განაჩენი

სისხლის სამართლის 13.12.2019
საქმის ნომერი
140100119003137853
ინსტანცია
თარიღი
13.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100119003137853

№1ბ/1611-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 დეკემბერი 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე

სხდომის მდივნები: ნანა გიგიტაშვილი და მერი ლაბარტყავა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: რუსუდან ლაბაძე

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ქ------- გ------ი

მსჯავრდებული: შ---- ზ-------–---–ი, დაბადებული - 1----–-–---------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი N5----------, არასრული საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ------------------------–--------–----.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სხდომის სახე - ღია სასამართლო სხდომა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

მხარეთა პოზიციები:

გორის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 30 აგვისტოს განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რუსუდან ლაბაძემ და მოითხოვა, შ---- ზ-------–---–ის მიმართ, გორის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 30 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა და დანიშნული სასჯელის გამკაცრება. აპელანტს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის და სახელმწიფოს სისხლის სამართლის პოლიტიკის მიზნებისთვის საჭიროა დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის მისი ადეკვატურად დასჯა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლი სასჯელის ერთი ერთ მიზნად აცხადებს ახალი დანაშულის თავიდან აცილებას ანუ ზოგადად სპეციალურ პრევენციას. მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი არ იქნება ეფექტური როგორც ზოგადი ასევე სპეციალური პრევენციის მიზნებისთვის, რამდენადაც ვერ იქნება შემდგომში მისი გამოსწორებისა და კანონშესაბამისი ქცევის გარანტია. ასევე სასჯელის პირობებში ვერ იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის ერთი–ერთი უმნიშვნელოვანესი მიზნის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განხორციელება. ვინაიდან პირს არ გაუჩნდება მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიში და უფრო პასუხისმგებლობით არ მოეკიდება მართლწესრიგის დაცვას და ახალი დანაშულის ჩადენისგან თავის შეკავებას. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული შ---- ზ-------–---–ის პიროვნება, მის მიერ განხორციელებული ქმედების ხასიათი, ქმედების ინტენსივობა, სიმძიმე და მის მიმართ დანიშნული იქნა არაადეკვატურად მსუბუქი სასჯელი, სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები ვერ იქნება მიღწეული. შესაბამისად, გორის რაიონული სასამართლოს განაჩენით შ---- ზ-------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გამკაცრდეს და ამ თვალსაზრისით ცვლილება უნდა იქნეს შეტანილი გასაჩივრებულ განაჩენში.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ შ---- ზ-------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ქ------- გ------მა და მოითხოვა, გორის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 30 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რუსუდან ლაბაძემ, მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა, გორის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 30 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა შ---- ზ-------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით, იმ მოტივით, რომ სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას არ იქნა გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, ქმედების ხასიათი, ინტენსივობა და სიმძიმე.

 

.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, დაცვის მხარემ, მსჯავრდებულმა შ---- ზ-------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ქ------- გ------მა მხარი არ დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:

შ---- ზ-------–---–მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

მანვე ჩაიდინა, ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

მავე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

შ---- ზ-------–---–ის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 7 ივლისს, ღამის საათებში, გ------------------------–-------–---ში მდებარე თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში, შ---- ზ-------–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ხ----- ტ---------–---–ს, კერძოდ, უთხრა რომ მოკლავდა და არ აცოცხლებდა, რის შედეგადაც ხ----- ტ---------–---–ის გაუჩნდა შ---- ზ-------–---–ის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2019 წლის 7 ივლისს, ღამის საათებში, გ------------------------–-------–---ში მდებარე თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში, შ---- ზ-------–---–მა სცემა ხ----- ტ---------–---–ი, კერძოდ ხელები მოუჭირა კისრის არეში და რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახეში, რის შედეგადაც ხ----- ტ---------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 7 ივლისს, ღამის საათებში, გორის რაიონის სოფელ კარალეთში მდებარე თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში, შ---- ზ-------–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლის დედას – მ-------–-----ს კერძოდ, ეუბნებოდა, რომ მოკლავდა და არ აცოცხლებდა. შ---- ზ-------–---–ის ქმედების შედეგად მ-------–-----ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

გორის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 30 აგვისტოს განაჩენით, შ---- ზ-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, შ---- ზ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

მსჯავრდებულ შ---- ზ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 9 ივლისიდან 2019 წლის 11 ივლისის ჩათვლით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შ---- ზ-------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

პალატა განმარტავსა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან ადგილი არ ჰქინია მუშვიგ კურბანოვის უფლებების შეზღუდვას, მხარეები შეთანხმდნენ უდავო მტკიცებულებებზე, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებზე, დაცვის მხარეს სადაოდ არ გაუხდია შეთანხმების ფაქტი არსებითი განხილვისას და სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ შ---- ზ-------–---–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულების - მ-------–-----ის და ხ----- ტ---------–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მოწმეების: თ----- ტ---------–---–ის, შ---- ზ-------–---–ის და ლ-–- კ------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, შ---- ზ-------–---–ის, ხ----- ტ---------–---–ის და მ-------–-----ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძებო ექსპერიმენტის ოქმებით, შემაკავებელი ორდერებით და თავად მსჯავრდებულ შ---- ზ-------–---–ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, მსჯავრდებულ შ---- ზ-------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ შ---- ზ-------–---–მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით; მანვე ჩაიდინა, ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით; მანვე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

მსჯავრდებულ შ---- ზ-------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულებს, ხოლო შ---- ზ-------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ნასვამ მდგომარეობაში და ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სააპელაციო პალატა ნაწილობრივ ეთანხმება სახელმწიფო ბრალდების, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის გაზრდის ნაწილში, კერძოდ დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი შ---- ზ-------–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას, ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას, ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასოციდან ასოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მსჯავრდებულ შ---- ზ-------–---–ის მიმართ, საქართველოს სსკ–ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, სასჯელის დანიშვნისას პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა შ---- ზ-------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დაენიშნა სასჯელი, შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და დანიშნული სასჯელის გამკაცრების წინაპირობა არ არსებობს.

 

რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის განსაზღვრისას, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა საფუძვლიანია, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ. მაშინ როდესაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. შესაბამისად, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, დანიშნული სასჯელის ზომა თავისუფლების აღკვეთა - 8 (რვა) თვის ვადით მსუბუქია, ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მიზნებს და მსჯავრდებულ შ---- ზ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით.

 

პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლის არასამართლიანობასთან მიმართებაში და განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა ან თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლა, იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

საქართველოს სსკ–ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, ამავდროულად საქმის მასალებით დადგენილია, რომ შ---- ზ-------–---–ი აცნობიერებს, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, შეურიგდა დაზარალებულებს, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე, მცირეწლოვანი შვილი და ოჯახი ირიცხება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში. აღნიშნული გარემოებების, დამნაშავის რესოციალიზაციის და სასჯელის სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ შ---- ზ-------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის ჩათვლა პირობით, სამართლიანი და კანონიერია. შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვლება პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით იქნება სამართლიანი სასჯელი და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ რუსუდან ლაბაძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გორის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 30 აგვისტოს განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლით, 297-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ რუსუდან ლაბაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

გორის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 30 აგვისტოს განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება.

 

შ---- ზ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ–ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით –თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, შ---- ზ-------–---–ს სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად დაენიშნოს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 (ორი) წელი.

 

მსჯავრდებულ შ---- ზ-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ და აკრძალვა დაზარალებულებთან - ხ----- ტ---------–---–თან და მ-------–-----თან მიახლოების თაობაზე გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულ შ---- ზ-------–---–ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დროის პერიოდი - 2019 წლის 09 ივლისიდან 2019 წლის 11 ივლისის ჩათვლით პერიოდი.

 

მსჯავრდებულ შ---- ზ-------–---–ს, საქართველოს სსკ–ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. ამასთან, მსჯავრდებულ შ---- ზ-------–---–ის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს – მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე