განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.11.2019
საქმის ნომერი
330210016001296585
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
14.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210016001296585

საქმე №2ბ/6642-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე, მომხსენებელი - ვლ------რ კა--ბაძე

მოსამართლეები: ლე--- გვარამია, თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

აპელანტი - ქე------ გო-------

წარმომადგენელი - ნუ--- შა-–---------

მოწინააღმდეგე მხარე - ლე--- ყი------

წარმომადგენელი - მა-- ქა---------

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა, თანამესაკუთრედ ცნობა

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

1. ქე------ გო------ის სარჩელი ლე--- ყი------ს მიმართ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდა.

 

1.1. შეწყდა ქორწინება ქე------ გო-------სა (პ/ნ 60001054945, დაბადებული 20.08.1987 წ.) და ლე--- ყი------ (პ/ნ 01015008629, დაბადებული 15.06.1976 წ.) შორის, რეგისტრირებული 2013 წლის 21 იანვარს, სააქტო ჩანაწერი №01201330303.

 

2. ქე------ გო------ის სარჩელი ლე--- ყი------ს მიმართ თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

3. ქე------ გო-------ს დაუბრუნდა განქორწინების მოთხოვნასთან მიმართებით 2016 წლის 28 მარტს მის მიერ სს ბანკ ,,რესპუბლიკაში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 460.20 ლარიდან - 50 (ორმოცდაათი) ლარი, მიმღების ანგარიში: 300773150.

 

4. ქე------ გო------ის მიერ თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ სარჩელთან და--ვშირებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1311 (ათას სამას თერთმეტი) ლარისა და 96 (ოთხმოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით, დარჩა ბიუჯეტში გადახდილად.

 

5. მოპასუხე ლე--- ყი------ მოსარჩელე ქე------ გო------ის სასარგებლოდ არ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

 

6. გაუქმდა 2016 წლის 24 მარტის, სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ლე--- ყი------ (პ/ნ 01015008629) აეკრძალა საჯარო რეესტრში მის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ნ.ჟვ----- 10-ში (ყოფ.კე---–---- ქ.72) მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) სა--დასტრო კოდი (ს/კ#01.15.02.056.001.02.0--) ½ ნაწილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან და--ვშირებით

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

1.1. ქე------ გო------- და ლე--- ყი------ რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2013 წლის 21 იანვრიდან. თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შვილი არ შესძენიათ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

- ქორწინების მოწმობა (ტომი I, ს.ფ. 04).

 

1.2. ქე------ გო-------სა და ლე--- ყი------ შორის საქორწინო ხელშეკრულება არ დადებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

1.3. შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-8 განყოფილების მიერ 2016 წლის 22 მარტს ლე--- ყი------ს მიმართ შედგა შემა--ვებელი ორდერი #014212, მსხვერპლის - ქე------ გო------ის მიმართ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შემა--ვებელი ორდერი (ტომი I, ს.ფ. 42).

 

1.4. უძრავი ნივთის მდებარე თბილისი, ნ. ჟვ----- 10 (ყოფილი კე---–---- 72), მიწის (უძრავი ქონების) სა--დასტრო კოდი # 01.15.02.056.001.02.0-- შეძენისას, ასევე, მას შემდეგ 6 თვის განმავლობაში, ქე------ გო------- ცხოვრობდა ქირით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

1.5. მა----ე ყი------, მის საკუთრებაში არსებული ბინის გაყიდვამდე, ცხოვრობდა ორ შვილთან ერთად, ხოლო ბინის გაყიდვის შემდეგ, დღემდე ცხოვრობს შვილთან, ლე--- ყი--------ნ ერთად მისამართზე - ქ. თბილისი, ნ. ჟვ----- 10 (ყოფილი კე---–---- 72), ბინა #47.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

1.6. მხარეთა შორის 2016 წლიდან ფაქტობრივად შეწყვეტილია ოჯახური თანაცხოვრება. ქე------ გო-------სა და ლე--- ყი------ შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს. მხარეები ეთანხმებიან მათ შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

1.7. მა----ე ყი------ა 2013 წლის 13 აგვისტოს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით #130827243 გაასხვისა უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, ჟ.შა-------ს ქ. (ყოფ.ან----), #35-37, სადარბაზო 1, სართული 14, ნიშნული +47.85, ბინა 50 ბ. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა - 92 000 აშშ დოლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი I, ს.ფ. 71);

- ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 77-79);

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი I, ს.ფ. 72).

 

1.8. ლე--- ყი------ს ძმის, კო----------- ყი------ს სახელზე 2013 წლის 15 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ნივთი მდებარე ქ.თბილისი, მი–------ს ქუჩა, #29-29ა, მშენებარე, ფართი 51.09 კვ.მ. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა - 24 500 აშშ დოლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი I, ს.ფ. 73-74).

 

1.9. მა----ე ყი------ს ანგარიშიდან, სს ,,თი ბი სი ბანკში“ ფიქსირდება თანხის გატანა 2013 წლის 21 აგვისტოს - 24 000 აშშ დოლარის, ხოლო 2013 წლის 27 აგვისტოს - 16 000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი ანგარიშიდან (ტომი I, ს.ფ. 134).

 

1.10. 2013 წლის 09 სექტემბერს ერთის მხრივ გამყიდველს, ვლ------რ ნი–------- და მეორეს მხრივ მყიდველს ლე--- ყი------ შორის, დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობა-გამიჯვნის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლე--- ყი------ა იყიდა უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, ნ.ჟვ----- #10(ყოფ. კე---–---- ქუჩა #72), მანსარდა (მშენებარე), სადარბაზო 1, სართული 14 (1 სექცია). ხელშეკრულებით ნასყიდობის ფასი განსაზღვრულია - 20 000 აშშ დოლარად. ლე--- ყი------ აღირიცხა საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრედ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ნასყიდობა-გამიჯვნის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 207-208);

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი I, ს.ფ. 5-6).

 

1.11. ქე------ გო------ის სახელზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2013 წლის 03 დეკემბრის განკარგულებით, 2013 წლის 22 ნოემბერს დასრულებულ აუქციონზე უძრავი ქონების მდებარე ქ.თბილისი, და------- ქუჩა #20, ფართი 94.10 კვ.მ შემძენი გახდა ქე------ გო-------. მან ქონების შესაძენად გადაიხადა - 46 000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი I, ს.ფ. 89);

-განკარგულება (ტომი I, ს.ფ. 93).

 

1.12. 2014 წლის 28 იანვარს ქე------ გო------ის სახელზე სს ,,ბაზისბანკის“ მიერ გაიცა სესხი - 38 500 ლარის ოდენობით 10 წლის ვადით. სესხის გაცემის მიზნად მითითებულია - ბითიეი ბანკის რეფინანსირება, რემონტი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საქმეზე #2/30974-16, სს ,,ბაზისბანკის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე ქე------ გო-------ს მოსარჩელე სს ,,ბაზისბანკის“ სასარგებლოდ დაეკისრა 34 642.06 ლარის გადახდა. დავალიანების დაფარვის მიზნით განისაზღვრა სარეალიზაციოდ მოპასუხე ლე--- ყი------ს საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდებარე ქ.თბილისი, ნ.ჟვ----- #10 (ყოფ.კე---–---- ქუჩა #72), ს/კ 01.15.02.056.001.02.563 მიქცევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საკრედიტო ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 187-191);

-ამონაწერი ანგარიშიდან (ტომი I, ს.ფ. 182-186);

-გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ. 192-203).

 

1.13. ქე------ გო------- 2015 წლიდან სარგებლობს სს ,,საქართველოს ბანკის“ ავტოსესხით, რომლის უზრუნველყოფას წარმოადგენდა ავტომობილი - NISSAN NOTE 2005წ, სესხის ოდენობა - 2220 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ცნობა (ტომი I, ს.ფ. 181).

 

1.14. სასამართლომ დადგენილად ვერ მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ქე------ გო------- საბანკო დაწესებულებაში მუშაობდა მაღალანაზღაურებად პოზიციაზე, სადავო უძრავი ნივთის შეძენისას ჰქონდა დანაზოგი, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი პირდაპირი და სარწმუნო მტკიცებულება, მხარეს არ წარმოუდგენია. სასამართლოს განმარტებით, მოპასუხემ აღნიშნული გარემოება სადავოდ გახადა, მოსარჩელემ კი ვერ შეძლო ზემოაღნიშნული სადავო გარემოების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად. კერძოდ, გარემოების დასტურად მოსარჩელის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ახსნა-განმარტება, რაც სადავოობის შემთხვევაში არ წარმოადგენს სანდო, სამართლებრივი ღირებულების მქონე მტკიცებულებას. 2013 წლისათვის ქე------ გო-------ს შემოსავლისა და საკუთრებაში არსებული დანაზოგის დამადასტურებელი მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია. საწინააღმდეგოზე მიუთითებდა მოპასუხის მოწმე, კო----------- ყი------ს ჩვენება, რომლის განმარტებით, ქე------ გო-------ს სადავო პერიოდში თბილისში უძრავი ქონება საკუთრებაში არ ჰქონია და ცხოვრობდა ოჯახის წევრებთან ერთად ქირით, მოსარჩელეს დიდი ოდენობის დანაზოგის დაგროვების შესაძლებლობა არ ჰქონდა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქე------ გო-------მ ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის სრულყოფილი რეალიზება.

 

1.15. სასამართლომ დადგენილად ვერ მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ქე------ გო-------ს მიღებული ჰქონდა თანხობრივი მონაწილეობა 2013 წლის 02 სექტემბერს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონების მდებარე - ქ.თბილისი, ნ. ჟვ----- 10 (ყოფ. კე---–---- 72), კორპუსი #6, მე-5 სართული, ბინა #13, ქონების შეძენაში და ის წარმოადგენდა მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით შეძენილ ნივთს.

 

აღნიშნულის შეფასების საფუძველი სასამართლოს მისცა საქმეზე დადგენილმა შემდეგმა ფაქტობრივმა გარემოებებმა:

 

უდავო იყო, რომ მა----ე ყი------ შვილებთან, კო----------- და ლე--- ყიფიანებთან ერთად ცხოვრობდა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში მდებარე ქ. თბილისი, ჟ. შა-------ს ქ. (ყოფ. ან----), #35-37, სადარბაზო 1, სართული 14, ნიშნული +47.85, ბინა 50ბ. ნივთი გასხვისდა 2013 წლის 13 აგვისტოს - 92 000 აშშ დოლარად. მოპასუხის განმარტებით, ბინის გაყიდვის მიზანი იყო ძმებისთვის ცალ-ცალკე საცხოვრისის შეძენა, თავად მა----ე ყი------ განზრახული ჰქონდა შვილთან ლე--- ყი--------ნ ცხოვრება. ფაქტობრივ გარემოებას ამყარებდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ კონტანტინე ყი------ს სახელზე 2013 წლის 15 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ნივთი მდებარე ქ.თბილისი, მი–------ს ქუჩა, #29-29ა, მშენებარე, ფართი 51.09 კვ.მ. ასევე, თავად კო----------- ყი------ს ჩვენება, რომელიც აღნიშნავს, რომ დედამ შვილებს გადასცა თანაბარი ოდენობის თანხა უძრავი ქონების ცალკ-ცალკე შესაძენად, მათ შორის ლე--- ყი------ - 20000 აშშ დოლარი. მა----ე ყი------ აპირებდა უმცროს შვილთან ერთად ცხოვრებას.

 

უდავო იყო ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზეც, რომ სადავო უძრავი ქონების შეძენის დროს ქე------ გო------- ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობდა ქირით. მტკიცებულება მის მიერ ამ პერიოდში მაღალანაზღაურებად პოზიციაზე მუშაობისა და დანაზოგის არსებობისა, ან დედის მხრიდან მატერიალური დახმარებისა, საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. ქე------ გო-------ს სოლიდური ოდენობის სესხი - 38 500 ლარი გამოტანილი ჰქონდა მხოლოდ ფართის შესყიდვის შემდეგ, რაც მის მოხმარებას ნასყიდობის საფასურის გადასახდელად, გამორიცხავს. მოსარჩელე ვერ ასაბუთებდა ნივთის შეძენას - 40 000 აშშ დოლარად, გარიგებით ნასყიდობის საფასური განსაზღვრული იყო - 20 000 აშშ დოლარად, ხოლო საპირისპირო მტკიცებულება ქე------ გო------ის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ერთმანეთს ემთხვეოდა მა----ე ყი------ს ანგარიშიდან თანხის გატანის (2013 წლის 21 აგვისტო-27 აგვისტო) და სადავო უძრავი ქონების ყიდვის თარიღებიც. უდავო იყო ბინის შეძენის პერიოდში ლე--- ყი------ს უმუშევრობის ფაქტიც. შესაბამისად, სასამართლომ სარწმუნოდ მიიჩნია მოპასუხის განმარტება იმის თაობაზე, რომ უძრავი ნივთის შეძენა არ მომხდარა მეუღლეთა საერთო სახსრებით. მა----ე ყი------ს საკუთრებაში არსებული ბინის გასხვისებით მიღებული თანხა გამიზნული იყო მოპასუხის დედის ცხოვრებისა და სამომავლო სარგებლობისათვის. მა----ე ყი------ ცხოვრობდა სადავო ქონებაში. აღნიშნული გარემოების გამაქარწყლებელი მტკიცებულება, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

 

სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია იმასთან და--ვშირებით, რომ ბინა ოჯახის დანაზოგით იქნა შეძენილი, რის დასტურად მას სასამართლოში არ წარმოუდგენია სათანადო და უტყუარი მტკიცებულება. შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ ლე--- ყი------სათვის დედის მხრიდან, შემდგომში ცხოვრების მიზნით უძრავი ქონების შესაძენად გადაცემული ფულადი თანხა, ვერ იქნებოდა მიჩნეული ოჯახისათვის გაკეთებულ საჩუქრად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამარლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვის შედეგად, სადავო ქონების მხარეთა საქორწინო ურთიერთობაში ყოფნის დროს ერთობლივი თანხობრივი მონაწილეობით შეძენის ფაქტი სასამართლომ დადგენილად ვერ მიიჩნია.

 

2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან და--ვშირებით:

2.1. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით, ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. ამავე კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამა--ცის ნებაყოფლობითი კავშირია, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც დაქორწინებისათვის ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო, რაც მოცემულ შემთხვევაში არ გვაქვს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იყო ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ქე------ გო------- და ლე--- ყი------ იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 2013 წლის 21 იანვრიდან.

 

მხარეთა შორის სადავო არ იყო ფაქტობრივი გარემოებაც იმის თაობაზე, რომ მეუღლეთა შორის 2016 წლიდან ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო თანაცხოვრება. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქე------ გო-------სა და ლე--- ყი------ შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელი იყო და შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებდა. მხარეები ეთანხმებოდნენ მათ შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას.

 

ამასთან, მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის თაობაზე ცნო, რაც ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენდა საკმარის საფუძველს ამ ნაწილში სარჩელის დასაკმაყოფილებლად.

 

2.2. საერთო საკუთრების უფლების წარმოშობის ზოგადი დანაწესი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლში, რომლის მიხედვით, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება- მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. ამავე კოდექსის 1152-ე მუხლის თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეშვიდე დამატებითი ოქმის მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეები სარგებლობენ კერძო-სამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით ერთმანეთს შორის და შვილებთან ურთიერთობაში, როგორც დაქორწინების დროს, ისე ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამა--ცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მეუღლეთა საერთო ქონება არის ქონება, რომელიც მეუღლეებმა ერთობლივად შეიძინეს. შეძენაში, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება მხოლოდ ფულადი თანხის გადახდა, არამედ ორივე მეუღლის მიერ ერთობლივი შრომითა და სახსრებით შექმნილი შემოსავალი და ცოლ- ქმრის ნება მიმართული ქონების მათ საკუთრებაში გადასვლაზე.

 

დადგენილია, რომ მა----ე ყი------ა 2013 წლის 13 აგვისტოს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით #130827243 გაასხვისა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ჟ.შა-------ს ქ. (ყოფ.ან----), #35-37, სადარბაზო 1, სართული 14, ნიშნული +47.85, ბინა 50ბ. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა - 92 000 აშშ დოლარით. მა----ე ყი------ს ანგარიშიდან 2013 წლის 21 აგვისტოსა და 2013 წლის 27 აგვისტოს გამოტანილ იქნა თანხები. მოწმე კო----------- ყი------ს ჩვენებით, დედამ 20 000 აშშ დოლარი გადასცა ლე--- ყი------ ბინის შეძენის მიზნით. თანხის გადაცემას თავადაც ესწრებოდა. მოპასუხის ახსნა-განმარტება, გამყარებული მოწმე კო----------- ყი------ს ჩვენებით იმის შესახებ, რომ სადავო უძრავი ქონების შეძენა მასში შემდგომი ცხოვრების მიზნით სურდა მა----ე ყი------, რა მოტივითაც მან გაასხვისა საკუთრებაში არსებული ქონება, ცხოვრობს და უწყვეტად ფლობს ბინას, როგორც საკუთარს, სარწმუნოს ხდიდა მოპასუხის პოზიციას იმის შესახებ, რომ ნასყიდობის საფასური შვილის, ლე--- ყი------სათვის სრულად იქნა გაღებული მა----ე ყი------ს მხრიდან და შესაბამისად, ბინის შეძენაში ქე------ გო-------ს მონაწილეობა არ მიუღია. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაქარწყლება მოსარჩელემ ვერ შეძლო, ვინაიდან არ წარმოუდგენია აღნიშნული გარემოებების გამაქარწყლებელი სათანადო და უტყუარი მტკიცებულებები, კერძოდ:

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ ქე------ გო------- და ლე--- ყი------ იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 2013 წლის 21 იანვრიდან. დადგენილი იყო ასევე, რომ სადავო უძრავი ქონების შეძენის მომენტისათვის ლე--- ყი------ იყო უმუშევარი. ქე------ გო------- ცხოვრობდა ქირით და იხდიდა ყოველთვიურ საფასურს. იმ პერიოდში მაღალანაზღაურებად პოზიციაზე მისი მუშაობის, დანაზოგის არსებობის ან დედის მიერ მატერიალური დახმარების გაწევის ფაქტი, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ უძრავი ქონების ნასყიდობისას, ფინანსური სახსრები წარმოადგენდა ქე------ გო------ის საკუთრებას, საქმის მასალებით არ დგინდებოდა. ფაქტს ვერ ადასტურებდა საქმეში წარმოდგენილი ვერც ერთი მტკიცებულება. მარტოოდენ მხარის ახსნა-განმარტება კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, სადავოობის შემთხვევაში არ შეიძლება მიჩნეულ ყოფილიყო სანდო სამართლებრივი ღირებულების მქონე მტკიცებულებად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ქონების თანამესაკუთრედ ცნობის საფუძველს არ წარმოადგენდა მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში ერთი მეუღლის სახელზე ქონების რეგისტრაცია, არამედ თანასაკუთრების წარმოშობისათვის აუცილებელი იყო მისი მეუღლეთა ერთობლივი შრომითა და სახსრებით შეძენის ფაქტის დადგენა. მა----ე ყი------ს მიერ შვილისათვის უძრავი ქონების შეძენის მიზნით გადაცემული თანხა, არ შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო ოჯახისათვის გაკეთებულ საჩუქრად, საქმეზე დადგენილი ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, რის გამოც სასამართლო სადავო სამართალურთიერთობის განხილვისას ვერ გამოიყენებდა სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლს, რომლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა ახსნა-განმარტების, მოწმის ჩვენების, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქე------ გო------- არ წარმოადგენდა სადავო უძრავი ნივთის თანამესაკუთრეს და სარჩელი ქ. თბილისში, ნ. ჟვ----- #10 (ყოფ.კე---–---- ქუჩა #72), ½ ნაწილზე მისი თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

3. სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის - ქე------ გო------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით, უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება იმ ფაქტზე, რომ ქე------ გო------- ცხოვრობდა ქირით, როცა მეუღლეებმა შეიძინეს ერთად ქონება. მეუღლეების მიერ ოჯახის შექმნა და მისი რეგისტრაცია მოხდა კანონის საფუძველზე. ისინი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და ერთად ცხოვრობდნენ ქორწინების რეგისტრაციამდეც და მის შემდეგაც. სწორედ მათი თანაცხოვრების დროს იქნა შეძენილი სადავო ქონება. საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულება, კერძოდ, საბანკო სესხის ხელშეკრულება, სადაც პირდაპირ მითითებულია სესხის მიზანი - რემონტი. სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება ამ ფაქტზე, კერძოდ, თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონების რემონტისათვის სესხი აიღო ქე------ გო-------მ. მათ გაარემონტეს სახლი და ერთად ცხოვრობდნენ. სწორედ ამ ქონებით იქნა უზრუნველყოფილი ეს სესხი და ამ სესხისთვის არის სხვა სამოქალაქო დავაც. ლე--- ყი------ს მოსაზრებით, ქე------ გო-------მ უნდა გადაიხადოს სესხი, ხოლო მას დარჩეს გარემონტებული სახლი. უსაფუძვლოა სასამართლოს განმარტება, რომ მა----ე ყი------ა შეიძინა ბინა. უძრავი ქონების შეძენა მოხდა ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომელშიც მხარეს წარმოადგენს ლე--- ყი------. ამ დროისათვის ოჯახში მუშაობდა მხოლოდ ქე------ გო-------. ის იხდიდა ყველა ხარჯს. მა----ე ყი------ არასოდეს უცხოვრია ლე--- ყი--------ნ და მის მეუღლესთან ერთად. ისინი გამოყარა სახლიდან, რომლის გამოც გამოიძახა საპატრულო პოლიცია და შედგენილია აქტიც.

 

3.2. აპელანტის განმარტებით, არასწორია სასამართლოს მითითება იმ ფაქტზე, რომ ქე------ გო-------ს არ მიუღია მონაწილეობა ქონების შეძენაში. საქმეში წარმოდგენილია არაერთი ხელშეკრულება, რომლითაც დგინდება, რომ აპელანტს ჰქონდა უძრავი ქონება, იგი მუშაობდა ბანკში და სესხი აღებული იყო მის მიერ რემონტისათვის. აპელანტი აღნიშნავს, რომ სესხის აღებისათვის საჭიროა შემოსავალი, რომლის საფუძველზეც გაიცემა სესხი. მა----ე ყი------ა და ლე--- ყი------ა იმიტომ ვერ გამოიტანეს სესხი, რომ მათ არანაირი შემოსავალი არ ჰქონდათ და ასევე აღსანიშნავია, რომ სადავო ბინა შეძენილია ქე------ გო------ის და მისი მეუღლის მიერ. სასამართლოს მიერ ფაქტები არასწორად არის შეფასებული. აპელანტის მითითებით, ასევე უსაფუძვლოა სასამართლოს მოსაზრება, რომ მა----ე ყი------ა შვილს - ლე--- ყი------ გადასცა ბინის შესაძენად 20 000 აშშ დოლარი. შეფასების აქტი წარმოდგენილია და სადავო ბინა ღირს 60 000 აშშ დოლარი და ამასთანავე, მას სჭირდებოდა რემონტი. ბინის შესაძენად სახსრების გადაცემა არ შეიძლება დადგინდეს და დადასტურდეს იმ მოწმეების განმარტებაზე დაყრდნობით, რომლებიც წარმოადგენენ ლე--- ყი------ ძმას და დედას. ისინი არიან ლე--- ყი------ს ოჯახის წევრები და ყოველთვის მიკერძოებულნი იქნებიან. უსაფუძვლოა იმის მითითება და მტკიცება, რომ ქე------ გო------- ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობდა ქირით. სასამართლოს მიერ ფაქტების ასე დამახინჯებული გადმოცემა წარმოადგენს დისკრედიტაციას იმ კუთხით, რომ ქე------ გო------- გახლავთ რაიონიდან. ამდენად, სწორად დგინდება ფაქტი, რომ ლე--- ყი------ და ქე------ გო------- ოჯახის შექმნამდე და მის მერეც ცხოვრობდნენ ერთად, ეწეოდნენ ერთ საოჯახო მეურნეობას და არავითარ მონაწილეობას არ იღებდა მა----ე ყი------ შვილის - ლე--- ყი------ს სოციალური საკითხების მოგვარებაში - ბინის შეძენასა და საცხოვრებლად საჭირო სახსრების გადაცემაში. ლე--- ყი------ არის უმუშევარი და მას უზრუნველყოფდა მეუღლე - ქე------ გო-------.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. პალატა ქე------ გო------ის თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან და--ვშირებით განმარტავს შემდეგს:

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით.

 

საერთო საკუთრების უფლების წარმოშობის ზოგადი დანაწესი მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლში, რომლის მიხედვით, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.

 

სასამართლოს დასკვნით, განსახილველ შემთხვევაში საერთო საკუთრების წარმოშობის საფუძველია კანონის დანაწესი, კერძოდ:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება- მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლის თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრება), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, თანსაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეულის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის თანხმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, წილი თანაბარია თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საოჯახო კანონმდებლობით მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად: ინდივიდუალურ ანუ განცალკევებულ და საერთო თანაზიარ საკუთრებად.

ინდივიდუალურია ისეთი ქონება, რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ეკუთვნის და თვითონვე განკარგავს, აღნიშნული საკითხი რეგულირდება სსკ-ის 1161-ე-1162-ე მუხლებით.

თანაზიარ ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ყოველგვარი ქონება (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით, ასევე ის ქონება, რომელიც შეძენილია ერთ-ერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

საპატიო მიზეზი შეიძლება უკავშირდებოდეს მხოლოდ პირის სურვილის საწინააღმდეგოდ, მისი ჯანმრთელობის ან სხვა მიზეზის გამო, დამოუკიდებელი შემოსავლის მიუღებლობას. ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს იმას, ქონება შეძენილია ერთ-ერთი მათგანისა, თუ ორივე მეუღლის მიერ. უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში (იხ. სუსგ საქმე №ას-7-7-2016, 16.03.2016 წ).

პალატა განმარტავს, რომ მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით სამართლებრივი ნორმა წარმოადგენს საკუთრების კონსტიტუციური უფლების წარმოშობის წინაპირობას და კანონის ძალით აღჭურვავს მეუღლეს ამ უფლებით. სწორედ ქორწინების ფაქტის რეგისტრაცია წარმოშობს მეუღლეთა ქონებრივ უფლებებს.

 

ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ, როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით, მიუხედავად იმ გარემოებისა ვის სახელზეა იგი შეძენილი ან რომელი მეუღლის მიერ არის გადახდილი თანხა.

 

ამდენად, ქე------ გო------ის, როგორც ლე--- ყი--------ნ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მიმართ მოქმედებს პრეზუმფცია, რომ იგი წარმოადგენს ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრეს, ხოლო აღნიშნული პრეზუმირებული ფაქტის გაქარწყლება ლე--- ყი------ს ვალდებულებაა, რაც მისი მხრიდან სათანადო დასაბუთებულობით არ განხორციელებულა.

 

დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეები - ქე------ გო------- და ლე--- ყი------ რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2013 წლის 21 იანვრიდან. ამასთან, მათ შორის საქორწინო ხელშეკრულება დადებული არ ყოფილა.

 

2013 წლის 02 სექტემბერს ერთის მხრივ გამყიდველს, ვლ------რ ნი–------- და მეორეს მხრივ მყიდველს ლე--- ყი------ შორის, დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობა-გამიჯვნის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლე--- ყი------ა იყიდა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ნ. ჟვ----- #10 (ყოფ. კე---–---- ქუჩა #72), მანსარდა (მშენებარე), სადარბაზო 1, სართული 14 (1 სექცია). ლე--- ყი------ აღირიცხა საჯარო რეესტრში აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ.

 

პალატა ვერ გაიზიარებს ლე--- ყი------ს პოზიციას იმასთან და--ვშირებით, რომ აღნიშნული უძრავი ქონება რეალურად ეკუთვნის მოპასუხის დედას - მა----ე ყი------, ვინაიდან მითითებული გარემოებები საქმის მასალებით დადასტურებული არ არის. გარკვეულწილად თანხვედრაშია მა----ე ყი------ს ანგარიშიდან თანხის გადარიცხვისა და სადავო უძრავი ქონების ყიდვის თარიღები, მაგრამ აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს იმის უპირობო საფუძველს, რომ სადავო უძრავი ქონების შეძენა არ მომხდარა მეუღლეთა საერთო სახსრებით და თანხა, რომლითაც ლე--- ყი------ა იყიდა უძრავი ქონება გამიზნული იყო მა----ე ყი------სათვის უძრავი ქონების შესაძენად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მა----ე ყი------ს მიერ შვილისათვის უძრავი ქონების შეძენის მიზნით გადაცემული თანხა, არ შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო ოჯახისათვის გაკეთებულ საჩუქრად. აღნიშნულთან და--ვშირებით პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ მა----ე ყი------ს მიერ ლე--- ყი------სათვის გადაცემული თანხა მიჩნეული იქნება პირადად ლე--- ყი------სათვის განკუთვნილ საჩუქრად მხოლოდ აღნიშნული თანხა წარმოადგენს ლე--- ყი------ს ინდივიდუალურ ქონებას/სიკეთეს.

 

პალატა ხაზს უსვამს, რომ საჩუქრის სახით ერთ ერთი მეუღლისთვის გადაცემული თანხის განკარგვით შეძენილი ნებისმიერი ქონება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის რეგულირების რეჟიმში ექცევა, რომლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრება), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ სადავო უძრავი ქონება, რომელიც ქე------ გო------ის და ლე--- ყი------ს რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაშია შეძენილი, მიუხედავად ნივთის შეძენაში გადახდილი თანხის წარმოშობა, კუთვნილებისა მხარეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქე------ გო------- უფლებამოსილია, მოითხოვოს მეუღლეთა თანასაკუთრებაზე მესაკუთრედ ცნობა, რის გამოც, პალატას მიაჩნია, რომ ქე------ გო------ის სასარჩელო მოთხოვნა თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

4.2. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება ქე------ გო------ის სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ ქე------ გო------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში (თანამესაკუთრედ ცნობა) და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება ქე------ გო------ის სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან სა--საციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან და--ვშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო პალატამ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში და ქე------ გო------ის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, მის მიერ აღნიშნულ მოთხოვნასთან და--ვშირებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1311.96 ლარის ოდენობით, ზემოაღნიშნულ ნორმათა თანახმად, უნდა დაეკისროს ლე--- ყი------. ამასთანავე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განჩინებით, აპელანტს - ქე------ გიორგაძეს სახელმწიფო ბაჟის სახით 751.48 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა გადაუვადდა მოცემულ საქმეზე საპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. შესაბამისად, ვინაიდან ქე------ გო------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გადავადებული სახელმწიფო ბაჟი - 751.48 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით უნდა დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარეს - ლე--- ყი------ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ქე------ გო------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. სამოქალაქო საქმეზე #2/7350-16 გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება თანამესაკუთრედ ცნობაზე უარის, აღნიშნულ მოთხოვნასთან და--ვშირებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის განაწილების და სარჩელი უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნაწილში (გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-4 და მე-6 პუნქტები) და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება ქე------ გო------ის სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ;

 

3. ქე------ გო------- (პ/ნ60001054945) ცნობილ იქნას ლე--- ყი------ს (პ/ნ 01015008629) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ნ. ჟვ----- 10 (ყოფ. კე---–---- ქუჩა #72), ს/კ #01.15.02.056.001.02.0--, 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.

 

4. ლე--- ყი------ ქე------ გო------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 1311.96 ლარის ანაზღაურება;

 

5. ლე--- ყი------ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს აპელანტის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი - 751.48 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.

 

6. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში სა--საციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: ვლ------რ კა--ბაძე

 

მოსამართლეები: ლე--- გვარამია

 

თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი