განაჩენი

სისხლის სამართლის 13.12.2019
საქმის ნომერი
110100118002759544
ინსტანცია
თარიღი
13.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110100118002759544

საქმე №1/ბ-753-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

29 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ლერი თედორაძე

 

ბრალდების მხარე: ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი კ-----------ე;

 

მსჯავრდებული: თ------------------ე, დაბადებული 1----–-–-------------ს, პირადი ნომერი: 1----------; საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებს მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ზ------------------------------–----–------ი;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი; 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილი; 111;160-ე მუხლის პირველი ნაწილი; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აღწერილობითი ნაწილი

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენით: თ------------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), სსკ-ის 111;1511 მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 111;160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 111;1511 მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ 111;160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი, ხოლო, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, თ------------------ეს (დანაშაულთა ერთობლიობით), სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 (სამი) წელი; თ------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და დადგინდა, რომ გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით; საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, თ------------------ეს დაეკისრა მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი; ხოლო სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალა პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; დადგინდა, რომ საქმეზე დართული ნივთები და საგნები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი ,,CD’’ დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია:

2006 წლიდან, 2018 წლის აგვისტომდე, მ-----–-------------–---–ი ქორწინებაში იმყოფებოდა თ------------------ესთან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ და ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები - მ----------------ე და ვ----------------ე. 2018 წლის 07 მარტს, საღამოს საათებში, ზ----------–--------------------ში მდებარე მ-----–-------------–---–ის საცხოვრებელ სახლში, თ------------------ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - მ-----–-------------–---–ს, კერძოდ, ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახის, მხრებისა და მკლავების არეში, რის შედეგადაც მ-----–-------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, თ------------------ე, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მ-----–-------------–---–ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ტანჯვას.

2018 წლის აგვისტოს თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), თ------------------ემ უკანონოდ შეაღწია ყოფილი მეუღლის - მ-----–-------------–---–ის საცხოვრებელი სახლის სარდაფში, მდებარე ზ------------------------------ში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 80 ლარად ღირებულ ორ ცალ ლითონის მილს.

 

2018 წლის ოქტომბრის თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), თ------------------ემ მფლობელის - მ-----–-------------–---–ის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შეაღწია მ-----–-------------–---–ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ზ----------–-------------------- ში, რითაც დაირღვა ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის უფლება.

 

2006 წლიდან, 2018 წლისა აგვისტომდე, მ-----–-------------–---–ი ქორწინებაში იმყოფებოდა თ------------------ესთან. ისინი ერთად ცხოვრობდნენ ზ----------–---–------------------–------------------ში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები - მ----------------ე (დაბ. 2---------) და ვ----------------ე (დაბ. 2---------). მათი განშორების მიზეზი გახდა ხშირი უთანხმოება. განშორების შემდგომ, თ------------------ემ, მ-----–-------------–---–თან დაიწყო სისტემატური სატელეფონო დარეკვა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა, ამ უკანასკნელის სურვილის საწინააღმდეგოდ სახლში და სამსახურში მიკითხვა, რასაც თან სდევდა თ------------------ის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა და ძალადობის გამოყენების მუქარა. აღნიშნულით, მ-----–-------------–---–ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას და ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რის გამოც მან მნიშვნელოვნად შეცვალა ცხოვრების წესი და საცხოვრებლად გადავიდა ქ--–--------–--ში. ასევე, მ-----–-------------–---–ს შეექმნა ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის საჭიროება. თ------------------ის მხრიდან აღნიშნული ქმედებები მ-----–-------------–---–ის მიმართ სისტემატურად ხორციელდებოდა სხვადასხვა დროს -2019 წლის 6 იანვრიდან, 2019 წლის 3 მარტის ჩათვლით.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ-----------ემ და მოითხოვა მსჯავრდებულ თ------------------ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ თვით მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ განხორციელებული დანაშაულის ხასიათისა და ინტენსივობის გათვალისწინებით, თ------------------ისათვის დანიშნული სასჯელი არ არის პროპორციული და ადეკვატური მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებებთან, შესაბამისად, ვერ უზრუნველჰყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნების შესრულებას, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

დაცვის მხარეს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).

 

სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.

 

რადგანაც, მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლების ნაწილიც (მოწმეთა ჩვენებები) მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულ მ-----–-------------–---–ის ჩვენებით, მოწმეების - მ----------------ის, ვ----------------ის, ი-–--–--------ის, ნ-----–-------------–---–ის, ე-–------------------–---–ის გამოკითხვის ოქმებითა და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ თ------------------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს თ------------------ისთვის სასჯელის გამკაცრებას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.

 

სააპელაციო სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

თ------------------ე მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულთა ჩადენისათვის, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. თ------------------ე ნასამართლობის არმქონეა, არის სოციალურად დაუცველი და ოჯახში ცხოვრობს პენსიონერ დედასთან ერთად, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ პირობითი მსჯავრის დანიშვნისას პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა საქმის გარემოებები, ბრალდებულის პიროვნება და კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ბრალის აღიარებისა და მონანიების გამო დანიშნული სასჯელი სწორად ჩათვალა პირობითად, რითაც, მსჯავრდებულს მისცა შესაძლებლობა, გამოსაცდელ ვადაში დაამტკიცოს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო არ არის დანიშნული სასჯელის რეალურად მოხდა და ამისათვის საკმარისია გამოსაცდელ ვადაში დაწესებული სხვა მოვალეობების შესრულებაც.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში რადგანაც უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ თ------------------ის მიმართ დადგენილი სანქციის ფარგლებში, დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის პირობითად ჩათვლა, მისი კერძო და ზოგადი პრევენციული ხასიათიდან გამომდინარე, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების მოთხოვნებთან და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ-----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენი, თ------------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ-----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენი, თ------------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;

 

3.თ------------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია); სისხლის სამართლის კოდექსის 111;1511 მუხლის 1-ლი ნაწილით; სისხლის სამართლის კოდექსის 111;160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია); სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;1511 მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი, ხოლო, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, თ------------------ეს (დანაშაულთა ერთობლიობით), სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

5.თ------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით;

6.საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, თ------------------ეს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი; ხოლო სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

7.ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი ,,CD’’ დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე;

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლ.თედორაძე/