განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N120100119003304335, №1ბ/150-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე
სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე;
მსჯავრდებული - ლ----ი გ----------ი - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–------------–--–----------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ა--------------------------–-----–----.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი - ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.
სასჯელი:
თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, შემდეგ გარემოებათა გამო: დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ლ---- გ----------ი წარსულში გასამართლებული იყო ხულიგნობის ჩადენისათვის, რაც მიუთითებს მის მისწრაფებაზე ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისაკენ, ამდენად მსუბუქი სასჯელი მსჯავრდებულს უქმნის დაუსჯელობის სინდრომს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი).
დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სასამართლომ დაადგინა:
ლ---- გ----------მა ჩაიდინა ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 22 ოქტომბერს, დაახლოებით 13:30 საათზე, დ-----------–-----------------------ში მდებარე ა------ის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში საკონტრაქტო სამსახურში მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს პოლიციის უმცროსი ინსპექტორი - პოლიციის რიგითი ნ--------ი ნ--------ე ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას - საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, სადაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლ----ი გ----------ი ილანძღებოდა ხმამაღლა, რის გამოც ნ-------- ნ--------ემ მოუწოდა მას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისაკენ. აღნიშნულის გამო გაღიზიანებულმა ლ---- გ----------მა ნ-------- ნ--------ეს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და შეწყვეტის მიზნით, ორჯერ დაარტყა ხელი გულ-მკერდის არეში და ძალის გამოყენებით დაუზიანა სამსახურებრივი უნიფორმის სვიტერი მარჯვენა მხარეს, სახელოს მიერთების ძირზე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის განაჩენით, ლ---- გ----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ლ---- გ----------ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
ლ---- გ----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 22 ოქტომბრიდან 2019 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ლ---- გ----------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.
ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებები (დაზარალებულ ნ-------- ნ--------ის, მოწმეების: მ-----–--------–---–---------------------------------------–-----–---–--------------------------------------–-–---–-------------------–---–-------------------–-–---–--------------------------------------------–------------ის გამოკითხვის ოქმები, პირის ამოცნობის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ამოღების ოქმი, ლ---- გ----------ის სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების ოქმი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 20---–-–-------------------------- ბრძანებიდან ამონაწერი ნ-------- ნ--------ის მიმართ, ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2019 წლის 24 ოქტომბრის N-------- დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები) ადასტურებენ მსჯავრდებულ ლ---- გ----------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე იძლევა შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივარი განხილული და გადაწყვეტილი იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.
სასჯელის დასაბუთება:
პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ახალციხის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის თ------ მ-----------–ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი და შურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დაენიშნა სასჯელი ლ---- გ----------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს, სადაც სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი, მიზანი, ხასიათი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და ბრალდებულის პიროვნება. სასამართლოს შემამსუბუქებელ გარემოებად მიჩნეული აქვს ბრალდებულის გულწრფელი აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. რაც შეეხება დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლას, ამ ნაწილში პალატას ასევე დასაბუთებულად და კანონიერად მიაჩნია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და სააპელაციო საჩივარში დანაშაულის ხასიათზე მითითება ვერ გახდება უპირობოდ პირობითი მსჯავრის გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველი. რაც შეეხება წარსულში ლ---- გ----------ის გასამართლების ფაქტს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, არ არის დადასტურებული, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ლ---- გ----------ი იყო ნასამართლობის მქონე, ხოლო, ძალადობრივი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით მას სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით. ლ---- გ----------ს ბრალად წარდგენილი ჰქონდა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, რაც აღიარა გულწრფელად, არ იყო ნასამართლობის მქონე. აღნიშნული გარემოებები საკმარისი იყო დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლისთვის. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევით ლ---- გ----------მა ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი განცხადებით, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
მოცემულ შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა არ გულისხმობს მის უსამართლობას, ისევე როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მაქსიმუმის განსაზღვრა ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას. მოცემულ შემთხვევაში, ლ---- გ----------მა პატიმრობაში დაჰყო 2019 წლის 22 ოქტომბრიდან 2019 წლის 13 დეკემბრამდე. გასათვალისწინებელია პატიმრობიდან გათავისუფლებიდან სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვამდე არსებული პერიოდიც. ლ---- გ----------ი გათავისუფლდა 2019 წლის 13 დეკემბერს, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შედეგად. გათავისუფლების შემდეგ არ წარმოდგენილა ინფორმაცია პირობის დარღვევის შესახებ. პალატა იმედოვნებს, რომ დანიშნული პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა, პატიმრობაში გატარებულ დროსთან ერთად, იქნება შემაკავებელი ხასიათის და დამაფიქრებელი ლ---- გ----------ისთვის - უკეთ გააცნობიეროს ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სტაჟიორ-პროკურორ თ------ მ-----------–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის განაჩენი ლ---- გ----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალციხის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის თ------ მ-----------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ლ----ი გ----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ლ---- გ----------ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
ლ---- გ----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 22 ოქტომბრიდან 2019 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმდა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.
გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულ ლ---- გ----------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულება - ნ-------- ნ--------ისაგან ამოღებული დაზიანებული სამსახურებრივი უნიფორმის სვიტერი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე