განაჩენი

სისხლის სამართლის 10.12.2019
საქმის ნომერი
120100119002887169
ინსტანცია
თარიღი
10.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100119002887169

საქმე № 1ბ/1846-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე: მაკა გველესიანი

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

გამართლებული - ხ---- ქ-------ე, დაბადებული 1----–-–-------------ს, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები: ა-------------------------–----------–---------------–-----------;

კვალიფიკაცია:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

განაჩენის მიხედვით: ხ---- ქ-------ე გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ხ---- ქ-------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ხ---- ქ-------ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 27 იანვარს, დაახლოებით 21:25 საათზე, ა-------------------------–---------–-–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ხ---- ქ-------ემ საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, შვილს თ----- ქ-------ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ცხელი წყლით სავსე ჩაიდანი მოარტყა სახისა და ხელის არეში, რის გამოც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი, თუმცა არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდქსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული ქმედებისათვის ხ---- ქ-------ეს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით ხ---- ქ-------ე გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურორის მოადგილემ გ------------–---–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა ხ---- ქ-------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ აღნიშნულ ბრალთან მიმართებით მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა თ----- ქ-------ემ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც ქმნიდა სასამართლოსთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ხ---- ქ-------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, კერძოდ, მოწმის სახით დაიკითხნენ უშუალოდ შემთხვევის ადგილზე გამოცხადებული პოლიციელები, ლ------------- და ზ------ ნ---------ე, რომლებმაც უშუალოდ მოახსენეს სასამართლოს დაზარალებულის მდგომარეობის შესახებ. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო არ უთქმობს სათანადო ყურადღებას სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და სცდება რა მართლმსაჯულების განხორციელებას, იჭრება ექსპერტის მოვალეობაში და თავად აყალიბებს მოსაზრებას თავად როგორ ექსპერტიზის დასკვნას გასცემდა, მაშინ როდესაც ვალდებული იყო ეხელმძღვანელა იმ დასკვნით, რაც წარმოდგენილი იყო საქმეში. აღნიშნული დასკვნა, საგამოძიებო ექსპერიმენტთან და შეტყობინებებთან ერთად ცალსახად ადასტურებს ხ---- ქ-------ის ბრალეულობას. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლო არასწორ შეფასებას აძლევს პოლიციელთა ჩვენებებს, რომლითაც ცალსახად დგინდება, რომ ძალადობა დაკავშირებული იყო ხ---- ქ-------ის მიერ სასმელის მიღებასთან. აპელანტი თვლის, რომ სასამართლო ეყრდნობა ბრალდებულისა და მისი მეუღლის ჩვენებებს, რომელშიც არსებითი წინააღმდეგობაა, რაზედაც არ ამახვილებს ყურადღებას და არასწორად განმარტავს, რომ დაზარალებულის პოზიციის გარეშე ვერ შეაფასებს ქმედება განზრახი იყო, თუ გაუფრთხილებელი, რაც ბრალდების მხარის აზრით, არასწორია, ვინაიდან ქმედება უნდა შეფასდეს არა სუბიქტურად აღქმის დონეზე, არამედ ქმედებაში გამოხატული კომპონენტების შესაბამისად, ამ შემთხვევაში მთავარი ფაქტორი იყო, რომ ხ---- ქ-------ეს დაზარალებულმა პირველად მისცა შენიშვნა, რაზედაც იგი გაბრაზდა და ამას მოჰყვა ძალადობა. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ხ---- ქ-------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გთავლისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს და აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ მტკიცებულებათა სტანდარტს და ითხოვს ხ---- ქ-------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას და მისთვის უმკაცრესი სასჯელის განსაზღვრას.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ, გამართლებულ ხ---- ქ-------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ო-------------–--ემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა ახალაციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა პროკურორ გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამართლებულ ხ---- ქ-------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად.

სააპელაციო პალატა იზიარებს ახალციხის რაიონული სასამართლოს არგუმენტებს ხ---- ქ-------ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ხ---- ქ-------ის მიერ შვილის - თ----- ქ-------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

ხ---- ქ-------ის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 27 იანვარს, ღამით, გასვენებიდან ნასვამი დაბრუნდა სახლში. შევიდა სამზარეულოში, სადაც დგას ღუმელი. მაგიდა და ღუმელი დგას ერთმანეთთან ძალიან ახლოს. ის და მისი მეუღლე ე------------------–---–ი ოჯახურ პრობლემებზე საუბრობდნენ ჩვეულებრივი ტონით და ხანდახან ხმამაღლაც უწევდათ საუბარი. გამორიცხავს მეუღლეზე ან შვილზე ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, ვინაიდან როდესაც სახლში ნასვამი მიდის ცდილობს, რომ წყნარად იყოს. ამ საუბრის დროს თ----- ქ-------ეც იქვე იჯდა ღუმელთან. იგი მათ საუბარში არ ჩარეულა. მას რომ სდომოდა თ----- ქ-------ის მიმართ რაიმე მოქმედების განხორციელება, ხელითაც მისწვდებოდა მას და ჩაიდნის გასროლა მითუმეტეს არ დასჭირდებოდა. სახლის სხვა ოთახში იმყოფებოდნენ ოჯახის დანარჩენი წევრები. არ ახსოვს საუბარი რამდენ ხანს გაგრძელდა, შემდეგ ადგა და სიგარეტის მოსაწევად გარეთ გასვლა დააპირა. ასევე ვარაუდობს იმასაც, რომ შეიძლება შვილმა უთხრა, რომ ნასვამი იყო და დასაძინებლად წასულიყო და სწორედ ეს ყოფილიყო მისი ფეხზე ადგომის მიზეზი. სიმთვრალის გამო წაბორძიკდა და ღუმელს დაეჯახა. ამ დროს ღუმელზე იდგა მდუღარე წყლით სავსე ალუმინის ჩაიდანი, რომლის ტევადობაა ხუთიდან რვა ლიტრამდე იქნება. რომელიც დაჯახებისას გადმოვარდა ღუმელიდან და ცხელი წყალი თ----- ქ-------ეს მკლავზე დაესხა. მისთვის აღნიშნული სიმძიმის ჩაიდნის გასროლა შეუძლებელია და მითუმეტეს შვილს არასდროს არ ესროდა. ვინაიდან, თ----- ქ-------ე მომხდარის გამო გაღიზიანებული იყო და სიმწრისგან ტიროდა, იგი მასთან ახლოს აღარ მისულა და გაერიდა, რადგან თავადაც განიცდიდა მომხდარს. არ ახსოვს ვინ დარეკა სასწრაფო დახმარების გამოსაძახებლად. როდესაც პოლიცია მივიდა მის სახლში, მან იკითხა მათი მისვლის მიზეზი, რაზეც პოლიციელებმა განუმარტეს, რომ ,,112-ზე“ იყო დარეკილი. არ ახსოვს სასწრაფო დახმარება და პოლიცია მომხდარიდან რამდენ ხანში მივიდა. მათი მოსვლისას ყველა მშვიდად იყო. პოლიციის მიმართ მას ცუდი დამოკიდებულება არ ჰქონია და ისინი სუფრასთანაც კი მიიპატიჟა. პოლიცია მის სახლში იმყოფებოდა 3-4 საათის განმავლობაში. მოწმის განმარტებით, იგი არ არის ალკოჰოლურ სასმელზე დამოკიდებული და მას იშვიათად მოიხმარს, ყოფით საკითხებზე უთანხმოება მის ოჯახშიც ყოფილა და ეს მხოლოდ მისი ნასვამი მდგომარეობით არ განპირობებულა. უთანხმოების გამომწვევი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი საოჯახო საკითხი და ამას სისტემატიური ხასიათი არასდროს ჰქონია. როდესაც თ----- ქ-------ე წაიყვანეს საავადმყოფოში, იგი მას გამუდმებით ურეკავდა ტელეფონზე, მისი მდგომარეობის გასაგებად, თუმცა არავინ პასუხობდა. პოლიციის თანამშრომლები გარკვეული დროის განმავლობაში სავარაუდოდ ელოდებოდნენ თ----- ქ-------ის მიერ, მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას, რის შემდეგაც გადაწყდა მისი დაკავების საკითხი და დაახლოებით ღამის 12 საათის შემდეგ დააკავეს.

მოწმე ე------------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 27 იანვარს იმყოფებოდა სახლში, ოჯახის წევრებთან - შვილებთან თ----- ქ-------ესთან, ნ--------------- ქ-------ეებთან და მამამთილთან ა-–---- ქ-------ესთან ერთად. როდესაც ხ---- ქ-------ე სახლში დაბრუნდა, იმ დროს ის და თ----- ქ-------ე იმყოფებოდნენ ღუმელის ოთახში, ხოლო მისი მამამთილი და დანარჩენი ორი შვილი სხვა ოთახში ტელევიზორს უყურებდნენ. სახლში დაბრუნებისას ხ---- ქ-------ე იყო ნასვამი, იგი არც ისე ხშირად მოიხმარს ალკოჰოლურ სასმელს. ხ---- ქ-------ის სიმთვრალესთან დაკავშირებით მას არაერთხელ გამოუთქვამს უკმაყოფილება. შემთხვევის დღესაც მან მეუღლეს უთხრა, რომ დასაძინებლად წასულიყო რადგან ნასვამი იყო, თუმცა ხ---- ქ-------ემ უარი განუცხადა და საბოლოოდ, საყოფაცხოვრებო თემაზე დაიწყეს საუბარი. ამ დროს ხ---- ქ-------ეს მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. იგი ზოგადად იგინებოდა ყოფითი პრობლემებიდან გამომდინარე და გასაუბრების ოქმში ასახული ინფორმაცია, თითქოს მას აგინებდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ხ---- ქ-------ეს მისთვის ან მათი შვილებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია. შემთხვევის დროს როდესაც ხ---- ქ-------ე იგინებოდა, თ----- ქ-------ემ მას უთხრა, რომ ნუ იგინებოდა და დასაძინებლად წასულიყო, რაც ხ---- ქ-------ეს ეწყინა და წყენა სახეზე დაეტყო. მან თ----- ქ-------ეს უპასუხა, რომ თვითონ წასულიყო დასაძინებლად, მეუღლეები ისაუბრებდნენ და მორიგდებოდნენ. მათი საუბრის დროს თავად იჯდა ღუმელის წინ, ხ---- ქ-------ე იჯდა ღუმელთან მარცხენა მხარეს, ხოლო თ----- ქ-------ე იჯდა ღუმელთან მარჯვენა მხარეს ძალიან დაბლა (თითქმის იატაკზე) სიმინდის ტომრებზე და ტელეფონში მესიჯობდა. ამ დროს ხ---- ქ-------ე წამოდგა, რადგან ნასვამი იყო წაბორძიკდა, მან ხელიც კი შეაშველა და ხ---- ქ-------ე შეამაგრა, რომ ღუმელზე არ დაცემულიყო. ამ დროს ღუმელი ოდნავ გაინძრა და ჩაიდნიდან გადაღვრილი წყალი თ----- ქ-------ეს დაესხა, წყალი ღუმელზეც დაიქცა აჩქაფუნდა და თ----- ქ-------ეს სახეში შეესხა, სავარაუდოდ თ----- ქ-------ემ იფიქრა, რომ რადგან მან მამას მანამდე გარკვეული მითითება მისცა, ეწყინა, განერვიულდა და ამის გამო მოხდა ყველაფერი. მას არ დაუნახავს მომხდარი, რადგან ყურადღება ტელეფონზე ჰქონდა გადატანილი და შესაძლოა იფიქრა, რომ მამამისმა ეს განზრახ გააკეთა. ისინი იმდენად ახლოს ისხდნენ ერთმანეთთან, რომ ხ---- ქ-------ე ძალადობის სურვილის შემთხვევაში ხელითაც მისწვდებოდა მათ. მანამდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ თ----- ქ-------ე მამას შეკამათებოდა ან შენიშვნა მიეცა. სასწრაფო დახმარების გამოსაძახებლად მას არ დაურეკავს, რადგან საჭიროდ არ თვლიდა. მომხდარის შემდეგ, თ----- ქ-------ე მეორე ოთახში გავიდა და იქიდან დარეკა სასწრაფოში, თ----- ქ-------ეს თავად წაჰყვა საავადმყოფოში. როდესაც საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად პოლიციელებმა თ----- ქ-------ე სახლში მიიყვანეს, მას ზეწოლა არ მოუხდენია თ----- ქ-------ეზე და არ უთქვამს, რომ სიმართლე დაემალა. შემთხვევის დროს, ხ---- ქ-------ე ვერბალურად არაფერს ამბობდა, იგი იმდენად ნასვამ მდგომარეობაში იყო რომ თავი ვერ შეიმაგრა. პოლიციის მისვლისას სახლში იყო მშვიდი გარემო. ის სახლში იმყოფებოდა თ----- ქ-------ესთან ერთად აივანზე იდგა, ხოლო ხ---- ქ-------ე სახლში იმყოფებოდა და ვახშმობდა. მან პოლიციელებიც კი მიიპატიჟა სუფრასთან. მან იკითხა მათი მისვლის მიზეზი, რაზეც უპასუხეს რომ ,,112-ზე“ იყო დარეკილი. საავადმყოფოში წაყვანამდე პოლიციელებმა მომხდარის შესახებ ცალკე ოთახში გამოჰკითხეს თ----- ქ-------ე, 30 წუთის განმავლობაში ჰკითხავდნენ. ხ---- ქ-------ე განიცდიდა მომხდარს. თ----- ქ-------ის საავადმყოფოში წაყვანის შემდეგ ხ---- ქ-------ე და პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი სახლში დარჩნენ. მათი სახლში დაბრუნების შემდგომ ისინი ისევ სახლში იმყოფებოდნენ. ხ---- ქ-------ე დაკავების დროსაც სახლში იმყოფებოდა. მოწმის განმარტებით, მისი დაკითხვისას მას რასაც კარნახობდნენ იმას წერდა, მას ჩვენება არ წაუკითხავს. გარდა ამისა პოლიციელები არ აპირებდნენ მის დაკითხვას. მან თავად მოითხოვა რომ დაკითხულიყო, რადგან მომხდარის ერთადერთი მოწმე იყო და სიმართლეს იტყოდა. პოლიციის უფროსმა განუმარტა, გამომძიებელს, რომ თუ თავის ქმრის წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემდა არ გამოეკითხათ. თუმცა საბოლოოდ პოლიციის უფროსმა დაავალა გამომძიებელს, რომ მისთვის დაეწერინებინათ, რომ მისი ქმრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ აპირებდა. მან არ იცოდა მისი უფლებების შესახებ და არავის განუმარტია, რასაც პოლიციელები კარნახობდნენ ისე იქცეოდა და წერდა. თ----- ქ-------ე საავადმყოფოში გადაიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანით. პოლიციაც უკან გაჰყვათ. დამწვრობის დამუშავების შემდეგ, თ----- ქ-------ე პოლიციის შენობაში გადაიყვანეს კვლავ გამოსაკითხად. საბოლოდ გაირკვა, რომ თ----- ქ-------ის დამწვრობა ზედაპირული იყო და მალევე უკვალოდ გაუქრა ნაიარევი.

მოწმე ა-–---- ქ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ხ---- ქ-------ის მამა. ცხოვრობს ა-------------------------–---------–-–-, ხ---- ქ-------ის ოჯახთან ერთად. 2019 წლის 27 იანვარს ხ---- ქ-------ე გასვენებიდან ნასვამი დაბრუნდა სახლში. ხ---- ქ-------ე მეუღლესთან ე------------------–---–თან და უფროს ქალიშვილთან თ----- ქ-------ესთან ერთად იმყოფებოდა ღუმელის ოთახში და ხმამაღლა ესაუბრებოდა მის მეუღლეს, თუმცა მოწმის თქმით საუბრიდან სიტყვებს ვერ არჩევდა. ამ დროს სხვა ოთახში იმყოფებოდა, შვილიშვილებთან ერთად უყურებდა ტელევიზორს. რამდენიმე წუთის შემდეგ მან გაიგონა, რომ თ----- ქ-------ემ დაიწყო ტირილი. როგორც მან შემდგომ შეიტყო, ნასვამი ხ---- ქ-------ე, ხმამაღლა საუბრისას, დაეჯახა გახურებულ ღუმელს, რომელზეც, ნაპირში იდო წყლით სავსე ჩაიდანი და ღუმელის გვერდზე სიმინდის ტომრებზე მჯდომ თ----- ქ-------ეს გადაესხა ცხელი წყალი. ამის გამო მან დაიწყო ტირილი. გამწარებულმა გამოიძახა სასწრაფო დახმარება. თ-----ს ტირილის ხმაზე გამოვიდა ოთახიდან. როცა გაიგო, რომ თ----- სასწრაფოში რეკავდა უთხრა, რომ არ დაერეკა, რადგან შემდგომი არეულობის და აყალ-მაყალის აცილება სურდა თავიდან. ამ დროს მან დაინახა თ----- ქ-------ის დაზიანება. მას მკლავზე წყალი ჰქონდა გადასხმული და დამწვრობა ეტყობოდა. სასწრაფო დახმარების მისვლისთანავე მივიდა პოლიციაც. ხ---- ქ-------ე მშვიდად იყო და არანაირ ზეწოლას არ ახდენდა არც ცოლზე და არც შვილზე და კეთილგანწყობას გამოხატავდა იქ მყოფი პოლიციელების მიმართაც. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწია თ-----ს, რის შემდეგაც პოლიციელებმა წაიყვანეს და გარკვეული პერიოდის შემდეგ უკან დააბრუნეს. თ----- ქ-------ე განმარტავდა, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა, მას წყალი შემთხვევით დაესხა და ეს გამიზნულად არავის გაუკეთებია. სახლში ჩვენების მიცემის დროს არავის მიუთითებია თ----- ქ-------ისთვის, რომ მამამისის წინააღმდეგ ჩვენება არ მიეცა. ხ---- ქ-------ე იშვიათად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელს. ფხიზელი კარგად იქცეოდა, ხოლო ნასვამი კონფლიქტური იყო. მოწმის განმარტებით, გამოძიებას მან სწორი ჩვენება მისცა, ცუდი მხედველობის გამო მას გამომძიებელმა წაუკითხა მისი ჩვენება, რის შემდეგაც ხელი მოაწერა.

მოწმე მ-----–----------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დროს 27 იანვარს ღამის 10 საათზე, შეტყობინება მიიღეს ა---------------------------------–------ თ----- ქ-------ის დამწვრობის შესახებ. ადგილზე მისულებს მათ დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები. როდესაც მან იკითხა თუ რა ხდებოდა, პოლიციის თანამშრომლებმა განუმარტეს, რომ მამამ შვილს გადაასხა მდუღარე წყალი. მას მათთვის არ უკითხავს მომხდარის მიზეზი. მას არ ახსოვს რა მდგომარეობა იყო ადგილზე. ოთახში შესვლისას მას დახვდა თ----- ქ-------ე, რომელსაც მკლავზე და მხარზე აღენიშნებოდა დამწვრობა, როდესაც მან თ----- ქ-------იეს ჰკითხა მომხდარის შესახებ, მან უთხრა, რომ ღუმელზე მდგარი ჩაიდნიდან ადუღებული წყალი დაესხა, არ დაუკონკრეტებია ვის მიერ და როგორ. მან სხვა ინფორმაცია არ იცის მომხდარის შესახებ. პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი, პირველადი სამედიცინო დახმარება, ვინაიდან მას შეწუხებული სახე ჰქონდა მას არც კი უკითხავს პაციენტისთვის სტკიოდა თუ არა დამწვარი ადგილები, განუმარტა, რომ უკეთებდა ტკივილგამაყუჩებელ ნემსს, რაზეც წინააღმდეგობა არავის გამოუთქვამს, რის შემდეგაც გაუკეთა ტკივილგამაყუჩებელი წამალი, დაუმუშავა დამწვარი ადგილები. ადგილზე წესების დაცვით შევსებულ იქნა საჭირო დოკუმენტაცია, მას არ ახსოვს პაციენტის ჩივილებში, ტკივილი ჩაწერა თუ არა. შემდეგ პაციენტი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს კლინიკაში. პაციენტს თან გაჰყვა დედა.

მოწმე დ--------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 27 იანვარს იგი ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას - იყო მორიგე ექიმი ასპინძის სამედიცინო კლინიკაში. დაახლოებით 22:30 სთ-ზე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში მიიყვანა თ----- ქ-------ე, რომელსაც მარჯვენა წინა მხრის და მხრის მიდამოში ჰქონდა 1-ლი და მე-2 ხარისხის დამწვრობა და ამის გამო აწუხებდა ტკივილი და წვა, რის გამოც მას ტკივილგამაყუჩებელი წამალიც მიაღებინეს. თ----- ქ-------ეს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, დაენიშნა მკურნალობა და ასევე მას გაუკეთდა ტკივილგამაყუჩებელი. როდესაც მას დაესვა კითხვა თუ საიდან ჰქონდა მიღებული აღნიშნული დამწვრობა, თ----- ქ-------ემ განუმარტა სამედიცინო პერსონალს, რომ ღუმელზე იდგა ჩაიდანი და მას შემთხვევით გადაესხა მდუღარე წყალი კიდურზე. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით თ----- ქ-------ეს სხვა რაიმე არ განუმარტავს და არც თავად დაინტერესებულა შემთხვევის დეტალებით. სასწრაფო დახმარების ბრიგადასთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. სამედიცინო მანიპულაციის დამთავრების შემდეგ იგი გაეცნო სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შედგენილ დოკუმენტაციას აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით. როგორც გაირკვა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ თ----- ქ-------ეს გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება - გაუკეთდა ტკივილგამაყუჩებელი წამალი და დაედო ასეტრიული სახვევი. მოგვიანებით მან პოლიციელი გ------------------ნ გაარკვია, რომ თ----- ქ-------ეს აღნიშნული დაზიანება მიაყენა მამამისმა. დამწვრობის ხარისხის განსაზღვრა ხდება კანის შრეების დაზიანების ხარისხის განსაზღვრის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში დაზიანებული იყო კანი და კანქვეშა ქსოვილი სხვადასხვა მდებარეობის მიხედვით. თ----- ქ-------ესთან ერთად იმყოფებოდა დედამისი. პაციენტის სამედიცინო ბარათიც მან შეადგინა სამედიცინო მანიპულაციის დამთავრების შემდეგ. მან ბარათში ასახა ყველა ის ინფორმაცია რაც პაციენტმა მას მიაწოდა. იმის გარჩევა თუ როგორმა მოქმედებამ გამოიწვია დამწვრობა განზრახვამ თუ შემთხვევითობამ ამის განსაზღვრა შეუძლებელია.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ თ----- ქ-------ის მიერ საგამოძიებო ორგანოსათვის მიცემული ინფორმაციის გადამოწმება მოხდა შემთხვევის ადგილზე. თ----- ქ-------ემ სრულად არ დაადასტურა მის მიერ გამოკითხვის ოქმში ასახული ვითარება და მიუთითა, რომ ხ---- ქ-------ე იგინებოდა დედის ე------------------–---–ის მისამართით. მან მოუწოდა დამშვიდებულიყო. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ხ---- ქ-------ე დაეჯახა ღუმელს, ხელი ჰკრა ჩაიდანს და წყალი შეესხა სახესა და მკლავზე. ძლიერი ტკივილის გამო დახმარებისათვის მიმართა ,,112-ის“ ოპერატორს.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და თანდართული ფოტომასალით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ა-------------------------–---------–-–- მდებარე ე------------------–---–ის საცხოვრებელ სახლში. სამზარეულოს დათვალიერების დროს ოთახში არეულობის და მტვრევის კვალი არ შეინიშნებოდა. შეშის ღუმელის გვერდით სიმინდის ტომრებთან გადაბრუნებულ მდგომარეობაში იდო ჩაიდანი. ღუმელთან ახლოს იყო მაგიდა და სკამები.

მოწმეების - ზ------ ნ---------ის, ლ-------------- ლ---------–-–---–-ს, ვ-–-------- ნ--------–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ,,112-ზე“ შესული შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე ს------–---------–-–ი ხ---- ქ-------ის საცხოვრებელ სახლში. მათ აივანზე დახვდათ დაზარალებული თ----- ქ-------ე, რომელიც იყო აღელვებული, ტიროდა და სახე და ხელი დამწვარი ჰქონდა. ამ დროს სახლში სიმშვიდე იყო და რაიმე შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. მათ იციან მხოლოდ თ----- ქ-------ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც მათი გამოკითხვის ოქმშიც არის ასახული.

ამასთან, მოწმე ლ---- ფ--–-–---–მა განმარტა რომ, გამოკითხვისას თ----- ქ-------ეს სახეზე ეტყობოდა დამწვრობის კვალი, ხელი შეხვეული ჰქონდა და განმარტავდა, რომ მას დამწვარი ადგილი სტკიოდა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს თ----- ქ-------ის მისამართით ა-–---- ქ-------ემ გამოთქვა პრეტენზია, რათა მას არ მიეწოდებინა სწორი ინფორმაცია, რის გამოც თ----- ქ-------ემ თავი შეიკავა რეალური გარემოების დაფიქსირებისაგან. ა-–---- ქ-------ის მოწოდება მან არ ასახა ოქმში, რადგან მიიჩნია, რომ ეს არ იყო საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში ხელშეშლა.

ხ---- ქ-------ის დაკავებაში მონაწილე პირები - ზ------ ნ---------ე და ვ-–-------- ნ--------–---–ი განმარტეს, რომ ბრალდებულის დაკავება მოხდა სახლიდან მოშორებით, ცენტრალური საავტომობილო გზაზე სოფელ იდუმალის გადასახვევთან. დაკავებისას ბრალდებულს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, მიუხედავად იმისა რომ ნასვამი იყო.

საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელმა გამომძიებლებმა, რომლებიც დაიკითხნენ მათ მიერ შედგენილ საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი დოკუმენტების შედგენასთან დაკავშირებით, ასევე ექსპერტებმა დაადასტურეს მათ მიერ შესრულებული საგამოძიებო მოქმედებებისა და დოკუმენტების სისწორე.

დაზარალებულმა თ----- ქ-------ემ გამოიყენა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის - მამას ხ---- ქ-------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

2019 წლის 29 იანვრის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N7-------- დასკვნით დადგენილია, რომ სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ასპინძის რეფერალური ჰოსპიტალის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N2---ის მიხედვით თ----- ქ-------ეს აღენიშნებოდა მარჯვენა მხრის შუა და ქვემო მესამედის არეში უკანა ზედაპირზე და მარჯვენა წინამხრის ზემო მესამედის უკანა ზედაპირზე თერმული დამწვრობა I-II ხარისხის მხოლოდ კანის დეფექტით. აღნიშნული თერმული დამწვრობა მიყენებულია რაიმე თერმული საგნის (თერმული-ცხელი სითხის) მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზნულობით აღნიშნული დაზიანება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით 2019 წლის 28 იანვარს სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე თ----- ქ-------ე ცნობილი იქნა დაზარალებულად.

 

მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება ხ---- ქ-------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის ასეთი დასკვნა წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ან/და გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან. დანაშაულის შემადგენლობისთვის ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში ქმედების განხორციელებასთან ერთად სავალდებულოა, რომ იმას, ვისზეც იძალადეს, განიცადოს ფიზკური ტკივილი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი სრულიად სუბიექტური გამოცდილებაა, სწორედაც დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განცდილი ძალადობის შედეგად განაცხადოს ძალადობამ (ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ) მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი და სხვა პირის განმარტება ტკივილის განცდასთან დაკავშირებით (ძალადობის შედეგად პირმა შეიძლება თუ არა განიცადოს ტკივილი) არარელევანტურია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ხ---- ქ-------ემ ჩაიდინა შვილის თ----- ქ-------ის მიმართ ძალადობა. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და ხ---- ქ-------ის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ ხ---- ქ-------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენას, არ დასტურდება ხ---- ქ-------ის მიერ თ----- ქ-------ისათვის ცხელი წლით სავსე ჩაიდნის განზრახ სროლის ფაქტი. ვითარება, რომელსაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები აღწერენ არის შემთხვევითობა და გამოწვეულია მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ხ---- ქ-------ის ღუმელზე მიჯახებით, როდესაც ღუმელზე მდგარი ჩაიდნიდან გადმოღვრილი წყლის დასხმის შედეგად თ----- ქ-------ემ მიიღო დამწვრობითი დაზიანება. მოწმე ე------------------–---–ი და ხ---- ქ-------ე განმარტავენ, რომ თ----- ქ-------ე შემთხვევის დროს იჯდა ღუმელთან საკმაოდ დაბალ პოზიციაზე და მობილურ ტელეფონში იყურებოდა, მას არ დაუნახავს ხ---- ქ-------ის წამოდგომა სკამიდან და წაბორძიკება, რამაც საბოლოოდ ჩაიდნიდან წყლის გადმოღვრა და მისი დამწვრობა გამოიწვია. ამ კატეგორიის საქმეთა განხილვის დროს საბოლოო გადაწყვეტილებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თავად დაზარალებულის პოზიციას, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მან როგორ აღიქვა მისი ოჯახის წევრის ქმედება და მიაჩნია თუ არა რომ მასზე განახორციელეს ძალადობა. თავად დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე სასამართლოში. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, როდესაც მოხდა თ----- ქ-------ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციის ადგილზე შემოწმება მან მიუთითა, რომ ხ---- ქ-------ე დაეჯახა ღუმელს. მას არ დაუდასტურებია მამამისის მიერ მის მიმართ მიზანმიმართულად ჩაიდნის გასროლის ფაქტი. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩამტარებელი ლ---------–-–---–-ს მითითებით აღნიშნული ცვლილება გამოიწვია ა-–---- ქ-------ის ნათქვამმა, რომელიც ურჩევდა თ----- ქ-------ეს დაემალა ფაქტები. თუმცა ამ ვითარების ოქმში ასახვა არ ჩათვალა საჭიროდ. შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ ასახავს სრულყოფილ ინფორმაციას მისი მიმდინარეობის შესახებ. მოწმე, რომელსაც შეეძლო სასამართლოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და ნათელი მოეფინა იმ საკითხისთვის რა ვითარებაში და როგორ მიიღო დაზიანება, არის თავად დაზარალებული თ----- ქ-------ე, რომელმაც სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და თავისი მამის - ხ---- ქ-------ის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება. აღნიშნული ფაქტის უშუალო თითმხილველი მოწმეა ე------------------–---–ი, რომელიც არის ხ---- ქ-------ის მეუღლე და დაზარალებულის დედა, რომლის ჩვენებითა და თავად ხ---- ქ-------ის ჩვენებით კი დასტურდება, რომ ნასვამი ხ---- ქ-------ე შემთხვევით წაბორძიკდა და დაჯახა შეშის ღუმელს, რომელზედაც იდგა წლიანი ჩაიდანი. დაჯახების შედეგად ჩაიდნიდან გადმოიღვარა ცხელი წყალი, რაც გადაესხა დაზრალებულს, რითაც მიიღო დაზიანება. მართალია თ----- ქ-------ეს სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღენიშნებოდა მარჯვენა მხრის შუა და ქვემო მესამედის არეში უკანა ზედაპირზე და მარჯვენა წინა მხრის ზემო მესამედის უკანა ზედაპირზე თერმული დამწვრობა I-II ხარისხის მხოლოდ კანის დეფექტით. აღნიშნული თერმული დამწვრობა მიყენებული იყო რაიმე თერმული საგნის (თერმული-ცხელი სითხის) მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. თუმცა საქმის მასალებიდან და გამოკვლეული მტკიცებულებებიდან არ იკვეთება ხ---- ქ-------ის განზრახვა, განზრახ დაეზიანებინა შვილი. ხ---- ქ-------ის ღუმელზე შემთხვევით შეჯახების შედეგად, გამოწვეული ეს თანამდევი შედეგი ვერ გახდება ხ---- ქ-------ის მსჯავრდების საფუძველი, ვინაიდან, ჯერ ერთი, შვილის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად გაუფრთხილებლობითაა გამოწვეული, მეორეც, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ოჯახური ძალადობა გაუფრთხილებლობით არ შეიძლება განხორციელდეს. გარდა ამისა, საქმეში არ მოიპოვება არანაირი სხვა პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ხ---- ქ-------ემ განზრახ დაზიანება მიაყენა შვილს, თ----- ქ-------ეს. არც დაზარალებულს და არც სხვა პირებს სასამართლოსათვის ასეთი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა არცერთი პირდაპირი მოწმე და არ გამოკვლეულა არცერთი წერილობითი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ხ---- ქ-------ის მიერ 2019 წლის 27 იანვარს შვილის მიმართ განზრახ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,Tanişand Others v. Turkey" (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული კატეგორიის დანაშაულთა სპეციფიკიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლე ობიექტურად ვერ იარსებებს. მოცემულ შემთხვევაშიც სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე პირების - ხ---- ქ-------ის და თ----- ქ-------ის გარდა კონფლიქტს შეესწრო ე------------------–---–ი, შესაბამისად, ფაქტის უტყუარად დადასტურება შეუძლიათ მხოლოდ დაზარალებულს, ხ---- ქ-------ეს და ე------------------–---–ს. განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებულმა გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მამის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. ხ---- ქ-------ეს და მის მეუღლეს ე------------------–---–ს სასამართლოსთვის არ მიუწოდებიათ ინფორმაცია, რომ ხ---- ქ-------ემ განზრახ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა შვილს-თ----- ქ-------ეს, კერძოდ, განზრახ ესროლა ცხელი წყლით სავსე ჩაიდანი, რომელიც მოარტყა სახისა და ხელის არეში, რის გამოც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასეთ ვითარებაში, ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივარში ხ---- ქ-------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებებად მოიშველია შეტყობინება, რომლის თანახმად, 2019 წლის 27 იანვარს თ----- ქ-------ემ განახორციელა სატელეფონო ზარი. მან შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს ხ---- ქ-------ის მხრიდან 2019 წლის 27 იანვარს განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე. აღნიშნული შეტყობინება, რომელსაც ბრალდების მხარე მიიჩნევს ხ---- ქ-------ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვერ ჩაანაცვლებს თ----- ქ-------ის ჩვენებას, რამდენადაც იგი მხოლოდ შეტობინებაა, რომელიც გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გამხდარიყო და რომელშიც აღწერილი დანაშაულებრივი ფაქტების ნამდვილობა სწორედ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად უნდა გადამოწმებულიყო. მასში აღწერილი ფაქტების ნამდვილობა კი შესაბამისი მტკიცებულებების შეკრებით უნდა დადასტურებულიყო. ბრალდების მხარეს ხ---- ქ-------ის ბრალეულობის დამადასტურებლად მოჰყავს მოწმეების - ლ-------------- და ზ------ ნ---------ის ჩვენებები, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და ამდენად, არის ირიბი ხასიათის, რადგან მათ მიერ, ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხული სხვა მოწმეების (ექსპერტების, ექიმების და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების) სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები ეფუძნება დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. მათი ჩვენებები, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს. ბრალდების მხარემ მტკიცებულებად მოიშველია ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ასპინძის რეფერალური ჰოსპიტალის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N2---ის მიხედვით თ----- ქ-------ეს აღენიშნებოდა მარჯვენა მხრის შუა და ქვემო მესამედის არეში უკანა ზედაპირზე და მარჯვენა წინამხრის ზემო მესამედის უკანა ზედაპირზე თერმული დამწვრობა I-II ხარისხის მხოლოდ კანის დეფექტით. აღნიშნული თერმული დამწვრობა მიყენებულია რაიმე თერმული საგნის (თერმული-ცხელი სითხის) მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზნულობით აღნიშნული დაზიანება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნაც ვერ გამოდგება ხ---- ქ-------ის ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რამდენადაც იგი ადასტურებს მხოლოდ იმ ფაქტს, რომ თ----- ქ-------ის სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, თუმცა ექსპერტიზის დასკვნით შეუძლებელია იმ ფაქტის დადგენა, თუ ვინ (ხ---- ქ-------ემ თუ სხვა პირმა) მიაყენა, ან როდის და რა ვითარებაში (განზრახ, თუ გაუფრთხილებლობით ან სხვა გზით) მიიღო თ----- ქ-------ემ აღნიშნული დაზიანებები, ან ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულმა დაზიანებებმა გამოიწვია თუ არა დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, შეუძლებელია ექსპერტიზის დასკვნით დანაშაულის სუბიექტის დადგენა და იმის მტკიცება, რომ მსხვერპლს დაზიანება განზრახ მიაყენა კონკრეტულმა პირმა.

ბრალდების მხარემ მტკიცებულებად მოიშველია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რასთან დაკავშირებითაც პალატა განმარტავს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენში, პუნქტი 45. განმარტებულია, რომ ,,..საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის, როგორც პირდაპირი მტკიცებულების გარდა, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა სხვა მტკიცებულებებიც მოწმეთა ირიბი ჩვენებების სახით, მაგრამ მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობა, როდესაც მათგან მხოლოდ ერთი წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობად, რომელიც საკმარისი იქნება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც“.

 

შესაბამისად, საპელაციო პალატა ვერ გაიზარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ მოცემულ საქმეზე საგამოძიბო ექსპერიმენტის ოქმის და საქმეში არსებულ სხვა ირიბ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისი იყო ხ---- ქ-------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარდით ადასტურებდა ხ---- ქ-------ის ბრალეულობას. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება (საგამოძებო ექსპერიმეტის ოქმი, ისიც საეჭვოს), როგორც არასაკმარისი საფუძველი, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს პირის მსჯავრდებისათვის. საქმეში არ მოიპოვება არანაირი სხვა პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ხ---- ქ-------ემ განზრახ მიაყენა დაზიანება შვილს - თ----- ქ-------ეს, არც თავად დაზარალებულს და არც სხვა პირებს სასამართლოსათვის ასეთი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. სააპელაციო პალატამ აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს იმ ლოგიკურ მტკიცებულებათა ჯაჭვი, რომელიც იძლევა საფუძველს, რომ ხ---- ქ-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება შვილის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დანაშაულად დადასტურებულად ჩაითვალოს.

 

პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ ხ---- ქ-------ემ განახორციელა ოჯახში ფიზიკური ძალადობა შვილის თ----- ქ-------ის მიმართ.

 

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ხ---- ქ-------ის დამნაშავეობაში.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ახალციხის რაიონული პროკურორის მოადგილის გ------------–---–---–ის, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალციხის რაიონული პროკურორის მოადგილის გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ხ---- ქ-------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

ხ---- ქ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ჩაიდანი, რომელიც ინახება შსს ასპინძის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ე------------------–---–ს.

 

გამართლებულ ხ---- ქ-------ეს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი