნობილ იქნა მისი კუთვნილი 14 სული ცხვარი.

 

2016 წლის 7 ოქტომბრის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამოცნობა ჩატარდა დმ------------------------–-------------------ში სტადიონთან. ამოცნობისას ვ-----------–---------ის მიერ ამოცნობილ იქნა მისი კუთვნილი 13 სული ცხვარი.

 

2016 წლის 7 ოქტომბრის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამოცნობა ჩატარდა დმ------------------------–-------------------ში სტადიონთან. ამოცნობისას ი---------–---ის მიერ ამოცნობილ იქნა მისი კუთვნილი 11 სული ცხვარი.

 

2016 წლის 7 ოქტომბრის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამოცნობა ჩატარდა დმ------------------------–-------------------ში სტადიონთან. ამოცნობისას ს--–-------------ის მიერ ამოცნობილ იქნა მისი კუთვნილი 10 სული ცხვარი.

 

2016 წლის 7 ოქტომბრის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამოცნობა ჩატარდა დმ------------------------–-------------------ში სტადიონთან. ამოცნობისას რ---------------ის მიერ ამოცნობილ იქნა მისი კუთვნილი 14 სული ცხვარი.

 

2016 წლის 7 ოქტომბრის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამოცნობა ჩატარდა დმ------------------------–-------------------ში სტადიონთან. ამოცნობისას ი--------ის მიერ ამოცნობილ იქნა მისი კუთვნილი 2 სული ცხვარი.

 

2016 წლის 7 ოქტომბრის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამოცნობა ჩატარდა დმ------------------------–-------------------ში სტადიონთან. ამოცნობისას ფ------------ის მიერ ამოცნობილ იქნა მისი კუთვნილი 4 სული ცხვარი.

 

2016 წლის 7 ოქტომბრის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამოცნობა ჩატარდა დმ------------------------–-------------------ში სტადიონთან. ამოცნობისას ს----------–----ს მიერ ამოცნობილ იქნა მისი კუთვნილი 4 სული ცხვარი.

 

გ------------–---–მა განმარტა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებდა გამომძიებელი არ---–---------, თავად კი ჩაერთო მოგვიანებით. დაზარალებულებთან ჩაატარა ამოცნობები და გამოცნობილი ცხვრები ჩააბარა დაზარალებულებს, ხოლო ის ცხვარი რომელიც ვერ ამოიცნეს ჩაბარდა რ------------------ს. გ------------–---–მა დადასტურა რომ მას რამოდენიმეჯერ მიმართა რ-------------------ა და განუცხადა რომ რამდენიმე ცხვარი გარდაიცვალა, რის თაობაზეც მის მიერ შედგენილ იქნა შესაბამისი ოქმები.

 

2016 წლის 11 ოქტომბრის დათვალიერების ოქმის თანახმად, ირკვევა რომ დათვალიერება ჩატარდა ყაზბეგში ვ-----------–-----–---–ის ცხვრის სადგომში. დათვალიერება ჩაატარა გამომძიებელმა გ------------–---–მა, მესაკუთრის თანხმობით. დათვალიერებაში მონაწილეობდნენ მ--------–---ი, ი---------–---ი, ვ-----------–---------ი, ს----------–----, ქ----–----–---ი, ფ------------ი, ი--------ი, ს--–-------------ი, ჯ------–------------ი, ბ------------------. მონაწილეთა მიერ ფერმაში ამოცნობილ იქნა მათი კუთვნილი ცხვარი მთლიანობაში 93 სული.

 

2016 წლის 11 ოქტომბრის ამოღების ოქმის თანახმად, ამოღება ჩატარდა ყაზბეგში, ვ-----------–-----–---–ის ცხვრის სადგომში, ამოღებულ იქნა დათვალიერების დროს დაზარალებულთა მიერ ამოცნობილი 93 სული ცხვარი.

 

სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილია 2016 წლის 23 მაისს ვ-----------–-----–---–ის მიერ რუსთავის საქალაქო სამმართველოში დაწერილი განცხადება, საიდანაც ირკვევა რომ იგი ვერ უკავშირდება ა-------------ს რომელსაც გაატანა ცხვარი. ასევე საქმის მასალებში წარმოდგენილია 2016 წლის 24 მაისი ოქმი სატელეფონო გასაუბრების შესახებ, საიდანაც ირკვევა რომ რუსთავის საქალაქო სამმართველოს გამომძიებელი დ----------–---–- დაუკავშირდა ვ-----------–-----–---–ს, რომელმაც განუმარტა რომ ა-------------მა სრულად მიუყვანა თავის ცხვრები და არავის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

 

ა-------------მა ბრალდების ამ ეპიზოდთან მიმართებით განმარტა, რომ მას დმანისის მოსახლეობის ცხვარი შესანახად ჰყავდა წაყვანილი ყაზბეგში.

 

სააპელაციო პალატამ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მთლიანად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ბრალდება ა-------------ს ედავებოდა მითვისებას ე.ი სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფება. გამოკვლეული მტკიცებულებების თანახმად ირკვევა რომ ა-------------ს დაზარალებულის ცხვრები 2016 წლის 23 მაისამდე მართლზომიერ მფლობელობაში არ ჰყავდა. შესაბამისად, რაც ა--------------ს მართლზომიერ მფლობელობაში არ იმყოფებოდა მას ვერ მიითვისებდა. სასამართლო მიიჩნევს რომ ა-------------მა განიზრახა ვ-----------–-----–---–ისათვის ვალის დაბრუნების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა დაზარალებულების ცხვარს. შესაბამისად ა-------------მა ჩაიდინა თაღლითობა ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით ჩადენილი დიდი ოდენობით. სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული მიეკუთვნება საჯარო ბრალდების საქმეთა კატეგორიას და ამ გათვალისწინებული ქმედების დანაშაულად მიჩნევის ან არ მიჩნევის საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელობა არა აქვს ქმედების ჩამდენი პირის და არც დაზარალებულთა პოზიციას ქმედების ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების შესახებ. ამ ქმედების განხორციელებისას საჭიროა შეფასდეს ბრალდებულის განზრახვა თუ რა მიზნით გამოართვა მან ცხვრები დაზარალებულებს. ათივე დაზარალებული განმარტავს, რომ მათ 2016 წლის 23 მაისს ცხვრები 3 თვის ვადით მოსავლელად გატანეს ა-------------ს. ვ-----------–-----–---–ის ჩვენებით კი ირკვევა რომ 2016 წლის 23-24 მაისის ღამეს ა-------------მა ცხვრები ვალის დაბრუნების სანაცვლოდ გადასცა ვ-----------–-----–---–ს. შესაბამისად ა--------------ს განზრახვას წარმოადგენდა ვ-----------–-----–---–ისათვის ვალის დაბრუნება და არა დაზარალებულებისაგან წამოყვანილი ცხვრების მოვლა. აღნიშნულ ცხვრებს კი დაზარალებულებისაგან მხოლოდ მოტყუების სანაცვლოდ მიიღებდა.

 

ამასთან, დადგენილია რომ ა-------------- ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით (ვ-----------–-----–---–ის ვალის დაბრუნების მიზნით) მოტყუებით დაეუფლა 10 დაზარალებულის 242 ცხვარს, რომლის საერთო ღირებულება აჭარბებს 10 000 ლარს, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ვ-----------–---------მა დაადასტურა, რომ 2016 წლის 23 მაისს, დმანისის მცხოვრებ 9 სხვა მოქალაქესთან ერთად, ა-------------ს გაატანა ცხვარი. ა-------------ს აღნიშნული ცხვრები სექტემბერში უნდა დაებრუნებინა. ვ-----------–---------მა ასევე განმარტა რომ ცხვრების წაყვანიდან 10 დღეში ა-------------ს გადაუხადა 50 დოლარი ცხვრის მოვლისათვის, რადგან მას ა-------------მა განუცხადა რომ საძოვარზე ფული ჰქონდა გადასახდელი. დაზარალებულის განმარტებით თანხა ცხვრის დაბრუნების შემდგომ უნდა გადაეხადა თუმცა ვინაიდან ჰქონდა და მაინც მისი გადასახდელი იყო გადაწყვიტა წინასწარ გადაეცა. ვ-----------–---------მა განაცხადა რომ მისი თანდასწრებით ივაზ ისახოვს 50 ლარი გადაუხადა მ-------------მაც.

 

ქ----–----–---მა განმარტა, რომ ა-------------ს, ცხვარი 3 თვით გაატანა, ა-------------ს შეთანხმების თანახმად ცხვარი 1 სექტემბერს უნდა დაებრუნებინა. ქ----–----–---მა ასევე განმარტა რომ ერთი ცხვრის მოვლა თვეში გამოდიოდა 2 ლარი და 50 თეთრი, ამიტომ მან ა-------------ს ივლისის თვეში გადასცა, 50 ლარი აღნიშნული თანხა იყო ცხვრის მოვლის საფასურის ნაწილი.

 

მ--------–---მა განმარტა, რომ 2016 წლის 23 მაისს ცხვარი გაატანა ა-------------ს, მას კი აღნიშნული ცხვრები 1 სექტემბერს უნდა დაებრუნებინა. მ--------–---ის განმარტებით, ცხვრების წაყვანის შემდეგ მისმა შვილმა ა-------------ს გადაუხადა 50 ლარი, ცხვრების მოვლისათვის. მ--------–---მა დაადასტურა რომ როგორც მისთვის ცნობილია ცხვრის მოვლისათვის ა-------------ს ვ-----------–---------მა გადასცა 50 დოლარი. ასევე აღნიშნული საქმიანობისათვის გარკვეული ოდენობის თანხა გადასცა ს--–-------------მაც.

 

მ-------------მა განმარტა რომ ა-------------ს გაატანა ცხვარი რომელიც სექტემბერის თვეში უნდა დაებრუნებინა. მ-------------მა დაადასტურა რომ იგი ერთ სულ ცხვარზე იხდიდა 2 ლარსა და 50 თეთრს ამიტომ ა--------------ს მიერ ცხვრების დაბრუნების შემდგომ, შემოდგომაზე მ-------------ს უნდა გადაეხადა ცხვრის მოვლის საფასური. მ-------------ის განმარტებით, ცხვრის წაყვანიდან 20 დღის შემდეგ მას ა-------------მა გამოართვა 50 ლარი და განმარტა რომ აღნიშნული თანხა მთაში ადგილისათვის ჭირდებოდა.

 

ს--–-------------მა განაცხადა რომ ა-------------ს 2016 წლის 23 მაისს სხვა დაზარალებულებთან ერთად გაატანა ცხვარი, ა-------------ს შეთანხმების თანახმად ცხვარი 1 სექტემბერს უნდა დაებრუნებინა. ს--–-------------მა დაადასტურა რომ ერთი ცხვრის მოვლა თვეში გამოდიოდა 2 ლარი და 50 თეთრი და მან ცხვრების წაყვანის შემდეგ გადაუხადა თანხა 20 ლარის ოდენობით. ს--–-------------ის განმარტებით მასთან ერთად 4-5-მა ადამიანმაც მისცა თანხა ა-------------ს.

 

ვ-----------–-----–---–მა განმარტა, რომ 2016 წლის 23-24 მაისის ღამეს რესტორან „მ-----------თან “ ა-------------მა მას მიუყვანა 242 ცხვარი. ასევე დადგენილია რომ დაზარალებულებმა ქ----–----–---მა, მ-------------მა, მ--------–---მა, ს--–-------------მა და ვ-----------–---------მა ცხვრების ნაწილი წამოიყვანეს, ვ-----------–-----–---–ის სახლიდან, ყაზბეგიდან. შესაბამისად ირკვევა, რომ როდესაც ა-------------მა დაზარალებულებს გამოართვა თანხები ცხვრის მოვლისათვის მას აღნიშნული ცხვარი უკვე გადაცემული ჰყავდა ვ-----------–-----–---–ისათვის ვალის სანაცვლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლი დასჯად ქმედებას მიიჩნევს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას მოტყუებით. თაღლითობის დროს ქონების გადაცემა დამნაშავისათვის ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის მიერ. ობიექტურ მხრივ თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. ქონების დაუფლება ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება. თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანი - მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით, კონტრაგენტის დეზინფორმაციას, ამ ფაქტების დამალვას რომლის შეტყობინება სავალდებულო იყო დაზარალებულისათვის და რომლის გარეშეც დაზარალებული ამ ქმედებას არ განახორცილებდა. კონკრეტულ შემთხვევაში ა-------------მა დაზარალებულებს დაუმალა ის ფაქტი რომ ცხვრები გადაცემული ჰყავდა ვ-----------–-----–---–ისათვის და მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულების თანხებს, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

მოცემულ შემთხვევაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განაჩენი გასაჩივრებულია ბრალდების მხარის მიერ, მათ შორის დანაშაულის კვალიფიკაციის ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის განხილვა და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მითვისებისათვის. აღნიშნული მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. მითვისებისათვის დამახასიათებელია ის, რომ დანაშაულის სუბიექტს უფლება აქვს ქონება ჰქონდეს მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში და მისი ქმედება მიმართული უნდა იყოს მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში არსებული ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისკენ. პირი (დანაშაულის სუბიექტი) ქონების მართლზომიერ მფლობელობას ან გამგებლობას უნდა ახორციელებდეს სამსახურებრივი მოვალეობის, სახელშეკრულებო ურთიერთობის ან სპეციალური დავალების საფუძველზე. მითვისება გულისხმობს აქტიურ მოქმედებას, რომელიც გამოიხატება სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ამოღებაში მისი კანონიერი მესაკუთრისაგან და მის დაუფლებაში საკუთარი თავის სასარგებლოდ. დანაშაულის სუბიექტური მხარე გულისხმობს პირდაპირ განზრახვას - პირს შეგნებული უნდა ჰქონდეს, რომ ითვისებს სხვის ქონებას, რომელიც მას აქვს მინდობილი, უნდა ითვალისწინებდეს, რომ ამ მოქმედებით ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს და მას უნდა სურდეს მესაკუთრისათვის აღნიშნული ზიანის მიყენება. ქმედების მითვისებად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია ასევე, რომ სუბიექტს ჰქონდეს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ ა-------------მა მიითვისა ვ-----------–-----–---–ის ცხვრები, რისი გათვალისწინებთ ა-------------- საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია თაღლითობისათვის, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებისთვის, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჩადენილი დიდი ოდენობით. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სახეზე იყოს შემდეგი ელემენტები: ა) ნივთი, რომლის დაუფლებაც ხდება უნდა ეკუთვნოდეს სხვას და არა დანაშაულის ჩამდენ პირს; ბ) დამნაშავე მოტყუების გზით ეუფლება სხვის კუთვნილ მოძრავ ნივთს, რომელსაც მოტყუებული პირი თავისი ნებით გადასცემს დამნაშავეს ან თავისი ნებით უთმობს უფლებას ნივთზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მარტის #2104აპ-07 განჩინება). მოტყუება ეს არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. მოტყუება შეიძლება გამოიხატოს როგორც აქტიურ ქმედებაში, ისე პასიურში. მოტყუების ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქო სამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ოქტომბრის N83აპ-13 განაჩენი); და გ) დანაშაულის ჩამდენს უნდა ამოძრავებდეს აღნიშნული ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.

 

რაც შეეხება ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებს - ქმედებას რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და დიდ ოდენობას, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის ეკონომიკური დანაშაულის თავში მნიშვნელოვნად ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარის ზევით, ხოლო დიდ ოდენობად - 10000 ლარს ზევით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ ა-------------მა მიითვისა ი----------------------–-------------------–------------------------–------------–----–----------------------------–-----------------------------------------------–----------------------------–----- ცხვრები, თუმცა უტყუარად დადასტურდა, რომ მოტყუებით დაეუფლა ი----------------------–-------------------–------------------------–------------–----–----------------------------–-----------------------------------------------–----------------------------–----- 32 240 ლარად ღირებული 242 სულ ცხვარს.

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის მიხედვით სსკ-ის 25-ე თავში (სადაც შედის 180-ე მუხლიც) დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10000 ლარის ზევით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის შინაარსთან მიმართებით განმარტა, რომ როდესაც კანონმდებელი საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ცნებების განმარტებისას შესაბამისი სისხლისსამართლებრივი ნორმებით გათვალისწინებულ ძირითად შემადგენლობებში უთითებს სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისა თუ მისაკუთრების მიზანზე, ძალიან მაღალი ალბათობითაა სავარაუდო, რომ ამ შემთხვევაში იგი ქმედების კვალიფიკაციისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს იმ გარემოებას – ეს სხვისი ნივთი ერთ ადამიანს ეკუთვნის, თუ ორს ან მეტს. აქ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ნივთზე (ფული, ქონება), რომელსაც ეუფლება და ისაკუთრებს დამნაშავე, ამ უკანასკნელს არავითარი უფლება არ გააჩნია. ამიტომ ერთიანი განზრახვითა და მიზნით ჩადენილი ქმედების დიდი ოდენობით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს დაუფლებული და მისაკუთრებული, თუ საამისოდ გამიზნული ნივთის (ფულის, ქონების) საერთო ღირებულებას და არა უშუალოდ ცალკეული, კონკრეტული დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის მოცულობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის #236აპ-12 განაჩენი). თაღლითობის სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვის არსებობაში გამოიხატება. დამნაშავემ იცის, რომ მოტყუებით ეუფლება სხვის ქონებას.

 

ამდენად, ვინაიდან დადგენილია, რომ ა-------------- ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით (ვ-----------–-----–---–ის ვალის დაბრუნების მიზნით) მოტყუებით დაეუფლა 10 დაზარალებულის 242 ცხვარს, რომლის საერთო ღირებულება აჭარბებს 10 000 ლარს. შესაბამისად ა--------------ს ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე და იგი სწორედ ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

ასევე, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ა-------------მა ქ----–----–---ს, მ-------------სა და მ--------–---ს მოტყუებით წინასწარ გამოართვათ 50-50 ლარი, ს--–-------------ს - 20 ლარი, ხოლო ვ-----------–---------ს - 50 ამერიკული დოლარი, როგორც მათი ცხვრის მწყემსვისა და შენახვის საფასურის ნაწილი, მაშინ როცა ცხვარი აღარ ჰყავდა, ა-------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილი ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (ანგარება/სხვისი ქონების დაუფლება), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის დანაშაულები), მსჯავრდებულის წარსულ ცხოვრებას (საქმეში არსებული მტკიცებულებები მისი წარსული ცხოვრების უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა), ასევე დაზარალებულების ლმობიერ პოზიციას და ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივად მხედველობაში მიღებით სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით მას სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა 37 100 ლარის ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით - სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. საბოლოო სასჯელი კი ა-------------ს, როგორც ნასამართლეობის არმქონეს დაენიშნება შთანთქმის პრინციპის გამოყენებით. ასევე ა--------------ს მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში იქნება მიღებული მის მიერ წინასწარ პატიმრობაში გატარებული პერიოდი (ა-------------- დაკავებულია 2017 წლის 16 აგვისტოს და გათავისუფლდა 2018 წლის 6 თებერვალს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის გამო) და აღნიშნულის გათვალისწინებით შეუმცირდება საბოლოო სასჯელი.

 

4. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: დაზარალებულ ჯ-------–-----------ს, ვ-----------–---------ს, ს--–-------------ს, ქ----–----–---ს, ი--------ს, ს----------–----ს, რ---------------ს, ი---------–---ს, მ-------------ს, მ--------–---ს ჩაბარებული ჰყავთ, მათ მიერ ამოცნობილი ცხვრები, რომლებიც უნდა დარჩეს მათ საკუთრებაში. ხოლო რ------------------ისათვის ჩაბარებული ცოცხლად დარჩენილი ცხვრები უნდა დაუბრუნდეს ა-------------ს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბოლნისის რაიონული პროკურორის მოადგილის - ს-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

ა-------------- საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ვ-----------–-----–---–ის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

 

ა--------------ს ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 37100 ლარის ოდენობით;

 

ა-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ა-------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 37100 ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2017 წლის 16 აგვისტოდან 2018 წლის 6 თებერვლის ჩათვლით) შეუმცირდეს საბოლოო სასჯელი და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 20 000 ლარის ოდენობით;

 

ა--------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია;

 

გირაოს თანხა, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაშია დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს;

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

მხედველობაში იქნეს მიღებული რომ დაზარალებულ ჯ-------–-----------ს, ვ-----------–---------ს, ს--–-------------ს, ქ----–----–---ს, ი--------ს, ს----------–----ს, რ---------------ს, ი---------–---ს, მ-------------ს, მ--------–---ს ჩაბარებული ჰყავთ, მათ მიერ ამოცნობილი ცხვრები, რომლებიც უნდა დარჩეს მათ საკუთრებაში.

 

რ------------------ისათვის ჩაბარებული ცოცხლად დარჩენილი ცხვრები დაუბრუნდეს ა-------------ს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ბესიკ ბუგიანიშვილი

 

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

 

მანუჩარ კაპანაძე