განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003154062
№1ბ/1838-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 იანვარი 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე
სხდომის მდივანი: ნანა გიგიტაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ნათია ქომოშვილი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: რ-------- გ------–-–---–ი
გამართლებული: ს---- პ-----------ი, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–----------------, პირადი ნომერი 0----------, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–----------------------–--–-----------------------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სხდომის სახე - ღია სასამართლო სხდომა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის ისანი–სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ქომოშვილმა და მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ს---- პ-----------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს განაჩენი არ არის კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული რადგან სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს ს---- პ-----------ის მიერ დანაშაულის ჩადენას. გ------ი ე-–--------–---–ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ ბავშვი მამასთან თავს კარგად გრძნობდა, ტიროდა მხოლოდ მაშინ როდესაც ელაპარაკებოდა დედა – ს---- პ-----------ს ან ბებია – ლ---- პ-----------ს რა დროსაც ისინი ახდენდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ბავშვზე. ის ფაქტი, რომ ლ---- ე-–--------–---–ი მამასთან გ------ი ე-–--------–---–თან თავს კარგად გრძნობდა არაერთხელ დაადასტურა, როგორც გ------ი ე-–--------–---–მა, ასევე მისმა ძმამ ზ------ ე-–--------–---–მა და მ--–---- ე-–--------–---–მა. გასაჩივრებულ განაჩენში ჩამოყალიბებული მოსაზრება თითქოს ს---- პ-----------ს არ ჰქონდა განზრახვა ჩაედინა ბრალად შერაცხული დანაშაული, აპელანტი არ ეთანხმება, რადგან განზრახვა გულისხმობს დანაშაულის განხორციელებას ყველა მისი ფაქტობრივი გარემოებების შეცნობით. მოცემულ შემთხვევაში ს---- პ-----------მა 2019 წლის 2 ივლისსვე მიმართა სოციალურ სააგენტოს რაც სასამართლომ მიიჩნია ყველა შესაბამისი ზომის მიღებად. თუმცა საყურადღებოა აქ ერთი გარემოება, 2019 წლის 2 ივლისს არის პირველი დღე როდესაც მამამ გ------ი ე-–--------–---–მა წამოიყვანა შვილი ლ---- ე-–--------–---–ი თავისთან სახლში. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ იქნა დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისი იყო ს---- პ-----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების შესაბამისად გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. შესაბამისად, აპელანტი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენი და ს---- პ-----------ი დამნაშავედ იქნეს ცნობილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე, შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულ ს---- პ-----------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ-------- გ------–-–---–მა და მოითხოვა არ იქნას დაშვებული ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის ისანი–სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ქომოშვილმა, მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა, ს---- პ-----------ის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად ს---- პ-----------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა წარდგენილი ბრალდების ფარგლებში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, გამართლებულმა ს---- პ-----------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ-------- გ------–-–---–მა მხარი არ დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს, განმარტეს, რომ ქმედება არ წარმოადგენს დანაშაულს, მშობლის მიერ მეორე მშობლისთვის ბავშვის გადაცემის შეუსრულებლობა, თუ აღსრულება დაწყებულია რეგულირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
ს---- პ-----------მა ჩაიდინა ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ს---- პ-----------სა და გ------ი ე-–--------–---–ს ჰყავთ საერთო შვილი ლ---- ე-–--------–---–ი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განჩინებით ლ---- ე-–--------–---–ს 2019 წლის 1 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით სრული 10 დღე და ღამე, დარჩენის უფლებით უნდა გაეტარებინა მამასთან გ------ი ე-–--------–---–თან. აღნიშნული განჩინების საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ პერიოდში გ------ი ე-–--------–---–მა, ლ---- ე-–--------–---–ი წაიყვანა თავისთან, რის შემდეგაც, 2019 წლის 4 ივლისს, ს---- პ-----------ი მივიდა ქ. თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივის მე-10 კვარტალში მდებარე სკვერში, სადაც იმყოფებოდა გ------ი ე-–--------–---–ი შვილთან ლ---- ე-–--------–---–თან ერთად და ლ---- ე-–--------–---–ი წაიყვანა მამისგან. აღნიშნული ქმედებით, ს---- პ-----------მა არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება და გ------ი ე-–--------–---–ს მიადგა მორალური სახის ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ს---- პ-----------ის ბრალეულობას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგების აქტი შემდეგი პირობით: 1. გ------ი ე-–--------–---–ს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - 2012 წლის 30 ნოემბერს დაბადებული ლ---- ელიზაბარაშვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 180 ლარის ოდენობით - ბავშვის სრულწლოვანებამდე. 2. გ------ი ე-–--------–---–ს განესაზღვრა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის შემდეგი წესი: მიეცა უფლება წაიყვანოს არასრულწლოვანი შვილი 2012 წლის 30 ნოემბერს დაბადებული ლ---- ე-–--------–---–ი ზაფხულის არდადეგებზე - 1 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით, ბავშვი სრულ 10 (ათი) დღესა და ღამეს გაატარებს მამასთან - გ------ი ე-–--------–---–თან, ღამე დარჩენის უფლებით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 2 ივლისს, გ------ი ე-–--------–---–მა 6 წლის ლ---- ე-–--------–---–ი წაიყვანა თავისთან სახლში.
2019 წლის 4 ივლისს, ,,112“-ში შევიდა შეტყობინება. შეტყობინების ინიციატორი ს---- პ-----------ი აცხადებდა, რომ ყოფილი მეუღლე არ აჩვენებს საკუთარ, 6 წლის ბავშვს და მამა ტირილით აჩერებს თავისთან ბავშვს.
,,112-ში“ შესული შეტყობინების შემდგომ, შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების, უბნის ინსპექტორ - გამომძიებელმა დ-----------–--ემ ვითარებაში გარკვევის მიზნით სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარა შეტყობინების ინიციატორთან. 2019 წლის 4 ივლისის, სატელეფონო გასაუბრების ოქმის მიხედვით, უბნის ინსპექტორ გამომძიებელი ესაუბრა ს---- პ-----------ს, სატელეფონო საუბარში ს---- პ-----------მა გამომძიებელს აცნობა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი 6 წლის შვილი იმყოფება 10 დღის ვადით მამასთან, გ------ი ე-–--------–---–თან. მცირეწლოვანი თავს გრძნობს მამასთან ცუდად, რის გამოც სისტემატურად ტირის, დედას სურს ბავშვის წამოყვანა, ხოლო მამა არ არის თანახმა.
მოწმე გ------ი ე-–--------–---–ის ჩვენებით - 2012 წლის 13 თებერვლიდან 2015 წლამდე იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში ს---- პ-----------თან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი ლ---- ე-–--------–---–ი. თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, სამოქალაქო წარმოების გზით, განესაზღვრა შვილთან ურთიერთობის წესი. გადაწყვეტილებით განისაზღვრა კონკრეტული დღეები, როდესაც უფლება ჰქონდა ენახა და წაეყვანა შვილი. 2019 წლის 2 ივლისს ლ---- მიიყვანა თავისთან სახლში, 10 ივლისამდე შვილი მასთან უნდა ჰყოლოდა, თუმცა 4 ივლისს ბავშვი დედამ - ს---- პ-----------მა წაიყვანა. 4 ივლისს მიმართა პოლიციას და მოითხოვა სათანადო რეაგირება ს---- პ-----------ის ქმედებაზე. გ------ი ე-–--------–---–მა დამატებით განმარტა, რომ მუშაობს სადისტრიბუციო კომპანიაში, ღამის ცვლაში, დაახლოებით 11-12 საათამდე. 4 ივლისამდე, სანამ ლ---- ე-–--------–---–ი იყო მასთან სახლში, სამსახურში არსებული გრაფიკის გამო, ბავშვი სახლიდან წაიყვანა და რამდენიმე საათი დაუტოვა მამას - მ--–---- ე-–--------–---–ს და ძმას - ზ------ ე-–--------–---–ს. რაც შეეხება მასთან ყოფნის პერიოდში მამა - შვილის ურთიერთობას, ბავშვი თავს კარგად გრძნობდა მამასთან, ტიროდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ხედავდა ბებიას ლ---- პ-----------ს ან ესმოდა ტელეფონში დედის ს---- პ-----------ის ხმა. 2 ივლისს, გ------ი ე-–--------–---–მა საკუთარ ტელეფონში დაბლოკა ს---- პ-----------ის ტელეფონის ნომერი, რის გამოც ეს უკანასკნელი მისი ტელეფონით ვერ უკავშირებოდა შვილს. 2019 წლის 4 ივლისს, დილის საათებში, გ------ი ელიზაბარაშვილი შვილთან ერთად სეირნობდა. სეირნობისას შეხვდათ ლ---- პ-----------ი. ლ---- ბებიის დანახვაზე გაიქცა მასთან და დაიწყო ტირილი, ლ---- პ-----------მა მოუწოდა მას შეცოდებოდა ბავშვი რადგან ტიროდა, ლ---- პ-----------მა იქვე დასძინა, რომ საღამომდე წაიყვანდა ლ----ს. ლ---- პ-----------ის წასვლის შემდეგ, ტელეფონზე დაუკავშირდა ს---- პ-----------ი და ჰკითხა თუ სად იყვნენ მამა-შვილი. ს---- პ-----------მა საუბარში განუცხადა, რომ აპირებდა მისვლას და ბავშვის წამოყვანას, რადგან ლ----ს არ უნდოდა მამასთან გაჩერება. გ------ი ე-–--------–---–ი შვილთან ერთად, იქვე არსებულ სკვერში შეხვდა ს---- და ლ---- პ-----------ებს. ს---- პ-----------მა ლ---- ე-–--------–---–ი წაიყვანა.
მოწმე მ--–---- ე-–--------–---–ის ჩვენებით - მის შვილს გ------ი ე-–--------–---–სა და ყოფილ რძალს ჰყავთ საერთო შვილი ლ---- ე-–--------–---–ი. განქორწინების შემდეგ, ლ---- ე-–--------–---–ი ცხოვრობს დედასთან. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ------ი ე-–--------–---–ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილის სასარგებლოდ და განესაზღვრა შვილთან ურთიერთობის წესი. 2019 წლის ივლისის თვის დასაწყისში, გ------ი ე-–--------–---–მა წამოიყვანა ლ---- თავისთან და გეგმავდა ბავშვთან ერთად დასასვენებლად წასვლას. 2 ივლისის საღამოს, 6 საათის შემდეგ გ------ი ე-–--------–---–ი გავიდა სახლიდან სამსახურში, სამსახურებრივი საქმიანობის შესასრულებლად (დისტრიბუცია), შვილი კი დატოვა მ--–---- ე-–--------–---–თან სახლში. 4 ივლისს ს---- პ-----------მა და ბებიამ ლ---- პ-----------მა ლ---- წაიყვანეს მათთან სახლში.
მოწმე ზ------ ე-–--------–---–ის ჩვენებით - მის ძმას გ------ი ე-–--------–---–ს სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილის სასარგებლოდ და განესაზღვრა შვილთან ურთიერთობის წესი. საწყის ეტაპზე დაზარალებულს შვილი მოჰყავდა მთელი დღის განმავლობაში და საღამოს აბრუნებდა დედასთან. 2019 წლის 2 ივლისს, გ------ი ე-–--------–---–მა ლ---- მიიყვანა ზ------ ე-–--------–---–თან სახლში, ვინაიდან იმ დღეს მუშაობდა და დაუტოვა. მოგვიანებით ლ----ს დაურეკა დედამ ს---- პ-----------მა, მასთან საუბრის შემდეგ ლ---- ანერვიულდა და თქვა, რომ დედა წაიყვანდა, მაგრამ იმ დღეს ს---- პ-----------ი არ მისულა შვილის წასაყვანად. 4 ივლისს, ზ------ ე-–--------–---–ს სახლში მისვლისას ლ---- ე-–--------–---–ი ნამტირალევი დახვდა. მოწმეს ძმამ გ------ი ე-–--------–---–მა უამბო, რომ ქუჩაში შეხვდათ ბავშვის ბებია (დედის დედა) ლ---- პ-----------ი, რომლის დანახვაზე ლ----მ ტირილი დაიწყო და ბებიასთან წასვლა მოუნდა. მოგვიანებით ს---- პ-----------ი მივიდა ზ------ ე-–--------–---–ის სახლში, იყო აგრესიული და ეძებდა შვილს. ს---- პ-----------მა მოწმეს მოსთხოვა, სასწრაფოდ დაერეკა ძმისთვის გ------ი ე-–--------–---–ისთვის, რათა ამ უკანასკნელს მოეყვანა შვილი სახლში. ზ------ ე-–--------–---–მა დაურეკა გ------ი ე-–--------–---–ს და დაალაპარაკა ს---- პ-----------ი, სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ ს---- პ-----------ი წავიდა მამა-შვილთან შესახვედრად, რა დროსაც ლ---- ე-–--------–---–ი წაიყვანა სახლში.
საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მხარეები შეთანხმდნენ ლ---- ე-–--------–---–ის და ლ---- პ-----------ის გამოკითხვის ოქმების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მათ გამოკვლევაზე.
არასრულწლოვანი მოწმის ლ---- ე-–--------–---–ის 09.07.2019 წ. გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ცხოვრობს დედასთან ს---- პ-----------თან და ბებიასთან ლ---- პ-----------თან ერთად. ჰყავს მამა გ------ი ე-–--------–---–ი. მშობლები ერთად არ ცხოვრობენ. ლ---- დედასთან და ბებოსთან თავს გრძნობს კარგად. მამა ხანდახან მიდის მასთან და მიყავს სახლში, თუმცა დიდი ხნით ყოფნა არ სურს მამასთან. ცოტა ხნის წინ იგი მამამ წაიყვანა სახლში და უთხრა, რომ რამდენიმე დღეს მასთან გაატარებდა. ლ---- ე-–--------–---–ის განმარტებით, არ სურდა მამასთან დიდი ხნით ყოფნა და დაიწყო ტირილი, რაზედაც მამამ უთხრა: „ცუდი ბიჭი ხარ, რატომ ტირიო“. მამასთან ყოფნისას, დარეკა დედამ ს---- პ-----------მა, ლ---- ელაპარაკა დედას, რომელსაც სთხოვა, რომ წაეყვანა. დედა შეპირდა, რომ მეორე დღესვე წამოიყვანდა. შემდეგ მამამ წაიყვანა ბაბუასთან და ბიძასთან სტუმრად, სადაც დატოვა და თავად სამსახურში წავიდა. მამის წასვლის შემდეგ ლ---- ე-–--------–---–მა დაიწყო ისევ ტირილი, რადგან არ სურდა იქ ყოფნა და უნდოდა დედასთან და ბებოსთან სახლში. ბოლო შეხვედრამდე, ცოტა ხნით ადრე, მათ ქუჩაში შეხვდათ ლ---- ბებო, ლ---- გაიქცა მისკენ და სთხოვა წაეყვანა სახლში. ლ---- პ-----------ი დაპირდა ლ----ს, რომ წაიყვანდა. მამასთან პარკში სეირნობისას, შეხვდა დედა და ბებია. ლ---- გაიქცა, დედას ჩაეხუტა და ტირილით უთხრა, რომ წაეყვანა. ამის შემდეგ დედამ და ბებიამ წაიყვანეს. სახლში მისვლისას ლ----მ დედას და ბებიას სთხოვა ჩაეკეტათ სახლის კარები, რათა ისევ არ წაეყვანა მამას. ლ---- ე-–--------–---–ს არ მოსწონს როდესაც მამა დედაზე ცუდად საუბრობს, ასევე არ მოსწონს რომ ტოვებს ბაბუასთან და ბიძასთან, თვითონ კი მიდის სამსახურში. მოწმის განმარტებით, არ სურს მამასთან ერთად დიდ ხანს ყოფნა და ყოველთვის სთხოვს დედას დიდი ხნით არ დატოვოს მამასთან და წაიყვანოს სახლში.
მოწმე ლ---- პ-----------ის 06.07.2019 წ. გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ს---- პ-----------ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ------ი ე-–--------–---–თან 2012 წლიდან 2015 წლამდე და ჰყავთ საერთო შვილი 30.11.2012 წელს დაბადებული ლ---- ე-–--------–---–ი. დაშორების შემდეგ, ყოფილ მეუღლეებს შორის სასამართლოს გადაწყვეტილებით, განისაზღვრა ლ---- ე-–--------–---–თან ურთიერთობის წესები. განჩინებით, გ------ი ე-–--------–---–ს შესაძლებლობა მიეცა, ენახა ბავშვი განსაზღვრული დროით და ყოფილიყო მასთან. მათ შორის ზაფხულის არდადეგებზე 1 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით სრული ათი დღე და ღამე დარჩენის უფლებით გაეტარებინა შვილთან. სასამართლოს გადაწყვტილებას პირნათლად ასრულებდა ს---- პ-----------ი და ყველა განსაზღვრულ დღეს ატანდა ბავშვს გ------ი ე-–--------–---–ს. თუმცა რამდენიმე დღით მამასთან ყოფნა არ სურდა ლ---- ე-–--------–---–ს, ითხოვდა სახლში დაბრუნებას. ს---- პ-----------მა, 2019 წლის 2 ივლისს, მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს, რათა აღნიშნული საკითხის შესწავლაში ჩართულიყო ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი, რაც ს----ს საშუალებას მისცემდა, მიემართა სასამართლოსათვის და შეეცვალა წინა გადაწყვეტილება. 2019 წლის 4 ივლისს, ლ---- პ-----------ი გადაადგილდებოდა თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივის, მე-10 კვარტლის მიმდებარედ და შემთხვევით შეხვდა ყოფილ სიძესა და შვილიშვილს. ლ---- ე-–--------–---–ი დანახვისთანავე გამოიქცა და სთხოვა: „ბებო გთხოვ ახლავე წამიყვანე, იმიტომ, რომ არ მინდა მამასთან“. მომხდარი მოწმემ უამბო შვილს ს---- პ-----------ს, ს---- პ-----------ი ტელეფონით დაუკავშირდა გ------ი ე-–--------–---–ს და სთხოვა შეხვედრა და ბავშვის ნახვა, რაზეც მიიღო უარი. შემდეგ, ს---- პ-----------მა დარეკა პოლიციაში და შეტყობინების სახით დააფიქსირა, რომ ყოფილი მეუღლე ემალება და არ აძლევს ბავშვის ნახვის უფლებას. შეტყობინების შემდეგ გამოცხადნენ პოლიციის განყოფილებაში. გამომძიებლის მოლოდინში, მოწმის კუთვნილ ტელეფონზე დარეკა გ------ი ე-–--------–---–მა, ს---- პ-----------ი და გ------ი ე-–--------–---–ი შეთანხმდნენ შეხვედრაზე სკვერში, სადაც ასევე უნდა ყოფილიყო ლ---- ე-–--------–---–იც. შეხვედრისას, ლ---- მაშინვე გამოიქცა დედასთან, ჩაეხუტა და განერვიულებული ხმით მიმართა: „გეხვეწები, არ დამტოვო მამასთან და წამიყვანე სახლში“. ლ---- პ-----------მა ს---- პ-----------თან ერთად ბავშვი სახლში წამოიყვანა. სახლში ლ---- ე-–--------–---–მა უთხრა, რომ ჩაეკეტათ კარები, რათა ისევ არ მისულიყო გ------ი ე-–--------–---–ი წასაყვანად. შვილიშვილის მონაყოლით, მამა ეუბნებოდა, რომ მალე ერთად იცხოვრებდნენ, რაც ემჩნეოდა რომ ცუდად მოქმედებდა ბავშვზე. შვილიშვილის გადმოცემით, 2019 წლის 3 ივლისს, მამამ მთელი დღე დატოვა პაპასთან და ბიძასთან, თავად კი წავიდა სამსახურში, რამაც ასევე უარყოფითად იმოქმედა ბავშვზე და ძლიერ განიცადა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ თბილისის ისანი–სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნათია ქომოშვილის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი გამართლებულ ს---- პ-----------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, ,,არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება, როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე, უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად, ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი “.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამასთან, სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Others v. Azerbaijan, №35485/05 , 45553/05 , 35680/05 , 36085/05 , 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Seton v. The United Kingdom, №55287/10 , 31/).
სააპელაციო პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ს---- პ-----------ის მიერ, ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი და ს---- პ-----------ის ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული. კერძოდ:
სააპელაციო პალატა განმარტავს, ,,ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების საკითხები დარეგულირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №01-16/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების წესით“. აღნიშნული წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების დაწყების საფუძველია კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, აღსრულება უნდა დაიწყოს განყოფილებისადმი აღსრულებით დაინტერესებული მხარის წერილობითი განცხადებით მიმართვის დღიდან. განცხადებას თან უნდა ერთოდეს სასამართლოს გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აღსრულების დაწყებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა, განყოფილება ვალდებულ მხარეს წარუდგენს (ან უგზავნის) წერილობით მოთხოვნას გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების პირობების შესახებ, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, მოთხოვნაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი აღსრულების ვადა უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად, საქმის სირთულისა და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს 7 სამუშაო დღით, მოთხოვნის გაგზავნიდან.
ამავე წესის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილება ნებაყოფლობით აღსრულებულად ითვლება, თუ ვალდებული პირი ამ წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში შეასრულებს განყოფილების მოთხოვნას მასში მითითებული პირობებით. ხოლო ამავე წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17313 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17313 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული მშობლის მიერ მეორე მშობლისათვის შვილის გადაცემის შესახებ ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელების შესახებ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა – გამოიწვევს გაფრთხილებას.
ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ 2019 წლის 04 ივლისამდე ს---- პ-----------ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განჩინებით დაკისრებულ ვალდებულებას ასრულებდა ნებაყოფლობით, შესაბამისად გ------ი ე-–--------–---–ს არ გასჩენია საჭიროება აეღო სააღსრულებო ფურცელი და მიემართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის, რომელიც არის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - აღსრულების დაწყების მოთხოვნით. სააპელაციო პალატა განმარტავს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულების აღუსრულებლობა წარმოადგენს იძულებით აღსრულების მექანიზმის გამოყენების წინაპირობას და იმ შემთხვევაშიც კი თუ ს---- პ-----------ი 2019 წლის 11 მარტიდანვე უარს იტყოდა განჩინების შესრულებასა და ბავშვის მამისთვის გადაცემაზე განჩინებით დადგენილ დღეებში, მისი მხრიდან ადგილი ექნებოდა არა დანაშაულს - ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას, არამედ ასეთ შემთხვევაში გ------ი ე-–--------–---–ის მიერ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში განცხადების, სასამართლო გადაწყვეტილების და სააღსრულებო ფურცლის დედანის წარდგენით დაიწყებოდა სააღსრულებო წარმოება, რომლის ნებაყოფლობით შესრულებისთვის განესაზღვრებოდა ვადა ს---- პ-----------ს, შეუსრულებლობის შემთხვევაშიც კი ს---- პ-----------ის მხრიდან ადგილი ექნებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას გათვალისწინებულს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17313 მუხლით. შესაბამისად, ს---- პ-----------ის ქმედება წარმოადგენდა აღსრულების დაწყების მოთხოვნის წინაპირობას და არა დანაშაულს.
გარდა აღნიშნულისა ს---- პ-----------ის ქმედების შეფასებისას არსებითად მნიშვნელოვანია - მიზეზი, თუ რით იყო გამოწვეული სასამართლო გადაწყვეტილებით დამტკიცებული შეთანხმების შეუსრულებლობა და შეესაბამებოდა თუ არა ბავშვის საუკეთესო ინტერესს. ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას“. ამავე კონვერნციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის, ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია“. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების (რომლის შეუსრულებლობაშიც ედება ბრალი ს---- პ-----------ს) მიზანი არ არის, მისი შესრულება ისეთი საშუალებებით, რაც გამოიწვევს ლ---- ე-–--------–---–ის საუკეთესო ინტერესების ხელყოფას და გადაწყვეტილების მიზანია, ორივე მშობელის მიერ, თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპით ბავშვის აღზრდის, განვითარების და საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფა. შეთანხმებული ფაქტებით, ბრალდების მხარის უდავო მტკიცებულებით არასრულწლოვან ლ---- ე-–--------–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით - მას არ სურდა მამასთან ხანგრძლივად ყოფნა, იგი ძალიან განიცდიდა დიდი ხნით სხვა გარემოში დარჩენას, ტიროდა, როცა დედას ვერ ხედავდა და სთხოვდა დედას და ბებიას წაეყვანათ მამის - გ------ი ე-–--------–---–ის სახლიდან. ბავშვის განმარტებით, გ------ი ე-–--------–---–ი მასთან დედაზე საუბრობდა ცუდად, საყვედურობდა ტირილის გამო და სამსახურში წასვლისას, ღამე ტოვებდა ბაბუასთან და ბიძასთან, რომლებთანაც არ ჰქონდა ხშირი ურთიერთობა. აღნიშნული ვიათრების გამო ლ---- ე-–--------–---–ი განიცდიდა სტრესს და შფოთვას, რასაც ადასტურებს მისივე განმარტება, როცა სახლში დაბრუნებული ბებიას და დედას სთხოვდა კარები ჩაეკეტათ, რომ მამას კვლავ არ წაეყვანა.
პალატა განმარტავს, ბრალდების მხარის მტკიცებულებებით, მათ შორის გ------ი ე-–--------–---–ის და ზ------ ე-–--------–---–ის ჩვენებებით დასტურდება, რომ 2019 წლის 4 ივლისს ლ---- ე-–--------–---–ი ბებიის დანახვაზე ატირდა და ითხოვდა დედასთან წაყვანას. აღნიშნული ადასტურებს ს---- პ-----------ისჩვენებას და ლ---- პ-----------ის ლ---- ე-–--------–---–ის გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციას, რომ ბავშვს არ სურდა მამასთან დარჩენა, განიცდიდა შფოთვას და სტრესს, რაც შეიძლება გამხდარიყო ფსიქოლოგიური ტრავმის მიღების საფუძველი და ბავშვს განეცადა ფსიქიკური ტანჯვა. შესაბამისად, ს---- პ-----------ი ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის და ბავშვის საუკეთესო ინტერესის შესაბამისად, ვალდებული იყო მიეღო ზომები, რის გამოც 2019 წლის 03 ივლისს მიმართა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, რომლის დაგვიანებული რაეაგირების გამოც იძულებული გახდა თავად მიეღო ზომები და ენახა ბავშვი. 2019 წლის 4 ივლისს ბავშვთან შეხვედრისას, ბავშვის სურვილის, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეიობის გათვალისწინებით კი ბავშვის მამასთან დატოვება, ნამდვილად ეწინააღმდეგებოდა ლ---- ე-–--------–---–ის საუკეთესო ინეტრესს.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოში, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არ ადასტურებს, რომ ს---- პ-----------ის მიერ ჩადენილი ქმედება არის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის ისანი–სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნათია ქომოშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი ს---- პ-----------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის ისანი–სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნათია ქომოშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი ს---- პ-----------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ს---- პ-----------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სსსკ–ის 92-ე მუხლის საფუძველზე, ს---- პ-----------ს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე