განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003254757
№1ბ/162-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული - ზ------ ბ-------–---–ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N5----------, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ც------–-----------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–----------–-------------–-------------------------------ში.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილი (სამი ეპიზოდი). (ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა).
სასჯელი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 23 სექტემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 24 სექტემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 26 სექტემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა დანარჩენი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ------ ბ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 05 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ზ------ ბ-------–---–ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ ზ------ ბ-------–---–ს დაუნიშნა ლმობიერი სასჯელი. ოჯახში ჩადენილი ძალადობის საქმეებზე სასჯელის დანიშვნისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ქმედებების სისტემატურ ხასიათსა და დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ხარისხს. ოჯახის წევრის მიმართ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, განსაკუთრებულად მძიმე ხასიათი აქვს და მძიმედ აისახება როგორც მსხვერპლის ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე, ისე შვილების ფსიქიკურ განვითარებაზე. სასჯელის დანიშვნისას მნიშვნელოვანია, რამდენად გულწრფელია აღიარება და რამდენად იგრძნობა სინანულის გრძნობა, ხშირ შემთხვევებში აღიარება ატარებს ფორმალურ ხასიათს და მიმართულია სასჯელის შემსუბუქებისკენ, ამიტომ ბრალის აღიარებასა და მტკიცებულებათა უდავოდ გახდაზე არ უნდა იყოს მიბმული არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და ზ------ ბ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.
სასამართლომ დაადგინა:
ზ------ ბ-------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 18 სექტემბერს, მისი მეუღლის, ნ--- ბ------–---–ის სასარგებლოდ, გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი, რითაც მის ყოფილ მეუღლეს, ზ------ ბ-------–---–ს, აეკრძალა დაზარალებულთან ყოველგვარი კონტაქტი, მათ შორის სატელეფონო კომუნიკაცია. მიუხედავად იმისა, რომ ზ------ ბ-------–---–ი გაფრთხილებულ იქნა შემაკავებელი ორდერის შინაარსისა და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, მან მაინც დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები. კერძოდ, 2019 წლის 23 სექტემბერს 13:23 საათზე, თბილისი, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის დროს, ნ--- ბ------–---–ს მის კუთვნილ მობილურ ტელეფონის ნომერზე - 5-------- დაუკავშირდა მისი ყოფილი მეუღლე, ზ------ ბ-------–---–ი, კუთვნილი ტელეფონის ნომრიდან - 5--------.
2019 წლის 24 სექტემბერს 11:02 საათზე, ნ--- ბ------–---–ს მის კუთვნილ მობილური ტელეფონის ნომერზე - 5-------- დაუკავშირდა მისი ყოფილი მეუღლე, ზ------ ბ-------–---–ი, ტელეფონის ნომრიდან - 5--------. აღნიშნული ქმედებით ზ------ ბ-------–---–მა კვლავ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
ასევე, 2019 წლის 26 სექტემბერს 14:30 საათზე, ნ--- ბ------–---–ს მის კუთვნილ მობილურ ტელეფონზე - 5-------- დაუკავშირდა მისი ყოფილი მეუღლე, ზ------ ბ-------–---–ი, ტელეფონის ნომრიდან - 5--------. აღნიშნული ქმედებებით ზ------ ბ-------–---–მა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 დეკემბრის განაჩენით, ზ------ ბ-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 23 სექტემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 24 სექტემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 26 სექტემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა დანარჩენი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ------ ბ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ზ------ ბ-------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ზ------ ბ-------–---–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ნ--- ბ------–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მოწმეების - ნ--–-------–---ს და თ----- ა------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმით, დათვალიერების ოქმებით და თავად მსჯავრდებულ ზ------ ბ-------–---–ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, მსჯავრდებულ ზ------ ბ-------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ზ------ ბ-------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი).
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის, მათ შორის ჯარიმის დანიშვნა, იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია - ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ არც სააპელაციო საჩივარშია დასაბუთებული და არცსხდომის ოქმითა და ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მსჯავრდებულ ზ------ ბ-------–---–ის მიერ ბრალის აღიარება ატარებდა ფორმალურ ხასიათს და ემსახურებოდა მხოლოდ შეღავათების მიღებას. ზ------ ბ-------–---–მა პირველივე საგამოძიებო მოქმედების ცატარებისთანავე აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, დეტალურად მიუთითა მის მიერ განხორციელებულ კომუნიკაციაზე, მიზეზებზე და მოინანია ჩადენილი. წარმოდგენილი მასალებით ზ------ ბ-------–---–ის აღიარება და მონანიება არის გულწრფელი, მან უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, რაც სასჯელის სახის და ზომის დანიშვნისას ასევე მნიშვნელოვანია. მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების, დანაშაულის ჩადენის მოტივის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მსჯავრდებულის ასაკის, პიროვნების და წარსული ცხოვრების, პირადი და ეკონომიკური პირობების და ქმედების შემდგომი ყოფა-ქცევის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს ზ------ ბ-------–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელის სახის, სხვა სასჯელით შეცვლის აუცილებლობა და ჯარიმა, მოცემულ შემთხვევაში სრულიად საკმარისია მსჯავრდებულზე ზემოქმედების მოსახდენად, რომ მას გაუჩნდეს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზ------ ბ-------–---–ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლევან ვეფხვაძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლევან ვეფხვაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 დეკემბრის განაჩენი ზ------ ბ-------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ზ------ ბ-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 23 სექტემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 24 სექტემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 26 სექტემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქოს დანარჩენი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ------ ბ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ ზ------ ბ-------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 სექტემბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია. გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ჯორბენაძე