განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100119003058591
№1ბ/2003-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 იანვარი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული - რ-–--- მ--------ი, დაბადებული - 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N2----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. მ--------–----------------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსისი 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).
სასჯელი:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 16 ივნისის 08:30 საათის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 16 ივნისის 18:00 საათის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
ბოლნისის რიონული სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, სახელმწიფო ბრალმდებელმა, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა, ბოლნისის რიონული სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და რ-–--- მ--------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. დანაშაულის ჩადენის მოტივის და ხერხის გამო მიზანშეუწონლად მიაჩნია მსჯავრდებულისმიმართ დანიშნული სასჯელი. მსჯავრდებულმა დაზარალებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დროის მცირე შუალედით, ორჯერ, დილას და საღამოს. იგი არის ალკოჰოლური სასმელის ხშირი მომხმარებელი, რის გამოც ხდება კონფლიქტი მასსა და დაზარალებულს შორის. ერთ დღეში ორი ძალადობრივი ფაქტის არსებობა მეტყველებს მსჯავრდებულზე, როგორც გამოუსწორებელ მოძალადეზე. შესაბამისად, აპელანტი ითხოვს ბოლნისის რიონული სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანას და პეტრე მარტინოვის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სასამართლომ დაადგინა:
რ-–--- მ--------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსისი 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 16 ივნისს, დაახლოებით 08:30 საათზე ქ. მ--------––--------------------------ში არსებულ სახლში, ალკოჰოლური სასმელის დალევასთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, რ-–--- მ--------მა ყელში ხელის მოჭერით და გაშლილი ხელის კეფის არეში დარტყმის გზით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ნ---–-- ა-–---ას. რ-–--- მ--------ის ძალადობრივი ქმედების შედეგად, ნ---–-- ა-–---ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
რ-–--- მ--------ი, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ნ---–-- ა-–---ას, დაკავებამდე ბოლო ოცი დღის განმავლობაში, ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2019 წლის 16 ივნისს კი დაახლოები 18:00 საათზე ქ. მ--------––--------------------------ში მდებარე სახლში, მან ყელში ხელის მოჭერით და გაშლილი ხელის თავის არეში დარტყმის გზით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ---–-- ა-–---ას. რ-–--- მ--------ის ძალადობრივი ქმედების შედეგად, ნ---–-- ა-–---ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
ბოლნისის რიონული სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით, რ-–--- მ--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 16 ივნისის 08:30 საათის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 16 ივნისის 18:00 საათის ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 16 ივნისის 08:30 საათის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 16 ივნისის 18:00 საათის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ რ-–--- მ--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დროის პერიოდი 2019 წლის 16 ივნისიდან, 2019 წლის 24 ივლისის ჩათვლით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მსჯავრდებულ განაჩენით, რ-–--- მ--------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ განაჩენით, რ-–--- მ--------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ნ---–-- ა-–---ას გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მოწმეების: ე------- მ--------ის, ე------ ბ---------ას, რ------ მ--------ის, ნ------ მ--------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და თავად რ-–--- მ--------ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, მსჯავრდებულ რ-–--- მ--------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 16 ივნისის 18:00 საათის და 2019 წლის 16 ივნისის 18:00 საათის ეპიზოდები) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ რ-–--- მ--------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსისი 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
პეტრე მარტინოვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი რ-–--- მ--------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა ან თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლა, იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული იქნა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, მათ შორის ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, რ-–--- მ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენა ნასვამ მდგომარეობაში და თითოეული დანაშაულისთვის, სასჯელის სახედ დაუნიშნა სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი, სასჯელის ზომად კი - დანაშაულის მეორე ეპიზოდისათვის მინიმალურ სასჯელის ზღვარზე ექვსი თვით მეტი. ამასთან, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ რ-–--- მ--------ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, შეურიგდა დაზარალებულს, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი (მათ შორის ორი მცირეწლოვანი), დანიშნული სასჯელი ჩაუთვალა პირობით, რაც სრულიად საკმარისია მსჯავრდებულზე ზემოქმედების მოსახდენად, რომ მას გაუჩნდეს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, აპელანტის პოზიცია საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლით გათვალისწინებულ დამამძიმებელ გარემოებაზე, წარმოდგენილ საქმეზე მხედველობაში ვერ იქნება მიღებული, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი.
შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ რ-–--- მ--------ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც მისი საზოგადოებისგან იზოლირების გარეშეც უზრუნველყოფს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბოლნისის რიონული სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სახელმწიფო ბრალმდებლის, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბოლნისის რიონული სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი რ-–--- მ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
რ-–--- მ--------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 16 ივნისის 08:30 საათის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 16 ივნისის 18:00 საათის ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 16 ივნისის 08:30 საათის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 16 ივნისის 18:00 საათის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად დაენიშნოს – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ რ-–--- მ--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დროის პერიოდი 2019 წლის 16 ივნისიდან, 2019 წლის 24 ივლისის ჩათვლით.
მსჯავრდებულ რ-–--- მ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
მსჯავრდებულ რ-–--- მ--------ს, საქართველოს სსკ–ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, მსჯავრდებულ რ-–--- მ--------ის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ჯორბენაძე