განაჩენი

სისხლის სამართლის 27.12.2019
საქმის ნომერი
330100119002971593
ინსტანცია
თარიღი
27.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002971593

საქმე № 1ბ/1903 -19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მაკა გველესიანმა

 

მსჯავრდებულ ზ------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ზ------------–-–---–ის, (დაბადებულის 1-----–-–-------------------------------–----------–---------------------------, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის: თ---–----------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–---------------------------ში) მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ------------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 23 მარტს, ქ------–--–-------------------------ში, ზ------------–-–---–მა ნ-------------–---–ს, რომელთან ერთადაც ცხოვრობს და ეწევა ერთიან სამეურნეო საქმიანობას 2018 წლის ზაფხულიდან, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანი შვილის, ლ-------------–---–ის თანდასწრებით, კერძოდ, მიმართა უწმაწური სიტყვებით და აგინებდა მას, ასევე დაარტყა ხელი სახის არეში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით, ზ------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ზ------------–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 (ოთხი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს, თავისუფლების აღკვეთას 2(ორი) წლის ვადით, ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან - 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ ზ------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 23 მარტიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ------------–-–---–მა.

მსჯავრდებული ზ------------–-–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და საჩივრებში აღნიშნავს, რომ სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, სს საქმეზე არ იქნა კანონიერად და ობიექტურად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად იქნა შეფასებული საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რამაც ხელი შეუწყო უკანონობას და მის დამნაშავედ ცნობას. მსჯავრდებული სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ნ-------------–---–მა დაკითხვის წინ განაცხადა, რომ მასთან იმყოფეობოდა არარეგისტირებულ ქორწინებაში, რაც ბრალდების მხარემ გააპროტესტა და სასამართლოც შეიყვანა შეცდომაში. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ნ-------------–---–თან იმყოფება არარაეგისტრირებულ ქორწინებაში და სიცრუა, რომ ისინი მხოლოდ ერთმანეთის მეგობრები იყვნენ, ერთად ცხოვრობდნენ და ეწეოდნენ ერთიან სამეურნეო საქმიანობას. აღნიშნულის გამო, კი ნ-------------–---–ი და არასრულწლოვანი ლ-------------–---–ი იძულებული გახდნენ სასამართლოსთვის მიეცათ ჩვენება და არ მიეცათ საშუალება ესარგებლათ მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით. დანარჩენი მოწმეები კი არ იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და შესაბამისად, არ იცოდნენ სინამდვილეში რა მოხდა. აპელანტი აღნიშნავს, რომ რაც შეეხება დაცვის მოწმეების: ზ---------------–-–---–ის და ა-–-----------------ს ჩვენებებს, სასამართლომ არ გაიზიარა სასაჯელის დანიშვნის დროს და მისი ჯანმრთეობის მდგომარეობის არსებით გაუჯობესამდე გადავადებასთან დაკავშირებით. აპელანტის აზრით, სასამართლოს უარი ემყარებოდა იმ გარემოებას, რომ მის მიმართ დანიშნული სასჯელის ორჯერ გადავადება იმავე საფუძვლითა და სასჯელისგან გათავისუფლება არ აღმოჩნდა მისი ქცევის შემაკავებელი ფაქტორი. სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ოფთალმოლოგიური თვალსაზრისით, რომელიც არის განკურნების პერსპექტივის გარეშე და ხელს უშლის მის მიერ სასაჯელის მოხდას. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგომას. მსჯავრდებული ასევე ითხოვს მისი, ჯანმრთელობის მდგომარებიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის მდგომარეობის არებითად გაუმჯობესებამდე განაჩენის აღსრულების გადავადებას.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა მსჯავრდებულ ზ------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ზ------------–-–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ზ------------–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ან/და გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. დანაშაულის შემადგენლობისთვის ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში ქმედების განხორციელებასთან ერთად სავალდებულოა, რომ იმას, ვისზეც იძალადეს, განიცადოს ფიზკური ტკივილი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

სააპელაციო პალატის მიერ მსჯავრდებულ ზ------------–-–---–ის განმარტება მისი უდანაშაულების თაობაზე, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან მის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგეილი იქნა შემდეგი:

 

დაზარალებულ ნ-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ შვილებთან და მეგობარ ზ------------–-–---–თან ერთად, რომელთან ერთადაც ეწეოდა საერთო მეურნეობას, ცხოვრობდა რ--------------------ში. 2019 წლის 23 მარტს ზ------------–-–---–ი სახლში დაბრუნდა განერვიულებული. ერთმანეთში მოუვიდათ შელაპარაკება, რა დროსაც ზ------------–-–---–მა, მისი არასრულწლოვანი შვილის ლ-------------–---–ის თანდასწრებით ხელი გაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

არასრულწლოვან მოწმე ლ-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს რ--------------------ში ძმასთან ი-----–----------–---–თან, დედასთან ნ-------------–---–თან და დედის მეგობარ ზ------------–-–---–თან ერთად. 2019 წლის 23 მარტს, ზ------------–-–---–ი სახლში დაბრუნდა განერვიულებული, რომელსაც შეკამათება მოუვიდა ნ-------------–---–თან. კონფლიქტის დროს ზ------------–-–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ-------------–---–ს, რაც გამოიხატა სახის არეში ხელის გარტყმაში.

მოწმე უ-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 23 მარტს დაწყებული იქნა გამოძიება ნ-------------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, რასთან დაკავშირებითაც მოწმის სახით გამოკითხა დაზარალებული ნ---------–---–ი, მისი არასრულწლოვანი შვილი და პატრულ-ინსპქტორები.

მოწმე ს---–---------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 23 მარტს მიღებული შეტყობინების საფუძველზე მეწყვილე დ-----------–-–---–თან ერთად გამოცხადდა თ---–--–-------------------------ში, სადაც ადგილზე დახვდა დაზარალებული ნ-------------–---–ი, რომელმაც განუმარტა, რომ მისმა მეგობარმა ზ------------–-–---–მა, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ნ---------–---–ის განმარტებით, ზ------------–-–---–ი დამოკიდებული იყო ალკოჰოლზე და აზარტულ თამაშებზე, რის გამოც ხშირად სთხოვდა თანხას, ხოლო მისი არ მიცემის შემთხვევაში აყენებდა შეურაცხყოფას. ანალოგიურად, შემთხვევის დღეს ადგილი ჰქონდა მსგავსი სახის კონფლიქტს, რა დროსაც ზ------------–-–---–მა არასრულწლოვანი ლ-------------–---–ის თანდასწრებით, ნ-------------–---–ს მას შემდეგ რაც მან უარი უთხრა აზარტული თამაშებისთვის თანხის მიცემაზე, ხელი გაარტყა სახის არეში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მოწმის განმარტებით, ზ------------–-–---–ი შემოწმებული იქნა ალკოტესტზე, რა დროსაც მას დაუდგინდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნის ფაქტი.

მოწმე დ-----------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 23 მარტს მიღებული შეტყობინების საფუძველზე მეწყვილე ს---–---------------–---–თან ერთად გამოცხადდა თ---–--–-------------------------ში, სადაც ადგილზე დახვდა დაზარალებული ნ-------------–---–ი, რომელმაც განუმარტა, რომ მისმა მეგობარმა ზ------------–-–---–მა, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ნ---------–---–ის განმარტებით, ზ------------–-–---–ი დამოკიდებული იყო ალკოჰოლზე და აზარტულ თამაშებზე, რის გამოც ხშირად სთხოვდა თანხას, ხოლო მისი არ მიცემის შემთხვევაში აყენებდა შეურაცხყოფას. ანალოგიურად, შემთხვევის დღეს ადგილი ჰქონდა მსგავსი სახის კონფლიქტს, რა დროსაც ზ------------–-–---–მა არასრულწლოვანი ლ-------------–---–ის თანდასწრებით, ნ-------------–---–ს მას შემდეგ რაც მან უარი უთხრა აზარტული თამაშებისთვის თანხის მიცემაზე, ხელი გაარტყა სახის არეში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მოწმის განმარტებით, ზ------------–-–---–ი შემოწმებული იქნა ალკოტესტზე, რა დროსაც მას დაუდგინდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნის ფაქტი.

ალკოტესტით შემოწმების ოქმის თანახმად, ზ------------–-–---–ს შემოწმებისას დაუდგინდა სიმთვრალე.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ზ------------–-–---–ის სააპელაციო საჩივარში მითითებულ პოზიციას, რომ საქმეში არ არსებობს მისი ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. სააპელაციო პალატას ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის მოსაზრებას და მიაჩნია, რომ ყველა მოწმე მათ შორის დაზარალებული ნ-------------–---–ი და არასრულწლოვანი მოწმე ლ-------------–---–ი პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმათა დაცვით. ზ------------–-–---–ის მხრიდან, 2019 წლის 23 მარტს ნ-------------–---–ზე არასრულწლოვანი შვილის ლ-------------–---–ის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი დასტურდება, როგორც დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, ისე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით. კერძოდ, დაზარალებულმა ნ-------------–---–მა სრულად დაადასტურა მისი მეგობარი მამაკაცის - ზ------------–-–---–ის მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი და განმარტა, რომ 2019 წლის 23 მარტს, განერვიულებულ მდგომარეობაში სახლში დაბრუნებულმა ზ------------–-–---–მა, მისი არასრულწლოვანი შვილის - ლ-------------–---–ის თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური დაზიანება, რაც გამოიხატებოდა სახის არეში ხელის გარტყმაში, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ზ------------–-–---–ის მხრიდან ნ-------------–---–ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა სრულად დაადასტურა დაზარალებულის არასრულწლოვანმა შვილმა ლ-------------–---–მა, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 23 მარტს იმყოფებოდა სახლში დედასთან ნ-------------–---–თან ერთად, რა დროსაც სახლში დაბრუნდა ზ------------–-–---–ი, რომელიც იყო განერვიულებული და რომელსაც შეკამათება მოუვიდა ნ-------------–---–თან, რა დროსაც ნ-------------–---–ს ხელი გაარტყა სახის არეში. მოწმეების - უ-----------–---–ის, ს---–---------------–---–ის და დ-----------–-–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ გამოძიება დაიწყეს და სისხლის სამართლის საქმე აწარმოეს შემდგომში დაზარალებულად ცნობილი ნ-------------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, რომელმაც ჩვენების მიცემისას სრულად დაადასტურა მეგობარი მამაკაცის - ზ------------–-–---–ის მხრიდან, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ზ------------–-–---–ის ქმედებას.

 

სააპელაციო პალატა შეფასებას აძლევს სისხლის სამართლის საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის განმარტება, იმის შესახებ, რომ სასამართლოს მიერ სამართალწარმოების პროცესში არასწორად შეფასებულმა მტკიცებულებებმა გამოიწვია მისი დამნაშავედ ცნობა, ვერ იქნება გაზიარებული. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ზ------------–-–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ, ასევე საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ-ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთიმეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს, რომ ზ------------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება - ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარის მტკიცებულებით,მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტების -ზ---------------–-–---–ის და ა-–-----------------ს ჩვენებებით დადგენილია, რომ 2019 წლის 03 თებერვალს, მათ მიერ ექსპერტ გიორგი ალავიძის მონაწილეობით გაცემული იქნა სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაში მოწვეული სპეციალისტების მიერ შპს „ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი - მზერა-ში“ ჩატარებული გამოკვლევით მსჯავრდებულ ზ------------–-–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი: მარჯვენა თვალის კაკლის ტრავმისშემდგომი მდგომარეობა, რქოვანას ნაწიბური, აფაკია, მინისებრი სხეულის დესტრუქცია, ბადურის ეპირეტინალური ფიბროზი. მარცხენა თვალის ანოფთალმი. მარჯვენა თვალის მხედველობის სიმახვილე არის ნული მთელი ერთი მეასედი, კორექციით ნული მთელი ორი მეასედი. ზ------------–-–---–ი ამჟამად ოფთალმოლოგიური თვალსაზრისით მძიმე ავადმყოფია, განკურნების პერსპექტივის გარეშე.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მსჯავრდებულის მძიმე ავადმყოფობის დადასტურების არსებობის შემთხვევაშიც, აღნიშნული არ არის განაჩენის აღსრულების გადავადების იმპერატიული საფუძველი, არამედ ეს გარემოება წარმოადგენს შეფასებით სტანდარტს, რომლის გადაწყვეტისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს არა მხოლოდ მსჯავრდებულის მძიმე ავადმყოფობით დაავადება, არამედ აღნიშნულის გამო მის მიერ სასჯელის მოხდის ხელისშეშლის ფაქტორი. ამასთანავე, სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტული პირის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მიზანი და შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს, როგორც დამნაშავის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ასევე მის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი და დამნაშავის წარსული ცხოვრება. ეს ყოველივე კი, თავის მხრივ, ერთობლიობაში გავლენას ახდენს განაჩენის აღსრულების გადავადებაზე.

 

მსჯავრდებულ ზ------------–-–---–ის მოთხოვნას, მის მიმართ დანიშნული სასაჯელის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის არებითად გაუმჯობესებამდე გადავადებასთან დაკავშირებით, პალატა ვერ გაიზიარებს და აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას, სხვა გარემოებებთან ერთად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის წარსულ ცხოვრებას, საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 თებერვლის დადგენილება, რითაც დასტურდება, რომ მსჯავრდებულ ზ------------–-–---–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 31 იანვრის განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდა გადაუვადდა ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან. მიუხედავად ამისა, ზ------------–-–---–მა კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რითვისაც იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 20 მაისის განაჩენით და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა. მოცემულ შემთხევვაში, ანალოგიურად წინა შემთხვევისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით ზ------------–-–---–ს, 2011 წლის 20 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდა გადაუვადდა ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე და იგი კვლავ გათავისუფლდა სასჯელის მოხდის ადგილიდან. ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, ასევე იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ 2019 წლის 23 მარტს, ზ------------–-–---–მა კვლავ ჩაიდინა განზრახი, ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, პალატას მიაჩნია, რომ ზ------------–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის ორჯერ გადავადება იგივე საფუძვლით და სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება არ აღმოჩნდა ზ------------–-–---–ის ქცევის შემაკავებელი ფაქტორი, მან კვლავ განაგრძო დანაშაულებრივი საქმიანობა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც განკურნების პერსპექტივის გარეშეა, არ აღმოჩნდა დამაბრკოლებელი გარემოება მომავალში დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისაგან თავის შეკავების, ასევე მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ზ------------–-–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოფთალმოლოგიური თვალსაზრისით არის განკურნების პერსპექტივის გარეშე და ის, რომ ზ------------–-–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს შეუშლის მის მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდას, აღნიშნული არ გამომდინარეობს ასევე არც საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მოთხოვნა მის მიმართ დანიშული სასჯელის გამოჯანმრთელებამდე კიდევ ერთხელ გადავადებასთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო და გაზიარებული ვერ იქნება.

 

სამართლებრივი შეფასება

პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლზე, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი ზ------------–-–---–ის მიმართ არის კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული. საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა საფუძველი გახდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ზ------------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

პალატა მსჯავრდებულ ზ------------–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის თანაზომიერების შეფასებისას ყურადღებას გაამახვიებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს (სტამბოლის კონვენციის) კონვენციის 45-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ამ დანაშაულთა სერიოზულობის გათვალისწინებით. ეს სანქციები მოიცავს, სადაც ეს მიზანშეწონილია, თავისუფლების აღკვეთას.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ზ------------–-–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახით -თავისუფლების აღკვეთის 2(ორი) წლის ვადით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით 3(სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, პალატა სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას, მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედებისადმი და სამომავლოდ ძალადობის განმეორების რისკებს. ზ------------–-–---–ის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებულია ფიზიკური ძალადობა, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ასევე იმ გარემოებას, რომ საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განაჩენით ზ------------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ’’ ქვეპუნქტის თანახმად ნასამართლობა გაქარწყლდება მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა - სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ. შესაბამისად, ნ-------------–---–ის მიმართ ძალადობის განახორციელების დროს ზ------------–-–---–ი იყო ნასამართლევი განზრახი დანაშაულისათვის და მსჯავრდებული იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ. ზ/აღნიშნული გარემოებები ცნობილი იყო რა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, რა დროსაც საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ მსჯავრდებულის პიროვნებასთან, ბრალად შერაცხული ქმედების სიმძიმესა და ხასიათთან ერთად, შეაფასა და გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაც), დამამძიმებელი გარემოებები (განზრახ დანაშაულისთვის ნასამართლობა) და სწორედ, აღნიშნულის შეფასებითა და გათვალისწინებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას გამოიყენა სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების პრინციპი. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზ------------–-–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ასევე დაცულია საქართველოს სსკ-ის მე-17-ე მუხლის პირველი ნაწილისა და სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

სააპელაციო პალატის შეფასებით, სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ ზ------------–-–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ზ------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ზ------------–-–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ზ------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი, მსჯავრდებულ ზ------------–-–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი.

 

ზ------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ზ------------–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4(ოთხი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს, თავისუფლების აღკვეთას 2(ორი) წლის ვადით, ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან - 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ზ------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 23 მარტიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი