განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100119003088426
№1ბ/1684-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 დეკემბერი 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე
სხდომის მდივანი: ნანა გიგიტაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი: კახაბერ ლეკიშვილი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: მ-----ი ჩ----–---–ი
მსჯავრდებული: ნ--–------ ფ-----ე, დაბადებული: 1960 წლის 27 თებერვალი, პირადი ნომერი: 0----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ა-------------–----–----------------–---–------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სხდომის სახე - ღია სასამართლო სხდომა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
მხარეთა პოზიციები:
ახალციხის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 04 სექტემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ და მოითხოვა, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და ნ--–------ ფ-----ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა. აპელანტს მიაჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენი ფაქტობრივი გარემოებების ნაწილში კანონიერიც არის და დასაბუთებულიც, მაგრამ დანიშნული სასჯელის ნაწილში არის უსამართლო. აპელანტს მიაჩნია რომ მსგავსი მსუბუქი სასჯელი ვერ იქნება შემაკავებელი ხასიათის, იგი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას, რადგან ნ--–------ ფ-----ემ ჩაიდინა განზრახი, ძალადობრივი ხასიათის დანაშაულები, იგი ნასამართლობის მქონეა და 2001 წელს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ–ის 108–ე და 239-ე მუხლებით, 2018 წლის 13 ივნისს კი სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რისთვისაც თავისუფლების აღკვეთის სახით მოიხადა სასჯელები, შესაბამისად საქართველოს სსკ–ის 53-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე წინა ნასამართლობები ნ--–------ ფ-----ისათვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა და შესაბამისად არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი მომავალში კვლავ ჩაიდენს ანალოგიური ხასიათის დანაშაულს. ამდენად ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 სექტემბრის განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია, თუმცა სასჯელის ნაწილში უსამართლო, რის გამოც იგი უნდა შეიცვალოს სხვა უფრო მკაცრი და სამართლიანი სასჯელით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს, მსჯავრდებულ ნ--–------ ფ-----ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე, დაცვის მხარემ, მსჯავრდებულ ნ--–------ ფ-----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ-----ი ჩ----–---–მა შესაგებელი წარმოადგინა და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კახაბერ ლეკიშვილმა, მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს, დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა, ნ--–------ ფ-----ის მიმართ, ახალციხის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 04 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, მსჯავრდებულმა ნ--–------ ფ-----ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ-----ი ჩ----–---–მა მხარი არ დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს, განმარტეს, რომ მსჯავდრებული და დაზარალებული შერიგებულები არიან, ნ--–------ ფ-----ის მიმართ, დაზარალებულად ცნობილი პირის მხრიდანაც ჰქონდა ადგილი ძალადობას და გ------- ხ-----ის მიმართ მიღებული იქნა გადაწყვეტილება განრიდების თაობაზე. შესაბამისად, მოითხოვეს ახალციხის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 04 სექტემბრის განაჩენი, ნ--–------ ფ-----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:
ნ--–------ ფ-----ემ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ნ--–------ ფ-----ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედებების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 24 მაისს დაახლოებით 17:00 საათზე, ა-------------–----–----------------–--–------–-, ნ--–------ ფ-----ე საერთო გზის გათიბვის თაობაზე შეკამათებისას, ბენზო სათიბელათი დაემუქრა გ------- ხ-----ეს სიცოცხლის მოსპობით, რაც გ------- ხ-----ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2019 წლის 24 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე ა-------------–----–----------------–--–------–- ყოფით ნიადაგზე, ნ--–------ ფ-----ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ------- ხ-----ეს, რა დროსაც მას სახეში დაარტყა ჭინჭრიანი გრძელი ბალახი, რამაც გამოიწვია გ------- ხ-----ის ფიზიკური ტკივილი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 სექტემბრის განაჩენით ნ--–------ ფ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ–ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მიესაჯა:
საქართველოს სსკ–ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ–ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ნ--–------ ფ-----ეს მიესაჯა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნ--–------ ფ-----ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ნ--–------ ფ-----ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ - გ------- ხ-----ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მოწმეების - მ------- ხ-----ის, ჟ--–---- ი-----ის, ზ------ დ-------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით და თავად ნ--–------ ფ-----ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, მსჯავრდებულ ნ--–------ ფ-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ნ--–------ ფ-----ემ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. მანვე, ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მსჯავრდებულ ნ--–------ ფ-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, მისი ნასამართლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ნ--–------ ფ-----ეს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან - ას ოთხმოც საათამდე, ან შინაპატიმრობასექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასოციდან ასოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა, იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.
აპელანტის პოზიციას, რომ გარდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისა, მსჯავრდებული ასევე ნასამართლევია სხვა დანაშაულებისთვისაც, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სახელმწიფო ბრალდებას, არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო საჩივრის განხილვისას, გარდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის განაჩენისა (ნ--–------ ფ-----ე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში), არ წარმოუდგენია განაჩენი, რომელიც დაადასტურებდა მის ნასამართლობას სხვა დანაშულთა ჩადენისთვის.
მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების, რომ ნ--–------ ფ-----ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, შეურიგდა დაზარალებულს, ასევე დანაშაულის ჩადენის მოტივის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დაზარალებულის მიერ განხორციელებული ქმედების, მსჯავრდებულის ასაკის, პირადი და ეკონომიკური პირობების და ქმედების შემდგომი ყოფა-ქცევის, გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, არ არსებობს ნ--–------ ფ-----ის მიმართ გამოყენებული სასჯელის სახის და ზომის - ჯარიმის, სხვა სახის სასჯელით შეცვლის აუცილებლობა და დანიშნული სასჯელი სრულიად საკმარისია მსჯავრდებულზე ზემოქმედების მოსახდენად, რომ მას გაუჩნდეს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ნ--–------ ფ-----ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამიტომ, მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 04 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ნ--–------ ფ-----ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლით, 297-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სახელმწიფო ბრალმდებლის, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გელა მაღრაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 04 სექტემბრის განაჩენი ნ--–------ ფ-----ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ნ--–------ ფ-----ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ–ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ნ--–------ ფ-----ეს დანაშაულთა ერთობლიობით დაენიშნოს - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
ნ--–------ ფ-----ის მიმართ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ნ--–------ ფ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება გირაოს 3000 (სამიათასი) ლარის უზრუნველსაყოფად, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განჩინებით, ნ--–------ ფ-----ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ა-------------–---–----------------–---–----------------------------, საკადასტრო კოდი: 6----------- დადებული ყადაღა გაუქმებულია.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე