განაჩენი

სისხლის სამართლის 11.02.2020
საქმის ნომერი
160100119003136418
ინსტანცია
თარიღი
11.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100119003136418

№1ბ/90-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული - მ-------–- ა---------–---ი, დაბადებული: 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 2----------, ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–--------–----–----------------–---------–------------------.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის).

 

სასჯელი:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ–ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ახლად დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით მ-------–- ა---------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მსჯავრდებულ მ-------–- ა---------–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ--- გ--------ემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მ-------–- ა---------–---ის მიმართ უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე მ-------–- ა---------–---მა წარდგენილ ბრალდებაში თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ და მოინანია, ბრალდების მხარის მტკიცებულებები დაცვის მხარემ გახადა უდავოდ. მ-------–- ა---------–---ი არის დაოჯახებული, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი და ოჯახში აქვს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. ფაქტობრივად, აღნიშნული ვადით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა მ-------–- ა---------–---ის მიმართ, კიდევ უფრო გაართულებს ოჯახის მდგომარეობას. მართალია, მ-------–- ა---------–--- იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, თუმცა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენის სასჯელის ნაწილში უსამართლოა და უფრო მსუბუქი სასჯელითაც იქნებოდა უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნები. შესაბამისად, აპელანტი ითხოვს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას და მ-------–- ა---------–---ის მიმართ უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნას.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ შესაგებელი წარადგინა და მოითხოვა, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

მ-------–- ა---------–---მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 05 აგვისტოს, დაახლოებით 00:05 საათზე, მ--------–--------------------–--------–--ში ა---------–---ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის განაჩენის საფუძველზე ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა მ-------–- ა---------–---მა, თუ რატომ შედიოდა თავის სახლში, მარჯვენა ხელის მუშტის თავის არეში ერთჯერადად დარტყმის გზით, ფიზიკურად,იძალადა, ხოლო 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის 05 აგვისტომდე დროის შუალედში ფულის მიცემაზე უარის გამო სისტემატური შეურაცხყოფის გზით ფსიქოლოგიურად იძალადა თავისი დედის, გ----–----მ ადგოზალვოას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენით, მ-------–- ა---------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ–ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ახლად დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით მ-------–- ა---------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ მ-------–- ა---------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 5 აგვისტოდან.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მსჯავრდებულ მ-------–- ა---------–---ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ მ-------–- ა---------–---ის ქმედებას. საქმეში არსებული, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ გ----–----მ ა---------–---ას და მოწმე გ----–---- ფ-–----ს ჩვენებებით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენით და თავად მ-------–- ა---------–---ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, მსჯავრდებულ მ-------–- ა---------–---ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მ-------–- ა---------–---მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261–ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

მ-------–- ა---------–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი მ-------–- ა---------–---ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული იქნა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, მათ შორის ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მ-------–- ა---------–---ის პიროვნება, მის მიმართ ადრე დანიშნული სასჯელის არაეფექტურობა და დანაშაულის ჩადენა პირობითი მსჯავრის პერიოდში, ძალადობის სისტემატიური ხასიათი, ასევე აიმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მ-------–- ა---------–---მა საბოლოო სიტყვაში აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის ნაწილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას; კმაყოფაზე ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, დაუნიშნა სანქციით გათვალისწინებულ მინიმალურ ზღვარზე მხოლოდ ექვსი თვით მეტი ვადით - თავისუფლების აღკვეთა, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის დანიშვნისას გამოიყენა შთანთქმის პრინციპი. პალატას მიაჩნია, რომ მსუბუქი სახის და ზომის სასჯელის განსაზღვრამ მ-------–- ა---------–---ის მიმართ, ერთხელ უკვე ვერ მიაღწია სასჯელის მიზნებს და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მ-------–- ა---------–---ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი შემსუბუქება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ მ-------–- ა---------–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ--- გ--------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ მ-------–- ა---------–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ--- გ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენი მ-------–- ა---------–---ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

მ-------–- ა---------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით,საქართველოს სსკ–ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ახლად დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით მ-------–- ა---------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ მ-------–- ა---------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2019 წლის 5 აგვისტოდან.

 

მსჯავრდებულ მ-------–- ა---------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ჯორბენაძე