განაჩენი

სისხლის სამართლის 27.12.2019
საქმის ნომერი
820100119003067979
ინსტანცია
თარიღი
27.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 820100119003067979

საქმე №1/ბ-821-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

20 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ლერი თედორაძე

 

ბრალდების მხარე: ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა--------------

 

მსჯავრდებული: გ--------------–--ე, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ხ--–----------------------------–--–-----–-;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აღწერილობითი ნაწილი

ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--------------–--ემ ჩაიდინა:

 

- ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 15 მარტს ხ--–----------------–----–----------------–-–-----–აში, გ--------------–--ემ ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას შვილს ლ-----------–-ძეს სახეში დაარტყა ხელი, ფიზიკური ძალადობის შედეგად ლ-----------–-ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი;

 

2019 წლის 15 აპრილს, ხ--–----------------–----–----------------–-–-----–აში, გ--------------–--ემ ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას შვილს ლ-----------–-ძეს მარჯვენა თვალბუდის არეში და სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, ფიზიკური ძალადობის შედეგად ლ-----------–-ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გარეშე.

 

- შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 16 აპრილს, გ--------------–--ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რითაც 30 დღის განმავლობაში გ--------------–--ეს აეკრძალა შვილის ლ-----------–-ძის სახლთან მიახლოება, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული შეზღუდვის მიუხედავად, 2019 წლის 05 მაისს გ--------------–--ე მიუახლოვდა ხ--–----------------–----–----------------–-–-----–აში, მდებარე შვილის ლ-----------–-ძის საცხოვრებელ სახლს, რითაც დაირღვა შემაკავებელი ორდერის მოთხოვნა.

 

ზემოაღნიშნულის გამო, გ--------------–--ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;3811 მუხლის პირველი ნაწილით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდებული გ--------------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111;3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორას ორმოცი) საათის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521 მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 03 (სამი) წლის ვადით აეკრძალა იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი, ხოლო დამატებითი სასჯელის შეჯამებით, საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად გ--------------–--ეს განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორას ორმოცი) საათის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 03 (სამი) წლის ვადით აეკრძალა იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი 06 (ექვსი) თვე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ--------------–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომა განესაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვე და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორას ორმოცი) საათის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი 03 (სამი) წლის ვადით აეკრძალა იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება.

 

გ--------------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა.

 

გ--------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 14 მაისიდან.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა--------------მ და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, გ--------------–--ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, ვინაიდან ბრალდების მხარე თვლის, რომ გ--------------–--ის მიმართ დანიშნული სასჯელი უსამართლოა, რადგან განაჩენის გამოტანისას პირველი ინსტაციის სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ხასიათი, მისი პიროვნული მახასიათებლები და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები. ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები ვერ იქნება მიღწეული ხელვაჩაურის რაინული სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით დადგენილი მსუბუქი სასჯელით, ვინაიდან მსჯავრდებული არის ალკოჰოლზე და ნარკოტიკულ საშუალებაზე დამოკიდებული პირი, ის დანაშაულის ჩადენისას სწორედ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. აღნიშნული მეტყველებს მსჯავრდებულის არასტაბილურ პიროვნებაზე, რომელიც თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ქმნის დანაშაულებრივი საქმიაობის გაგრძელების საფრთხეს. ბრალდების მხარე აღნიშნავს მსჯავრდებულის წარსულ ცხოვრებას, მის ნასამართლეობას, აგრეთვე, მის მიერ ჩადენილი აგრესიული აქტების არაერთჯერად სახეს და მიიჩნევს, რომ ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით არსებობს მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).

 

სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.

 

რადგანაც, მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: თავად მსჯავრდებულ გ--------------–--ის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების: ქ-----------------ის, თ-------------–---–ის, მ--------------–--ის, თ---------------ის გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით, დაკავების ოქმით, დაზარალებული ლ-----------–-ძის გამოკითხვის ოქმით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 10 მაისის №0-------- დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით და მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ--------------–--ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს გ--------------–--ისთვის სასჯელის გამკაცრებას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კი იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელად არის გათვალისწინებული ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით.

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

გ--------------–--ე მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულების ჩადენისათვის, მან აღიარა ჩადენილი ქმედებები, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულთან შერიგებულია, რაც მის დადებით პიროვნულ მახასიათებელზე მიუთითებს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის პირობითი მსჯავრის პერიოდში ჩადენა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.

 

სააპელაციო პალატა ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს, ინანიებს) შერიგებულია დაზარალებულთან და დამამძიმებელი (დანაშაულის ჩადენა პირობითი მსჯავრის პერიოდში) გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი მსჯავრდებულს.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ--------------–--ის მიმართ დადგენილი სანქციის ფარგლებში, დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა--------------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი, გ--------------–--ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა--------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი, გ--------------–--ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;

 

3.გ--------------–--ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111;3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით;

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით;

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორას ორმოცი) საათის ვადით;

 

4.მასვე, საქართველოს სსკ-ის 521 მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 03 (სამი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება;

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი, ხოლო დამატებითი სასჯელის შეჯამებით, საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად გ--------------–--ეს განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორას ორმოცი) საათის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521 მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 03 (სამი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება;

 

6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი 06 (ექვსი) თვე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ--------------–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორას ორმოცი) საათის ვადით;

 

7.მასვე, საქართველოს სსკ-ის 521 მუხლის საფუძველზე, დამატებითი 03 (სამი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება;

 

8.გ--------------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა -გაუქმებულია;

 

9.გ--------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან- 2019 წლის 14 მაისიდან;

 

10.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე;

 

11.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლ.თედორაძე/