განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 180100119003085122
№1ბ/1626-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 დეკემბერი 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე
სხდომის მდივანი: ნანა გიგიტაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გოჩა ცინცაძე
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ზ------ გ--–---ი
მსჯავრდებული: ზ------ი მ------–-–---–ი, დაბადებული - 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ა---–---------------–---------, ფაქტობრივად მცხოვრები: მ–-------–------------------–-----------–------------------------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სხდომის სახე - ღია სასამართლო სხდომა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
მხარეთა პოზიციები:
მცხეთის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 29 ივლისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გოჩა ცინცაძემ და მოითხოვა, ზ------ი მ------–-–---–ის მიმართ, მცხეთის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 29 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა და დანიშნული სასჯელის გამკაცრება. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სათანადოდ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი და ზ------ი მ------–-–---–ს განუსაზღვრა ზედმეტად ლმობიერი სასჯელი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული დანაშაული დღეის მდგომარეობით საკმაოდ გავრცელებულია და ხშირია მოძალადის მხრიდან ძალადობის ფაქტების განმეორებითი რისკი. მითუმეტეს როცა ძალადობა ჩადენილია არასრულწლოვნის თანდასწრებით, რაც მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა შეეფასებინა სწორად და სასჯელი უნდა დაენიშნა სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად. ზ------ი მ------–-–---–ის მიმართ დანიშნული ამგვარად მსუბუქი სასჯელი ვერ მოახდენს ზემოქმედებას, რათა მან კვლავ არ ჩაიდინოს ანალოგიური დანაშული. შესაბამისად, მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით ზ------ი მ------–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გამკაცრდეს და ამ თვალსაზრისით ცვლილება უნდა იქნეს შეტანილი გასაჩივრებულ განაჩენში.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გოჩა ცინცაძემ, მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა, მცხეთის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 29 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა ზ------ი მ------–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით, იმ მოტივით, რომ სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას არ იქნა გათვალისწინებული, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, ცადენილი ქმედების ხასიათი, ინტენსივობა და სიმძიმე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, დაცვის მხარემ, მსჯავრდებულმა ზ------ი მ------–-–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ------ გ--–---მა მხარი არ დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:
ზ------ი მ------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრი მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ–ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხებით გათვალისწინებული შედეგი;
მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრი მიერ ოჯახის სხვა წევრი მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ–ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრი მიმართ;
მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ზ------ი მ------–-–---–ის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 23 მარტს, დაახლოებით 18:00 საათზე, მ–-------–------------------–------------–-------------------------ში თავისივე საცხოვრებელ სახლში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზ------ი მ------–-–---–მა განაწყენებულმა იმ მცირე მნიშვნელოვანი მიზეზით რომ მეუღლე მ------ ბ---------მა შენიშვნა მისცა მუსიკის ჩართვასთან დაკავშირებით, მეუღლეს მ------ ბ---------ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ხელი ჰკრა და მიაჯახა კედელს, რის შედეგადაც მ------ ბ---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 27 მარტს, დაახლოებით 17:00 საათზე, მ–-------–------------------–-----------–-------------------------ში, თავისივე საცხოვრებელ სახლში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზ------ი მ------–-–---–მა ურთიერთშელაპარაკებისას მეუღლე დააჯახა კედელს, რის შედეგადაც მ------ ბ---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის ფაქტი ზ------ი მ------–-–---–მა ჩაიდინა არასრულწლოვანი შვილიშვილის, 2011 წლის 12 აგვისტოს დაბადებული ე-–--- ჩ--------–ის თანდასწრებით.
2019 წლის 27 მარტს, დაახლოებით 17:00 საათზე, მ–-------–------------------–------------–-------------------------ში, თავისივე საცხოვრებელ სახლში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზ------ი მ------–-–---–მა მეუღლეს, მ------ ბ---------ას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და განახორციელა ფიზიკური ძალადობა. აღნიშნულის შემდეგ ზ------ი მ------–-–---–მა მეუღლეს მ------ ბ---------ს დაემუქრა მოკვლით, კერძოდ: უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა და მოკლავდა. ვინაიდან ზ------ი მ------–-–---–ი იყო აგრესიული მეუღლის მიმართ, მ------ ბ---------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მცხეთის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 29 ივლისის განაჩენით, ზ------ი მ------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ზ------ი მ------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
მსჯავრდებულ ზ------ი მ------–-–---–ის სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 27 მარტიდან 2019 წლის 05 აპრილის ჩათვლით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ზ------ი მ------–-–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია ზ------ი მ------–-–---–ის უფლებების შეზღუდვას, მხარეები შეთანხმდნენ უდავო მტკიცებულებებზე, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებზე, დაცვის მხარეს სადაოდ არ გაუხდია შეთანხმების ფაქტი არსებითი განხილვისას და სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ზ------ი მ------–-–---–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულების - მ------ ბ---------ის და არასრულწლოვან ე-–--- ჩ--------–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მოწმე მ---- გ-------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ალკოტესტით შემოწმების ოქმით, სამედიცინო ბარათის ამოღების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და თავად მსჯავრდებულ ზ------ი მ------–-–---–ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, მსჯავრდებულ ზ------ი მ------–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ზ------ი მ------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრი მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ–ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრი მიერ ოჯახის სხვა წევრი მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ–ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრი მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მსჯავრდებულ ზ------ი მ------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია და ცხოვრობენ ერთი ოჯახად, ხოლო ზ------ი მ------–-–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ნასვამ მდგომარეობაში და ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სააპელაციო პალატა ნაწილობრივ ეთანხმება სახელმწიფო ბრალდების, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის გაზრდის ნაწილში, კერძოდ დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ზ------ი მ------–-–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან არ ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი სანქციის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან არ ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.
სააპელაციო პალატა განმარტავს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მსჯავრდებულ ზ------ი მ------–-–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, სასჯელის დანიშვნისას პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა ზ------ი მ------–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დაენიშნა სასჯელი, შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და დანიშნული სასჯელის გამკაცრების წინაპირობა არ არსებობს.
რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის განსაზღვრისას, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა საფუძვლიანია, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ. მაშინ როდესაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. შესაბამისად, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, დანიშნული სასჯელის ზომა, თავისუფლების აღკვეთა - 8 (რვა) თვის ვადით მსუბუქია, ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მიზნებს და მსჯავრდებულ ზ------ი მ------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით.
პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლის არასამართლიანობასთან მიმართებაში და განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა ან თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლა, იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, ამავდროულად საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ------ი მ------–-–---–ი აცნობიერებს, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, არის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ისინი ერთ ოჯახად ცხოვრობენ და ამჟამად მსჯავრდებული ზრუნავს დაზარალებულის გართულებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. აღნიშნული გარემოებების, დამნაშავის რესოციალიზაციის და სასჯელის სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ზ------ი მ------–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის ჩათვლა პირობით, სამართლიანი და კანონიერია. შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით, რაც ჩაეთვლება პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით იქნება სამართლიანი სასჯელი და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ცინცაძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მცხეთის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 29 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლით, 297-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სახელმწიფო ბრალმდებლის, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ცინცაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
მცხეთის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 29 ივლისის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება.
ზ------ი მ------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ზ------ი მ------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
მსჯავრდებულ ზ------ი მ------–-–---–ის სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 27 მარტიდან 2019 წლის 05 აპრილის ჩათვლით.
მსჯავრდებულ ზ------ი მ------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და პოლიციის ორგანოში გამოცხადების და ანგარიშგების ვალდებულება გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ზ------ი მ------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაოს 5 000 ლარის ოდენობით უზრუნველყოფის მიზნით, თ------ ბ------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: მ–------------–----–----------------–--------------------------------, სკ. 7-----------.) დადებული ყადაღა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ზ------ი მ------–-–---–ს, საქართველოს სსკ–ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. ამასთან, მსჯავრდებულ ზ------ი მ------–-–---–ის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს – მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე