განაჩენი

სისხლის სამართლის 05.12.2019
საქმის ნომერი
140100119003141760
ინსტანცია
თარიღი
05.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100119003141760

საქმე № 1ბ/1796 -19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

5 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული - კ------- მ---–---–ი, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 5----------, განქორწინებული, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლევი, რეგისტრირებული: გ------------------------–---------------, ფაქტობრივად მცხოვრები: გ------------------------–---------

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,258-ე მუხლის მეორე ნაწილით.

 

სასჯელი:

ჯარიმა 2300 (ორი ათას სამასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 6 ივლისიდან 2019 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით), შეუმცირდა 1800 (ათას რვაასი) ლარით და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა რ-----------–----ემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა. კერძოდ, მსჯავრდებულ კ------- მ---–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, ვინაიდან სასმართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს. კ------- მ---–---–ის მიერ დანაშაულის აღიარება ვერ გადაწონის მის წარსულ ნასამართლობებს, ვინაიდან იგი გასამართლებულია არაერთი დანაშაულისათვის, მათ შორის ქონებრივი დანაშაულისათვისაც და ამაჟამად ქმედების ჩადენის დროს ნასამართლობა მოხსილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა. კ------- მ---–---–ს მსჯავრი დაედო საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ მიმართული განზრახი დანაშაულისათვის, იგი შინაარსობრივად ძალიან ემსგავსება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას. მისი წარსული ნასამართლობა მიუთითებს, რომ კ------- მ---–---–ისთვის არაერთმა დანიშნულმა სხვადასხვა სახის სასჯელმა ვერ შეასრულა საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები. აღნიშნულის ფონზე, ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, მით უფრო ვერ უზრუნველჰყოფს სასჯელის მიზნებს. მსაჯავრდებულის აღიარება და მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი მიუთითებს, რომ კ------- მ---–---–-- მნიშვნელოვნად ხელი შეუშალა მართლმსაჯულების განხორციელებას, ვინაიდან მან დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, ხელი არ მოაწერა საპროცესო დოკუმენტებს, მისი განცხადების საფუძველზე კი დაწყებული იქნა გამოძიება იმ ფაქტზე, რომელიც საბოლოოდ თავადვე უარყო თავისი აღიარებით და მონანიებით. აპელანტს მიაჩნია, რომ მსაჯავრდებულმა თავისი ქცევით არათუ ხელი შეუწყო, არამედ პირიქით ხელი შეუშალა მართლმსაჯულების განხორციელებას და მსჯავრდებულის ამგავრი ქცევა არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება. აპელანტს მიაჩნია, რომ კ------- მ---–---–ის პიროვნების, მის მიერ განხორციელებული ქმედების ხასაითის, მისი დანაშაულებრივი წარსულის, მართლმსაჯულების პროცესი გახორციელებული მისი ქცევის გათვალისწინებით, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს. ზემოაღნიშნულ გარემოებაზე მითითებით, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი.

 

სასამართლომ დაადგინა: კ------- მ---–---–-- ჩაიდინა საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 6 ივნისს, დაახლოებით 02:15 საათზე, გ------------------------–------–- მდებარე სასაფლაოზე, კ------- მ---–---–ი ცდილობდა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა რ--------- კ--–--ის გარდაცვლილი პაპისა და ბებიის - შ--–----------------------------------------------------------- საფლავის მესერის ლითონის დეტალებს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები კ------- მ---–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ კ------- მ---–---–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, მოწმეების - რ--------- კ--–--ის, ლ------------------------------------–---------–------------- გამოკითხვის ოქმებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ კ------- მ---–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,258-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის ფაქტი.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ კ------- მ---–---–-- ჩაიდინა საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 258-ე მუხლის მეორე ნაწილით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

კ------- მ---–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, ის რომ გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული.

 

კ------- მ---–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით სახით ითვალისწინებს, ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება (კ------- მ---–---–ის ნასამართლობა) და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმის სახით. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სასჯელების შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას (მიუხედავად მათი ნასამართლობისა) აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი არ მოიხადონ პენიტენციურ დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლაციაში, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ კ------- მ---–---–ის მიმრთ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტებს, რომ კ------- მ---–---–ი არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან, გამოძიების ეტაპზე ხელი არ მოაწერა საპროცესო დოკუმენტებს, რის გამოც სასამართლოს არ უნდა გაეთვალისწინებინა კ------- მ---–---–ის აღიარება შემამსუბუქებელ გარემოებად და უფრო მკაცრი სასჯელი უნდა გამოყენებინა მის მიმართ. პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მიერ კანონით - სისხლის სამართლის საპროცესო ნორმებით, მინიჭებული უფლებებით, სარგებლობა ვერ გახდება მისთვის სასჯელის დამძიმების, ან მსჯავრდებულის მიერ პირველივე სასამართლო არსებით სხდომაზე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარებასა და მონანიებაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ კ------- მ---–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. პალატა მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაში იღებს ერთის მხრივ იმ გარემოებას, რომ კ------- მ---–---–-- ჩაიდინა საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ, საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობა, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ვინაიდან აღნიშნული გარემოება წარმოადგენს მის მიერ ჩადენილი საქართველოს სსკ-ის 19,258-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური მხარის ნიშნებს, ურომლისოდაც აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულები სახეზე არ გვექნება. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებას სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. აღნიშნული არგუმენტები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.

 

სააპელაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები, ის რომ კ------- მ---–---–-- ჩაიდინა საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, მისი ნასამართლობები, ცნობილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, რა დროსაც საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ მსჯავრდებულის პიროვნებასთან, ბრალად შერაცხული ქმედების სიმძიმესა და ხასიათთან ერთად, შეაფასა და გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ მითითებული საფრთხეებიც და სწორედ, აღნიშნული გარემოებების შეფასებითა და გათვალისწინებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს კ------- მ---–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სახის სასჯელის - ჯარიმის დანიშვნის შესახებ და ითვალისწინებს რა კ------- მ---–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, კ------- მ---–---–ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე თვალისწინებს მის პიროვნულ მახასიათებლებს: კ------- მ---–---–ი არის 42 წლის, განქორწინებულია, დაავადებულია ტ----------–------თ, ჰყავს მოხუცი დედა, რომელიც საჭიროებს მუდმივ მკურნალობას და მზრუნველობას, ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, პალატას კ------- მ---–---–ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, ვინაიდან შემცირებულია მისგან მომდინარე საფრთხეები, რომლის აღკვეთა კ------- მ---–---–ის პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულებისადმი მისი დამოკიდებულებისა და სინანულის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებშიც.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კ------- მ---–---–ის მიმართ სასჯელის ისეთი სახე და ზომის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად პალატას მიაჩნია სასჯელის სახით-ჯარიმის გამოყენება, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და კ------- მ---–---–ის სათანადო ქცევას.

 

ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

სააპელაციო პალატის შეფასებით, სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ კ------- მ---–---–ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ-----------–----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ-----------–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენი კ------- მ---–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

კ------- მ---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,258-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2300 (ორი ათას სამასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კ------- მ---–---–ს ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა, მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 6 ივლისიდან - 2019 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით), შეუმცირდეს 1800 (ათას რვაასი) ლარით და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ კ------- მ---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია და იგი გათავისუფლებულია სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

· კ------- მ---–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ოთხი ცალი მეტალის ორნამენტის ნატეხი და შემთხვევის ადგილიდან ამღებული თორმეტი ცალი მეტალის დეტალი დაუბრუნდეს დაზარალებულ რ--------- კ--–--ეს;

· კ------- მ---–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფანარი განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი