განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003089694
№1ბ/124-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული - თ-------- ს-----ე, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–-------------ს, პირადი №5----------, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: წ--–-----------–-----------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, გუმბრის შესახვევი №13-ში.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილი (გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ).
სასჯელი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და თ-------- ს-----ეს სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. საქართველოს სსკ–ის 50-ე მუხლის საფუძველზე 1 (ერთი წელი დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, სახელმწიფო ბრალმდებელმა, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ია ყიფიანმა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და თ-------- ს-----ის მიმართ, სანქციით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ზღავრთან მიახლოებული სასჯელის განსაზღვრა. შემდეგ გარემოებათა გამო: მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის მასალებს, სასჯელის დანიშვნისას სწორად არ იქნა შეფასებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები. გარდა დაზარალებულისა, თავად მსჯავრდებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ დანაშაულის ჩადენის მიზეზი, მოტივი მკვეთრად გამოხატული გენდერული დისკრიმინაციის მოტივით გამოწვეული შეუწყნარებლობაა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და გამოიყენა ზედმეტად ლოიალური სასჯელი. ასეთი მსუბუქი სასჯელით კი ვერ იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნები და ვერ იმოქმედებს თ-------- ს-----ეზე, რომ განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზანს - მსჯავრდებულის ქცევის გამოსწორებას. შესაბამისად, აპელანტი ითხოვს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას და თ-------- ს-----ის მიმართ, სანქციით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ზღავრთან მიახლოებული სასჯელის განსაზღვრას.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ, მსჯავრდებულ თ-------- ს-----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ო----- ს----–---–მა წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
თ-------- ს-----ემ ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფსიქიკური ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ. რაც გამოიხატა შემდეგში:
არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი გ--------- ფ----- და თ-------- ს-----ე 2017 წლის 30 აგვისტოდან ერთად ცხოვრობდნენ და ერთიან ოჯახურ მეურნეობას ეწეოდნენ ქ. თ---–--–-------------–-------------ში მდებარე, ნათესავის სახლზე რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლში. თანაცხოვრების მეოთხე თვიდან, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, თ-------- ს-----ე ცემდა და სისტემატიურად ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა გ--------- ფ-----ზე, რაც გამოიხატებოდა თ-------- ს-----ესთვის თითქმის ჩვევად ქცეულ მეუღლისათვის ცხვირ–პირის არეში ხელის დარტყმაში და მის სისტემატიურ ფსიქოლოგიურ დამცირებაში. აგრესიულობამ იმატა და ამ უკანასკნელის მხრიდან თანაცხოვრების ბოლო სამი თვის მანძილზე. 2019 წლის 12 აპრილს, თ-------- ს-----ემ მეუღლეს გ--------- ფ-----ს იმ მოტივით, რომ დედამთილთან ნ------------სთან ვერ აგვარებდა ურთიერთობას, ქ. თ---–--–-------------–-------------ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ხელით ცემა სახის არეში, თმით მოქაჩა და კედელზე მიარტყმევინა თავი, რა დროსაც დაზარალებულმა იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი. 2019 წლის 25 მაისს, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით – თუ რატომ ვერ მოწმინდა საჭმლის ჭამის შემდეგ ჩვილ ბავშვს დროზე პირის არე, ქ. თ---–--–-------------–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თავში – შუბლის არეში ჩაარტყა გაშლილი ხელი და თავზე ჩამოამხო ბავშვის ეტლი, რა დროსაც დაზარალებულმა იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი. 2019 წლის 28 მაისს, ბოლო ფაქტიდან უმოკლეს პერიოდში, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თ---–--–-------------–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დაუწუნა რა ხელსაქმე და მომზადებული სადილი, თ-------- ს-----ემ თმებით ათრია მეუღლე გ--------- ფ-----, ჩაარტყა მუშტი თავის არეში, კედელზე მიარტყმევინა თავი და ფეხებით, ფეხების არეში, ხოლო სხეულის სხვადასხვა ადგილებში ცემა ქამრით. ყველა ზემოხსენებული სისტემატიური ძალადობრივ ქმედებების შედეგად გ--------- ფ----- განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას, რის გამოც მას მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.
2017 წლის 30 აგვისტოდან, თანაცხოვრების მანძილზე არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი გ--------- ფ-----ს მეუღლე თ-------- ს-----ე, ქ. თ---–--–-------------–-------------ში მდებარე, ნათესავის სახელზე რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლში, მათ შორის ორსულობის პერიოდში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, რომ ამ მისცემდა სამსახურის დაწყების უფლებას და ეკმარა ის რითაც თავად უზრუნველყოფდა, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა მას. 2018 წლის 24 ოქტომბრიდან შეეძინათ რა ტყუპი შვილები, მეუღლე თ-------- ს-----ე გახდა მეტად აგრესიული და სისტემატიურად, ასევე გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, რომ ვერ აკეთებდა გემრიელ საჭმელს, ვერ უვლიდა ჩვილებს, საჭმლით მოსვრილი ტუჩები დროზე არ მოწმინდა ჩვილს და სხვა მოგონილი მიზეზით ამცირებდა, სიტყვიერად შეურაცხყოფდა და ფიზიკურად ძალადობდა მასზე; სისტემატიურმა შეურაცხყოფამ, დამცირებამ ფიზიკური ძალადობამ, ფიზიკურ ტკივილთან ერთად გამოიწვია გ--------- ფ-----ს ტანჯვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენით, თ-------- ს-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ თ-------- ს-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50-ე მუხლის საფუძვეზე, 1 (ერთი) წელი დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ თ-------- ს-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2019 წლის 29 მაისიდან.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მსჯავრდებულ თ-------- ს-----ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ თ-------- ს-----ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ გ--------- ფ-----ს გამოკითხვისა მიღებული ინფორმაციით, მოწმეების ლ---------------ს, ბ-------–-----ს, დ----------------–---–-ს, ხ----------------–---–ის, ლ-------------–---–ის, ნ-------–------, დ---------–------–-–---–ის, ნ-----–-------–---–-ს, ბ-------------ს, გ-----------------–---–-ს, ი-----–--------–---–--, ნ-----------ს და დ----------------ას გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, თავად ბრალდებულ თ-------- ს-----ის აღიარებითი ჩვენებით, სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შედგენილი პაციენტის სამედიცინო ბარათით, სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, სასამართლო–ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და თავად მსჯავრდებულ თ-------- ს-----ის აღიარებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, მსჯავრდებულ თ-------- ს-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ თ-------- ს-----ემ ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით; მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფსიქიკური ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
თ-------- ს-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა - დანაშაულის ჩადენა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი თ-------- ს-----ეს, სასჯელის სახით ითვალისწინებს შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ და წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, მათ შორის ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება დანაშაულის ჩადენა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით და მსჯავრდებულს დაუნიშნა, ჩადენილი დანაშაულებისათვის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე - თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სასჯელის ზომად ორივე დანაშაულისათვის დაუნიშნა სანქციით გათვალისწინებულ მინიმალურ ზღვარზე ერთი წლით მეტი. ამასთან, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ თ-------- ს-----ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას; არ არის ნასამართლევი, წარდგენილი აქვს ბრალდება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთათვის, შეურიგდა დაზარალებულს, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული იქნას შეღავათები, მიიჩნია რომ მსჯავრდებულის საზოგადოებისგან ხანგრძლივი იზოლირება აღარ არის საჭირო და დანიშნული სასჯელის ნაწილი ჩაუთვალა პირობით, რაც სრულიად საკმარისია მსჯავრდებულზე ზემოქმედების მოსახდენად, რომ მას გაუჩნდეს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა. შესაბამისად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სასჯელის ნაწილში და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ თ-------- ს-----ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ია ყიფიანის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სახელმწიფო ბრალმდებლის, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ია ყიფიანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენი თ-------- ს-----ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
თ-------- ს-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა, 1 (ერთი) წლის ვადით დაენიშნოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა, 1 (ერთი) წლის ვადით დაენიშნოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით თ-------- ს-----ეს სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად დაენიშნოს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა, 1 (ერთი) წლის ვადით დაენიშნოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ თ-------- ს-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2019 წლის 29 მაისიდან.
თ-------- ს-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდგომ, მსჯავრდებულ თ-------- ს-----ეს, საქართველოს სსკ–ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. ამასთან, მსჯავრდებულ თ-------- ს-----ის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
სასამართლო–ფსიქოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი საქმის მასალები, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ჯორბენაძე